четверг, 25 февраля 2021 г.

მზის აქტივობის ცვლილებები საფრთხეს უქმნის დედამიწის ელექტრონიკას


მზის აქტივობის ცვლილებები საფრთხეს უქმნის დედამიწის ელექტრონიკას

ნიკოლაი აველსნიკი 

 https://hightech.fm/2017/02/03/solar_fluctuations

2050 წლისთვის მზის აქტივობის ცვლილებები რეალურ საფრთხედ იქცევა დედამიწის მცხოვრებთათვის. მასის გვირგვინიდან ამოფრქვევა ზემოქმედებას მოახდენს პლანეტის მაგნიტურ ველზე და გავლენა ექნება ელექტრონული მოწყობილობების მუშაობაზე, ვარაუდობენ ბრიტანელი მეტეოროლოგები. საბედნიეროდ, ამ მოვლენისადმი შეგიძლიათ მოემზადოთ. 

მზის მაგნიტური აქტივობა ციკლურად იცვლება და ამ დრომდე მეცნიერებმა შეძლეს ამ ცვლილებების პროგნოზირება. მაგრამ 2050 წლისთვის აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდება და მიაღწევს ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ბოლო 300 წლის განმავლობაში. მასის გვირგვინიდან ამოფრქვევა უფრო იშვიათად მოხდება, მაგრამ უფრო მძლავრი გახდება, გვაფრთხილებენ მეტეოროლოგები რიდინგის უნივერსიტეტიდან თავის პუბლიკაციაში Scientific Reports-ში.

მინიმალური აქტივობით, მზეზე ნაკლები ლაქები ჩნდება და ნაკლები ნაწილაკები ხვდება მზის ქარში. ამის გამო იკუმშება ჰელიოსფერო, რომელიც დედამიწას კოსმიური გამოსხივებისგან იცავს, ხოლო დაცვა სუსტდება.

ჰელიოსფეროს გამოფიტვის გამო, გვირგვინის ამოფრქვევების შედეგად წარმოქმნილი პლაზმური და მაგნიტური ღრუბლები, როდესაც აღწევენ დედამიწას, უფრო ძლიერად ზემოქმედებენ პლანეტის მაგნიტურ ველზე. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს თანამგზავრებისა და სხვა მოწყობილობების მუშაობაზე. 1989 წელს, გვირგვინიდან ამოფრქვევების გამო, კვებეკში და მის გარეუბნებში 9 საათით დაიკარგა ელექტროენერგია, მაგრამ მომავალში ასეთი მოვლენები შეიძლება უფრო გახანგრძლივდეს.

ცვლილებები მზის აქტივობაში მხოლოდ ტექნოლოგიაზე არ აისახება. ზამთარში საშუალო ტემპერატურა შემცირდება მთელ პლანეტაზე, ხოლო ჩრდილოეთის ციალი უფრო მიუახლოვდება პოლარულ რეგიონებს, აღნიშნავს Popular Mechanics. 

თანამედროვე ტექნოლოგიები ჯერ არ იძლევიან მასის გვირგვინიდან ამოფრქვევის მაღალი სიზუსტით პროგნოზირებას. მეცნიერების აზრით, ტექნოლოგიური კოლაფსისთვის მომზადება მხოლოდ განვითარების ეტაპზეა შესაძლებელი. ისინი გვთავაზობენ თანამგზავრებისთვის რადიაციის მიმართ მდგრადი მიკროჩიპების შექმნას და ენერგოქსელის მომზადებას მზის „ცუდი ამინდისთვის“.

       მზის აქტივობას ყოველთვის ჰქონდა პირდაპირი გავლენა დედამიწაზე და მის მცხოვრებლებზე. ზაფხულში ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის მაგნიტურ ველში მზის აალებით გამოწვეულმა დარღვევებმა შეიძლება შეანელონ ადამიანის რეაქციის სიჩქარე და გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვის ზრდა.


https://salik.biz/articles/9452-magnitnye-polyusa-zemli-ne-perevernutsja-v-techenii-esche-tysjachi-let.html
დედამიწის მაგნიტური პოლუსები არ გადაბრუნდება კიდევ ათასი წლის განმავლობაში
დედამიწის მაგნიტური ღერძი არ გადაბრუნდება ჯერ კიდევ მინიმუმ ათასი წლის განმავლობაში, რადგან დღეს მისი ინტენსივობა დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე საშუალოდ ბოლო 5 მილიონი წლის განმავლობაში.
დედამიწის მაგნიტური ველის სიმძლავრის ვარდნა არ გამოიწვევს პოლუსების გადაადგილებას მომდევნო ორი ათასი წლის განმავლობაში, რადგან ახლა მისი სიძლიერე დაახლოებით ორჯერ აღემატება პლანეტის ბოლოდროინდელი ისტორიის საშუალო მნიშვნელს, ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences ...
„მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - თუ მაგნიტური ველის დაძაბულობა იგივე სიჩქარით დაეცემა, როგორც დღეს, კიდევ ათასი წელი დასჭირდება იმ წერტილამდე, როდესაც ის ტიპურ საშუალო მნიშვნელამე დაეცემა. როდესაც ეს მოხდება, მას შეუძლია კვლავ როგორც აიწიოს, ასევე დაიწიოს. ჩვენ ვერ შევძლებთ იმის პროგნოზირებას, რა მოხდება შემდეგ, დედამიწის ბირთვში მაგნიტოჰიდროდინამიკური პროცესების უკიდურესად არაპროგნოზირებადი ხასიათის გათვალისწინებით“, - თქვა ჰუაპეი ვანგმა (Huapei Wang) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (აშშ).
ვანგი და მისი კოლეგები ამ დასკვნამდე მივიდნენ პლანეტის მაგნიტური ღერძის რამდენიმე უძველესი გადაბრუნების კვალის შესწავლის შემდეგ, რომლებიც „ჩაბეჭდილია“ გალაპაგოსის კუნძულებზე ვულკანების მიერ ამოყრილ ქანებში ბოლო ხუთი მილიონი წლის განმავლობაში.
ეს არქიპელაგი, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, იდეალური ადგილია ასეთი გაზომვებისთვის, ვინაიდან ის თითქმის პლანეტის ეკვატორთან მდებარეობს, სადაც მაგნიტური ველის დაძაბულობა ყოველთვის ტოლია პოლუსებზე დაფიქსირებული მნიშვნელის ნახევრისა. ანალოგიური გაზომვები ჩაატარა გეოლოგთა სხვა გუნდმა ანტარქტიდაში, სადაც ასევე ჩაწოლილია მრავალი ვულკანური ქანი მაგნიტური ველის კვალით.
ეს დაკვირვებები დაეხმარა სტატიის ავტორებს გაერკვიათ, თუ დაძაბულობის რომელი ტიპიური მნიშვნელობებია მაგნიტური ველის წარსულში. აღმოჩნდა, რომ წინა ისტორიულ ეპოქებში დედამიწის მაგნიტური ველი გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე დღეს არის - დაახლოებით 15 მიკროტესლა ეკვატორზე თანამედროვე 32 მიკროტესლას ნაცვლად, და დაახლოებით 30 მიკროტესლა პოლუსებზე,  თანამედროვე 64 მიკროტესლას ნაცვლად.
ადრე, მეცნიერები თვლიდნენ ზომიერი გრძედიდან ქანების ნიმუშებში რემანენტული მაგნეტიზაციის გაზომვებზე დაყრდნობით, რომ დღეს დედამიწის მაგნიტური ველის დაძაბულობა დაახლოებით მის მინიმალურ მნიშვნელობებთან არის ახლოს, რომელთა მიღწევისასაც ჩვეულებრივ ხდება პლანეტის მაგნიტური ღერძის გადატრიალება.
ვანისა და მისი კოლეგების აღმოჩენა ნიშნავს, რომ დედამიწის მაგნიტური ველის დაძაბულობა დღეს მნიშვნელოვნად აღემატება,  ვიდრე ეს იყო ბოლო ხუთი მილიონი წლის განმავლობაში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პლანეტის მაგნიტური ღერძი არ გადატრიალდება, როგორც მინიმუმ, მომდევნო ათასი წლის განმავლობაში ან კიდევ უფრო მეტხანს.
====

ახალგაზრდა ყინულმა ენცელადის ოკეანის ფსკერზე მდებარე ცხელ წერტილებზე მიუთითა

 https://nplus1.ru/news/2020/09/21/cassini-enceladus-ice  

ასტრონომებმა, პლანეტთაშორისო სადგურის „კასინის“ მონაცემებზე დაყრდნობით, სატურნის თანამგზავრის ენცელადუსის გეოლოგიური აქტიურობის ახალი დადასტურება მიიღეს. მათ შეძლეს ახალგაზრდა, სუფთა ყინულის არეების ადგილმდებარეობის დადგენა, რომელიც მიუთითებს ცხელ წერტილებზე თანამგზავრის ქვეზედაპირის ოკეანის ფსკერზე. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Icarus- ში. მოკლე ინფორმაცია მუშაობის შესახებ განთავსებულია NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ვებ-გვერდზე.

ენცელადუსი მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ასტრობიოლოგიის თვალსაზრისით: სატურნის ამ 500 კილომეტრიან ყინულოვან თანამგზავრს გლობალური ქვეზედაპირის ოკეანე აქვს. ოკეანის არსებობაზე მიუთითებს გიგანტური წყლის შლეიფები, რომლებიც თანამგზავრის ზედაპირიდან კოსმოსში გამოიდევნება სამხრეთ პოლუსის სფეროში. შლეიფების შემადგენლობაში წყლის, ნახშირორჟანგის, მეთანის, ამიაკისა და მეთანოლის გარდა, ასტრონომებმა აღმოაჩინეს წყალბადი და რთული ორგანული მოლეკულები, რაც მიუთითებს აქტიურ ჰიდროთერმულ პროცესებზე ოკეანის ფსკერზე. ეს ყველაფერი ხდის ენცელადუს ყველა ცნობილიდან განსაკუთრებით შესაფერის ადგილად არამიწიერი ცხოვრების წარმოქმნისთვის, მაგალითად არქეა.

ასტრონომთა ჯგუფმა როზენი რობიდელის (Rozenn Robidel)  მეთაურობით ნანტის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნა მონაცემთა ანალიზის შედეგები, რომლებიც შეაგროვა პლანეტთაშორის სადგურ „კასინ“-ზე დამონტაჟებულმა VIMS-ის (Visible and Infrared Mapping Spectrometer) ინსტრუმენტმა. იგი აწარმოებდა დაკვირვებებს ენცელადუსის ზედაპირზე ინფრაწითელ დიაპაზონში რვა ტალღის სიგრძეზე 2004–დან 2017 წლამდე. მეცნიერები გეგმავდნენ განსხვავების შეფასებას თანამგზავრის ყინულის საფარის პარამეტრებში: ტემპერატურაში,  ხორკლიანობაში,  ყინულის მარცვლების შემადგენლობასა და ზომაში.

შედეგად, მკვლევარებმა, სადგურის მიერ გადაღებული სურათების გამოყენებით, შეძლეს ენცელადუსის ზედაპირის გლობალური რუკის შედგენა და მისი გაანალიზება. აღმოჩნდა, რომ ვეფხვის ზოლების რაიონში (გრძელი პარალელური რღვევის სისტემაში, საიდანაც წყლის გეიზერები იფრქვევა) თანამგზავრის სამხრეთ პოლარულ სფეროში არის სუფთა ყინული, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ამასთან ახალგაზრდა  ყინულთან საზღვარი საკმაოდ მკაფიოა. 

კიდევ ერთი საინტერესო ადგილი მდებარეობს თანამგზავრის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ცენტრის კოორდინატებით - ჩრდილოეთ განედის 30 გრადუსი და დასავლეთის გრძედის 90 გრადუსი, რაც ასევე დემონსტრირებს ყინულის ახალგაზრდა გლუვ ზედაპირს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ადგილები მიუთითებს თეორიულად პროგნოზირებული ენცელადუსის ოკეანის ფსკერზე არსებულ ცხელ წერტილებთან კავშირზე, რომლებიც რამდენიმე მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ რჩება სტაბილური და სატურნიდან მოქმედ ძალებთან არის დაკავშირებული. 

ენცელადუსი არ არის ერთადერთი სხეული მზის სისტემაში, რომელსაც აქვს თხევადი ქვეზედაპირული ოკეანე. ოკეანეები არსებობდნენ ან შეიძლება ყოფილიყვნენ წარსულში იუპიტერის დიდ თანამგზავრებზე -  ევროპაზე, კალისტოსა და განიმედზე, სატურნის თანამგზავრებზე -  დიონესა და ტიტანზე, ასევე ნეპტუნის თანამგზავრზე -  ტრიტონზე და ჯუჯა პლანეტებზე ცერერასა და პლუტონზე.

ალექსანდრ ვოიტიუკი  




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised