пятница, 27 августа 2021 г.

რატომ არიან რუსი პროგრამისტები ყველაზე ძლიერი ავტორი ივან კემეროვი


                     რატომ არიან რუსი პროგრამისტები ყველაზე ძლიერი

ავტორი ივან კემეროვი 

 https://fishki.net/2623310-pochemu-rossijskie-programmisty-silynee-vseh.html


HackerRank–ის მონაცემების თანახმად, მილიონნახევრიანი აუდიტორიის მქონე პლატფორმა, სადაც პროგრამისტები ეჯიბრებიან ერთმანეთს ამოცანების ამოხხნაში, 2017 წლის შედეგების მიხედვით, რუსეთმა უძლიერესი პროგრამისტების რეიტინგში დაიკავა მეორე ადგილი ჩინეთის შემდეგ და აბსოლუტურ ლიდერობას ინარჩუნებს ალგორითმის შემუშავების სფეროში. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებენ რუსი სტუდენტები, რომლებმაც ყველა დაამარცხეს საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ჩემპიონატებზე.

2000 წლიდან რუსეთმა მოიგო 32 ოქროს მედალი ICPC–ს საერთაშორისო სტუდენტური სპორტული პროგრამირების საერთაშორისო ჩემპიონატზე, ჩინეთს მხოლოდ 13 მედალი აქვს, ხოლო აშშ-ს - ექვსი.

 რატომ არიან რუსი IT-სპეციალისტები მოთხოვნადი და წარმატებული? 


მემკვიდრეობითობა

 საბჭოთა კავშირისგან თანამედროვე რუსეთმა ძლიერი მათემატიკური სკოლა მიიღო. საბჭოთა მეცნიერებმა რევოლუციური მიღწევები მოახდინეს ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო სფეროებში - საკმარისია გავიხსენოთ პიოტრ კაპიცას, იგორ კურჩატოვის, ლევ ლანდაუს სახელები. 

სსრკ-ს დაშლის შემდეგ ოთხმოცდაათიან წლებში, IT სპეციალისტები განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდნენ. პროგრამირება თითქმის ერთადერთი პროფესიონალური სფერო იყო, სადაც ფულის შოვნა შეიძლებოდა. კარგად მომზადებული მათემატიკოსისთვის ადვილია პროგრამირების ათვისება, რადგან ინფორმატიკა მათემატიკის პრაქტიკული დანართია. ამიტომ, რუსეთში ინფორმატიკა, თუმცა დაგვიანებით, ასევე გახდა მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებული სფერო. 


ჭკუის კოლოფები სკოლიდან

რუსეთის სკოლებში მოსწავლეები უკვე დაწყებითი კლასებიდან ბევრ ამოცანას ხსნიან, რომელშიც მათ ერთდროულად რამდენიმე ნაბიჯის დამახსოვრება სჭირდებათ. ფორას ჩვენს მოსწავლეებს გაკვეთილებსა და ოლიმპიადებზე კალკულატორის გამოყენების აკრძალვა აძლევს. საფრანგეთსა და აშშ-ში ნებადართულია ანგარიშის გამარტივება მესამე კლასიდან.

გარდა ამისა, ჩვენი მოსწავლეები საკმაოდ ადრე იწყებენ ოპერირებას აბსტრაქტული ცნებებით. მაგალითად, ჩვენთან მრავალწევრს უკვე საშუალო სკოლაში ასწავლიან. რიცხვები წარმოსახვითი ცნებაა, მაგრამ (a + b) 2 გაცნობიერება გაცილებით ძნელია. აქ საჭიროა აბსტრაქტული აზროვნების უნარი. 

რუსეთში ასევე კარგად არის განვითარებული ფიზიკა-მათემატიკური განხრის სპეცსკოლები, ლიცეუმები, უფროს კლასებში სპეციალიზაციებად დაყოფა. ოლიმპიადები უკვე სკოლის მერხიდან ეხმარება ნიჭიერი ბავშვების შერჩევას და ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში გაგზავნას. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ სრულიად რუსეთის სკოლის მოსწავლეების ოლიმპიადის ყველა ეტაპში, ვარჯიშობენ რთულ დავალებებზე და იძენენ საუკეთესოებთან კონკურენციის გამოცდილებას. როგორც შედეგი, უკვე საერთაშორისო ოლიმპიადების სასკოლო ეტაპზე ინფორმატიკასა და ფიზიკაში რუსი ბავშვები შესანიშნავ შედეგებს აჩვენებენ.

 ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სპორტული პროგრამირება, კარგად არის ცნობილი გენადი კოროტკევიჩის სახელი. ის მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ოლიმპიადური პროგრამისტია და Codeforces პლატფორმაზე პირველ ადგილს იკავებს კოდერების რეიტინგში. თავდაპირველად, კოროტკევიჩი იყო სკოლის მოსწავლეების საერთაშორისო ოლიმპიადის IOI ინფორმატიკაში ყველაზე ახალგაზრდა აბსოლუტური გამარჯვებული ბელორუსიიდან, მოგვიანებით კი ის რუსულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 2013 და 2015 წლებში მოიპოვა აბსოლუტური ოქროს მედალი სტუდენტურ მსოფლიო ჩემპიონატზე ICPC პროგრამირებაში სანქტ-პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში. კოროტკევიჩი ასევე არის „იანდექს. ალგორითმის“ , VK Cup, Google Code Cup მრავალგზის და მრავალი სხვა შეჯიბრის გამარჯვებული. 


უნივერსიტეტები

 დიდი წვლილი რუსეთში უძლიერესი IT კადრების მომზადებაში უნივერსიტეტებმა შეიტანეს: მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის ეროვნულმა კვლევითმა უნივერსიტეტმა, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ურალის ფედერალურმა უნივერსიტეტმა. უმაღლესი სასწავლებლები ატარებენ კონკურსებს პროგრამირებაში. მოსკოვში, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტის IT განათლების განვითარების ცენტრი ატარებს საერთაშორისო ფესტივალს MosCode Festival. ყოველწლიურად ტარდება ურალის ჩემპიონატი სპორტულ პროგრამირებაში, რეგულარული შეჯიბრებები ტარდება სანქტ-პეტერბურგში, ასევე კოვროვოს მსგავს პატარა ქალაქებში. 

2000-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთში და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში რეგულარული სავარჯიშო შეჯიბრებები ტარდება: სასწავლო შეკრებები პეტროზავოდსკში, ე.ვ. პანკრატიევის სახელობის ღია თასი პროგრამირებაში, ხოლო 2012 წლიდან, ჯერ მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსში, ახლა კი ვლადივოსტოკში, გროდნოში, ბარსელონასა და კოლამაში (ინდოეთი) დაიწყო Moscow Workshops ICPC შეკრებების ჩატარება, სადაც ჩადიან მთელი მსოფლიოს სტუდენტური გუნდები ICPC-ში ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად. დღეისათვის მათში მონაწილეობა მიიღო 50 ქვეყნის 167 უნივერსიტეტმა. ბუტკემპებზე ვარჯიშის შედეგები შთამბეჭდავია - ICPC-2018-ის ფინალური ჩემპიონატის 13 გამარჯვებულიდან 10 მომზადებას გადიოდა Moscow Workshops ICPC-ში. რუსული ბუთკემპების ლოკალური ისტორია გლობალურ ქსელში გადაიზარდა და არ აქვს ასეთი მასშტაბის ანალოგები სხვა ქვეყნებში. 

ძირითადი პროგრამები ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ზოგადად მსგავსია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია სტუდენტების მომზადების დონე. ჩვენთან ბევრ უნივერსიტეტში იმდენად მკაცრი შერჩევაა, რომ იქ თავმოყრილია თავისი დონით უნიკალური ჯგუფები. მაგალითად, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი სახელმწიფო გამოცდის გამსვლელი ქულა მრავალი წლის განმავლობაში არის 94, და MGIMO–სთან ერთად აქ ჩარიცხვა განსაკუთრებით რთულია. ახალგაზრდები, რომლებმაც შერჩევა  გაიარეს, იღებენ სიღრმისეულ განათლებას და ბევრს მუშაობენ გუნდში. ფიზტექნარების მიერ კოლექტივში მუშაობის კარგად ათვისებული უნარი  მნიშვნელოვანია ბიზნესში. ახლა რუსეთის წამყვანი უნივერსიტეტები, რომელთა შორისაა, მაგალითად, სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის უნივერსიტეტი, აქტიურად ავითარებენ სტუდენტების სამეწარმეო კომპეტენციებს. მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი ტექნოლოგიური მეწარმეობისკენ მიემართება, და ბევრი ახალგაზრდა სწავლის შემდეგ აგრძელებს მუშაობას სწავლის პერიოდში ჩამოყალიბებულ გუნდებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინვესტორების ძიების ეტაპზე ერთ–ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც მათ უსვამენ, არის - „ვინ არის შენი გუნდი“ და „როგორ მიმდინარეობს მასში ურთიერთქმედება“. 

თვალსაჩინო მაგალითია ვიქტორ შაბუროვის მიერ დაფუძნებული Looksery Inc კომპანია, რომლის გუნდმა შეიმუშავა პოპულარული პროგრამა, რომელიც ნიღბებს ამატებს ადამიანების სახეებს ვიდეო რეჟიმში. კომპანიის ბირთვს წარმოადგენდნენ ერთი ჯგუფის წევრები ოლიმპიადურ პროგრამირებაში. შექმნიდან სულ რაღაც სამი წლის შემდეგ, 2015 წელს, მათ მიყიდეს ის Snapchat–ს 150 მილიონ დოლარად. შაბუროვი ახლა აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. მან ცოტა ხნის წინ შექმნა Botan Investments ფონდი და გახსნა საგრანტო პროგრამა პედაგოგებისთვის მანქანათმცოდნეობის დარგში. 

ილია სედოშკინის მიერ დაარსებულ AIM Tech ტრეიდინგის  ალგორითმების შემქმნელ მოსკოვის კომპანიაში ასევე დასაქმებული არიან World Finals ICPC მედალოსნები მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტიდან: რენატ გიმადეევი, ალექსანდრ ოსტანინი, კონსტანტინ სემიონოვი და სხვ. ეს არის სფერო, სადაც ფასდება გარიგების წარმოების სიჩქარე. ხოლო სიჩქარე და ალგორითმები არის ის, რაც განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული სპორტულ პროგრამირებაში. 

ტექნოლოგიური მეწარმეობა ბანკებსაც შეეხო, რომლებიც ახლა უფრო მეტად გარდაიქმნებიან IT კომპანიებად. მაგალითად, iPavlov პროექტი, რომელიც დაფუძნებულია მანქანური სწავლების ტექნოლოგიებზე, ავითარებს ავტომატურ ჩატს რუსეთის სბერბანკისთვის.


 IT-კორპორაციები და მათი  სამეურვეონი

უმაღლესი სასწავლებლების კოორდინირებულმა მუშაობამ და IT კომპანიების მხრიდან მხარდაჭერამ ჩვენს ქვეყანაში ჩამოაყალიბა პროგრამირების კულტურა. ბიზნესი, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო პროგრამებს და ამით შემოაქვს ახალი კომპეტენციები და ბიზნეს პროცესების მოდელები, რომლებსაც უნივერსიტეტები ნერგავენ საგანმანათლებლო საქმიანობაში. ქვეყანაში IT განათლების მხარდამჭერ კომპანიებს შორისაა: „იანდექსი“, Yandex, JetBrains, Mail.Ru Group, 1C, ტინკოფ ბანკი, სბერბანკი და სხვ.

 მაგალითად, კომპანია JetBrains ავითარებს ბაკალავრიატის პროგრამას სანქტ-პეტერბურგის აკადემიური უნივერსიტეტის მათემატიკური და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრაზე, ასევე Acronis კომპანიასთან ერთად, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამას. Mail.Ru Group-მა ორგანიზება გაუკეთა ხუთ საგანმანათლებლო პროგრამას web- და მობილურ წარმოებაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მაღალი დატვირთვის პროექტებზე: „ტექნოპარკმა“ ნ.ე. ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან, „ტექნოსფეროს“ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტთან, „ტექნოტრეკმა“ მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტთან, „ტექნოპოლისმა“ სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან და „ტექნოატომმა“ მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკურ ინსტიტუტთან. 

„იანდექსმა“ მრავალი საგანმანათლებლო პროგრამა შექმნა, მაგალითად, „მონაცემთა ანალიზის სკოლა“ უფროსკლასელთა და ტექნიკური სპეციალობების კურსდამთავრებულთათვის. „იანდექსმა“ ასევე დააწესა სტიპენდია ოლიმპიადელებისთვის, რომლებიც სწავლობენ სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტის უმაღლესი ეკონომიკური  სკოლის  კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის პირველ  კურსზე. 

კომპანიები კადრებს სტუდენტური საზოგადოებიდან ავსებენ. „ვკონტაქტე“-ში წარმოდგენილი პროგრამა ძალიან ახლოსაა ოლიმპიადის ამოცანების ამოხსნის მიდგომასთან, იმიტომ რიმ მისი შემქმნელები უკვე სკოლიდან იყვნენ ამ სისტემაში. მაგალითად, სოციალურ ქსელზე „ვკონტაქტე“ მუშაობდნენ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ICPC პროგრამირების მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ნიკოლაი დუროვი და მისი თანაგუნდელი ანდრეი ლოპატინი, Moscow Workshops ICPC მწვრთნელი, რომელმაც მოამზადა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებული გუნდები. ახლაც „ვკონტაქტე“-ში მუშაობენ ICPC-ს ჩემპიონები დიმიტრი ეგოროვი და პაველ კუნიავსკი. 

საზღვარგარეთ არსებული კომპანიები ასევე ეხმარებიან სტუდენტებს, მაგრამ ჩვენ გამოვირჩევით მათგან ეფექტური პროგრამებით, რომლებიც მუშაობენ. „იანდექს“-მა შექმნა გამოყენებისთვის შედარებით მარტივი პლატფორმა „იანდექს.კონტესტი“, სადაც ტარდება შეჯიბრებები პროგრამირებაში. იქ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები თავად შეძლებენ თავიანთი დავალებების ატვირთვას. შემოწმება ავტომატიზირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მიუკერძოებელია, და ეს ეხმარება რეგიონულ უნივერსიტეტებს ინტეგრირებაში წამყვანი პროგრამისტების მომზადების სისტემაში. 


რუსების შრომისუნარიანობა 

საერთაშორისო შეჯიბრებების ჩემპიონები ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ძალიან ბევრს მუშაობდნენ. მაგალითად, მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის გუნდში ერთ-ერთ მონაწილეს ჰქონდა საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადის მედალი ინფორმატიკაში. კიდევ ერთი, ექვსი წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში, სწავლის გარდა, დღეში რამდენიმე საათს უთმობდა ვარჯიშს, დადიოდა უამრავ ჩემპიონატზე და სასწავლო შეკრებებზე. 

თავად შეჯიბრებებზე სტუდენტები გადალახავენ დიდ ფსიქოლოგიურ გადატვირთვას. ურთულესი ამოცანები, მჭიდრო ვადები და ძლიერი მეტოქეები არც ისე ცუდია. მაგალითად, ICPC ჩემპიონატზე ახალგაზრდები მიკროსკოპის ქვეშ იმყოფებიან: მათ მუდმივად იღებენ კამერები, ხდება ეკრანის კოდით ტრანსლირება ინტერნეტში. ისინი, ვინც დატვირთვას უძლებს, უკვე ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს სამსახურში სტრესულ სიტუაციებში. 


თავისუფლება

IT ინდუსტრია რუსეთში და მსოფლიოში დიდწილად ვითარდება დამოუკიდებლად, პრინციპით „გადარჩება ყველაზე ეფექტური“. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, თუ თქვენი ალგორითმები აჩქარებს პროცესებს და აჩქარებს და იაფს ხდის სისტემის მუშაობას. ამიტომ პროგრამირება არის ის, რისი საშუალებითაც ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას როგორც რუსეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რუს პროგრამისტებს, გავრცელებული აზრის მიუხედავად, ყოველთვის არ სურთ ემიგრაციაში წასვლა. ისინი უფრო მეტად ეძებენ მათთვის საინტერესო ამოცანებს, რომელიც ახლა ბევრია Yandex–ში, VKontakte–ში და სტარტაპებში. 


მასწავლებლები

 რუსეთში და მსოფლიოში IT–ს სფეროში კადრების დიდი დეფიციტია. ამიტომ, რომელი ქვეყანა ან რეგიონიც არ უნდა აიღო, IT სპეციალისტის საშუალო ხელფასი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სხვა დარგებში. HeadHunter–ის მონაცემების თანახმად, რუსეთში საშუალო ხელფასი IT–ს სფეროში 88,246 რუბლია, ხოლო საშუალო ხელფასი რუსეთში 45 640 რუბლია. Glassdoor–ის მონაცემების თანახმად, აშშ-ში IT-სპეციალისტის საშუალო ხელფასი რუბლზე გადაანგარიშებით,  დაახლოებით 330 000. დიდ ბრიტანეთში პროგრამისტის ხელფასი შეადგენს 31,901 ფუნტ სტერლინგს წელიწადში (დაახლოებით 220 000 რუბლი თვეში). შვეიცარიაში, SwissInfo–ს მონაცემების თანახმად, პროგრამისტები იღებენ საშუალოდ 4608 შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 230 000 რუბლს თვეში). მაგრამ სტატისტიკასთან მუშაობისას უნდა გვესმოდეს, რომ სხვა ქვეყნებში ფასების დონე ასევე მნიშვნელოვნად განსხვავდება, თანხაზე გავლენას ახდენს რუბლის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ასევე, ბევრ ქვეყანაში საზღვარგარეთ, გადასახადების დონე მნიშვნელოვნად ამცირებს რეალურ ხელფასს, რომლითაც რეალურად ოპერირებს მუშაკი. 

მაღალი ხელფასები IT–ს სფეროში არ წარმოადგენს მთლიან სურათს. პროგრამისტებს წამყვანი უნივერსიტეტების დამთავრებისთანავე იტაცებენ და კიდევ უფრო ადრე - კომპანიები ცდილობენ უკვე სკოლის მერხიდან უზრუნველყონ მომავალი სპეციალისტების ლოიალობა. და ეს ტენდენცია მხოლოდ რუსეთში არ არსებობს. სილიკონის ველზე გამოცდილი პროგრამისტები არ ჰყოფნით. კალიფორნიაში პოპულარობით სარგებლობენ პროგრამირებაში რამდენიმე თვიანი კურსები ადგილობრივი კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის, რადგან კოლეჯის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს არ შეუძლიათ კოდის დაწერა.

 თითქოს, უბრალოდ საჭიროა მეტი კურსდამთავრებულის მომზადება, მაგრამ ეს ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს? განათლების სფეროში კი ხელფასი უფრო დაბალია, ვიდრე კომპანიებში. სწორედ IT დარგებშია დიდი რღვევა, რაც იწვევს ხარისხიანი მასწავლებლების გადინებას. გამოდის, რომ არავინ არის მომავალი თაობა რომ მოამზადოს. ამიტომ დიდ როლს იმისათვის, რომ ადამიანი პროფესიაში დარჩეს, თამაშობს პროგრამირების კულტურა. ევროპასა და აშშ-ში ის არც ისე განვითარებულია, მაგრამ ჩვენ შევძელით საკმარისი რაოდენობის ადამიანების ჩართვა ამ სისტემაში. IT სფეროში წარმატება კიდევ უფრო რომ გაგრძელდეს, საჭიროა IT განათლების პრესტიჟის გაზრდა და ამ ტიპის საქმიანობის პოპულარიზაცია. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised