среда, 6 марта 2019 г.

მასობრივი ფსიქოზი - როგორ იქმნება ილუზიები?

<!-- Global site tag (gtag.js) - Google Analytics
-->
მასობრივი ფსიქოზი - როგორ იქმნება ილუზიები?
      „მასებს არასოდეს ჰქონიათ ჭეშმარიტების გაგების სურვილი. ისინი მოითხოვენ ილუზიებს, რომელთა გარეშეც სიცოცხლე არ შეუძლიათ“. 
                                                                                                    ზიგმუნდ ფროიდი
თანამედროვე ფსიქოთერაპიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მასობრივ ფსიქოზებს. პაციენტის საერთო ჯანმრთელობის ფონზე ისინი ინტერესს იწვევენ ავადმყოფობის სიმპტომების არსებობით. მასობრივი ფსიქოზი დამახასიათებელია ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ან მთელი ერებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან შთაგონებას და მიმბაძველობას. როდესაც ადამიანები კარგავენ მსჯელობის და შეფასების ადეკვატურ უნარს, ხდებიან შეპყრობილები, ასეთ მდგომარეობას ასევე უწოდებენ ფსიქიკურ ეპიდემიას. მსგავს მოვლენებს ხშირად აქვს ადგილი ჩვენს ირგვლივ, ამიტომ კარგი იქნებოდა მის თვისებებში გარკვევა.

ბრბოს ეფექტი

ბრბო - ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანთა მასაა.
                                                                                   ზიგმუნდ ფროიდი

კაცობრიობის ისტორიაში შეიძლება იხილოთ მასობრივი ფსიქოზის მრავალი შემთხვევა, ისინი ადასტურებენ მათი ფორმირების ზოგად მექანიზმს და „ბრბოს“ ცნებაში გამოიხატება. აღნიშნული ტერმინი სოციალურ ფსიქოლოგიაში მე-19 საუკუნის ბოლოს შევიდა, რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პერიოდში. ბრბო არის ადამიანთა თავშეყრა, რომლებსაც არ აქვთ საერთო მიზნები, მაგრამ ერთმანეთთან კავშირში არიან ემოციური მდგომარეობით და ყურადღების და ინტერესის ერთიანი ობიექტით.
საინტერესოდ აღწერა ბრბო გ. ლებონმა: „ბრბო ჰგავს ფოთლებს, რომლებსაც ძლიერი ქარი აიტაცებს და სხვადასხვა მიმართულებით გააქროლებს, შემდეგ კი ისევ მიწაზე დაყრის“.
ადამიანი ექვემდებარება მასობრივ ფსიქოზს ეროვნების, ასაკის და განათლების მიუხედავად. ყველა დროს ყოფილა მასობრივი თვითდაწვის, რელიგიური თაყვანისმცემლობის, ისტერიის, პატრიოტული და ფსევდოპატრიოტული თავდავიწყების შემთხვევები, დღეს კი მათ კომპიუტერული თამაშებით და სოციალური ქსელებით გატაცება დაემატა.
       ბრბოს ემოციურ აღშფოთებას საფუძვლად უდევს მნიშვნელოვანი  ღირებულებების მქონე სტიქიური ქმედებები. ბრბოს ფსიქოლოგია ხასიათდება შთაგონებისადმი მწვავე მგრძნობელობით. ყველა იდეას ან სარწმუნოებას ბრბო იღებს ან უარყოფს, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ან აბსოლუტურ შეცდომას. ყველა შემთხვევას საფუძვლად უდევს იდეა ან ილუზია, რომელიც ერთ-ერთ ლიდერს უჩნდება. ილუზია იპყრობს  გონებას და პარალიზებს ანალიზისა და კრიტიკის უნარს. ილუზიების და ფსიქოზების განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური დაავადებებისა და დეპრესიების მიდრეკილება გააჩნია.
    ილუსტრაციისთვის მოვიყვანთ მასობრივი ფსიქოზის რამდენიმე ნათელ მაგალითს. 1998 წელს იორდანიაში, ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ „მისტიკური დაავადება“ 800 მოზარდს აღმოაჩნდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ავადმყოფობის მიზეზი იმუნიზაცია კი არ ყოფილა, არამედ მასობრივი ისტერია (hysteria - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არაცნობიერად კოპირებს ირგვლივ მყოფთა დაავადების სიმპტომებს, ტენდენციურად ეძებს ნაკლოვანებებს საკუთარ გუნება-განწყობილებაში). ფატალური როლი შეასრულეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რომლებმაც დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ ვაქცინა იყო უვარგისი, ხოლო ხმაურმა, რომელიც ატყდა დაავადების დაწყების შემდეგ, უფრო გაამწვავა სიტუაცია და გაზარდა მოზარდთა რაოდენობა, რომლებმაც საავადმყოფოებს დახმარებისთვის მიმართა.
        მასობრივი ისტერიის ერთ-ერთი ფენომენალური შემთხვევა მოხდა 1789 წელს საფრანგეთში რევოლუციური მოვლენების ფონზე. „დიდი შიში“ (ფრ. „La Grande Peur“) მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, სოფლებისა და ქალაქების მკვიდრთ თავზარი დასცა, რომლებიც ყვებოდნენ საშინელ ამბებს ავსტრიელთა თუ ბრიტანელთა შემოჭრის შესახებ, რომელთა უძლეველმა ლაშქრობებმა დედამიწიდან აღგავეს ყოველივე ცოცხალი. საინტერესოა, რომ „დიდ შიშს“ აბსოლუტურად არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რადგან შემოჭრა არ ყოფილა.
მასობრივი ფსიქოზისა და ისტერიის ათასობით მაგალითის მოყვანა შეიძლება, ამავე დროს ჩნდება დასკვნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენის შესახებ, რომლებსაც აქვთ ბრბოს მართვის ყველა შესაძლებლობა. ნორმალური ადამიანიც კი თუ აღმოჩნდება ბრბოში, ის საერთო განწყობით განიმსჭვალება და კარგავს კრიტიკული აზროვნების უნარს.


ინდუცირებული ბოდვა თუ მასობრივი ფსიქოზის სათავეები

      დავიწყოთ მარტივი მაგალითით, რომელიც განმარტავს ამ მოვლენის არსს. მეუღლეები მრავალი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი მათგანი შიზოფრენიით დაავადდა. ის დაბეჯითებით საუბრობს უცხოპლანეტელთა მოსვლის და ამერიკელთა შეთქმულების შესახებ, აცხადებს, რომ თავად არის უზენაეს ძალთა  მეგზური და  წინასწარმეტყველებს სამყაროს დასასრულს.
       გარკვეული დროის შემდეგ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიიყვანეს პაციენტი, რომელიც საჯარო ადგილებში არაადეკვატურად იქცეოდა, თავს ესხმოდა ადამიანებს და თავის თავს წინასწარმეტყველად აცხადებდა. საინტერესოა, რომ პაციენტი არ ყოფილა შიზოფრენიით დაავადებული, არამედ შიზოფრენიით დაავადებულის მეუღლე აღმოჩნდა, ფსიქოზით ინდუცირებული, და გამოხატავდა დაავადებულის იდეებს. ფსიქიატრი, პირველ რიგში, უნდა გაერკვეს, რა სახის ბოდვასთან აქვს საქმე (კლასიკურის თუ ინდუცირებულის) და შეწყვიტოს პაციენტების ურთიერთქმედება. გარკვეული დროის შემდეგ ჯანსაღი მეუღლე გონს მოვა და გამოჯანმრთელდება.
        მსგავსი შთაგონება მუდმივად ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, რადგან მუდმივი გარე ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით. თუ ავადმყოფი ადამიანი სარგებლობს ავტორიტეტითა და პატივისცემით, მაშინ სხვები ადვილად კარგავენ საღ აზროვნებას და ემორჩილებიან რწმენას, ითვისებენ  ავადმყოფურ ფანტაზიებსა და ილუზიებს.
        ერთი ადამიანის დარწმუნება ბოდვაში ძალიან ადვილია, უფრო მეტად ადვილია ბრბოზე ზემოქმედება. ჩვენს ისტორიას აქვს მრავალი მაგალითი იმისა, თუ მმართველი, რომელსაც აწუხებდა ფსიქიკური აშლილობები, როგორ ინდუცირებდა თავისი ბოდვით მთელ ერს. გერმანელები სიხარულით მირბოდნენ სამყაროს დასაპყრობად და იდეალური ერის შესაქმნელად, ხოლო  რუსები - მეგობრების და მეზობლების დასახვრეტად.
ამრიგად, ბრბოზე გავრცელებულ ინდუცირებულ ბოდვას ეწოდება მასობრივი ფსიქოზი.


                 მასობრივი ფსიქოზის კლასიფიკაცია

მასობრივი ფსიქოზი ზოგადი განმარტებაა, რომელიც აერთიანებს მოვლენათა სხვადასხვა ჯგუფს და რომლის სისტემატიზაცია აუცილებელია:
• ბრბოს სტიქიური ქცევა (მომენტის გავლენა).
• დიდი ჯგუფების პროლონგირებული ქცევა იმ დროისათვის არსებული შეხედულებებისა და ღირებულებების ფარგლებში.
• სხვის ქცევის კოპირება.
• დიდი ჯგუფების პროლონგირებული ქცევა, რომელიც არ ჯდება  რწმენისა და მორალის ამჟამინდელი სისტემის ჩარჩოებში.
          სუფთა სახით ისინი პრაქტიკულად არ გვხდება, არამედ შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა კომბინაციებში დამატებითი ფაქტორების და გარე ზემოქმედების ქვეშ.
         ბრბოს სტიქიური ქცევა, რომელსაც აქვს საერთო მიზანი და ჰყავს საერთო ლიდერი, ახორციელებს კლასიკურ ცხოველურ ინსტიქტს. ცნობიერება უკან იხევს, ჩნდება სტრესის მაღალი დონე და კონტროლირებადი აგრესია. ცხოველური ქცევა შეიძლება გამოიხატებოდეს მასების ქცევის ბრმა კოპირებაში და ბრბოს დამორჩილებაში, რომელსაც ლიდერი ხელმძღვანელობს (სოციალურად განპირობებული ქცევა). სოციალური ქცევის ნათელი მაგალითია მაკაკების ჯგუფი. ამ ჯგუფში ფიზიკურ ძალადობას იყენებენ იმ მაკაკების მიმართ, რომელზეც ლიდერი მიუთითებს. ასეთ ქცევას ეწოდება „მობინგი“, ეს თანდაყოლილი უნარია ძუძუმწოვრების თითქმის ყველა ჯგუფისთვის და საშუალებას აძლევს ლიდერს შეინარჩუნოს კონტროლი დიდ კოლექტივზე.
        ბრბოს ეფექტი ნათლად გამოიკვეთება საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში და რეალობის მიმართ ორმაგ დამოკიდებულებაში. მაგალითად, სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვას შეიძლება ეწოდოს გენოციდი და დანაშაული ან ეროვნული ინტერესების დაცვის გარდაუვალი მსხვერპლი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იდეას მისდევს ლიდერი.
         დიდი ჯგუფების პროლონგირებული ქცევა. მასობრივ ფსიქოზს ჩვეულებრივ უწოდებენ ქცევას, რომელიც არ ჯდება საზოგადოებაში დადგენილი პრიორიტეტების ჩარჩოებში. არ არსებობს „ერთიანი ჭეშმარიტება“, არამედ საზოგადოებრივ აზრს მოდელირებენ მედიის საშუალებით ლიდერების საამებლად. ასეთი მოდელის ნათელი მაგალითია ჰიტლერის ან სტალინის მმართველობა.
        სხვისი ქცევის კიპორებას ისეთივე ფესვები აქვს, როგორც იპოქონდრიას. მაგალითად, ავადმყოფობის შიში იწვევს დაავადების მიმართ ინტერესის ზრდას და საკუთარ თავზე დაავადების სიმპტომების გადაცემას. ფსიქოზის ამ ჯგუფს შეიძლება მიეკუთვნოს იორდანიაში ზემოთ აღწერილი ვაქცინაციის სიტუააცია, როდესაც მედიის მიერ თავსმოხვეულმა შიშმა გამოიწვია საკუთარ თავზე იმუნიზაციის გვერდითი ეფექტების ინდუცირება.
          დიდი ჯგუფების პროლონგირებული ქცევა, რომელიც არ ჯდება მოქმედი მორალის ჩარჩოებში. მშობლებისა და პედაგოგებისგან მიღებულ ქცევის რწმენას და ნორმებს ადამიანები აღიქვამენ, როგორც მოცემულობას და მათ კრიტიკულად არ აფასებენ: „ჩვენი მამები ასე იქცეოდნენ, წინაპრები და ჩვენც ასე მოვიქცევით“.
          ცნობილია ექსპერიმენტი, როდესაც მაიმუნებს გალიაში ბანანები ჩამოუკიდეს. როდესაც მაიმუნები მათ აღებას ცდილობდნენ, ყველა მათგანს, მათ შორის მასაც, ვინც არ შეხებია ბანანს, ყინულივით ცივ წყალს ასხავდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, მაიმუნებმა შეწყვიტეს ბანანის აღება. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი სხვა მაიმუნით შეცვალეს, რომელიც მაშინვე გაემართა ბანანებისკენ, მაგრამ სხვა მაიმუნებმა აგრესიულად გამოაგდეს ის. შემდეგ მეცნიერებმა სათითაოდ შეცვალეს მაიმუნები გალიაში, და რამდენიმე ხნის შემდეგ იქ არ დარჩა არც ერთი მაიმუნი, რომელსაც წყალი ჰქონდა გადასხმული, მაგრამ ქცევის მოდელი დამკვიდრდა, და ყოველ ახალ მაიმუნს, რომელიც ბანანის აღებას ცდილობდა, თავს ესხმოდნენ.
როგორ მოვძებნოთ რეალობა ილუზიებს შორის?

        სამწუხაროდ, ადამიანისთვის არ არის დამახასიათებელი კრიტიკული აზროვნება. ძირითადად, ადამიანი რწმენის პროდუქტია, ხოლო ქვეყნის მოქალაქეები მზად არიან დაიჯერონ ნებისმიერი იდეა, რომელსაც ტრანსლირებენ მედიის საშუალებით: მათი რასის უპირატესობის, უცხო ტერიტორიებზე გაჩაღებული ომების და მასობრივი რეპრესიების სამართლიანობის, ჯადოქრობაში ეჭვმიტანილი ქალების დაწვის აუცილობლობის, დამპყრობლური ომების და მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის აუცილებლობის შესახებ. ეს ყველაფერი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ხდება, ხოლო ადამიანების გადარწმუნება მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაშიც, უკვე შეუძლებელია.
         კაცობრიობა მუდმივად არის მასობრივად ინფიცირებული ინდუცირებილი ფსიქოზით. მხოლოდ შორეული შთამომავლები შეძლებენ დაინახონ და გაიგონ, რომელი ჩვენი რწმენა და შეხედულებებია ბოდვა. მათ გაუკვირდებათ, როგორ შეგვეძლო ჩვენ  მეცნიერების, პროგრესის და ინფორმაციის ღიაობის საუკენეში დავმორჩილებოდით ამგვარ შთაგონებას ლოგიკის, მტკიცებულებებისა და საღი აზრის მიუხედავად, და ავყოლოდით სისხლიან მკვლელებს და ფსიქიკურად არაჯანმრთელ ადამიანებს.
       როგორ შეიძლება სიცრუისა და ილუზიების სამყაროში ადეკვატური რეალობის მოძებნა? აუცილებელია უარი ვთქვათ ტელევიზიაზე და ინდუცირების სხვა მასობრივ საშუალებებზე, მოვიპოვოთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, გავაანალიზოთ მათი ნამდვილობა და დავუჯეროთ არა ერთეულ შემთხვევებს, არამედ ზოგად სტატისტიკას. გარდა ამისა, უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ მასობრივი ფსიქოზი ჩვეულებრივ გავლენას ახდენს იმ ადამიანებზე, ვისაც აქვს შთაგონების მიდრეკილება და ხასიათდებიან ისტერიითა და დაბალი ინტელექტით.

===================================





He who begins by loving Christianity better than Truth 
will proceed by loving his own Sect or Church better 
than Christianity, and end in loving himself better than all.

Coleridge

Religion leads to self obsession irresponsibility ,- narcissistic personality disorder- inability to see , understand and love other , reality, natural . , false destructive perfectionism, because natural self was abused, damaged and removed 







https://www.psychologytoday.com/us/blog/your-personal-renaissance/201503/9-ways-some-people-will-take-advantage-you





It will make you angry. You will want to resist the truth. You will want to scream in rage, pain, fear depending on your attachment to whatever it is. You will grieve. You may feel shattered but birthing into a new reality (the new one being truth) is not painless so dont anticipate it to be. Just ride the waves and seek people who will get you and the truth and see you through. 

And not selective truth but all-the-way-through-the-warren truth. Those who have grieved and raged and been shaken to their souls and are now rising up, freed. 

Not one aspect of this world is outside illusion. The earth is. Nature is. That's why they are destroying the earth and nature. Our souls are free IF WE ALLOW THEM TO BE so we must go to these truths free of ANY belief. Be-lie-f. Beliefs are lies turned inward creating dishonest humans operating on false egos, false principles and false perceptions. 

This world agrees to the darkness in itself and us. Dark is rewarded. Light is captured and punished. Be the light anyway. Be the light so bright that you are the shining vortex of Divine essence in the world. 

Light cannot be destroyed. Darkness can. In the end, whenever that may be, all that has merged with the dark matrix will be destroyed or removed to sort their own madness. The light will remain or will be integrated into higher dimensions that supports light, only. Either way, in the end, light won't lose. The dark supports the short reward while the light will be honored over the long term. The sacred eternal.

Please, I invite you to stop agreeing with any part of the matrix and to seek the light of truth. Every truth. 

Every truth lives in love. All love lives in the Divine Essence. The Divine Essence is Truth and in all ways, Love. There's the sacred hoop right there. Truth - Love - Divine Essence - Truth - Love .... 

The 'war' is not with guns. The 'battle' is with our own unshackling from the matrix. Every living human. It is seeing that our souls aren't to take the backseat on this journey. Our soul is to lead us through the labyrinth growing Itself into it's own amazing power of truth. 

We are to become soul living wisely and free. 

To do that, we must let go of all of this 👇, period. Shrink the matrix until it disappears in our minds and all of who we are. Stop the complicity in ANY POSSIBLE way.

Expand your souls until you become your radiant lights fulfillment, free of every perception stemming from this false world. The Divine Source Universal Love is waiting on us so that we can return 'home' to the light truth future. 

Who's with me? It's game time, my friends. This global clock is ticking. 

Raven White Dove, blogmeister of Finding Truth Under the Serenity Tree fb blog page, 2019 🕊


https://link.springer.com/article/10.1007/s10879-006-9041-x

Journal of Contemporary Psychotherapy


On the Cutting Edge of Modern Developments in Psychotherapy

 КОНТРОЛИРУЕМАЯ СВОБОДА




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised