воскресенье, 14 февраля 2021 г.

ფსიქოლოგია პირადი სივრცე ურთიერთობებში

/

ფსიქოლოგია

პირადი სივრცე ურთიერთობებში

ლიპა მოსკვიჩოვა

 https://iledebeaute.ru/psihologiya/2011/9/29/19229

„მან მითხრა, რომ მას პირადი ცხოვრებისთვის ადგილს არ ვუტოვებ. მე აღვშფოთდი - მე მისი პირადი ცხოვრება არ ვარ?! საღამოს მან არ დამირეკა, და მე მასთან სამსახურში მივედი იმის გასარკვევად, თუ რაში იყო საქმე. ის დაკავებული იყო, ამიტომ მას სამუშაო დღის ბოლოს ველოდებოდი ოფისის გასასვლელთან“ ... ეს პოსტი ერთ-ერთი გოგონას ფორუმიდან დასრულდა ტრადიციული ფრაზით: „დარწმუნებული ვარ, რომ მას ვინმე ჰყავს!“. რამდენიმე ასეულმა გარე კომენტატორმა, როგორც ჩანს, ვერ შეძლო ავტორისთვის იმის ახსნა, თუ რატომ გრძნობს თავს მამაკაცი  კუთხეში მიმწყვდეულად.

როდესაც ჩემი ნაცნობი წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მე მამაკაცს ვკითხე - რა მოხდა? მან მიპასუხა: „მე ის სულ მჭირდებოდა. ასეთი რაოდენობით მე მას არ ვჭირდებოდი, მისთვის ეს მეტისმეტი იყო“. რას ნიშნავს ეს - „მეტისმეტი“? და რა არის ეს პირადი სივრცე ურთიერთობებში? ..

თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება აუცილებლობა სურვილის გარეშე. რა დროს უნდა დაბრუნდე სახლში, რომელ ფილმს უნდა უყურო ძილის წინ, „მე, ალბათ, ბიჭებთან ერთად წავალ ფეხბურთზე ... ალბათ“ (გ), „დიდი ხანია იცვამენ დაქალებთან შესახვედრად ასეთ მოკლე ქვედაბოლოებს“ - როდესაც სხვისი აზრი ან სურვილი მოულოდნელად მნიშვნელოვანი ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ყოველთვის ერთად, ყოველთვის გვერდიგვერდ

თუ ერთმა პარტნიორმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს მეორის არყოფნის შემთხვევაში, თუ მას არ აქვს საკუთარი ინტერესები, ეს თავისუფლების შეზღუდვაა მეორესთვისაც. მას არ შეუძლია სამსახურის შემდეგ მაღაზიაში წასვლა, ან დაგვიანება და მეგობრებთან საუბარი, ან უბრალოდ ბულვარში ხეტიალი, შემოდგომის ფოთლების ფეხით გათელვა გასული დღის მოვლენების მოსანელებლად. ამ დროს „მიტოვებული“ იგრძნობს თავის უსარგებლობას და უმნიშვნელოობას. შვებულებაში აუცილებლად ერთად უნდა წავიდეთ, სხვაგვარად არ შეიძლება. რა მოხდა, თუ ერთისთვის დასვენება ნიშნავს პლაჟზე შეზლონგზე წოლას, ხოლო მეორეს უხარია სამთო-სათხილამურო ფერდობზე სრიალი. 

 „წყვილმა მთელი თავისი დრო ერთად უნდა გაატაროს“ - ეს ფრაზა სადღაც უხილავ ისტორიის ფურცლებზეა ამოკვეთილი, მაგრამ რატომღაც ბევრი ადამიანის გონებაში ჩასახლდა. აქედან არის მიტოვებული ჰობი და გატაცება, მეგობრები, ახალი ამბები, რომელთა შესახებ სოციალურ ქსელებში სტატუსის საშუალებით ვიგებთ, გაღიზიანება, მზარდი გაღიზიანება და უკმაყოფილება იმის გამო, რაც გავიღეთ მსვერპლად.

სინამდვილეში, შეცდომაა იმის დაჯერება, რომ ვიღაც გაალამაზებს შენს ცხოვრებას ნათელი ფერებით. ერთმანეთისთვის გრძნობებისა და ახალი ემოციების ჩუქებაა  ჰარმონიული წყვილისთვის მნიშვნელოვანი.

მშობლები და შვილები

ისეც ხდება, რომ პარტნიორი იწყებს საყვარელ ადამიანზე ზრუნვას მთლიანად, თითქოს ის ბავშვია, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ვერ აცნობიერებს რეალური სამყაროს საფრთხეებს. რა თქმა უნდა, ეს სინაზითა და მზრუნველობით არის განპირობებული, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს ნაცნობს ამის გამო კამათი მოუწია ქმართან. ქმარმა რომანტიკული ვახშამი მოამზადა მათთვის, და მის სამყაროში შექმნილი სურათის მიხედვით ცოლის როლი უნდა შემოფარგლულიყო იმით, რომ ღვინის ბოკალით ხელში მისთვის კომპანია გაეწია. ცოლმა კი იმის მაგივრად, რომ საუბრისთვის მხარი აება, რჩევების მიცემა დაიწყო: არ არის საჭირო ამდენი ცხიმი, უფრო პატარა ნაჭრებად დაჭერი, ასე ხომ დაიწვება და ა.შ. და მამაკაცმა ვეღარ მოითმინა: „ჯობდა დამწვარიყო და შემდეგ ამაზე გაგვეცინა! ისედაც ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ მაძლევ შენი კონტროლის გარეშე“. რა თქმა უნდა, აქ ამოხეთქა ყველაფერმა, რაც მას დაუგროვდა. ბოლოს მან კარი გაიჯახუნა და სასეირნოდ წავიდა, გოგონა კი, რომელიც მარტო დარჩა და ღვინოს სვამდა, გულწრფელად შეცბუნებული იყო და მესენჯერში მწერდა: „მართალია, მე ხშირად მივუთითებ შეცდომებზე, თითქოს ძალიან მომწონდეს, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მასზე ვზრუნავ, მე ასე გამოვხატავ ჩემს არაგულგრილობას...“ 

მიმოწერის საიდუმლოება

ყველამ ვიცით, რომ სხვისი წერილებისა და შეტყობინებების კითხვა ცუდია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს რისკი გავიგოთ ის, რის ცოდნაც არ გვსურს. უბრალოდ თითოეულ ჩვენგანს სჭირდება გარკვეული სახის პირადი კუთხე, სადაც შეგიძლია თუნდაც ცხვირში თითის შეყოფა და არ შეგეშინდება დაცინვის, დასცინო შენს ყოფილს, იოცნებო ჯონი დეპზე, ბოლოს და ბოლოს! და თუ პარტნიორები არ უზიარებენ ერთმანეთს ელ.ფოსტის პაროლებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რაღაცას მალავენ. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ საკუთარი პირადი სივრცე, სადაც ინახება მათი აზრები და გრძნობები, რომელთა გაზიარებაც არავისთვის გსურთ. და მასში ძალდატანებით შეჭრა ნიშნავს უპატივცემულობის და უნდობლობის გამოვლენას. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს განსხვავებული კომფორტის ზონა აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მისაღები საზღვრები და ისწავლოთ საჭირო დისტანციის შენარჩუნება.

 https://iledebeaute.ru/psihologiya/2011/9/29/19229


 https://knigogid.ru/books/560896-politicheskiy-mem
პოლიტიკური მემი
ავტორი: ივან სერგეევიჩ კუზნეცოვი
წიგნის აღწერა
ამ წიგნში სისტემატიზებულია მემების, როგორ ინფორმაციული პოლიტიკის ინსტრუმენტის გამოყენების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. დისერტაცია და ორი ათეული სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ წიგნს, დამატებული და ადაპტირებულია ფართო საზოგადოებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს მედიის, პოლიტიკური ტექნოლოგიების, ონლაინ კომუნიკაციების სპეციალისტებს და მომიჯნავე პროფესიების მკითხველს. ავტორი, ივან კუზნეცოვი, საერთაშორისო ჟურნალისტი და პროდიუსერია, რომელიც მუშაობს რუსეთში და იტალიაში. იგი საუბრობს აუდიტორიის მართვის გზებზე ვირუსული ინფორმაციის დახმარებით და მკითხველს განუმარტავს პასუხს მთავარ კითხვაზე: რა არის მემები?
=================
https://nutritiologists.ru/viewtopic.php?f=21&t=1031

რატომ არის შიმშილის დროს საჭმელი უფრო გემრიელი: ნეირონული ჯაჭვი ჰიპოთალამუსში
რატომ არის ყველაფერი უფრო გემრიელი, როდესაც შიმშილის გრძნობას განვიცდით? იაპონიის ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ახალი მონაცემების თანახმად, საჭმელი უფრო ტკბილი ხდება, როდესაც ჩვენი კუჭი ბუყბუყებს. ტკბილი პროდუქტი კი არა, არამედ, მაგალითად, კიტრი, ნაკლებად მადის აღმძვრელია, ვიდრე შაქრისა და ცხიმის შემცველი პროდუქტი - და ეს ორივე ეფექტი ნეირონული ჯაჭვით მიმდინარეობს ჰიპოთალამუსში.
როგორც წესი, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ტკბილ გემოს, რადგან ის გვაწვდის სიგნალს საკვების კალორიულობის შესახებ, და შესაბამისად, გაძღომის  სწრაფ შეგრძნებაზე . სწორედ ამიტომ ვერიდებით მწარე და მჟავე გემოს. 
ამასთან, ეს მჯობინება სახეს იცვლის შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგალითად, როგორიცაა შიმშილი. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშიერ თაგვებს უფრო მეტად ჰქონდათ მიდრეკილება ტკბილისკენ, ვიდრე სხვა გემოსკენ. კვლევითმა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა ექსპრესირებად ნეირონებზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, აქტიურდება შიმშილის დროს კვებითი ქცევის ასამოქმედებლად. შემოწმების გზით დადგინდა ორი ნეირონული გზა, რომლებიც საფუძვლად უდევს შიმშილით გამოწვეული გემოვნების უპირატესობის  ცვლილებებს.
 „AgRP - ექსპრესიის გამომხატველი ნეირონებია, ისინი განლაგებულია ჰიპოთალამუსში, რომელიც თავის ტვინის სფეროა, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აპეტიტის რეგულირებაში“, - ამბობს პირველი ავტორი Ou Fu. „ჩვენ შერჩევითად გავააქტიურეთ ეს AgRP ექსპრესიის გამომხატველი ნეირონები თაგვებში ჰემოგენეტიკური და ოპტოგენეტიკური მეთოდების გამოყენებით, რათა დაგვენახა, გავლენას ახდენენ ისინი თუ არა გემოვნების აღქმაზე, რომელიც ფიქსირდება შიმშილის  პირობებში“.
 ოპტოგენეტიკური და ჰემოგენეტიკური მეთოდები პოპულარულია ნეიროლოგიური აქტივობის შესასწავლად, რადგან მათ ძალიან ზუსტად შეუძლიათ მათი მანიპულირება. ოპტოგენეტიკას შეჰყავს სინათლისადმი მგრძნობიარე აგენტები სამიზნე ნეირონებში, რომელთა აქტივობა შემდეგ შეიძლება იყოს მანიპულირებული სინათლით, ხოლო ჰემოგენეტიკას შეჰყავს რეცეპტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამიზნე ნეირონების აქტივობაზე თავისი სპეციფიკური სინთეზური ლიგანდებით.
AgRP ნეირონების გააქტიურების შემდეგ, ქვედა ნაწილში განთავსებული გლუტამატის ნეირონები ლატერალურ ჰიპოთალამუსში, თავის მხრივ, პროეცირებენ თაგვების  გემოვნების უპირატესობებს ორი სხვადასხვა გზით. გლუტამატის ნეირონებმა შაქრისადმი მიზიდულობა გაზარდა.
მაგრამ შიმშილის პირველივე შეგრძნებებისას ჩვენ არ გვტოვებს სწრაფად წახემსების სურვილი ვიზუალური ფუნჩულით თუ ბურგერით. სხვათა შორის, თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, რაც გულისხმობს, რომ თქვენ ვერ იტყვით უარს შოკოლადზე, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ შემდეგი. თქვენ მოგწონთ შაქრისა და ცხიმის კომბინაცია, მაგრამ არა სუფთა შაქარი. ყველა ტკბილი პროდუქტი შეიცავს ცხიმს. გაიხსენეთ ნუტელას და თაფლის გემო. თქვენ ნამდვილად ამჯობინებთ ნუტელას,  რადგან არც ისე განსაკუთრებით ტკბილია, თუმცა შაქარი ორივე პროდუქტში თანაბარადაა.
ამრიგად, როგორ ან რისი დახმარებით უნდა ჩავახშოთ შიმშილის გრძნობა, რომ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ უსარგებლო საჭმელი.
წყალი.  ჩვენ ხშირად ერთმანეთში ვურევთ შიმშილის და წყურვილის გრძნობას. სცადეთ დალიოთ 2 ჭიქა თბილი წყალი, და თავს უკეთესად იგრძნობთ.
მწვანე ჩაი. შეიცავს კოფეინს და კატექინს. კატექინები ორგანული ნივთიერებებია, ისინი ანტიოქსიდანტებია. კატეხინების უმეტესობა გვხვდება თეთრ ჩაიში. კოფეინისა და კატექინის კავშირი თრგუნავს შიმშილს და აძლიერებს მეტაბოლიზმს. 
ჯანჯაფილი. ჟურნალ Science of Food and Agriculture–ში გამოქვეყნებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჯანჯაფილის დამატება მადას თრგუნავს და, შესაბამისად, პერსპექტიული პროდუქტია სიმსუქნის სამკურნალოდ.
წიწაკა ჩილი. ამერიკაში სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემაა. ამიტომ, ისინი არ იშურებენ ფულს დიქტოლოგიის სფეროში კვლევებისთვის.  ერთ-ერთმა ასეთმა კვლევამ აჩვენა, რომ კაპსაიცინი, ალკალოიდი, რომელსაც წითელი წიწაკა შეიცავს, ამცირებს შიმშილის გრძნობას და ასტიმულირებს თერმოგენეზს (მეტაბოლურ პროცესებს).
„შემდეგი ნაბიჯები მდგომარეობს იმის გამოკვლევაში, შეიცვლება თუ არა ეს ჰიპოთალამური ნეირონული გზები პათოფიზიოლოგიურ პირობებში, როგორიცაა დიაბეტი და სიმსუქნე“, - ამბობს იასუჰიკო მინოკოსი, კვლევის თანაავტორი. „მაგალითად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჭარბწონიან ადამიანთა უმრავლესობას უყვარს ტკბილეულობა; ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გლუტამატის ნეირონების აქტივობის ცვლილებასთან, რომლებიც პროეცირებულია გვერდით ძგიდისკენ“.

























https://blog.usejournal.com/how-cults-entrap-people-d2f012c10149

https://link.springer.com/article/10.1007/s10447-013-9201-0
http://cultresearch.org/recovering-from-cult-experiences-recognize-resolve-aftereffects/

https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/13537900802373320

https://americainclass.org/the-cult-of-domesticity/

https://www.bu.edu/arion/files/2010/03/paglia_cults-1.pdf
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0167487015001063

https://public.wsu.edu/~hughesc/myth_of_self.htm
https://www.business-standard.com/article/international/america-s-selfish-individualism-has-become-a-death-cult-in-covid-19-era-120080400447_1.html

https://www.uvu.edu/chss/docs/the-risks-of-cults.pdf

https://www.mdpi.com/journal/futureinternet/special_issues/Deindividuation

https://www.baylor.edu/pulse/doc.php/77099.pdf
https://www.slideshare.net/SreyoshiDey/side-model-and-coordinated-management-of-meaning
https://www.peoples.ru/science/philosophy/bataille/
https://www.researchgate.net/publication/240237685_A_Social_Identity_Model_of_Deindividuation_Phenomena




https://www.feedstrategy.com/industry-news-trends/mexico-bans-gmo-corn-plans-to-phase-out-imports/

https://www.concordlawyers.com/how-should-two-or-more-people-own-property-part-iii/






https://www.svoboda.org/a/31097964.html













https://youtube.com/shorts/siQZ2utec2I

https://www.bbc.com/news/uk-england-bristol-47062919


https://open.lib.umn.edu/mediaandculture/chapter/9-2-the-relationship-between-television-and-culture/

http://visual-memory.co.uk/daniel/Documents/short/news.html

https://www.philosophytalk.org/blog/reality-tv-ethics-or-entertainment
https://philpapers.org/rec/BUTJBT

https://www.worldbirds.org/unicorn-symbolism/
https://www.thespiritualcentre.net/spirit-animals.html

https://themindfool.com/spirit-animal-list/

https://www.hubforhelpers.com/product/spirit-animals/



https://www.twinflames1111.com/blog/weekly-energy-update/11th-17th-november/

https://twinflames1111.com/blog/twin-flame-essentials/spirit-animal-messages/
http://yogananda.com.au/pyr/pyr_marriage1.html

https://tuntrelife.com/how-does-the-twin-flame-love-bubble-of-euphoria-and-bliss-work/
https://www.goodreads.com/book/show/46263946-you-only-fall-in-love-three-times

https://constantlychangingkimm.wordpress.com/category/my-life-from-the-perspective-of-a-lesbian-twin-flame/
https://consciousreminder.com/2017/12/18/possible-two-females-twin-flames/

http://www.tantra-essence.com/2015/04/soul-mates/

https://www.lifeinvedas.com/11-lesser-known-facts-love/

https://www.sacredconvergence.com/post/twin-flames-catalyst-and-real-twins

https://sacredfeminineawakening.com/finding-soul-mate/
https://soul-centeredpsychotherapy.com/blog/2020/6/27/twin-flames-cosmic-soulmates-or-attachment-trauma-bond
https://goop.com/wellness/spirituality/find-your-twin-flame/
https://www.thelawofattraction.com/twin-flames/

https://www.allure.com/story/what-is-a-twin-flame
https://hackspirit.com/18-signs-twin-flame-relationship/

https://www.quora.com/Is-sacred-union-only-between-twin-flames-or-can-soulmates-have-a-sacred-union
https://www.mindbodygreen.com/articles/twin-flames-signs-meaning-and-stages



https://mymodernmet.com/katarzyna-zaluzna-snail-bokeh-photography/

https://www.sciencefriday.com/segments/human-genome-project-history/

https://www.pewresearch.org/science/2015/10/22/religion-and-views-on-climate-and-energy-issues/




Когда человек реагирует на радости и печали других, как если бы они были его собственными, он достиг высочайшего духовного союза ». ~ Бхагавад Гита (6:32) https://www.elephantjournal.com/2014/08/the-highest-spiritual-union-the-realities-of-animals-used-for-food-margie-pacher/ When a person responds to the joys and sorrows of others as if they were his own, he has attained the highest spiritual union.” ~ Bhagavad Gita (6:32)










https://www.ttimes.ge/archives/63227
https://birdinflight.com/ru/mir/20160912-how-much-does-it-cost-to-survive-the-end-of-the-world.html




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised