понедельник, 7 мая 2018 г.

კოლექტიური ნარცისიზმი: როდის გარდაიქმნება საკუთარი ერისა და ჯგუფისადმი სიყვარული პათოლოგიად? აგნეშკა გოლეც დე ზავალა 



კოლექტიური ნარცისიზმი: როდის გარდაიქმნება საკუთარი ერისა და  ჯგუფისადმი სიყვარული პათოლოგიად?  

რომელი ერი ან ჯგუფი არ მიიჩნევს თავს რჩეულად და არ არის აღფრთოვანებული მისი „განსაკუთრებული გზით“? მიუხედავად იმისა, როდესაც ჯგუფის წევრთა უმრავლესობა იზიარებს რწმენას, რომ მათ საზოგადოებას აქვს განსაკუთრებით მაღალი ღირებულება და მნიშვნელობა, საუბარი შეიძლება ისეთი საშიში მოვლენის შესახებ, როგორიცაა კოლექტიური ნარცისიზმი. პრობლემა ის არის, რომ ასეთი ნარცისები მოითხოვენ პრივილეგირებულ დამოკიდებულებას და არა თანაბარ უფლებებს, რაც წარმოშობს ანტისემიტიზმს, შოვინიზმს, ტერორიზმსა და ჩვენი დროის სხვა „სიკეთეს“. ჩვენ ვთარგმნეთ სტატია ჟურნალიდან „Aeon“, რომლის ავტორი მოგვითხრობს, თუ რა არის კოლექტიური ნარცისიზმი, რას იწვევს ის და რატომ ჭარბობს ყოველთვის „კოლექტიურ ნარცისთა“ რეაქციაში აგრესია იმ ადამიანთა მიმართ, ვინც არ ავლენს პატივისცემას მათ მიმართ.
2007 წელს სუდანის სკოლაში მომუშავე მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან პატიმრობა მიუსაჯეს. ეს სასჯელი მან შარიათის ნორმების შესაბამისად მიიღო, რათა უფლება მისცა თავის მოსწავლეებს კლასში სათამაშო დათვისთვის მუჰამედი დაერქვათ. განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს, ხარტუმის ქუჩებში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მასწავლებლის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით. ასეთი სახელის არჩევის რამდენიმე მიზეზი არსებობდა: მუჰამედის სახელი შეირჩა საკლასო ოთახში ხმის მიცემის შედეგად, გარდა ამისა, მამაკაცის ეს სახალი სუდანში საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, მასწავლებელი აგრესიას გადააწყდა, რადგან ზოგიერთმა ადამიანმა შეაფასა მისი ქმედება, როგორც მთელი ჯგუფის შეურაცხყოფა.
2014 წელს, ბრიტანეთის სატელევიზიო პროგრამის Top Gear-ის გადამღები ჯგუფი იძულებული გახდა დაეტოვებინა არგენტინა განრისხებული ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო, რომლებიც შეურაცხყოფილნი იყვნენ  შოუს ერთ-ერთ მანქანაზე დაწერილი სანომრო ნიშნის გამო. ნიშანი, რომელზეც H982FKL იყო გამოსახული, არგენტინელებმა შეაფასეს, როგორც დამცინავი მინიშნება 1982 წლის ფალკლენდის ომზე არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის. წარწერა სანომრო ნიშანზე შეიძლება დამთხვევა ყოფილიყო ან შეცდომაც კი, მაგრამ სიტუაცია აღიქვეს, როგორც შეურაცხყოფა არგენტინის მისამართით, ხოლო გადამღებ ჯგუფს უკიდურესად მტრული შეხვედრა მოუწყეს.
ამ მაგალითებში ნათლად ჩანს, თუ რამდენად მაღლა აფასებენ და პატივს სცემენ თავის ჯგუფს ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათი ჯგუფი შეურაცხყოფილია. მაგრამ მათ შორის, ვინც დიდად აფასებს თავის ჯგუფს, ყველა არ გრძნობს თავს შეურაცხყოფილად და არ რეაგირებს რეალურ ან წარმოსახვით საფრთხეზე, რომელსაც უქმნიან მათი ჯგუფის იმიჯს. ამდენად, ჩნდება კითხვა: რატომ სჯერა ზოგს, რომ მათი ჯგუფი შეურაცხყოფილი იყო, სხვებს კი არა? და რატომ ფიქრობენ ზოგიერთები, რომ მათ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს, მაშინაც კი, როდესაც არ ყოფილა უმნიშვნელო მინიშნებაც კი შეურაცხყოფისა და მათ შესთავაზეს შექმნილი სიტუაციის ალტერნატიული ახსნა-განმარტება?
კვლევები, რომელიც ჩატარდა გოლდსმიტის კოლეჯის Prejudic eLab ლაბორატორიაში, გვიჩვენებენ, რომ კოლექტიური ნარცისიზმის მაღალი ხარისხის მქონე ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მათი ჯგუფის მიმართ გამოხატული მცირე გადაცდომის გამო. ნარცისული პიროვნების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ თავზე მაღალი აზრისანი არიან, კოლექტიურ ნარცისებს აქვთ ტენდენცია გადაჭარბებით შეაფასონ მათი ჯგუფის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და აგრესიული რეაგირება მოახდინონ მასზე. კოლექტიურ ნარცისებს მიაჩნიათ, რომ სხვა ადამიანები სათანადოდ არ აცნობიერებენ მათი ჯგუფის მნიშვნელობას და ღირებულებას. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ჯგუფი იმსახურებს განსაკუთრებულ მოპყრობას და მოითხოვენ, რომ  აღიარონ ის და მის მიმართ გამოიჩინონ ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოლექტიური ნარცისიზმი წარმოადგენს რწმენას მათი ჯგუფის გადაჭარბებულ მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, რომელიც მოითხოვს ე.წ. გარე ვალიდიზაციას - მხარდაჭერას და მოწონებას სხვა ადამიანებისგან.
კოლექტიური ნარცისები უბრალოდ კი არ კმაყოფილდებიან იმით, რომ ეკუთვნიან დიდი ღირებულების მქონე ჯგუფს. ისინი მიმართავენ თავის ენერგიას არა ჯგუფის გაუმჯობესებასა და მისი ღირებულების გაზრდის მიზნით, არამედ თვალის მიდევნებაზე, რამდენად ყველა ირგვლივ, განსაკუთრებით კი სხვა ჯგუფებში, აღიარებენ და აღნიშნავენ მათი ჯგუფის განსაკუთრებულ ღირებულებას. კოლექტიური ნარცისები მოითხოვენ პრივილეგირებულ დამოკიდებულებას და არა თანაბარ უფლებებს. მათი ჯგუფის გადაჭარბებული ღირებულების უწყვეტი გარე ვალიდიზაციის აუცილებლობა სწორედ ისაა, რაც განასხვავებს კოლექტიურ ნარცისებს იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება იმ ჯგუფის მიმართ, რომელსაც ეკუთვნიან.
მაგალითად, თურქეთში კოლექტიური ნარცისები განიცდიდნენ სიხარულს იმის გამო, რომ ევროპაში ეკონომიკური კრიზისია, რადგან თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანას წაართვეს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა. პორტუგალიაში კოლექტიურ ნარცისებს უხაროდათ ეკონომიკური კრიზისი გერმანიაში, რადგან მათი ქვეყანა დაზარალდა იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ევროკავშირი ატარებდა გერმანიის დაჟინებული მოთხოვნით. თუ გადაცდომის ცნებას ერთი ჯგუფის მხრიდან მეორეს მიმართ გამოვიყენებთ კოლექტიური ნარცისიზმის ნაკლებად თვალსაჩინო შემთხვევასთან კავშირში, ჩვენ შეგვიძლია მაგალითის სახით გამოვიყენოთ ის აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც კოლექტიურმა ნარცისებმა გამოავლინეს პოლონური ფილმის „შედეგები“ (2012) შემქმნელების მიმართ, რომელიც მოგვითხრობს 1941 წელს სოფელ ედვაბნეში მომხდარი დარბევის შესახებ.  ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ დაწვეს ცოცხლად სოფლის მაცხოვრებლებმა მათი ებრაელი მეზობლები, შემდეგ კი ჩადენილში ნაცისტები დაადანაშაულეს. ისეთმა მცირე დანაშაულმაც კი, როდესაც მსახიობი ფილმში ხუმრობს ქვეყნის პოპულისტური ხელისუფლების შესახებ (რომელსაც მხარს უჭერდნენ კოლექტიური ნარცისები პოლონეთში), ინტერნეტში აგრესიის პროვოცირება და ფიზიკური ძალადობის მუქარაც კიგამოიწვია.
 როდესაც საქმე ეხება მათ საკუთარ ჯგუფს, კოლექტიური ნარცისები კარგავენ იუმორის გრძნობას. ისინი რეაგირებენ გაზრდილი აგრესიით იმაზე, რასაც ისინი აღიქვამენ, როგორც მათი ჯგუფის შეურაცხყოფას, თუნდაც წყენა, შესაძლოა, არც კი ყოფილა, თუ სხვა ჯგუფები არაფერ საწყენს არ ხედავენ ან თუ გადაცდომაში ეჭვმიტანილი ჯგუფი არ აპირებდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას. ნარცისული პიროვნებისგან განსხვავებით, კოლექტიური ნარცისები არც კი ფიქრობენ გამოეყონ არაპოპულარულ ან  გაკრიტიკებულ ჯგუფს. როდესაც ხდება მათი თვითშეფასების ჩადება ჯგუფის ღირებულებასა და  მნიშვნელობაში, მოტივაციას კოლექტიური ნარცისები პოულობენ იმაში, რომ გააუმჯობესონ ჯგუფი, და არა საკუთარი თავი.
ჩვენმა გუნდმა შეისწავლა კოლექტიური ნარცისიზმი, როგორც მახასიათებელი, რომელიც თან ახლავს ინდივიდუუმს. ჩვენ აზრით, ნებისმიერ საზოგადოებაში გარკვეული პროპორციით ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს. თუმცა, კოლექტიურ ნარცისიზმს შეუძლია მოიცვას მთელი ჯგუფი, შედეგად კი გამოვლინდეს, თითქოსდა მოულოდნელი და არაფრით არ პროვოცირებული ჯგუფური მრისხანება ან წინასწარშექმნილი დამოკიდებულება უმცირესობათა ჯგუფის მიმართ. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ კოლექტიური ნარცისიზმი წარმოადგენს დიდ საშიშროებას, როგორც ჯგუფური სინდრომი, ანუ, როდესაც ჯგუფის წევრთა უმრავლესობა იზიარებს რწმენას, რომ მათი ჯგუფი, რომელსაც, მათი აზრით, აქვს მაღალი ღირებულება და მნიშვნელობა, არ იღებს სათანადო აღიარებას.
ასეთი კოლექტიური ნარცისიზმი იმდენად ტოქსიკურია, რომ  შეუძლია დახმარება გაუწიოს ისეთი მოვლენების ახსნაში, როგორიცაა  ანტისემიტიზმი, და შესაძლოა, ორი მსოფლიო ომი. ამ ფენომენს შეუძლია  2015 წლის ტერაქტის ახსნა, რომელიც განხორციელებული იყო ფრანგული სატირული ყოველკვირეულის Charlie Hebdo შტაბ-ბინაზე, რომელშიც დაიბეჭდა წინასწარმეტყველ მუჰამედის სკანდალური კარიკატურა. კატაჟინა იასკოსა და ეროვნული კონსორციუმიდან მისი კოლეგების ტერორიზმისა და ტერორიზმთან ბრძოლის საშუალებების (START) შესწავლის ბოლოდროინდელი კვლევები მერილენდის შტატის უნივერსიტეტში, კოლეჯ-პარკში, ცხადყოფენ, რომ კოლექტიური ნარცისები, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირი აქვთ დამყარებული რადიკალურ სოციალურ ქსელებში, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ძალადობასა და ტერორიზმში.
კოლექტიური ნარცისიზმი გვეხმარება პოლიტიკური ქცევის ახსნაშიც დემოკრატიულ ქვეყნებში. ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფენ, რომ ეროვნული კოლექტიური ნარცისიზმის გამოვლინებები უკვე აღნიშნა საარჩევნო პროცესის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში: გარდა თავისი პარტიისადმი თავდადებისა, ეს იყო განსაკუთრებით ძლიერი ფაქტორი, რომელიც მიუთითებდა, რომ ამომრჩეველი ხმას მისცემდა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. კოლექტიურ ნარცისიზმს ასევე შეუძლია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერთა გამარჯვების ახსნა 2016 წლის რეფერენდუმზე, რადგან აქ დიდ როლს თამაშობდა  ემიგრანტთა და უცხოელთა მიმართ შიშის ფაქტორი.
ცოტა ხნის წინ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრტ-ს დახმარებით შეისწავლის ნარცისთა ტვინი და აღმოაჩინეს ფიზიოლოგიური მტკიცებულებები იმისა, რომ ასეთი ადამიანები განსაკუთრებით მგრძნობიარედ აღიქვამენ იმ შემთხვევებს, როდესაც მათი ჯგუფი წააწყდება მიუღებლობას მეორე ჯგუფის მხრიდან, მაშინაც კი, როცა ადამიანები ამას უარყოფენ. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სხვა ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანები ემოციურ სიხარულს განიცდიან იმის გამო, რომ აგრესიულად რეაგირებენ მიუღებლობაზე სხვების მხრიდან. ეს ჯერ კიდევ უნდა დადასტურდეს, თუმცა, სავარაუდოდ, კოლექტიური ნარცისები განიცდიან მსგავს განცდებს, როდესაც მათ ჯგუფს აკრიტიკებენ, უარყოფენ ან სხვაგვარად არყევენ მის იმიჯს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ აგრესიის გამოყენება, რათა შეამცირონ თავიანთი განცდები.
შევძლებთ კი ალტერნატიული გზების მოძებნას, რათა აღმოვფხვრათ კავშირი კოლექტიურ ნარცისიზმსა და სხვა ჯგუფის მიმართ მტრულ რეაგირებას შორის ყოველდღიურ ბანალურ სიტუაციებში? ამ კითხვაზე პასუხი არის იმ კვლევების თემა, რომელსაც ამჟამად ჩვენს გუნდთან ერთად ვატარებთ გოლდსმიტის კოლეჯში. თუ ვისწავლით მტრული დამოკიდებულების აღმოფხვრას, რომელსაც განიცდიან და ავლენენ კოლექტიური ნარცისიზმის მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანები, ჩვენ შევძლებთ კოლექტიური ნარცისების მთელი ჯგუფების დერადიკალიზაციის და  ვისწავლოთ დისკრიმინაციულ და კოლექტიურ ნარცისტთა მთელი ჯგუფების  უვნებელყოფის სწავლას.


აგნეშკა გოლეც დე ზავალა —  სოციალური ფსიქოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გოლდსმიტის კოლეჯის და პოზნანის (პოლონეთი) სოციალური ფსიქოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოცენტი.  



თარგმანი

 M.F.L  05.2018  (C)




















































Всё в мире взаимосвязано между собой
Подойдите к краю —
Но мы можем упасть.
Подойдите к краю —
Но там слишком высоко!
ПОДОЙДИТЕ К КРАЮ!
И они подошли, И мы толкнули их, И они полетели.”
Описание инициации из произведения современного поэта Кристофера Лога

Из книги Грега Брейдена “Божественная матрица: время, пространство и сила сознания”

http://to-be-free.ru/2012/03/18/oneness/



Нынешняя наука подошла вплотную к разгадке одной из величайших тайн мироздания. Вряд ли вы слышали об этом в вечерних новостях или читали в передовице своей любимой газеты. Однако семьдесят лет исследований в области, известной под названием «новая физика», дали результаты, которые невозможно игнорировать.

Однако, чтобы сегодняшнее воображаемое завтра стало реальностью, между ними должна быть связь. Каким-то образом необходимо соединить то и другое в ткани универсума. Эйнштейн был убежден, что прошлое и будущее тесно переплетены в пространственно-временном континууме: «Различение прошлого, настоящего и будущего — не более чем наше стойкое заблуждение». В общем, нам придется привыкнуть к тому,что мы связаны не только со всем, что существует в настоящий момент, но и со всем, что существовало в прошлом, и даже с такими вещами, которые еще не произошли. Кроме того, то, что мы переживаем сегодня, есть следствие событий (по крайней мере, частично), происшедших в каких-то неведомых нам пространствах Вселенной.

Эти вселенские взаимосвязи являются нашими, поистине безграничными, потенциальными возможностями! Во Вселенной, где поле энергии сознания объемлет собой все, от мира на планете до нашего личного здоровья, вещи, когда-то казавшиеся фантазией и чудом, становятся осуществимыми в нашей повседневной жизни. Учитывая принцип взаимосвязанности всего во Вселенной, нам стоит взглянуть на свое отношение к жизни, к семье, даже к случайным знакомствам с новой точки зрения. Ничто больше не может считаться случайностью — ни хорошее, ни дурное, ни светлые радости, ни тяжелейшие людские страдания.
Итак, ключом к духовному и физическому исцелению, миру, благополучию, успешной карьере, позитивным отношениям с людьми и воплощению великих намерений является осознание нашей тесной связи со всем происходящим в мироздании.

































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised