понедельник, 7 мая 2018 г.

სექსუალური სურვილის დათრგუნვა და თანამედროვე რელიგიები ვილჰელმ რაიხის მიხედვით

სექსუალური სურვილის დათრგუნვა და თანამედროვე რელიგიები ვილჰელმ რაიხის მიხედვით


„ყველა პატრიარქალური რელიგიის მთავარი რელიგიური იდეა წარმოადგენს სექსუალური მოთხოვნილებების არსებობის უარყოფას. გამონაკლისს წარმოადგენენ პირველყოფილი რელიგიები, რომელშიც რელიგიური და სექსუალური გამოცდილება ჯერ კიდევ განუყოფელია.
        როდესაც საზოგადოება ბუნებრივ სამართალზე დაფუძნებული მატრიარქალური წყობილებიდან გადადის კლასობრივ გაყოფაზე დაფუძნებულ პატრიარქალურ წყობილებაზე, ხდება რელიგიური და სექსუალური კულტების ერთობის დაშლა. რელიგიური კულტი გარდაიქმნება სექსუალური კულტის ანტითეზად. ამ დროს წყვეტს თავის არსებობას სექსუალური კულტი და მის ადგილს იკავებს საროსკიპოს, პორნოგრაფიისა და საიდუმლო სექსუალობის ბარბაროსობა. არ არის აუცილებელი დამატებითი მტკიცებულებების მოყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ იმ დროს, როდესაც სექსუალური გამოცდილება რელიგიურ კულტს გამოეყოფა და, ფაქტობრივად, მის ანტითეზად გადაიქცევა, რელიგიური აგზნება გარდაიქმნება დაკარგული მგრძნობელობის შემცვლელად, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. რელიგიების ძალის და სიცოცხლისუნარიანობის გაგება შეიძლება მხოლოდ რელიგიური აგზნების მითითებული წინააღმდეგობის საფუძველზე, რომელსაც ერთდროულად ახასიათებს ანტისექსუალობა და სექსუალური შენაცვლება.
        ჭეშმარიტად რელიგიური პიროვნების ემოციური სტრუქტურა შეიძლება მოკლედ აღწერილი იყოს შემდეგნაირად. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი ადამიანი განიცდის სექსუალურ დაძაბვას იმდენად, რამდენადაც მას განიცდიან სხვა ადამიანები და ცოცხალი არსებები. თუმცა, მის მიერ ათვისებული რელიგიის სექსუალურ-ნეგატიური კონცეფციებიდან და სასჯელის შიშის გამო შეძენილი გრძნობიდან გამომდინარე, ის მთლიანად კარგავს შესაძლებლობას განიცადოს ბუნებრივი სექსუალური დაძაბვა და მისგან განთავისუფლება. აქედან გამომდინარე, რელიგიური ადამიანი მუდმივად იმყოფება ფიზიკური აგზნების მდგომარეობაში, რის გამოც იგი იძულებულია აწარმოოს მუდმივი  ბრძოლა.
         ის არა მხოლოდ მოკლებულია მიწიერ ბედნიერებას, არც კი განიცდის ამის მისწრაფებას. რადგან მას ჯილდოს იმედი აქვს იმქვეყნიურ სამყაროში, ის გრძნობს თავის უუნარობას განიცადოს ბედნიერება ამ სამყაროში. ის არის ბიოლოგიური არსება და არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია განიცადოს  ბედნიერება, განთავისუფლება და კმაყოფილება ამ სამყაროში. ამიტომ ის ცდილობს მიაღწიოს ილუზიურ ბედნიერებას. მას შეუძლია მოიპოვოს ასეთი ბედნიერება რელიგიური დაძაბვით გამოწვეული სიამოვნების წყალობით, რომელიც იწვევს ჩვენთვის ცნობილ ვეგეტაციურ-სომატურ ნაკადს და აგზნებას. ერთმორწმუნეებთან ერთად ის აწყობს გართობებს და ქმნის ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც ეხმარებიან ფიზიკური აგზნების მდგომარეობის გადატანაში და მალავენ  ამ შფოთვის ჭეშმარიტ არსს. ბიოლოგიური ორგაზმი ხელს უწყობს მას მუსიკალური ინსტრუმენტის, იმ ორგანოს შექმნაში, რომლის ხმას შეუძლია ორგანიზმში ზემოაღნიშნული ნაკადის გაღვიძება. ეკლესიის იდუმალი ბინდი აძლიერებს სუპერ-პიროვნული მგრძნობელობის ეფექტს მისი შინაგანი ცხოვრების, ქადაგებისა და ქორალის ხმებისადმი, რომელიც  ამ ეფექტის  მისაღწევად არის საჭირო.
         სინამდვილეში, რელიგიური ადამიანი სრულიად უსუსური ხდება. სექსუალური ენერგიის ჩახშობის შედეგად იგი კარგავს მგრძნობელობას ბედნიერებისა და აგრესიის მიმართ, რომელიც აუცილებელია უბედურების თავიდან ასაცილებლად. რაც უფრო უსუსური ხდება, მით უფრო ძლიერდება მასში ზებუნებრივი ძალების რწმენა, რომლებიც მას მხარს უჭერენ და იცავენ.
            ეს საშუალებას გვაძლევს გავიგოთ რწმენის წარმოუდგენელი ძალა და სრული გულგრილობა სიკვდილის მიმართ, რომელიც მას შეუძლია გამოავლინოს გარკვეულ სიტუაციებში. ის ამ ძალას იღებს თავისი რელიგიური მრწამსისადმი სიყვარულში, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ჩნდება საკმაოდ სასიამოვნო ფიზიკური აგზნების წყალობით. ბუნებრივია, მას სწამს, რომ ეს ძალა „ღმერთისგან“ მომდინარეობს. ამიტომ მისი მგზნებარე მისწრაფება ღმერთისადმი რეალურად არის მისწრაფება, რომელიც ჩნდება სექსუალური სიამოვნების წინათგრძნობით გამოწვეული აგზნების წყალობით  და მოითხოვს თავის გათავისუფლებას.
           გათავისუფლება არის და არ შეიძლება იყოს სხვა რამ, გარდა გათავისუფლებისა აუტანელი ფიზიკური დაძაბულობისგან, რომელიც შეიძლება იყოს სასიამოვნო მხოლოდ მანამ, სანამ ის არ გაიხსნება წარმოსახვით ერთობაში  ღმერთთან, ანუ კმაყოფილებისა და გათავისუფლების არსებობის შემთხვევაში.
         რელიგიურ ფანატიკოსთა სწრაფვა ასოთდამშავებლობასა და მაზოქიზმისკენ ადასტურებს იმას, რაც ითქვა. კლინიკური გამოცდილება სექსუალური ენერგეტიკის სფეროში გვიჩვენებს, რომ ცემისა და გამათრახების სურვილი შეესაბამება გათავისუფლების ინსტინქტურ სურვილს, და არ იწვევს დანაშაულის გაცნობიერებისგან ტანჯვას. იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი გრძნობს მისი გათავისუფლების რეალიზაციის უუნარობას, ნებისმიერ ფიზიკურ დაძაბვას შეუძლია მისი წარმოსახვის გაღვიძება, და ის წარმოიდგენს, რომ განიცდის ცემას ან წამებას. ამაში მდგომარეობს ყველა ჭეშმარიტი რელიგიის ტანჯვის პასიური იდეოლოგიის გასაღები“.
====

ფსიქიკური „დაავადებები“
  (ქცევის, ხასიათის, მსოფლმხედველობის და ფსიქიკის "დარღვევის"ცვლილება)
ბუნების ბიოლოგიური კანონების კონტექსტში 




შესავალი
ახალი მედიცინა
     სიმპტომები და დიაგნოზები 

ბუნების ბიოლოგიური კანონები

ბუნების 5 ბიოლოგიური კანონი 
პირველი ბიოლოგიური კანონი 
                     მოკლე ახსნა, თუ რა არის „ჰამერას კერა“ 
                     ბიოლოგიური ლატერალურობა 
მეორე ბიოლოგიური კანონი   
                     გაგრძელებული კონფლიქტი
მესამე ბიოლოგიური კანონი 
                      ემბრიონული ფენები 
                     ფუნქციური დარღვევები
                      უჯრედების ზრდა
მეოთხე ბიოლოგიური კანონი 
მეხუთე
                     სპეციალური ბიოლოგიური პროგრამების მნიშვნელობა სხვადასხვა ტიპის ქსოვილისთვის


 ადამიანის ქცევის ნებისმიერი ცვლილებების მიზეზების გააზრება

ქცევის, ხასიათის, მსოფლმხედველობის ცვლილება და ფსიქიკური „დაავადებები“
        რა არის კონსტელაცია?
         კონსტელაციის გამოცნობის სწავლა
         კონსტელაციის განსაზღვრის ძირითადი წესი
 თავის ტვინის ღეროს კონსტელაცია
        გონების არევა , დაბნეულობა,   (გაშეშება, შფოთვა), დეზორიენტაცია
         სპეციალური ბიოლოგიური პროგრამით თირკმლის შეგროვების მილების კონსტელაცია
ნათხემის კონსტელაცია
         ემოციურად „მკვდარი“, „შიგნიდან დამწვარი“, ასოციალური (პასიური) ქცევა
         ჰიპერსოციალური ქცევა   („დედა ტერეზას სინდრომი“)
დიდი ნახევარსფეროს პარენხიმის კონსტელაცია
            განდიდების მანია  (განდიდების ბოდვა, მეგალომანია )
            განდიდების სექსუალური მანია

დიდი ნახევარსფეროს ქერქის კონსტელაცია
        ქერქის კონსტელაცია - ზოგადი ინფორმაცია
        მოტორული და სენსორული ქერქი, ასევე ქერქის პოსტსენსორული მგრძნობიარე ზონა და თავის ტვინის ქერქის  პრემოტორული (ფრონტალური) მგრძნობიარე ზონა
       
          სენსორული კონსტელაცია
             პროცესების მიმდინარეობა
         ვიზუალური ჰალუცინაციები, პარანოია და პარანორმალური „ხილვები“
         ყნოსვის კონფლიქტის კონსტელაცია
         ხმების მოსმენა (სმენითი ჰალუცინაციები, ტინიტუსი, ხმაური ყურებში)
        აზროვნების უნარის დაკარგვა (დემენცია - შეძენილი ჭკუასუსტობა), ალცჰეიმერის დაავადება
        შეძენილი ჭკუასუსტობის სხვა შესაძლო მიზეზები
        ემოციური გადაწვის სინდრომი Синдром эмоционального выгорания

        მამოძრავებელი (მოტორული) კონსტელაცია
         მამოძრავებელი გამოვლინებები
         ოვსესიური მოქმედებები

        პანიკური კონსტელაცია
           უკიდურესი შფოთვა, მომავლის შიში (ნევროზის შიში)
           მე-2 ტიპის დიაბეტი 
           ასთმა 
           გაშეშება, ცვილივით მოქნილობის მდგომარეობა  (კატალეფსია)
           დევნის მანია (ფართო გაგებით - პარანოია), ვიზუალური ჰალუცინაციები
           ბულიმია  (კინორექცია, სვავის მადა)
           ანორექსია (საჭმელზე უარის თქმა მადის შენარჩუნების პირობებში)
         
      თავის ტვინის ქერქის ტერიტორიული ზონები
             ანატომია
             ტერიტორიული ზონების განსხვავება თავის ტვინის სხვა სფეროებისგან
             სასწორის წესი
             დეპრესია და მანია – ზოგადი ინფორმაცია
             ჰორმონების განაწილება
             ჰორმონალური სტატუსის გავლენა ახალ აქტივაციებზე
         
         ტერიტორიული ზონების კონსტელაცია
          მანია და დეპრესია
        უწყვეტი აქტიურობა (მანია)
       მუდმივი დეპრესიული მდგომარეობა (დეპრესია)
   
          ფრენის კონსტელაცია
        ამაღლებული გაუცხოება („ღრუბლებში დაფრინავს“ )

          პოსტმორტალური კონსტელაცია 
        სუიციდური მიდრეკილება, მუდმივი აზრები სიკვდილის შესახებ და "სიცოცხლის შესახებ გარდაცვალების შემდეგ"
       გადაჭარბებული სექსუალური სურვილი (ქალებში –„ ნიმფომანია“ , მამაკაცებში - „სათირიაზისი“, „კაზანოვას“ კონსტელაცია )
        კლეპტომანია (ქურდობის ავადმყოფური მიდრეკილება)
       
          აგრესიული კონსტელაცია 
           გადაჭარბებული აგრესიულობა, ცოფის შეტევები, განრისხება, მძვინვარე შეშლილობა, ეპილეფსიური ან ფსიქოგენური წარმოშობის ნაღვლიანი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მკვეთრი მოტორული შფოთვით აგრესიული ქმედებებით

          მიტოკონსტელაცია
           დაუოკებელი ლოგორეია, პათოლოგიური  ყბედობა, „ვერბალური ოკროშკა“ (მითომანია), ექსტრავერცია, სიცრუისკენ მიდრეკილება

           აუტიზმის კონსტელაცია 
          მარტოობის უკიდურესი მიდრეკილება, ინტროვერტულობა (აუტიზმი)
 
           ტერიტორიული ნიშანთა მიხედვით კონფლიქტების კონსტელაცია
      ჩაკეტილი სივრცის შიში (კლაუსტროფობია, აგორაფობია), შარდის შეუკავებლობა (ენურეზი)
       
            აკუსტიკური რელეს კონსტელაცია
         დაუნის სინდრომი
           დაუნის სინდრომი (ანას შემთხვევა)

     
         მუსიკით თერაპია ახალ მედიცინაში
         შემთხვევების არწერა

პროგრამა „ჭკვიანი ჯანმრთელობა“

პროგრამა „ჭკვიანი ჯანმრთელობა“
ლიტერატურის კატალოგი
---

თარგმანი

 M.F.L  05.2018  (C












https://newizv.ru/article/general/11-01-2018/rozhdennye-ubivat-amerikanskiy-psiholog-vydvinul-novuyu-versiyu-chelovecheskoy-agressii

По мнению известного американского психолога Стивена Пинкера, вместо того чтобы искать, кто учит детей агрессии, лучше попытаться понять, как человек учится сдерживать свою агрессию

https://opsihoze.ru/rasstrojstva-lichnosti-i-povedenija/u-menya-pristupy-nemotivirovannoj-agressii.html










































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised