вторник, 12 июня 2018 г.

რას ნიშნავს სრულად გამოღვიძება ან როგორ დავაღწიოთ თავი ჰიპნოზს

რას ნიშნავს  სრულად გამოღვიძება ან როგორ დავაღწიოთ თავი ჰიპნოზს

        „ადამიანს ცხოვრებაში მთავარი ამოცანა აქვს - სიცოცხლე მისცეს თავის თავს, გახდეს ის, რასაც პოტენციურად წარმოადგენს“.
          „დარწმუნებული ვარ, რომ არავის შეუძლია თავისი ახლობელის „გადარჩენა“, თუ მის მაგივრად გააკეთებს არჩევანს. ყველაფერი, რითაც ერთი ადამიანი შეძლებს მეორე ადამიანის დახმარებას, ამცნოს მას ჭეშმარიტად და სიყვარულით, ყოველგვარი ილუზიის გარეშე, ალტერნატივის არსებობის შესახებ შეტყობინებაა“ (ერიხ ფრომი)
        ძილის წინ, როდესაც დღე დასრულდება, უკვე მივეჩვიეთ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ ვწვეტთ ცხოვრებას რეალურ სამყაროში. ძილი საშუალებას გვაძლევს დავიბრუნოთ ჩვენი ძალა და დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ამიტომ დილით ჩვენ სიხარულით ვიწყებთ ახალ დღეს. მაგრამ ოდესმე, მას შემდეგ, რაც საწოლიდან ადექით, თუ მიგიქცევიათ ყურადღება თქვენი მღვიძარე მდგომარეობისათვის? ოდესმე დაფიქრებულხართ, გაიღვიძეთ თუ არა ბოლომდე, თუ ცხადში აგრძელებთ ძილს, და „ავტოპილოტით“ ასრულებთ ჩვეულ ქმედებებს? ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია, რომ როდესაც თვალს ახელს, ავტომატურად იღვიძებს და აგრძელებს ცნობიერ ცხოვრებას. მაგრამ ეს ასეა? კითხვა, მართლაც, საინტერესოა.
         ადამიანები უკვე დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას აქცევდნენ ძილისა და გამოღვიძების მდგომარეობას, რამაც მრავალი თაობის კულტურულ მემკვიდრეობაში ჰპოვა ასახვა. სხვადასხვა ეპოქების ლიტერატურაში შეიძლება მოიძებნოს ისეთი ფაქტები, რომ „ცხოვრება სიზმარია“, ხოლო გამონათქვამები „ფეხზე დგომით ძილი“ და „ადგომით ავდექი, მაგრამ გაღვიძება დამავიწყდა“ ძალიან ზუსტად ასახავს პრობლემის არსს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ აღმოსავლეთის და დასავლეთის ფილოსოფოსების მრავალ შრომებში შეიძლება მოიძებნოს სხვადასხვა გამონათქვამი ადამიანისთვის გაღვიძების მნიშვნელობის შესახებ, რომლის მთავარი არსის გადმოცემა შეიძლება შემდეგი სიტყვებით: „ჭეშმარიტად ცხოვრობს ის, ვინც რეალურად გაიღვიძა“. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ძილისგან სრულიად გაღვიძება მართლაც მნიშვნელოვანია და, როგორც ჩანს, არც ისე მარტივი.
           რა ძილია ასეთი ? რა გვაშლის ხელს გაღვიძებაში?
       როგორც პასუხი, შეგვიძლია ჩვენი დროის მეცნიერის და ფილოსოფოსის  დარიო სალას სომერის სიტყვების ციტირება - გამოღვიძებაში ხელს გვიშლის ჰიპნოზი. დრამატული ჭეშმარიტება ის არის, რომ ჰიპნოზური მდგომარეობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია დაბადების მომენტიდან.
        გასული საუკუნის ცნობილი პედაგოგი გიორგი გურჯიევი ამბობდა: „პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ ძილი, რომელშიც მიედინება ადამიანის არსებობა, არ არის ნორმალური, არამედ ჰიპნოზური ძილია. ადამიანი ჩაეფლო ჰიპნოზურ მდგომარეობაში, და ეს მდგომარეობა მუდმივად შენარჩუნებული და გაძლიერებულია მასში. შეიძლება იფიქროთ, რომ არსებობენ ძალები, რომლებისთვის ხელსაყრელი და სასარგებლოა ადამიანის ჰიპნოზურ მდგომარეობაში ჰოფნა, რათა არ მიეცეს საშუალება დაინახოს ჭეშმარიტება და გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა  ... გაღვიძება კი უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი ადამიანი აქ ვერაფერს გააწყობს, რადგან გამოსაღვიძებლად რამდენიმე ადამიანის ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ამიტომ, მან, ვისაც სურს გაღვიძება, უნდა ეძებოს სხვა ადამიანები, რომლებსაც ასევე სურთ გაღვიძება, და მათთან ერთად იმუშაოს“.
        ამ მოვლენას, თავის მხრივ, ძალიან კარგი ახსნა მისცა დარიო სალას სომერმა, რომელმაც ჰიპნოზი განსაზღვრა, როგორც ცნობიერების დონის მკვეთრი ვარდნა, რაც გამოწვეულია  ადამიანის ყურადღების ეუცარი ან ეტაპობრივი შთანთქმით. თავის წიგნში „ჰიპსოცნობიერება“, რომლის აუდიოვერსიას საკმაოდ გამომხატველი სახელწოდება აქვს: „ცნობიერების დონის ამაღლების პრაქტიკა“, იგი განმარტავს, რომ ჰიპნოზი - ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის გონება თითქოს მოჯადოებულია, რადგან მისი ყურადღება მთლიანად შთანთქტს მუდმივმა ან ცვალებადმა სტიმულებმა. ჰიპნოზში მყოფი ადამიანის მდგომარეობა ძალიან ახლოს დგას გაუცნობიერებელ აზროვნებასთან და ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად და მთლიანად გამოსაღვიძებლად აუცილებელია საკუთარი ცნობიერების დონის ამაღლემაზე მიმართული რეგულარული ძალისხმევა.
         რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის მსხვერპლად შეწირვა, რაც შეიძლება შევადაროთ სიტუაციას, როდესაც ადამიანი მიეჩვია დიდხანს ტკბილ ძილს, თხოვს, რომ გააღვიძონ, მაგრამ არ სურს გაღვიძება. აქ გარკვეული დახმარება შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის მიერ ყველა პრობლემის ღრმა გააზრება, რომელიც დაკავშირებულია ძილ-ღვიძილის მდგომარეობასთან, და მისი მტკიცე განზრახვა თავი დააღწიოს ნაცნობი სამყაროს ჰიპნოზურ ქსელს. ამავე დროს, დღის სინათლესთან ბრძოლა უფრო ადვილი იქნება იმ ადამიანისთვის, რომელიც მზადაა გამოღვიძების  პროცესთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად. თუ ასეთი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მას მართლაც შეუძლია ინდივიდუალური განვითარების გზით წასვლა, როგორც ეს თავის წიგნში „ჯონათან ლივინგსტონის თოლია“ რიჩარდ ბახმა აღნიშნა.
        რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი გზა. ჩვენი ცივილიზაცია ისეთია, რომ მუდმივად ახდენს ჩვენზე ძლიერ ჰიპნოზურ ზემოქმედებას. მაგრამ რამდენად ღრმად გვესმის ჩვენ ეს ფაქტი?
        დარიო სალასი წერს: „ცხოვრებაში ამაღელვებელი და სტაბილიზირებული ემოციური მდგომარეობები მუდმივად ცვლის ერთმანეთს. ეს ცხადყოფს, რომ ჰიპნოზური მდგომარეობა არის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. აქ ადგილი აქვს ქვეცნობიერ აზროვნებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ემოციური მდგომარეობის დომინირება ინტელექტის უმაღლეს ფუნქციებზე.
               თანამედროვე სამყაროში ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია ჰიპნოზის მდგომარეობისათვის თავის არიდება და ანტიინდივიდიდან ინდივიდად გარდაქმნა. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია საზოგადოების გადაულახავი კულტურული და ემოციური ზემოქმედებით და ტექნიკური პროგრესის ზოგიერთი ასპექტით. ბრბო შთანთქავს ინდივიდს, აჰიპნოზებს მას და თავისი მუდმივი ემოციური ზემოქმედების ქვეშ ჰყავს.
      ანატოლი მილეხნინი ამტკიცებს, რომ „ადამიანების ფსიქოფიზიკური ქცევები, რომლებიც ბრბოს ქმნიან, არსებითად არ განსხვავდება ადამიანის მდგომარეობიდან, ვინც ნებაყოფლობით გადის ჰიპნოზის სეანსს“.
       ჩვენ ბრბოს ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველაფერი ორგანიზებულია ჯგუფების პრინციპის მიხედვით: პოლიტიკური, ეკონომიკური, ფილოსოფიური ან რელიგიური, ამასთან ადამიანს არ შეუძლია თავი დააღწიოს მათ გავლენას.
         წიგნში „ბრბოს ფსიქოლოგია“ გუსტავ ლე ბონი საუბრობს „ბრბოს მენტალური ერთობის შესახებ“. იგი წარმოადგენს საინტერესო იდეებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს თემასთან: „... არსებობს ბრბოს მენტალური ერთობის ფსიქოლოგიური კანონი. ბრბოს ფსიქოლოგიის ყველაზე საოცარი ფაქტი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ადამიანები შეადგენენ ბრბოს, მიუხედავად მათი ცხოვრების წესის, პროფესიის, ხასიათის და ინტელექტისა, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ბრბოდ იქცნენ, მათ გააჩნიათ ერთგვარი კოლექტიური სული. ეს სული აიძულებს მათ, რომ ფიქრობდნენ, გრძნობდნენ და მოქმედებედნენ, მაგრამ ისე არა, როგორც თითოეული მათგანი ფიქრობდა, გრძნობდა და მოქმედებდა ცალ-ცალკე ... გაუჩინარებული ცნობიერება, გაუცნობიერებელი პიროვნების სიჭარბე, მანიპულირების მიმართ მგრძნობელობა ბრბოს მხრიდან შთაგონების და გრძნობებითა და იდეებით დასენიანების გზით, შთაგონებული აზრების დაუყოვნებლივ განახორციელების ტენდენცია - ასეთია ადამიანის ძირითადი მახასიათებლები, რომელიც ბრბოს ეკუთვნის. ის უკვე აღარ არის ინდივიდი, არამედ საკუთარი ნებაწართმეული ავტომატია“.
        მასის ქცევა, როგორც ეს ლე ბონმა აღწერა, აიხსნება ცნობიერების დაბალი დონით, ჰიპნოტური მდგომარეობით, რომელიც ართმევს ადამიანს კრიტიკულად აზროვნების, შეფასების და ანალიზის უნარს. ამდენად, ადამიანის ინტელექტის დონე არ აძლევს მას საშუალებას განთავისუფლდეს ჯგუფის ჰიპნოტური გავლენისგან, თუ მას არ აქვს ინტელექტი, რომელიც შეესაბამება გაცნობიერებულად თუ სპონტანურად შეძენილი ცნობიერების მაღალ დონეს. ჯგუფები, განსაკუთრებით პოლიტიკური და რელიგიური, არ აძლევენ თავიანთ წევრებს დამოუკიდებლად აზროვნების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი იმყოფება მთელი კაცობრიობის ძლიერი და გლობალური გავლენის ქვეშ.
         აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიპნოზი წარმოადგენს ადამიანის „ნორმალურ“ მდგომარეობას. მხოლოდ ისინი, ვისი საქციელიც გახდა გაცნობიერებული და ვინც შეძლო ინდივიდი გამხდარიყო, შეიძლება ჩაითვალოს ჭეშმარიტ ადამიანად“.
       წიგნში „XXI საუკუნის მორალი“ დარიო სალას სომერი წერს: „ტელევიზია არის დიდი ძალა, რომელიც უნიფიცირებს და აერთიანებს ხალხს ბრბოში. ყველა ტელემაყურებელი ქმნის გარკვეული სახის სუბკულტურას, რომელიც შექმნილია ტელესერიალების, საინფორმაციო გამოშვებების, გასართობი პროგრამების და კინოფილმების საშუალებით. ტელემაყურებლები ერთმანეთისგან დაშორებულნი არიან, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი იღებენ მსგავს ინფორმაციას, მათ უჩნდებათ ერთგვარი მენტალური ერთობა და მცირდება აზროვნების უნარი. ნუ დაგვავიწყდება, რომ სატელევიზიო და კომპიუტერის ეკრანი საუკეთესო ჰიპნოტიზიორია, ამიტომ ბავშვს, ვინც მისი გავლენის ქვეშ მოექცა, უძნელდება ამ ჰიპნოზისა და კონტროლისგან განთავისუფლება“.
         ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ფილმის „მატრიცას“ სიუჟეტს. ადამიანები მიეჩვივნენ მენტალურ მწუხრში ცხოვრებას და აღარ შეუძლიათ იმის გაცნობიერება, რაც ხდება. თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის და მრავალფეროვანი ჰიპნოზური ზემოქმედების გამო, ადამიანის ტვინი გადატვირთულია უზარმაზარი რაოდენობის გაუცბენობიერებული და უაზრო ინფორმაციით,  და ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, პრესა და კინო. ყოველივე ეს ამყოფებს ადამიანებს მთვარეულის მდგომარეობაში და, როგორც ჩანს, ყველა ამას მიეჩვია. მაგრამ თუ ვინმემ მიიღო გაღვიძების გადაწყვეტილება, დაიწყო ამაზე მუშაობა და თანდათანობით უკეთესაც გააცნობიერა მის გარშემო არსებული სამყარო და საკუთარი თავი, მას შეუძლია დაინახოს, რომ სინამდვილეში მას თითქმის არაფერი აქვს საკუთარი შემორჩენილი, და მრავალი შეხედულება, რწმენა, ჩვევები და ნაკლოვანებებიც კი, რომელიც მას ადრე მიაჩნდა, როგორც საკუთარი, რეალურად არ ეკუთვნის მის უმაღლეს მე-ს, არამედ ჩამოყალიბდა მის პიროვნებაში მიბაძვის წყალობით ან საიდანღაც ნასესხები აქვს უკვე მზა სახით. ასეთმა ადამიანმა შეიძლება დაიწყოს იმის გააზრება, რომ მისი ტვინი სხვადასხვა საინფორმაციო იმპლანტანტებით არის ოკუპირებული და, მისი გამოღვიძების მიხედვით ის მიიღებს უამრავ დასტურს იმისა, რომ ინფორმაცია მისი ნების და თანხმობის გარეშე თავად აყალიბებს გონებაში მენტალურ სურათს, რაც მას უფრო მეტად ამგავსებს ბიოლოგიურ რობოტს, ვიდრე გონიერ ადამიანს. ადამიანთა  უმრავლესობა ასე ცხოვრობს.
        მაგრამ ამგვარი ცხოვრების გადატანა არ არის აუცილებელი. იგივე დარიო სალასი ამბობს: „არსებობს გამოღვიძების კიდევ ერთი სიღრმისეული მდგომარეობა, გარეგნულად შეუმჩნეველი და ტვინის აქტივობასთან დაკავშირებული. ამ უკანასკნელ მდგომარეობას ჩვენ ვუწოდებთ ჭეშმარიტ გაღვიძებას ან გამოღვიძებას, რათა განვასხვავოთ ფიზიოლოგიური გაღვიძებისგან, რომელსაც ვუწოდებთ მოჩვენებით გამოღვიძებას“.

            ამდენად, გამოღვიძება არ არის ის მომენტი, როდესაც „ფიზიკური“ ძილის შემდეგ ჩვენ თვალს ვახელთ, არამედ ის მდგომარეობაა, როდესაც ჩვენი ცნობიერება იღვიძებს. ამ თვალსაზრისით, ადამიანს შეიძლება გამოღვიძებული ეწოდოს სწორედ მაშინ, როდესაც ის ახსენებს საკუთარ თავს და ყველაფერს, რაც მოცემულ მომენტში მის თავს დება. თუ ის აპირებს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ წარმართოს,  შეიძლება ვურჩიოთ ამას ყურადღება მიაქციოს. ჩვენს ცხოვრებაში გაღვიძების მდგომარეობას მართლაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ თემაში უკეთესია გარკვევა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და, სავარაუდოდ, მხოლოდ ამ სტატიის წაკითხვა, რომელშიც მხოლოდ ციტატები და მოსაზრებებია მოყვანილი დარიო სალა სემერის წიგნების წაკითხვის შემდეგ, ვინმესთვის არასაკმარისი იქნება. ჭეშმარიტებისა რეალობის გააზრებისკენ ინდივიდუალური სწრაფვა  გულისხმობს დამოუკიდებლად ფიქრის აუცილებლობას, და ეს წიგნები თავად რომ წაიკითხოთ უკეთესი იქნება საკუთარი დასკვნების გამოსატანად.
           ალბათ ამის შემდეგ თქვენც ასევე მოგინდებათ თავი დააღწიოთ ძილის ტყვეობას. რა თქმა უნდა, ეს გზა მოითხოვს ძალისხმევას, თვითკონტროლს და გარკვეულწილად გადაილახება კუს სიჩქარით, მაგრამ თუ დაინტერესებული ხართ, რომ გაიღვიძოთ და გრძნობთ ამის აუცილებლობას, დაიწყეთ - კუ მოძრაობს წინ მხოლოდ მაშინ, თუ თავი გარეთ აქვს გამოყოფილი.
ვ.ი. აზაროვი

თარგმანი
M.F.L (C)
06.06.18






Я убежден, что никто не может «спасти» своего ближнего, сделав за него выбор. Все, чем может помочь один человек другому — это раскрыть перед ним правдиво и с любовью, но без сантиментов и иллюзий, существование альтернативы.”
Эрих Фромм




https://ria.ru/religion/20171028/1507709530.html

https://cyberleninka.ru/article/n/tehnologii-gipnoza-v-missionerskoy-praktike-iezuitov-vo-vietname-xvii-veka-chast-1

https://cyberleninka.ru/article/n/tehnologii-gipnoza-v-missionerskoy-praktike-iezuitov-vo-vietname-xvii-veka-chast-3

http://bib.social/plasticheskaya-hirurgiya-hirurgiya/autentichnoe-dvijenie-kak-meditativnaya-58918.html
https://avernus.ru/psichovirusi/dezinfektsiya-kak-izbavitsya-ot-psichicheskich-virusov

http://www.kcnlp.com.ua/pages/obuchenie-gipnozu/samye-populiarnye-video-pro-mozg-son-pamiat-i-vliianie-genov-na-intellekt/

https://upsihologa.com.ua/ask/ask.php?id=4913

http://newgoal.ru/chto-znachit-polnostyu-prosnutsya-ili-kak-izbavitsya-ot-gipnoza/


https://avernus.ru/psichovirusi/dezinfektsiya-kak-izbavitsya-ot-psichicheskich-virusov




ДЕЗИНФЕКЦИЯ. КАК ИЗБАВИТЬСЯ ОТ ПСИХИЧЕСКИХ ВИРУСОВ

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised