вторник, 12 июня 2018 г.

როგორ შეუძლიათ ათეისტებს საღი აზრის დაცვა: 15 მეთოდი

ათეისტებს სჭირდება თვითდამკვიდრება! ეს შეიძლება ასე განხორციელდეს
ჩემში გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ტერმინმა „ახალი ათეიზმი“ ასეთი მნიშვნელობა მოიპოვა. მიმაჩნია, რომ სახელი არასწორია. ღმერთის ურწმუნოებაში ახალი არაფერია. ჩვენ ყველანი, გამონაკლისის გარეშე, ვიბადებით და აბსოლუტურად არაფერი არ ვიცით ღმერთისა და ღმერთების შესახებ, ჩვენს შეხედულებებს რელიგიის შესახებ ვიღებთ მხოლოდ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის გზით, ან უფრო ხშირად, სხვა ადამიანებისგან ინდოქტრინაციის გზით, და ასეთი ინდოქტრინაცია ჩვეულებრივ იწყება დიდი ხნით ადრე, სანამ  დავიწყებთ გონივრულად მსჯელობას. ამრიგად, ჩვენი პირვანდელი მდგომარეობაა ურწმუნოება. ახალმა ათეისტებმა (უპირველეს ყოვლისა, რიჩარდ დოკინზმა (Richard Dawkins), სემ ჰარისმა (Sam Harris) და გარდაცვლილმა კრისტოფერ ჰიტჩენსმა (Christopher Hitchens)), რეალურად არაფერი განსაკუთრებული არ გააკეთეს, გარდა იმისა, რომ გონზე მოგვიყვანეს, დაგვიბრუნეს ცნობიერების სიწმინდე და ბუნებრივი სიცხადე. თუმცა მათმა ძალისხმევამ ბევრი კამათი და დაპირისპირება გამოიწვია. ოპონენტების დიდი რიცხვითი უპირატესობის და პოპულარული მენტალიტეტის გამო, რომელიც მოითხოვს რწმენის მქონე ადამიანების (მათ შორის უმეტესად მამაკაცების) ავტომატურ და უპირობო პატივისცემას - მღვდლების, პასტორების, რაბინების, იმამების და ა.შ., - ახალი ათეისტები, საჭიროებისამებრ, დიდი ენთუზიაზმით განმარტავენ თავის მოსაზრებებს, რაც ხშირად აღიზიანებს მორწმუნეებს, რომლებიც მიეჩვიენ მოკრძალებულ პატივისცემას. გაღიზიანებას და აღშფოთებას ასევე იწვევენ ის ათეისტები, რომლებიც მიიჩნევენ რელიგიას ძალიან მტკივნეულ თემად იმისათვის, რომ ღიად განიხილონ ის.
         ჩვენ, ათეისტები, აუცილებლად უნდა გამოვფხიზლდეთ, წარმოვაჩინოთ საკუთარი საღი აზრი და შევცვალოთ მორწმუნეებთან კომუნიკაციის ბუნება, რომლებიც ყოველდღიურად შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოდიან (ხშირად გაუცნობიერებლად); ჩვენ უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება უსაფუძვლო ვარაუდების მიმართ, რადგან უკვე დიდი ხანია არსებობს მორწმუნეთათვის უპირატესობის მიცემის და მათ მიმართ დაუმსახურებელი პატივისცემის გამოვლენის ტენდენცია. რელიგია სერიოზული საკითხია, რომელიც სცილდება ინდივიდუალური ცნობიერების ფარგლებს და ზოგჯერ გადადის ღია ძალადობაში, დისკრიმინაციაში სქესობრივი პრინციპით, სექსუალურ ძალადობასა და თავდასხმაში, ასევე სხვადასხვა სამართლებრივ მცდელობაში შეზღუდონ ქალის უფლება აბორტზე და სრულიად აკრძალონ ის, რომ აღარაფერი ვთქვათ ტერორიზმსა და ომის შესახებ. დადგა მოქმედების დრო. გამოკითხვები აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები სულ უფრო და უფრო მიდის უღმერთობის გზით, რომ დღეს ქვეყანაში უფრო მეტია ათეისტი, ვიდრე ოდესმე (რაც, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ახალი ათეისტების მოღვაწეობის შედეგია). ევროპის დიდი ნაწილი უკვე რამდენიმე ათეული წლის წინ შევიდა პოსტრელიგიურ ეპოქაში. ამერიკელებს სურთ დაეწიონ მას.
        მე ვთავაზობ ათეისტებს ახალ კრედოს: კონკრეტულ პასუხს რწმენის საკითხთან დაკავშირებულ შეურაცხყოფაზე, რელიგიურ ცრურწმენაზე, იმაზე, რასაც ჰიტჩენსმა „კლერიკალური დაშინება“ უწოდა.  (ქვემოთ მე შევჩერდები სამ მონოთეისტურ აბრაამულ რელიგიაზე, მაგრამ რასაც ვგულისხმობ, სხვა სარწმუნოებასაც ეხება). რა თქმა უნდა, მორწმუნეებს აქვთ საკუთარი რწმენის უფლება. მაგრამ მათ არ აქვთ თავდაპირველი უფლება ღიად გამოიტანონ თავისი რწმენა და ამასთან არ გააჩნდეთ კრიტიკის მოლოდინი. რელიგია უნდა გაანალიზდეს საღი აზრისა და რაციონალური შეფასების თვალსაზრისით. უნდა ხდებოდეს მისი ღიად განხილვა, როგორც ჩვენ განვიხილავთ პოლიტიკის, ხელოვნებისა და ამინდის საკითხებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი შესწორება უკრძალავს კონგრესს მიიღოს კანონი სახელმწიფო რელიგიის შესახებ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მაშინ ჩვენ რატომ უნდა შეგვრცხვეს და რატომ უნდა ავარიდოთ თავი რელიგიის საკითხის ღიად განხილვას? რატომ არის მიჩნეული არაკორექტულად ამ თემასთან დაკავშირებული დებატები, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მორწმუნე ადამიანები ხშირად საუბრობენ მათი რწმენის შესახებ და ცდილობენ თავს მოახვიონ სხვებს?
         გთავაზობთ რამოდენიმე ზოგად რელიგიურ გამონათქვამს, და როგორ შეიძლება პასუხი გასცენ მათ ათეისტებმა.

1. „ვილოცოთ!“
   მოდით, ნუ გავაკეთებთ ამას. როცა ოჯახში სადილის დროს თქვენ გთავაზობენ ერთმანეთისთვის ხელის ჩაკიდებას, თავის დახრას და ღმერთისათვის  მადლობის თქმას, ასე უპასუხეთ: „არა, მადლობა. მე ათეისტი ვარ. ამიტომ ლოცვას  არ დავიწყებ“. ურწმუნო ადამიანს შეპასუხების სრული უფლება აქვს, როდესაც მას სთავაზობენ მონაწილეობა მიიღოს ცრურწმენასთან დაკავშირებულ რიტუალში. და თუ ეს კეთდება ბავშვების თანდასწრებით, ის მორალურად ვალდებულია გამოხატოს ასეთი პროტესტი. თუ თქვენ თავაზიანად იტყვით უარს ლოცვაზე, ეს იქნება მაგალითი გონივრული და რაციონალური ქცევისა ახალგაზრდა ადამიანისთვის, და შეესაბამება დროის ათეისტურ სულისკვეთებას.

2. „რელიგია თითოეულის პირადი საქმეა. ამ საკითხის წამოჭრა არ არის ზრდილობიანი“
 რელიგია ძირითადად კოლექტიური საქმეა, იგი უხსოვარი დროიდან ემსახურებოდა საზოგადოებას, ხელს უწყობდა მის გაერთიანებას. მაგრამ ეს ასევე ხელს უწყობდა ქსენოფობიის და ძალადობის (განსაკუთრებით „უწესო“ ქალთა და „უწმინდურ“ უმცირესობათა წინააღმდეგ) გაღვივებას, ამასთან ხშირად იღებდა მასშტაბურ ხასიათს. ურწმუნო ადამიანებმა უნდა წინ წასწიონ გონების და რაციონალურობის საქმე, ღიად განიხილონ აღნიშნული საკითხები. ასეთი ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ზოგჯერ მოუხერხებელი ჩანდეს, დაეხმარება რწმენის ირგვლივ არსებული წმინდანობის აურის გარღვევაში და ამხელს მის ნამდვილ ხასიათს.

3. „თქვენ ათეისტი ხართ? მებრალებით“
გთხოვთ, უბრალოდ სიხარული იგრძენით ჩემს გამო. მე არ მეშინია ჯოჯოხეთის, არ ველოდები იმქვეყნიურ ცხოვრებას სამოთხეში. ნაბოკოვმა შემდეგნაირად შეაჯამა ურწმუნო ადამიანის შეხედულებები სამყაროსა და ჩვენს ადგილზე მასში: „აკვანი ირწევა უფსკრულის პირას. საღი აზრი ახშობს შთაგონებული ცრურწმენის ჩურჩულს და გვეუბნება, რომ ცხოვრება მხოლოდ სუსტი შუქია ჭუჭრუტანაში ორ იდეალურად შავ მარადიულობას შორის“. მე-19 საუკუნის შოტლანდიელი ისტორიკოსი თომას კარლეილი (Thomas Carlyle)  ამის შესახებ ოდნავ განსხვავებულად ლაპარაკობდა: „ერთი სიცოცხლე. დროის მცირე გაელვება ორ მარადიულობას შორის“. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მოგონებები მაქვს, მე ვაფასებ დღევანდელობას, იმ დროს, რომელსაც დედამიწაზე ვატარებ, ვაფასებ ჩემს გარემოცვას. მე მენატრება ისინი, ვინც წავიდა და დაგვტოვა, და მიუხედავად იმისა, რომ მტკივნეულია, ვაღიარებ, რომ მათ აღარ შევხვდები. არსებობს მხოლოდ ის, რაც არის ახლა და აქ, - და მეტი არაფერი. როგორც ორუელმა აღნიშნა, იყო ზრდასრული ნიშნავს გქონდეს „ძალა პირდაპირ უყურო უსიამოვნო ფაქტებს“. ჭეშმარიტი სიმწიფის დასაწყისი სწორედ ამით იწყება - დამამშვიდებელ ფიქრებზე უარის თქმით. არსებობს ნამდვილი გათავისუფლება იმის აღიარებაში, რომ ჩვენ ვართ ძუძუმწოვრები, რომლებიც დედამიწაზე ცხოვრობენ დაახლოებით ოთხმოცი წლის განმავლობაში, და მეტი არა (ისიც, თუ გაუმართლა).
        ათეისტი რომ იყო, საჭიროა გარკვეული თანდაყოლილი გამბედაობა. ათეისტები სიკვდილს პირდაპირ უყურებენ მითების და შელამაზების გარეშე. ამისათვის კი საჭიროა გამბედაობა.

4. „თუ ათეისტი ხართ, ცხოვრებას აზრი არ აქვს“
  აქ მიზანი ყალბ გზავნილს ეფუძნება - რომ ღვთაება მოითხოვს მისი ნებისადმი მორჩილებას. ასეთი მიზანი არ იმსახურებს პატივისცემას. გააზრებული და მიზანმიმართული არსებობის მრავალი მიზეზი და საფუძველი არსებობს, რომელიც დაკავშირებულია განმანათლებლობის ეპოქის მიღწევებთან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი სამყაროს პრობლემების მოგვარება რაციონალური დისკუსიის გზით, და არა რელიგიისა და ტრადიციების მეთოდებით. განმანათლებლობის ეპოქასაც ხომ, როდესაც ათეიზმი დაიბადა და დაიწყო გაძლიერება, ასევე ეწოდება გონების ეპოქა.

5.  „თუ რელიგიaს გავაუქმებთ, ხალხს არაფერი შეაჩერებს მკვლელობის, ძალადობისა და ძარცვისგან“
   ეს ასე არ არის. მკვლელობა, ძალადობა და ძარცვა გავრცელებულია რელიგიურ საზოგადოებებშიც, და ხშირად ისინი ხორციელდება სასულიერო პირების კურთხევით. არსებობს ბარბაროსული სისასტიკის და დანაშაულის გრძელი სია, რომელიც ხორციელდებოდა და ხორციელდება კონკრეტული რწმენის სახელით: ომები, მასობრივი მკვლელობები, ტერორისტული აქტები, ინკვიზიცია, ჯვაროსნული ლაშქრობები, ქურდებისთვის ხელების მოკვეთა, კლიტორის  და დიდი სასქესო ტუჩების მოჭრა, ჯგუფური გაუპატიურების გამოყენება დასჯის მიზნით. ეს ყველაფერი მოწმობს რელიგიის ბარბაროსობისა და სისასტიკისკენ მიდრეკილებაზე, ან მინიმუმ, ამ ქმედებების მიმართ ტოლერანტობაზე. ბიბლია და ყურანი ამართლებენ ამ და სხვა დანაშაულს, რომელიც განსაკუთრებით ქალებსა და ჰომოსექსუალებს აყენებს ზიანს. შემთხვევით არ უწოდებენ შუა საუკუნეებს ევროპაში ობსკურანტიზმის ეპოქას. ეკლესიის ძალაუფლების ათასწლეული, რომელიც დასრულდა მხოლოდ რენესანსის ეპოქის მოსვლასთან ერთად (როდესაც ევროპა ღმერთიდან ადამიანს მიუბრუნდა), სასტიკი და საშინელი დრო იყო.
          მორალი წარმოიშობა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და წესრიგის ჩვენი თავდაპირველი სურვილისგან, რომლის გარეშეც არც ერთ საზოგადოებას არ შეუძლია ცხოვრება და მუშაობა. ფუნდამენტური მორალური პრინციპები (მაგალითად, რომ მკვლელობა და ქურდობა არასწორია) რელიგიამდე გაჩნდა. ისინი, ვინც თავს იკავებენ დანაშაულის ჩადენისგან უზენაესის წინაშე შიშის გამო და არა იმიტომ, რომ ხედავენ განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის, არ არიან ქება-დიდების ღირსი. მით უმეტეს, ნდობის. თუ რომელი წესები, ქმედებები და ჩვევები უფრო ზნეობრივია მოცემულ დროს, გონივრული დებატების თემა უნდა გახდეს. ბატონისა და მონის იდეალები და ღვთაებრივი პრინციპის სავალდებულო თაყვანისცემა, რომელიც რელიგიას ახასიათებს,  ამგვარი დებატების მიმართ ღრმად მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი მორალური კურსის შედგენა თანასწორობის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანობის შესახებ საუბარს აზრი არ აქვს.

6.  „ვერაფერი შეედრება ღმერთის დიდებას და მის მიერ შექმნილ სამყაროს“
 არ არის აუცილებელი აქ ღმერთის ჩარევა. „სამყარო“ თავისთავად დიდებულია, და ამას ყველა აღიარებს, ვინც აკვირდება გრანდ-კანიონის სიღრმეებს ან ღამის ცას. როდესაც მდინარე კონგოზე ნავით მივცურავდი, ხშირად ვყოფილვარ აღფრთოვანებული, როდესაც ვაკვირდებოდი ირმის ნახტომის ფონზე მკაფიოდ შესამჩნევ კაშკაშა ვარსკვლავებს და პლანეტებს. და ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი იმ დიდი შთაბეჭდილებათაგანი, რომელიც სცილდება ჩვენს ცოდნას, რომელიც მე, ათეისტმა, მივიღე მთელ მსოფლიოში მოგზაურობისას. სამყარო საოცარი და ლამაზია თავისთავად, და ეს არ საჭიროებს რწმენას. ამისათვის საჭიროა მხოლოდ გამძაფრებული გრძნობები.

7. „გონივრული არ არის გჯეროდეს იმის, რომ სამყარო შემოქმედის გარეშე გაჩნდა“
არ არის გონივრული დავასკვნათ, რომ, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს, შექმნა  უხილავმა და ყოვლისშემძლე უზენაესმა უფალმა. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ზებუნებრივი ძალების არსებობას აცხადებს, რაზეც მუდმივად მიანიშნებენ ახალი ათეისტები. თუმცა ახალ ათეისტებს ახალი არაფერი გამოუგონებიათ. თითქმის 200 წლის წინ, ბრიტანელი პოეტი შელი თავის ტრაქტატში „ათეიზმის საჭიროება“ აღნიშნავდა: „ღმერთი არის ჰიპოთეზა და, როგორც ასეთი, ამას სჭირდება მტკიცებულება: მტკიცების ტვირთი მორწმუნეს ეკისრება“. მისთვის ეს ნათელი იყო უკვე მაშინ, სანამ ჩვენ შევძლებდით ადამიანის გენის გაანგარიშებას, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას და ტელეგრაფის გამოგონებას.

8. „მე ვილოცებ შენთვის, რათა იხილო სინათლე“
 ეს არ არის საჭირო, მაგრამ მოიქეცი ისე, როგორც შენ გინდა. ავრაამ ლინკოლნმა ამის შესახებ თქვა: „რაც მოსახდენია, მოხდება; თქვენი ლოცვა ამ  ბედისწერას ვერ შეაჩერებს“.

9. „თუ ღმერთთან დაკავშირებით ცდები,  ჯოჯოხეთში ამოყოფ თავს. ამიტომ, უმჯობესია გვჯეროდეს“.
 პასკალის ცნობილი სანაძლეო ცოცხალია იმ ადამიანთა შორისაც კი, ვისაც არასდროს სმენია მე-17 საუკუნის ამ ფრანგი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის შესახებ. მოდით, თავი დავანებოთ საკითხს იმის თაობაზე, მოეწონება თუ არა მას, ვინც ითხოვს ღმერთის უპირობო სიყვარულს, თქვენი აშკარა მერკანტილიზმი, და ვკითხოთ მას, რომელი ღმერთი გადაგვარჩენს მარადიული ტანჯვისგან. კათოლიკური? ებრაული? მუსლიმური? სამივე აბრაამული რელიგიის სწავლება უკეტავს სამოთხისკენ მიმავალ გზას მათ, ვინც „არასწორ“ რწმენას მისდევს.

10.  „რელიგია მამშვიდებს, განსაკუთრებით მძიმე დანაკარგის დროს. ცუდია, რომ შენ არ გწამს“
მწერალი ჯორჯ ბერნარდ შოუ აღნიშნავდა: „მორწმუნე რომ უფრო ბედნიერია, ვიდრე სკეპტიკოსი, ისევე მართალია, როგორც მთვრალი რომ უფრო ბედნიერია, ვიდრე ფხიზელი ადამიანი. ადვილი რწმენის  ბედნიერება სახიფათო თვისებაა“. რაც შემეხება მე, რამდენიმე სირჩა არაყი არის ის, რაც მჭირდება. საკმაოდ კონკრეტულად და არსებითად.
          ლინკოლნი, რომელსაც სჭირდებოდა ნუგეში ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მაინც აცხადებდა: „ჩემი ადრინდელი მოსაზრებები გადარჩენის ქრისტიანული სქემის უსაფუძვლობისა და წმიდა წერილის ადამიანის მიერ შექმნის შესახებ მრავალი წლის  შემდეგაც უფრო მკაფიო და ძლიერია, და მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ისინი“.

10. „როდესაც სიბერე მოვა და სიკვდილს მიუახლოვდები, მაშინ რელიგია შენთვის საჭირო გახდება“
სიბერით გამოწვეული დემენციის დროს, ალბათ, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მოვლენათა ასე მკვეთრად შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა. სიბერე და სიკვდილის პერსპექტივა არანაირად არ ზრდის წარმოსახვითი ნუგეშის მიმზიდველობას იმის თაობაზე, რომ სამოთხეში აღმოჩნდები, ასევე ბოროტი მითების უტყუარობას ჯოჯოხეთისა და  წყევლის შესახებ. შიში და დემენცია არ შეიძლება ემსახურებოდეს სამყაროსა და ჩვენს, წინასწარ განსაზღვრულ ბედს, ფანტასტიკურ განცხადებებს.
        ის ფაქტი, რომ ადამიანი წლების მანძილზე რელიგიისკენ მიდის, დიდწილად უკავშირდება აღზრდას და, აქედან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია ბავშვებში რწმენის პრეზუმფციის წინააღმდეგ გამოსვლა. ადამიანი მიიჩნევდა ბიბლიურ მოვლენებს (როგორიცაა სპონტანურად აალებული ბუჩქი, ორად გაპობილი ზღვა, უბიწო ჩასახვა, წინასწარმეტყველების აღდგომა და ა.შ.), რომლებიც, სავარაუდოდ, ადასტურებენ ჩვენს საქმეებში ღვთის ჩარევას, ზღაპრად და ფიქციად, რომ არა ის რწმენა, რომლითაც ჩვენ ვეხებით ამ საქმეს და არც კი განვიხილავთ ამგვარი ინტერპრეტაციის ნამდვილობის საკითხს.

11. „შენ არ გაქვს ჩემი რელიგიური შეხედულებების გაკრიტიკების უფლება“
 არასწორია. ასეთი განცხადება მიზნად ისახავს სიტყვისა და დიალოგის თავისუფლების აღკვეთას იმ თემაზე, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების არსებობის თითქმის ყველა ასპექტში. არავის არა აქვს დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთების უფლება ან დაუსაბუთებელი განცხადებების ჭეშმარიტების გარანტირება „წმინდა“ ტექსტების საფუძველზე იმ იმედით, რომ არც ერთი მოაზროვნე ადამიანი არ შეედავება მას.

12.  „იესო მოწყალეა“
თუ იესო არსებობდა (საუკუნოვანი ძებნის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ არსებობდა), მაშინ ის იყო უგულო წინასწარმეტყველი საბედისწერო დასასრულისა იმ ცოდვილთათვის, ვისაც სავარაუდოდ უყვარდა ის. ის ხომ ეუბნებოდა მათ, ვისაც არ შეეძლო საბრალოთა დამშვიდება და მხარდაჭერა, რომ ისინი წყეული იქნებოდნენ, და მარადიული ცეცხლისა და ტანჯვისათვის გაწირავდნენ თავს.

13. „შენ ვერ დაამტკიცებ, რომ ღმერთი არ არსებობს“
 ყოველ შემთხვევაში, მართებული იქნება, თუ გამოვიყენებთ გნოსეოლოგიის ტერმინოლოგიას. გონივრული ათეისტები, როგორც ახალი, ასევე  ძველი, არ დაიწყებენ ამის შესახებ კამათს. მაგალითად, რიჩარდ დოკინსი თავის მსმენელებს ეუბნებოდა, რომ ნომინალურად ის აგნოსტიკოსი იყო, რადგან შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ რაღაც არ არსებობს. იგი თავს ათეისტს უწოდებდა მხოლოდ იმ გაგებით, რომ მას „სწამს ჯუჯების, ელფების და მარტორქების ისევე, როგორც ღმერთის“. ღმერთის, ელფების და ჯუჯების არსებობის მტკიცებულებები, განაცხადა დოკინსმა, „თანაბრად მცირეა“.

14.  „ჩემი რელიგია ჩემთვის ჭეშმარიტებაა“
 სენტიმენტალური, ვიწრო და მოუმწიფებელი განცხადება, ჰგავს ბოდვას და ეწიბააღმდეგება ქრისტიანობას და ისლამს, რომლებიც არ აღიარებენ ერთმანეთს და გააჩნიათ საკუთარი უნივერსალობის პრეტენზია. თქვენ ვერ მოძებნით მეცნიერს, რომელიც გეტყვით: „კვანტური ფიზიკა ჩემთვის ჭეშმარიტებას წარმოადგენს“. არავინ  დაუჯერებდა პოლიომელიტის ვაქცინის შემქმნელს ჯონას სალკს (Jonas Salk),  თუ განაცხადებდა მისი ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რომ ის მისთვის ჭეშმარიტებას წარმოადგენს.

15.  „ნუ მიიღებთ ყველაფერს ბიბლიაში ზედმიწევნით“
თუ ბიბლიას ზედმიწევნით არ მივიღებთ (და სხვა, „ზეშთაგონებაზე“ დაფუძნებულ ტექსტებს), მაშინ მკითხველს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ აირჩიოს მასში ცალკე ნაწილები მისი რწმენისათვის. მაგრამ ამგვარი შერჩევის გზამკვლევი არ არსებობს, ხოლო ურწმუნო ადამიანები ამ ტექსტების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისკენ მოუწოდებენ.
         მე არ ვუჭერ მხარს უდიერობას, მაგრამ უნდა გქონდეთ რაციონალური შეხედულებების გამბედაობა - და წინ.  ყველა უკეთესად ვიგრძნობთ თავს.

    ჯეფრი თეილერი „The Atlantic“-ის შტატგარეშე რედაქტორია. ცოტა ხნის წინ გამოვიდა მისი მეშვიდე წიგნი «Topless Jihadis Inside Femen, the World’s Most Provocative Activist Group» („შიშველმკერდიანი ჯიჰადისტი ქალები Femen-იდან, მსოფლიოში ყველაზე პროვოკაციული და მაცდური ორგანიზაციიდან).


თარგმანი
M.F.L  2018
(C)
06.06.18





























































ათეისტი მოკვდა და ღმერთის წინაშე აღმოჩნდა სამსჯავროზე
-ბატონო გიორგი,ქრისტიანობა ქადაგებს-თუ ადამიანი მორწმუნეა ის მოხვდება სამოთხეში და თუ ცოდვილია ის ჯოჯოხეთში ამოყოფს თავსო!-ეს ასეაო?-ეჭვით ეკითხება ათეისტი მამაზეციერს
-დიხას შვილო ასეა!-უპასუხა გიორგიმ მშვიდად
-დაიცა კაცო,აბა ბუდიზმი რომ ქადაგებს თუ ადამიანი კეთილია ის ხელახლა იბადება და ისევ დედამიწაზე მოხვდებაო?-ეშმაკურად ჩაეკიტხა ,,თავხედი"ათეისტი
-კი შვილო,ზუსტად მასეაო!-მშვიდად პასუხობს გიორგი
-რაიო?-გადირია ათეისტი-კიმაგრამ ეგ რანაირადო?
-ძალიან მარტივად შვილო,როცა ქრისტიანია და მორწმუნეა,ის ხვდეა სამოთხეში,ხოლო როცა ბოროტია ჯოჯოხეტში ვამწესებ და თუ ადამიანი ათეისტია ის არც ბოროტია და არც მორწმუნე,ჰოდა სად ტრაკში გავამწესო?-ჰოდა ისევ დედამიწაზე ვაბრუნებ სანამ ,,ქრისტიანი"არ გახდება და რამეს არ მიჰქარავსო!-მიუგო ოდნავ აღშფოთებულმა გიორგიმ!


















































http://www.freemaninstitute.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised