вторник, 12 июня 2018 г.

. სოციალური შიზოფრენია. ავტონეგაცია. თვითუარყოფის იდეური ღირებულებები: მოცემული და შექმნილი

3.7. სოციალური შიზოფრენია
Шизофрения — это не ругательство. Шизофрения это синдром «расщепления личности на несколько суб-личностей».
შიზოფრენია - ტვინის მუშაობის დარღვევაა, გამოიხატება აკვიატებული იდეების სახით, რომლებსაც გრძელვადიანი ხასიათი აქვს.
იგი ხასიათდება კრიტიკული აზროვნების მექანიზმის პარალიზებით გარკვეული საქმიანობის მიმართულებით. ადამიანი უგულებელყოფს მისი დასკვნებისა და რეალობის შეუსაბამობას.
შიზოფრენიის ერთ-ერთი სახეობა სოციალური შიზოფრენიაა. იგი გამოიხატება სხვადასხვა აკვიატებული სოციალური იდეების სახით და აქვს ბევრი მოდიფიკაცია. სოციალური შიზოფრენია განსხვავდება შიზოფრენიის სხვა ტიპისგან იმით, რომ მიეკუთვნება ინფექციურ დაავადებებს და შეიძლება მიმდინარეობდეს ეპიდემიის და პანდემიის რეჟიმში.
სოციალური შიზოფრენია გავლენას არ ახდენს ტვინის მუშაობის ფიზიოლოგიაზე, ისევე როგორც შიზოფრენიის სხვა სახეობები, არამედ მხოლოდ  არღვევს ტვინში ინფორმაციის გადამუშავების ზოგიერთ პროცესს. სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხვავებით, რომლის მატარებლებიც ბაქტერიები და ვირუსებია, სოციალური შიზოფრენიის დროს ვირუსის მატარებელი ხდება გარკვეული თვისებებით დაჯილდოებული ჩვენი ენა. ენის ეს თვისებები თიშავს ჩვენს ტვინში კრიტიკული აზროვნების მექანიზმს.
ტვინის დაავადება იმავე ხასიათს ატარებს, როგორც კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის ვირუსებით დაავადების შემთხვევაში. კომპიუტერულ ვირუსებთან ანალოგია შორს არ არის ჭეშმარიტებისგან, ვინაიდან კომპიუტერული პროგრამების მუშაობა მხოლოდ ჩვენი ტვინის მუშაობის ზოგიერთ ფრაგმენტს წარმოადგენს.
ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც თაღლითები ქმნიან რელიგიურ სექტებს სექტანტების საკუთრების ხელში ჩასაგდებად. შთაგონების სპეციალური მეთოდების დახმარებით ისინი პარალიზებას უკეთებენ მათი კრიტიკული აზროვნების მექანიზმს სექტის იდეებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არღვევენ ტვინის ნორმალურ მუშაობას. სექტანტების ქცევა სოციალური შიზოფრენიის გამოვლინების ნათელი მაგალითია.
რუსმა ფიზიოლოგმა პავლოვმა ასეთი გამოჩენილი აღმოჩენა გააკეთა. ჩვენს ენას აქვს უნარი მოწყდეს რეალურ ცხოვრებას და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანთა საქმიანობაზე. სოციალური შიზოფრენიის დროს გამოიხატება პაციენტის ენის ზუსტად ის თვისება, როდესაც ისინი იყენებენ მტკიცებულებათა სახით ფრაზებს, რომლებსაც არ გააჩნიათ კონკრეტული შინაარსი.
არ უნდა შეგვეშალოს აკვიატებული იდეები და შეცდომა. ჯანმრთელ ადამიანს ადრე თუ გვიან შეუძლია იხილოს თავისი ილუზიები გარკვეულ სოციალურ იდეასთან მიმართებაში. მას შეუძლია მიიღოს მათი უუნარობის არგუმენტები. ავადმყოფს კი ამის გაკეთება არ შეუძლია. მისი გადარწმუნება შეუძლებელია. მას არ შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს სოციალური იდეები, მიუხედავად მის მიერ მოყვანილი მოსაზრებებისა, რადგან მას პარალიზებული აქვს კრიტიკული აზროვნების მექანიზმი.
სოციალური შიზოფრენიით ყველა შეიძლება დაავადდეს, თუ მას არ გააჩნია იმუნიტეტი მისი კონკრეტული მოდიფიკაციის მიმართ, მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, განათლების დონისა და ეროვნებისა, ისევე, როგორც ნებისმიერი შეიძლება  ავად გახდეს გრიპით ან ჭირით.
თუ სოციალური შიზოფრენია იღებს ეპიდემიის ან პანდემიის ხასიათს, ამ შემთხვევაში ის იწვევს დიდ მსხვერპლს. მოვიყვანთ სოციალური შიზოფრენიის ყველაზე ტრაგიკული ეპიდემიის რამდენიმე მაგალითს.
ჰიტლერის და მისი თანამებრძოლების აკვიატებულმა იდეამ არიული რასის უპირატესობის და მსოფლიო ბატონობის შესახებ შეიპყრო გერმანიის მოსახლეობის დიდი ნაწილი, განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა, რამაც გამოიწვია ათობით მილიონი მსხვერპლი „ყავისფერი ჭირისგან“. ეს ჭირი დღეს იქაც კი გაჩნდა, სადაც მას არ ელოდებოდნენ, გერმანიის ფაშისტური აგრესიისგან განსაკუთრებით დაზარალებულ ქვეყნებში. იგივე მოხდა რუსეთში, სადაც ექსპლუატატორთა და მათი თანამზრახველების განადგურების აკვიატებულმა იდეამ დიდი რაოდენობით ადამიანი შეიპყრო და გამოიწვია დიდი მსხვერპლი მასობრივი რეპრესიების შედეგად. ყველაზე კატასტროფული აღმოჩნდა ეპიდემია კამბოჯაში პოლ პოტის მმართველობის დროს, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი დაიღუპა. სოციალური შიზოფრენიის ეპიდემიას ასევე ეკუთვნის კულტურული რევოლუცია ჩინეთში. ყველა სამოქალაქო ომი გამოწვეულია სოციალური შიზოფრენიის ეპიდემიით. საერთაშორისო ტერორიზმი იმავე ტიპის დაავადებას ეკუთვნის.
 ავადმყოფობას იარაღის ძალით ვერ განკურნავ. იარაღის ძალით შეიძლება მხოლოდ ინფიცირებულთა განადგურება.
ყველა ზემოხსენებული მაგალითი უკავშირდება აკვიატებულ პოლიტიკურ იდეებს, რომელთა შეუსაბამობაც, თუ სურვილი არსებობს, ძნელი დასადგენი არ იქნება. მაგრამ აკვიატებული სოციალური იდეები შეიძლება გამოვლინდეს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. ნებისმიერი სოციალური ჯგუფისა და ხალხისადმი ბრმა სიძულვილი, რელიგიური სიძულვილი - სოციალური შიზოფრენიის მოდიფიცირების მაგალითებია. ამ შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ადამიანებს ეთიშება კრიტიკული აზროვნების მექანიზმი.
ყველა ადამიანი, ვისაც ბრმად სჯერა რაღაცის, სოციალური შიზოფრენიით არის დაავადებული. ბრმა რწმენა იმიტომ არის ბრმა, რომ მიუთითებს ტვინის კრიტიკული აზროვნების მექანიზმის გათიშვაზე. სოციალური შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმით დაავადდა  პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა. რატომ? იმის გამო, რომ თითქმის ყველა ჩვენგანს ბრმად სწამს გარკვეული სოციალური იდეების ან მითების, და არ სურს მათი ეჭვქვეშ დაყენება. მაგრამ ერთი საქმეა სურდო, ან უბრალოდ შეუძლოდ ყოფნა, და სხვა საქმეა „ყავისფერი ჭირი“.
რა არის ყველაზე დიდი სირთულე სოციალური შიზოფრენიის მკურნალობისა და პრევენციის საქმეში? ძნელია იმის აღიარება, რომ ეს არის მხოლოდ შიზოფრენიის ნაირსახეობა, დაავადების ნაირსახეობა. თავის დროს ასევე ძნელი იყო იმის აღიარება, რომ ნარკომანია ან ალკოჰოლიზმი არ არის თავაშვებულობა ადამიანის ქცევაში, არამედ ნამდვილი დაავადებაა.
თუ ადამიანი ქადაგებს რაიმე სოციალურ იდეას, მაგრამ თავად არ სჯერა მათი, მაშინ ეს ქცევა შეიძლება მიეკუთნოს დაავადებას. ასეთ ქცევას შეიძლება ეწოდოს სიტუაციისადმი იძულებითი ადაპტაცია ან ჩვეულებრივი თაღლითობა. სოციალური შიზოფრენია არ ვრცელდება ადამიანის ქცევაზე მიტინგებსა და დიდ შეკრებებზე, თუმცა კრიტიკული აზროვნების მექანიზმი ეთიშება ყველა მონაწილეს. ამ მიზეზის გამო, ხალხი საშინელი დესტრუქციული იარაღია მათ ხელში, ვინც მას ორგანიზებას უწევს. ადამიანის ქცევას ხალხში მხოლოდ მოკლევადიანი ხასიათი აქვს, და ის არ შეიძლება მიეკუთვნოს შიზოფრენიის გამოვლინებას.
სოციალური შიზოფრენიის დროული დიაგნოსტიკისა და ეფექტურად მკურნალობის მიზნით აუცილებელია სერიოზული კვლევითი სამუშაოების ჩატარება, ისევე როგორც ეს მიღებულია სხვა საშიშ დაავადებათა შემთხვევაში.
რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? აკვიატებული იდეები სოციალურ სფეროში არის დაავადება, ხოლო ავადმყოფები საჭიროებენ მკურნალობას, და არა დასჯას. ავადმყოფთა დასჯას აზრი არ აქვს,  ვინაიდან ვინც ავად არის, მას არ შეუძლია კრიტიკულად აზროვნება, მათ შორის სასჯელის სწორად აღქმა. ასევე სოციალური შიზოფრენიის დაავადებულთა დარწმუნება და გადარწმუნება აბსოლუტურად უაზროა. თუმცა, დაავადებულთ უნდა აეკრძალოს თავისუფალი ურთიერთობა, თუ ისინი საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც სხვა საშიში ინფექციური დაავადების დროს. განსაკუთრებით საშიშ შემთხვევაში ექსტრემალური ზომები უნდა იქნეს მიღებული, თუ საზოგადოებას საქმე აქვს ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან ჰიტლერი ან პოლ პოტი.
თუ სოციალური შიზოფრენია არ იქნება განხილული, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, როგორც შიზოფრენიის ერთ-ერთი სახეობა, შეუძლებელი იქნება დიაგნოზის დროული დასმა, მკურნალობის ეფექტური მეთოდების შერჩევა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.


==
            2. თვითუარყოფის იდეური ღირებულებები: მოცემული და შექმნილი

            2.1.1. მაზოხისტის მოკლე განმარტება მდგომარეობს იმაში, რომ იგი ახერხებს იდენტურობის მოპოვებას თავისი იდენტურობის უარყოფით (სექსუალური თვალსაზრისით, ის გარდაქმნის Lust-ს  Schmerz resp. Unlust-ში).
           ავტონეგაციას (და ამის შესახებ წერს ჟ.დელეზი [481]) შეესაბამება მაზოხისტის სპონტანური დიალექტიურობა, რომლისთვისაც უარყოფითსა და მტკიცებას შორის განსხვავება მოხსნილია. დიალექტიკა მაზოხისტის იმანენტურია, წარმოადგენს მის ბუნებრივ, და არა შეძენილ იდეოლოგიურ მემკვიდრეობას.
         SR-ს აღქმაში არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც ვერ მოგვარდება, თუ მას დიალექტიკურად მიუდდებით. დიალექტიკური კუთხით კონცეპტუალიზებული ნებისმიერი ფაქტი ხდება პოზიტიური. შევადაროთ ოლეშას კინოსცენარში „მკაცრი ახალგაზრდა“ (1934 წ.) დიალოგი სტუდენტ ფოკინსა და მის მეზობელს ქალს შორის კომუნალურ ბინაში:
       სტუდენტი. კატია, რატომ იყურებით ასე ხშირად სარკეში?
       მეზობელი. იმიტომ, რომ ლამაზი არ ვარ.
        სტუდენტი. არაფერია, კატია. სილამაზე - დიალექტიკური ცნებაა. ის ჩნდება ოს ადამიანს შორის. არასოდეს არ არის ცნობილი, როდესაც ადამიანი მარტოა, ლამაზია ის თუ ულამაზო. და როცა ადამიანთან მიდის მეორე ადამიანი და ეუბნება მას: „მე შენ მიყვარხარ“, პირველი დაუყოვნებლივ ხდება ლამაზი. გესმით?
        მეზობელი. მართლა?
        სტუდენტი. რა თქმა უნდა!
        მეზობელი. ჩემთან კი უკვე მოვიდა ადამიანი და მითხრა: „მე შენ მიყვარხარ“.
        სტუდენტი. ესე იგი, თქვენ უკვე ლამაზი ხართ.[482]
        ოლეშას გმირი, რომელიც დიალექტიკურ დარიგებებით არის დაკავებული, ამავდროულად ქადაგებს ნებაყოფლობით მორჩილების იდეას, რომლის მიხედვითაც, ერთი ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს მეორეს:
        „გენიოსის ძალაუფლება? გენიოსის თაყვანისცემა? ანუ მეცნიერების? რა თქმა უნდა  <...> ჩემთვის - დიახ. კომკავშირელისთვის. დიახ.  ყველაფერზე თანახმა ვარ ... <...> დიდი გონების გავლენა ... ეს მშვენიერი ძალაუფლებაა“. [483]


თარგმანი
06.06. 18
(C)  М.F.L
















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised