вторник, 5 марта 2019 г.

მესაკუთრეობა, როგორც ფსიქოპათია ა.ლეონიდოვი (ფილიპოვი)




მესაკუთრეობა, როგორც ფსიქოპათია
ა. ლეონიდოვი (ფილიპოვი)

          ფსიქოპათია არ შეიძლება იყოს წმინდა. მესაკუთრეობის განცდა კი  ზუსტად რომ ფსიქოპათიაა, რომელიც სრულიად დაუფარავი და თუნდაც სასაცილო იქნებოდა, რომ ის არ ყოფილიყო მხარდაჭერილი სხვა ფსიქოპათების მიერ. რა აქვს მხედველობაში ადამიანს, რომელიც აცხადებს: „მე პორტის მესაკუთრე ვარ“? რომ პორტი დედის მუცლიდან მოჰყვა მას? თუ რომ პორტს თან წაიღებს საფლავში? ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ ამ სამყაროში ადამიანი შიშველი მოვიდა, და შიშველივე წავა. პირველყოფილი ბელადების მცდელობა თან წაეღოთ ყორღანში საყოფაცხოვრებო ნივთები, არ გამართლდა. ყველაფერი, რაც მიწაში არ დალპა, არქეოლოგების ან საფლავთა მძარცველების ხელში აღმოჩნდა...
         არსებობს პირადი ფსიქოპათიები, ასევე არსებობენ ინდუქციური ფსიქოზები, რომლებიც მოიცავენ ადამიანთა დიდ ჯგუფებს. თუ ადამიანი მხოლოდ აცხადებს, რომ „მე პორტის მესაკუთრე ვარ“, ის სასაცილოა, რადგან არავის სურს მისი „უფლებების“ აღიარება. მაგრამ თუ იგივე განცხადებას აღიარებენ სახელმწიფო ორგანოები და სადამსჯელო აპარატი, თუ კი მას სტანდარტულად აღიარებენ მასები, - ფსიქოზი გადის ინდუქციურ დონეზე და სიცილს აღარ იწვევს. ქალაქის გიჟი „ოლიგარქად“ გადაიქცევა - მის ბოდვით განცხადებებს ძალიან ბევრმა დაუჭირა მხარი, და ახლა ისინი აღარ არის მიჩნეული ბოდვად, როგორც თავდაპირველი ვერსიით იყო ...
          არსებითად, ხელწერილისა და ნულების თამაში ფსიქოპათების და შეშლილების ბედია, რომლებიც გატაცებით განასახიერებენ ღმერთებს. ფსიქების შეთქმულების პრინციპები საკმაოდ მარტივია - „აღიარეთ ჩემი ბოდვა, და მე თქვენსას ვაღიარებ“.
      ასე ჩნდება მესაკუთრეთა საზოგადოების შიზოკრატია, რომელიც თავად არის გახლართული შეტყობინებებსა და მოტივებში, რადგან ისინი, როგორც ხალხში ამბობენ, „თითიდან გამოწოვილია“. მაგალითად, „რუს არისტოკრატთა ოჯახების წარმომადგენლები, რომლებსაც რევოლუციამდე სასახლეები, ცალკე სახლები და მამულები ეკუთვნოდათ, აღშფოთებულნი არიან, რომ სახელმწიფო მათი „საკუთრების“ გაყიდვას გეგმავს, - წერს გაზეთი „იზვესტია“. საინტერესოა, რომ სიტყვა „მათი“ „იზვესტიას“ ბრჭყალებში აქვს ჩასმული, თუმცა სიტყვებს „აბრამოვიჩის საკუთრება“ „იზვესტიის“ რედაქცია ბრჭყალებში არ ჩასვამს.

                                                                              ***

         „რუსეთში აზნაურთა ყველაზე ცნობილი გვარების - ობოლენსკების, შახოვსკოების, როჟდესტვენსკების და სხვათა  წარმომადგენლები - პირველად „გამოვიდნენ ერთიანი ფრონტით“, რათა გამოეხატათ თავისი შეშფოთება რუსეთში ისტორიული ძეგლების მომავალი პრივატიზაციის გამო. პირველი შეხვედრის ადგილად თავადებმა და გრაფებმა სანქტ-პეტერბურგი აირჩიეს, რადგან იქ ცხოვრობდა მათ წინაპართა უმრავლესობა და იქვეა  სახლები და სასახლეები, რომლებსაც რუსეთის აზნაურობა კვლავ მიიჩნევს „საგვარეულო ბუდეებად“.
       ჩრდილოეთ დედაქალაქში 7 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომელთა დიდი ნაწილიც თავმოყრილია ქალაქის ცენტრში. „რუსეთის საიმპერატორო კავშირის-ორდენის“ (რუსეთის ემიგრაციის უძველესი ორგანიზაცია) ხელმძღვანელის ბორის ტუროვსკის თქმით, პეტერბურგის ცენტრში მდებარე თითქმის ყველა შენობას ჰყავს კანონიერი მემკვიდრე.
       რა აქვს მას მხედველობაში? 2006 წლიდან კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ნებისმიერს, ვისაც საკმარისი თანხა აქვს, შეუძლია შეიძინოს სანქტ-პეტერბურგში გრაფის სახლ-კარი, ან თუნდაც დიდი მთავრის სასახლე. ასეთი ღირებულებების კერძო საკუთრებაში გადაცემის რადიკალური გადაწყვეტილების ინიციატორი პეტერბურგის გუბერნატორი ვალენტინა მატვიენკო გახლდათ.
         ძველებური სახლ-კარის პრივატიზაციის ეპოპეა კარგა ხანია გრძელდება. ეს საკითხი სამჯერ განიხილა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა. იმ დროს, როდესაც რუსეთს სათავეში ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა, რათა აღედგინა წესრიგი სასახლეებთან დაკავშირებით, ორი კანონი იქნა მიღებული (ორივე - 2002 წელს). ერთ-ერთი მათგანის - „სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების პრივატიზების შესახებ“ - თანახმად, ნებადართული იყო ძეგლების გაყიდვა, ხოლო მეორე - „კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ“, - ითვალისწინებდა ამ პროცესებზე დროებით ვეტოს დადებას.
         ხარვეზების მიუხედავად, სასახლეების რეფორმამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ვ.პუტინისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ „ჩვენი ქვეყნისთვის ეს არ არის მხოლოდ სიმდიდრე, არამედ უზარმაზარი რესურსია, არანაკლები, ვიდრე ოქრო, ნავთობი და გაზი“.
         ამავდროულად, სანქტ-პეტერბურგის სასახლეების პრივატიზება უკვე შემდგარი ფაქტია. ჯერ კიდევ "კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ" კანონით გამოცხადებულ მორატორიუმამდე ქალაქში პრივატიზებული იქნა რეგიონული მნიშვნელობის 20-ზე მეტი ძეგლი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენაძენი იყო ტენიშჩევის სასახლე ინგლისის სანაპიროზე, რომელიც  2002 წელს რომან აბრამოვიჩმა იყიდა.
      როგორც  პეტერბურგის გუბერნატორი, ყოფილი კომკავშირელი მუშაკი, მიიჩნევს, ამის არ უნდა გვეშინოდეს: „სასახლე ხომ „ჩელსი“ არ არის, ლონდონში ვერ წაიღებ“.
        გასაყიდად გამოტანილია ფედერალური მნიშვნელობის ცნობილი არქიტექტურული და ისტორიული ძეგლები, როგორიცაა, დიდი მთავრის ალექსეი ალექსანდროვიჩის სასახლე მოიკას სანაპიროზე, ბეზბოროდკოს აგარაკი სვერდლოვსკის სანაპიროზე, სამოილოვას სასახლე პავლოვსკში, იუსუპოვას სასახლე პუშკინოში. რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლთა შორისაა ბენუას, ლანსკოების, ზუბოვების, დურნოვოს ადგილ-მამულები. პრივატიზაციისთვის ამზადებენ სახლს ფონტანკაზე, სადაც ანა ახმატოვას მუზეუმია, კოჩუბეის სასახლეს.
          მოვლენები დრამატულად ვითარდება: ბარონ შტიგლიცის სასახლე - ისტორიული ნაგებობების პრივატიზების შესახებ კანონის მიღებისთანავე „ლუკოილის“ საკუთრებაში გადავიდა.
           - დღეს, როდესაც დაიწყო ისტორიული შენობების გაყიდვა, სახელმწიფოს შეიძლება გაუჩნდეს ახალი პრობლემები. აღმოჩნდება, რომ შენობებს ორი მფლობელი ჰყავს: ფაქტობრივი მყიდველი და მემკვიდრე, რომელსაც აქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ...“ - განუცხადა „იზვესტიას“ ბორის ტუროვსკიმ.

                                                                    ***

          ტუროვსკი მოკრძალებულობას იჩენს. მესაკუთრეობის სიგიჟე ამ მაგალითში განსაკუთრებით მკაფიოდ არის გამოხატული, რადგან არსებობს არა ორი, არამედ უფრო მეტი მესაკუთრე. პირველ რიგში, მან არ გაითვალისწინა საბჭოთა კანონები, რომლის მიხედვითაც სასახლეების მფლობელი სახელმწიფოა. ასე რომ, თუ ბრბოს განწყობა შეიცვლება, მაშინ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხელცარიელი დარჩეს, როგორც სასახლის ძველი, ასევე ახალი მესაკუთრე. უბრალოდ, ახალი პროკურორი წარადგენს საბჭოთა დოკუმენტებს  ნაციონალიზაციის შესახებ და ორივე მესაკუთრეს ხელცარიელს დატოვებს.
        თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ცარიზმის დროინდელი საკუთრება - ეს არის მმართველი პირების ახირების პროდუქტი, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ კერძო საკუთრების სიწმინდის დაცვაზე. მეფეები ერთს ართმევდნენ და მეორეს აძლევდნენ. მათ, ვისაც მეფემ ან დედოფალმა  სასახლე წაართვეს, ვთქვათ, 1918 წელს, შეიძლება ატეხონ განგაში იმის გამო, რომ მეფის წყალობა იყო უკანონო, სხვის ხარჯზე, ამიტომ ...  აშკარაა, რომ თუ საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებებს უმნიშვნელოდ ჩავთვლით, ასევე უმნიშვნელოდ შეიძლება ჩაითვალოს სამეფო ბრძანებულებებიც.
         მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ხელისუფლების შეცვლისას, ახალმა მმართველმა შეიძლება ახალი დეკრეტი მიიღოს, რომელიც დაუპირისპირდება  მეფის, საბჭოთა, ელცინის, პუტინის გადაწყვეტილებებს. გამოჩნდება კიდევ ერთი „კეთილსინდისიერი მფლობელი“, რომელიც ასევე წარადგენეს სასამართლოში „იზვესტიაში“ ხსენებული დოკუმენტის მსგავს საბუთს.
       „ნინა როჟდესტვენსკაიამ, რომლის ბებია გრაფინია იყო, აღიარა, თუ როგორი გულისტკივილით უყურებს ის თავის საგვარეულო სასახლეს გატჩინაში, სადაც დღეს მმაჩის რაიონული განყოფილებაა: „ჩემი ბაბუა გატჩინის საპატიო მიქალაქე იყო, მარია ფიოდოროვნას კანცელარიის გამგე. მან 1910 წელს იქ მიწა იყიდა 33,500 რუბლის საფასურად - მე შენახული მაქვს ნასყიდობის ქაღალდი. 1914 წელს მან სახლი ააშენა - ამ სახლში მთელი ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა ...“
         ეჭვგარეშეა, რომ ნასყიდობის ქაღალდს“ სწრაფად გამდიდრებული რომან აბრამოვიჩიც ინახავს, ის ცოცხალ თავადთა პალატებში დასახლდა, რომლებიც საზღვარგარეთ ნესტიან ბინებს ქირაობენ. ინახავენ „განათლების სახალხო კომისრების“ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს ისინიც, ვინც აბრამოვიჩამდე შესახლდნენ თავადის სასახლეში. ყოველივე ეს მეტყველებს მესაკუთრეობის სრულ მარაზმზე, რომელიც გააზრებულია, როგორც გარკვეული სახის საკრალური  წმინდა ქმედება. ჯაჭვს „ჩვენ მოვიპარეთ - ჩვენ მოგვპარეს“ ფესვები შორეულ საუკუნეებში აქვს გადგმული, კაცობრიობის წინაპართა ცოდვებში. თავდაპირველად ხომ ადამმა და ევამ მოიპარეს სხვისი ვაშლი, რამაც, ფაქტობრივად, წინასწარ განსაზღვრა მათი მიწის „მფლობელობა“. ამიტომ არასოდეს არ არსებობდა და არ იქნება წმინდა და კანონიერი კერძო საკუთრება. ეს ილუზიაა, „მესაკუთრეობის ისტერიის“ მეტ-ნაკლებად კოლექტიური, ინდუქციური და მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ფსიქოზი.
         როდესაც ეს ფსიქოზი, ბოდვა და მარაზმი გაივლის, მისგან არაფერი დარჩება. „ვის წინაშეც მთელი სამყარო მტვერში იყო - ის ნაპრალშია გაჭედილი, როგორც პალო“ ...
       ორ ფაქტთან დაკავშირებით აშკარა გაუგებრობა არსებობს. პირველ რიგში, ის ფაქტი, რომ სოციოფსიქიკა ერთიანია, რომ ის არ არის დაყოფილი პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, რელიგიაზე და რომ არ არსებობენ ეკონომიკური საკითხები რელიგიისგან განცალკევებით, ან რელიგიური საკითხები ეკონომიკისგან განცალკევებით. სოციოფსიქიკა ერთიანია, და ის ყველაფერს მართავს. ადამიანები აკეთებენ იმას, რაც სწამთ და არ აკეთებენ იმას, რაც არ სწამთ.
         მეორეც, სოციოფსიქიკა კარნახობს საერთოობას მის რეალობას . საზოგადოება, რომელსაც სურს ფრენა, მაგრამ არ იცის როგორ, საბოლოო ჯამში ფრენას ისწავლის. საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ფრენა, მაგრამ არ სურს, თანდათან დაკარგავს ფრენის უნარს. ეს ორი ჭეშმარიტება მათაც უნდა გაითვალისწინონ, ვისაც  სერიოზულად სურს გაიგოს მსოფლიო სიმდიდრის სტრუქტურა.

                                                                  ***

       „Citu Private Bank“ და „Knight Frank“ მოამზადეს მეექვსე ანგარიში "Wealth Report 2012“, რომელშიც გაანალიზებულია გლობალური სიმდიდრის სტრუქტურა და მდიდართა ამა ქვეყნისა სოციოლოგია. როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოში 100 მლნ დოლარის მფლობელთა რიცხვი 29%-ით გაიზარდა, 63 ათასამდე. მდიდართა მთავარი წყარო განვითარებადი ქვეყნებია. სამხრეთ და ცენტრალურ აზიის ქვეყნებში მულტიმილიონერთა რიცხვი ამ პერიოდის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში - ორჯერ. როგორც მკვლევარები პროგნოზირებენ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. განვითარებად ქვეყნებში დოლარის მულტიმილიონერთა რიცხვი ორჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, და ეს ტენდენცია გარდაუვალია. სიმდიდრე განუყოფელია სიღარიბისგან, და სიღარიბის დაძლევასთან ერთად, ერთმანეთთან დაკავშირებული ჭურჭლის კანონის შესაბამისად, სუპერსიმდიდრეც ქრება.
       თუ ადამიანმა არ დააგროვა ვალი, ან პატიოსნად გადაიხადა ყველა დავალიანება, სუპერმდიდარი რაჯა-ნაბობი ის უბრალოდ ვერ გახდება.
        საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია სხვა საკითხებს შორის გულისხმობს, რომ მოქალაქეები აკონტროლებენ და ამტკიცებენ ერთმანეთის შემოსავლებს. განსაკუთრებული დამსახურებისთვის შეიძლება მაღალი შემოსავალი ეკუთვნოდეს, მაგრამ არც ერთი საზოგადოებრივი ხელშეკრულება არ დაუშვებს ერთი ოჯახის ათასჯერ უპირატესობას მილიონობით სხვა ოჯახზე. აქ, ტერორს და დიქტატურას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივი ხელშეკრულების ფარგლებში მოლაპარაკების  ყველა დემოკრატიულ ტრადიციას, სჭირდება მათემატიკური გარდაუვალობა.
        რეალობის ბულდოზერმა გადათელა ძველი ეკონომიკური მეცნიერების დეკორაციები, აღმოაჩინა თანამედროვე ეკონომიკური აზროვნებისთვის სამეურნეო პროცესების ახალი პერსპექტივები. პირველ რიგში, აღმოჩენა გახდა ის ფაქტი, რომ ორი საუკუნის განმავლობაში „საწარმოო ძალებს“ უწოდებდნენ არა საწარმოო ძალებს, არამედ ამოღების საშუალებებს.
        ადამიანი სინამდვილეში არაფერს არ აწარმოებს. საუკეთესო შემთხვევაში, ის შრომისმოყვარეობას იჩენს და საბოლოოდ დამუშავებულ სახეს აძლევს ბუნების მიერ მუქთად ბოძებულ საჩუქარს. მაგრამ ამ დამუშავებას უმნიშვნელო ღირებულება აქვს მუქთად შეძენილი ნედლეულის რეალურ ღირებულებასთან შედარებით. უფრო ხშირად ადამიანი ნედლეულის დამუშავების საშუალებას აძლევს უიღბლო ადამიანებს, თავად კი ვაჭრობს, მაგალითად, ნავთობის ნედლეულით ყოველგვარი გადამუშავების გარეშე, და საწარმოო ბიზნესში იღებს წარმოუდგენელ პროცენტულ მოგებას.   
       ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენ, ეკონომისტები, საკუთარ თავს ვატყუებდით: ადამიანების ეკონომიკა კვლავ მომხვეჭელურია. ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებაში მონადირე და შემგროვებელი ითვისებდნენ ირემს ან რომელიმე მცენარის ფესვს და როგორღაც ადაპტირებდნენ მათ მოხმარებას (მაგალითად, ღეჭავდნენ), მაგრამ ეს არ გვაძლევდა საბაბს გვესაუბრა პირველყოფილი მეურნეობის  მწარმოებლურობაზე.
         მაგრამ იმ ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, რომ ადამიანი თვითონ, შრომით არაფერს აწარმოებს, რომ ნებისმიერ მის შრომას ძალიან დაბალი ღირებულება აქვს ბუნების საჩუქართან შედარებით, აუცილებლად გამომდინარეობს შემდეგი: შრომას არ აქვს ობიექტური ღირებულება და შრომით არ არის წარმოებული არავითარი სიმდიდრე, ხოლო საწარმოო ძალები - სინამდვილეში ამოღების საშუალებებია. ისინი სარგებლობენ ბუნების სიკეთეებით ორი შეზღუდვის გათვალისწინებით:
         1. რამდენსაც შეძლებენ მათი გონების, კრეატიულობის, გამომგონებლობის  შესაბამისად.
         2. რამდენის მოპოვების საშუალებასაც მისცემს ამ ტერიტორიაზე ხელისუფლება.
       ანალოგიურად, საბანკეტო სუფრაზე მიწვეული ადამიანი შეზღუდულია ორი რამით: თავისი კუჭის ზომით და მასპინძლის ნებართვით. ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ამ ღორმუცელამ, რომელმაც შესანსლა ნაირ-ნაირი გემრიელი საჭმელი მასპინძლის სუფრაზე, დანა-ჩანგლის ხმარებით გამოიწვია თავისი მაძღრობა.
         არა, რა თქმა უნდა, იგი მიიწვიეს და მან შეჭამა, რამდენიც შეეძლო და რამდენიც იყო ნებადართული, ეს არის და ეს. მაშინ რა არის ეკონომიკა, თუ არა ორ შეთქმულებათა დაპირისპირება - საკუთრების სახით ხელისუფლების უზურპატორთა შეთქმულების და  პროფკავშირების სახით მშრომელთა შეთქმულების?
          მაგრამ ყველა, იქნება ეს მეპატრონე ბურჟუაზიულ თეორიებში, თუ მუშა  პროლეტარულ თეორიებში - საკუთარ თავს, საყვარელს, წარმოებული  ღირებულების წყაროდ მიიჩნევს!
          ეს იყო პირველი შოკი ეკონომიკური აზროვნებისთვის.
          მეორე შოკი აღმოჩნდა, რომ შემოსავლის წყარო არ არის შრომა და არც რენტის პროცენტი, და არც ძვირფასი ლითონები, რომელსაც ზედ დაადნა უკვდავი კოშჩეი. შემოსავლის ერთადერთი რეალური წყაროა მმართველი იდეის ეტალონებისადმი შესაბამისობა. მაგალითად, ჩვეულებრივი ადამიანების რწმენა, რომ „ამერიკა მართავს“ და ღირებულებას აძლევს დოლარის მწვანე ქაღალდს. მაგრამ ეს მწვანე ქაღალდი უკვე დიდი ხანია არ არის უზრუნველყოფილი არც ძვირფასი ლითონებით, არც შრომით, არც რენტის პროცენტებით (იმიტომ, რომ აშშ უკვე დიდი ხანია კრედიტორიდან იქცა მთელი მსოფლიოს გადაუხდელ მოვალედ). თუმცა, რა? სანამ ბრბო უყურებს ჰოლივუდის ფილმებს ამერიკული დემოკრატიის წამყვანი და სახელმძღვანელო როლის შესახებ,  დოლარის მიმართ იქნება „ღიმილიანი“ დამოკიდებულება, სხვა ვალუტების მიმართ - „დაუდევარი“.
         ღირებულება იმის კი არ აქვს, რაც ღირებულია. ღირებულება აქვს მხოლოდ იმას, რასაც მასა თავის კოლექტიურ ცნობიერებაში აძლევს სუბიექტურ ღირებულებას. თუ ხვალ მასას შეიპყრობს გამოყენებული პიპიფაქსის ღირებულების იდეა, მაშინ იახტები და გოლფკლუბები  დაიწყებენ გამოყენებული ტუალეტის ქაღალდის დამაგროვებლების ყიდვას.

                                                          ***

          მასების ისტეროიდული სიგიჟე ქმნის იმ ერთეულების სუპერშემოსავალს, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ამ სიგიჟის გასაღები. ნუთუ გრაბოვამ და მავროდიმ არ გვიჩვენეს ეს სათანადო დამაჯერებლობით, როგორც პოეტი წერდა, „რეალურად, უხეშად, ვიზუალურად“?
         მაგრამ თუ სპეკულაციური ხასიათის სუპერშემოსავლების წყარო არის (განსაკუთრებულ განხილვას ჯერ-ჯერობით საჭიროებს ინოვაციური ბიზნესი, რომელიც ქმნის მოპოვების საშუალებას და არ იყენებს მათ) მასების ისტეროიდული სიგიჟე, დასკვნა მარტივია: რაც უფრო მაღალია მასების სიგიჟე, მით უფრო  მაღალია ფსიქებზე ზემოქმედების კოდების მფლობელთა  შემოსავალი.
        ეს განმარტავს იმ ფაქტს, რომელზეც ასე იმტვრევენ თავს ჩემს მიერ ციტირებული „Cit Private Bank“-ისა და „Knight Frank“-ის დიდი მოაზროვნენი. რატომ არიან ნაკლებად მდიდარ ქვეყნებში სუპერმდიდარი მოქალაქეები, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში? რატომ არის, რომ გონივრულ, მდგრად, ჯანსაღ ეკონომიკაში მილიონერები თავის სტატუსამდე მხოლოდ რამდენიმე თაობის განმავლობაში იზრდებიან, ხოლო ქაოსისა და სიგიჟის ეკონომიკაში, მილიონერები წვიმის შემდეგ სოკოებივით მრავლდებიან?
        სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ამოხსნილ ეკონომიკურ ამოცანაში (გამდიდრების საშუალება=დომინანტური იდეის შესაბამისობის ეტალონს) არაფერია ნათქვამი დომინანტური იდეის ინტელექტუალურ ხარისხზე. თუ თქვენ ხართ „ფრანგი ბორდოდან“, მაშინ ევროპაში ეს არაფერს მოგცემთ, მეფის რუსეთში კი ძალიან ბევრმა ფრანგმა მხოლოდ თავისი ფრანგული წარმომავლობის წყალობით შეიძინა ქონება. ნაპოლეონის ჯარის 200 ათასი ტყვედან უკან ევროპაში დაბრუნება არავინ მოისურვა. რატომ უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუ ყოფილ ხელოსნებს და ლაქიებს თავადები  გუვერნიორებად იყვანდნენ ყოველგვარი შემოწმების გარეშე ?
        1993-97 წლებში მასობრივი სიგიჟით და გონების სიბრმავით წარმოშობილი პრივატიზაციის კრიმინალური ნაღები უაღრესად არამიმზიდველ სოციალურ ტიპს წარმოადგენს, რომელსაც არ გააჩნია აზნაურთა კეთილშობილება და ღირსება, ბურჟუაზიული მომჭირნეობა და რაციონალურობა, მსახურების და თვითსრულყოფილების სახელმწიფო იდეა.
         რუსეთში, მათი რიცხვი (ადამიანებისა, რომელთა სიმდიდრე 100 მილიონ $  აღემატება), მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 75-76%-ით გაიზრდება. მსოფლიოში ზრდის მაჩვენებელი ორჯერ დაბალი იქნება - 37%. ჩვენ დავეწიეთ და გადავუსწარით სასურველ დასავლეთს, მაგრამ რომელ სფეროში? ეს ვირთხები, რომლებიც ერთად მტაცებლები არიან, ცალ-ცალკე კი მხდალები, მუდმივად ჩრდილში იმალებიან, ბნელ სოროებში, საზრიანები არიან კონკრეტიკაში და ჭკუასუსტები ზოგადი აბსტრაქციის განხილვისას. ასეთები დაინახეს ისინი  «The Wealth Report 2012» ავტორებმა:
          „მაგრამ რუსეთიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან გადმოსახლებულებს ურჩევნიათ „ნაშოვნი“ ფულის დახარჯვა ლონდონსა და ნიუ-იორკში უძრავი ქონების, საფრანგეთში შალეს, კოლექციური ღვინისა და სპორტკლუბების ყიდვის გზით“. მოსკოვი მდიდარი რუსების პრიორიტეტთა სიაში, რომლებიც რუსეთის წინაშე ვალში არიან, მეათე ადგილზე იმყოფება.
        რუსი მილიონერები უფრო ხშირად ყიდულობენ "მეორე სახლს" პრემიულ სეგმენტში საზღვარგარეთ, უპირატესობას ანიჭებენ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, აშშ-ს, ესპანეთსა და იტალიას. „სიტუაციას მკვეთრად ამწვავებს რუსეთში მულტიმილიონერების მიმართ ცუდი დამოკიდებულება. რუსეთის ეკონომიკას დიდი საინვესტიციო პრობლემები აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ მდიდარი ადამიანები რუსეთში ცხოვრებას მიანიჭებდნენ უპირატესობას, ინვესტირებას რუსეთის უძრავ ქონებასა და ბიზნესის განვითარებაში“, - ამბობს რუსეთის ეკონომიკური სკოლის პროფესორი კონსტანტინე სონინი.

                                                                  ***

       რა იქნება უკეთესი და რა უარესი, მისი გადასაწყვეტი არ არის. ამას გადაწყვეტენ მასები, რომლებიც შეპყრობილი არიან სოციალ-დარვინიზმის ისტერიით, და ისინი, ვინც მათ მანიპულირებას ახდენენ. ამჟამად, ქვეყნის განაჩენი აშკარაა: რუსეთის ფედერაციაში ყველაზე პოპულარული ქურდის პროფესიაა. 140 მილიონიანი მოსახლეობიდან 40 მილიონს აქვს ჩადენილი სხვადასხვა სიმძიმის კრიმინალური დანაშაული, რაც აბსოლუტური რეკორდულია მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე (ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ვ. ოვჩინსკის მონაცემებით). ცხოვრების ყველაზე სასურველი გზაა პარაზიტიზმი, რომელიც ქმნის "შავ ხვრელებს" მოქალაქეებს შორის, ვინც ყველაფერს აღიქვამს და არაფერს არ აბრუნებს უკან.
         ცხოვრებისადმი სამომხმარებლო დამოკიდებულებას სრულად ატროფირებული ბუნებრივი მოთხოვნილებით დაეხმარო ახლობლებს სულ  უფრო მეტი რუსი დემონსტრირებს.
         კვლევის ავტორებმა შენიშნეს მილიონერების ინვესტირების ინტერესი სპორტულ კლუბებსა და გუნდებში (დღეს წამყვანი სპორტული გუნდების 50% ეკუთვნის კერძო პირებს), ასევე უძრავ ქონებაში, ხელოვნებაში და სამომხმარებლო საქონლის მაღალ სეგმენტში. მილიონერების 37%-მა თავი გამოაცხადა ღვინის ინვესტორად. ეს უკანასკნელი, ალბათ, მათი ქვეცნობიერი მეხსიერების გამოძახილია, ვინაიდან მათ თავისი ქონება დააგროვეს გადარეული და მეტისმეტად მსმელი ხალხის ხარჯზე. ან, იქნებ, ეს უბრალოდ პიროვნების ანარეკლია, ვისთვისაც ღვინო, ვთქვათ, უკვე გასაგებია, წიგნი კი უკვე არა ...


https://m-kalashnikov.livejournal.com/1204978.html

https://tatyana-0953.livejournal.com/1986568.html


https://zen.yandex.ru/media/id/5b02f9b8bce67eb9a3066f93/priruchit-psihopata-chast-2-5c2d456626ab5500aa275d28












Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised