среда, 17 июня 2020 г.

აღმსარებლობის ფსიქოტრავმულობა: თეორიული ასპექტი .ა. ისაევი

.ა. ისაევი
 ვლადივოსტოკის ეკონომიკისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვლადივოსტოკი. რუსეთი.
აღმსარებლობის ფსიქოტრავმულობა: თეორიული ასპექტი
შემოთავაზებულია „რელიგიური ფსიქოტრავმის“, „აღმსარებლობის ფსიქოტრავმულობის“ ცნებების ინტერპრეტაცია. გამოვლენილია აღმსარებლობის ფსიქოტრავმულობის სამი ძირითადი ფაქტორი: უზენაესი ძალის სტრუქტურა და ხასიათი; სარწმუნოებრივი მოძღვრების შესაბამისობის ხარისხი მორწმუნეთა უდიდესი ნაწილის განვითარების დონესადმი; აღმსარებლობის ინტერპრეტატორთა მზადყოფნა უპასუხოს პირველწყაროს „რთულ“ კითხვებს.
საკვანძო სიტყვები: რელიგიური ფსიქოტრავმა, აღმსარებლობის ფსქიტრავმულობა, აღმსარებლობის ფსიქოტრავმულობის ფაქტორები, მეტაფიზიკური ფსიქოლოგია, რელიგიის ფსიქოლოგია, ბიოკვანტური ფსიქოლოგია.

A.A. Isaev
Vladivostok State University of Economics and Service. Vladivostok. Russia
Psy-trauma of dogma: theoretical aspect
 Interpretations of concepts “religious psy-trauma”, “psy-trauma of dogma” offer. Three basic factors of psy-trauma of dogma are educed: structure and character of Higher Force; degree of accordance of character of dogma to the level of development of bulk of believers; willingness of interpreters of dogma to answer the “tough” questions of original sources.
 Key words: religious psy-trauma, psy-trauma of dogma, factors of psy-trauma of dogma, metaphysical psychology, psychology of religion, bio-quantum psychology

  2008 წელს დიდ ბრიტანეთში გამოვიდა მხატვრული ფილმი „ღმერთის განსჯა“ (რეჟ. ენდი დე ემონი). ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ოსვენციმის რამდენიმე პატიმარმა ღმერთს მოუწყო სასამართლო პროცესი. ღმერთი დაადანაშაულეს მრავალ ბოროტმოქმედებაში, განსაკუთრებით ბოროტების ნებაზე მიშვებაში, რამაც ფილმის გმირების ტანჯვა გამოიწვია. ამრიგად, ღმერთის განსჯის მიზეზი გახდა მორწმუნეების მიერ მიღებული რელიგიური ფსიქოტრავმა.
განმარტების მიხედვით, „რელიგიური ფსიქოტრავმა“ არის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც მიაყენეს მორწმუნეს მისი „რელიგიური მოლოდინის“ რეალობისადმი შეუსაბამობის გამო. უპირველეს ყოვლისა, საუბარია უზენაესი ძალის „იდელუარი პორტრეტის“ შეუსაბამობაზე „რეალურთან“ მიმართებაში. ამასთან, „იდეალურ პორტრეტში“ იგულისხმება მორწმუნის გონებაში შექმნილი „პორტრეტი“, უზენაესი ძალის შესახებ შეხედულებებიდან გამომდინარე (მისი მახასიათებლების, შესაძლებლობების), რომლებიც კანონიზირებულია ამ რელიგიურ სისტემაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში). ხოლო „რეალურ პორტრეტში“ იგულისხმება მორწმუნის გონებაში შექმნილი „პორტრეტი“, მისი პირადი შეხედულებების საფუძველზე, თუ როგორ გამოვლინდა უზენაესი ძალების თავისებურებები (შესაძლებლობები) რეალურ სიტუაციაში. რაც უფრო დიდია განსხვავება უზენაესი ძალების „იდეალურ“ და „რეალურ პორტრეტს“ შორის, მით უფრო ძლიერია ფსიქოტრავმა.
  ამრიგად, რელიგიური ფსიქოტრავმის პრევენციის ძირითადი მიმართულებაა აღმსარებლობის ფორმირება ფსიქოტრავმულობის მინიმალური ხარისხით (მორწმუნეებისთვის ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენების უნარი). ამასთან  აღმსარებლობის ფსიქოტრავმულობის ძირითადი ფაქტორებია:
– უზენაესი ძალის სტრუქტურა და  ხასიათი;
– აღმსარებლობის ხასიათის შესაბამისობის ხარისხი მორწმუნეთა ძირითადი მასის განვითარების დონესთან;
– აღმსარებლობის ინტერპრეტატორთა მზადყოფნა უპასუხონ პირველწყაროს  „რთულ“ კითხვებს.
 განვიხილოთ თითოეული ეს ფაქტორი უფრო დეტალურად.

უზენაესი ძალის სტრუქტურა და ხასიათი
 ისეთი ნიშნის საფუძველზე, როგორიცაა „უზენაესი ძალის სტრუქტურა“, სარწმუნოებრივი მოძღვრება შეიძლება დაიყოს სამ მთავარ ჯგუფად - პოლითეისტურ, მონოთეისტურსა და შერეულზე.
         ფსიქოტრავმულობის მინიმალური ხარისხის პოზიციიდან გამომდინარე, მონოთეისტური აღმსარებლობა უფრო სრულყოფილია, ვიდრე პოლითეისტური. უპირველეს ყოვლისა, ეს უკავშირდება პოლითეიზმის ისეთ გამაღიზიანებელ ფაქტორს, როგორიცაა კითხვაზე ღმერთებიდან რომელია „ყველაზე მთავარი“ მკაფიო პასუხის არარსებობა? მაგალითად, ძველ ეგვიპტეში არსებობდა მრავალი „მხეცღმერთი“ (პტახი, ანუბისი, ოსირისი, რა, გორი, სეტი და სხვები). მაგრამ რომელი მათგანია „ყველა ღმერთის ღმერთი“, ბოლო „უკანასკნელი“ ინსტანცია, რომელიც აგვირგვინებს  „ღვთიური ძალაუფლების ვერტიკალს“,  ადამიანისთვის არ იყო გასაგები.
მაგრამ მონოთეისტურ რელიგიურ მსოფლმხედველობას მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. ბევრ მორწმუნეს აინტერესებს შემდეგი საკითხვი: თუ უზენაესი ძალა, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ, კარგი და სამართლიანია (კერძოდ, საუბარია აბრაამულ სარწმუნოებრივ მოძღვრებაზე), რატომ უშვებს ის უსამართლობას? იგივე კითხვას სვამენ ფილმის გმირები. ამ პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტაა კომპრომისული მსოფლმხედველობა, რომელიც ემყარება ღვთიური ძალების შემდეგ სტრუქტურას. არსებობს ყოვლისშემძლე (შემოქმედი), რომელმაც შექმნა მთელი ხილული და უხილავი სამყარო (მათ შორის, ადამიანებიც), და არსებობს მისი დაქვემდებარებული ღმერთები-თანაშემწეები, უფრო დაბალი დონის ღმერთები. „ზეციური იერარქიის“ წესრიგის თანახმად, ადამიანს შეუძლია მიმართოს ყოვლისშემძლეს თხოვნით მხოლოდ მისი თანაშემწეების მეშვეობით. კერძოდ, რელიგიური მსოფლმხედველობის ასეთი მოდელი არსებობს ქრისტიანობაში, რომელიც ცნობს ზეციური ძალების (ანგელოზთა, წმინდანთა სულთა და მართალთა) არსებობას, ისინი მორწმუნეებს ეხმარებიან ყოვლისშემძლესთან მიიტანონ თავისი თხოვნა.
მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ამგვარი „გაუმჯობესებული“ აღმსარებლობის   ერთ-ერთი ფსიქოტრავმული ფაქტორია ბოროტი ძალების არსებობა. ბევრ მორწმუნეს არ ესმის, რატომ არ გაანადგურებს უზენაესი, „ყველა ღმერთის ღმერთი“ ბოროტ ძალას?
           ამ მსოფლმხედველობითი პრობლემის გადაწყვეტა არის ღვთიური ძალების მოყვანილი სტრუქტურის გართულება, რაც ითვალისწინებს „ანტი-ყოვლისშემძლის“ არსებობას (ყოვლისშემძლის მოწინააღმდეგეს). ამ მოდელის ღირსებაა მისი „მიწიერება“ ამ სიტყვის კარგი გაგებით, რაც მას მრავალ მორწმუნესათვის გასაგებს ხდის. აქედან გამომდინარეობს, რომ ყოვლისშემძლეს შესაძლებლობები შეუზღუდავია. ისევე, როგორც მშობლებს არ შეუძლიათ თავისი შვილების ყველა პრობლემის მოგვარება, ასევე ყოვლისშემძლეს შეუძლია ბევრი რამ, მაგრამ სამწუხაროდ! - ყველაფერი არა.

მრავალი რელიგიური კონცეფციის ფარგლებში, ყოვლისშემძლე ადამიანებს ანიჭებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. არსებითად, ადამიანი არის ყოვლისშემძლეს ქმნილების გვირგვინი, „პოტენციური ღმერთი“. უფრო მეტიც, ადამიანის, როგორც „პოტენციური ღმერთის“ დამკვიდრებისას, ყოვლისშემძლე დაინტერესებულია, რომ ქვეყანაზე დარჩნენ მხოლოდ სრულყოფილი ადამიანები (ჭკვიანები, კეთილმოსურნე,  ნებისყოფილი). არაადამიანები (დეფექტური სტრუქტურები) ყოვლისშემძლეს არ სჭირდება. ამისათვის, ყოვლისშემძლემ შექმნა პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ცივილიზაციების თვითგანადგურებას, რომელშიც არაადამიანები დომინანტურ როლს თამაშობენ.
ზემოხსენებული კონცეფცია ითვალისწინებს დეფექტური პოპულაციის გაცხრილვის გარკვეული ინსტრუმენტის, გარკვეული „საცერის“ არსებობას. „საცერის“ არსი იმაშია, რომ ადამიანი თავისუფალ წვდომას იღებს ორ პრინციპულად განსხვავებული ტიპის დადებით ემოციებზე. ერთის მხრივ, ეს არის მშვიდობისმოყვარეობის, ტოლერანტობისადმი კეთილგანწყობის ემოციები  ყველას მიმართ, ხოლო, მეორეს მხრივ, - განადგურებისგან მიღებული სიხარულის ემოციები; სხვა ადამიანების (სხვა არსებების) მკვლელობა, მათთვის ტანჯვის მიყენება. ადამიანს ეძლევა არჩევანის უფლება - რომელი გზით წავიდეს, რომელი ემოციები აირჩიოს: ან კეთილი ღმერთის გზით იაროს, ან ე.წ. „ეშმაკის“, "სატანას", „არაადამიანთა მამის“, ადამიანის საცის მქონე ცხოველების გზით.  (სხვათა შორის, ბიოკვანტური ფსიქოლოგიის პოზიციიდან, ამა თუ იმ გზით არჩევანის გაკეთება დაკავშირებულია გარკვეული პროგრამების ფორმირებასთან (ფსი-კვანტების ასოციაციებთან) [1, 2].) მაგალითად, „სატანის გზის“ არჩევის შემთხვევაში, ადამიანი ხდება ასოციალური პიროვნება; მას უჩნდება ნერვული სისტემის ფუნქციონირების პრობლემები და ა.შ. ამრიგად, რელიგიური მსოფლმხედველობა შეიძლება განიხილებოდეს ბუნებრივი შერჩევის ინსტრუმენტად.
   იუდაიზმში მსგავსი შეხედულებები ღვთიური ძალების სტრუქტურაზე უკვე არსებობს; მათი თანადაქვემდებარება. მაგალითად, ძველი აღთქმის იობის წიგნში, მართალი იობის შესახებ მოთხრობაში ვკითხულობთ: „ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის“ (იობი 1:6). შემდეგ მოთხრობილია სატანის მიერ იობის უმწიკვლობის გამოცდა, რომელსაც თავად უფალმა მისცა თანხმობა.
   სამ აბრაამულ რელიგიაზე საუბრისას უნდა ითქვას, რომ თაყვანისმცემლობის ობიექტის ხასიათის დადგენის ყველაზე რთული ამოცანა ქრისტიანებს ხვდა წილად. საქმე იმაშია, რომ სახარებიდან მოპოვებული ინფორმაცია იესო ქრისტეს ხასიათის შესახებ უკიდურესად წინააღმდეგობრივია. ერთის მხრივ, მთის ქადაგებაში ქრისტე ამბობს: „გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი“  (მათეს სახარება), ხოლო, მეორეს მხრივ, „დაწნა საბლისგან შოლტი“ , განდევნა ვაჭრები და ზარაფები ტაძრიდან (იოანეს სახარება). ან ასეთი შემთხვევა. როდესაც ღამით ქრისტეს და მის მოწაფეებს არ უშვებდნენ ერთ  სახლში ღამის გასათევად, მოწაფეებმა სთხოვეს ქრისტეს დაეწყევლა სახლის პატრონი. რაზეც ქრისტემ უპასუხა: „ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად“ (ლუკას სახარება). და თუმცა ქრისტეს პასუხი სრულად შეესაბამება ქრისტიანობის სულისკვეთებას, არსებობს ერთი რთული მომენტი. რატომ გადაწყვიტეს ქრისტეს მოწაფეებმა ასეთი თხოვნით მიემართათ მისთვის? ნუთუ მათ არ იცოდნენ, როგორი  იქნებოდა მისი პასუხი? უნებლიეთ გვახსენდება უნაყოფო ლეღვის ხის ამბავი.
 აღმსარებლობის მორწმუნეთა უდიდესი ნაწილის განვითარების დონისადმი შესაბამისობის ხარისხი
აღმსარებლობის ერთ-ერთი ნაკლია (თუნდაც ცალკე სამყაროსთვის) მორწმუნეთა უმეტესობისთვის გარკვეული დებულებების გაუგებრობა. მაგალითად, ქრისტიანობაში, ავტორის აზრით, არსებობს მაღალი ალბათობა როგორც წმინდა სამების შესახებ დოგმატის (რწმენის სიმბოლო), ასევე მისი მრავალი ინტერპრეტაციის გაუგებრობისა. კერძოდ, პროტოპრესვიტერი მიხაილ პომაზანსკი თავის სტატიაში „წმინდა სამების დოგმატი“ წერს სამების დოგმატში ჩადებული ორი ჭეშმარიტების შესახებ [4].

„ა. ღმერთი თავისი არსებით ერთია, ხოლო სამი პირია, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ღმერთი სამერთია, სამჰიპოსტასური, სამება ერთარსია.
ბ. ჰიპოსტასებს აქვთ პირადი ან ჰიპოსტასური თვისებები: მამა არ დაბადებულა. ძე მამისაგან იშვა. სულიწმიდა გამოდის მამისგან“.
რა თქმა უნდა, განვითარებული აბსტრაქტული აზროვნების მქონე ადამიანებისთვის ადვილია გააცნობიეროს, რომ ამ შეხედულებით, „ღმერთი“ისეთი აბსტრაქტული ცნების სინონიმია, როგორიცაა „უზენაესი ძალა“ (აქედან გამომდინარე, სამი ღვთიური პიროვნების სახელებია: ღმერთი მამა, ღმერთი ძე, ღმერთი სულიწმიდა ანუ უზენაესი ძალა მამა, უზენაესი ძალა ძე, უზენაესი ძალა სულიწმინდა). მაგრამ „რიგითი“ მორწმუნეთათვის, მოყვანილი ტექსტიდან ცალსახა მნიშვნელობების გამოყოფა არ არის ადვილი საქმე. რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ისეთი პიროვნება, როგორიცაა ღმერთი სულიწმიდა გამოუცდელი მორწმუნეებისთვის, „გამოცანათა გამოცანაა“, რომლის შესახებ „პროფესიონალი“ სასულიერო პირი წმ. იოანე კრონშტადტელიც კი წერდა: „შენ მკითხავ, როგორ შეიძლება ღმერთში სამი სახე იყოს? ვპასუხობ: არ მესმის, როგორ, მაგრამ ვიცი, რომ ასე უნდა იყოს და სხვაგვარად არც შეიძლება“ [3].
არ აადვილებს სიტუაციას აღმსარებლობის წყაროებში ერთიანი ტერმინოლოგიის არარსებობა. კერძოდ, საუბარია ქრისტიანობაში „უფლის“ ცნების შესახებ. რატომ ეწოდება რწმენის სიმბოლოში იესო ქრისტეს „უფალი ჩვენი“, მაგრამ „ღმერთს, ყოვლისშემძლე მამას, ცისა და დედამიწის შემოქმედს“ არ უწოდებენ „უფალს“? ამასთან, იობის  წიგნიდან (იუდაიზმისა და ქრისტიანობის საერთო წყარო) მოყვანილ ფრაგმენტში, მაღალია ალბათობა იმისა, რომ „უზენაესი“ და „უფალი“ სინონიმური ცნებებია.

აღმსარებლობის ინტერპრეტატოტრთა მზადყოფნა უპასუხონ  პირველწყაროს „რთულ“ კითხვებს
   ასეთი მოუმზადებლობის ერთ–ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია თანამედროვე ქრისტიანობაში კაცთმოყვარე მცნებების „წინ წამოწევა“. საუბარია „ვარდისფერი ქრისტიანობის“ შესახებ (ტერმინი ხმარებაში შემოიტანა რუსმა ფილოსოფოსმა კ. ნ. ლეონტიევმა). მცნების შესახებ „არა ჰკლა“ (მოსეს დეკალოგი); რომ „ღმერთი სიყვარულია“ (იოანეს სახარება) ცნობილია ყველა ქრისტიანისთვის. ამასთან, ცოტამ თუ იცის, რომ ძველ აღთქმაში (ებრაელთა და ქრისტიანთა პირველწყაროში) შეიძლება ნახოთ მოსეს მიერ უზენაესისგან მიღებული სხვა მცნება (სულ 613).

მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ:
„თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს“ (გამოსვლა. 21:12).

„ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ (გამოსვლა. 21 : 15).

„ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს“ (გამოსვლა. 21:17).
„თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება“ (გამოსვლა. 22:1).
 ამრიგად, სახეზეა „ორმაგი მორალის“ არსებობა ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. ერთი წესი მოქმედებს ადამიანებთან ურთიერთობისას, მეორე არაადამიანებთან.
          სამწუხაროდ, ქრისტიანული მღვდლების მიერ მორწმუნეებისთვის „ორმაგი მორალის“ მიტანის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ეს განსაკუთრებით არ არის აფიშირებული. ამის შედეგი იყო „ვარდისფერი ქრისტიანობის“ - ქრისტიანული აღმსარებლობის გაჩენა, რომელმაც, არსებითად, „მორალური კასტრაცია“ განიცადა არაადამიანებისადმი დაპირისპირების ნაწილში. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ცრუქრისტიანობა აყენებს არამარტო ფსიქოლოგიურ ტრავმას მორწმუნეებს, არამედ ხდება იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლების მიუღებლობის  ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
        ავტორის აზრით, ასეთ „ფსიქოტრავმულ“ მორწმუნეთა რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ დიდი რუსი მწერალი ლ.ნ. ტოლსტოი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს გახდა „ბოროტებისადმი წინაღუმდგომელი“ (საუბარია ბოროტებისადმი ძალადობით წინაღუმდგომლობის შესახებ). კერძოდ, ნაშრომში „რაშია ჩემი რწმენა?“ ტოლსტოი წერს: „მოვა მტერი: გერმანელები, თურქები, ველურები, და თუ არ იბრძოლებ, ისინი გაგანადგურებენ. ეს არ არის სიმართლე. რომ არსებობდეს ქრისტიანთა საზოგადოება, რომლებიც არავის მიაყენებდა ზიანს და თავისი შრომის ზედმეტს სხვა ადამიანებს მისცემდა, არანაირი მტერი - არც გერმანელები, არც თურქები და არც ველურები - არ მოკლავდნენ და აწამებდნენ ასეთ ადამიანებს“ [5]. სამწუხაროა, რომ ტოლსტოი დღემდე არ იცოცხლა, როდესაც კიდევ ერთ „ბოროტებისადმი წინაღუმდგომელს“, ახალგაზრდა მღვდელს, არაადამიანმა ეკლესიაში მოჰკვეთა თავი.

ა. ისაევი ბიოკვანტური ფსიქოლოგია/ა.ისაევი. – ვლადივოსტოკი: ლადივოსტოკის ეკონომიკისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013. – 108 გვ.
ა. ისაევი. მეტაფიზიკური ფსიქოლოგია/ა. ისაევი. – ვლადივოსტოკი: ლადივოსტოკის ეკონომიკისა და სერვისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011. – 140 გვ.
ი. კრონშტადსკი. ჩემი ცხოვრება ქრისტეში, ან სულიერი სიფხიზლის და განჭვრეტის, მოკრძალებული გრძნობის, სულიერი გამოსწორების და ღმერთში სიმშვიდის  წუთები/ი. კრონშტადტელი. – მოსკოვი; სანქტ-პეტერბურგი: „ლესტვიცა“, „დიოპტრა“, 2002. – 576 გვ.

მ. პომაზანსკი. წმინდა სამების დოგმატი [ელექტრონული რესურსი].  http://azbyka.ru/hristianstvo/dogmaty/pomazansky_dogmatica_1g_06_all.shtml.

ლ. ტოლსტოი. რაშია ჩემი რწმენა? [ელექტრონული რესურსი]. – http://www. marsexx.ru/moy-vera.html.



ретий раз уже представители из К.О.Н. пытаются нам – землянам передать предупреждение о грядущем, предлагают выход из тупика, но власть предержащими эти послания не были приняты. В свое время Л.Н. Толстой сказал, что миром правят параноики и дегенераты. Понятно, что они менять ситуацию к лучшему не будут, потеря власти для них – смерть. Поэтому, нормальным людям, которые понимают ситуацию, а их больше, чем ненормальных, нужно менять фундамент знаний и фундамент мышления. Тем более, что новые знания уже имеются. Трижды к Земле посланник вольный Спешил на помощь, чтоб смогла Услышать зов – зов многодольный И одолеть все силы зла. Но спит народ под спудом ночи, Спит, пребывая в «сладком» сне И слышать ничего не хочет О прошлом и грядущем дне. ………………………………………. Распят и тот, кого Мессией Ждала крикливая толпа, – Но прокуратора просила: Распни его! – Он не мессия! – На перекладине столба. Земля от боли содрогнулась Казнён Посланник Светлых сил Во мрак ночи вновь окунулась, Но час возмездия пробил. И вновь толпа полна презренья К тем, кто пришёл ей вновь помочь Чтоб изменить мировоззренье… К тому ж прошла Сварога ночь. ************************* Из ока Мидгард в звёздных бликах Стекает чистая слеза…. Вот потому на светлых Ликах Полны печалью их глаза. ВОЛЕИЗЪЯВЛЕНИЕ ЧЕЛОВЕЧЕСТВА
















































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised