среда, 17 июня 2020 г.

კასტანედა

დასცინოდა რა კ. კასტანედას მოთხოვნილებას ჩაეწერა ყველა მიმდინარე მოვლენა, ხუანი აღნიშნავს, რომ საკუთარი ძალის ფოკუსირება საჭიროა არა მატერიალურ ნივთზე, არამედ საკუთარ სულზე. მათ, ვისაც საკუთრების ისეთი გრძნობა გააჩნია, როგორც კასტანედას, მან ურჩია საკუთარი ჩანაწერებისგან გათავისუფლების მეტად ორიგინალური გზა - ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა, ანუ დაეწერა წიგნი. ამ სტრიქონების წაკითხვისას, ამ მონოგრაფიის ავტორმა მორალური მხარდაჭერა იგრძნო.
ჩვენი საზოგადოების სტრუქტურაზე საუბრისას, ერთ-ერთი გმირი - გორდა - ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ ჩვენ გველს ვგავართ, რომელსაც ოთხი განყოფილება აქვს და რომელიც თავდაპირველად ორ ნაწილად იყოფა - მამრობითსა და მდედრობითზე. ამ ყველაფრის მარტივად ასახვა შეიძლება გართულებული მონადით, რომელიც ოთხ „კუნძულს“ შეიცავს.
ადამიანის შესახებ საუბრისას, ფილოსოფოსი აღნიშნავს, რომ იგი ორად არის გაყოფილი. მარჯვენა ნაწილს მან ტონალი უწოდა, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რასაც ინტელექტი აღიქვამს. მარცხენა მხარეს მან ნაგვალი უწოდა - სფერო, რომელიც აღიქვამს სამყაროს, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. კ.კასტანედას ტერმინოლოგიაში მარჯვენა სხეულზე საუბრისას აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მარჯვენა სხეული უკავშირდება თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს, და პირიქით, მარცხენა სხეული უკავშირდება მარჯვენა ნახევარსფეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყველაფრის გამოკლებით, ბევრი რამის არასწორად გაგება შეიძლება.
 პირველად ამ ტომში შემოტანილია არწივის, როგორც ძალის, ცნება, რომელიც განაგებს ყველა ცოცხალი არსების ბედს. მოცემულია ნაგვალის კიდევ ერთი განმარტება - ის მანათობელი კვერცხია ოთხი განყოფილებით. ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც მხოლოდ ორი განყოფილება აქვს, მარცხენა და მარჯვენა, ნაგვალს მარცხენა მხარე ორ ნაწილად აქვს დაყოფილი და მარჯვენა მხარეც ორად აქვს დაყოფილი. მონადის სიმბოლურ ენაზე ეს უბრალო და გართულებული მონადაა.
მამაკაცებზე და ქალებზე საუბრისას მას შემოაქვს მათი სქესის შესაბამისი ოთხი ტიპი, ასევე ქცევის ოთხი ტიპი. ეს არ არის ახალი ამბავი, ძველ ეგვიპტეში მღვდლები მთელ კაცობრიობას არ ჰყოფდნენ ორ სქესზე - მამაკაცსა და ქალზე, ისინი 64 სქესს გამოყოფდნენ.
ახლა მეშვიდე ტომის, და, როგორც ბევრი მიიჩნევს, კ. კასტანედას ფილოსოფიის მთავარი მწვერვალის შესახებ. ყველაფერი სწორია - მეშვიდე ტომის (სულ თერთმეტი ტომია) მწვერვალი ოქროს კვეთაზე მოდის.
ასე რომ, მეშვიდე ტომი, რომელსაც „შინაგანი ცეცხლი“ ჰქვია, დონ ხუანი ან კარლოს კასტანედა (პირველი ექვსი ტომის შემდეგ მისი გაყოფა უკვე რთულია) წარმოგვიდგება, როგორც პოეტი, ანთროპოლოგი და, რა თქმა უნდა, როგორც ფილოსოფოსი და მკვლევარი საიდუმლოებისა, რომელიც ადამიანის გარშემო არსებობს.
კ. კასტანედას ფილოსოფიის თანახმად, ადამიანს აქვს ორი ტიპის ცნობიერება, რომელსაც უწოდებს „მარჯვენა მხრისას“ და „მარცხენა მხრისას“. პირველი მან აღწერა, როგორც ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი ჩვეულებრივი ცნობიერების მდგომარეობა, ხოლო მეორეს შესახებ საუბრობს, როგორც იდუმალი მხარის შესახებ, რომელიც აუცილებელია ჯადოქრისა და წინასწარმეტყველის საქმიანობისთვის (ჩვენს ტერმინოლოგიაში ტერმინი „მისტიკა“ ალბათ უფრო შესაფერისია, ტერმინი „ჯადოქარი“ კი საბოლოოდ დისკრედიტირებულია). მაგრამ კ. კასტანედას წაკითხვა გულდასმით არის საჭირო. „მარჯვენა მხარის ცნობიერება“ არ ნიშნავს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობას, ეს მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობაა და პირიქით. მომატებული ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც მიიღწევა „მარცხენა მხარის ცნობიერების“ დახმარებით, შეესაბამება ბინდის თვალებიდან მოხსნას და სუფთა სიხარულის გრძნობის წარმოქმნას. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ სუფთა სიხარულის ეს გრძნობა განუყოფლად არის დაკავშირებული სევდისა და წუხილის გრძნობასთან, რომლის გარეშეც არ არსებობს სიფხიზლე და სიკეთე. ხოლო სიბრძნე სიკეთის გარეშე, ისევე, როგორც ცოდნა სიფხიზლის გარეშე, უსარგებლოა.
მიღებული ცოდნის გახსენება ამაღლებული ცნობიერების რეჟიმში და მათი გადატანა ჩვეულ ცხოვრებაში ყველას არ შეუძლია, ისიც შესაძლებელი ხდება მხოლოდ მრავალწლიანი ბრძოლისა და დისციპლინის შემდეგ. „მარცხენა მხარის“ ცნობიერებიდან „მარჯვენა მხარის“ ცნობიერებაზე გადატანა და, პირიქით, დიდ ძალისხმევას და სურვილს მოითხოვს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ფილოსოფოსი კ. კასტანედა ამახვილებს ე. წ. „საკუთარი მნიშვნელობის გრძნობაზე“, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი მტერია, და „საკუთარი მნიშვნელობის“ გრძნობის აღმოფხვრის ტექნოლოგიაზე. ყველა მაგი (როგორც ახალი, ისე ძველი დროის), მისი შეხედულებების მიხედვით, იყოფა მათზე, ვინც თანახმაა თვითშეზღუდვაზე და თავის საქმიანობას პრაქტიკულ მიზნებზე წარმართავს და მზად არიან სარგებლობა მოუტანოს მთელ კაცობრიობას, და მათზე, ვინც ვერ შეძლო საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის გადალახვა. ერთის მხრივ, საკუთარი ღირსების გრძნობა ფაქტობრივად ყველა სიკეთის „კუნძულია“, რაც ჩვენში არსებობს, ხოლო მეორე „კუნძული“ იმ გრძნობის სიმბოლოა, რომელიც წარმოიქმნება საკუთარი მნიშვნელობის გრძნობიდან და ჩვენი სულიერი ღვარძლის წყაროა. სიმბოლიკის ენაზე მისი გამოხატვა მარტივად შეიძლება შემდეგი მონადით:
 „როგორც სიმბოლო გვიჩვენებს, ჭეშმარიტი ნათელი მაგი ის მაგია, რომელმაც გადალახა საკუთარი მნიშვნელობის გრძნობა, რომელიც შთანთქავს მისი საკუთარი ენერგიის უდიდეს რაოდენობას. საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის გადალახვის სტრატეგია მიიღწევა ექვსი ურთიერთდაკავშირებული ელემენტის დახმარებით. მათგან ხუთს მებრძოლი განწყობილების ატრიბუტი ეწოდება. აქ შედის  კონტროლი, დისციპლინა, მოთმინება, დროულობა და ნებისყოფა“.
სიმბოლიზმის ენაზე, ეს ჩვენთვის ცნობილი ხუთწახნაგაა.
 მოთმინება აუღელვებელი მოლოდინია: არც აჩქარება, არც შფოთვა, მხოლოდ საკუთარი განსაკუთრებული მდგომარეობის შენარჩუნება.
დროულობა არის ხარისხი, რომელიც მართავს ყველაფრის განთავისუფლებას, რაც მომზადებულია. კონტროლი, დისციპლინა და მოთმინება კაშხალის მსგავსია, რომლის მიღმა ყველაფერია შეგროვილი. დროულობა ამ კაშხლის კარიბჭეა.
მეექვსე ელემენტი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ის „უმნიშვნელო  ტირანია“, რომელიც კ.კასტანედამ გარე სამყაროს მიაკუთვნა. მაგრამ სიმბოლიკის ენაზე ეს მეექვსე ელემენტი სიმბოლიკაში ცენტრალურ შიდა ადგილს იკავებს.
უმნიშვნელო ტირანი ის მტანჯველია, რომელზეც თქვენ კონტროლი არ გაგაჩნიათ და რაც ძალიან გაწუხებთ. მეომარი (მაგი, ფილოსოფოსი), რომელიც უმნიშვნელო ტირანს გადაეყრება, კ. კასტანედას განმარტებით, ბედნიერია. ბევრი მაგი მრავალი წლის განმავლობაში ეძებს თავისთვის უმნიშვნელო ტირანს და ყოველთვის ვერ პოულობს მას. თუ ჯადოქარი საკუთარ თავს გაუმკლავდება უმნიშვნელო ტირანის წინაშე, იგი შეძლებს სრულქმნილი შეხვდეს უცნობს, შემდეგ კი გაუძლოს მას მიუწვდომელის თანდასწრებით. არაფერი ისე არ გამოწრთის მეომრის ხასიათს, როგორც ძალაუფლების მქონე გაუსაძლის ადამიანებთან ურთიერთქმედება. კ. კასტანედა გამოჰყოფს უმნიშვნელო ტირანების ორ ქვეკლასს. პირველ ქვეკლასს მიეკუთვნებიან უმნიშვნელო ტირანები, რომლებსაც შეუძლია გადაიტანოს დევნა სიკვდილის გამოწვევის გარეშე.  მეორე ქვეკლასს მიეკუთვნებიან წვრილფეხა პატარა ტირანები, რომლებიც მხოლოდ გაღიზიანებას და მოწყენილობას იწვევენ ყოველგვარი შედეგების გარეშე.
კ. კასტანედას მოჰყავს „პატარა ტირანების“ რთული კლასიფიკაციაც.
უმნიშვნელო ტირანების გამოყენების იდეა საჭიროა არა მხოლოდ თვითსრულყოფისთვის, არამედ სიამოვნებისა და ბედნიერებისთვისაც. თუ მეომარი ხარ, მაშინ ყველაზე უარეს ტირანებსაც კი შეუძლიათ შენი აღტაცების გამოწვევა. საშუალო ადამიანები მეტისმეტად სერიოზულად აღიქვამენ საკუთარ თავს, საკუთარი მნიშვნელობის ყოვლისმომცველი გრძნობა ართმევს მათ მთელ ძალას და მხოლოდ ტანჯვა მოაქვთ უმნიშვნელო ტირანებთან შეხვედრის შემდეგ. სრული ცნობიერება მიდის იმ პიროვნებებთან, რომლებშიც არ რჩებათ არსებობის თვითკმაყოფილების გრძნობა (სამუთარი მნიშვნელოვნობის გრძნობა). ყველაფერი ეზოთერული პოსტულატების თანახმად ხდება: როდესაც ინდივიდი არაფერია, ის ხდება ყველაფერი. მონადის ცენტრში ყოველთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, „ტირანების“ ანალიზში - ეს, რა თქმა უნდა, - ტირანია, მწვალებელი (ასევე მხსნელი), რომელსაც შეუძლია თქვენი მოკვლა. მასთან შეხვედრა ძალიან საშიშია.
 სანამ ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადადგას ადამიანმა სულიერი განვითარების გზაზე, გავიხსენოთ ის გზა, რომელსაც გადის პეპელა: მუხლუხი ჭუპრი  მატლი.
პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას სულიერი განვითარების გზაზე დამდგარმა ადამიანმა, ეს არის გაბედვა გახდე მოწაფე. მეორე ნაბიჯია გახდე მეომარი, ანუ გამოავლინო უკიდურესი დისციპლინა და კონტროლი საკუთარ თავზე. მესამე ნაბიჯია ცოდნის მქონე ადამიანად ჩამოყალიბება. ეს ის ეტაპია, როდესაც ის იწყებს ჭეშმარიტი ცოდნის „დანახვას“. მეოთხე ნაბიჯია, ფაქტობრივად, „მხედველის“ ეტაპი. სიმბოლურად, ეს გზა შეიძლება ასე იქნას ნაჩვენები: მხედველი ცოდნის ადამიანიმეომარი  მოწაფემიმსწრაფი.
შეიძლება ამ ორი წინა სქემის გართულება და მისი, როგორც მონადების ინკარნაციის თანმიმდევრობის წარმოდგენა, მაგრამ წარმოდგენილი სახით ისინი მარტივი და ადვილია გასაგებად.
ნებისმიერი, ვინც უერთდება წვრილმან ტირანებს, მარცხს განიცდის. იმოქმედო სიბრაზით, კონტროლისა და დისციპლინის გარეშე, არ გქონდეს მოთმინება - ეს ნიშნავს დამარცხების განცდას.
„წვრილმანი ტირანების“ გაანალიზების შემდეგ, კ. კასტანედა ფაქტობრივად მიმართავს ინფორმაციის ცნებას, იმ ცნებას, რომელსაც ამ შვიდთავიანი ნაშრომის პირველი თავი მივუძღვენით. უპირველეს ყოვლისა, კ. კასტანედა აღნიშნავს ძველი მაგების დიდ შეცდომას, რადგან მათ ვერ შეამჩნიეს განსხვავება გამოუცნობი და მიუწვდომელი ინფორმაციების ცნებებს შორის. ეს ცნებები არ აღმოჩნდა ერთი და იგივე. მხოლოდ ახალმა მაგებმა გამოუცნობი ინფორმაცია განსაზღვრეს, როგორც რაღაც, რაც ადამიანისგან არის დაფარული, შესაძლოა, საშინლად შემოსილი, მაგრამ მაინც ადამიანის ცნობიერების ფარგლებში.
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გასაგებია მონადური გაყოფა შეცნობილ და შეუცნობელ ინფორმაციაზე.
ახალი მაგების მიერ მონადის, როგორც სიმბოლოს, შუალედური შეცნობა, რომელიც შედგება გამოუცნობი და შეუცნობელი ინფორმაციისგან, იწვევს ჩვენი  ცნობიერების კვანტურ გაგებას და ინფორმაციის, როგორც სამერთი არსების გამოყენებას, რომლის ცენტრალურ ნაწილშია მიუწვდომელი ინფორმაცია.
გამოუცნობის წინაშე ადამიანი ყოჩაღი ხდება, როგორც გამომგონებელი გადაუჭრელი ტექნიკური ამოცანის წინაშე. ამ ბარიერის გადალახვის და ჩვენს წინაშე წარმოქმნილი ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობა მაგში (გამომგონებელში) იწვევს იმედის და ბედნიერების გრძნობას - მის ერთ-ერთ საუკეთესო თვისებას. სხვა საქმეა ჯერ კიდევ მიუწვდომელი ინფორმაციის გადალახვისა და მასში შეღწევის მცდელობა. ამ შემთხვევაში, მაგს ეუფლება სრულიად განსხვავებული გრძნობები - ის თავს გრძნობს განადგურებულად, დაბნეულად, საშინლად დათრგუნულად. კ. კასტანედა აფრთხილებს, რომ მიუწვდომელი ინფორმაცია ადამიანის მისაწვდომობას სცილდება და იქ შეჭრა არ არის აუცულებელი არც სისულელის, არც ყველა სიფრთხილის დაცვით. მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილის მომენტში შეიძლება შევიდეს ადამიანი მიუწვდომელში, ისიც მოკლე დროით. შეცნობილი და შეუცნობელი, მიუწვდომელისგან განსხვავებით, ერთ ცნობად დონეზეა, რადგან ადამიანის ცნობიერების ფარგლებში იმყოფება.
პირველი ჭეშმარიტება საშუალო ადამიანისთვის არის დასკვნა, რომელიც მათ გამოაქვთ რაციონალური გზით - სამყარო მყარი და რეალურია, როგორც ამაში ჩვენი აღქმა გვარწმუნებს. მეორე ნაბიჯი, რომელსაც მოწაფე გადადგამს, არის იმის გაგება, რომ მთელი სამყარო ილუზიაა, ჰოლოგრამა, შემოქმედის ელეგანტური სააზროვნო პაკეტი, ხოლო მესამე ნაბიჯია იმის გაგება, რომ სამყარო ერთდროულად რეალურია, ერთის მხრივ, და არარეალური, მეორეს მხრივ.
ამასთან ტერმინი „არარეალური“ თანამედროვე მოაზროვნეებმა სავსებით სამართლიანად შეცვალეს ტერმინით ფაქიზი სამყაროები. შესაძლოა, უკეთესი იყოს ტერმინის „არარეალური“ შეცვლა ტერმინზე „არამატერიალური“, მაგრამ ეს არც ისე ზუსტი იქნებოდა. როდესაც ფაქიზ სამყაროებში აღმოჩნდები, ეს უკანასკნელი აღიქმება ისევე რეალურად, როგორც მატერიალური სამყარო. გარკვეულწილად, ადამიანის ცნობიერება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სამმაგი ჭუპრი. ამ  წუპრის უმცირესი ნაწილი ადამიანის ცნობიერების წვდომის ფარგლებშია. და ამ მცირე ნაწილის ზომა დამოკიდებულია მისი სულიერების დონეზე. მკაცრი მატერიალისტებისთვის ეს მცირე ნაწილი მცირდება იმ სფერომდე, რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს როგორც მათი თვალსაზრისი. ჭუპრის ოდნავ დიდი ნაწილი არის შეუცნობელი, რომელიც, პრინციპში, ადამიანმა შეიძლება აღიაროს მისი ევოლუციური განვითარების დროს, და ბოლოს, ჭუპრის ყველაზე დიდი ნაწილი შედგემა მიუწვდომელი ინფორმაციისგან. ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, შეგვიძლია აღვიქვათ რეალობის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც შემოქმედმა შექმნა (ან კ. კასტანედას ტერმინოლოგიით, რომელიც არ აღიარებდა შემოქმედს - არწივის ემანაციის მცირე ნაწილის ფარგლებში).
რაც შეეხება არწივის აღწერილობას, კ. კასტანედას ყველა ჯადოქარმა ეს  ცნება მიაკუთვნა მიუწვდომელს და უარი თქვეს საკუთარ თავზე ამ უსაზღვრო საფრთხის განცდაზე და არასდროს ჩარეულან მის სიმბოლურ აღწერაში. ამას არც ჩვენ გავაკეთებთ. კიდევ ერთხელ, თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ მონადა შედგება მატერიალური და იდეალური ნაწილებისაგან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომავალში მატერიის ზოგადი თეორია უნდა შეიცავდეს ცნობიერებას (იდეალურს, როგორც მის განუყოფელ ნაწილს). უნივერსუმის სწორედ ეს არის განუყოფელი დუალიზმი განსაზღვრავს მასში მატერიალური და იდეალური თვისებების ერთობასა და დაპირისპირებას.
მხედველებისთვის ადამიანები არიან მანათობელი არსებები. ჩვენი მანათობლობა წარმოიქმნება იმ გააზრებული ნაწილისაგან, რომელიც ჩვენს კვერცხის მსგავს ჭუპრშია მოთავსებული. მხედველებს შეუძლიათ, მაგალითად, დაინახონ შინაგანი ორგანოები სხვა არსებაში, მოახდინონ მათი დაავადებების დიაგნოსტირება და, რა თქმა უნდა, უმკურნალონ მათ ენერგეტიკულ-ინფორმაციული მეთოდებით.
ერთი და იგივე ადამიანის აღქმაც კი, მაგალითად, ნაგვალი ხენაროს, მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ მისი ცნობიერება რომელ მხარეზე (მარჯვენა თუ მარცხენა) იმყოფებოდა. თავის ერთ მდგოარეობაში იგი აღიქვამდა ნაგვალს ხენაროს, როგორც საშინელ ჯადოქარს, ხოლო მეორეში, როგორც მომხიბლავ და კეთილ მხედველს. დონ ხუანისთვის ნაგვალ ხენაროს ამ ორი სახის შეთავსება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა. როდესაც დონ ხუანი ნორმალურ მდგომარეობაში ბრუნდებოდა გაზრდილი ცნობიერების მდგომარეობიდან, არაფერი ახსოვდა, თუნდაც ამაზე მისი სიცოცხლე ყოფილიყო დამოკიდებული. ნაგვალ ხენაროს რეაქციიდან გამომდინარე, პირადად მისთვის, მისი ცნობიერების მხარეების ერთმანეთთან შერწყმამ მას სირთულეები არ შეუქმნა.
თავად ხენარო ასევე ადვილად აერთიანებდა ორივე ნახევარსფეროს რეჟიმებს.
მონადის დახმარებით შეიძლება უფრო დახვეწილი ცნებების - არაორგანული არსებების და მათთან კავშირზე გასვლის მეთოდების ჩვენება წყალში სარკეების მეშვეობით, ასევე საკუთარი მცდელობებისა დანერგოს ოპტიკური რეზონატორის იდეა დაცემული წყლიდან. ასევე შეიძლება საუბარი ინტენსიური იისფერი ნათების ლაქებისა და იისფერი გრიგალის შესახებ, რომლებიც შიდა ეკრანზე ჩნდებიან დაძინების დროს, და ამ გრიგალში ჩაყვინთვის საკუთარი მეთოდიკის შესახებ. ეს რაღაცით ჰგავს სიზმარში ბავშვების შიშის დაძლევის რეჟიმს, როდესაც შიშის ნაცვლად (რაც ბავშვისთვის დამახასიათებელია) გამოიყენებოდა „საშინელებათა ხახაში ჩახტომის“ რეჟიმი. მაგრამ ყველამ საკუთარი გზა უნდა გაიაროს.
ცოტაოდენ ვისაუბროთ კ. კასტანედას მეშვიდე ტომის ბოლო საკვანძო ცნების - შეკრების წერტილის ცნების შესახებ. შეკრების წერტილი არ იმყოფება ფიზიკურ სხეულზე, არამედ მანათობელ ფარსშია, თავად ჭუპრში. ჭუპრზე ზემოქმედებისას შეიძლება შეიქმნას ჩაღუნვები, რომლებიც წარმოშობენ დროებით გადაწევას და რომლებიც გადაიქცევიან ჭუპრის ღრმად მუდმივი თვისებად და გამოიწვევენ მუდმივ გადაწევას. როგორ გამოვსახოთ ჭუპრზე ნაპრალი, რომელიც გადის კვერცხის ფორმის მთელ სიგანეზე, ან მისი მთელი სიგრძის გასწვრივ, რაც თავისთავად ჭუპრს დახვეულ სახეს აძლევს?
შეკრების წერტილის არსი ისაა, რომ ჩვენს მიერ აღქმადი სამყარო არის შედეგი იმისა, რომ შეკრების ჩვენი წერტილი ჭუპრის სწორედ ამ კონკრეტულ ადგილზე მოდის. რა ემართება ადამიანს, რომლის შეკრების წერტილმა დაკარგა თავისი მიბმა ჭუპრზე და დაიწყო მოძრაობა? თუ ისინი მეომრები არ არიან, მაშინ თვლიან, რომ დაიწყეს გონების დაკარგვა ან, როგორც დღეს ჩვეულებრივად ამბობენ, „სახურავი ჩამოენგრათ“. იყო ჯანმრთელი და ჯანსაღი ჩვეულებრივი ადამიანისთვის ნიშნავს, რომ ჭუპრზე მათი შეკრების წერტილი უძრავია. მეომრისთვის ორი შესაძლებლობა არსებობს. პირველი შესაძლებლობა თითქმის ემთხვევა ჩვეულებრივი ადამიანების შესაძლებლობებს - აღიარო საკუთარი თავი შეშლილად და ემოციურად მოახდინო რეაგირება იმ უცნაურ სამყაროებზე, რომლებიც თქვენს თვალწინ წარმოიქმნება. მეორე შესაძლებლობაა - დარჩე გულგრილი, შეუხებელი, იცოდე, რომ შეკრების წერტილი შეიძლება დაბრუნდეს პირვანდელ სტაბილურ მდგომარეობაში. შეუცდომელ მეომრებს შეუძლიათ დაინახონ შემზარავი სამყაროები და შემდეგ მომენტში შეუძლიათ იხუმრონ და იცინონ მეგობრებთან ან შემხვედრ ადამიანებთან ერთად და სრულად შეინარჩუნონ თავისი ცნობიერება.
ის ნაპრალი ან  ღრეჩო (ღრიჭო), რომელიც ჭუპრზე ჩნდება და რომელსაც ხედავენ მხედველნი, ფაქტობრივად განსაზღვრავს მის სიცოცხლისუნარიანობას. ბალნიანი ღრიჭო ჭუპრზე და მისი დახურვის მეთოდიკა ფაქტობრივად გათანაბრებულია ჩვენი ყოველდღიური კონცეფციის „ცხოვრების სურვილთან“. გაფართოებული ნაპრალი (ღრიჭო) და მით უმეტეს, ჭუპრის გახსნა, სიკვდილზე მიანიშნებს.
კ. კასტანედას თანახმად, ყველაფერი, რაც ინდივიდს სჭირდება, საკმარისი შინაგანი ენერგიაა, მათ შორის ენერგია ნაპრალის დასახურად თავის ჭუპრში.
ახლა კი ვისაუბროთ სიჩუმის ძალაზე, ანუ სტრუქტურულად კარლოს კასტანედას მერვე ტომზე. ვისაუბროთ მაგიაზე, რომელსაც კასტანედა განსაზღვრავს, როგორც შესაძლებლობას გააცნობიეროს ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ აღქმას არ ექვემდებარება. მაგები, საშუალო უნარის მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, იწყებენ დანახვას, ან უფრო სწორად, აღიქვამენ კიდევ რაღაცას, მაგრამ არა როგორც რაღაც წარმოსახვითს, არამედ როგორც რეალურს და კონკრეტულს. სამყაროში, კ.კასტანედას (უფრო სწორად, ყველა მისი წინამორბედი მაგის) რწმენით, არსებობს უზომო, აუწერელი ძალა, რომელსაც მაგები უწოდებენ განზრახვას. მართლმადიდებლობას არ აქვს ასეთი ცნება (უფრო მეტიც, მართლმადიდებლობა, სიტყვის მაგიის ხსენებისას, ტექსტს უარყოფითად ეხმიანება), მაგრამ რაღაც ძალიან ახლო (მაგრამ არა თანაბარი) განზრახვასთან თავისი მნიშვნელობით, შეიძლება აღიარებული იქნას ფრაზა „წმინდა სული“.
მაგები თავის ინსტრუქციებს ორ კატეგორიად ყოფენ. პირველი ინსტრუქცია განეკუთვნება ყოველდღიური ცხოვრების ცნობიერების აღსაწერად. პირველი ინსტრუქციის არსია ყოველდღიური ცხოვრების შესახებ შეხედულებების დოგმებისა და შეცდომისგან გასუფთავება. მეორე ინსტრუქცია გაძლიერებული ცნობიერების მდგომარეობისთვის არის განკუთვნილი, რომელშიც მაგები მოიპოვებენ ცოდნას უშუალოდ განზრახვისგან, ვერვალური დონის ჩარევის გარეშე (სასაუბრო მეტყველების ჩარევის გარეშე). მაგიის ამოცანაა აიღოს ეს მიუწვდომელი ცოდნა პირდაპირ განზრახვიდან და გახადოს იგი გასაგები ყოველდღიური ცხოვრების ცნობიერების სტანდარტების შესაბამისად, ანუ გადაიყვანოს მიუწვდომელი ცოდნა ინფორმაციის კატეგორიაში, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი ადამიანისთვის ვერბალურ დონეზე. ინსტრუქციების ეს ორი კატეგორია იძლევა ცოდნის სამი სივრცის შექმნის საშუალებას - ცნობიერების ოსტატობის, მიკვლევის ხელოვნების და განზრახვის ოსტატობის. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ცოდნის ორი სივრცე იწყება სიტყვით ოსტატობა, ხოლო ერთი უფრო ფაქიზი ცნებით - ხელოვნება. სიმბოლიკის ენაზე, ეს მხოლოდ სამმაგი მონადის სახით შეიძლება იყოს გამოსახული.
ვინ არის მაგი თავად მაგების პოზიციიდან გამომდინარე? მაგები, ან, როგორც მათ კ. კასტანედას წიგნებში იხსენიებენ - „ნაგვალი“ - არიან ექსტრაორდინალური ენერგიით დაჯილდოებული მამაკაცები ან ქალები. მხედველები „ნაგვალს“ ხედავენ როგორც მანათობელ სფეროს ოთხი განყოფილებით.
აქ ჩვენ საკუთარ თავს მცირე თავისუფლება მივეცით, დავტოვეთ სიმბოლოს ცენტრალური ნაწილი და წარწერა - ღმერთი. კ. კასტანედას სწავლებებში ასეთი რამ არ არის, უფრო სწორად, რელიგიური თემა ზოგჯერ მის მიერ წამოჭრილია, მაგრამ ღმერთს მის შეხედულებათა სისტემაში არასოდეს დაუკავებია ცენტრალური ადგილი.
მაგების სწავლების სხვა ტერმინოლოგიაში, ჩვეულებრივ ცნობიერებას ეწოდება მარჯვენა მხარის სწავლება, ხოლო მარცხენა მხარის სწავლებას პრაქტიკაში იყენებდნენ მხოლოდ ცნობიერების ამაღლებულ მდგომარეობაში. თუ ეს ტერმინოლოგია პროეცირებული იქნება თავის ტვინის ფიზიოლოგიაზე, მაშინ ცნობიერების ჩვეული მდგომარეობა შესაბამისობაში იქნება მარცხენა ნახევარსფეროსთან, ხოლო ამაღლებული მდგომარეობა - მარჯვენა ნახევარსფეროსთან.
ადამიანი, ცნობიერების ოსტატობის პოზიციიდან გამომდინარე, ავლენს თავს, როგორც სინათლის ბურთი, რომლის ზომა უტოლდება ადამიანის სხეულს ხელებით, რომლებიც სხვადასხვა მხარეს არის გაშვერილი - რაღაც, რაც ემსგავსება მანათობელ გიგანტურ კვერცხს.
მანათობელი ბურთის ზედაპირზე არის ინტენსიური სიკაშკაშის წერტილი, რომელსაც მაგები უწოდებენ „წერტილს, სადაც გროვდება აღქმა“ ან უბრალოდ შეკრების წერტილი (ნახატზე შეკრების წერტილი ყვითელი წრეებით არის აღნიშნული). ნათელმხილველი, რომელიც ნახავს ამ ნახატს, შეძლებს იმის თქმას, რომ ადამიანი სხვაგვარად გამოიყურება. ის მართალი იქნება, რადგან ამას „ხედავს“. ჩვენ განვახორციელეთ ამ ნახატის რესტავრირება თავად კასტანედას მოკლე აღწერილობიდან. და თუ თანამედროვე ნათელმხილველები მოგვცემენ დამატებით ინფორმაციას ადამიანზე ხედვის შესახებ, ჩვენ მას მივიღებთ ღრმა მადლიერებით და ამ ნახატის კორექტირების მზადყოფნით.
სხვა სამყაროებში მაგების შეღწევა, რაც დაკავშირებულია მათი შეკრების წერტილების გადაადგილებასთან და ამ სამყაროებისგან მიღებული ინფორმაციის სწრაფად დავიწყების შესაძლებლობასთან, კ.კასტანედას მტკიცებით, არის ცნობიერების მიუწვდომელი საიდუმლოება. შეკრების ამ წერტილის ბრწყინვალება ანათებს ნებისმიერ ენერგეტიკულ ველს. შეკრების ამ წერტილის აღქმა ცნობილია მაგებს შორის და მას ხედვა ეწოდება. როდესაც შეკრების წერტილი გადაადგილებულია, შესაძლებელი ხდება სრულიად განსხვავებული სამყაროს აღქმა - ასეთივე საგნობრივის და ფაქტობრივის, როგორც ის, რომელშიც ჩვეულებრივ ვცხოვრობთ. მაგები მოინახულებენ ამ სამყაროებს ენერგიის (ძალის) მოსაპოვების მიზნით. ნაგვალები (მასწავლებლები) დამწყებ მაგებს ასწავლიდნენ შეკრების წერტილს ჩვეული ადგილის ამოგდებით. შეკრების წერტილის გადაადგილების შემდეგ, მაგი გადადიოდა გაზრდილი ცნობიერების მდგომარეობაში, რომელშიც მისი შესაძლებლობები მრავალჯერ იზრდებოდა. ამ მდგომარეობაში ყოფნის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ნორმალურ მდგომარეობაში (ნორმალურ ცნობიერებაში) დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა მაგი, როგორც წესი, ვერაფერს იხსენებდა. სწავლებაში სახელწოდებით ტრანსერფინგი, რომლის შესახებაც მოთხრობილია შემდეგ თავში, აღწერილია ტყეში ადამიანი ფანარით. ასეთი ადამიანის ცნობიერება სავსეა მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომელიც ამ პირობითი ფანარით არის განათებული. სამყაროს სიმბოლოების - მონადების ენაზე - ეს მოქმედება შეიძლება აიხსნას ნათელი ლაქის გადაადგილებით მონადის ბნელ მხარეზე (ინტუიციურად იგრძნობა, რომ თეთრი ლაქის ასეთი გადაადგილება იწვევს ბნელი ლაქის, თუ არა ერთნაირს, მაგრამ გარკვეული მნიშვნელობით, ეკვივალენტურ გადაადგილებას მონადის ნათელ ფონზე.
ძველი დროის მხედველმა მაგებმა შეიმუშავეს ორი შესანიშნავი სისტემა: სიზმარი და მასთან დაკავშირებული სიზმარის კონტროლი, და მიკვლება - ქცევის კონტროლი ძილის გარეთ.
როდესაც დონ ხუანი კ. კასტანედას უხსნიდა სწავლების საფუძვლებს, მან მოუყვა მოთხრობების სამი სერია, რომლებიც შეიცავდნენ თითოეულში ექვს აბსტრაქტულ ბირთვს და  ამ ბირთვებს უწოდებს სულის გამოვლინებას, სულის კაკუნს, სულის მოტყუება, სულის შემოჭრას, განზრახვის მოთხოვნას და განზრახვის მართვას.
დონ ხუანის ყველა მოთხრობის გამეორებით მოყოლა შეუძლებელია, ისინი ორიგინალში უნდა იქნას წაკითხული. მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ დონ ხუანი ასწავლიდა არა ერთს, არამედ ერთდროულად ორ ნაგვალს. თავისი სწავლება შეადარა ერთდროულად ორი ტემპერამენტის სწავლის უნარს. ეს ჰგავს იმას, როდესაც თქვენ აღზრდაზე ზრუნავს ძლიერი მამა და კიდევ უფრო ძლიერი ბაბუა, რომლებიც ვერ თანხმდებიან აღზრდის საკითხებში.
ასეთი სწავლების შედეგად ახალგაზრდა მაგს შეეძლო საკუთარი თავის ტრანსფორმირება და დიამეტრულად საპირისპირო პერსონებად გადაქცევა. დონ ხუანს ასევე ჰყავდა ნაგვალი, რომელსაც  ჰულიანი ერქვა. რა ნიშნების საფუძველზე აირჩია დონ ხუანი თავის მოწაფედ, რომელიც მომავალ მასწავლებელთან პირველ შეხვედრისას იწვა გზაზე მტვერში ტყვიით გახვრეტილი მკერდით? პირველი ნიშანი იყო პატარა გრიგალი, რომელმაც გზაზე მტვრის სვეტი დააყენა, დინ ხუანიდან ორიოდ ნაბიჯით. მეორე ნიშანია თავად დონ ხუანი, რომელიც მაგმა „დაინახა“ ორმაგი მამაკაცის სახით - ნაგვალის მოწაფის იდეალური კანდიდატი. სული ავლენს საკუთარ თავს ყველა ადამიანის წინაშე ერთი და იგივე ინტენსივობით, მაგრამ ყველა როდია მზად მიიღოს მისი გამოვლინებები. დონ ხუანი სულთან დაკავშირებით განიხილავს ორ სხვადასხვა პრობლემას. პირველი იყო არაპირდაპირი გაგების აუცილებლობა, თუ რა არის სული, მეორე - სულის პირდაპირი გაგება. ნუ გამოვხატავთ ამ აზრს მონადით. მკითხველი, რომელმაც მიაღწია ამ ეტაპამდე, დიდი ხანია აკეთებს ამას დამოუკიდებლად.
კაცობრიობა თავის განვითარებაში, ტექნოგენური ცივილიზაციის მშენებლობისას, მოძრაობს აბსტრაქტულიდან შორს და იყენებს მხოლოდ ლოგიკურს. ჩვენთვის ძალიან ძნელია იმ ფაქტის გაცნობიერება, თუ რა არის ცოდნა, რომელიც არსებობს მისი ამხნელი სიტყვების გარეშე. ცოდნა და ენა შეიძლება არსებობდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ახრის პაკეტებით“ ურთიერთობას, არსებითად ტელეპათიაა - ტერმინი, რომელსაც ბევრჯერ დასცინეს „კლასიკურმა მეცნიერებმა“, რომელთა შეკრების წერტილი გაიყინა და არასდროს შეცვლილა. ისეთი ცნებაც კი, როგორიცაა სიკვდილი,  რომელსაც ჩვენ ცალკე ნაშრომი მივუძღვნეთ შემდეგ თავში, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეგნებულად ვაძლევთ  მას შესაძლებლობას ჩვენი დაბადების მომენტიდან, რომ სიკვდილის განზრახვა შეიძლება გაუქმდეს შეკრების წერტილის პოზიციის გამოყენებით. თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს იცავს ჩუმი ცოდნისგან თითოეული ინდივიდისთვის სპეციფიკური ბუნებრივი ბარიერებით. ამიტომ საკუთარი თვალაზეისის სხვა ინდივიდებისთვის თავს მოხვევას აზრი არ აქვს. მაგრამ თანამოაზრეების ძებნას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს. თუმცა თანამოაზრეთა შორისაც იქნება უფრო მეტი ფაქიზი დაყოფა, რაც არ იძლევა შეხედულებების სრული თანხვედრის საშუალებას.










































































































































































































































http://www.narcissystem.fail/ure/psychic-project-on-the-matrix:_the-unveiling-of-the-soul-loosh-harvesting-system/































































Любовь или религия?
Любовь - это естественное чувство, а религия притворяется естественной, но это не так. если вы влюблены, ничто не может помешать вам достичь этого, но если у вас слепая вера в религию, вы делаете себя дураком, обманиваете себя одурачиваете, заставляйте себя удовлетворять других. насилуете себя
Если вы влюблены, вы можете пойти против своей религии, но не против своей любви, любовь - это внутренние чувства, которые позволяют вам иногда жертвовать ради его / ее счастья, но в религии вы вынуждены жертвовать своей любовью. это означает, что любовь - величайший из всех богов. Ранджит Чаудхари

https://www.labirint.ru/books/747059/

Фрейд, ЛеБон: Массовые психозы. "В страхе больше зла, чем в том, чего боятся
: https://www.labirint.ru/books/747059/

Почему совместная работа вызывает сопротивление?

Корпоративная культура убивает индивидуальность
https://inside-pr.ru/archives/1408


Сердце каждого человека, как хорошего, так и плохого, — это местопребывание Бога, и надо стараться никогда никого не обижать ни словом, ни делом.
Хазрат Инайят Хан. Чаша Саки.

"The heart of every man, both good and bad, is the abode of God, and care should be taken never to wound anyone by word or act." - Bowl of Saki, July 16, by Hazrat Inayat Khan

Комментарий Пир-о-Муршида Инаят Хана:

Чтобы пробудить любовь и сострадание в наших сердцах, надо жертвовать.
Мы должны забыть о собственных проблемах для того, чтобы сострадать несчастьям других людей.
Чтобы утолить чужой голод, мы должны забыть о собственном.

Все работают ради собственных целей, не заботясь о других, и это одно является причиной всей нищеты и страдания в мире.

Когда мир развивается от несовершенства к совершенству, требуется вся любовь и сочувствие.
От каждого из нас требуется требуется огромная нежность и бдительность.
Сердце каждого человека, хорошего или плохого, есть обитель Бога, и следует заботиться о том, чтобы не поранить никого ни словом, ни действием.
Мы здесь, в этом мире, лишь на короткое время, многие были здесь раньше и ушли и нам надо следить за тем, чтобы оставить после себя хорошее впечатление.

Мы не можем не поверить словам Будды о том, что суть всякой религии в том, чтобы не навредить.
Это не означает воздержание от убийства: можно убить многих, не убивая.
Чтобы убить человека, не обязательно надо совершить преступление - физическое убийство - взгляд, слово, мысль могут убить его, и это пытка гораздо хуже смерти.
Именно этот опыт, это переживание, заставляет нас говорить:
“О мои ноги, осторожно ступайте по шипам, лежащим на дороге, чтобы они не смогли жаловаться, что вы разрушили их.”

Нет конца анализу и размышлениям, если однажды человек начал применять этот принцип.

Если и есть какая-то религия, то она в уважении интересов каждого: настоятельно учитывать чувства, которые могут быть затронуты мгновенной ошибкой.
Если и есть какая-то обитель Бога, то она в сердце человека.
Если его затронуть неправильно, то это будет иметь эффект на всю судьбу, и мы не знаем, до какой степени.









Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised