ლ.გ. პოჩებუტი, ი.ა. მეიჟისი
1.2. გ. თარდის შეხედულებები ბრბოს ფსიქოლოგიაზე. პუბლიკა
ფრანგმა იურისტმა და სოციოლოგმა გაბრიელ ტარდმა აღმოაჩინა ისეთი ფენომენი, როგორიცაა პუბლიკა, ხოლო მე-20 საუკუნეს მან „პუბლიკის ეპოქა“ უწოდა. მან შეისწავლა ბრბოს, პუბლიკის და სოციალური პროცესების ფსიქოლოგია საზოგადოებაში და აღმოაჩინა მიბაძვის ფენომენი, რომლითაც ის ცდილობდა ყველა საზოგადოებრივი პროცესის ახსნას. მიბაძვა, მისი აზრით, სოციალური ურთიერთქმედების მთავარი მექანიზმია. ტარდმა განსაზღვრა რამდენიმე სახის მიბაძვა. ცნობიერებიდან გამომდინარე, არსებობს ლოგიკური და ალოგიკური მიბაძვა. მიბაძვითი მოძრაობის მექანიზმით და მათი თანმიმდევრობითობის მიხედვით არსებობს შინაგანი და გარე მიბაძვა. სოციალური ბუნების მიხედვით, არსებობს მიბაძვა საზოგადოების შიგნით და ერთი საზოგადოების მეორესადმი მიბაძვა. ტარდის თანახმად, მიბაძვის ფუნქციები გამოიხატება გამოგონებების და აღმოჩენების რეპროდუცირებაში, გავრცელებასა და უნიფიკაციაში. საზოგადოებრივი მიბაძვის წყალობით ერთდროულად უზრუნველყოფილია სოციალური ურთიერთობების პროგრესი და სტაბილურობა, მიმდინარეობს ინოვაციების გავრცელება და ტრადიციების შენარჩუნება.
წიგნში „აზრი და ბრბო“ (1892) გ. ტარდს მოცემული აქვს სოციალური ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების, განმარტება. „სოციალური ფსიქოლოგია არის კოლექტიური გონება, კოლექტიური ცნობიერება, განსაკუთრებული „ჩვენ“, რომელიც თითქოს არსებობს ინდივიდუალური გონების გარეშე“ (181, გვ. 257). ბრბო წარსულის სოციალური ერთობაა, ოჯახის შემდეგ ის ყველაზე ძველია სოციალურ ჯგუფებს შორის. ბრბო იშლება, როდესაც აღარ ესმის თავისი ლიდერის ხმა. ტარდმა თავისი კვლევის თემად პუბლიკა აირჩია, რომელიც დაშლილ ბრბოს წარმოადგენს.
წიგნის ბეჭდვის გამოგონებით კაცობრიობა ახალ ეპოქაში შევიდა, სადაც გაჩნდა ბრბოს ახალი ნაირსახეობა - პუბლიკა. პუბლიკა, ტარდის აზრით, არის ინდივიდთა სულიერი ერთობა, რომელიც ფიზიკურად დაშლილია, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებულია წმინდა გონებრივი ინტერესებით.
გ. ტარდი ბრბოს მიიჩნევდა ბუნებრივ ერთობად, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნებრივ ძალებთან. ბრბოსა და პუბლიკას შორის, მისი აზრით, რამდენიმე განსხვავებაა:
1. ადამიანი ერთდროულად შეიძლება მიეკუთვნოს სხვადასხვა სახის პუბლიკას, მაგრამ მხოლოდ ერთ ბრბოს.
2. ბრბოს უფრო დიდი შეუწყნარებლობა ახასიათებს, ვიდრე პუბლიკის, იმ აზრებისა და მოსაზრებების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგება მის აზრს. ბრბოს პუბლიკით ჩანაცვლებას თან ახლავს ტოლერანტობისა და სკეპტიციზმის ზრდა.
3. პუბლიკა შეიძლება განისაზღვროს, როგორც პოტენციური ბრბო, რადგან უაღრესად აღგზნებული პუბლიკა შეიძლება იქცეს ფანატიკოსთა ბრბოდ. აქედან გამომდინარე, ჩნდება ორი უკიდურესობა ბუნებრივი ერთობის კონტინუუმში - აგრესიული, ფანატიკური ბრბოდან ტოლერანტულ პუბლიკაზე გადასვლა.
4. ნებისმიერი ბრბო ემორჩილება ლიდერს, პუბლიკა კი არ ემორჩილება, მისი შთაგონება შეუძლია პუბლიცისტს, ჟურნალისტს, მწერალს. პუბლიკაზე უფრო მკაფიოდ აისახება მისი შემქმნელის კვალი. ბრბოში კი ბელადს მის მიმდევართა ბრბოს კვალი ამჩნევია.
5. ბრბო ნაკლებად ერთგვაროვანია, ვიდრე პუბლიკა. ბრბო ყოველთვის შეიძლება შეივსოს შემთხვევითი ცნობისმოყვარე გამვლელთა ხარჯზე. პუბლიკის ზრდა ხდება მიზნობრივი რეკლამის ხარჯზე.
6. პუბლიკა არის კომერციულ კლიენტთა ერთგვარი ცნობილი სახეობა. არსებობს კლიენტთა ორი ტიპი: მუდმივი, სტაბილური პუბლიკა და შემთხვევითი, არასტაბილური პუბლიკა (181, გვ. 266-272).
საზოგადოება სხვადასხვა ტიპის პუბლიკისგან შედგება, აღნიშნავდა ტარდი. აღნიშნული დაყოფა წმინდა ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს, რადგან შეესაბამება მოცემულ ეპოქაში არსებულ მდგომარეობას. მას მიაჩნდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ტიპის პუბლიკაზე დაყოფა მალე შეცვლის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კორპორაციულ დაყოფას. თანდათანობით საზოგადოებაში შეიქმნება გარკვეული ეპიფენომენი, ერთგვარი „ატმოსფერული გარსი“, რაღაც კოლექტიური ცნობიერების მსგავსი, რომლის მასაზრდოებელ გარემოს ინფორმაცია წარმოადგენს. სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ერთიან პუბლიკად ტრანსფორმაცია აუცილებელია სათემო საზოგადოების წევრებს შორის ადეკვატური კომუნიკაციისათვის. ზოგიერთი დიდი გაზეთის პუბლიკა, როგორიცაა „Times“, „Figaro“, ინტერნაციონალურია. ტარდმა უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს იწინასწარმეტყველა საინფორმაციო გლობალიზაცია, ერთიანი მსოფლიო საინფორმაციო ქსელების შექმნა.
გ. ტარდი ასახელებს ბრბოს ფორმირების ეტაპებს. პირველ ეტაპზე ბრბოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დადიან, მიდიან თავის საქმეზე ან უბრალოდ სეირნობენ. ეს ადამიანები ქმნიან მჭიდრო ბრბოს. მეორე ეტაპი იწყება იმ მომენტში, როდესაც ჩნდება საერთო მიზანი, რომელიც ააღელვებს და გააერთიანებს მათ. ასე ჩნდება სოციალური აგრეგატის პირველი საფეხური - ბრბო. როგორც კი ადამიანებს გაიტაცებს საერთო იდეა, ისინი შეადგენენ პუბლიკას. იქიდან გამომდინარე, თუ რა გადაიწონის - მიზანი თუ სურვილი, წარმოიქმნება ორი ტიპის პუბლიკა: პუბლიკა დარწმუნებული, ფანატიკური, ან პუბლიკა ვნებიანი, სურვილის მქონე.
გ. თარდი იძლევა ბრბოს დახასიათებას. კერძოდ, ის წერს: „ბრბო არა მხოლოდ გულუბრყვილო, არამედ შეშლილიც არის. ჩვენს მიერ აღწერილი ბევრი თვისება ანალოგიურია სულით ავადმყოფთათვის ჩვენს საავადმყოფოებში: გადამეტებული სიამაყე, შეუწყნარებლობა, ზომაგადასულობა ყველაფერში. ისინი ყოველთვის ორ უკიდურეს პოლუსამდე მიდიან: ან აღგზნების, ან სულიერი დაცემის, ან გმირულად თავშეუკავებლები არიან, ან პანიკით განადგურებულნი. მათ აქვთ რეალური კოლექტიური ჰალუცინაციები: ერთად შეკრებილ ადამიანებს ეჩვენება, რომ ისინი ხედავენ და ესმით ისეთი რამ, რასაც ვერ ხედავენ და ისმენენ ყოველდღიურად ცალ-ცალკე. და როცა ბრბო დარწმუნებულია, რომ მას დევნის წარმოსახვითი მტერი, მათი რწმენა ემყარება შეშლილის ლოგიკას“ (181, გვ 294).
ბრბოს და პუბლიკის კლასიფიცირება ასევე შეიძლება აქტიურობის მიხედვით. არსებობს ბრბო, რომელიც მოლოდინით საზრდოობს, ასევე მომსმენი, მანიფესტანტური და მოქმედი ბრბო. მოლოდინში მყოფ ბრბოს ახასიათებს კოლექტიური ცნობისმოყვარეობა, რომელსაც შეუძლია გაუგონარ ზომებს მიაღწიოს. ბრბს ყოველთვის არის ან უფრო მომთმენი ან უფრო მოუთმენელი, ვიდრე ცალკე ინდივიდი. ეს აიხსნება ფსიქოლოგიური მიზეზით - შეკრებილ ინდივიდთა ემოციურობით.
მომსმენი ბრბო იკრიბება ტრიბუნასთან, ესტრადასთან, სცენასთან. ამ ტიპის ბრბოს შესახებ ტარდი აღნიშნავს შემდეგს. ასეთ ბრბოში „მხოლოდ მაყურებელთა ან მსმენელთა მცირე რაოდენობა ხედავს კარგად და ესმის კარგად, ბევრი მხოლოდ სანახევროდ ხედავს და ისმენს ან სრულიად ვერ ხედავს ან ისმენს ...“ (181, გვ. 286). ტარდის აზრით, კოგნიტური პროცესების ცვლილება აიხსნება იმ ფაქტით, რომ ასეთ შემთხვევებში ბრბო სანახაობას მხოლოდ საკუთარი თავისთვის წარმოადგენს. ბრბო იზიდავს და ქმნის ბრბოს. ამდენად, ტარდმა წინასწარ გამოიცნო სოციალური ფასილიტაციის ეფექტი.
ბრბოში მყოფი ადამიანები იძულებულნი არიან უფრო მეტი რეაგირება მოახდინონ ერთმანეთზე, ვიდრე ინფორმაციაზე, რომელსაც მათ ორატორი აწვდის. კოგნიტური პროცესები მიმართულია ბრბოს შიგნით, რადგან ადამიანი, პირველ რიგში, ცდილობს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ადამიანთა უზარმაზარ მასაში.
მანიფესტანტური ბრბო ყოველთვის გამოხატავს თავის რწმენას, თავის მგზნებარე სიყვარულს ან სიძულვილს, სიხარულს ან მწუხარებას მისთვის დამახასიათებელი გაზვიადებით. მათ ბევრი იდეა არ გააჩნიათ, სამაგიეროდ ისინი მტკიცედ იცავენ მათ და დაუღალავად გაიძახიან ერთსა და იმავეს.
მოქმედი ბრბო. რა შეუძლია შექმნას ბრბომ მისთვის დამახასიათებელი არათანმიმდევრულობისა და მოუწესრიგებელი ძალისხმევიდან გამომდინარე? - ასეთი კითხვა დასვა ტარდმა. მას შეუძლია მხოლოდ დანგრევა, განადგურება და არა შექმნა. მან დაყო მოქმედი ბრბო ორ სახეობად: მოსიყვარულე და მოძულე. არ არის ცნობილი რა უფრო დამღუპველია: ბრბოს სიძულვილი თუ მისი სიყვარული, წყევლა თუ ენთუზიაზმი. ძლიერი გრძნობებით შეპყრობილი ბრბო უმართავი ხდება, და მას თავისი კერპების განადგურება შეუძლია. ასევე არსებობს სადღესასწაულო და სამგლოვიარო ბრბო. სადღესასწაულო ბრბოს, ტარდის აზრით, ერთიანობის განვითარებისთვის მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ბრბოს ანტისოციალური, აგრესიული ქმედებები იწვევს დანაშაულებრივ განადგურებას და ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე, რაც აიძულებს ადამიანებს დიდხანს განიცადოს ეს მოვლენები და დაწყევლოს თავისი მეხსიერება.
გ. ტარდი მიიჩნევს, რომ იდეის გავრცელების მექანიზმია შთაგონება. ბრბოში, აღნიშნავს ტარდი, არიან ისინი, ვინც შთააგონებს, და ისინი, ვინც შთაგონებას ექვემდებარება. კოლექტიური „მშთაგონებელი“ ბრბოში შედგება ბელადისა და ბრბოს წევრებისგან, რომლებიც ერთმანეთს ბაძავენ და შთააგონებენ იდეებსა და გრძნობებს. ბრბოს ლიდერს გარკვეული თვისებები აქვს. პირველ რიგში, მას უნდა ჰქონდეს შთაგონების, შთაბეჭდილების მოხდენის უნარი. მეორე, ნების განსაკუთრებული განვითარების წყალობით, ადამიანი თავად აქცევს თავის თავს ბელადად. არსებობს გავლენის მოხდენის ხუთი გზა - მტკიცე ნება, არწივივით გამჭრიახი მზერა, ძლიერი რწმენა, მძაფრი ფანტაზია, დაუოკებელი სიამაყე (181, გვ .400). ეს არის ლიდერის დიდი ძალაუფლების წყარო.
ტარდი გამოყოფდა გავლენის ორ ტიპს. პირველი არის გავლენა მანძილზე, მაგალითად, პუბლიკაზე. ამ შემთხვევაში მთავარ როლს თამაშობს გონების და ფანტაზიის უპირატესობა. მეორე არის პირდაპირი გავლენა, გავლენა ბრბოზე. ის ეფექტურია მხოლოდ ზემოთ აღნიშნული მეთოდების გამოყენებისას. სწორედ ტარდმა აღმოაჩინა სოციალური იდენტიფიკაციის მოქმედების მექანიზმი - პროცესი, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში გ. ტეჯფელომ აღწერა. „როდესაც ბრბო აღფრთოვანებულია თავისი ლიდერით, როცა ჯარი აღფრთოვანებულია თავისი გენერლით, იგი თავის თავითაც აღფრთოვანებულია და ითვისებს იმ დიდ წარმოდგენას, რომელიც ამ ადამიანს აქვს თავის თავზე“, - წერდა ტარდი (181, გვ 114).
გ. ტარდმა აღმოაჩინა პარადოქსი: ბრბოს არ გააჩნია გონივრული ქმედებების უნარი, მხოლოდ ცალკე ადამიანს შეუძლია ფიქრი და რაციონალურად მოქმედება. ბრბოს არ გააჩნია ინტელექტუალური შემოქმედების უნარი. ერთ შეკრებულ ადამიანებს ნაკლებად აქვთ აზროვნების უნარი, ისინი კარგავენ რეალობის შეგრძნების უნარს. თუმცა, ბრბოში არიან ძლიერი ნების მქონე ადამიანები, მათ შეუძლიათ სხვების მოჯადოება და მართვა. ესინი არიან ლიდერები, რელიგიური მოღვაწეევი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები.
ფაქტიურად, ტარდმა შექმნა მასობრივი კომუნიკაციის თეორია. მან აღმოაჩინა, რომ ნებისმიერ კომუნიკაციას, როგორც მასობრივს, ასევე ინდივიდუალურს, თან ახლავს შთაგონების ზემოქმედება. ეს გავლენა განსაკუთრებით ძლიერია ბრბოში.

თარგმანი
M.F.L (C) 06. 2018
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised