среда, 23 мая 2018 г.

რევოლუციური ფსიქოლოგიის ტრაქტატი. 6 თავი. სამუელ აუნ ვეორი

რევოლუციური ფსიქოლოგიის ტრაქტატი   სამუელ აუნ ვეორი

რევოლუციური ფსიქოლოგია

         სკოლების, კოლეჯების და უნივერსიტეტების მასწავლებლებმა ღრმად უნდა შეისწავლონ რევოლუციური ფსიქოლოგია, რომელსაც პროპაგანდას უწევს ინტერნაციონალური გნოსტიკური მოძრაობა. რევოლუციის ფსიქოლოგია მოძრაობაში აბსოლუტურად განსხვავდება ყველაფრისაგან, რაც ადრე ცნობილი ყოფილა ამ სახელწოდებით.
         ისინი, ვისაც შეცდომით მიაჩნია, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია ბოლო საათის მეცნიერებაა, ნამდვილად გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ფსიქოლოგია არის უძველესი მეცნიერება, რომელსაც თავისი წყაროები აქვს ძველ არქაულ სკოლებში.
         უძველესი დროიდან, ცხოვრების თეატრის სხვადასხვა სცენარში ფსიქოლოგია ყოველთვის წარმოადგენდა ინტელიგენტურად, ფილოსოფიის სამოსში შენიღბულ როლს.
            განგის ნაპირებზე, ვედების წმინდა ინდოეთში, საუკუნეთა წყვდიადში არსებობდა იოგას ფორმები, რომლებიც სიღრმისეულად წარმოადგენდნენ გამოცდაგავლილ ფსიქოლოგიას.
        7 იოგა ყოველთვის ყოფილა აღწერილი, როგორც მეთოდი, როგორც პროცედურები ან ფილოსოფიური სისტემები.
        არაბულ სამყაროში, სუფიების წმინდა სწავლებებს, ნაწილობრივ მეტაფიზიკურ და ნაწილობრივ რელიგიურ ფორმაში, გაჩნდა თავისი აბსოლუტურად ფსიქოლოგიური წესრიგი.
       ძველ, ამდენი ომებით, რასობრივი, რელიგიური და პოლიტიკური ცრურწმენებით ძირგამომპალ ევროპაში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლომდე, ფსიქოლოგია შენიღბული იყო ფილოსოფიის სამოსით, შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო.
         ფილოსოფია, მისი  ქვედანაყოფების მიუხედავად, როგორიცაა ლოგიკა, შემეცნების თეორია, ეთიკა, ესთეტიკა და ა.შ., ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თავისთავად, არის აშკარა თვითრეფლექსია, არსებობის მისტიკური შემეცნება, გამოღვიძებული ცნობიერების შემეცნებითი ფუნქციონალიზმი.
          ბევრი ფილოსოფიური სკოლის შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ ისინი განიხილავენ ფსიქოლოგიას, როგორც რაღაც დაბალს ფილოსოფიასთან მიმართებაში, რაღაც დაბალ ასპექტებთან, ადამიანის ბუნების ტრივიალურ ასპექტებთან დაკავშირებულს.
         რელიგიების შედარებითი კვლევა გვაძლევს ლოგიკური დასკვნის საშუალებას, რომ ფსიქოლოგიის მეცნიერება ყოველთვის ყოფილა ძალიან ინტიმური ფორმით დაკავშირებული ყველა რელიგიურ პრინციპთან.
          რელიგიის ნებისმიერი შედარებითი კვლევას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ სხვადასხვა ქვეყნებისა და ეპოქების ყველაზე მართლმორწმუნე წმინდა ლიტერატურა თავისთავად შეიცავს ფსიქოლოგიის მეცნიერების საოცარ საგანძურს.
         ღრმა შესწავლა გნოსტიციზმის სფეროში საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ სხვადასხვა გნოსტიკურ მწერალთა ეს საოცარი ნაკრები, რომლებიც წარმოიშვა ქრისტიანობის ადრეული პერიოდიდან და ცნობილია ფილოკალიის ტიტულით. ისინი ჯერ კიდევ ჩვენამდე გამოიყენებოდა აღმოსავლეთის ეკლესიის მიერ, განსაკუთრებით ბერების მოსამზადებლად.
            ყოველგვარი ეჭვის და ყოველგვარი შიშის გარეშე, ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ფილოკალია არსებითად გამოცდილი ფსიქოლოგიაა.
         საბერძნეთის, ეგვიპტეს, რომის, ინდოეთის, სპარსეთის, მექსიკის, პერუს, ასურეთის, ქალდეველთა და ა.შ. საიდუმლოებათა ეძველეს სკოლებში ფსიქოლოგია ყოველთვის დაკავშირებული იყო ფილოსოფიასთან, რეალურ ობიექტურ ხელოვნებასთან, მეცნიერებასა და რელიგიასთან.
          ძველად, ფსიქოლოგია გონივრულად თავს აფარებდა წმინდა მოცეკვავეთა თავშესაქცევ ფორმებს ან უცნაურ იეროგლიფთა საიდუმლოებებს, ან ლამაზ ქანდაკებებს, ან პოეზიას, ან ტრაგედიას, და თუნდაც დიდი ტაძრების შესანიშნავ მუსიკას.
           სანამ მეცნიერება, ფილოსოფია, ხელოვნება და რელიგია გამოეყოფოდა ერთმანეთს დამოუკიდებლად რომ ეარსებად, ფსიქოლოგია დამოუკიდებლად დომინირებდა ყველა უძველეს სკოლაში.
           როდესაც კალი-იუგის ან შავი ეპოქის გამო ინიციატთა კოლეჯები დაიხურა, რომლებშიც დღემდე ვიმყოფებით, ფსიქოლოგია გადაარჩინა თანამედროვე სამყაროს სხვადასხვა ეზოთერული და ფსევდოეზოთერული სკოლების სიმბოლიკამ, და, განსაკუთრებით, გნოსტიკურმა ეზოთერიზმმა.
        ღრმა ანალიზები და კვლევები საშუალებას გვაძლევს ცხადად გავიგოთ, რომ წარსულში არსებული დოქტრინის სხვადასხვა ფსიქოლოგიური სისტემები, რომლებიც ახლაც არსებობენ, შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს:
        1. ისეთ დოქტრინებზე, როგორიც ბევრ ინტელექტუალს საჭიროდ მიაჩნია. თანამედროვე ფსიქოლოგია ფაქტიურად ამ კატეგორიას ეკუთვნის.
         2. ისეთ დოქტრინებზე, რომლებიც სწავლობენ ადამიანს ცნობიერების რევოლუციის თვალსაზრისით.
         ეს ნამდვილად ორიგინალური დოქტრინებია, ყველაზე უძველესი. მხოლოდ ისინი გვაძლევენ საშუალებას გავაცნობიეროთ ფსიქოლოგიის არსებული წყაროები და მისი ღრმა მნიშვნელობა. 
         როდესაც ყველაფერს მთლიანობაში გავიაზრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის შესწავლა ცნობიერების რევოლუციის ახალი თვალსაზრისით, მაშინ ჩვენთვის ცხადი გახდება, რომ ფსიქოლოგია წარმოადგენს ინდივიდის გადამწყვეტი და რადიკალურ ტრანსფორმაციასთან მჭიდროდ დაკავშირებული  პრინციპების, კანონების და ფაქტების შესწავლას.
        აუცილებელია სასწრაფოდ სკოლების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მასწავლებლებმა გააცნობიერონ ფსიქოლოგიური დეზორიენტაციის კრიტიკული საათი და კატასტროფული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ახალი თაობა.
        აუცილებელია ახალი ტალღის ცნობიერების წარმართვა რევოლუციის გზაზე, და ეს შესაძლებელია მხოლოდ რევოლუციური ფსიქოლოგიისა და ფუნდამენტური განათლების გზით.

=============




თავი 1 - არსებობის დონე
ვინ ვართ? საიდან მოვედით? საით მივდივართ? რისთვის ვცოცხლობთ? რატომ ვცხოვრობთ?
რა თქმა უნდა, საბრალო „ინტელექტუალურმა ცხოველმა“, რომელსაც შეცდომით ეწოდა ადამიანი, არა თუ არ იცის ეს, მან ისიც კი არ იცის, რომ არ იცის …
ყველაზე ცუდი ის არის, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით, მეტად რთული და უცნაურია; მიუხედავად იმისა, რომ არ გვესმის ჩვენი ტრაგედიის ყველა მიზეზი, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით …
განვიხილოთ, თუნდაც, „გონიერი ძუძუმწოვარი“ - ადამიანი, რომელიც ამაყობს ცხოვრებაში თავისი გავლენით. გავაგზავნოთ ის საჰარის უდაბნოში, დავტოვოთ იქ, ყველა ოაზისს მოშორებული, და შემდეგ საჰაერო ხომალდიდან დავაკვირდეთ, თუ რა მოხდება…
ფაქტები თავად მეტყველებს ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ „ინტელექტუალური ჰუმანოიდი“ საკუთარ თავს ძლიერად მიიჩნევს და სჯერა, რომ ძალიან მამაცია, ღრმად, შიგნით ის ძალიან სუსტია ...
         „გონიერი ცხოველი“ ასი პროცენტით უგუნურია. ის თავის თავს ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევს და სჯერა, რომ საბავშვო ბაღი, კარგი აღზრდა, საშუალო სკოლა, უმაღლესი განათლება, უნივერსიტეტი, მამის მაღალი პრესტიჟი და ა.შ. დაეხმარება ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ...
სამწუხაროდ, განათლების, კარგი მანერების და ფულის მიუხედავად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი ტკივილი მუცლის არეში აღშფოთებას იწვევს და ღრმად შიგნით ჩვენ ისევ  უბედურები და საბრალონი ვართ …
საკმარისია მსოფლიო ისტორია წავიკითხოთ, რომ მივხვდეთ: ისეთივე ბარბაროსები დავრჩით, როგორც უწინ, და განვითარებისა და სრულყოფილების სანაცვლოდ,  უფრო უარესები გავხდით...
          ХХ საუკუნე მთელი თავისი სანახაობებით, ომებით, პროსტიტუციით, საყოველთაო პედერასტიით, სექსუალური დეგენერაციით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლით, ძალადობრივი სისასტიკით, ექსტრემალური გარყვნილებით და სხვა მსგავსი სიმახინჯით, - ის სარკეა, რომელშიც უნდა დავინახოთ საკუთარი თავი; არ არსებობს სიხარულის რეალური მიზეზი, თითქოს ჩვენ განვითარების  უმაღლეს დონეს მივაღწიეთ...
აბსურდულია იმაზე ფიქრი, რომ დრო პროგრესს ნიშნავს; სამწუხაროდ, „განათლებული უვიცები“ ევოლუციის დოგმატებში ჩარჩენილი აღმოჩნდნენ...
           „ბედკრული ისტორიის“ ყველაზე ბნელ ფურცელზე ჩვენ ყოველთვის დავინახავთ იმავე საშინელ სისასტიკეს, ამბიციებს, ომებს და ა.შ.
          მიუხედავად ამისა, ჩვენი თანამედროვე „სუპერ ცივილიზებული“ ადამიანები კვლავაც დარწმუნებული არიან, რომ ომი - რაღაც მეორეხარისხოვანია, დროებითი ინციდენტია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათ ტრაბახა „თანამედროვე ცივილიზაციასთან“.
რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის ხასიათი მნიშვნელოვანია. ზოგიერთი სუბიექტი შეიძლება ალკოჰოლიკი აღმოჩნდეს, ზოგი - არა მსმელი, ზოგი - პატიოსანი, ზოგი - არაკეთილსინდისიერი; ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ...
მასა ფიზიკურ პირთა საერთო ჯამია. რასაც წარმოადგენს ცალკეული ადამიანი, იმას წარმოადგენენ მასები, მთავრობები და ა.შ.
ამრიგად, მასა - ინდივიდის ტრანსფორმაციას წარმოადგენს; მასების და ხალხთა ტრანსფორმაცია შეუძლებელია, თუ შესაძლებელი არ იქნება თითოეული ადამიანის ტრანსფორმაცია.
არავის შეუძლია უარყოს სხვადასხვა სოციალური ფენის არსებობა: არიან ადამიანები ეკლესიიდან და ადამიანები საროსკიპოდან, ბიზნესმენები და სოფლის მოსახლეობა და ა.შ.
ანალოგიურად, არსებობის სხვადასხვა დონე არსებობს. იმის მიხედვით, თუ რას წარმოვადგენთ შინაგანად, კეთილშობილი ვართ თუ საზიზღარი, კეთილი თუ ხარბი, აგრესიული თუ თვინიერი, უმანკო თუ ავხორცი, ჩვენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ გარემოებებს ვიზიდავთ...
გარყვნილი ყოველთვის მიიზიდავს გარყვნილ სიტუაციებს, დრამებს ან თუნდაც ტრაგედიებს, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს ...
ლოთი, რა თქმა უნდა, მიიზიდავს სხვა ლოთებს, და მისი ნახვა ყოველთვის შესაძლებელი იქნება დუქნებსა და ბარებში, ეს ცხადია ...
რას იზიდავს მევახშე? ეგოისტი? რამდენ პრობლემას? ციხეს? თუ წარუმატებლობას?
თუმცა, მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში იმედგაცრუებულ და ტანჯვისგან დაღლილ ადამიანებს სურთ შეცვლა და მათი ისტორიის კიდევ ერთი ფურცლის გადაშლა ...
საბრალო ადამიანები. მათ სურთ ცვლილება განიცადონ, მაგრამ არ იციან როგორ, არაფერი იციან პროცედურის შესახებ, ჩიხში არიან მომწყვდეული ...
რაც მათ გუშინ გადახდა თავს, იგივე მოხდება დღესაც და ხვალ. ისინი ყოველთვის გაიმეორებენ იმავე შეცდომებს, არაფრის დიდებით არ გამოაქვთ დასკვნები მიღებული გამოცდილებიდან.
ცხოვრებაში ყველაფერი მეორდება. ისინი იმავეს ლაპარაკობენ, იმავეს აკეთებენ და იმავეს გამო სინანულს განიცდიან...
დრამების, კომედიების და ტრაგედიების ეს მოსაწყენი განმეორება გაგრძელდება მანამ, სანამ შიგნით ვატარებთ სიშმაგის, სიხარბის,  ავხორცობის, შურის, სიამაყის, სიზარმაცის, სიხარბის და ა.შ. და ა.შ. არასასურველ ელემენტებს.
რა დონეზეა ჩვენი მორალი? ან უმჯობესია ასე ვთქვათ: როგორია ჩვენი არსების დონე?
სანამ ჩვენი არსების დონე რადიკალურად არ შეიცვლება, ყველა ჩვენი უბედურება, უსიამოვნო სიტუაციები, ჩავარდნები და დაბრკოლებები განმეორდება...
ყველაფერი, ყოველი გარემოება, რომელიც ჩვენ გარეშე ხდება ამ სამყაროს სცენაზე, - მხოლოდ იმის ანარეკლია, რასაც  შიგნით ვატარებთ.
ჩვენ შეგვიძლია სრული სერიოზულობით განვაცხადოთ, რომ „გარეგნული შინაგანის ანარეკლია“ .
როდესაც ვინმე შინაგან ცვლილებებს განიცდის და ეს ცვლილება რადიკალურია, მაშინ  გარე გარემოებებიც და ცხოვრებაც იცვლება.
1974 წელს მე ვაკვირდებოდი იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც სხვისი ტერიტორია დაიპყრეს. აქ მექსიკაში, ასეთ ადამიანებს ჩვენ უცნაურ სიტყვას ვუწოდებთ  - „პარაშუტისტებს“ .
ისინი სოფლის დასახლების ჭურუბუსკოს მეზობლად ცხოვრობენ და ჩემს სახლთან ახლოს იმყოფებიან. ამიტომაც შემიძლია მათი კარგად შესწავლა ...
იყო ღატაკი არასოდეს ყოფილა დანაშაული. მაგრამ პრობლემის სერიოზულობა ამაში არ არის, არამედ  მათი არსების დონეში ...
ყოველ დღე ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან, თვრებიან, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, თავისი ამხანაგების მკვლელები ხდებიან და, რა თქმა უნდა, ცხოვრობენ ბინძურ ქოხებში, სადაც სიძულვილია გამეფებული სიყვარულის ნაცვლად...
ხშირად მიფიქრია, რომელიმეს ამ  ადამიანთაგან რომ განედევნა მის შიგნით არსებული სიძულვილი, გაბრაზება, ავხორცობა, ლოთობა, ავენიანობა, სისასტიკე, ეგოიზმი, ცილისწამება, თავმოყვარეობა, სიამაყე და ა.შ., სხვები შეძლებდნენ მის შეყვარებას. უბრალოდ, ფსიქოლოგიური მსგავსების კანონის თანახმად, ის უფრო კულტურულ და სულიერ ადამიანებთან იქნებოდა ასოცირებული, ეს ახალი ურთიერთობები გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა მისი სოციალური და ფინანსური მდგომარეობის შესაცვლელად ...
სწორედ ასეთი სისტემა მისცემდა საშუალებას ამ სუბიექტს მიეტოვებინა თავისი „ფარეხი“, თავისი „საკანალიზაციო მილი“.
თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს რადიკალური ცვლილებების გატარება, ჯერ უნდა გავიაზროთ, რომ თითოეული ჩვენგანი (იქნება ის თეთრკანიანი, შავკანიანი, ყვითელკანიანი, უცოდინარი ან განათლებული - ნებისმიერი) იმყოფება  არსების  გარკვეულ „დონეზე“.
როგორია ჩვენი, როგორც „არსების დონე”? ამის შესახებ ოდესმე დაფიქრებულხართ? შეუძლებელია სხვა დონეზე გადასვლა, თუ ჩვენს მიერ იგნორირებულია  მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით.
                                 თავი 2 - სასწაულებრივი კიბე
ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს ცვლილების სურვილი, თუ გვინდა, რომ გავთავისუფლდეთ ამ მოსაწყენი რუტინისგან, ამ უკიდურესად მექანიკური, დამღლელი ცხოვრებისგან ...
პირველ რიგში, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ჩვენგანი, იქნება ეს კაპიტალისტი თუ მუშა, ადამიანი მაღალი ან საშუალო კლასიდან, მდიდარი თუ ღარიბი, არსების  გარკვეულ დონეზე იმყოფება...
ლოთის არსების დონე განსხვავდება არა მსმელის არსების დონისგან, ხოლო მეძავის დონე ძალიან განსხვავდება ქალწულის დონისგან. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, უდავო და შეუქცევადია ...
თავის  ამ ნაწილში ჩვენ არაფერს დავკარგავთ, თუ წარმოვიდგენთ მრავალსაფეხურიან კიბეს, რომელიც ვერტიკალურად მიემართება ქვევიდან ზევით  ...
ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ერთ-ერთ საფეხურზე ჩვენ ვიმყოფებით. უფრო ქვემოთ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენზე უარესები არიან, ხოლო მაღლა საფეხურებზე - ადამიანები, ვინც ჩვენზე უკეთესები არიან ...
ამ შესანიშნავ ვერტიკალზე, ამ სასწაულებრივ კიბეზე ჩვენ აშკარად შეგვიძლია მოვძებნოთ არსების ყველა დონე, რადგან ჩვენ ყველა, რა თქმა უნდა, განსხვავებულები ვართ...
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ ლამაზ ან მახინჯ სახეებზე, საუბარი ასევე არ ეხება ასაკს. არიან ადამიანები ახალგაზრდა, ხანში შესული და ძალიან მოხუცები, რომლებიც უკვე სიკვდილის ზღვარს მიუახლოვდნენ, არიან  ახალშობილები ...
დროის და ასაკის საკითხი, როგორიც უნდა იყოს დაბადება, განვითარება, გამრავლება, მოხუცებულობა  და სიკვდილი,  მხოლოდ ჰორიზონტალს ეკუთვნის.
ამ „სასწაულებრივ კიბეზე“, ვერტიკალზე, დროის ცნება არ არსებობს. ასეთი კიბის  საფეხურებზე შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ არსების დონეები ...
ადამიანთა მექანიკური იმედები უსარგებლოა, მათ მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენი წინაპრებიც ასევე ფიქრობდნენ. მაგრამ ფაქტებმა მხოლოდ საპირისპირო დაამტკიცეს ...
მთავარი მხოლოდ არსების დონეა, ეს კი ვერტიკალია. ჩვენ ვიმყოფებით  ერთ-ერთ საფეხურზე , მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ავიდეთ ერთი საფეხურით მაღლა ...
„სასწაულებრივ კიბეს“, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც ეკუთვნის არსების სხვადასხვა დონეს, არაფერი აქვს საერთო დროის საზომ სკალასთან.
არსების უფრო მაღალი დონე პირდაპირ ჩვენ ზემოთაა, ყოველ წამს  ...
ის არ იმყოფება რაღაც შორეულ ჰორიზონტალურ მომავალში, არამედ აქ და ახლაა, ჩვენს შიგნით, ვერტიკალში ...
ცხადია, ყველას შეუძლია გაიგოს, რომ ეს ორი ხაზი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური, ყოველ წამს არის ჩვენში, შიგნით, ჩვენს შინაგან ფსიქოლოგიაში, და ჯვარს ქმნიან...
ჩვენი პიროვნება ვითარდება სიცოცხლის ჰორიზონტალური ხაზის მიხედვით, იბადება და კვდება მის საზომ დროში; ის არ არის ხანგრძლივი; არავითარი მომავალი არ არსებობს გარდაცვლილი პიროვნებისთვის. ის არსება აღარ არის...
არსების დონე, თავად არსება, არ ეკუთვნის დროს. მას არაფერი აქვს საერთო ჰორიზონტალურ ხაზთან, ის ჩვენშია. ახლაა, ვერტიკალში იმყოფება ...
სასაცილო იქნებოდა ჩვენი არსება ჩვენს გარეთ რომ გვეძებნა...
ზედმეტი არ იქნება, თუ დასკვნის სახით ვიტყვით: წოდება, ხარისხი, დაწინაურება და ა.შ. ვერ მოახერხებს გარე სამყაროში ამაღლებულის, ჩვენი არსების  ახლებურად შეფასების, არსების დონის ზედა საფეხურზე წინსვლის გამოწვევას ...
                             თავი 3 - ფსიქოლოგიური აჯანყება
ჩვენს მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ჩვენში არსებობს მათემატიკური წერტილი...
რა თქმა უნდა, ასეთი წერტილი არ არის წარსულში ან მომავალში ...
მას, ვისაც სურს ამ საიდუმლო წერტილის აღმოჩენა, უნდა ეძებოს ის აქ და ახლა, თავის შიგნით, ზუსტად ამ მომენტში, არც ერთი წამით გვიან, არც ერთი წამით ადრე  ...
წმინდა ჯვრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ძელი ამ წერტილშია ...
ამიტომ, ყოველ მომენტში ჩვენ ორი გზაზე აღმოვჩნდებით: ჰორიზონტალურსა და ვერტიკალურზე ...
აშკარაა, რომ ჰორიზონტალური გზა მეტად „ილუზორულია“. ამ გზით ყველა ადამიანი მიდის, ყველა, ვინც აქ მოდის, მთელი სამყარო  ...
რა თქმა უნდა, ვერტიკალური გზა განსხვავებულია; ეს ჭკვიან მეამბოხეთა და რევოლუციონერთა გზაა ..
როდესაც ვინმეს ახსოვს თავისი თავი, მუშაობს საკუთარ თავზე და არ ახდენს იდენტიფიცირებას ცხოვრებისეულ პრობლემებთან და ტკივილთან, ის მართლაც მიჰყვება ვერტიკალურ გზას ...
რა თქმა უნდა, ეს ადვილი ამოცანა არ არის - ნეგატიური ემოციებისგან განთავისუფლება, საკუთარი ცხოვრების მატარებელთან, ყველა სახის პრობლემასთან, საქმეებთან, კრედიტებთან, სესხებთან, ტელეფონის, წყლის, ელექტროენერგიის ქვითართან იდენტიფიცირების შეწყვეტა და ა.შ.
უმოქმედონი, ვინც რაიმე მიზეზით დაკარგა სამსახური, აშკარად განიცდიან ფულადი სახსრების უკმარისობას. სინამდვილეში, მათთვის ძალიან რთულია იმ სიტუაციის დავიწყება, რომელშიც იმყოფებიან, ნერვიულობის და საკუთარ პრობლემებთან  იდენტიფიცირების შეწყვეტა.
ვინც განიცდის და ვინც ტირის, ვინც გახდა ღალატის მსხვერპლი, ვინც ცხოვრებისგან მიიღო ცუდი საზღაური, უმადურობა, ვინც გახდა ცილისწამების ან თაღლითობის მსხვერპლი, ისინი სინამდვილეში ივიწყებენ საკუთარ თავს, ივიწყებენ თავის შინაგან არსებას და სრულად ახდენენ იდენტიფიცირებას მათ მორალურ ტრაგედიასთან ...
საკუთარ თავზე მუშაობა ვერტიკალური გზის ფუნდამენტური მახასიათებელია. არავის შეუძლია იაროს დიადი გარდაქმნის გზით, თუ  თავის თავზე არასოდეს უმუშავია...
სამუშაო, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, ფსიქოლოგიური ხასიათისაა; იგი მიმართულია მოცემული მომენტის გარკვეულ ტრანსფორმაციაზე, რომელშიც აღმოვჩნდით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყოველ წამს ცხოვრება ...
მაგალითად, არის ემოციური, ფინანსური ან პოლიტიკური პრობლემის გამო სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელსაც , როგორც ჩანს, დაავიწყდა საკუთარი  თავი ...
თუ ის წამით შეჩერდება და დააკვირდება სიტუაციას, შეეცდება გაიხსენოს საკუთარი თავი, ის მისი მდგომარეობის შეცვლას შეეცდება  ...
თუ იგი ოდნავ დაფიქრდება, რომ ყველაფერი გაივლის, მიხვდება, რომ თავად სიცოცხლე ილუზიაა და წარმავალია, და რომ სიკვდილი მთელი სამყაროს პატივმოყვარეობას არარად აქცევს ...
თუ ის მიხვდება, რომ მისი პრობლემა არსებითად მხოლოდ „მაცდუნებელი გიზგიზია“, მოხეტიალე სინათლე და მალე გაივლის, გაოცებული ის მოულოდნელად დაინახავს, რომ ყველაფერი შეიცვალა ...
მექანიკური რეაქციების ტრანსფორმაცია შესაძლებელია არსების ლოგიკური კონფრონტაციის და ინტიმური თვითრეფლექსიის საშუალებით  ...
სრულიად აშკარაა, რომ ადამიანები მექანიკურად რეაგირებენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ გარემოებებზე  ...
 საბრალო ადამიანები! ისინი, როგორც წესი, ყოველთვის მსხვერპლნი არიან. როდესაც ვინმე ეპირფერება, ისინი იღიმებიან, როდესაც ამცირებენ, - განიცდიან. ისინი შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც მათ შეურაცხყოფენ, გულს ტკენენ, როდესაც მათ ტკენენ გულს, ისინი არასოდეს არიან თავისუფალი. მათ მსგავს ადამიანებს აქვთ ძალა სიხარულის განცდა მწუხარებით შეცვალონ, იმედი იმედგაცრუებით.
თითოეული მათგანი, ვინც ჰორიზონტალურ გზას მიჰყვება, მუსიკალურ ინსტრუმენტს ჰგავს, რომელზეც მათ მსგავს ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი მელოდიის დაკვრა მათი სურვილის მიხედვით ...
ვინც სწავლობს მექანიკური კავშირების ტრანსფორმაციას, ფაქტობრივად „ვერტიკალურ გზაზე“ გადადის.
ეს ნიშნავს  არსების დონის ფუნდამენტურ ცვლილებას, რაც „ფსიქოლოგიური აჯანყების“ აბსოლუტურად ექსტრაორდინალური შედეგია.
                                            თავი 4 - ესენცია
რაც ახალშობილებს ხდის მომხიბლველ და სასიამოვნო არსებებად, - ესენციაა, და ეს ჭეშმარიტი რეალობაა ...
თითოეული არსების ესენციის ნორმალური ზრდა სინამდვილეში ძალიან ღარიბია, უმნიშვნელო.
ადამიანის სხეული იზრდება და განვითარდება სახეობათა ბიოლოგიური კანონების შესაბამისად. თუმცა, ასეთი შესაძლებლობები თავისთავად ძალიან შეზღუდულია ესენციისათვის.
რა თქმა უნდა, ესენცია დახმარების გარეშე, თავისთავად განვითარებას მეტად მცირედად  შეძლებს.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ესენციის სპონტანური და ბუნებრივი ზრდა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სამი, ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაში, ანუ სიცოცხლის პირველ წლებში ...
ადამიანები მიიჩნევენ, რომ ესენციის ზრდა და განვითარება ყოველთვის გრძელდება ევოლუციის მექანიკის მიხედვით, მაგრამ საყოველთაო გნოსტიციზმი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ასე არ ხდება ...
იმისათვის, რომ ესენციამ განიცადოს შემდგომი ზრდა, უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული , რაღაც ახალი...
მე ვგულისხმობ საკუთარ თავზე მუშაობას. მხოლოდ საკუთარ თავზე გააზრებული მუშაობისა და ნებაყოფლობითი ტანჯვის გზით შესაძლებელია ესენციის განვითარება ...
აუცილებელია გვესმოდეს, რომ ეს სამუშაო არ ეხება პროფესიულ საქმიანობას, ბანკებს, დურგლობას, მშენებლობას, რკინიგზის სარემონტო სამუშაოებს და საოფისე მუშაობას ...
ეს სამუშაო ეხება ყველა ადამიანს, რომელმაც შექმნა თავისი პიროვნება - ეს რაღაც ფსიქოლოგიურია ...
ყველამ ვიცით, რომ ჩვენს შიგნით არის ე.წ. ეგო, მე, მე თვითონ ...
სამწუხაროდ, ესენცია მომწყვდეულია, ჩაკეტილი ასეთი ეგოს შიგნით, რაც სამწუხაროა ...
აუცილებელია სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ ფსიქოლოგიური „მე“-ს დაშლა და ყველა მისი არასასურველი ელემენტის განადგურება. ამაშია საკუთარ თავზე მუშაობის მნიშვნელობა.
ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ესენციის განთავისუფლებას, თუ წინასწარ არ გავანადგურებთ  ფსიქოლოგიურ  „მე“-ს ...
ესენციაშია რელიგია, ბუდა, სიბრძნე, ტკივილის ნაწილი ჩვენი ზეციერი მამისგან, ასევე მთელი ინფორმაცია, რომელიც გვჭირდება არსების ინტიმური თვითრეალიზაციისათვის .
ვერავინ შეძლებს ფსიქოლოგიური „მე“-ს განადგურებას, თუ წინასწარ არ იქნა განადგურებული არაადამიანური ელემენტები, რომლებსაც ჩვენს შიგნით ვატარებთ.
ჩვენ უნდა ფერფლად ვაქციოთ ამ დროის ამაზრზენი სისასტიკე, შური, რომელიც, სამწუხაროდ, იქცა მოქმედების ფარულ ზამბარად, გაუსაძლისი სიხარბე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ასეთი მწარე გახადა, აუტანელი ავენიანობა და ცილისწამება, რომლებმაც ამდენი ტრაგედია, ლოთობა, ამაზრზენი ავხორცობა გამოიწვია და  აუტანელი სუნი აქვს  ...
იმისდა მიხედვით, თუ როგორ გარდაიქმნება მთელი ეს სისაძაგლე კოსმოსურ მტვრად, ესენცია არა მარტო თავისუფლდება, არამედ იზრდება და ჰარმონიულად ვითარდება...
უდავოა, როდესაც ფსიქოლოგიური „მე“ განადგურდა, ესენცია ბრწყინვალებას იწყებს ჩვენს შიგნით.
თავისუფალი ესენცია შინაგან სილამაზეს გვანიჭებს, და ამ სილამაზისგან მოდის სრულყოფილი ბედნიერება და ჭეშმარიტი სიყვარული ...
ესენციას აქვს სრულყოფილების მრავალი გრძნობა და არაჩვეულებრივი ბუნებრივი ძალა ...
როდესაც „საკუთარ თავში გარდავიცვლებით“, როდესაც ვანადგურებთ ფსიქოლოგიურ „მე“-ს,  ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ ესენციის ამ ძვირფასი შესაძლებლობებისა და ძალისგან.

                       თავი 5 - საკუთარი თავის დადანაშაულება

ესენცია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი შიგნით ვატარებთ, ზევიდან მოვიდა,  ვარსკვლავებიდან ...
ეჭვგარეშეა, რომ საოცარი ესენცია მომდინარეობს ნოტიდან „ლა“ (ირმის ნახტომიდან, გალაქტიკიდან, რომელშიც ვცხოვრობთ).
მშვენიერი ესენცია გაივლის მუსიკალურ ნოტში „სოლ“  (მზე), შემდეგ ნოტში „ფა“  (პლანეტარული ზონა) და ამ სამყაროში მოდის, შემდეგ კი ჩვენში აღწევს.
ჩვენმა მშობლებმა შექმნეს შესაბამისი სხეული ესენციის მისაღებად, რომელიც ვარსკვლავებიდან მოდის...
თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ საკუთარ თავზე და მსხვერპლს გავიღებთ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის, ჩვენ შევძლებთ ძლევამოსილები დავბრუნდეთ ურანიის საიდუმლო სიღრმეში ...
ჩვენ ვცხოვრობთ ამ სამყაროში გარკვეული მიზეზის, რაღაც განსაკუთრებული ფაქტორის გამო ...
როგორც ჩანს, ჩვენში ბევრი რამ არის, რაც უნდა მოვძებნოთ, შევისწავლოთ და გავიგოთ, თუ ნამდვილად გვინდა ვისწავლოთ რაღაც ჩვენს შესახებ, ჩვენი საკუთარი ცხოვრების შესახებ ...
ტრაგიკულია იმის არსებობა, ვინც ისე გარდაიცვალა, რომ ვერ გაიგო თავისი ცხოვრების მოტივი.
თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა აღმოაჩინოს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობა და ის, რაც ტყვედ გვაქცევს ტკივილის საპყრობილეში ...
როგორც ჩანს, თითოეულ ჩვენგანში არის რაღაც, რასაც ჩვენი ცხოვრებისთვის უბედურება მოაქვს, რის წინააღმდეგაც შეუპოვრად უნდა ვიბრძოლოთ ...
არ არსებობს ტანჯვის გახანგრძლივების საჭიროება, სასწრაფოდ უნდა ვაქციოთ  კოსმოსურ მტვრად ის, რაც გვაიძულებს ვიყოთ ასე  სუსტი და უმწეო.
ფუჭია გადიდგულება სხვადასხვა ტიტულებით, პატივით, დიპლომებით, ფულით, ფუჭი სუბიექტური რაციონალიზმით,  ცნობილი  შესაძლებლობებით და ა.შ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყალბი პიროვნების თვალთმაქცობა და უგუნური პატივმოყვარეობა მოუქნელ,  ხავსმოდებულ, პასიურ და რეაქციულ ადამიანად გვაქცევს, რომელსაც არ გააჩნია სიახლის შემჩნევის უნარი ...
სიკვდილს მრავალი განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. გავიხსენოთ დიდი კაბირის - იესო ქრისტეს შესანიშნავი დაკვირვება:
„მკვდრებმა თავისი მიცვალებულები დაკრძალონ“. თუმცა ბევრი ადამიანი ცოცხალია, ისინი, ფაქტობრივად, მკვდრები არიან იმისათვის, რომ საკუთარი თავის მიმართ ნებისმიერი სამუშაო განახორციელონ და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შინაგანი ტრანსფორმაცია.
ასეთი ადამიანები ჩაკეტილები არიან თავის დოგმებსა და რწმენაში, ჩარჩენილები თავის მოგონებებში და გუშინდელ დღეში. ისინი, უძველესი ცრურწმენით სავსე ადამიანები არიან, სხვისი აზრის მონები, საშინლად გულგრილნი და ზოგჯერ - „ყველაფრის მცოდნენი“, დარწმუნებული იმაში, რომ მათ იციან, რა არის ჭეშმარიტება, რადგან ასე უთხრეს და ა.შ. და ა.შ.
ამ ადამიანებს არ სურთ იმის გაგება, რომ ეს სამყარო „ფსიქოლოგიური გიმნაზიაა“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იმ ფარული სიმახინჯის განადგურება, რომელსაც გულში ვატარებთ  ...
ამ ადამიანებს რომ შეძლებოდათ თავისი არასახარბიელო მდგომარეობის გაცნობიერება, რომელშიც იმყოფებოდნენ, შიში  შეიპყრობდა  ...
მაგრამ ასეთი ადამიანები საკუთარ თავს ყოველთვის საუკეთესოდ მიიჩნევენ. ისინი ტრაბახობენ თავისი სათნოებით და თავი მიაჩნიათ შესანიშნავ, კეთილ, თავაზიან, კეთილშობილურ, გულმოწყალე, ჭკვიან ადამიანებად, რომლებიც კარგად ასრულებენ თავის მოვალეობებს და ა.შ.
როდესაც პრაქტიკული ცხოვრება აღიქმება, როგორც სკოლა, რომელშიც სწავლობენ, - ეს შესანიშნავია. მაგრამ თუ ეს მიზანი ხდება, ამ შემთხვევაში -  სრული აბსურდია.
ისინი, ვინც ყოველდღიურად აღიქვამენ ცხოვრებას ისე, როგორც ყოველდღე ცხოვრობენ, მათ არ ესმით საკუთარ თავზე მუშაობის აუცილებლობა „რადიკალური ტრანსფორმაციის“ მისაღწევად.
სამწუხაროდ, ადამიანები მექანიკურად ცხოვრობენ. მათ არასოდეს არაფერი სმენიათ შინაგანი მუშაობის შესახებ  ...
ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა შეიცვალონ. ისინი ძალიან განიცდიან და არც კი იციან, რატომ განიცდიან ...
გქონდეს ფული - ყველაფერს არ ნიშნავს. ბევრი მდიდარი ადამიანის ცხოვრება ნამდვილად ტრაგიკულია ...


                                   თავი 6 - ცხოვრება

ცხოვრებაში, ყოველთვის ადგილი აქვს საოცარ კონტრასტებს. მდიდარი ადამიანები, რომლებსაც ბრწყინვალე სახლები აქვთ და ბევრი მეგობარი ჰყავთ, ხშირად დიდ ტანჯვას განიცდიან...
ხოლო თოხის და ბარის მოკრძალებული მშრომელები და საშუალო კლასის ადამიანები ხშირად ბედნიერად ცხოვრობენ.
მრავალი მულტიმილიონერი სექსუალური იმპოტენციისგან იტანჯება, ხოლო  ბევრი დარბაისელი ქალბატონი ცრემლსა ღვრის ქმრის ღალატის გამო ...
ამ სამყაროში მდიდარ ადამიანებს, „როგორც გრიფებს ოქროს გალიებში“,  ჩვენს დროში  არ შეუძლიათ ცხოვრება „დაცვის“ გარეშე ...
არასოდეს არა თავისუფალ სახელმწიფო მოღვაწეებს არ ჰქონიათ დადებული ბორკილები. სადაც არ უნდა წავიდნენ, მათ ყოველთვის თან ახლავთ შეიარაღებულ ადამიანთა რაზმი  ...
უკეთესი იქნება ამ სიტუაციის უფრო დეტალურად შესწავლა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ცხოვრება. ყველა ადამიანმა თავისუფლად უნდა იფიქროს, რაც მოესურვება ...
რაც არ უნდა თქვა, რა თქმა უნდა, არავინ არაფერი იცის. ცხოვრება -  პრობლემაა, რომელიც არავის ესმის.
როდესაც ადამიანებს უბრალოდ სურთ მოგვიყვენ  მათი ცხოვრების ამბავი, ისინი იხსენებენ მოვლენებს, სახელებს, გვარებს, თარიღებს და ა.შ., და კმაყოფილებას გრძნობენ, როდესაც ამის შესახებ ყვებიან  ...
ეს საბრალო ადამიანები იგნორირებენ იმ ფაქტს, რომ მათი ამბავი არასრულია, რადგან მოვლენები, სახელები და თარიღები მხოლოდ ფილმის გარეგნული ასპექტია, ხოლო  შინაგანი ასპექტი არ აქვს ...
აუცილებელია სასწრაფოდ გავეცნოთ „ცნობიერების მდგომარეობას“. თითოეულ მოვლენას გარკვეული სულიერი მდგომარეობა შეესაბამება.
მდგომარეობა - შინაგანია, ხოლო მოვლენები - გარეგანი, გარე მოვლენები  - ეს ყველაფერი არ არის...
შინაგან მდგომარეობაში ჩვენ ვგულისხმობთ კარგ და ცუდ განწყობას, მღელვარებას, დეპრესიას, ცრურწმენას, შიშს, ეჭვს, ლმობიერებას, თვითშეფასებას, თვითპატივისცემას, ბედნიერების და სიხარულის მდგომარეობას, სიამოვნების მდგომარეობას და ა.შ. და ა.შ.
რა თქმა უნდა, შინაგანი მდგომარეობა შეიძლება ზუსტად შეესაბამებოდეს გარე მოვლენებს ან  მათ მიერ იყოს გამოწვეული, ან შეიძლება არავითარი კავშირი არ ჰქოდეთ  მათთან ...
ყოველ შემთხვევაში, მდგომარეობა და მოვლენები განსხვავებულია. მოვლენები ყოველთვის ზუსტად არ შეესაბამება მომიჯნავე მდგომარეობებს.
შინაგანი მდგომარეობა სასიამოვნო მოვლენის დროს შეიძლება არ შეესაბამებოდეს ამ მოვლენას.
როდესაც საბოლოოდ დადგება მოსალოდნელი მოვლენების დრო, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მათ რაღაც აკლია ...
რა თქმა უნდა, აკლია შესაბამისი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გარე მოვლენებს ...
გაცილებით ხშირად ხდება, რომ მოულოდნელ მოვლენებს ჩვენთვის მოაქვს საუკეთესოდ  განცდილი მომენტები ...


--

გაგრძელება იქნება

თარგმანი
05.2018









































Описание слайда:
Толпа — бесструктурное скопление людей, лишенных ясно осознаваемой общности целей, но взаимно связанных сходством эмоционального состояния и общим объектом внимания. 

Слайд 3
Описание слайда:
Весьма образное определение толпы дал Г. Лебон: «Толпа похожа на листья, поднимаемые ураганом и разносимые в разные стороны, а затем падающие на землю»

Слайд 4
Описание слайда:
Толпой как субъектом массовых форм в неколлективного поведения часто становится: - публика, под которой понимается большая группа людей, возникающая на основе общих интересов - контактная, внешне неорганизованная общность - совокупность индивидов, составляющих многочисленную аморфную группу и не имеющих в своем большинстве прямых контактов между собой, но связанных каким-либо общим более или менее постоянным интересом

Слайд 5
Описание слайда:
Основные механизмы формирования толпы и развития ее специфических качеств — циркулярная реакция (нарастающее взаимонаправленное эмоциональное заражение), а также слухи.

Слайд 6
Описание слайда:
ОПРЕДЕЛЕНЫ ОСНОВНЫЕ ЭТАПЫ ФОРМИРОВАНИЯ ТОЛПЫ

Слайд 7
Описание слайда:
Ядро толпы, или зачинщики — субъекты, задача которых сформировать толпу и использовать ее разрушительную энергию в поставленных целях. 

Слайд 8
Описание слайда:
Если за основу классификации взять такой признак, как управляемость, то можно выделить следующие виды толпы:

Слайд 9
Описание слайда:
Социальные психологи отмечают ряд психологических особенностей толпы. Они свойственны всей психологической структуре этого образования и проявляются в различных сферах:  - когнитивной; - эмоционально-волевой; - темпераментальной; - моральной.

Слайд 10
Описание слайда:
В когнитивной сфере толпа высказывает разнообразные странности своей психологии Неспособность к осознанию Особенности воображения коллективные галлюцинации Особенности мышления

Слайд 11
Описание слайда:
ОДНА ИЗ ПСИХОЛОГИЧЕСКИХ ОСОБЕННОСТЕЙ ИНДИВИДА В ТОЛПЕ Социальная деградация. Становясь частицей толпы, человек как бы опускается на несколько ступеней ниже в своем развитии. В изолированном положении — в обычной жизни он скорее всего был культурным человеком, в толпе же — это варвар, т.е. существо инстинктивное. В толпе у индивида обнаруживается склонность к произволу, буйству, свирепости. Человек в толпе претерпевает и снижение интеллектуальной деятельности. 

Слайд 12
Описание слайда:
ПОВЕДЕНИЕ ТОЛПЫ В поведении толпы проявляются как идеологические влияния, с помощью которых готовятся определенные действия, так и изменения в психических состояниях, происходящие под воздействием каких-либо конкретных событий или информации о них. В действиях толпы происходит стыковка и практическая реализация влияний и идеологических, и социально-психологических, их взаимопроникновение в реальное поведение людей. 
























All individual souls are part of the world soul and mirror this process.We are a living mirror, a reflection by and of the Universe. Love itself is sort of a faith in the heavenly gift. The experience is knowing oneself as truth made flesh. Truth is nothing if it cannot live.
Sexual Spirituality
We seek Beloved Imagination. When we seek the Beloved, yearning to return to our spiritual source, we reawaken inner brilliance and wisdom. The divine-self within is an active archetype perceived as the beloved.
Spiritual yearning motivates our personal quest for the wondrous and tragic dimensions of the human psyche. "Thus your soul is your own self in the spiritual world. As the abode of the spirits, however, the spiritual world is also an outer world." (Jung, The Red Book, Page 288.)
"Any attempt to create a spiritual attitude by splitting off and suppressing the instincts is a falsification. Nothing is more repulsive than a furtively prurient spirituality; it is just as unsavory as gross sensuality. ... Both [spirituality and sensuality] must live, each drawing life from the other." ~Carl Jung; "Marriage as a Psychological Relationship", 1925.
"Spirituality and sexuality are not your qualities, not things you possess and encompass. Rather, they possess and encompass you, since they are powerful daimons, Manifestations of the Gods, and hence reach beyond you, existing in themselves." ~Carl Jung, Liber Novus, Page 353.
"No man has a spirituality unto himself or a sexuality unto himself Instead, he stands under the law of spirituality and of sexuality. Therefore no one escapes these daimons." ~Carl Jung, Liber Novus, Page 353.
Embodied Space
“If you think of your body as a musical instrument, the body scan is a way of tuning it. If you think of it as a universe, the body scan is a way to come to know it. If you think of your body as a house, the body scan is a way to throw open all the windows and doors and let the fresh air of awareness sweep it clean.”
–Jon Kabat-Zinn
The body is the inner landscape, the sacred landscape of the body -- sensations and metaphorical sensations, "as if" realities, symptoms, and deep tissue memories. In proprioception we sense or grasp the meaning of our own body, and the body of myths.Love and soul thrive in a deeply interior space.
We sense our interior landscape and the mechanics and processes of our own movement and posture. It is feeling inside-out. This is our somatic sense of the body in space, our awareness of our own body and its symptoms) is echoed in the physical landscape. As the Grail legend, the King and the land are one.
The autonomous goddess reveals her soulful self, for example, in the nature mystic experience. Aphrodite generates energy that augments our own. That timeless feeling of awe and wonder comes over us from a vast panorama of sacred space or nature's smallest miracle.
It's tremendous; it blows us away and fascinates us. In esthetic rapture, we gasp at breath-taking beauty, involuntarily with indrawn breath -- the rhythm of sympathetic inhalation of the world into oneself. Amazement dissolves boundaries between us and the object of attraction. We flush with excitement, attraction"
Nothing is possible without love, not even the processes of alchemy, for love puts one in the mood to risk everything and not to withhold important elements."
~Carl Jung, Jung and Hesse: A Diary of Two Friendship ...Why do we think love is a magician? Because the whole power of magic consists in love. The work of magic is the attraction of one thing by another because of a certain affinity of nature... James Hillman claims, “the imaginal, mythical transposition implies that all erotic phenomena whatsoever, including erotic symptoms, seek psychological consciousness and that all psychic phenomena, whatsoever, including neurotic and psychotic symptoms, seek erotic embrace."
Where is the Real Life in My Life?
We live both inwardly and outwardly. Dealing with the unconscious is a question of life. The juxtaposition of visible and invisible engenders and informs life and energetic awareness. Myth is embodied in godforms, indigenous inhabitants of psyche. Aphrodite is prominent among them.Love, beyond romanticism, is an essential part of our essence.
The hidden mystery of life is always hidden between Two, and it is the true mystery which cannot be betrayed by words or depleted by arguments. ~Carl Jung, Letters Vol. 1, Page 581
Myth is a revelation of the divine life in humanity, our unconscious grasp of the history of the world, the wild energies of creation, our sense of awe, and unconditioned life. Myths live through our behaviors as we live through their stories. Are not both love and ignorance purported to be bliss? Should we then follow our ignorance? Love is also called blind.
Love can be a path for a consciously realized life. Service is a big component of love. Aphrodite's nature links us to all living beings with a bond of love and a heart-centered myth, rooted in embodied love, compassion, and passion. Heavenly and common Aphrodite share the goal of union. She unites the immanent and transcendent in a sacred marriage.
Spiritual transcendence is independent of matter and physical laws. Transcendent primordial consciousness is beyond self-awareness and sentience. It transcends everything material. But the spiritual world permeates the transcendent and the mundane. There are interdependent unconscious neural, phenomenological, and cognitive levels of embodiment within our heightened sense of immanence.
We don't have to try to transcend, counteract, or even define eternal and immutable elements. Mind is not separate from lived bodily experience. It is naturally more than our conceptual or narrative experience, including transcendence narratives. Our sense of transcendence arises out of and is held in check by awareness of immanencc.
For Hillman, psychological creativity develops in immanencc. As much a work of art as a myth, the ambiguous mythic paradigm includes doubt and knowingness, We have optimistic faith to create illuminating reflections in time and space, new mythic systems of meaning with a relevant sense of aesthetics, greater depth and sublimity.
A sexualizing structure imposes polarity in pursuit of union. We are suspended in a web of polarities--form and matter, the one and the many, eternity and time, soul and spirit, freedom and fate, instinct and intellect, risk and safety, love and hate. Revisioned myths have their own narratives, liturgies, hymns, ceremonies, scriptures, and deities, deployed as an artist paints a scene or a poem.
“Be patient toward all that is unsolved in your heart and try to love the questions themselves, like locked rooms and like books that are now written in a very foreign tongue. Do not now seek the answers, which cannot be given you because you would not be able to live them. And the point is, to live everything. Live the questions now. Perhaps you will then gradually, without noticing it, live along some distant day into the answer.” --Rainer Maria Rilke
The spirit of life dwells in the secret chambers of the heart, It is irrational, nonlinear, and entangled. Literal time disappears inside the mind.When time stops, love is the only thing we feel.



"You Want The Truth But You Forever Crucify Anyone For Speaking Theirs Because It's Not Yours!"

The manipulation and Distortion of this world is based on the tactic of inversion.

Taking universal truth based on universal law and inverting or reversing the intention or message of a given piece of information. The only way that this tactic can hold ground in manipulating reality is when the perceiver which is US, human beings, are not tuned into the deeper sense and essence of the universal truth that is being inverted. This is achieved by being in tune with your true self, your purest undistorted self, your inner child.
When you are in tune with yourself then you can feel the essence of a message , symbol and or any communicative expression. You will be able to decipher if this information is in accordance with universal law or if it has been manipulated.
This is a vital skill in this day and age because there is so much information that has been inverted an inverted an inverted over and over and over again to the point that the original Essence can only be extracted through the ability to decipher with the pure heart and mind in tandem. The inner child will always lead you to the highest truth and give you clear ability to know within how to extract the Divinity in all messages no matter what the source is. 
Just a note, until others become genuinely in tune with themselves you will generally be alone for the most part in What you see as the truest core of and inversion message. The majority will be manipulated into believing the way the message has been skewed leaving you in opposition of the manipulation and leaving the manipulated in defense of the manipulation. Stand strong in the knowing of your purity because in the energy essence of that space you are more powerful than any and all manipulation that has been imposed upon us.

The point of this post and message is to be in tune with yourself and connected with your inner child because without this Foundation you'll be tossed about inverted messages and information over and over until you are as confused as the actual message is.
J. Heart








Деиндивидуализация (обезличивание): когда мы теряем себя.

Деиндивидуализация (Обезличивание, не путать с деперсонализацией) — утрата самосознания и боязни оценки; возникает в групповых ситуациях, которые гарантируют анонимность и не концентрируют внимание на отдельном человеке. Деиндивидуализация – это поглощение человека социальной ролью. Деиндивидуализация (обезличивание) людей – это одни из любимейших методов тоталитарных режимов. 
Чем больше вы представляете собой индивидуальность, тем более устойчивы вы будете в условиях кризиса. Не путать с псевдо-индивидуальностью, когда человек идентифицирует себя через внешние ярлыки и атрибуты. Настоящая индивидуальность - это праявление внешнего локуса контроля и внутреннего самовыражения.

http://www.beloveshkin.com/2015/08/deindividualizaciya-obezlichivanie-kogda-my-teryaem-sebya.html

https://allyslide.com/ru/presentation/teoriya_podraghaniya_gabrielya_tarda_101699



Как влияют защитные механизмы на восприятие и отношения с людьми?
Всегда ли связана сублимация с творчеством?
Как проекция заставляет нас несправедливо обвинять других?
Чем опасно увлечение фантазиями?
http://blog.personalitica.com/self-knowledge/zashhitnye-mehanizmy-psihiki/








Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised