пятница, 27 августа 2021 г.

ურთიერთობების ენერგეტიკა: როგორ უნდა შთავაგონოთ შრომით გმირობაზე უეინ ბეიკერი


ურთიერთობების ენერგეტიკა: როგორ უნდა შთავაგონოთ  შრომით  გმირობაზე

უეინ ბეიკერი  

https://hbr-russia.ru/innovatsii/trendy/875463


  რამდენ ენერგიას ხარჯავთ სამსახურში? გრძნობთ ენთუზიაზმს, ძალთა მოზღვავებას, თუ ისინი სწრაფად ქრება და თქვენთვის უკვე სულერთია? ორივე შემთხვევაში პასუხი ერთია: ეს ყველაფერი თქვენს თანამშრომლებზეა დამოკიდებული - მათ შეუძლიათ თქვენი დამუხტვა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური  ენერგიით.

ჩვენ „ვიტაცებთ“ ენერგიას ადამიანებთან ურთიერთობისას, მას „ურთიერთობის ენერგიას“ უწოდებენ, და ეს გავლენას ახდენს მუშაობის შედეგებზე. ამის შესახებ მე და ჩემმა კოლეგებმა - ბრედლი ოუენსმა, დანა სამპტერმა და კიმ კემერონმა - ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში დავწერეთ. ჩვენ ამ თემამ დაგვაინტერესა, რადგან ენერგია ადამიანისა და ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია, მაგრამ კვლევა ჩვეულებრივ გვერდს უვლის ენერგიის წყაროს, რომელსაც ყოველდღე ვგრძნობთ, - ურთიერთობებს. ოთხი ემპირიული კვლევის სერიიდან ჩვენ შევეცადეთ მეცნიერული განმარტება მიგვეცა ურთიერთობის ენერგიისთვის და შეგვეფასებინა მისი გავლენა თანამშრომლების ჩართულობაზე და მათი მუშაობის ხარისხზე.

რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ეს, დაფიქრდით: რომელი თანამშრომელი ჩვეულებრივ გამხნევებს შენ, გიხალისებს განწყობას? რას აკეთებენ ამისთვის? რას ამბობენ? ზოგი ადამიანი „ენერჯაიზერივით“ მოქმედებს, რადგან ისინი პოზიტიურ ფლუიდებს გამოყოფენ. როგორც მსხვილი კომპანიის თანამშრომელმა გვითხრა თავის უფროსის შესახებ: „მისგან დადებით ენერგიას იღებენ, რადგან მას უყვარს თავისი სამუშაო და ის სრულიად ბედნიერი ადამიანია. ის ყოველთვის ღიმილით მოდის სამსახურში, და უკვე ეს ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს“. სხვები ენერგიას გვაძლევენ, გვიქმნიან გულწრფელ დამოკიდებულებას, მაგალითად, საუბრის დროს ისინი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებენ თანამოსაუბარზე, ცდილობენ მოუსმინონ მას.

თუ თქვენი უფროსი „ენერჯაიზერია“, ალბათ, სამუშაო გაგიტაცებთ. ურთიერთობების ენერგიის შესწავლისას მსხვილი სამედიცინო ორგანიზაციის ლიდერებსა და თანამშრომლებს შორის, ჩვენ დავადგინეთ, რომ ხელმძღვანელისგან ენერგიის მიღების შედეგად თანამშრომლები თავს უფრო მოტივირებულად გრძნობენ და მთლიანად ეფლობიან მუშაობაში, რაც საუკეთესო შედეგების მიღებას იწვევს. სამედიცინო კომპანიის ის მუშაკები, რომლებიც გრძნობენ ურთიერთობის ენერგიას უფროსთან ურთიერთობისას, უფრო ჩართულები არიან მუშაობაში და ზრდიან პროდუქტიულობას.

ურთიერთობის ენერგია მრავალი გზით შეიძლება გადაეცეს - ამაში რობ კროსი, ენდრიუ პარკერი და მე დავრწმუნდით, როდესაც ჩავატარეთ კვლევების სერია. მაგალითად, საუბრისას, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ პოზიტიური ხედვა და შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი მსჯელობაში. ეს ენერგია იგრძნობა, როდესაც თანამოსაუბრეები ყურადღებიანი და კონცენტრირებულნი არიან, რაც საბოლოოდ იმედისა და პროგრესის გრძნობას გვიქმნის.

თქვენ არა მხოლოდ იღებთ ურთიერთობების ენერგიას, არამედ სხვებსაც გადასცემთ. რობ კროსთან ერთად, ჩვენ შევადგინეთ ენერგიის ნაკადის სქემები, რისთვისაც გამოვიყენეთ ორგანიზაციული ქსელების ანალიზი, რათა გაგვერკვია, თუ როგორ მუშაობს ენერგეტიკული ქსელები სამუშაო ადგილზე. თანამშრომელთა რაც უფრო დიდ რაოდენობას დამუხტავთ  ენერგიით, მით უფრო მაღალია თქვენი პირადი პროდუქტიულობა. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ იზიდავთ ნიჭიერ ადამიანებს, და ისინი მზად არიან ჩაერთონ თქვენს პროექტებში. თქვენ ხართ პირველი, ვიასც აცნობებენ ახალ იდეებს, უზიარებენ ინფორმაციას, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ.

მართალია, პირიქითაც ხდება: თუ ადამიანებს ენერგიას წაართმევთ, არავინ მოინდომებს თქვენთან მუშაობას ან თქვენ დახმარებას, უარეს შემთხვევაში, საბოტაჟს გადაეყრებით .

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ გაზარდოთ ურთიერთობების ენერგიის დონე  სამსახურში? აქ მოცემულია ოთხი რჩევა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დაამყარეთ მაღალი ხარისხის ურთიერთობები. მაღალი ხარისხის ურთიერთობები გენერირებენ ენერგიას. ჯეინ დატონი და ემილი ჰიფი გვთავაზობენ მათი მიღწევის რამდენიმე გზას. მაგალითად, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თანამოაზრეთა ჯგუფი და ერთად მოაგვაროთ გარკვეული პრობლემა. ერთ შემთხვევაში კადრების შერჩევით დაკავებული ფირმა Kelly Services-ში ოპერაციების ორმა ხელმძღვანელმა ორგანიზება გაუწია ჯგუფს ლიდერობის განვითარებისა და პერსონალის ჩართულობის ამაღლების მიზნით. დუტონისა და ჰეფის თქმით, ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს მაღალი ხარისხის კავშირების ფორმირებაზე და სოციალური კაპიტალის ზრდაზე, და ამაში ხედავდნენ ლიდერობის განვითარების  და გაძლიერების შესაძლებლობას.

გაზარდეთ ენერგეტიკული დონე ღონისძიებებზე. ღონისძიებების ორგანიზებისას ყურადღება გაამახვილეთ ენერგეტიკული დონის გაზრდაზე და არა მხოლოდ კონკრეტულ კონტენტზე, პროდუქტზე ან სერვისზე. დააკვირდით, თუ როგორ აკუმულირებს ენერგიას თავის სემინარებზე სასურსათო კომპანია Zingerman's-ის ცნობილი საზოგადოება ან არბორში. მე ხშირად მიმყავს ხელმძღვანელთა ჯგუფები მათ რესტორან „როდჰაუსში“: სადილის შემდეგ გენერალური დირექტორი, ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი არი ვეინცვეიგი, ან მისი ერთ-ერთი პარტნიორი, გამოდის სიტყვით ვიზიონერობის, ღია ანგარიშგების პოლიტიკის ან ბიზნესის კანონების შესახებ. არა მხოლოდ მონოლოგების შინაარსი, არამედ მათი მიწოდების მანერა ფანტასტიკურად ზრდის ენერგიის დონეს, რომელიც შემდეგ კიდევ უფრო შესამჩნევად იზრდება, როდესაც საუბარში ჩაერთვებიან კომპანიის პირველი პირები. ისინი ნებისმიერ კითხვას პასუხობენ და როგორ ენერგიას გამოყოფენ! ისინი ყველა მხიარული, ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან, რომლებსაც აშკარად უყვართ თავიანთი სამუშაო და კომპანია. შედეგად, ყველა - ხელმძღვანელებიც და თანამშრომლებიც - ტოვებენ ამ ღონისძიებას ენერგიით სავსენი, ეს ხომ  გადამდებია.

გამოიყენეთ ინსტრუმენტები „გულუხვი“ კულტურის შესაქმნელად. სამსახურში სხვებისთვის დახმარების გაწევით თქვენ წარმოქმნით პოზიტიურ  ემოციებს, ურთიერთდახმარების „თბილ ელვარებას“. დახმარების მიმღები ასევე გამოყოფს ენერგიას - მადლიერების ენერგიას. მიღებული დახმარებისთვის მადლერება უბიძგებს ადამიანს გადასცეს ეს ნიჭი შემდეგ, დაეხმაროს სხვას. მე და ნატ ბალკლიმ დავადასტურეთ ეს წესი დიდი კვლევის დროს.  „ურთიერთგაგების რგოლი“, ჯგუფური სავარჯიშო, რომელიც ასწავლის დახმარების გაცემასა და მიღებას (ის შეიმუშავა ჩემმა მეუღლემ ჩერილ ბეიკერმა, Humax–ის გენერალურმა დირექტორმა), წაახალისებს ხელგაშლილობას  ურთიერთობებში და ასევე ზრდის ენერგიის დონეს. საპილოტე კვლევაში, რომელიც ჩვენ ადამ გრანტთან ერთად ჩავატარეთ, გაირკვა, რომ „ურთიერთგაგების  რგოლი“ აძლიერებს პოზიტიურ  ემოციებს და ამცირებს ნეგატიურს.

შეადგინეთ ენერგეტიკული ნაკადების სქემა. ორგანიზაციების შიგნით ჩამოყალიბებული ქსელების შესწავლისას, მათ უკან ჩვენ აღმოვაჩინეთ უხილავი კავშირები - ადამიანებს შორის ურთიერთქმედების რეალური სქემა. რამდენიმე წლის წინ, მე და რობ კროსმა დავიწყეთ ჩვეულებრივ ანკეტაში, რომელსაც ვიყენებდით ორგანიზაციული სტრუქტურების კვლევისა და კონსულტაციების დროს, ენერგიის ნაკადების შესახებ საკითხის დამატება. რესპონდენტს წარვუდგენთ მისი თანამშრომლების სიას და ვეკითხებით: „როგორ აისახება ენერგიის თქვენ დონეზე ურთიერთობა თითოეულ მათგანთან?“ პასუხები შეიძლება ვარირებდეს „მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის დონეს“ „ნეიტრალურამდე“ და „მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის დონეს“. მიღებული მონაცემები იძლევა ურთიერთობების ენერგეტიკული ბარათების შედგენის შესაძლებლობას თითოეული კომპანიისთვის, და ეს შედეგები ძალიან საინტერესოა.

მაგალითად, მსხვილ ნავთობქიმიურ კომპანიაში აღმოჩენილი იქნა ბევრი ურთიერთობა უარყოფითი ენერგეტიკით, უმეტესობაში ჩართული აღმოჩნდნენ ხელმძღვანელები. მზა სქემის მიღების შემდეგ, მათ შეძლეს გარკვევა, თუ რა ცვლილებები სჭირდება კომპანიას. ენერგეტიკული ნაკადების სქემა დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ მაღალხარისხიანი ურთიერთობების დამყარებაზე, ენერგიის გასაძლიერებლად ღონისძიებების ჩატარებაზე, ინსტრუმენტების შექმნასა და გამოყენებაზე  „გულუხვი“ კულტურის  ფორმირებისთვის.

ასე რომ, თუ თქვენს კომპანიაში ენერგეტიკული კრიზისი დადგა, გახსოვდეთ: მასთან გამკლავება შეგიძლიათ, თუ ყურადღებას გაამახვილებთ ურთიერთობების ენერგიაზე, იმ ენერგიაზე, რომელსაც ვიღებთ და ვაძლევთ ყოველდღიური ურთიერთობებისას ადამიანებთან. ყოველი მოქმედება, ყოველი სიტყვა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, აისახება მუშაობის ხარისხსა და მის პროდუქტიულობაზე.

ავტორის შესახებ. უქინ ბეიკერი - მიჩიგანის უნივერსიტეტში საქმიანი ადმინისტრირების პროფსორი 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised