მასების მართვის მანიპულაციური მეთოდების ამოქმედების ანალიზი თანამედროვე ეპოქის დესტრუქციულობის კვლევაში (რუსეთის მაგალითზე)
ფსიქოანალიტიკური მიდგომა
მშრომელი მასების ფსიქიკის დათრგუნვის გზები და მეთოდები
ქვეყნის ეხლანდელი ხელისუფლება ყოველ წელს სულ უფრო იძულებული ხდება დახარჯოს უზარმაზარი ძალისხმევა ხალხში მშვიდობიანი განწყობის შესანარჩუნებლად.
გამოდის, მაგრამ გაჭირვებით. ხელისუფლების მხრიდან დღეს ორი ვარიანტია ამოქმედებული. ამასთან ერთად გასაკვირია, რომ ჯერ-ჯერობით ისინი თითქმის ერთდროულად გამოიყენება. გარდა ამის, ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს ხდება ინტუიციურ, გაუცნობიერებელ დონეზე. პირველი ვარიანტის თანახმად, მიმდინარეობს მშრომელთა შესაძლო დათრგუნვის გზებისა და საშუალებების გაძლიერება (შინაგანი ჯარისა და პოლიციის, არმიის შემადგენლობისა და ტექნიკის რაოდენობრივად მკვეთრი ზრდა), ხოლო, მეორე ვარიანტის თანახმად, ხალხის ხელოვნურად შეცდომაში შეყვანა მასების მანიპულირების გზით (გასართობი პროგრამების ზრდა, ალკოჰოლური სასმელების რეკლამა, ხალხის რეორიენტაცია დასავლურ ცხოვრებაზე, რომელთან, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ყოველწლიურად მყიდველობითი აჟიოტაჟის ზრდა, როდესაც პროდუქცია, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იყენებდნენ წლების განმავლობაში, ახლა ერთ-ორი წელიწადში იცვლება). თუ ყურადღებას გავამახვილებთ მასების მანიპულირებაზე დასავლურ ცხოვრებაზე რეორიენტაციის მიზნით, ამ შემთხვევაში ასევე უნდა ითქვას ტრადიციული რუსული ცხოვრების დასავლური აზროვნებით განზრახ შეცვლაზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოიყენება არა ჭეშმარიტი დასავლური ცხოვრების წესი, არამედ მისი დამახინჯებული ვერსია იმის ხარჯზე, რომ რუსეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც ვერ ახერხებს საზღვარგარეთ გამგზავრებას. და თუ ვინმეს აქვს ამის საშუალება, მხოლოდ მუსულმანურ კურორტებზე, და აქედან გამომდინარე, თუ როგორი ცხოვრებაა დასავლეთში, მათ უბრალოდ არ იციან.
შესაბამისად, უცნობი ხდება, რომ ადამიანთა ძირითადი კატეგორია დასავლეთში, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, მოძველებულ ტექნიკას იყენებს. უდგება მის გამოყენებას გარკვეული გლეხური პოზიციიებიდან, მიაჩნია, რომ ამ ტექნიკას შეუძლია გამართულად მუშაობა და მუშაობს.
ამ დროს კი ზემოგებით დაინტერესებული თანამედროვე რუსი კაპიტალისტები ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ რუსეთში ხალხმა ახალი პროდუქცია შეიძინოს, ამიტომ სრულიად არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ხშირად ეს პროდუქცია მნიშვნელოვნად (ხშირად კი საერთოდ) არ განსხვავდემა იმისგან, რომელიც მათ უკვე აქვს.
შედეგად, გაბრიყვებული ხალხი უმეტესად მისდევს მოდის ახალ ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებს ახლანდელ რუს ნუვორიშებს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ხალხი, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი ფინანსური შესაძლებლობები (მართალია, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს შიმშილის ზღვარზე, მაგრამ თავს მხოლოდ იმის უფლებას აძლევს, რომ ხელფასი დახარჯოს მხოლოდ საკვებზე და იაფ ჩინურ ტანსაცმელზე. ეს ხდება დიდ ქალაქებში. რეგიონებში კი შიმშილსა და ხალხის მასობრივ განადგურებას ადგილი აქვს დაბალი ხარისხის და იაფფასიანი ალკოჰოლის შემცველი პროდუქციის მოხმარებისა და ნარკომანიის ზრდის გამო), იძულებულია აიღოს სამომხმარებლო სესხი, დახარჯოს ის საკვებში და პირველი მოთხოვნილების საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ამით ნებაყოფლობით იგდებს თავს ხაფანგში.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ არმიის როლის ზრდაზე თანამედროვე რუსეთში. სინამდვილეში შეიარაღებულ ძალებში სიტუაცია ორგვარია. ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან თითქოს იგრძნობა ზრუნვა საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე. მეორე მხრივ, ხშირად საკმაოდ პირობითი ხასიათი აქვს. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგის რამდენიმე მსხვილი უნივერსიტეტის ოფიცერთა უმრავლესობა (მსგავსი სიტუაცია თითქმის ყველა რეგიონშია) ხშირად იძულებულია ეძებოს სამუშაო და საარსებო წყარო სხვაგან. პირველ რიგში, ეს ხდება სასწავლო პროცესის საზიანოდ, როდესაც ოფიცერი იძულებულია ყველა ხერხი იხმაროს, რომ თავი დააღწიოს სამხედრო სასწავლო დაწესებულებას, რათა ოჯახისთვის ფული იშოვოს. მეორე შემთხვევაში, თანამედროვე რუსული არმიის ოფიცერს დღეს მხოლოდ სამოქალაქო სამსახურში შეუძლია მოძებნოს სამუშაო, თუმცა ირიცხება სამხედრო სამსახურში, ხოლო სამხედრო ხელფასს ზემდგომ უფროსებს უხდის. მას, ვინც ხელს აფარებს. რაც შეეხება არმიის ქვედა რგოლს, აქ ანალოგიური ვითარებაა. კურსანტების გარკვეული ნაწილი (ხშირად თითქმის ყველა, ვინც ხელმოკლე ოჯახიდანაა, ასეთები კი სამხედრო დაწესებულებებში უმრავლესობაა) მუშაობს სამოქალაქო სამსახურში. და არა მარტო ძილის ხარჯზე, ანუ ღამით, არამედ, ზოგჯერ, დღისით. ხელფასის გარკვეულ ნაწილს აძლევენ ზემდეგებს და ოფიცრებს. ზოგჯერ კი თავად ოფიცრები უზრუნველყოფენ კურსანტებს სამსახურით და ართმევენ გამომუშავებული თანხის ლომის წილს.
ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა! ამის შემდეგ არმიის ბრძოლისუნარიანობაზე და სამეთაურო შემადგენლობის მომავალზე საუბარიც კი არ ღირს (ეს იგივეა, რაც სპორტში: არ ივარჯიშო და ისე გამოხვიდე შეჯიბრებაზე. ამასთან, ჯარი შეიძლება შევადაროთ კრივს. რინგზე გამოსვლისას ასეთ სპორტსმენს დამარცხების შემთხვევაში ემუქრება გონების დაკარგვა (ნოკაუტი), ხოლო ჯარში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, გაუწვრთნელი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება დაიღუპოს. ამიტომ საუბარი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაზე ზედმეტია). ამასთან მსგავსი რამ შესაძლებელი ხდება მხოლოდ ერთი მიზეზით: შეიარაღებული ძალების არასაკმარისი დაფინანსებით, არასაკმარისი კონტროლით ინსპექტირების ორგანოების მხრიდან. კონტროლს კი ჯარში ისევ სამხედროები ახორციელებენ. საბოლოოდ კი, ყველაფერი მთავრდება ალკოჰოლური სასმელების ერთად მიღებით, საუნით და ა.შ. ალბათ, როგორც ვარიანტი, საჭირო იქნება მოულოდნელი ინსპექტირების ჩატარება დამოუკიდებელი პროკურორების მიერ (სასურველია სამოქალაქო), მაგრამ მაშინ კი არა, როდესაც ასეთი შემოწმების შესახებ უკვე ცნობილია და ყველა მზად არის ამ შემოწმებისთვის, არამედ მოულოდნელად.
სხვათა შორის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამხედრო სასადილოებში საკმაოდ გავრცელებულია ტრადიციული მასობრივი ქურდობა მზარეულების მხრიდან. თუმცა არც ეს სიტუაცია არ არის ახალი რუსეთისთვის. სახელმწიფო საწარმოში ყველა იპარავს.
ამ და სხვა მრავალი მიზეზის ანალიზის შედეგად სრულიად მართებ ული იქნება შემდეგი დასკვნა: რუსეთში საჭიროა მკაცრი ხელისუფლება. რადგან ხალხს არაფერი შეაჩერებს შიშის გარდა (გლობალური მასშტაბით სასურველია, რომ შეიცვალოს იდეოლოგიური კომპონენტი მასების ქვეცნობიერებაზე ზემოქმედებით. მაგრამ ეს ხერხი თაობებზეა გათვლილი. დღეს კი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ქვეყნის გადარჩენა. და, აქედან გამომდინარე, უფრო მკაცრი ზომების მიღება).
კოლექტიური არაცნობიერის (არქეტიპებზე ზემოქმედება) კანონების ცოდნა მანიპულატორების სამსახურში
მანიპულირებას შიშის პროვოცირების გზით ზოგჯერ მოაქვს რეალური შედეგი მასების სამართავად. ეს, თავის მხრივ, ხელისუფლებაზე ახდენს გავლენას. შეიძლება ითქვას, ხელისუფლების ხარისხზეც.
ჩვენ ვხედავთ გასაოცარ პარალელებს ბრბოზე (მასებზე) მანიპულირების მეთოდებსა და შედეგად მიღებულ რეაქციებს შორის. რადგან მასობრივი ცნობიერების დათრგუნვის მექანიზმებს (და ამ გზით ბრბოს, მასების, ადამიანების მართვას) შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შედეგი; რომელიც, თავის მხრივ, პროეცირებულია ხელისუფლების მიერ გამოყენებული მეთოდებით. მეთოდები, თავის მხრივ, დამოკიდებულია თავად ხელისუფლებაზე (მმართველ რეჟიმზე). არსებობს ხელისუფლების მოდელის (პოლიტიკური სისტემის მოდელების) ორი ძირითადი კატეგორია: ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელი (ბაზა - კლასიკური ლიბერალიზმი და ცალკეული, ყველა პიროვნების თავისუფლება, როგორც მთავარი ღირებულება, პლუს სამართლებრივი სახელმწიფო, პლურალიზმი, პარლამენტარიზმი და ა.შ.) და ტოტალიტარული ან ავტორიტარულ-ტოტალიტარული მოდელი (ერთი ლიდერი, გაბატონებული იდეოლოგია, დაყოფა მმართველი რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებზე, განსხვავებული აზრის მქონეთა სასტიკი თრგუნვა და ა.შ.).
ჩვენი აზრით, თანამედროვე საზოგადოების მშენებლობის პირობებში ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მისაღები ტოტალიტარული მოდელია (ჯერ დაშლის შემდეგ ქვეყნის გაძლიერების მიზნით ფსევდოდემოკრატიის პერიოდი - სტალინის მეთოდები. შემდეგ ლეონიდ ბრეჟნევის კეთილდღეობის პერიოდი, გლობალიზაციის განვითარების თანამედროვე თავისებურებების გათვალისწინებით, და ა.შ., მათ შორის წარსულის და აწმყოს გამოცდილება, როდესაც საჭიროა მხოლოდ საუკეთესო და ოპტიმალური).
სხვათა შორის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სიტყვის „ტოტალიტარიზმი“. რადგან ამ სიტყვისადმი ნეგატიური დამოკიდებულება შეიქმნა იმ დროს, როდესაც რეჟიმი გაანადგურეს (.დასაბამი მისცა ტროცკისტმა ხრუშჩოვმა XX ყრილობაზე).
„XX ყრილობამ საბჭოთა წყობას დარტყმა მიაყენა, რომლის შემდეგ მან ვეღარ შეძლო წელში გამართვა, - წერს პროფესორი კარა-მურზა. - ეს იყო პირველი პრინციპული ნაბიჯი საბჭოთა სახელმწიფოს ლეგიტიმურობის გასანადგურებლად. დაიწყო იგივე პროცესი, რომელმაც 1917 წლის თებერვალში გამოიწვია რუსეთის იმპერიის დაშლა... არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა იყო XX ყრილობის ასეთი მიმართულების მიზეზი - ბოროტი განზრახვა, ხრუშჩოვის გუნდის უგუნურობა ან დაუდევრობა, მაგრამ ობიექტურად ეს იყო დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ხრუშჩოვის დანაშაული არ არის, თავისი წვლილი შეიტანა სკკპ ყველა შემდგომმა გენერალურმა მდივანმა. ხრუშჩოვმა შეარყია სახელმწიფოს მთავარი საყრდენი, ბრეჟნევმა ეს არ გამოასწორა, მხოლოდ საღებავებით დაფარა ბზარი, გორბაჩოვმა და ელცინმა უფრო გააფართოვეს ბზარი და ჩამოანგრიეს შენობა ... ჭკუის სასწავლებლად, ჯერ უნდა დავაფიქსიროთ აშკარა ფაქტი. საბჭოთა კავშირმა სული ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დროს მოითქვა, შემდეგ 25 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ცხოვრების საგანგებო რეჟიმში. ამ დროს არსებობდა სამი ფაზა: ფორსირებული ინდუსტრიალიზაცია (და მასთან დაკავშირებული კოლექტივიზაცია), მეორე მსოფლიო ომი, აღდგენის ფორსირებული პროგრამა. ეს ცხოვრების და საზოგადოებრივი ორგანიზაციის განსაკუთრებული ტიპია. მეცნიერულ ენაზე - სამობილიზაციო სოციალიზმი, დემოკრატების ენაზე - ყაზარმული სოციალიზმი ან სტალინიზმი. ჩვენ გვქონდა ასეთი ისტორიული პერიოდი, და ამას ვერსად გავექცევით. ყაზარმაში ცხოვრება არავის უხარია, ეს ყველასთვისაა გასაგები. ამიტომ ყოველთვის არსებობენ დეზერტირები. მაგრამ დეზერტირებმაც კი იცოდნენ, რომ სტალინური ყაზარმების გარეშე ჩვენ ომს ვერ მოვიგებდით. წარმოიდგინეთ, რომ სტალინის ნაცვლად სახელმწიფოს მართავდა გორბაჩოვი, მოლოტოვის ნაცვლად გაიდარი და კოზირევი, ხოლო ჟუკოვის ნაცვლად ჯარის სარდალი იყო პაველ გრაჩოვი. და მაშინ ყველასათვის გასაგები იყო, თუ რატომ იყო საჭირო სტალინიზმი. ამიტომ შეიქმნა ტოტალიტარულ საზოგადოება, რომელიც უფრო სამხედრო ნაწილს ჰგავდა. სწორედ ამიტომ შეიქმნა სტალინის, როგორც მეთაურის, კულტი. ასეთ კულტს ვერ შექმნი ბრძანებით ზევიდან, ვერც იძულებით და ვერც თხოვნით. ხრუშჩოვმა და ბრეჟნევმა სცადეს ამის გაკეთება უცოდინარობის გამო. აქ სადაო არაფერია ...
… 50-იანი წლების მეორე ნახევარში საგანგებო პერიოდი დასრულდა ... საჭირო გახდა ყაზარმული ცხოვრებიდან გამოსვლა, დემობილიზაციის ჩატარება. მაგრამ ამ გაკეთება ძალიან რთულია. უნდა შეაჩერო და მოახდინო ტოტალიტარიზმის მანქანის დემონტაჟი, ცნობიერება კი ყველას ინერციით ტოტალიტარული აქვს. ჩვევების შეცვლა, რომლებიც ასე აუცილებელი იყო ოცი წლის განმავლობაში, არ არის ადვილი.
ეს ოპერაცია ხრუშჩოვმა და მისმა გუნდმა ჩააგდო. მათ თავისი ენერგია მიმართეს სახელმწიფოს განადგურებაზე. „სამობილიზაციო სოციალიზმიდან“ გამოსვლა გადაწყვიტეს ჯერ იდეოლოგიური, შემდეგ კი საორგანიზაციო ბაზის დანგრევით“ ... „.
შედეგად ქვეყანამ მიიღო ის იდეოლოგიური ბზარი, რომლის შედეგად ვერ შეძლო ფეხზე დადგომა, და ოცდაათი წლის შემდეგ, სახელმწიფო ლიდერების შეცდომების შედეგად დიდმა იმპერიამ, რომლის ეშინოდა და რომელსაც პატივს სცემდა მთელი მსოფლიო (ხოლო დასავლეთი მილიარდებს ხარჯავდა მის გასანადგურებლად), შეწყვიტა არსებობა და ახლა იძულებულია გადარჩენისათვის იბრძოლოს მხოლოდ თავისი ბუნებრივი რესურსების გაყიდვით.
თუ დავუბრუნდებით ტოტალიტარიზმისა და დემოკრატიის შედარებას, უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად, ტოტალიტარიზმის, როგორც ასეთის, არ უნდა გვეშინოდეს. უმეტესწილად, ჩვენ გვეშინია მხოლოდ სახელის. იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდის ფსიქიკა განსაკუთრებულად რეაგირებს სახეებზე (ჩვენ ვაზროვნებთ სახეებით), აღმოჩნდება, რომ ჩვენ ქვეცნობიერებაში ჩადებულია ტოტალიტარიზმის არასწორი ინტერპრეტაცია.
„ხელისუფლებას, რომელიც იძულებითაა თავს მოხვეული, ეწოდება დიქტატურა, ტირანია და ა.შ., - წერს „პროექტი რუსეთი“-ს ავტორი. - ამ სიტყვებს უარყოფითი მნიშვნელობის დატვირთვა აქვს და ამიტომ აუცილებლად ახდენს გავლენას ცნობიერებაზე. რადგან ჩვენ ეს გვესმის, მაშასადამე, უნდა გავითვალისწინოთ ეს და შევიტანოთ სათანადო ცვლილებები. მით უმეტეს, რომ სიტყვები, რომლებიც განსაზღვრავენ ხელისუფლების ამ ფორმას პოზიტიური კუთხით, თანამედროვე ლექსიკონში არ არის (ეს დემოკრატიის მცდელობის შედეგია, რომელიც კარგად ერკვევა საინფორმაციო ომში).
მაშასადამე, დიქტატურა. განვიხილოთ მისი ბუნებრივი მისწრაფებები. რა ტენდენციები გააჩნია მას? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიქტატორი ვალდებულია ხალხს ჩაუნერგოს პატრიოტიზმის, ღირსებისა და მოვალეობის ცნებები. თუ ის არ ჩამოაყალიბებს ღირებულებათა იერარქიას, სადაც ადამიანის თვისებები მოგებაზე მაღლა დგას, სტიმულად იქცევა მატერიალური კეთილდღეობა. მოგების, როგორც უმაღლესი ღირებულების, გააზრება ადამიანებს მომხმარებლად გადააქცევს. ეკონომიკა იქნება სახელმწიფოს ერთადერთი საფუძველი, ხელს შეუწყობს ადამიანების აქტიურობას, რათა მათ მოიხმარონ რაც შეიძლება მეტი, და ამ სურვილს დაასაბუთებს სხვადასხვა უფლებებითა და თავისუფლებით. შემდეგ გაჩნდება „მთელი ძალაუფლება ხალხს“ მსგავსი ლოზუნგები. გარდაუვალია საპროტესტო ენერგიის ზრდა, როგორც ბუნებრივი, ასევე მტრების მიერ ინსპირირებული. გარკვეულ მომენტში, ისინი გადააჭარბებენ სახელმწიფოს ძალას და როდესაც მოვა დრო, დააქუცმაცებენ ქვეყანას. დიქტატურა დაემხობა და მის ნანგრევებზე დემოკრატიის დემაგოგიური რიტორიკა აყვავდება და ძალაუფლებას ხელში კაპიტალი ჩაიგდებს. ზოგადად, ჩვენ ვიმეორებთ იმას, რის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ ადრე. პარადოქსი ისაა, რომ, რაც უფრო წარმატებულად ნერგავს ტირანია სინდისისა და მოვალეობის იდეას, ხალხს უფრო ნაკლებად შეუძლია გაცნობიერებული უსამართლობის მოთმენა. ძალაზე დამყარებული ძალაუფლება ნიშნავს მოძალადის ძალაუფლებას მსხვერპლზე, ტერორისტის ძალაუფლებას მძევალზე; უსამართლობას ვერ გაექცევი. კეთილსინდისიერი მოქალაქეები, რომლებსაც ამოძრავებს ღირსების ცნება და გარე მტერის მიერა არიან წაქეზებული, ებრძვიან ტირანიას. მტერი ყოველნაირად ასაზრდოებს ამ ატმოსფეროს, და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ასეთ ძალაუფლებას ამხობს. როდესაც მონარქია ტირანიად იქნა მიჩნეული, მას უკვე აღარ ჰქონდა გადარჩენის შანსი. მისი დაცვა შეუძლებელი აღმოჩნდა.
გამოდის რომ, რაც უფრო მეტად ქმნის ტოტალიტარული სისტემა ღირსეულ ადამიანთა რიცხვს, მით უფრო უახლოვდება თავის დასასრულს. სსრკ-მ შექმნა დისიდენტები. მათ გაანადგურეს იგი, ამასთან კარგად არ ესმოდათ, თუ რას აკეთებდნენ. ისინი უბრალოდ გამოიყენეს. დისიდენტები იყვნენ ის ინსტრუმენტი, რომლითაც მანიპულირებდნენ დასავლეთის სპეციალისტები. მაგრამ ეფექტური ეს ინსტრუმენტი გახდა იმის წყალობით, რომ საბჭოთა სკოლებში ასწავლიდენ, თუ რა არის სინდისი. როდესაც ასეთ ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ხედავდა ისეთ მოვლენებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდენ მის პრინციპულ პოზიციებს, მაგრამ სათანადოდ ვერ გარკვეულიყო სიტუაციაში, მას არ შეეძლო სწორი დასკვნების გამოტანა და იდეალურად მასალად იქცეოდა მტრის მანიპულირებისათვის.
შენი ქვეყანა რომ აღიქვა, როგორც „ბოროტების იმპერია“, უნდა გქონდეს სიკეთისა და ბოროტების ცნებათა საბაზისო ცოდნა. დემოკრატიის თანამედროვე კრიზისი, პირიქით, იმაშია, რომ ხალხს არ გააჩნია ასეთი ცნებები. ისინი სულ უფრო ნაკლებად იღწვიან სულიერი მიღწევებისა და ქმედებებისკენ. მათ აღარ შესწევთ სულიერი გმირობის ჩადენის უნარი, რადგან ადამიანური ცნებები მათემატიკურმა ჩაანაცვლა. მოგება და ზარალი დღეს კოორდინირებს დემოკრატიული საზოგადოების ცხოვრებას. ასეთი მსოფლშეგრძნების სახიფათო შედეგები განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს დემოკრატიული ჯარის მაგალითზე, როდესაც ჯარისკაცი და ოფიცერი არ ემსახურება სამშობლოს, არამედ მუშაობს მოგების მისაღებად. მოგებისათვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნა ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. ადამიანური გაგებით, დასავლეთი განწირულია დაუძლურებისკენ და ძლიერდება მხოლოდ ეკონომიკურად. შედეგად, ბაზარი ახრჩობს ასეთ საზოგადოებას“.
რატომ იქნება რუსეთისთვის განსაკუთრებით მომგებიანი ტოტალიტარული რეჟიმი? ჩვენი აზრით, ტოტალიტარული რეჟიმის შემოღება ჩვენ ქვეყანაში დაკავშირებულია რუსი ხალხის ფსიქიკასთან (ისევე, როგორც ტაჯიკების, უზბეკების, ყირგიზეთის, თურქმენების ფსიქიკათან, და ა.შ.), რომელიც, როგორც ჩანს, უკვე მენტალობის დონეზე განიცდის შეშფოთებას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების შემთხვევაში. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია (ზოგიერთ შემთხვევაში, სურს კიდეც) ასეთი გადაწყვეტილებების მიღება; მაგრამ ეს სურვილი, რომელიც მოულოდნელად ჩნდება მის ცნობიერებაში, ზოგჯერ წინააღმდეგობაშია იმასთან, რაც იმალება (არქეტიპულად, ფილოგენურადაა ჩადებული) მის ქვეცნობიერში. მაგრამ, როგორც ცნობილია, სწორედ იმის გამო, რაც ინდივიდის არაცნობიერშია (ქვეცნობიერში), დამოკიდებულია მისი ქცევა, აზრები, სურვილები.
ანუ, სხვა სიტყვებით, ინდივიდის ქვეცნობიერში ჩადებულია ის მექანიზმი, რომელიც შემდგომში შედეგიან გავლენას ახდენს აზრებზე, ქმედებებსა და სურვილებზე. და აქ უკვე არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ინდივიდის ქცევის ანალიზს საფუძვლად უდევს ის ცოდნა, რომელიც გავლენას ახდენს მის გონებრივ გამოსახულებებზე, და ჩვენ ტყუილად არ ვახსენეთ ფილოგენეტიკური სქემები არაცნობიერის ფორმირების კონტექსტში. წინაპრების გამოცდილება მართლაც უნიკალურია. ეს საშუალებას აძლევს მომავალ თაობებს ისარგებლოს იმ კეთილდღეობით (ინფორმაციით), რომელიც მემკვიდრეობით ერგო წინა თაობებისგან და ინდივიდის ქვეცნობიერშია ჩადებული.
ეს გამოცდილება ძვირფასია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლების საჭიროების შედეგად, თვით ეს სწავლება ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს (თანამედროვე რუსს, გერმანელს ან ფრანგს უფრო ნაკლები დრო დასჭირდება ნებისმიერი მეცნიერებას რომ დაეუფლოს, ვიდრე თურქს ან ჩუკჩას), რადგან ჩვენმა წინაპრებმა უკვე გაიარეს განვითარების გარკვეული ეტაპი; მათ თავისი გვარის ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყეს, მეცნიერების განვითარების და ინფორმაციის გადაცემის გაუმჯობესების პერიოდში; აყალიბებდენ საკუთარ არაცნობიერს, რომელიც მოგვიანებით ერთ კომპონენტად გაერთიანდა, და პრაქტიკულად მთლიანად შეუერთდა თანამედროვე ადამიანის არაცნობიერს.
ასე რომ, ჩვენ, თანამედროვე მაღალგანვითარებულ ერებს, ბევრად ნაკლები დრო დაგვჭირდება, ვიდრე ჩვენ დიდ წინაპრებს, რომლებმაც უკვე გაიარეს განვითარების ეს გზა.
ე.წ. კოლექტიური არაცნობიერი ან არქეტიპები (ფროიდთან - ფილოგენეტიკური სქემები) კარლ გ. იუნგმა აღმოაჩინა. „თითოეულ ადამიანს, - წერდა იუნგი ნაშრომში „პიროვნული და ზეპიროვნული, ან კოლექტიური არაცნობიერი“, - გარდა პირადი მოგონებებისა, აქვს დიადი „პირვანდელი“ სახეები ... ანუ მემკვიდრეობით მიღებული ადამიანის შეხედულებების შესაძლებლობები იმ სახით, როგორიც იყო დიდი ხნის წინ. მემკვიდრეობითობის ფაქტი, თავისი არსით, განმარტავს იმ უცნაურ ფენომენს, რომ ცნობილი ზღაპრული სახეეები და მოტივები მთელ დედამიწაზე მსგავსი ფორმით მეორდება... როდესაც მეორდება ფანტაზია, რომელიც აღარ არის დაფუძნებული პირად მოგონებებზე, საუბარია არაცნობიერის უფრო ღრმა ფენის მანიფესტაციაზე, როდესაც მიძინებულია ზოგადსაკაცობრიო, თავდაპირველი სახეები. ამ სახეებს და მოტივებს არქეტიპს ვუწოდებ… ეს აღმოჩენა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი კონცეფციის განვითარებაში, კერძოდ, არაცნობიერში ორი ფენის არსებობის აღიარებაა. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა განვასხვავოთ პიროვნული არაცნობიერი და არა- ან ზეპიროვნული არაცნობიერი. ამ უკანასკნელს ჩვენ ასევე მივიჩნევთ, როგორც კოლექტიურ არაცნობიერს (კოლექტიური არაცნობიერი წარმოადგენს ობიექტურ-ფსიქოლოგიურ, და არა პიროვნულ არაცნობიერი - სუბიექტურ-ფსიქიკურს), სწორედ იმიტომ, რომ იგი გამოეყო პიროვნულს და აბსოლუტურად უნივერსალურია, და იმიტომ, რომ მათი შინაარსი შეიძლება ყველგან მოიძებნოს, რასა ვერ ვიტყვით პიროვნულ შინაარსზე. პიროვნული არაცნობიერი შეიცავს დაკარგულ მოგონებებს, (შეგნებულად დავიწყებულ) მტკივნეულ შეხედულებებს, ე.წ. სუბლიმაციურ აღქმას, ანუ სენსორულ პერცეფციებს, რომლებიც არასაკმარისია, ძლიერია იმისათვის, რომ მიაღწიონ ცნობიერებას და შინაარს და ჯერ კიდევ არ მომწიფებულა ცნობიერებისათვის. იგი შეესაბამება ჩრდილის გამოსახულებას, რომელიც ხშირად გვხვდება სიზმრებში (ჩრდილში ვგულისხმობ პიროვნების „ნეგატიურ“ ნაწილს, კერძოდ, პიროვნული არაცნობიერის ფარულ, არასასურველ თვისებებს, არასაკმარისად განვითარებულ ფუნქციებს და შინაარსს“. სხვადასხვა მაგალითზე იუნგი განიხილავს ზოგიერთ აღმოჩენას და საკმაოდ დასაბუთებულად ადასტურებს თავის თეორიას იმის შესახებ, რომ ინდივიდის ფსიქიკა უკვე თავიდანვეა გარკვეულ ურთიერთქმედებაში კოლექტიურ არაცნობიერთან (მსოფლიო გონებასთან, თუ გსურთ). ამიტომ ნებისმიერი ახალი „იდეა ოდითვე აღბეჭდილია ადამიანის ტვინში. ის დასრულებული ფორმითაა ჩადებული თითოეულის ქვეცნობიერში. საჭიროა მხოლოდ გარკვეული პირობები იმისათვის, რომ ზედაპირზე ამოტივტივდეს ... კაცობრიობის ყველაზე საუკეთესო აზრები იქმნება ორიგინალურ სახეებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ პირველად სურათს. მე ხშირად მეკითხებოდნენ იმის შესახებ, თუ როგორია არქეტიპების ან პროტოტიპების წარმოშობა. ჩემი აზრით, საქმე ისეა, თითქოს მათი წარმოშობა არ შეიძლება აიხსნას სხვა გზით, მხოლოდ თუ ვივარაუდებთ, რომ ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის მუდმივად განმეორებადი გამოცდილების ანარეკლს, - ასკვნის იუნგი. - ... არქეტიპი არ არის მხოლოდ მუდმივად განმეორებადი ტიპიური გამოცდილების ანაბეჭდი, მაგრამ, ამავე დროს, იგი ემპირიულად მოქმედებს, როგორც ძალა ან ტენდენცია იმავე გამოცდილების გასამეორებლად. საქმე იმაშია, რომ ყოველთვის, როდესაც გარკვეული არქეტიპი ვლინდება სიზმარში, ფანტაზიასა ან ცხოვრებაში, იგი ყოველთვის ატარებს თავის თავში გარკვეულ განსაკუთრებულ „გავლენას“ ან ძალას, რომლის წყალობით მისი ზემოქმედება ნუმინოზურს, ანუ მომაჯადოებელ ხასიათს ატარებს ან ქმედებისკენ უბიძგებს“.
„არაცნობიერი პროცესები, რომლებიც ახდენენ ცნობიერი მე-ს კომპენსირებას, - აგრძელებს იუნგი, - შეიცავენ იმ ელემენტებს, რომლებიც საჭიროა ფსიქიკის თვითრეგულირებისათვის. პერსონალურ დონეზე ეს ცნობიერების მიერ არაღიარებული პიროვნული მოტივებია, რომლებიც სიზმარში ჩნდება; ან ყოველდღიური სიტუაციების მნიშვნელობაა, რომლებიც ჩვენ ვერ შევნიშნეთ; ან დასკვნები, რომლებიც ჩვენ არ გაგვიკეთებია; ან აფექტები, რომლის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემდით; ან კრიტიკა, რომელიც არ გამოგვითქვამს. მაგრამ ჩვენი თვითშემეცნების და მისი შესაბამისი ქცევის გზით ჩვენ უფრო მეტად ვაცნობიერებთ საკუთარ თავს, და მით უფრო ინტენსიურად ქრება პიროვნული არაცნობიერის ფენა, რომელიც კოლექტიურ არაცნობიერზე მაღლაა. ამის წყალობით ჩნდება ცნობიერება, რომელიც აღარ თავსდება მე-ს წვრილმან და პიროვნულად მგრძნობიარე სამყაროში, არამედ მიეკუთვნება უფრო ფართო სამყაროს, ობიექტს. ეს უფრო ფართო ცნობიერებაა, არა პიროვნული სურვილების, შიშის, იმედების და ამბიციების მგრძნობიარე, ეგოისტური გორგალი, რომელიც უნდა იყოს კომპენსირებული ან თუნდაც კორიგირებული საპირისპირო არაცნობიერ-პირუვნული ტენდენციით, არამედ ურთიერთობათა ის ფუნქციაა, რომელიც დაკავშირებულია ობიექტთან, სამყაროსთან და რომელიც გადაადგილებს ინდივიდს სამყაროს უპირობო, სავალდებულო და ურღვევ გაერთიანებაში. ამ ეტაპზე წარმოქმნილი კოლიზიები უკვე არ არის ეგოისტური სურვილებით გამოწვეული კონფლიქტები, არამედ სირთულეებია, რომლებიც მეხება როგორც მე, ასევე სხვას. ამ ეტაპზე, საბოლოო ჯამში, საუბარია კოლექტიურ პრობლემებზე, რომლებსაც მოძრაობაში მოჰყავს კოლექტიური არაცნობიერი, რადგან ისინი მოითხოვენ კოლექტიურ, და არა ინდივიდუალურ კომპენსაციას. აქ ჩვენ შეგვიძლია, საბოლოოდ, მშვიდად ვაღიაროთ, რომ არაცნობიერი პროდუცირებს შინაარსს, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, ვისაც ეკუთვნის, არამედ სხვებისთვის, თუნდაც ბევრისთვის, შეიძლება ყველასთვის ... კოლექტიურ არაცნობიერში მიმდინარე პროცესები მეტ-ნაკლებად ეხება არა მხოლოდ ინდივიდის პიროვნულ დამოკიდებულებას მისი ოჯახის ან უფრო ფართო სოციალური ჯგუფის, არამედ საზოგადოებისადმი, ზოგადად ადამიანთა საზოგადოებისადმი. რაც უფრო უნივერსალური და უპიროვნოა პირობა, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს არაცნობიერი რეაქცია, მით უფრო მნიშვნელოვანი, უცხო და გადამეტებული იქნება კომპენსირებადი მანიფესტაცია. იგი ხელს უწყობს არა მხოლოდ კერძო შეტყობინებას, აღსარებას, არამედ აიძულებს კიდეც წარმომადგენლობითი როლის შესასრულებლად“.
სხვა სიტყვებით, იუნგმა აღმოაჩინა წინა თაობათა გამოცდილების თავისებური გამოყენება თანამედროვე აღმოჩენებში. ამასთან ერთად, უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კოლექტიური არაცნობიერი გავლენას ახდენს მთლიანად ინდივიდის ქცევაზე. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, მანიპულაციურ მეთოდიკებში, სრულად გამოიყენება მასების მართვის ის სქემები, რომლებიც იძლევიან მოთხოვნათა ძალაუფლების მიღწევის საშუალებას, რომელიც მიმართულია მართვის უზრუნველყოფაზე, მასების ამოქმედებაზე ხელისუფლების მიერ დაყენებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. ხოლო ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც დგას ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე, ამ ხელისუფლების შენარჩუნებაა. ხოლო ხელისუფლების შენარჩუნებისას ამ ხელისუფლებას შეუძლია მიაღწიოს დასახულ მიზნებსა და ამოცანებს.
--
ავტორი ა.ზ.
დასარედაქტირებელი თარგმანი MFL 03. 2017 (c)

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised