вторник, 26 июня 2018 г.

რა არის დესტრუქციული სექტა. როგორ შეიძლება ადამიანის სექტიდან გამოყვანა

რა არის დესტრუქციული სექტა

თუკი ქუჩაში მოგიახლოვდებათ გაღიმებული ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი წუთით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, რათა მოგყიდოთ მანქანების სარეცხი ჯაგრისი ან უბრალოდ შეეცდება ტურისტულ ფირმაში შესვლა გაიძულოთ, ამ შემთხვევაში უარის თქმა თქვენთვის გაცილებით ადვილია. შედარებით რთულია, თუ გამვლელი დაინტერესდება, გწამთ თუ არა ღმერთი, და მიგიწვევთ ბიბლიის შემსწავლელ სემინარებზე: თუ დათანხმდით, თქვენდა უნებურად, აღმოჩნდებით რელიგიის სახელით მოქმედ თაღლითთა ხელში.
მაშასადამე, რელიგიური სექტები. დღევანდელი კანონმდებლობა საკმარისად უწყობს ხელთ მათ კეთილდღეობას: ნებისმიერ ათ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს როგორც რელიგიური ორგანიზაცია - სახელმწიფო ათავისუფლებს მათ გადასახადებისაგან და ზოგადად „მწვანე შუქს“ აძლევს. ხოლო გულუბრყვილო ადამიანების გადაბირება, მათ საუკეთესო გრძნობებზე თამაში ახლა უფრო ადვილია, რადგან საზოგადოებაში სუფევს გაუცხოება. როგორ შეიძლება სულიერი ვაკუუმის შევსება? გასაკვირი არ არის, რომ, მაგალითად, „აუმ სერნიკეს“ საქმიანობის კულმინაციურ მომენტში 1994 წლის მაისში ამ სექტაში აღმოჩნდა 48,600 რუსი მოქალაქე. 1998 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 6 ათასზე მეტი სექტანტური ტიპის ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული, ხოლო დღეისათვის, დაახლოებით, 500 ათასი არასრულწლოვანი და 18-დან  25 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა რელიგიური კულტების გავლენის ქვეშ იმყოფება.
რა არის სექტა? მას ასევე შეიძლება ეწოდოს დესტრუქციული კულტი ან საკულტო ახალი წარმონაქმნი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს რელიგიურ მიზნებს, მაგრამ გამოეყოფა ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებს. ის მიმართავს ნებისმიერი ნორმალური ადამიანის სულიერ მოთხოვნილებებს: ცხოვრების აზრის ძებნას, სულის უკვდავების რწმენას, კაცობრიობის გადარჩენას ტანჯვისგან და უბრალოდ თვითსრულყოფას. ეს „ფირნიში“ახალბედებს იზიდავს. სინამდვილეში კი  სექტების უმრავლესობას მხოლოდ მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს: ელიტის გამდიდრება რიგითი წევრების ფინანსური და ფიზიკური ექსპლუატაციის ხარჯზე და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ამისთვის იქმნება იერარქია: მკაცრი დისციპლინა, „მასწავლებლისადმი“ უპირობო მორჩილება, მთავარი ამოცანების დამალვის პრინციპი (სიმართლე მხოლოდ ვიწრო წრისათვის არის ცნობილი, სექტანტს თანდათანობით უზიარებენ „მასწავლებლის“ გეგმებს - „სამსახურებრივი“ წინსვლის მიხედვით). ხომ ჰგავს ეს სისტემა სახელმწიფოს მოდელს? ძალაუფლების იგივე მექანიზმები, „დაბალი ფენების იგივე იდეოლოგიური დამუშავება. ტყუილად არ უწოდებენ სპეციალისტები - იურისტები და ფსიქოლოგები - რელიგიურ სექტებს ტოტალიტარულს. მათ რადიკალურ გამოვლინებაში ეს რელიგიური სტრუქტურები უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე მაფიის კლანები. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ რელიგიური სექტების პრინციპით შექმნილია თითქმის ყველა თანამედროვე ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაცია. თუმცა, ისევე როგორც მათ წინააღმდეგ მოქმედი სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურები...
ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნიან ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიას, აერთიანებს ღირებულებებისა და პრინციპების საერთო გაგება, ხოლო სექტანტებს - მასწავლებლის ავტორიტეტი და პირადი ურთიერთობები სექტის სხვა წევრებთან. აქედან გამომდინარეობს დიდი რელიგიების ორგანიზაციული ბუნდოვანება და მათდამი დაპირისპირებული სექტების მკაცრი ორგანიზაცია, მცდელობა მთლიანად ჩაიგდონ ხელში ადამიანი, აკონტროლონ სექტის წევრის ცხოვრების ყველა ასპექტი. ზომბირება სექტის ადეპტების ფსიქოლოგიური დამუშავების მრავალი მეთოდიდან ერთ-ერთია, რომელიც იძლევა მათი ფსიქიკის და ქცევის კონტროლის საშუალებას. სექტები ახდენენ ჯანმრთელობაზე უკიდურეს დესტრუქციულ გავლენას საზოგადოების ფუნქციონირების ყველა დონეზე: ინდივიდუალურზე (პიროვნების დონეზე), მიკროსოციალურზე (ოჯახის, სოციალური ჯგუფის, შრომითი კოლექტივის დონეზე), მაკროსოციალურზე (მთელი საზოგადოების დონეზე).

სექტანტობა და ახალგაზრდა თაობა
თანამედროვე სექტანტობას ახასიათებს გაზრდილი ყურადღება ახალგაზრდა თაობის მიმართ. ეს პირველ რიგში ეხება პროტესტანტურ და ისლამურ სექტანტურ მოძრაობებს, რადგან დაშლის პირას მყოფი ძველი რუსული სექტები ინდიფერენტულად არიან განწყობილი მისიონერული საქმიანობის მიმართ. რაც შეეხება, მაგალითად, პროტესტანტული ტიპის სექტანტურ გაერთიანებებს, ისინი მართებულად უკავშირებენ მათ მომავალს ახალი ძალების შემოდინებას. თემის ლიდერებს ესმის, რომ ახალგაზრდების „დამუშავება“, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პრინციპები, უფრო ადვილია, ასევე ადვილია მათი თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. მორწმუნე მშობლებისათვის შედგენილ ბევრ დანიშნულებაში მითითებულია მათი შვილების „რწმენით“ აღზრდის აუცილებლობა, და ხშირად სექტანტთა თემები ივსება მორწმუნეთა შვილების  ხარჯზე.
ევანგელური ქრისტიანი-ბაპტისტები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, იეღოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, მენონიტები მუდმივად ახსენებენ, რომ ახალგაზრდა თაობა არის ის ობიექტი, რომელიც ითხოვს დიდ ყურადღებას და აქტიურ მისიონერულ მუშაობას. მეშვიდე დღის ადვენტისტთა მიწერილობაში, კერძოდ, ნათქვამია: „მშობლებმა არ უნდა დაივიწყონ დიდი მისიონერული მოვალეობა მათ ოჯახებში. ღმერთმა წმინდა მოვალეობა დააკისრა ყველა დედას, მისცა მას შვილები. ღმერთი ამბობს:
„აიყვანე ეს ვაჟიშვილი ან ეს ქალიშვილი, აღზარდე ის ჩემთვის,  გაალამაზე მისი ბუნება, როგორც სამეფო სასახლის სამკაული, რათა ის ყოველთვის ბრწყინავდეს ღმერთის სასახლეში“.
ანალოგიურად არიგებენ მორწმუნე მშობლებს იეღოვას იდეოლოგები. ჟურნალში „საგუშაგო კოშკი“ იეღოველი ავტორი წერს: „მშობლებმა უნდა პასუხი აგონ არა მხოლოდ საკუთარი სინდისის, არამედ იეღოვას წინაშეც, თუ ისინი არ გააკეთებენ ყველაფერს, რომ მიუთითონ შვილებს ხსნის გზა“.

როგორ ხდება ადამიანების მიზიდვა და დამუშავება
ისინი ხალხს უმალავენ ინფორმაციას ან უბრალოდ ამახინჯებენ მას. მაგრამ ეს სიცრუე არაფერია  ფსიქოლოგიურ პროგრამირებასთან შედარებით, რომელსაც განიცდიან რიგითი სექტანტები. ამისთვის გამოიყენება „ცნობიერების კონტროლი“.
 ჯერ ახალბედა ჯგუფის ზეწოლის და ე.წ. სიყვარულით დაბომბვის წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. მას უმეორებენ, რომ ღმერთს ის უყვარს, რომ იგი არჩეულია მაღალი მისიისათვის, რომ სამყარო ცოდვებში ჩაეფლო  და მხოლოდ მათ „ოჯახში“ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, რის შედეგადაც ადამიანს ეფანტება ეჭვი და უჩნდება ამ „ოჯახში“ შესვლის სურვილი. გამოიყენება, საბავშვოს მსგავსი, თამაშები, ჯგუფური სიმღერა, ჩახუტება, შეხება  და პირფერობა.
  „ოჯახი“ გამოყოფილია დანარჩენი სამყაროსგან. ეს იზოლაცია სექტანტს უკარგავს „მასწავლებლის“ სიტყვების რეალობასთან შედარების სურვილს.
 გამოიყენება ტექნიკა, რომელიც აფერხებს აზროვნებას. მონოტონურ სიმღერას და განმეორებად ქმედებებს ადამიანი შეჰყავს ძლიერი შთაგონების მდგომარეობაში.
 „ოჯახთან“ სიახლოვის დამყარების საბაბით, ახალბედას აიძულებენ მისი ყოფილი „ცოდვების“ აღიარებას. მიზანია შიშის და დანაშაულის გრძნობის გამოწვევა, რათა ის ემოციურად დაუცველი გახდეს. ამისათვის იყენებენ მუქარას, გამოკვეთილს ან ფარულს, ასევე ერთმანეთს ანაცვლებენ სასჯელს და ჯილდოს.
წახალისებულია დაძინებაზე უარის თქმა სულიერი ვარჯიშების საბაბით.
 არასაკმარისი კვება წარმოდგენილია, როგორც დიეტა, მაღალი სულიერების მისაღწევად, ან როგორც რიტუალის ნაწილი.
ახალბედას არ აძლევენ მარტოდ დარჩენის საშუალებას, რათა მას არ ჰქონდეს ფიქრის დრო. პირიქით,  მაქსიმალურად არის დატვირთული მისი აღქმის ყველა არხი, პირველ რიგში - სმენა, მხედველობა და შეხება. შედეგად, მოკლე დროში, მისი ყოფილი ღირებულებები ახლით შეიცვლება.
 რა ემართება ადამიანს, რომელიც სექტაში აღმოჩნდა? მისი აზრით, იგი ხედავს ღვთაებრივ სინათლეს, შეიცნობს ჭეშმარიტებას ან, მაგალითად, იღებს გამოცხადებას.
მედიცინის თვალსაზრისით, მას განუვითარდა ახალი ფსიქიკური თვისებები, რომლებსაც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ეწოდება „პიროვნების დამოკიდებული აშლილობა“ (სხვებზე გადაწყვეტილების მიღების გადაბრალება, საკუთარი საჭიროებების სხვა ადამიანთა საჭიროებებისადმი დაქვემდებარება, მარტოობის შიში, და ა.შ.). მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი ბავშვობაში ვარდება. მას სთავაზობენ ბავშვის მსოფლშეგრძნებას, და ის აღიარებს მას. უფრო მეტიც, იგი იძულებულია მთლიანად უარი თქვას საკუთარ ინდივიდუალობაზე, საკუთარ „მე“-ზე სექტის ინტერესების სასარგებლოდ. ცნობილია, მაგალითად, რომ „ერთიანობის ეკლესიას“ აქვს სამრეწველო წარმოებები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, და სექტანტები იძულებული არიან იქ იმუშაონ მიზერულ ანაზღაურებაზე. თითქმის ყველა სექტა ითხოვს, რომ „ახლადმოქცეულებმა“ გადაურიცხონ მათ შემოსავალის მნიშვნელოვანი ნაწილი და გადააწერონ  თავისი ქონება.

როგორ შეიძლება ადამიანის სექტიდან გამოყვანა
ეს არის მთავარი პრობლემა. ადამიანი მიდის იქ ნებაყოფლობით - ახლადშეძენილი „ოჯახის“ დატოვევას ის არ აპირებს, რადგან იქ ბედნიერად გრძნობს თავს. „ოჯახი“, თავის მხრივ, სასტიკად იბრძვის ყველა წევრისთვის, თუ ნათესავები ცდილობენ მის გადარჩენას.
შეერთებულ შტატებში შემუშავებულია დესტრუქციული კულტებიდან ადამიანების დახსნის ორი გზა. პირველია - დეპროგრამირება. ის მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი იძულებით მიჰყავთ სექტიდან, ჩაკეტავენ ოთხ კედელში და აცნობებენ საშინელ სიმართლეს, რომლის მოსმენა მას არ სურს: თუ როგორ „გამოურეცხეს მას ტვინი“, როგორი ცბიერი მატყუარაა მისი „მასწავლებელი“, და ა.შ. მეთოდი სასტიკია, მაგრამ ეფექტური. თუმცა, მას თან ახლავს სამართლებრივი რისკი: სექტებს მშობლების წინააღმდეგ შეაქვთ სარჩელი და ხშირად იგებენ საქმეს.
მეორე გზა უფრო ჰუმანურია. მას ეწოდება „კონსულტაცია გასვლის შესახებ“: ნათესავები ფსიქოლოგებს იწვევენ, და ისინი კულტის წევრის ნებაყოფლობითი თანხმობით აცნობენ მას მთელ ინფორმაციას, რომელსაც სექტის ხელმძღვანელები უმალავდნენ. ამის შემდეგ, თავად  ადამიანი აკეთებს არჩევანს: დაბრუნდეს თუ არა სექტაში.
==



          გადარჩენის მეთოდები. რა არის დეპროგრამირება?

სტივენ ჰასენი ნორმალურ ცხოვრებას ე.წ. დეტროგრამირების დახმარებით დაუბრუნდა. დეტროგრამირება (ან დეკოდირება)  XX საუკუნის 70-იან წლებში იყო დესტრუქციული კულტის ადეპტთა გადარწმუნების პოპულარული ტაქტიკა, რომელიც, ძირითადად, საღი აზრისკენ აპელირებდა. ამ მეთოდის დამფუძნებელი ტედ პატრიკი აცხადებდა, რომ თუ კულტები იყენებენ რწმენის „პროგრამირების“ მეთოდებს ჰიპნოზის, მიბაძვის, გამეორების და ქცევის ტექნიკის შეცვლის გამოყენებით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ამ პროცესის საპირისპირო მიმართულებით წარმართვა.
უმეტესად, დეპროგრამირება ითვალისწინებდა ძალადობრივ გატაცებასა და გამომწყვდევას. ჩვეულებრივ პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობდა. დეპროგრამისტები იტაცებდნენ კულტის  წევრს, მიჰყავდათ იგი მუდმივი დაცვის ქვეშ მყოფ საიდუმლო ადგილას, სადაც ის აბაზანაშიც კი ვერ შეძლებდა მარტო დარჩენას. ზოგჯერ შენობაში ფანჯრებსაც ჭედავდნენ, რათა გამოერიცხათ გაქცევის შესაძლებლობა. დეპროგრამირება რამდენიმე დღის, ზოგჯერ კი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, სანამ ადეპტი არ გამოავლენდა ფსიქოლოგიური გარდატეხის და ცნობიერების საკულტო კონტროლის გავლენისგან გათავისუფლების ნიშნებს. თუმცა, ცნობილია შემთხვევები, როდესაც კულტის წევრი წარმატებით წარმოაჩენდა თავს  განკურნებულად, რათა თავი  დაეღწია დეპროგრამისტების ფსიქოლოგიური წნეხისგან.
სტივენ ჰასენის შემთხვევაში დეპროგრამირებამ დადებითი შედეგი გამოიღო. რატომ გახდა იგი მოგვიანებით ამ მეთოდის მგზნებარე მოწინააღმდეგე?

რაში გამოიხატება დეპროგრამირების მეთოდის დეფექტი?
ჰასენის აზრით, დეპროგრამირების მოდელი ეფუძნება ადამიანის შესახებ  გამარტივებულ შეხედულებას.
ადამიანების ცნობიერება და ფსიქიკა არ შეიძლება იყოს დაპროგრამებული ან დეპროგრამირებული, როგორც კომპიუტერი. ადამიანი რობოტი არ არის.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ჰასენი დარწმუნდა, რომ დეპროგრამირება კულტის წევრისთვის მძიმე სტრესია, ფსიქოლოგიური წნეხი, იწვევს ღრმა შიშის გრძნობას. ოჯახის წევრების მიერ ძალადობრივი გადაცების დროს ადამიანი თითქოს რწმუნდება მისი მრჩეველი-კულტისტების სიმართლეში, რომლებიც ყოველთვის არწმუნებდნენ, რომ ნათესავები მისი მტრები არიან და მათი ნდობა არ შეიძლება. ტრავმის მიყენება ასევე შეიძლება გამოიწვიოს იმ გარემოებამ, რომ ადეპტი პირველ რიგში მათში ხედავს არა თავის ახლობლებს, არამედ უცნობ ადამიანებს, რომლებიც ძალის გამოყენებით აჯენენ მას მანქანაში, მიჰყავთ სადღაც და ჰყავთ ჩაკეტილი.  ასეთ მომენტში კულტის მიმდევარი დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები ბოროტებას განასახიერებენ, და ამიტომ მათ მიმართ ავლენს უნდობლობას, რისხვას, აღშფოთებას, რაც ხელს უშლის ფსიქოლოგიური გათავისუფლების პროცესს.
 იმ შემთხვევაშიც კი, თუ დეპროგრამირება წარმატებით დასრულდა (რაც ყოველთვის არ ხდება), ადამიანს, როგორც წესი, აყენებენ მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომლის გამო ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯება.
საკმაოდ მანიშნებელია კეტლინ მენის აზრი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაიზიარა სტივენ ჰასენის ბედი. ეს ქალი იყო პროფესიონალი ფსიქოლოგი-კონსულტანტი, რომელიც 1990 წელს ჩაითრიეს ტოტალიტარულ ჯგუფში
„უნივერსალური და ტრიუმფატორი ეკლესია“. შემდეგ მისმა მეგობრებმა გაიტაცეს ის და იძულებით ჩაუტარეს დეკოდირების პროცედურა. მოგვიანებით მენი  საკმაოდ არაერთმნიშვნელოვნად აფასებდა მისი მაშველების ქმედებებს: „მე ერთი ფსიქოლოგიური ტრავმაც მეყოფოდა; ამის ნაცვლად, ორი მომაყენეს - ორივე მტკივნეული, ორივე ღირსების შემლახავი, ორივე ზიანის მომტანი. ორივე შემთხვევაში მოახდინეს ჩემი, როგორც ადამიანის, იგნორირება სხვა ადამიანების სასარგებლოდ“.
დეპროგრამირების პროცესს შეიძლია არა მხოლოდ კულტის წევრის ემოციური ტრავმირება, არამედ პროცედურის სხვა მონაწილეებისაც, მათ შორის ოჯახის და კულტის ყოფილი  წევრების, რომლებიც ამხანაგს ეხმარებიან. ადამიანების მიმართ ძალადობა ყოველთვის დესტრუქციული პროცესია, მაშინაც კი, თუ მას იყენებენ, როგორც კეთილშობილური  მიზნების მიღწევის საშუალებას. დეკოდირების პროცესში მონაწილენი თავს უნებლიეთ გრძნობენ ისეთივე მანიპულატორებად, როგორც კულტის ლიდერები.

„სტრატეგიული ურთიერთმოქმედების მიდგომა“
ცნობიერების დესტრუქციული კონტროლისგან ადამიანების გათავისუფლების საკუთარ მეთოდს ჰასენმა უწოდა სტრატეგიული ურთიერთქმედების მიდგომა. ამ მეთოდმა წარმატებით გაიარა აპრობაცია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკოს ფსიქოთერაპევტთა შორის.
სტრატეგიული ურთიერთქმედების მიდგომას არაფერი აქვს საერთო შოკის თერაპიის მეთოდთან და არ პირდება რაიმე ჯადოსნურ წამიერ ტრანსფორმაციას. ის განაწყობს ხანგრძლივ ბრძოლაზე ადამიანის რეალურად გადასარჩენად, რომელიც ტოტალიტარული ბანგიდან უნდა გათავისუფლდეს და გახდეს სრულფასოვანი ადამიანი და არა ტრავმირებული ფსიქიკის მქონე სუბიექტი. სტრატეგიული ურთიერთქმედების მიდგომა გულისხმობს, რომ თავისუფლება ძალადობრივი გზით არ უნდა მოახვიონ თავს კულტის მონაწილეს. ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს გათავისუფლება ნებაყოფლობით და გააზრებულად. სტრატეგიული ურთიერთქმედების მიდგომა მიზნად ისახავს, როგორც ადეპტის, ასევე მისი ახლობლების შინაგანი ზრდის სტიმულირებას. აუცილებელია არ აიძულო, არამედ დაარწმუნო ადამიანი დატოვოს ტოტალიტარული ჯგუფი. დარწმუნების პროცესი, როგორც წესი, დიდხანს გრძელდება და მოითხოვს ყველა მონაწილესგან მოთმინებას და თავდადებას.

როდის არის აუცილებელი განგაშის ატეხა?
როგორ უნდა შევნიშნოთ დროულად საფრთხე? რა ნიშნით შეიძლება მივხვდეთ ახლობელი ადამიანების კონტაქტის შესახებ ტოტალიტარულ ჯგუფთან?
თუ თქვენი ნათესავი ან მეგობარი მოულოდნელად და სწრაფად იტყვის უარს მის ადრინდელ გატაცებებზე, ინტერესებზე, ჩვევებზე, ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, თუ ის ატარებს დროს გარკვეულ ჯგუფში, რომლის შესახებაც გიყვებათ არც თუ დიდი ენთუზიაზმით, და ამავე დროს თქვენს თვალწინ გარდაიქმნება გაუცხოებულ პიროვნებად, - ასეთმა ცვლილებებმა უნდა მიიპყროს თქვენი ყურადღება და სერიოზულად ჩაგაფიქროთ მისი მიზეზების შესახებ. მაგრამ არ უნდა იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და მოქმედება. სავსებით შესაძლებელია, რომ განგაშის მიზეზი არ არსებობს. უკვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა ჯგუფი, რომელთა წევრებსაც აქვთ ორიგინალური და არაორთოდოქსული შეხედულებები ან რომლებიც უჩვეულოდ იქცევიან, არ არის ტოტალიტარული.
მეორეს მხრივ, ადამიანის კულტში ჩართულობა ყოველთვის არ იწვევს მის ქცევაში უარყოფით ცვლილებებს. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ეს ცვლილებები შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც სასარგებლო. ბევრი ტოტალიტარული მოძრაობა კატეგორიულად უკრძალავს თავის წევრებს მოწევას, ალკოჰოლის და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას, ასევე უკანონო სექსს. ხშირად კულტები აქტიურად აზიარებენ თავის მომხრეებს სპორტს. ამიტომ ახალმოქცეული ადეპტი, რომელმაც შეიძინა ფიზიკური სიმხნევე და უარი თქვა მავნე ჩვევებზე, ზოგჯერ ახდენს მეგობრებსა და ნათესავებზე ძალიან დადებით შთაბეჭდილებას.
ამიტომ, გარე ნიშნები შეიძლება იყოს ილუზორული. ფსიქოლოგი ე. ვოლკოვი ტოტალიტარულ სექტაში ჩართული ადამიანის განსაკუთრებულ თვისებებს შორის ასახელებს სპეციფიკურ „გაყინულ“ გამოხედვას და მექანიკურ ინტონაციებს ხმაში, როგორც „პარალელურ არსებობაში“ გადასვლის შედეგს.
დამაჯერებელი დასკვნა ორგანიზაციის ტოტალიტარული ბუნების შესახებ, რომელშიც შევიდა ადამიანი, შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ ის გადასცემს ჯგუფს თავის დანაზოგს, მატერიალურ ფასეულობებს, საცხოვრებელ სახლს.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადამიანი უკვე ჩართულია დესტრუქციულ კულტში, აზრი არ აქვს ელოდო მისგან გარკვეულ ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ის. მისი ცნობიერება კონტროლს ექვემდებარება, მას არ ეცოდინება, თუ რა ხდება, სანამ ჯგუფს არ ჩამოსცილდება. ახლადმოქცეული ადეპტი  სავარაუდოდ დაიწყებს იმის გამეორებას, რომ აბსოლუტურად ბედნიერი და სრულიად თავისუფალია.
კულტის „სამოთხის კარიბჭის“ წევრები ვიდეომაგნიტოფონზე ჩაწერილი გამოსამშვიდობებელ განცხადებებში, რომლის თანახმადაც მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ თავისი სხეულის „გარსი“ და თვითმკვლელობა ჩაედინათ, ყველა მათგანი აცხადებდა, რომ ისინი თავისი თავისუფალი ნებით მოქმედებდნენ და ბედნიერი არიან ასეთი გადაწყვეტილების მიღებით. კულტის მიერ განხორციელებული ცნობიერების კონტროლი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ადეპტები თითქოს მისდევენ საკუთარ თავისუფალ ნებას, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა.

ტიპიური სააზროვნო შაბლონები, რომლებიც ხელს უშლიან კულტისტის გადარჩენას
დ. ბერნსის თქმით, არსებობს მთელი რიგი სააზროვნო სტერეოტიპი, რომლებიც ხელს უშლის ნათესავებსა და ახლობლებს იმბრძოლონ  კულტისტის განთავისუფლებისთვის ტოტალიტარული მონობიდან.
ერთ-ერთი ყველაზე ტიპიური შაბლონია იარლიყების მიწებება და შეურაცხმყოფელი სიტყვების ხმარება კულტის წევრევის მისამართით, როდესაც მას უწოდებენ ტვინგამორეცხილ რობოტს, იდიოტს, რომელსაც სისულელის სჯერა. შეურაცხყოფის საპასუხოდ, კულტისტი საბოლოოდ ჩაიკეტება თავის თავში და რწმუნდება  ნათესავების მტრულ დამოკიდებულებაში.
ასევე მიუღებელია პირდაპირ საპირისპირო უკიდურესობა: კულტის წევრის ნათესავების თვითდადანაშაულება, დანაშაულის გადაჭარბებული გრძნობა სექტასთან დაახლოების გამო. ასეთ შემთხვევებში მამა ან დედა პასუხისმგებლობას იღებს მომხდარის გამო.
კიდევ ერთი დამახასიათებელი სააზროვნო სტერეოტიპი ამ სიტუაციაში არის ნათესავების მცდელობა რაციონალური ახსნა მოუძებნონ მომხდარს. ისინი ცდილობენ გაამართლონ, თუ რატომ ხდება ყველაფერი ისე, როგორც ხდება. მაგალითად, ამბობენ, რომ ტოტალიტარულ ჯგუფში ყოფნა კულტისტისთვის არ არის ყველაზე ცუდი ვარიანტი - ის ხომ შეიძლებოდა ქუჩაში აღმოჩენილიყო, ნარკომანების წრეში.
ასეთი ტიპის სააზროვნო შაბლონები სტრესული აშლილობის ნიშნებია, რომელიც ხშირად უჩნდება კულტში ჩართული ადამიანის ნათესავებსა და მეგობრებს. წარმატებული საქმიანობის დასაწყებად კულტისტის გადასარჩენად, ყველამ, ვისთვისაც ის ძვირფასია, უნდა გადალახოს საკუთარი სტრესული მდგომარეობა  და მოიპოვოს ადეკვატური.

საჭირო ინფორმაციის შეგროვება
ცნობები ჯგუფის შესახებ, რომელშიც ადამიანია ჩართული
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წარმოდგენის მიღება ტოტალიტარული ჯგუფის შესახებ, რომელშიც თქვენი საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული. მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორია ჯგუფის სტრუქტურა. ყველა დესტრუქციული კულტი გარკვეულწილად აგებულია პირამიდის ანალოგიურად, ქარიზმატული ლიდერით სათავეში და რიგითი ადეპტებისგან შემდგარი ფუნდამენტით. ცენტრში განთავსებულია მრჩეველთა მცირე წრე, ხოლო ქვევით - სუბლიდერთა უფრო დიდი ჯგუფი.
ჯგუფის სტრუქტურის შეფასებისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს მისი საქმიანობას ყველა ასპექტს. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ ვინ ახორციელებს რეალურ ხელმძღვანელობას და როგორი ძალაუფლება აქვს ამ ადამიანებს თქვენთვის ახლობელ ადამიანზე. რამდენად მრავალრიცხოვანია ჯგუფი? მიისწრაფის თუ არა კანონმორჩილი არსებობისთვის? როგორ შოულობს ჯგუფი ფულს? ხარჯავს თუ არა ფულს პიარზე? ჰყავს თუ არა მას საკუთარი იურისტები თავის კრიტიკოსებზე ზემოქმედების მიზნით სასამართლო დევნის გზით?
უპირველეს ყოვლისა, უნდა განიხილოს, თუ როგორ მოქმედებს ჯგუფი და არა ის, თუ რა სწამს მას. თუმცა, ჰასენის აზრით, აუცილებელია დიდი ყურადღება მიექცეს ტოტალიტარული მოძრაობის დოქტრინას, რათა შეფასდეს მისი დესტრუქციულობა. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, რაც უფრო საფუძვლიანად არის შემუშავებული და სისტემატიზირებული დოქტრინა, მით უფრო სტაბილურია ჯგუფი.
ამ მხრივ, უნდა გათვალისწინებული იქნას, რომ დესტრუქციულ ჯგუფებში, როგორც უკვე აღინიშნა, ხშირად არსებობს/ორი დოქტრინა: ერთი „ზიარებულეთათვის“ და მეორე „უცხოებისთვის“. ეს უკანასკნელი მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებაში რესპექტაბელური და ლეგიტიმური სახის შექმნას, რომელიც შეიძლება ძალიან დამაჯერებელი იყოს ჩვეულებრივი ადეპტებისთვის. აუცილებელია გაირკვეს, იზიარებენ თუ არა ლიდერები დეკლარირებული ეთიკის კოდექსს. საკულტო ლიტერატურის წაკითხვა დახმარებას გაუწევს ჯგუფური სიცრუის გამოვლინებაში.
ინტერნეტი შეიძლება გახდეს ინფორმაციის წყარო თქვენთვის საინტერესო ტოტალიტარული მოძრაობის და მისი სახელისუფლო იერარქიის შესახებ. ღირებული ინფორმაციის უფრო საიმედო წყაროს წარმოადგენენ კულტის ყოფილი წევრები. მათთან კომუნიკაციაა დაგეხმარებათ დაეუფლოთ „საიდუმლო“ ენას, რომელსაც იყენებენ ადეპტები.
ამოცანა კიდევ უფრო რთულდება, როდესაც საქმე ეხება არცთუ დიდი ხნის წინ შექმნილ ჯგუფს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენმა ახლობელმა ადამიანმა შეგატყობინათ საკუთარი ქცევის შეცვლის განზრახვის შესახებ, რათა თავისი ცხოვრება მიუძღვნას რწმენის ახალ სისტემას, და ეს ცვლილებები დაკავშირებულია მის ორგანიზაციაში შესვლასთან, აუცილებლად მეტი უნდა გაიგოთ მისი ახალი მეგობრების შესახებ. მთავარი, რამაც უნდა დაგაფიქროთ, ეს არის ჯგუფის მკაცრი ცენტრალიზაცია და მისი ლიდერის ავტორიტარული მცდელობა, რომელსაც ჭეშმარიტების ცოდნის პრეტენზია აქვს. მსოფლიოში ცნობილმა ქრისტიანულმა მოაზროვნემ ნორმან გეისლერმა ამასთან დაკავშირებით თქვა: „ყოველთვის, როდესაც საქმე გაქვთ იმ ადამიანთან, რომელმაც განაცხადა, რომ პირდაპირ კავშირშია ღმერთთან და არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული, იცოდეთ, რომ თუ კულტი დღეს არ იბადება, ეს ხვალ მოხდება“.

                საფრთხე ჯგუფის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას
ყველა სპეციალისტი-ფსიქოთერაპევტი, ვისაც აქვს ტოტალიტარული მოძრაობის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოცდილება, აფრთხილებს: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაესწროთ საკულტო ჯგუფის მეცადინეობას და არ უნდა გამოჩნდეთ მის ტერიტორიაზე შესაბამისი მომზადების გარეშე.
განსაკუთრებით საშიშია სემინარებსა და მეცადინეობებზე ხანგრძლივი დასწრება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მათაც კი იბირებდნენ, ვისაც მიაჩნდა, რომ მზად არის მოვლენათა ასეთი შეცვლისთვის.
ამ თვალსაზრისით, ძალიან ყურადსაღებია კეტლინ მენის მაგალითი, რომლის შესახებ უკვე ვისაუბრეთ დეპროგრამირების მეთოდთან  დაკავშირებით. ეს ქალი, იყო პროფესიონალი კონსულტანტი-ფსიქოთერაპევტი, რომელიც მეცნიერული მიზნით შეისწავლიდა ტოტალიტარული ჯგუფის „უნივერსალური და ტრიუმფატორი ეკლესიის“ და მისი ლიდერის ელიზაბეტ კლერ იროფეტის საქმიანობას. დოქტრინის და მოძრაობის მეთოდოლოგიის უკეთესად გააზრების მიზნით მენი შეხვდა იროფეტს ჯგუფის შტაბ-ბინაში მონტანას შტატში. ამ უკანასკნელის ქარიზმამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მკვლევარზე. კეტლინ მენმა გადაიტანა ცნობიერების კონტროლის მეთოდები, რამაც აიძულა მისი პროფესიული გამოცდილების და კრიტიკული უნარების უარყოფა და ჩაუნერგა ჯგუფის და მისი ლიდერის თაყვანისცემა. მალე მენმა უარი თქვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე და გადაწყვიტა საცხოვრევლად წასულიყო რანჩოზე, სადაც ცხოვრობდნენ კომუნის ადეპტები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კულტის მხრიდან მენის ფსიქოლოგიური ძალადობისგან გადასარჩენად  მისმა მეგობრებმა გამოიყენეს ძალისმიერი დეპროგრამირება, რამაც მას სერიოზული ზიანი მიაყენა.

კულტის მსხვერპლის ბიოგრაფიული პროფილი
როდესაც წინასწარ შეაგროვებთ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციის შესახებ, უნდა შეეცადოთ მის წევრებთან კომუნიკაციის დამყარებას, რათა შექმნათ მათი რწმენის, ენისა და ქცევის უფრო დახვეწილი სურათი. თუ კულტის ამჟამინდელი წარმომადგენლებთან კონტაქტი შეუძლებელია, აუცილებელია ყოფილი წევრების მოძიება. მხოლოდ უშუალოდ პირველი ხელიდან მიღებულ ინფორმაციას შეუძლია მოგცეთ ღრმა წარმოდგენა იმ ადამიანის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რომლის დახმარებასაც ცდილობთ. მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, თუ რა სახის სამუშაოს ასრულებს ის, რით არის დაკავებული ჯგუფი? არის ის ჩვეულებრივი წევრი თუ გადამბირებელი? აქვს თუ არა მას მაღალი ეშელონის  ლიდერებთან წვდომა? სად იმყოფება ის უფრო ხშირად? ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენი დრო გაატარა მან კულტში. ერთის მხრივ, რაც უფრო მეტ ხანს ატარებენ ადამიანები ჯგუფში, მით უფრო მეტად განიცდიან იმედგაცრუებას. მეორეს მხრივ, კულტში ხანგრძლივი ყოფნა ძალიან ართულებს იქიდან წასვლას: მათ აკავებს ჩვევა, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. მთელ ამგვარ ინფორმაციას ადამიანზე, რომლის განთავისუფლება ფსიქოლოგიური მონობისგან თქვენ გადაწყვიტეთ, ჰასენი უწოდებს „ბიოგრაფიულ პროფილს“.

გუნდის შექმნა
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია თანამოაზრეების ჯგუფის შეიქმნა, რომლებიც მზად არიან იბრძოლონ იმ ადამიანების გადარჩენისათვის, ვინც ტოტალიტარული სექტის მსხვერპლი გახდა, და აცნობიერებენ, თუ რამდენად ხანგრძლივი და ძნელი შეიძლება იყოს ეს ბრძოლა. გუნდის ბირთვს უნდა შეადგენდნენ კულტისტის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები, ვისაც ის ადრე ენდობოდა და ვის მიმართაც უდიდეს პატივისცემას გრძნობდა.
ჰასენი ხაზს უსვამს ოჯახის განსაკუთრებულ როლს. ოჯახი შეიძლება განქორწინებული იყოს, და კულტის წევრს არ ჰქონდეს მშობლებთან, ძმებთან, დებთან კონტაქტი და ა.შ.  ხშირად ადამიანები „დანგრეული“ ოჯახებიდან მიიჩნევენ, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი დესტრუქციულ კულტებში ჩართულ ნათესავებთან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ ძველ ჭრილობებს გახსნიან და კულტისტის გაღიზიანებას გამოიწვევენ. მაგრამ ჰასენი, მისი დიდი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, ადასტურებს, რომ ნათესურ კავშირს არაფერი შეცვლის. ოჯახის განკარგულებაში მყოფი რესურსები ძალიან დიდია და ისინი უნდა იქნას გამოყენებული.
მთავარია, რომ ნათესავებს ჰქონდეს გულწრფელი სურვილი  დაეხმარონ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს. ასეთი მისწრაფებების არსებობისას არავითარი ძველი ოჯახური უთანხმოება და განქორწინება არ შეიძლება გახდეს დაბრკოლება. ადამიანების საჭიროებებზე ფოკუსირებისას, რომელსაც ესაჭიროება დახმარებამ ნათესავები ჩვეულებრივ საერთო ენას პოულობენ და მუშაობენ საერთო მიზნებისთვის.
ნათესავებისა და მეგობრების გარდა, რომელთანაც ადამიანი დაკავშირებული იყო კულტში გაერთიანებამდე, გუნდში ასევე უნდა იყოს შეყვანილი ცნობიერების დესტრუქციული კონტროლისგან გათავისუფლებული ტოტალიტარული ჯგუფის ყოფილი წევრები. მათმა გამოცდილებამ შეიძლება ძლიერი გავლენა იქონიოს კულტისტზე.
თერაპიულ პროცესში მონაწილეობისათვის შეიძლება ასევე ანალოგიური პრობლემების მქონე სხვა ოჯახების ჩართვა.
გარდა ამისა, ჰასენი შესაძლებლად მიიჩნევს ყველა იმ ადამინის დახმარების გამოყენებას, ვისთვისაც არ არის სულ ერთი კულტისტის ბედი, და ვინც ნდობას იმსახურებს .
რა თქმა უნდა, გუნდმა უნდა იმოქმედოს გამოცდილი და პროფესიონალურად მომზადებული სპეციალისტი-თერაპევტის რეკომენდაციების შესაბამისად და მისი პირდაპირი ხელმძღვანელობის ქვეშ.




თარგმანი
M.F.L  (C)  06. 2018 










































1 комментарий:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ОтветитьУдалить

Will be revised