среда, 17 июня 2020 г.

ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომი ანა კუდინოვა

ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომი

ანა კუდინოვა 
 თქვენ გთავაზობენ ცნობიერების შიზოფრენიზაციას, და ამას დიალოგიზაციას უწოდებენ. ყველაზე მეტად აქ საინტერესოა საზოგადოებრივი ცნობიერება, რომელსაც გამოუცხადეს დიალოგიზაციის მოხდენილ გარეკანში შეფუთული ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ომი.

ცნობიერების დიალოგიზაცია
ამრიგად, გასული საუკუნის სამოციან წლებში, ნახევრად დავიწყებული ბახტინი მოულოდნელად, თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით, ძალიან მოთხოვნადი ხდება. „ბახტინის დავიწყებიდან გამოყვანის“ როლი, როგორც გვახსოვს, ვ. კოჟინოვმა მიიწერა. შესწევდა კი მას -  იმ დროს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის მოკრძალებულ თანამშრომელს - ძალა ასეთი ფართომასშტაბიანი ამოცანისთვის? საეჭვოა. მაგრამ ასეა თუ ისე, 1963 წელს საბჭოთა კავშირში გამოვიდა ბახტინის წიგნი „დოსტოევსკის პოეტიკის პრობლემები“, ხოლო 1965 წელს - „ფრანსუა რაბლეს შემოქმედება და შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხალხური კულტურა“.
ამავე დროს, მიღებული იქნა ზომები, რათა ბახტინის იდეები უცხოეთშიც გავრცელებულიყო. რაბლეს შესახებ ბახტინის წიგნის გამოქვეყნებისთანავე Recherches international-ის პარიზის გამოცემამ გამოაქვეყნა კოჟინოვის სტატია „რომანის ესთეტიკური ღირებულება“, რომელშიც აღინიშნა „ნამდვილი გადატრიალების შესახებ რაბლეს შემოქმედების შესწავლაში“. სტატია წინ უძღოდა გამოჩენილი დასავლელი პერსონების (იტალიელი მწერლის ალბერტო მორავიას, იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის და სხვების) დისკუსიას ამ წიგნის შესახებ. შედეგად, ბახტინი დასავლეთში „შემჩნეული“ გახდა. უფრო მეტიც, გამოჩნდა  ადამიანი, რომელმაც, როგორც კოჟინოვმა საბჭოთა კავშირში, ენერგიულად დაიწყო ბახტინის იდეების პროპაგანდა. ამ ადამიანის სახელია იულია კრისტევა.
კრისტევა ბულგარული წარმოშობის ფრანგი მკვლევარია. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის სემიოტიკა, ლინგვისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა, ფსიქოანალიზი. ბახტინის იდეების უშუალო გავლენის ქვეშ კრისტევამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პოსტსტრუქტურალიზმის ფორმირებაზე. დღეს იგი ასევე ცნობილია როგორც ფილოსოფოსი, მწერალი, ორატორი.
კრისტევას მასწავლებელმა - ცნობილმა ფრანგმა სემიოტიკოსმა, ფრანგული სტრუქტურალიზმის ერთ-ერთმა ლიდერმა როლანდ ბარტმა - ასე დაახასიათა თავისი მოწაფე: იულია კრისტევა „ყოველთვის ანგრევს ბოლო ცრურწმენებს, რომელზეც, როგორც მიიჩნევდნენ, შეიძლებოდა შეჩერება ... ის ძირს უთხრის ავტორიტეტს, მონოლოგიური მეცნიერებისა და ტრადიციის ავტორიტეტს“.
იულია კრისტევა ძირს უთხრის მონოლოგიური მეცნიერებისა და ტრადიციის ავტორიტეტს ... მაგრამ მოდით განვიხილოთ ზოგადად ავტორიტეტის შელახვის საკითხი. თუ ძირს ყალბ ავტორიტეტს უთხრიან, ეს მისასალმებელი უნდა იყოს. მაგრამ თუ კარგ ავტორიტეტს უთხრიან ძირს? მაგალითად, ავტორიტეტს, რომელზეც დაფუძნებულია სახელმწიფოებრიობის შენობა? ან თუ ძირს უთხრიან მამის ან მასწავლებლის ავტორიტეტს? ან თუ ყველა ავტორიტეტს უთხრიან ძირს და, შესაბამისად, ყველა ცხოვრებისეულ ორიენტირს?

ყმაწვილს,
რომელიც ფიქრობს ცხოვრებაზე,
ვისი ცხოვრება მიიჩნიოს მაგალითად,
ვეტყვი დაუფიქრებლად -
„ამხანაგ ძერჟინსკის ცხოვრება აიღე მაგალითად“.
 ვთქვათ, შელახეს  ძირჟინსკის ავტორიტეტი. სადისტიაო, მკვლელი და ა.შ. მაგრამ ვისგან უნდა აიღოს მაგალითი ყმაწვილმა? მას ხომ უნდა ჰყავდეს იდეალური გმირი, რომლის მსგავსიც სურს რომ იყოს? თუ ყველა ავტორიტეტი განადგურებულია, ე.ი. ასეთი გმირები საერთოდ არ არსებობენ. და მერე რა არის? რისთვის არის გაწირული ყმაწვილი?
კრისტევა, როგორც მისი მასწავლებელი ბარტი ირწმუნება, ასევე ძირს უთხრის მონოლოგიური ტრადიციის ავტორიტეტს. რომელი ტრადიციის? რის გამო?
დიახ, განმანათლებლობამ (იგივე მოდენრმა) შეარყია ტრადიციული საზოგადოების საფუძვლები. მაგრამ ამავე დროს მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე (მოდერნის) საზოგადოების საფუძვლებს. მაგრამ თუ, ტრადიციისთვის ძირის გამოთხრის სახით საფუძვლებს ეთხრება ძირი? და არაფერი იქმნება? რა იქნება შემდეგ? შემდეგ ჩამოყალიბდება ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ზონა H-ს“ - არავითარი ტრადიციები, არავითარი საფუძველი. როგორც სალტკოვ-შჩედრინი წერდა, „არ არიან არც ღმერთები და არც კერპები“. აქ ხომ მნიშვნელოვანია სწორედ ეს „არაფერი“. თუ რამე იცვლება არაფერზე, მაშინ საქმე გვაქვს სიბნელის შემოჭრასთან. სიბნელის პირდაპირი შემოჭრის შედეგად, რადგან არაფრის შემოჭრა  სიბნელის შემოჭრა არის (წაიკითხეთ სარტრის „გულისრევა“).
და კიდევ კრისტევა, ბარტის თანახმად, ძირს უთხრის მონოლოგიური მეცნიერების ავტორიტეტს. რა არის მონოლოგიური მეცნიერება, ცალკე საკითხია. უფრო სწორად, ცალკე საკითხია, თუ როგორ შეიძლება მეცნიერება არ იყოს მონოლოგური. და ნათელია, როგორ, - ჭეშმარიტებაზე პრეტენზიების უარის თქმით. ამ შემთხვევაში მეცნიერება მეცნიერებად დარჩება? ჭეშმარიტებას ძირი გამოეთხარა ტრადიციის და ავტორიტეტის შემდეგ - მაგრამ მეცნიერება დარჩა?
მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა არის მონოლოგიზმისთვის ძირის გამოთხრა - მეცნიერულის თუ სხვას. რადგან კრისტევას ბახტინი უპირველეს ყოვლისა აინტერესებს მისი იდეის გამო, რომლის თანახმად, მონოლოგიზმი აუცილებლად უნდა შეირყას. ეს იდეა აისახა ბახტინის წიგნში „დოსტოევსკის პოეტიკის პრობლემები“.
თუ მონოლოგიზმი ბოროტებაა, მაშინ რა არის სიკეთე? ცნობილია, თუ რა. სიკეთეა დიალოგიზმი. მონოლოგი ცუდია, დიალოგი კარგი. თითქოს ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ დიალოგი კრისტევასა და ბახტინისთვის არ არის ის, რაც მკითხველისთვის ცნობილია მის ჩვეულ ცხოვრებაში. ეს არ არის კამათი ორ ადამიანს შორის. ეს არის ცნობიერების გარკვეული მდგომარეობა. ცნობიერება დიალოგიზირებული უნდა იყოს, გასაგებია? და მაშინ მონოლოგიზმი აღარ იქნება.
იმისათვის, რომ ცნობიერება დიალოგური იყოს, მასში ერთდროულად უნდა იყოს წარმოდგენილი თეზისიც და ანტითეზისიც. ისინი ერთდროულად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა სიტყვაში, ყველა სახეში და ა.შ. რა გაეწყობა - ეს ძალიან საშიში, მაგრამ ცნობიერების ძალიან პერსპექტიული მდგომარეობაა.
რატომ არის საშიში, ეს გასაგებია. თუ ერთდროულად წარმოდგენილია თეზისიც და ანტითეზისიც, მაშინ ცნობიერება გაორებულია. და თუ თეზისი და ანტითეზისი ასევე დიალოგურია, მაშინ ცნობიერება დაქსაქსულია. ამას უკვე შეიძლება შიზოფრენია მოჰყვეს. დიახ, შიზოფრენია და არა ცნობიერების რაიმე განსაკუთრებული სუპერ პერსპექტიული გახსნილობა.
სუპერპერსპექტიულობა  კი არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობიერებაში თეზისთან და ანტითეზისთან ერთად არსებობს სინთეზი. ანუ დიალოგიზმი გარდამავალი ფაზაა პრობლემის გაცნობიერებიდან მის მოგვარებამდე. ან აზრის აღმოცენებიდან მის მოგვარებამდე. როგორც ბახტინის საყვარელი დოსტოევსკის გმირი ამბობდა, ძმა ივანი „იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება,  ვისაც მილიონი არ ჭირდება, მაგრამ აზრის გადაჭრა სჭირდება“. გადაჭრა !
 ე.ი., ჯერ თქვენს გონებაში ჩნდება აზრი, უფრო სწორად, პრობლემა. უბრალო აზრი და უბრალო პრობლემა კი არა, არამედ დიადი აზრი, უზარმაზარი და უკიდურესი პრობლემა. მერე შენთვის ნათელი ხდება, რომ ასეთი პრობლემის მოგვარება, ცნობიერების დიალოგიურში, ანუ დანაწევრებულ-ბობოქარ მდგომარეობაში გადაყვანის გარეშე, შენ არ შეგიძლია. შენ გადაგყავს ცნობიერება ამ, როგორც ბახტინი ამბობს, სასაზღვრო მდგომარეობაში. მაგრამ შენ, მდუღარე თეზისურ-ანტითეზისურ ბულიონში სინთეზი გაქვს. თუ სინთეზი არ არის, ეს  დასასრულია. თუ არ არსებობს სინთეზი, როგორც განსაკუთრებული ინგრედიენტი, რომელიც მოთავსებულია თეზისურ-ანტითეზისურ ბულიონში, ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს მხოლოდ მზარდი სიგიჟით, რომელიც სრულ კოლაპსში გადადის.
 დოსტოევსკიც ამის შესახებ წერდა! მაგრამ ბახტინმა ეს ამოიღო დოსტოევსკის სამყაროს თავის აღწერიდან. მან ბევრი რამ აღწერა დოსტოევსკის სამყაროში,  ამის შესახებ კი არაფერი უთქვამს. ჩნდება კითხვა - რატომ?
წარმოიდგინეთ არა ფილოსოფიურ-ფილოლოგიური, არამედ კონკრეტული ფსიქოლოგიური მდგომარეობა - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ომს ვაწარმოებთ. თქვენ, როგორც ფსიქოლოგს, ადამიანის ცნობიერება დიალოგურ მდგომარეობაში გადაგყავთ, მაგრამ გავიწყდებათ სინთეზის იმპლანტაცია ამ ცნობიერებაში. რა ემართება ცნობიერებას? თქვენ მას უმოწყალოდ ანადგურებთ. თქვენ ადამიანს  გადააქცევთ მოხრილ, უმწეო არსებად.
და თუ თქვენ ასეთ ოპერაციას ჩაუტარებთ არა ინდივიდუალური ადამიანის, არამედ საზოგადოების ცნობიერებას, მაშინ თქვენ უმოწყალოდ გაანადგურებთ საზოგადოებას. რატომ? ხაზს ვუსვამ - თქვენ არ გადაგყავთ საზოგადოება ერთი მდგომარეობიდან მეორეში. თქვენ აფიქსირებთ მას გარკვეულ სასაზღვრო მდგომარეობაში, რომელშიც იგი მოიხრება სრულ თვითგანადგურებამდე. თქვენ კი დატკბებით ამის ყურებით.
რომელ გრაფ მონტე-კრისტოზე მელაპარაკებით! იგი ტკბებოდა ცალკეული ბოროტმოქმედების ტანჯვით, რომლებმაც იგი სასიკვდილოთ გაწირეს. მაგრამ ბახტინი, კრისტევა და სხვები ე.წ. გარდამავალი საზოგადოებების ტანჯვით ტკბებიან. თუ ამ საზოგადოებების ცნობიერებაში განათავსებთ თეზისურ-ანტითეზისურ დიალოგიზმს და მთლიანად ამოიღებთ ცნობიერებიდან სინთეზს, მაშინ ეს საზოგადოებები დაიტანჯებიან და დაიღუპებიან.
ამრიგად, ექსპერიმენტატორმა უნდა დაარწმუნოს მსხვერპლი, რომ მან უნდა აწარმოოს თავისი ცნობიერების დიალოგიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პრობლემას ვერ მოაგვარებს. ზოგადად, მონოლოგი ცუდია („მიზერული“, როგორც დოსტოევსკის გმირი ამბობდა). დიალოგი კი კარგია. მაგრამ როგორ შეიძლება ცნობიერების დიალოგიზირება? მას უნდა ჩამოერთვას მთლიანობა. მთლიანობას მონოლითურობა უნდა ეწოდოს. და ითქვას, რომ მონოლითურობა საშინელია. „რა მიზერული ხარ, მეგობარო! თქვენ გაქვთ უხეში, მონოლითური ცნობიერება!“. სხვა ცნობიერება გჭირდებათ.
მაპატიეთ, მაგრამ მთლიანობა ყოველთვის უხეში მონოლითია? ნუთუ არ შეიძლება არსებობდეს დახვეწილი, რთულად ორგანიზებული მთლიანობა? მთლიანობის და უხეში მონოლითურობის გათანაბრება თაღლითური ხერხია. დავუშვათ, რომ თქვენ წამოეგეთ ამ ანკესზე - რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?
შემდეგ თქვენ გეუბნებიან, რომ ცნობიერების მონოლითურობა უნდა გაუქმდეს დიალოგიზმისთვის. ასე ლამაზ ფორმულირებას აძლევენ წინადადებას. თუ გაყალბების გარეშე ჩამოვაყალიბებთ, მაშინ უბრალოდ ცნობიერების დაყოფას შემოგთავაზებენ. მაგრამ თუ გეტყვიან: „გადააქციეთ მონოლითური ცნობიერება დანაწევრებულში“, თქვენ უარს იტყვით. და თუ  გეტყვიან: „გადააქციეთ მონოლოგური ცნობიერება დიალოგიურში“, თქვენ სიამოვნებით დათანხმდებით. ამასობაში, ეს ერთი და იგივე წინადადებაა, რომელიც სხვადასხვა სიტყვებითაა შეფუთული.
ამრიგად, თქვენ გთავაზობენ ცნობიერების შიზოფრენიზაციას და ამას დიალოგიზაციას უწოდებენ . როგორც მკითხველი ალბათ მიხვდება, ყველაზე მეტად მაინტერესებს საზოგადოებრივი ცნობიერება, რომელსაც გამოცხადებული აქვს დიალოგიზაციის ფაქიზ გარსში შეფუთული ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ომი. თუმცა, როდესაც ასეთი ხრიკები ცალკეულ ცნობიერებას უტარდება - საქმე ცუდადაა. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ დოსტოევსკის „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ და იგრძენით, რა არის ცნობიერების შიზოფრენიზაცია  მისი დიალოგიზაციის სახით.
არ არის საჭირო ჩემი მსჯელობის ინტერპრეტაცია იმ სახით, თითქოს ეს არის ცნობიერების დიალოგიზაციის ხელაღებული ლანძღვა. ვიმეორებ: ცნობიერების დიალოგიზაცია ძალიან ძლიერი და საშიში იარაღია. მაგრამ იმისათვის, რომ იგი დამღუპველი არ აღმოჩნდეს, რომ გადაარჩინოს, აჩუქოს აღმოჩენა, პასუხი მტკივნეულ კითხვაზე, პრინციპულად  ახალი აზრი, ის უნდა შეიცავდეს ... მთლიანობის კოდს ... მთლიანობის გენს ... ზოგადად, მთლიან საწყისს. თუ ეს მთლიანი საწყისი ამოღებულია, მაშინ ეს  დასასრულია. შემდეგ ცნობიერების დიალოგიზაცია გარდაიქმნება ამ ცნობიერების განადგურებაში - ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ომის წარმოების უკიდურესად დაუნდობელ საშუალებად.
ბახტინი ანდროპოვს უწევდა კონსულტაციას. კრისტევა ვის უწევდა კონსულტაციას? თუ დავუჯერებთ მრავალრიცხოვან ცნობებს, მან გაყიდა დასავლეთში, უფრო სწორად - საფრანგეთის ბაზარზე, თავისი სიძულვილი იმის მიმართ, რაც დატოვა ... ვთქვათ ასე, საბჭოთა ბულგარეთის მიმართ. შეეძლო მას არ ჰქონოდა ურთიერთობა კონსტანტინ მელნიკთან, ვინც მუშაობდა საბჭოთა კავშირში წითელი ეკლესიის განადგურებაზე? შეიძლებოდა მას  ურთიერთობა არ ჰქონოდა რაიმონ არონთან?
მე მეტყვიან, რომ მელნიკი და არონი მარჯვენა სივრცეა, ხოლო კრისტევა - მარცხენა,  მარქსისტი, მაოისტი, და კიდევ ბევრი რამ ... მერე რა?  მაოისტებიც და წითელბრიგადელებიც, და მრავალი სხვა, აქტიურად იყვნენ ჩართული საბჭოთა ცხოვრების განადგურებაში. საფრანგეთში მოთხოვნა საბჭოთა ცხოვრების  სტრუქტურის ცოდნაში, ამ სტრუქტურის, როგორც კვაზი-საეკლესიო სტრუქტურისთვის ძირის გამოთხრაში, მხოლოდ ხალხის ძალიან ვიწრო წრედან მოდის. საფრანგეთშიც კი ეს ადამიანები ჩერდებოდნენ არონზე და მელნიკზე. ამ თემის მონოპოლიზაციით, მათ შეძლეს კომუნიკაციის მონოპოლიზება.
და რა ხდება? რკინის ფარდის ერთ მხარეს ბახტინია, რომელიც დამონტაჟებულია ანდროპოვის სისტემაში, ხოლო რკინის ფარდის მეორე მხარეს არის კრისტევა. იგი დამონტაჟებულია სისტემაში, რომელიც საზრდოობს, ვთქვათ ასე, „მელნიკი-არონის წრით“. ბახტინსა და კრისტევას შორის ხიდია. ანდროპოვსა და მელნიკს-არონს შორის ასევე ხიდია ?
კონსტანტინ მელნიკმა ერთხელ ინტერვიუში თქვა, რომ როდესაც ის პირველად შეხვდა ლეონიდ შებარშინს (რომელიც დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მზვერავი“), მაშინვე იცნო ის ფოტოსურათით. თავის მხრივ, ა. შებარშინმა, როგორც კი იცნო მელნიკი, აცნობა მას: „გუშინ წავიკითხე თქვენი ბაბუის, ს. პ. ბოტკინის წიგნი 70-იან წლებში რუსეთ-თურქეთის ომის შესახებ“. როდესაც მელნიკმა ჰკითხა, რატომ კითხულობს ასეთ წიგნებს, მან თქვა: „იმიტომ, რომ ვკითხულობ წიგნებს რუსულ უბედურებამდე“. დაინტრიგებულმა მელნიკმა დააზუსტა, როდის იწყება რუსული უბედურება? „მისი პასუხი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელისგან გასაკვირი იყო. მან მიპასუხა: „1917 წელი“.
და ამას საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს? პარტიული კომიტეტის წევრი, „საშინელ დასავლეთთან“ მებრძოლი, რომლის ქვეშევრდომებმა უდიდეს რისკზე მიდიოდნენ კომუნისტური იდეის სახელით? ცნობიერება დარღვეულია. გამოიყენებოდა თუ არა ბახტინის და კრისტევას რეცეპტები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვიცი. მაგრამ ის, რომ ეს გვაიზულებს მივმართაოთ ბახტინის საყვარელ დოსტოევსკი ცნობიერების მის დიალოგიზაციასთან ერთად - ეს აშკარაა. შებარშინის ფრაზა  საკმაოდ შეესაბამება დოსტოქვსკის  „მიწისქვეშა კაცს“.
 ამასთან, ასეთი ცალკეული ეპიზოდები საკმარისი არ არის საქმის არსისთვის. ჩვენს მიერ ხსენებული ხიდის სტრუქტურას დეტალურად  განვიხილავთ შემდეგ სტატიებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised