понедельник, 7 мая 2018 г.

რატომ არის საშიში რელიგიური აღზრდა?

რატომ არის საშიში რელიგიური აღზრდა?
         საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთში ყოველთვის წარმოადგენდა ანგარიშგასაწევ სოციალურ ინსტიტუტს და საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ბოლო წლებში კი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია პრეტენზიას აცხადებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო დიდი ადგილის დაკავებაზე. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია აქტიურად ლობირებს „რელიგიური კულტურის საფუძვლების“ სასკოლო კურსის დანერგვას. რასაკვირველია, ეკლესიას შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს ქვეყნის ცხოვრებაში. მართლმადიდებლობის აპოლოგთა აზრით, ეს ხელს შეუწყობს სულიერების, ტოლერანტობისა და სოციალური ჰარმონიის მიღწევას. ეს ასეა. მაგრამ  სოციალიზმის პერიოდში ჩვენი საზოგადოება ნაკლებად სულიერი იყო, ვიდრე მაგალითად, 1917 წლამდე, როდესაც მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გავლენა მოეხდინა საზოგადოებაზე? მე არაფერს ვამბობ „თანხმობის“, ინტერნაციონალური „ტოლერანტობის“ შესახებ, რომელიც საჭიროებას არ წარმოადგენდა ჩვენი ხალხისთვის, რომელსაც აკავშირებდა ერთიანი, საბჭოური სულისკვეთების განცდა. ამის  მიღწევა რელიგიის და ყოველგვარი ეკლესიის გარეშე გახდა შესაძლებელი. მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო რელიგიური აღზრდის რამდენიმე სხვა ასპექტზე. საქმე ფსიქიკის აღზრდას, ფორმირებას ეხება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „აღმზრდელობითი“ ზემოქმედება მიმართულია „მომავალ მრევლზე“ - ბავშვებზე, მაგრამ ზრდასრულებიც კი ექვემდებარებიან ამ გავლენას. და, ამასთან, საუკეთესონი ზრდასრულთა შორის! კერძოდ, ისინი, ვინც ეძებენ პასუხს კითხვებზე ცხოვრების მნიშვნელობის, სამყაროში ადამიანის ადგილის შესახებ, ვინც ეძებს ზნეობრივ ორიენტირს, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დავკარგეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგულგრილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უკეთესები იყვნენ. მაგრამ, ალბათ, არც ისე განვითარებული ანალიტიკური შესაძლებლობების მქონენი. ეს ადამიანები ადვილად აღმოჩნდებიან რელიგიური ორგანიზაციების გავლენის ქვეშ, რომელთა შორის წამყვანი ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიას უკავია.
          რა სახის თვისებების აღზრდას ცდილობს ეკლესია მრევლში? მთავარი, ჩემი აზრით, თავად მრევლისთვის არის დამახასიათებელი: ეს არის სიტყვა „სამწყსო“. ფარა, რომელსაც სჭირდება მწყემსი. ფარას არ სჭირდება ფიქრი, ამისათვის არის მწყემსი, რომელიც სწორი მიმართულებით წაიყვანს მას. ამისათვის კი საჭიროა, რომ „სამწყსოს“ არ ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი, არამედ ნდობით აღჭურვილი გარე ავტორიტეტის. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს რწმენაზე და არა გონებაზე. და ამ ამოცანას ეკლესია საკმაოდ წარმატებით ასრულებს ზრდასრულებთან მიმართებაში. რა შეიძლება ითქვას ბავშვებზე ზემოქმედების შესახებ, რომლებიც უპირობოდ ენდობიან ყველაფერს, რასაც ზრდასრულები ეუბნებიან? მართლმადიდებლებთან ურთიერთობის ჩემი გამოცდილება ცხადყოფს, რომ გონების რწმენით ჩანაცვლება ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. დოგმების რწმენას მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიის, როგორც ინსტიტუსადმი, რწმენა, ბრმად მიღება ყველაფრისა, რაც ეკლესიის წარმომადგენლების მიერ არის ნათქვამი. და შედეგად, ჩვენ ვიღებთ  მორჩილ ფარას, რომელსაც სწამს ნებისმიერი „მითითებისა ზემოდან“. მაგრამ ხომ არსებობს საკითხის მეორე მხარეც. რაც არ უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დიდ მეცნიერთა შორისაც არის ბევრი მორწმუნე, ზოგადად რელიგიური აზროვნება მატერიალისტურს უპირისპირდება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება იმაში, რომ მატერიალისტური აზროვნება ეყრდნობა გონებას, მაშასადამე, ეჭვის შეტანაც შეუძლია. ამ შემთხვევაში სამყაროს შეცნობის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს არასაკმარისი ცოდნა. მაგრამ ეს დაბრკოლება არის ობიექტური და, დროთა განმავლობაში, მისი გადალახვა შეიძლება. უფრო მეტიც, სამყაროს შეცნობა აძლიერებს ადამიანს, და თუ მატერიალისტური აზროვნებისადმი მიმართებაში შეიძლება რწმენის შესახებ საუბარი, ეს არის ადამიანის რწმენა, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა. ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული რელიგიური აზროვნება. უპირველეს ყოვლისა, ადამიანში რწმენას ანაცვლებენ უმაღლესი ძალების რწმენით; ადამიანს ართმევენ მის ყველა საუკეთესო თვისებას და მიაწერენ ღმერთს, და უკვე, როგორც განსაკუთრებული წყალობა, შეიძლება მიანიჭონ ადამიანს. აზროვნების და ეჭვის შეტანის ადამიანის ბუნებრივი უნარი ითრგუნება, მის ადგილს იკავებს რწმენა და მორჩილება. ცოდნის ადგილს (და, რაც მთავარია, ცოდნის სურვილს) იკავებენ ორი, სამი და მეტი ათასი წლის წინანდელი მითები, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. ამ მხრივ მის აღქმას, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება რწმენის უნარი, როგორც ზოგადი დამოკიდებულება, როგორც ადამიანის დომინანტური თვისება. აქედან გამომდინარე, არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ ისეთი თვისების აღზრდას, როგორიცაა რწმენა, დაიწყებენ სკოლაში „რელიგიური კულტურის საფუძვლების“ - ახალი „ღვთის კანონის“ - გაკვეთილებზე. მოვიყვან რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის მხოლოდ ერთ ფრაზას: „ჩვენ უნდა სტანდარტული ხასიათი მივცეთ განათლების შინაარსობრივ კომპონენტს და შევქმნათ უწყვეტი მართლმადიდებლური განათლების სისტემა - საბავშვო ბაღიდან უმაღლეს სასწავლებლამდე“.
        თუ სახელმწიფოში არსებობს ეკლესია, ეკლესიის უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ არსებობის უფლება. იქ შემთხვევითი ადამიანები არ მიდიან, არამედ საკმაოდ გაცნობიერებულნი. მაგრამ ბავშვებზე აშკარა გავლენა, ჩემი უკიდურესად მიკერძოებული თვალსაზრისით, დაუშვებელია. თუ მღვდლებს მივცემთ  განათლების სისტემაზე ხელმისაწვდომობის უფლებას, ათი წლის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ თაობას, რომელსაც არ ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი. უფრო მეტიც, მზა შაბლონებზე მღვდელთმსახურებად აღზრდილი ადამიანები უუნარონი აღმოჩნდებიან იმისათვის, რომ გააკეთონ გაზრებული მორალური არჩევანი, ისინი ვერ დაინახავენ ალტერნატივას, ვერც ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვავითარებას ვერ შეძლებენ. თუ ეს აღზრდაა, რომლის აუცილებლობაზეც საუბრობს ქვეყნის ხელმძღვანელობა, რუსეთს არასახარბილო მომავალი ელის. თუმცა, ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს პოზიციასა და სურვილზე დავიცვათ ჩვენი შვილები, რათა ისინი იყვნენ გონიერნი და დამოუკიდებელნი.

===

რომელმა რომელი  შექმნა?

ბოლო წლებში მეცნიერებმა, რომლებმაც ადამიანის ტვინი ნეირონების დონეზე შეისწავლეს, დაიწყეს „რელიგიის დნმ-ის“ ამოხსნა. ექსპერტებმა ბევრი მტკიცებულება წარმოადგინეს იმ თეორიის მხარდასაჭერად, რომ ღმერთი ამ ადამიანებმა შექმნეს და არა პირიქით. და რაც უფრო მეტად ჩავუღრმავდებით  მეცნიერებას, მით უფრო უკეთესად გავიგებთ, რომ „არ არსებობს არც სამოთხე, არც  ჯოჯოხეთი და არც ერთი რელიგია“.
ჩვენი ფსიქოლოგიური დნმ-ის მსგავსად, ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს ნებისმიერ რწმენას, ბუნებრივი შერჩევის შედეგად ვითარდებოდნენ ათასწლეულების განმავლობაში. ისინი დაეხმარნენ ჩვენს წინაპრებს, რათა გუნდში უფრო ეფექტურად იმუშაონ, შეძლებოდათ გადარჩენა და გამრავლება. ეს მექანიზმები იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვა, რომ მსგავსი სიტყვაც კი - „მექანიზმი“ - ჯერ არ არსებობდა.
1940-იან წლებში ფსიქიატრმა ჯონ ბოულბიმ განაცხადა, რომ ადამიანი შეჩვევის ძლიერი მოთხოვნილებით იბადება. თითოეული ცალკე აღებული ინდივიდის გადარჩენა პირდაპირ დამოკიდებული იყო მის დამცველებზე, პირველ რიგში, დედაზე. შეჩვევის გრძნობა ძლიერდებოდა ფიზიოლოგიურად, და ჩვენ ამ გრძნობით ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით, რომლებმაც ადგილი დაიმკვიდრეს ჩვენს ნეირონულ ქსელებში. ზრდის პროცესში ჩვენ განვიცდით სიმპათიას ამა თუ იმ პოლიტიკოსების, რელიგიური ლიდერებისა და ღმერთების მიმართ, და ამ ყველაფერს შეჩვევის და დაცვის მოთხოვნილების გამო ვაკეთებდით. მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ღმერთი არის განსაკუთრებული მშობელი, რომელიც დაგვიცავს და იზრუნებს ჩვენზე მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ფიზიკური გარსი სიმშვიდეს ჰპოვებს საფლავში.
დღეისათვის მეცნიერებმა გამოავლინეს დაახლოებით 20 „ბლოკი“, რომელიც საფუძვლად უდევს რელიგიას. ისევე როგორც შეჩვევის გრძნობა, ისინი საფუძვლად უდევს ადამიანთა ურთიერთქმედებას. როდესაც, მაგალითად, ექსპერიმენტატორებმა მოხალისეებს წაუკითხეს ზოგიერთი მტკიცებულება რელიგიის შესახებ და თხოვეს პასუხი გაეცათ, ეთანხმებიან თუ არა ექსპერიმენტში მონაწილეები მათ, მათ ტვინში გააქტიურდა იგივე სფეროები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის სოციალურ ქცევაზე.
რელიგიასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ „ბლოკებს“ შორის მეცნიერები ასახელებენ ურთიერთთანხმობას, რომანტიკული გრძნობების განცდას ვინმეს მიმართ, ჩვენს  სიძულვილს ყველას მიმართ, „ვინც ჩვენს წინააღმდეგ არის“, და ფანატიკურ ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ჩვენი ახლობელ ადამიანთა წრეს ეკუთვნის. რელიგიაშიც იგივე მომენტები შეინიშნება. ავიღოთ თუნდაც სუნიტ-მუსულმანებსა და შიიტებს შორის არსებული შუღლი ან დოქტრინული დაპირისპირება პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის.
გარდა ამისა, ადამიანმა შეიმუშავა უნარი იფიქროს იმაზე, თუ რა ხდება სხვების თავში, შეძლოს უხილავ ოპონენტებთან ურთიერთქმედების მოდელირება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რა მოხდებოდა, ჩვენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, და რას შევცვლიდით წარსულში, ასეთი შესაძლებლობა რომ მოგვცემოდა. ანალოგიურად, ჩვენ ვესაუბრებით საფლავებს, სადაც ჩვენთვის ახლობელი ადამიანები არიან დაკრძალული, ან ღმერთს.
მორალი, რომელსაც ზოგიერთები განიხილავენ, როგორც ველური ადამიანისთვის ღმერთის მიერ ნაბოძებ საჩუქარს, მეცნიერება კიდევ ერთ ადაპტირებულ სტრატეგიად განიხილავს, რომელიც ბუნებრივი შერჩევის შედეგად მივიღეთ. იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი პოლ ბლუმი აღნიშნავს, რომ ადამიანებისთვის კარგია ერთად მუშაობა. „ისინი შეძლებენ ადაპტირებას ირგვლივ მყოფთა როგორც თავაზიანობის, ასევე უნამუსობის მიმართ“, - განმარტავს პროფესორი.
თავის კვლევაში ბლუმმა აღმოაჩინა, რომ ჩვილი ბავშვები სიცოცხლის პირველ წელსვე ავლენენ სიკეთისა და ბოროტების, ასევე სამართლიანობისა და უსამართლობის თანდაყოლილ გრძნობას. როდესაც ბავშვებს აჩვენებდნენ მთაზე „მცოცავ“ თოჯინას, ხოლო მეორე თოჯინა მას ეხმარებოდა ან ხელს უშლიდა, ბავშვები უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ დამხმარე თოჯინას. აქედან გამომდინარე, ბლუმმა დაასკვნა, რომ ბავშვებს შეუძლიათ მორალის ნორმების საფუძველზე შეფასებითი გადაწყვეტილების მიღება.
ფსიქოლოგი მაიკლ ტომასელო ასევე დაინტერესდა პატარა ბავშვებში მორალის ფენომენით. თავის კოლეგებთან ერთად მან ჩაატარა კვლევების სერია, რომელმაც გამოავლინა ბავშვური ალტრუიზმი. ტომასელო აცხადებს, რომ ჩვენ ყველანი ალტრუისტებად ვიბადებით, ხოლო საკუთარი ინტერესების დაცვას ვსწავლობთ ზრდის პროცესში.
ფსიქოლოგიური ადაპტაციის მექანიზმების გარდა, მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ნევროლოგიური ახსნა იმისა, რასაც მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, როგორც ღვთაებრივი ყოფის დასტურს. კანადელმა ფსიქოლოგმა მაიკლ პერსინგერმა „ღმერთის მუზარადი“ შექმნა, როგორც მან უწოდა, მოწყობილობა, რომელიც ბლოკავს გამოსახულებას და ხმას, მაგრამ ამავე დროს სტიმულირებს ტვინის საფეთქლის წილებს. კვლევის სუბიექტებმა, რომლებმსც საკუთარ თავზე შეამოწმეს ეს მუზარადი, განაცხადეს, რომ იგრძნეს ვიღაც „სხვის“ ყოფნა. მათი პირადი გამოცდილებისა და სარწმუნოებიდან გამომდინარე, ამ „სხვას“ ისინი აღწერდნენ, როგორც ზებუნებრივ ან ღვთაებრივ არსებას. შესაძლებელია, ასკვნის პერსინგერი, რომ ყველაფერი, რაც დამასკოში პავლე მოციქულს გადახდა თავს, იყო ეპილეფსიის შეტევა.
რაც უფრო უკეთესად გვესმის ადამიანის ფსიქოლოგია და ნევროლოგია, მით უფრო ვუახლოვდებით რელიგიის საფუძვლების გააზრებას. ზოგი მათგანი, ისევე როგორც შეჩვევის გრძნობა, გვაიძულებს ვირწმუნოთ ღმერთი და უარი არ ვთქვათ რწმენაზე. თუმცა, ასკვნიან ტომსონი და აუკოფერი, როგორც სახეობა, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესი, თუ რელიგიას ვაღიარებთ, როგორც ხელოვნურ კონცეფციას. ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენთვის გავაკეთოთ ეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს ხელს არ შეგვიშლის რელიგიური შეხედულებების ნამდვილი ფესვების განხილვაში და ყველაზე დიდი საჩუქრით სარგებლობაში, რომელიც ჩვენ მოგვცა ევოლუციამ - ადამიანის გონების შესაძლებლობებით.


თარგმანი  (C)
M.F.L   2018











 I cant even tolerate the absolute trash about identity politics of left vs right PSYCHOSIS ! . WHAT OUR SLAVE "CULT-URE" DOES IS- IT STEALS OUR NATURE AND TRIES TO SELL IT BACK TO US!"
"Reich was simply AGAINST MIND CONTROLLING THEM with culturally repressed ideologies. its like what Jacque Fresco explained about tribal pacific culture that HAD NO SEXUAL PERVERSION because their sexuality was purely naturally expressed and uninhibited, where the men didnt fantasize overnudity because it was a cultural norm, and a NATURAL norm as well. its the basis that when we repress or steal what is natural to us, our natural rights, then it creates aberrations and psychoses to compensate for what is missing. this is what the dark preisthood KNOWS and has perfected for thousand of yrs or slavery and control. this is why the clergy are such criminal perverts because 1. they are overtly sexually repressed 2. seuxally abused themselves as chidlren to normalize it in their being 3. this is why circumcision and genital mutilation is used against children, to detach them from intimacy and care, FEELING and instill the deepest lifelong psychosomatic trauma ever devised.
What our slave culture does is it STEALS OUR NATURE, and tries to sell it back to us. it instituntionalizes sexual rerpression in religiozealous programming, from childhood on, simultaneously sandwiching us between a dichotomy of repression and traumatizing us with sexual mutiliation, childhood abuse, hyper sexualizing EVERYTHING in culture, media, movies, kids shows, schools, etc etc. its a controlled cluster fuck. because thats how the cabal works. is in dichotomy, same thing they do with the drug war. sexuality is the very same agenda they did with cannabis. REEFER MADNESS!!! smoke a joint and satan will rape ur wife and kids!! they did the same thing to reich. SEXBOX!! hes a proto sexial deviant!!
he's never written nor advocated for sexualizing anyone, but rather, EMPOWRING THEM, and simply NOT programming them. im sure he would would be a leader in destroying today's hypersexualization agenda that allegedly "arose from his work".
Sexual inhibition alters the structure of the economically suppressed individual in such a manner that he thinks, feels and acts against his own material interests. THE MASS PSYCHOLOGY OF FASCISM by Wilhelm Reich
If the psychic energies of the average mass of people watching a football game or a musical comedy could be diverted into the rational channels of a freedom movement, they would be invincible THE MASS PSYCHOLOGY OF FASCISM by Wilhelm Reich
" "
it would and will single handedly destroy the plague of perpetuation of SRA ( Satanic Ritual Abuse) and trauma based mind control when understood and properly applied. whether its his destruction of the State, and government false authority, the psychic armor created by inauthentic programming which creates statists, tyrants, fascists, obedient order followers, and other pathologies."
GNO means to fuck to G (k)Now .
------------
We have to create culture, don't watch TV, don't read magazines, don't even listen to NPR. Create your own roadshow. The nexus of space and time where you are now is the most immediate sector of your universe, and if you're worrying about Michael Jackson or Bill Clinton or somebody else, then you are disempowered, you're giving it all away to icons, icons which are maintained by an electronic media so that you want to dress like X or have lips like Y. This is shit-brained, this kind of thinking. That is all cultural diversion, and what is real is you and your friends and your associations, your highs, your orgasms, your hopes, your plans, your fears. And we are told 'no', we're unimportant, we're peripheral. 'Get a degree, get a job, get a this, get a that.' And then you're a player, you don't want to even play in that game. You want to reclaim your mind and get it out of the hands of the cultural engineers who want to turn you into a half-baked moron consuming all this trash that's being manufactured out of the bones of a dying world.”
― Terence McKenna




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised