вторник, 12 июня 2018 г.

პირად ცხოვრებაში სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათის ფარისევლობა და მორალური რელატივიზმი

პირად ცხოვრებაში სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათის ფარისევლობა და მორალური რელატივიზმი

მათი სამსახიობო თამაშის, მორალიზატორობის, სინდისისა და მორალის სრული ნაკლებობის გააზრება, თვალთმაქცობის შემჩნევა გრძნობების გამოხატვისას, სიცრუე ურთიერთობების დაწყების ადრეულ ეტაპზე - ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს ქალისთვის და ძალიან რთული ამოცანას პროფესიონალისთვის. თქვენი პოტენციური რჩეულის პიროვნების მორალური თვისებების შეფასებაში შეცდომის დაშვება შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. პრობლემა ისაა, რომ ყველა გარე ნიშანი მოწმობს მასზე, როგორც მორალურ პიროვნებაზე. მაგრამ ეს ასე არ არის. თუ თქვენ წაკითხული გაქვთ ლანდი ბანკროფტის „რატომ აკეთებს ის ამას?“, მაშინ გახსოვთ, რომ იქ აღწერილია მამაკაცთა კატეგორია, რომლებიც ქმნიან დამამცირებელ ურთიერთობებს მათი რწმენის საფუძველზე, რომელთა შეცვლა შეუძლებელია. ქალი ვალდებულია მოითმინოს და დაიტანჯოს, რადგან ის ქალია, და მისი პატივისცემა პატიოსანი ურთიერთობები შექმნით სრულიადაც არ არის საჭირო. შესაძლოა, მან ვერც  კი შეამჩნიოს, რომ ატყუებენ.
მისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, მაშინაც კი, თუ მან თავი გამოაცხადა ნებისმიერი რელიგიური კულტის მხარდამჭერად.
 მორალური რელატივიზმი გასაგები ხდება ფსიქოლოგის პრაქტიკიდან აღებული ტიპიური სიუჟეტის მიხედვით. მაშინაც კი, თუ ბუნდოვნად წარმოიდგენთ, რატომ ხდებიან ადამიანები რელიგიური რიტუალების მონაწილენი, თქვენ, ალბათ, დასაშვებად მიიჩნევთ, რომ, როგორც მინიმუმი, ასეთი ქცევით ისინი გამოხატავენ მათთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს - სიკეთის, პატიების, გულწრფელი ურთიერთობების რწმენას. მაგალითად, მართლმადიდებლური ეკლესიის ადეპტები მეუღლის ღალატს მიიჩნევენ ძალიან მძიმე ცოდვად, ხოლო ბიბლიაზე ფიცს გულწრფელ და პატიოსან დაპირებად. როდესაც ქალი მეუღლეს ირჩევს რელიგიური თემიდან, მას იმედი აქვს, რომ ქორწინების ფასეულობებს (რომელიც წმიდა ცნებაა მათთვის, ვინც იზიარებს ტრადიციულ რელიგიურ ფასეულობებს და ურთიერთობებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს) ასეთი მამაკაცისთვის იგივე მნიშვნელობა ექნება, როგორც მისთვის.
რათა გასაგები გახდეს, რას ნიშნავს სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათის მორალური პრინციპების ფარდობითობა, შეხედეთ სიტუაციას ორ პერსპექტივაში. რელიგიური ფასეულობებისგან შორს მდგარი ადამიანის თვალსაზრისით. შემდეგ იმ ადამიანის თვალსაზრისით, რომლისთვის ცოლ-ქმრული ერთგულება  წმინდა ცნებაა. და შეაფასეთ სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათის ქცევა იმ სიტუაციაში, როდესაც ის არის მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტი.
მეუღლემ, განცდილი დამცირების და უარყოფის მიუხედავად, აპატია ქმარს მისი მრავალრიცხოვანი ღალატი, რომლის შესახებაც მან არაფერი იცოდა მრავალი წლის განმავლობაში. ქმარი მას ერთგულებაში ეფიცებოდა და ქორწინების სიწმინდის გამო ურთიერთობების აღდგენას სთხოვდა. რადგან ორივე მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდნენ, გაწმენდის ყველა რიტუალის შემდეგ, ქალმა მოითხოვა ჯვრისწერის ცერემონიალის ასრულება, რომელიც სამუდამოდ დაადასტურებდა ორმხრივი ერთგულების ფიცს. მამაკაცმა გაიარა ყველა წინასწარი რიტუალი, გაიარა ჯვრისწერის ცერემონიალიც, ცოლს რომ დაეჯერებინა მისთვის და არ დაეწყო განქორწინების პროცესი (რომელიც, სხვათა შორის, ძვირი ჯდებოდა). საინტერესოა, რომ მეუღლესთან, ლამაზი და მისი ოთხი შვილის ღირსეულ დედასთან ჯვრისწერიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ, მან სასტუმროში დარეკა და ნომერი დაჯავშნა. შემდეგ სხვა ტელეფონით დაურეკა თავის ახალ ახალგაზრდა მეგობარ ქალს დროის ერთად გასატარებლად.
მეუღლეს, რომელიც ბედნიერი იყო მეუღლისგან მიღებული ერთგულების ფიცით, მან განუცხადა, რომ სასწრაფო საქმეზე მიემგზავრებოდა. როდესაც იმ დღის გამორემოებები გამოაშკარავდა, ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო არა მხოლოდ მეუღლემ, არამედ მისმა ერთჯერადმა საყვარელმაც. იმ დღეს რომ გოგონა ფეხმძიმედ არ დარჩენილიყო (სხვათა შორის, მან არ იცოდა, რომ მამაკაცი ცოლიანი და მართლმადიდებელი აქტივისტი იყო), საიდუმლოება საიდუმლოებად დარჩებოდა. იმ დღის ყველა გარემოება პოსტფაქტუმ  გამოვლინდა მამობის დადგენასთან წარმოქმნილი კითხვების გამო, როდესაც ყველა ანალიზი ჩაბარდა გენეტიკური ექსპერტიზისთვის და ერთმანეთს დაუკავშირეს იმ დღის  ყველა ფაქტი.
სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათისთვის მორალს ორმაგი სტანდარტები აქვს.
სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათები, ტყუილის, მანიპულირების და სინდისის უქონლობის წყალობით, საშინელ მორალურ ტანჯვას აყენებენ ქალებს, რომლებმაც მათ დაუკავშირეს თავისი ბედი. ისინი სწრაფად ამყარებენ სიახლოვეს, ბევრს საუბრობენ ქორწინების, ოჯახის შექმნის პერსპექტივების შესახებ,  ხატოვნად აღწერენ, თუ როგორ მშვენივრად იცხოვრობენ ოჯახში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი თავს მოაჩვენებენ, რომ შეუძლიათ გრძნობების განცდა. ვინაიდან მათი სიტყვა არაფრად არ ღირს, ისინი არა მარტო სთავაზობენ ქორწინებას, არამედ ხშირად ცორთავენლად  გულუბრყვილო, კეთილ ქალებს. ამ შემთხვევაში, მათთვის შტამპი პასპორტში არაფერს ნიშნავს. არც ერთგულების, არც ოჯახის შენახვის ვალდებულებას. სერიოზული ურთიერთობები ან ქორწინება არ წარმოადგენს მათთვის დაბრკოლებას სხვა ქალებთან სექსუალური ურთიერთობებისთვის. სინამდვილეში მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ქორწინებაში ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ, ღალატობენ თავის ცოლებს და, რაც ყველაზე ცუდია, უქმნიან მათ დანაშაულის გრძნობას, რომ მას აქვს ბევრი ხარვეზები. ქალის ტანჯვა, უფრო სწორად, ქალებისა, მასში სიამაყის გრძნობას იწვევს.
ის ტრაბახობს და ამაყობს იმით, რომ ქალის მის გამო იტანჯება.
„ის ისეთი მშვენიერი, კეთილი, ნათელი, მზრუნველი, იდეალური დედაა. ისე ნაზად მეხუტება, ისე მკოცნის ყოველ ჯერზე, როდესაც სახლში ვბრუნდები მორიგი დროსტარებიდან. ის ძალიან იტანჯება. მაგრამ, რა უნდა გააკეთოს, მას ხომ ვუყვარვარ“, - ტრაბახობს თავისი  მიმზიდველობით სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათი ღამის კლუბში მხიარულ კომპანიაში ან წერს სოციალურ ქსელში კომენტარს მისი ოჯახური ცხოვრების წლისთავთან დაკავშირებით.
სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათები არ შეცვლიან უკეთესობისკენ თავის ცხოვრებას იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მათ აპატიებთ. უბრალოდ მოგატყუებენ, მაგრამ არცთუ აშკარად.
სამწუხაროდ, ქალებისთვის განკუთვნილი ყველაზე მეტად გავრცელებული სტერეოტიპული რეკომენდაციები, რომლებიც აღმოჩნდნენ მუდმივი სიცრუის,  ყოველდღიური დამცირების და ქმრის მრავალი საიდუმლო ღალატის რთულ სიტუაციაში, შემდეგნაირად ჟღერს: „აპატიე, შანსი მიეცი, ბავშვების გულისთვის მოითმინე, უზენაეს ძალებს ებარებოდე, ილოცე და გჯეროდეს, რომ ადამიანი შეიცვლება, ნუ წახვალ სხვამამაკაცთან, ნუ გაეყრები“.
რა თქმა უნდა, ადამიანები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ, ერთმანეთს შორდებიან, ურიგდებიან, მუშაობენ საკუთარ თავზე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ - აპატიონ ერთმანეთს, შეეცადონ ყველაფრის თავიდან დაწყება. მაგრამ ეს არ ეხება მრავალრიცხოვან ღალარს, სიცრუეს, როგორც ცხოვრების წესს.
როდესაც სულგრძელად პატიობთ ფსიქოპათს უსაქციელობას, თქვენ რისკავთ გახდეთ სიყვარულის მუდმივი მსხვერპლი. თქვენს სულგრძელობას და მსხვერპლს ის ვერ შეაფასებს.
ასეთი რჩევების საფრთხე იმაში გამოიხატება, რომ ისინი არ ითვალისწინებენ ფსიქოპათიის ჭეშმარიტ ბუნებას, როდესაც სახეზეა პიროვნების უკურნებელი დეფექტი ორი - მორალისა და სინდისის და ღრმად გულწრფელი გრძნობების არსებობის - მიმართულებით. ფსიქოპათი ვერ შეაფასებს თქვენი სულის სიდიადეს, სულისკვეთებას და მის პატიებაზე დახარჯულ სულიერ ძალებს, რადგან ის ვერასოდეს შეძლებს პატიების გრძნობის განცდას. და არც თქვენი სიყვარული არ შეცვლის მას, იმიტომ, რომ მისთვის მიუწვდომელია ღრმა გრძნობების განცდა - ემოციებს ის მხოლოდ გამოხატავს. ხოლო თუ რჩევებს დაუჯერებთ - მოითმინოთ, კიდევ ერთხელ აპატიოთ და მოითმინოთ, - ეს ნიშნავთ გახდეთ სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათის მუდმივი მსხვერპლი და სიცოცხლის ბოლომდე განიცადოთ ფსიქოლოგიური, ვერბალური, ემოციური ძალადობა მის მხრიდან. სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში - თავმდაბალი, მომთმენი, ყველაფრის მიმტევებელი ქალებისგან, რომლებიც ინარჩუნებენ ოჯახს მაღალი იდეალების გამო - ამზადებენ იდეალურ მსხვერპლთ სინდისსა და თანაგრძნობას მოკლებულ ფსიქოპათებისთვის.
ამიტომ, როდესაც თქვენ აფასებთ მამაკაცის განზრახვის სერიოზულობას, გაარკვიეთ: აქვს თუ არა მას დიდი რაოდენობით ნიშნები ფსიქოპათიის სიმპტომების სიის პირველი ფაქტორით. თუ ხედავთ სოციალურად ადაპტირებული ფსიქოპათიის ნიშანს მამაკაცში, მაშინ არც მისი სიტყვები, არც საჩუქრები, არც დაქორწინების შეთავაზება მართლმადიდებლური ეკლესიის ან რომელიმე სხვა რელიგიის კანონით (თუ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია) არ შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ბედნიერი ცხოვრების იმედი.


თარგმანი
M.F.L
 06.06.18
(C)
---
გვჭირდება რედაქტორი,  ეს არის ნაჩქარევი თარგმანები , შინაარსის გადმოსაცემად,  ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები,   კითხვის და გასწორების  დრო არ გვაქვს .

" ჩვენს ეპოქას თარგმანის საუკუნე უწოდესო. ... ეს არისსივრცე, სადაც პროგნოზირება ძალიან რთულია "

http://arilimag.ge/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94/





https://www.medicaldaily.com/sex-reproduction-may-be-obsolete-within-30-years-thanks-new-technology-419811


ectarianism (according to 'Wikipedia):
'Sectarianism, like racism, is a form of bigotry, discrimination, or hatred arising from attaching importance to perceived differences between subdivisions within a group, such as between different denominations of a religion, nationalism, class, regional or factions of a political movement.'

That is what those in power use to 'Divide and Conquer', addressing people's herd mentality to pit them against each other. Sadly this 'Divide and Conquer' using 'Bread and Circuses' and Rituals has been used successfully for the past 2000 years, if not longer.



This pretty much sums up the New Age deception and 'trap of agreement' programs of so-called "Ascended Masters", the Archangel parade, the New Age ET/Alien savior program (Blue Avians cult, etc.) or anyone "channeling" aliens/entities, as well as the whole charade of deities, gods, 'spirit guides' and beings people pray to and/or call in:
"As a result instead of a world of integral truth and divine harmony created in the light of the divine Gnosis, we have a world founded on the part truths of an inferior cosmic Intelligence in which all is half truth, half error. These are the forces and beings that are interested in maintaining the falsehoods they have created in the world of the Ignorance and in putting them forward as the Truth which men must follow.

To say that all light is good is as if you said that all water is good – or even that all clear or transparent water is good: it would not be true. One must see what is the nature of the light or where it comes from or what is in it, before one can say that it is the true Light.
False lights exist and misleading lustres, lower lights too that belong to the being’s inferior reaches. One must therefore be on one’s guard and distinguish; the true discrimination has to come by growth of the psychic feeling [soul embodiment] and a purified mind and experience.
The word “Appearances” refers to the forms they take in order to rule the world, forms often false and always incarnating falsehood, sometimes pseudo-divine. Often, representing themselves as divine powers, they mislead, give erring suggestions and impulsions and pervert the inner life.
One comes inevitably into contact with the vital plane and enters into it in the expansion of consciousness which results from an inner opening, but one ought never to put oneself into the hands of these beings and forces or allow oneself to be led by their suggestions and impulsions. This is one of the chief dangers of the spiritual life and to be on one’s guard against it is a necessity for the seeker if he wishes to arrive at his goal.
I would consider it best to have the spiritual and psychic (soul) development first [via esoteric self-work] and have it with the same fullness before entering the occult regions. Those who enter the latter first may find their spiritual realization much delayed - others fall into the mazy traps of the occult and do not come out in this life.”
- Sri Aurobindo, The Hidden Forces of Life




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised