ქრისტიანული ფსიქოლოგია. ზოგისთვის მითი, ზოგისთვის რეალობა
ავტორისგან: ქრისტიანული ფსიქოლოგია. როგორ უნდა მოვიქცეთ: დავუჯეროთ, შევისწავლოთ, თაყვანი ვცეთ თუ იგნორირება გავუკეთოთ? თავად გადაწყვიტეთ.
ჩემთვის ზოგიერთი ადამიანის საკუთარი თავის მართლმადიდებელ ფსიქოლოგად გამოცხადების მცდელობა „ქრისტიანული ფსიქოლოგიის“ შესაქმნელად მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ სასულიერო თემაზე სპეკულაცია ახლა მოდაშია. ვერაფერს გააწყობ, როდესაც ზოგიერთი ფსიქოლოგი შორდება მეცნიერულ ფაქტებსა და თეორიებს, დაკავებულია მხოლოდ „ხელოვნებით“, რადგან, მათი მოსაზრებებიდან გამომდინარე, პრაქტიკაში „ყველაფერი სუბიექტურია“, ხოლო სხვები, მაგალითად, ხისტი მატერიალისტები, უშედეგოდ ეძებენ ცნობიერების ნეირონებს.
ერთი სიტყვით, ყველაფერი არეულ-დარეულია, აქედან გამომდინარე ყველა სპეციალისტი ვერ აცნობიერებს, რომ ყველაფერი არ იზომება და არ არის ობიექტური (ანუ, ყველაფერს ვერც შეეხები და ვერც გემოს გაუსინჯავ), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქოკორექციის ან ფსიქოთერაპიის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმები ყოველთვის სუბიექტურია - კარვასარსკიმ და იალომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები გამოთქვეს. თუ ყველაფერი მართლაც სუბიექტურია, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: როგორღა შეძლეს მათ მათი პრაქტიკული სამუშაოს ეფექტურობის დადგენა? თითოეულ ცალკე შემთხვევაში დადებითი დინამიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ვერ დაეყრდნობი მხოლოდ საკუთარ აღქმას ან კლიენტის გუნება-განწყობილებას: სუბიექტურად, მას შეუძლია თავი უკეთესად იგრძნოს, ხოლო ობიექტურად მისი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ე.წ. ქრისტიანული ფსიქოლოგია სწორედ ის ბუშტია, რომელიც შეიძლება გასკდეს.
დღემდე ყველას არ ესმის, თუ რის შესახებ საუბრობენ სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსები: რას ნიშნავს ეგზისტენციალური რევოლუცია, რაში გამოიხატება „სულიერი თავისუფლების“ არსი, რომელსაც ზოგიერთები შეცდობით აძლევენ ყველაფრის უფლების მიცემის ინტერპრეტაციას? მეჩვენება, რომ გარკვეულ წრეებში გავრცელებული სიტყვები „რაც გწამთ, ის მოგეცემათ“, რელიგიური ადამიანის ენაზე წარმოადგენს ერთგვარ ტრანსკრიპციას იმისა, რასაც სულიერი თავისუფლებაში გულისხმობენ.
სულიერი თავისუფლება სამყაროში საკუთარი თავის საპასუხისმგებლო თვითგამორკვევაა, სუბიექტის მიერ პირადი მნიშვნელობის ხელახლა შეფასება საკუთარ თავთან თანხმობაში ყოფნის მიზნით, რათა სამყაროში თავი იგრძნოს ძლიერ პიროვნებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავინ არის არც უარესი და არც უკეთესი, თუ ის აცნობიერებს მის უფლებებს იყოს პიროვნება და ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სხვა ადამიანებს შეუძლია ცხოვრება, როგორც მათ სურთ. მაგრამ, როგორც ცნობილია, გქონდეს სურვილი ცუდი არ არის. ამიტომაც ვამახვილებთ ყურადღებას პასუხისმგებლობაზე ადამიანის პირადი არჩევანის გამო, იმის გასააზრებლად, რომ ყველა ქმედებას ექნება შესაბამისი შედეგი. ხოლო სადაც პასუხისმგებლობაა, იქ შეზღუდვებიც არსებობს, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ასე რომ, თანამედროვე ადამიანი აცნობიერებს მის უფლებას (თუმცა ყოველთვის არ იყენებს მას) შექმნას საკუთარი რეალობა, ჩამოაყალიბოს სამყაროს საკუთარი, პირადი გააზრება, მისდამი ინდივიდუალური დამოკიდებულება. თითქოს ყველაფერი კარგად არის, რადგან თავისუფლება მოპოვებულია. მაგრამ, ნამდვილად სურს კი ყველა ადამიანს (განსაკუთრებით, ათეისტს სიტყვის ტრადიციული თვალსაზრისით) აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი თავისუფლებისათვის? ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყოველთვის ასე არ ხდება. ყველაფერი ფარდობითია. არ არსებობს უნივერსალური წამალი ბედნიერებისათვის.
ერიხ ფრომმა ამ სიტუაციას თავისუფლებისგან გაქცევა უწოდა. ფაქტობრივად, ეს არის საკუთარი „მე“-ს შეცვლის მცდელობა მისი საჭიროებებით, ნივთების ყიდვის, კლიშირებული საუბრების, ზედმეტად აუცილებელის მოხმარების გამოვლინებით. ასეთი გაქცევის შემთხვევაში ყველა თავის ფინიშისკენ მიდის: ზოგიერთი დამოკიდებული ხდება ფსიქოანალიზზე, ზოგი - რელიგიაზე, ხოლო ზოგი - ტელევიზორით მოსმენილ ახალ ამბებზე. სცენარები და მექანიზმები შეიძლება განსხვავდებოდეს. ყველაფერი ეს მხოლოდ უხეში მონახაზია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს. სხვაგვარად ცხოვრების სულიერი თავისუფლება მის ანტიპოდამდეა რედუცირებული.
ჩემი აზრით, ასე ხდება ქრისტიანულ ფსიქოლოგიაშიც: ეგოიზმიდან დეკლარირებული გადასვლა ქრისტიანულ, უფრო მაღალ, მარადიულ (მინიმუმ არა ყველა, რომ) ღირებულებებზე, პრაქტიკულად შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ და მხოლოდ კლიენტის ყურადღების დეცენტრაცია პირადად მნიშვნელოვანისგან ღვთაებრივზე. სასარგებლო იქნება ეს ადამიანისთვის, რომელიც მიღებაზე მივიდა მართლმადიდებელ ფსიქოლოგთან? ვინ იცის! უფრო სწორად, შეიძლება გარკვევა, თუ ერთმანეთს შევადარებთ ფსიქოთერაპიის ამ მოდელის მონაცემებს (არის კი ეს მოდელი?) სხვა მოდელებთან. და, რა თქმა უნდა, შეფასებისთვის მხოლოდ შედარება არ არის საკმარისი.
მე შემიძლია იმის თქმა, რომ ზოგიერთს შეუძლია უფლება მისცეს თავს ეძებოს ცხოვრების მნიშვნელობა დამოუკიდებლად, ხოლო სხვებმა გაიზიარონ ეკლესიის დოგმები, განიცადონ სულიერი შიმშილი. სულიერი თავისუფლების მქონე ადამიანი აცნობიერებს, რომ შეიძლება ღმერთი არ არსებობდეს, რომ მას, როგორც სუბიექტს, შეიძლება სჯეროდეს იმის, რაც უნდა, თუნდაც პიროვნების ფსიქოლოგიური მთლიანობის, საკუთარი თავის, მაგრამ ცხოვრებაში მისი მსოფლმხედველობა და პოზიციები უნდა გადაიხედოს. ფანატიკურად მორწმუნე (უკიდურეს შემთხვევაში, სექტანტი) პირიქით, თითქოს ეჩვევა სამყაროს იმ სურათს, რომელსაც მას ეკლესია აძლევს. ასეთ მგზნებარე მორწმუნეებს არჩევანი არ აქვთ.
ადრე სანქტ-პეტერბურგში მე ვხვდებოდი მათ, ვინც თავს მართლმადიდებელ ფსიქოლოგებს უწოდებდნენ. ახლა უფრო ქრისტიანული ფსიქოლოგიის შესახებ საუბრობენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ყველაფერი ნათელი იქნებოდა, თუ მხედველობაში გვეყოლებოდა საბაზო ფსიქოლოგიური განათლების მქონე მღვდელი. მაგალითად, ასეთი ფსიქოლოგი-მღვდელი შეიძლება მივიდეს საავადმყოფოში ტერმინალურ პაციენტთან. რატომაც არა? სხვათა შორის, კარგი იქნებოდა.
მაგრამ რეალობა ამ მაგალითით არ შემოიფარგლება. ფაქტობრივად, ზოგიერთი ფსიქოლოგი დამოუკიდებლად უწოდებს საკუთარ თავს „ქრისტიან“ ან „მართლმადიდებელ ფსიქოლოგად“, რადგან არ აქვთ შესაბამისი განათლება. ეს ყველაფერი იმ დასკვნის საფუძველს გვაძლევს, რომ ქრისტიანული ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგია, უარეს შემთხვევაში, არაფერს წარმოადგენს, ხოლო უკეთესს შემთხვევაში, ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ნაირსახეობაა, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ფსიქოლოგიურ მიმართულებას, სკოლას. ამის შესახებ წერენ დორცენი, მეი და სხვები. ალბათ, მხოლოდ ფრანკლი არ გაემიჯნა სამეცნიერო მეთოდოლოგიას. მას საინტერესო და რთული ცხოვრება ჰქონდა და გვაუწყა, რომ არ არსებობს ცხოვრების უნივერსალური მნიშვნელობა, და რომ ყველამ უნდა მონახოს თავისი საკუთარი ცხოვრება. და მაინც, ქრისტიანული ფსიქოლოგია უფრო მეტად ჰგავს თოჯინას ცოცხალ, განუყოფელ ადამიანთან შედარებით.
განვმარტავ: თუ ასე გაგრძელდა, შეიქმნება მუსულმანური ფსიქოლოგია, და კიდევ სხვა ფსიქოლოგია, ვთქვათ, რელიგიური, შემდეგ თითოეული მისი წარმომადგენელი დაიწყებს საკუთარ უპირატესობაზე საუბარს. რომ, „ყველაფერი სუბიექტურია, ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ჩემი ღმერთი შენსაზე უკეთესია“. საბოლოოდ, ქრისტიანული ფსიქოლოგია აბსურდულია, როგორც მეცნიერება, ვინაიდან ღვთის არსებობა ან არარსებობა არ შეიძლება დადასტურდეს ან უარყოფილი იყოს. ამის შეიძლება მხოლოდ რწმენა არსებობდეს. ზოგიერთისთვის ეს კარგია, სხვებისთვის შეიძლება ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება პიროვნების ზნეობრივი ბირთვის დასაპყრობად. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მოსახერხებელია ზოგიერთი ადიქტის გადაყვანა „ალკოჰოლის სურვილიდან“ „ღმერთის სურვილზე“.
რა თქმა უნდა, მე ახლა მიზანმიმართულად ვახდენ ჰიპერბოლიზაციას, რათა უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს მიდგომის ხარვეზები, რომლებიც, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია. ხოლო ნაკლოვანებებს, გარდა ამ სტატიაში აღნიშნულისა, მე გავაჟღერებ ქრისტიანული ფსიქოლოგებისადმი მიმართული კითხვების სახით:
- როგორ გეგმავთ ქრისტიან ფსიქოლოგთა პროფესიული შერჩევის ორგანიზებას? მოხდება ეს ოდესმე?
- როგორ მოიქცევით იმ ხალხთან, ვისაც არ სურს ეზიაროს ქრისტეს მოძღვრებას?
- როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ სპეციალისტებთან ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში, რომლებსაც შეუძლიათ თავს მოახვიონ კლიენტებს თავისი შეხედულებები?
მე შემიძლია ვივარაუდო და მივიღო, რომ მთელ რიგ ადამიანთათვის რელიგია ასრულებს ძლიერ სამკურნალო ფუნქციას, ხოლო რწმენის დახმარებით სიკვდილის შიშის შემუშავება შეიძლება. ასევე არ საჭიროებს მტკიცებულებას და ის ფაქტი, რომ ყველა ფსიქოლოგი არ არის სპეციალისტი. თუ უფრო ნათლად ვიტყვით, იდიოტები ყველა პროფესიაშია. მღვდელიც არის და მღვდელიც. მაგალითად, გაყიდვაში აღმოვაჩინე მღვდლის წიგნი სახელწოდებით „სამი სიტყვა ფსიქოლოგიაში“. ფსიქოლოგიასთან მას აქვს ირიბი დამოკიდებულება, მაგრამ მრავლადაა მოყვანილი შემდეგი ტიპის ცრურწმენები:
„საიდუმლოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგები უკვე დაუფარავად შთააგონებენ მოსწავლეებს ყალბ მოსაზრებას უწესრიგო ქორწინების გარეშე სექსის „სარგებლობის“ შესახებ ჯანმრთელობისთვის“ ([1], გვ. 119-120).
დავამატებდი, რომ მე ვიცნობ სულიერ და ამავე დროს ათეისტ ადამიანებს, რომლებიც მაღალი ზნეობით გამოირჩევიან; კიდევ მე ვიცნობ ლესბოსელს, რომელსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაგმო „მართლმადიდებელმა ფსიქოლოგმა“ პეტერბურგიდან, ამასთან მღვდელმა. იმის გამო, რომ მას აქვს სექსი გოგონებთან, და არა ბიჭებთან. ასეთი ცოდვილი დაიბადა ...
მაპატიეთ, მაგრამ ვშიშობ, რომ მხოლოდ ლოცვა დაგვრჩენია. იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოლოგია არეული აქვთ სოფისტიკასთან რელიგიის პოპულარიზაციის მიზნით ფსევდომეცნიერების და სულიერი განათლებისკენ სწრაფვის საფარქვეშ.
გამოყენებული ლიტერატურის სია:
1. გიორგი მიხაილოვი. სამი სიტყვა ფსიქოლოგიაში.// სანქტ-პეტერბურგი:
გამომცემლობა „რუსკაია სიმფონია“, 2010. – 280 გვ.
ანტონ ზადოროჟნი
თარგმანი
06.06.18
(C) M.F.L

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised