среда, 6 марта 2019 г.

პროფესორი: დესტრუქციული კულტის ყველა ლიდერი პათოლოგიური თაღლითია

პროფესორი: დესტრუქციული კულტის ყველა ლიდერი პათოლოგიური თაღლითია 

მათთვის რელიგიური იდეები მხოლოდ შირმაა, რომლის უკან იმალება ძალაუფლებისა და მატერიალური სარგებელის სურვილი.
დესტრუქციული მიმდინარეობები საშიშია ადამიანისთვის მრავალდონიანი სიცრუისა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. ფსევდორელიგიური ორგანიზაციებისა და კულტების ყველა ლიდერი პათოლოგიური თაღლითია და თავისი მიმდევრების ხარჯზე პირდაპირ ეკონომიურ სარგებელს იღებს, განაცხადა Zakon.kz Ph.D.-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ალ-ფარაბის სახელობის ყაზანის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა კარლიგაშ ბორბასოვამ. 
- კარლიგაშ მოლდაგალიევნა, დღეს ბევრს საუბრობენ დესტრუქციული ფსევდორელიგიური ორგანიზაციების შესახებ. როგორ გაჩნდნენ ისინი  პოსტსაბჭოთა სივრცეში, საბჭოთა კავშირში ისინი ხომ პრაქტიკულად არ არსებობდნენ?
- ფსევდორელიგიური მოძრაობების, ოკულტური სკოლების, არატრადიციული მიმართულების რელიგიური წარმონაქმნების ინტენსიური და მასობრივი გავრცელება, რომელთა სარწმუნოებრივ მოძღვრებას ხშირად ასოციალური საფუძველი აქვს, დსთ-ში 90-იან წლებში დაიწყო. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ მოვლენის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ის არის, რომ ათეისტური იდეოლოგიის სამოცდაათწლიანი მმართველობის შემდეგ საზოგადოება მეტწილად სულიერად დეზორიენტირებული და ყველაზე პრიმიტიული შეხედულებებისა და ცრურწმენის ტყვეობაშია. საბჭოთა ეპოქის დროს ნებისმიერი რელიგიური შეხედულებები იდევნებოდა, მისი ადგილი კომუნისტურმა იდეოლოგიამ დაიკავა, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რელიგიურად გაუნათლებელი აღმოჩნდა. ბევრს დაუგროვდა  სულიერებისა და რელიგიის მოთხოვნილების ბუნებერივი წყურვილი, და რელიგიური ტრადიციების არარსებობის პირობებში ადამიანები რწმენის საძებნელად ხშირად სრულიად უცნობ სარწმუნოებრივ მოძღვრებას და რელიგიურ წარმონაქმნებს მიმართავდნენ.

პერესტროიკის დაწყებას საზოგადოებაში ეკონომიკური დეპრესიის პერიოდი მოჰყვა, რამაც მკვეთრად შეამცირა მრავალ ყაზახთა მატერიალური და სოციალური შესაძლებლობების დონე. ამ პროცესმა გამოიწვია თვითშეგნების დაკარგვა, დაბრკოლებები შეცვლილ სამყაროში საკუთარი როლის ადაპტირების კუთხით. ადამიანები მწვავედ გრძნობდნენ ცხოვრების სიცარიელეს, სულიერი საზრდოს მოთხოვნილებას. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ადამიანთა სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ უამრავ მასალას აქვეყნებდნენ. არსებობდა ერთი პოზიცია, რომ ნებისმიერი სულიერება არის სიკეთე და რომ ნებისმიერ გზას ღმერთისკენ მივყავართ. საზოგადოებრივმა აზრმა მზადყოფნით მიიღო იდეა, რომ ნებისმიერი რელიგია დადებითი ფენომენია, და რომ ვერავინ გაბედავს წინააღმდეგობა გაუწიოს მოქალაქეს ირწმუნოს ნებისმიერი მათგანი და ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის წევრი გახდეს.
- ყოველივე ეს რელიგიური დესტრუქციული მიმდინარეობების წარმოშობის საბაბი გახდა?
- დიახ, ყოველივე ეს გახდა მასაზრდოებელი გარემო  და ნაყოფიერი ნიადაგი რელიგიური ჯგუფების აღმოცენების, გავრცელებისა და განვითარებისთვის, რომელთა პრაქტიკული საქმიანობა დესტრუქციულ ხასიათს ატარებს. ამ პერიოდის განმავლობაში ყაზახეთში დასავლეთიდან გადმოედინა სხვადასხვა რელიგიური სწავლება, რომელთა გავრცელება არ კონტროლდებოდა. ახალი რელიგიური მოძრაობები 2011 წლამდე წარმატებით ასრულებდნენ მისიონერულ საქმიანობას.
გარკვეული დროის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა რელიგიის არსის და როლის შეფასება, რომ რელიგიურობა შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი, რომ მსოფლიოში არსებობს საშიშ რელიგიურ გაერთიანებათა დიდი რაოდენობა და ბევრი მათგანი თავისი არსით შეიძლება ზედმეტად დესტრუქციული აღმოჩნდეს.
მსგავს რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებაში ლიტერატურასა და მედიაში ხშირად იყენებენ ტერმინს „სექტა“, თუმცა, არსებითად, ეს არ არის სწორი განმარტება. „სექტას“ (ლათ. - secta - ცხოვრების წესი, სწავლება, მიმართულება, სკოლა, ბანდა) ეტიმოლოგიის ორი შესაძლო ვარიანტი აქვს: ან  sectare  - მოკვეთა, გაყოფა, ან sequi - ვინმეს გაყოლა, დამორჩილება, მსახურება. არსებითად, სექტები შეიძლება ეწოდოს ახალი რელიგიური მოძრაობების უმრავლესობას, როგორც რომელიმე ტრადიციული რელიგიიდან გამომდინარეს (განშტოებას), და ეს სიტყვა არ აძლევს უარყოფით დახასიათებას ასეთ ორგანიზაციას. პირიქით, რელიგიურმა სექტებმა შეიძლება ხელი შეუწყონ კულტურის გავლენას ხალხთა ტრადიციებზე, თვითონ კი თანდათანობით გარდაიქმნებიან ტრადიციულ რელიგიურ მოძრაობებად.
მაგრამ მრავალ რელიგიურ მოძრაობებს შორის არის  მთელი ფენა ისეთებისა, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება საერო კანონებს - აუმ სინრიკე, თეთრი საძმო, ღვთის შვილები, ხალხური ტაძარი, ალ-ქაიდა, ჰიზბ-უტ-ტაჰრირი და სხვები, რომელთა დოქტრინები პირდაპირ მოუწოდებენ ადამიანზე ძალადობისკენ, რომელიც არ ეკუთვნის კულტის სოციუმს, მაგალითად, სატანის ეკლესია და ა.შ. ანუ ისინი დესტრუქციული ხასიათის რელიგიური გაერთიანებებია, რომელშიც დომინირებს მკაცრი ტოტალიტარული წესები. ამიტომ უფრო მისაღები იქნება დასავლურ ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებული ახალი ტერმინების - ტოტალიტარული სექტების ან დესტრუქციული კულტების გამოყენება.
- რას წარმოადგენს დესტრუქციული რელიგიური გაერთიანება?
- ეს ნებისმიერი ორიენტაციის ავტორიტარული იერარქიული ორგანიზანიაა, გამანადგურებელია პიროვნების სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის მიმართ. იგი მოუწოდებს ძალადობის, ყოვლისდასაშვებობის, რელიგიათშორის და ეროვნებათშორის შუღლის გაღვივებისკენ, აიძულებს სამოქალაქო მოვალეობის, ოჯახური ვალდებულებების, საზოგადოებრივი წესრიგის ნორმების, ზნეობისა და მორალის უარყოფას. ეს  დესტრუქციული ორგანიზაციაა.
გარდა ამისა „ტოტალიტარული სექტა“ წარმოდგენილია, როგორც უფრო ფართო ცნება, ვიდრე „დესტრუქციული კულტი“, რადგან იგი მოიცავს არა მარტო რელიგიურ ჯგუფებს, არამედ გულისხმობს ურთიერთობების გარკვეულ სოციალურ-ფსიქოლოგიურ და ორგანიზაციულ მახასიათებლებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ტოტალიტარული სექტების ზოგადი თვისებებია, პირველ რიგში, საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტების პრეტენზია, ჩვენს ტერიტორიაზე თავისი „სულიერების“ გავრცელების სრული თავისუფლების მოთხოვნა, აგრესიული შეუწყნარებლობა, ან, სულ მცირე, ტრადიციული რელიგიებისადმი მოწყალე და ქედმაღლური დამოკიდებულება. და არა მარტო მათი, არამედ ეროვნული და სულიერი ფასეულობების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უწოდებენ  ტოტალიტარულ სექტებს დესტრუქციულს.
მეორე რიგში, გარეგნული ხასიათის წესიერება: ყველა ახალი საკულტო წარმონაქმნი აცხადებს მხოლოდ ყველაზე კეთილ მიზნებს, აქვს მიმზიდველი სახელები.
მესამე, ეზოთერიულობა - მათი საქმიანობის რეალური მიზნების და შედეგების დაფარვა. 
მეოთხე, წმინდა ტექსტების განზრახ დამახინჯება და მათი საკუთარ დოგმებზე მორგება. 
მეხუთე, „ფსიქოტექნოლოგიების“ მეთოდების გამოყენება და თავისი ადეპტების მკაცრი იზოლაცია სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. შემდეგ აქტიური პროზელიტიზმი, როგორც სექტაში ახალი წევრების ჩართვის განუყოფელი მოვალეობა.
და ბოლოს, ახალი საკულტო წარმონაქმნის საერთო თვისებაა სექტის ელიტის მერკანტილური და პოლიტიკური ინტერესიც კი, თავისი აგენტების სახელისუფლო სტრუქტურებში შეყვანის მცდელობა. ამასთან ერთად, არც ერთი სექტა არ არის ისეთი ზნეობრივი ღირებულებების მატარებელი, რომელიც ადრე არ ყოფილიყო ცნობილი; სექტებს შორის განსხვავებები, ძირითადად, საკუთარი ღმერთების თაყვანისცემის კულტივირებაშია, რიტუალურობაში (რა შეიძლება შეჭამო და რა არა, ვისთან და როგორ იქორწინო), ასევე „სამყაროს დასასრულის“
დღის, „უზენაეს გონებასთან“ კავშირის დამყარების, „გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის“ შესაძლებლობის  დადგენაში და ა.შ.
- რა არის ჯგუფის ტოტალიტარული სექტებისადმი კუთვნილების კრიტერიუმი?
- ასეთი კრიტერიუმი და ნიშნები მრავლად არის. მაგალითად, გურუიზმი - გაღმერთებულ ლიდერთა და მათი გარემოცვის აბსოლუტური ძალაუფლება. პირამიდის პრინციპით ჩამოყალიბება და განსაკუთრებით სასტიკი დისციპლინა და ორგანიზაცია. ახალი წევრების გადაბირებისას ორგანიზაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა. საიდუმლო სარწმუნოებრივი მოძღვრების, რიტუალების და ზიარების საიდუმლო დონეების არსებობა. წევრების ექსპლუატაცია. ზნეობრივად არის მიჩნეული ის, რაც სასარგებლოა სექტისთვის. განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება მისი წევრების აზროვნების რეფორმირებისა და კონტროლისთვის.
აზროვნების რეფორმირების და ცნობიერების კონტროლის ფსიქოლოგიურ მეთოდებს, კერძოდ, მიეკუთვნება ადეპტის წარსული ცხოვრების აბსოლუტურად ნეგატიური შეფასების შთაგონება; სექტაში გადაბირებულისთვის გარე სამყაროსთან ინფორმაციული კავშირის შეწყვეტა; ინტენსიური და მუდმივი ინდოქტრინაცია (სექტის ნაბეჭდი სახელმძღვანელოების სავალდებულო შესწავლა ან, როდესაც ეს შეუძლებელია, ქადაგებაზე დასწრება და მუდმივად მოსმენა); ნათესაური და მეგობრობული ურთიერთობების გაწყვეტა; აზროვნების შავ-თეთრი ("მეგობრები-მტრები") პარადიგმის ფორმირება; ჯგუფური ზეწოლა; ემოციური კონტროლის ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება; უნდობლობის და რაციონალური აზროვნების შთაგონება;  „აზროვნების შეწყვეტის“ მეთოდების გამოყენება, მაგალითად, მანტრების გამეორების გზით; ჰიპნოზის, თვითჰიპნოზისა და ფსიქოტექნიკების გამოყენება, რომელიც იწვევს ტრანსის მდგომარეობას, მაგალითად, ინტენსიური მედიტაციის დროს. ასევე ენის გაკონტროლება ახალი ლექსიკონის საშუალებით და/ან საყოველთაო ხმარებაში მყოფი სიტყვების მნიშვნელობის ცვლილების გზით; კვებასა და ძილში შეზღუდვების დანერგვა; სქესთაშორის ურთიერთობების კონტროლი მისი სრული აკრძალვიდან ან მეუღლის დანიშვნიდან დაწყებული და გაუკუღმართებისა და პროსტიტუციის დაწესებით დამთავრებული; - ორგანიზაციის მიმართ დანაშაულის გრძნობის შთაგონება და სექტიდან გასვლის ფობიები.
-  რა ხდის საკულტო ორგანიზაციებს, მიმდინარეობებს, ჯგუფებს სახიფათოს და დესტრუქციულს?
-  დესტრუქციული, ანუ პიროვნებისთვის საშიში და გამანადგურებელი ჯგუფი ხდება არა მხოლოდ საჯაროდ გამოცხადებული რელიგიური, პოლიტიკური ან „ფსიქოთერაპიული“ ცნებების გამო, თუმცა აქაც შეიძლება საშიში ელემენტების საკმაო რაოდენობით აღმოჩენა, არამედ მრავალდონიანი სიცრუის და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
დესტრუქციული კულტების დანაშაულებრივი ხასიათი კარგად შენიღბულია და მხოლოდ იშვიათად გამოიხატება ისეთი საშიში მოვლენების სახით, როგორიცაა მათი წევრების მასიური სიკვდილიანობა. კაცობრიობის ისტორიაში ამის ბევრი მაგალითი არსებობს. „სწავლებებსა“ და ცხოვრების წესში არსებული განსხვავებების მიუხედავად, ყველა ტოტალიტარულ ორგანიზაციას აქვს თავისი საქმიანობის საერთო მახასიათებლები. მათ მიეკუთვნება განსაკუთრებული სიბრძნის პრეტენზია, ღვთაებრიობა, ლიდერების ძალაუფლების აღიარებისთვის აუცილებელი თანხმობის მოთხოვნა და მათდამი სრული დაქვემდებარება. ეს დაქვემდებარება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლიდერი მნიშვნელოვნად ცვლის სექტის დოქტრინას ან ეწევა ამორალურ  ცხოვრებას.
კულტისტებს ჩამოყალიბებული აქვს ტოტალიტარული მსოფლმხედველობა, რაც იწვევს ჯგუფური ინტერესების  სიჭარბეს პირადულის მიმართ და „ჩვენ/ისინი“ სინდრომის განვითარებას, რომელიც სამყაროს დაჰყოფს ორ მტრულ ბანაკად: „ჩვენ“ (კულტისტები) და სხვა დანარჩენი ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან ამ კულტს. ჯგუფური ნება ინდივიდუალურზე უფრო მაღლა დგას, შთააგონებს ელიტარულობის გრძნობას, რომ კულტი კარგია, კულტის გარეშე სამყარო უხეიროა, მასში არ არის ხსნის შესაძლებლობა, მაშასადამე, არც უკან დასახევი გზა არ არსებობს.
ყველა კულტს ახასიათებს რწმენა იმისა, რომ მათი სარწმუნოება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. წახალისებულია ცილისწამება კრიტიკულ აზროვნებაზე, რაციონალურ და გონებრივ საქმიანობაზე, როგორც რაღაც უცხოსა ან დამღუპველზე. ბევრ კულტს ახასიათებს მეგობრებთან და ოჯახთან, ძველ ინტერესებთან, სამუშაოსთან, სწავლასთან კავშირის გაწყვეტა. ყველა აზრი და მიდრეკილება კონცენტრირებულია  კულტში ცხოვრებასა და საერთო ინტერესებზე.
-  მოდით, შევაჯამოთ ჩვენი საუბარი: კონკრეტულად, რაში გამოიხატება დესტრუქციული კულტებისა და ფსევდორელიგიური ორგანიზაციების საფრთხე?
- მათი საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდზე, ადამიანთა ჯგუფზე ზემოქმედების შედეგები ხშირად შეუქცევადია. ადამიანს, მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს, რის შედეგადაც განვითარდება სხვადასხვა დაავადება, დაიწყება ადამიანების ზნეობრივი იერის, ტრადიციული ღირებულებებისა და იდეალების განადგურება.
გარდა ამისა, ადამიანს ადგება მატერიალური ზიანი, რადგან ფსევდორელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი წევრებისგან მატერიალური სარგებელის მიღებას (ბინების, სხვა ქონების გაყიდვა, ორგანიზაციის განვითარებაში ინვესტირება). ანუ მიმდინარეობს ადამიანის ცნობიერების დამორჩილება მისი ქონების და ფულადი სახსრების ხელში ჩასაგდებად .
ფსევდორელიგიური ორგანიზაციების და კულტების ყველა ლიდერი პათოლოგიური თაღლითია. ისინი იღებენ უშუალო ეკონომიურ სარგებელს მათი მიმდევრებისგან. მათთვის რელიგიური იდეები ფაქტიურად არის შირმა, საფარი, რომლის უკანაც იმალება ძალაუფლებისა და მატერიალური სარგებელის სურვილი. 
 ტორგინ ნურსეიტოვა





http://www.felicidad.ru/2015/06/misha-anouk-10.html#more


https://loreley10.livejournal.com/92801.html











https://thequestion.ru/questions/113970/kak-mozhno-ochertit-negativno-vliyayushee-na-cheloveka-i-obshestvo-religioznoe-dvizhenie-esli-ponyatiya-sekta-i-destruktivnyi-kult-nosyat-zaangazhirovannyi-kharakter

https://theoryandpractice.ru/posts/10152-the-crowd














In a world full of danger, to be a potentially seeable object is to be constantly exposed to danger. Self-consciousness, then, may be the apprehensive awareness of oneself as potentially exposed to danger by the simple fact of being visible to others. The obvious defence against such a danger is to make oneself invisible in one way or another.” 
― R.D. Laing, The Divided Self: An Existential Study in Sanity and Madness

We are effectively destroying ourselves by violence masquerading as love.”
― R.D. Laing

We live in a moment of history where change is so speeded up that we begin to see the present only when it is already disappearing.”
― R.D. Laing

Attempts to wake before our time are often punished, especially by those who love us most. Because they, bless them, are asleep. They think anyone who wakes up, or who, still asleep, realizes that what is taken to be real is a ‘dream’ is going crazy.”
― R.D. Laing

Since the self, in maintaining its isolation and detachment does
not commit itself to a creative relationship with the other and is
preoccupied with the figures of phantasies, thought, memories, etc.
(imagos), which cannot be directly observable by or directly
expressed to others, anything (in a sense) is possible. Whatever
failures or successes come the way of the false-self system, the self
is able to remain uncommitted and undefined. In phantasy, the
self can be anyone, anywhere, do anything, have everything. It is
thus omnipotent and completely free - but only in phantasy. Once it
commits itself to any real project it suffers the agonies of humiliation
- not necessarily for any failure, but simply because it has to
subject itself to necessity and contingency. It is omnipotent and
free only in phantasy. The more this phantastic omnipotence and
freedom are indulged, the more weak, helpless, and fettered it
becomes in actuality. The illusion of omnipotence and freedom
can be sustained only within the magic circle of its own shut-upness
in phantasy. And in order that this attitude be not dissipated
by the slightest intrusion of reality, phantasy and reality have to
be kept apart.”
― R.D. Laing





http://xn----8sbeyxgbych3e.ru-an.info/%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B8/%D1%81%D0%BE%D0%B2%D1%80%D0%B5%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%B0%D1%8F-%D0%B0%D0%BB%D0%BB%D0%BE%D0%BF%D0%B0%D1%82%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B0%D1%8F-%D0%BC%D0%B5%D0%B4%D0%B8%D1%86%D0%B8%D0%BD%D0%B0-%D0%BD%D0%B0%D1%80%D1%83%D1%88%D0%B8%D0%BB%D0%B0-%D0%BA%D0%BB%D1%8F%D1%82%D0%B2%D1%83-%D0%B3%D0%B8%D0%BF%D0%BF%D0%BE%D0%BA%D1%80%D0%B0%D1%82%D0%B0/
























Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised