среда, 17 марта 2021 г.

ქვეყნის აღსასრულის ქრონიკები. როგორ გადავრჩეთ აპოკალიფსის შემდეგ


მარგარიტა ჰეიზენბერგი

ქვეყნის აღსასრულის ქრონიკები. როგორ გადავრჩეთ აპოკალიფსის შემდეგ?

ჩაარტყი ბაყაყს თავში, გაატყავე, მოაჭერი თათები - ესეც ხომ საკვებია?

 https://naviny.online/rubrics/society/2012/11/30/ic_articles_116_180071

        სანამ ზოგიერთნი, სამყაროს აღსასრულის მოლოდინში, ბუნკერებსა და კიდობნებს აშენებენ, მაღაზიებში სანთლებს, ასანთებს და კონსერვებს ყიდულობენ, რომ მიწის ქვეშ დაელოდონ კატასტროფის დასასრულს, სხვები ემზადებიან ახალ რეალობაში ცხოვრებისათვის და სწავლობენ ექსტრემალურ პირობებში გადარჩენას. უკვე ტარდება უფასო სასწავლო კურსები მსოფლიოს აღსასრულისთვის მოსამზადებლად, მაგალითად, სიმფეროპოლში, ბელორუსში კი ასეთი მომსახურება ჯერ კიდევ არ სარგებლობს პოპულარობით. 

        როგორც გადარჩენის სკოლა „სტალის“ ინსტრუქტორმა ტატიანა კურაევამ განუცხადა Naviny.by-ს, გადარჩენის კურსის გავლის მსურველი ბევრი არ არის - ათამდე ადამიანი მიმართავს წელიწადში ასეთი მომსახურებისთვის მათ სკოლას, ლაშქრობაში მიდიან მცირე ჯგუფებით - ორი-ოთხი ადამიანი. როგორც წესი, ასეთ კურსებზე მწვავე შეგრძნებების მსურველი ტურისტები დადიან. 

„ასეთი ადამიანები ხშირად დადიან ლაშქრობებში, იყენებენ აქტიურ დასვენებას, ბევრს მოგზაურობენ, - ამბობს ტატიანა კურაევა. - მათთვის ლაშქრობა ცხოვრების წესია, მაგრამ მათ სურთ განიცადონ რაღაც უფრო ექსტრემალური, ნაცნობი  კარვისა და ტურისტული ქოთნის გარეშე მაკარონითა და მოშუშული ხორცის კონსერვით“.

  „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბელორუსში პრაქტიკაში არ გამოიყენება კურსები, რომლებიც სამყაროს აღსასრულს უკავშირდება. ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ნერვული დაძაბულობაა, სამყარის აღსასრული არ არის ყველაზე საშინელი“, - ხუმრობს ტატიანა. 

        ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ კურსებზე ისწავლოთ ბევრი სასარგებლო რამ, რაც გამოგადგებათ მოულოდნელი კატასტროფის შემთხვევაში: მაგალითად, ცეცხლის მიღება ასანთის გარეშე, წყლის მოძებნა, გაფილტვრა და დეზინფიცირება, თუ ახლომახლო საიმედო სასმელი წყარო არ არის, საკვების მოპოვება, მათ შორის ზამთარში, დროებითი საცხოვრებლის მოწყობა. ინსტრუქტორის თქმით, კურსებზე ასევე ასწავლიან ადგილზე ორიენტირებას, დანის ხმარებას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას და ტანსაცმლის სწორად არჩევას. 

          „ასე რომ, შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი საკმაოდ სასარგებლო იქნება როგორც ომში, ასევე გამყინვარების პერიოდში, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს ძალუძს ასეთი რამის გადატანა“, - ამბობს ტატიანა. 


რა უნდა მოვიმარაგოთ სამყაროს  აღსასრულის შემთხვევაში? 

       

პოსტ-აპოკალიფსურ ბელორუსში გადარჩენისთვის ფუნტი მარილი, ნავთით კანისტრები და კონსერვების ყუთი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. ტატიანა კურაევასთან ერთად, ჩვენ ვალაგებთ „გადარჩენილი ადამიანის“ ვირტუალურ „ზურგჩანთას“, ან, როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ, თან სატარებელ ავარიულ მარაგს. 

       სამყაროს აღსასრულის შემთხვევაში, კარგი იქნება თან გქონდეთ: 

• მრავალფუნქციური დანა და კვესი - ამ ორი ნივთის დახმარებით ყოველთვის იქნება შესაძლებელი ცეცხლის დანთება;

       • აქტივირებული ნახშირი - წამალიც არის, ფილტრიც და ზოგადად უნივერსალური საშუალებაც;

       • პრეზერვატივი - ის შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც შესაკრავი, წყლის ავზი, ლინზა, გერმეტული საფუთავი;

       • ბინტი ან მარლა - საჭიროების შემთხვევაში, იგი შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც აბედი, ასევე ფილტრი და სახვევი მასალა;

       • მედიკამენტები - ასპირინი, ვალიდოლი, წყალბადის ზეჟანგი, კალიუმის პერმანგანატი;

       • გლიცერინი - კალიუმის პერმანგანატთან ერთად, მას ასევე შეუძლია ცეცხლით უზრუნველყოფა;

       • თოკი. 

          მიწისქვეშეთში ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში კარგი იქნება მოიმარაგოთ: 

• საკვები - აპოსტი, ჩირი, შაქარი ან შოკოლადი, ხორცის კონსერვები და ბურღულეული;

          • ფანარი მექანიკური დამუხტვით;

          • სათევზაო მოწყობილობა;

          • ასანთი;

          • ნემსი და ძაფი;

          • მშრალი საწვავი;

          • სარემონტო კომპლექტი, მათარა, პატარა ნაჯახი და სხვა საგნები, რომლებიც დაგეხმარებათ გადარჩენაში მკაცრ პირობებში. 



სად უნდა ვეძებოთ საკვები?

        რადგანაც ნებისმიერი მარაგის მთავარი ნაკლი მათი ამოწურვაა, პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში, კვლავ დადგება დღე, როდესაც საკვები აღმოჩნდება ან შეჭმული, ან საჭმელად უვარგისი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეძლოთ საჭმლის მოპოვება ველურ ბუნებაში.

        წელიწადის თბილ დროს, ტატიანა კურაევას თქმით, საკვების მოპოვება არც ისე რთულია - შეგიძლიათ მოაგროვოთ სოკო, კენკრა, ხილი, ბოსტნეული. მხოლოდ პროტეინით მდიდარი საკვების მოპოვება იქნება საჭირო, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს, მაგალითად, ქერქის მჭამელი ხოჭოების მატლები, ისინი გვხვდება ხეების ქერქის ქვეშ ზამთარშიც კი. 

        „მთავარია დაძლიოთ ზიზღისა და მიუღებლობის გრძნობა. სამაგიეროდ მატლების 20 გრამი ძალას მომატებს დასუსტებულ, მშიერ ორგანიზმს“ , - განმარტავს ტატიანა.

        „ფრანგებისთვის საყვარელი დელიკატესი - ბაყაყის ფეხები, დელიკატესს არ წარმოადგენს ბელარუსში, - განაგრძობს ინსტრუქტორი. -  ბაყაყების დაჭერა ჩვენს ჭაობებში და მდინარეების ნაპირებზე პრობლემას არ წარმოადგენს. ჩაარტყი ბაყაყს თავში, გაატყავე, მოაჭერი თათები - ესეც ხომ საკვებია? მხოლოდ ზამთარშია პრობლემატური, რადგან ისინი ანიბიოზში იმყოფებიან“.  

        ამას გარდა, ტატიანა აღნიშნავს, საკვებად შეიძლება ყურძნის მსხვილი ლოკოკინების გამოყენება, რომელთა ბელორუსში პოვნა ადვილად შეიძლება. კურსებზე ასევე ასწავლიან ციყვებზე ხაფანგის გაკეთებას კონსერვის ქილებიდან. 

       ველურ ბუნებაში ადვილად შეიძლება მატონიზირებელი სასმელების მომზადება. ამისთვის საჭირო არ არის მთებსა და ხეობებში წასვლა ჩაის ბუჩქის ან ყავის ხის მოსაებნად. სასმელის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, კოთხუსის ფესვი ან ფიჭვის წიწვები.

        როგორც გაირკვა, ბელორუსში სავსებით შესაძლებელია გადარჩენა სუპერმარკეტებისა და ცივილიზაციის სხვა უპირატესობების გარეშეც, იმ პირობით, რომ სამყარო არ მოახდენს დიდ გარდატეხას. 

======
https://ria.ru/20170202/1487032525.html

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რამ „გაყინა“ ახალგაზრდა დედამიწაზე სიცოცხლის განვითარება
მოსკოვი, 2 თებერვალი - რია ნოვოსტი. დედამიწაზე სიცოცხლის განვითარება თითქმის ორი მილიარდი წლის განმავლობაში შეფერხდა პირველი ფოტოსინთეზური მიკრობების გაჩენის შემდეგ, რადგან მათ მიერ წარმოებული ჟანგბადი იხარჯებოდა წარსულ ეპოქებში ზღვის ფსკერზე დაგროვილი ორგანული ნივთიერებების დაშლაზე, აცხადებენ გეოლოგები სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Communications.
„იმ დროს დედამიწა გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებოდა - უფრო რთულ სიოცხლეს არ შეეძლო წარმოქმნა, რადგან ამისათვის საკმარისი ჟანგბადი არ იყო ატმოსფეროში. გარდა ამისა, არ იყო საკმარისი ჟანგბადი რთული მცენარეების განვითარებისათვის, რომლის გარეშეც ჰაერში ჟანგბადის დონე 10%-ს ვერ აღემატებოდა. მხოლოდ მათი გამოჩენის შემდეგ პლანეტაზე ცხოვრებამ შეძლო ნაბიჯის წინ გადადგმა“, - ამბობს ტიმ ლენტონი (Tim Lenton)  ეგსეტერის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი)

სიკვდილ-სიცოცხლის  შეკრული ჯაჭვი
დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის პირველ ხანებში ჟანგბადი მის ატმოსფეროში თითქმის საერთოდ არ არსებობდა - მისი კონცენტრაცია არ აღემატებოდა 0.0001%-ს. სინამდვილეში ის შხამი პირველი მიკრობებისთვის იყო, რომლებიც იყენებდნენ სხვა ქიმიურ ნაერთებს ენერგიის მისაღებად.
ეს პირველი სიცოცხლე დედამიწაზე გაგრძელდა იმ მოვლენამდე, რომელსაც გეოლოგები „ჟანგბადის დიდ კატასტროფას“ უწოდებენ. დაახლოებით 2.4-2.32 მილიარდი წლის წინ, ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაცია მკვეთრად გაიზარდა  0.0001%-დან დღევანდელ 21%-მდე. დღეს მისი წარმოქმნის მიზეზად ითვლება პირველი ფოტოსინთეზური ორგანიზმები, ციანობაქტერიები, რომლებმაც გაწმინდეს ატმოსფერო CO2–სგან და აავსეს იგი ჟანგბადით.
ამის შემდეგ, როგორც ლენტონი აღნიშნავს, სიცოცხლის ევოლუციის ისტორიაში თითქმის ორი მილიარდი წლის განმავლობაში გიგანტური უფსკრული გაჩნდა - სიცოცხლის ევოლუცია, რამდენადაც შეიძლება მსჯელობა უკიდურესად მწირი გეოლოგიური „მატიანეს“ მიხედვით, რეალურად შეჩერდა 550 მილიონი წლის წინ, ე.წ. „კემბრიული აფეთქების“ დაწყებამდე, როდესაც გაჩნდა მრავალუჯრედიანი ცხოველების ყველა თანამედროვე ჯგუფი.
ლენტონმა და მისმა კოლეგებმა სცადეს გარკვევა, რასთან იყო დაკავშირებული დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების შეფერხების მიზეზები, შეისწავლეს ყველა ის ჩვენთვის ცნობილი ფაქტორი, რომლითაც კემბრიული ეპოქა განსხვავდებოდა წინა გეოლოგიური ეპოქებისგან.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, პრეკემბრიულ ეპოქაში, თუ არ ჩავთვლით 200 მილიონი წლის განმავლობაში „ჟანგბადის კატასტროფას“, ჟანგბადის დონე წყალში და ატმოსფეროში ძალიან დაბალი იყო, რაზეც მიუთითებს ქანების არსებობა, რომლებიც ჩვეულებრივ იშლება ჰაერში, 550-2 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბებულ ნალექებში პლანეტის პირველადი ოკეანის ფსკერზე. ამასთანავე, ფოტოსინთეზური მიკრობები, რომლებმაც „კატასტროფა“ გამოიწვიეს, არსად გამქრალა, რაც მეცნიერების წინაშე აყენებს კითხვას - სად გაქრა ჟანგბადი?
ბრიტანელმა გეოლოგებმა ამ კითხვაზე პასუხი იპოვნეს იმ ეპოქის დედამიწის ეკოსისტემების კომპიუტერული მოდელის შექმნით. როგორც მათი გათვლებით ჩანს, ჟანგბადის ამ „სტაგნაციაში“ ბრალი თავად სიცოცხლეს მიუძღოდა, უფრო სწორად, მის წინა თაობებს, რომელთა ნაშთები უზარმაზარი რაოდენობით იყო დაგროვილი დედამიწის ზღვის ფსკერზე იმ დროის განმავლობაში, სანამ დედამიწაზე ფოტოსინთეზური მიკრობები არ არსებობდა.

მარადისობის დასასრული
დაახლოებით 2.1 მილიარდი წლის წინ, მეცნიერთა აზრით, ამ ნაშთების ნაწილი დედამიწის წიაღში გამოიკვეთა კონტინენტებისა და ტექტონიკური პროცესების გადაადგილების შედეგად, რის შედეგადაც „კატასტროფის“ დროს ატმოსფეროში დაგროვილი ჟანგბადი პრაქტიკულად მყისიერად დაიხარჯა ამ ნაშთების დაშლაზე. შემდეგ, მთელი ჟანგბადი, რომელსაც საკმაოდ არაეფექტურად წარმოქმნიდნენ ზღვის ციანობაქტერიები, მთლიანად იხარჯებოდა ამ ნაშთების დაჟანგვაზე, რომლებიც აგრძელებდნენ ამოსვლას დედამიწის წიაღიდან.
როგორც მეცნიერთა გამოთვლები აჩვენებს, ბაქტერიების მიერ წარმოებული ჟანგბადის რაოდენობამ თითქმის არ ითამაშა არანაირი როლი - მისი წარმოების სიჩქარე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ახალი დანალექი ქანების გამოყოფა ხმელეთის ან ზღვის ზედაპირზე. ლენტონისა და მისი კოლეგების შეფასებით, იმ ეპოქაში ჟანგბადის წილი არ შეიძლება ყოფილიყო 10%-ზე მაღალი და 1%-ზე დაბალი. აშკარად ერთიც და მეორეც არ იყო საკმარისი მრავალუჯრედიანი ცოცხალი არსებების წარმოსაქმნელად.
მხოლოდ მაშინ, როდესაც დედამიწის უსიცოცხლო ნაწილი - მისი ხმელეთი - კოლონიზებული იქნა პირველი „ხმელეთის“ მიკრობებისა და პრიმიტიული მცენარეების მიერ, რაც მოხდა დაახლოებით 600-500 მილიონი წლის წინ, ეს ბალანსი დაირღვა. ამ დროს ჟანგბადის „შემოდინებამ“ დაიწყო თავისი „დანაკლისის“ გადაჭარბება, რამაც გამოიწვია კემბრიული აფეთქების პროვოცირება და ფლორისა და ფაუნის ევოლუციის აღდგენა.
იმის სასარგებლოდ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა, არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები. მეცნიერთა აზრით, ასეთი ბალანსის არსებობა ორგანიკის დანალექებსა და ჟანგბადს შორის  მიუთითებს უცნაურობებზე ნახშირბად-13-ის წილში პრეკემბრიული პერიოდის ქანებში. ისინი მიუთითებენ, რომ ასეთი დანალექების ფორმირების სიჩქარე ასობით მილიონი წლის განმავლობაში მუდმივი იყო, რაც პალეონტოლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან უცნაურია. ჟანგბადის არსებობა, რომელიც დაჟანგავს ასეთი ქანების „სიჭარბეს“, ამ უცნაურობის კარგი ახსნა იქნებოდა, ასკვნიან სტატიის ავტორები.
არსებობს სხვა განმარტებებიც იმისა, თუ რატომ ნელა განვითარდა სიცოცხლე იმ პერიოდში. მაგალითად, ახლახან მეცნიერთა კიდევ ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამის მიზეზი იყო არა ქანების დაჟანგვა, არამედ ის გარემოება, რომ სიცოცხლე თითქმის გადაშენდა „ჟანგბადის კატასტროფის“ დასრულების შემდეგ. მან მოახერხა ჟანგბადთან შეგუება და დაკარგა უჟანგბადო გარემოში ცხოვრობის უნარი. ამიტომ, შეიძლება ველოდოთ, რომ დისკუსია დედამიწაზე სიცოცხლის დაბადების საიდუმლოებასთან დაკავშირებით დიდხანს გაგრძელდება.
 
================

https://lenta.ru/articles/2017/05/19/future/
მშვენიერი შორეთი
დასახელებულია სამყაროს აღსასრულის რეალისტური სცენარი
უახლოეს და შორეულ მომავალში დედამიწაზე ცხოვრება გლობალური კატაკლიზმების წინაშე აღმოჩნდება. „ლენტა. რუ
 იკვლევს, შეიძლება თუ არა დედამიწის კლიმატის ცვლილებამ ან სხვა კატასტროფებმა მომდევნო მილიონი წლის განმავლობაში გამოიწვიოს ადამიანის ცივილიზაციის გადაშენება.
მალე, ძალიან მალე
მკვლევარების შეფასებით, მყინვარების დნობის გამო ხმელეთი  ოკეანეებში იძირება წელიწადში სამიდან ოთხ მილიმეტრამდე სიჩქარით. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მაჩვენებელი არ დარჩება მუდმივი და ყინულის ფენა უფრო სწრაფად გაქრება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. სხვადასხვა სცენარიდან გამომდინარე (რომელიც ითვალისწინებს სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიების სხვადასხვა მოცულობას), 2100 წლისთვის ოკეანის დონე 0,3-2 მეტრით მოიმატებს.
 ეს გააძლიერებს სანაპიროების ეროზიას, გაამწვავებს შტორმისა და ქარიშხლების შედეგებს  და გავლენას მოახდენს მიწისქვეშა წყლის დონეზე. კაცობრიობა დაკარგავს არა მხოლოდ ტროპიკულ პლაჟებს. გაუარესდება ნიადაგისა და მტკნარი წყლის ხარისხი, რაც გავლენას მოახდენს სოფლის მეურნეობაზე, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანთა პოპულაციის ღარიბი ნაწილის სამი მეოთხედი. მხოლოდ ბენგალის ყურეში ოკეანის დონის 40 სანტიმეტრით მომატება დატბორავს ბანგლადეშის მიწის 11 პროცენტს, სადაც ამჟამად 7-10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ცხადია, რომ მსოფლიო ოკეანეების დონე ასე მკვეთრად არ მოიმატებს. მაგრამ ამ პროცესს რბილსაც ვერ უწოდებ. ზღვა დაიწყებს მიწის დაპყრობას სულ უფრო ძლიერი და ხშირი წყალდიდობების შედეგად. რა თქმა უნდა, იმის დასადგენად, თუ რომელი რეგიონებია ყველაზე დაუცველი, მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მაგალითად, სანაპირო ქარიშხლები, მოქცევითი დინებების და სანაპიროების რელიეფი. ეს საკმაოდ რთულია, ამიტომ სხვადასხვა მოდელები არ თანხმდებიან იმაში, თუ როგორ მოხდება ხმელეთის დატბორვა მთელ მსოფლიოში.
თუ ადრე ხმელეთი იტბორებოდა წყლის ხუთმეტრიანი ფენით ყოველ 100 წელიწადში, ახლა, ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს მოხდება ყოველ 25 წელიწადში ერთხელ. დიდი წყალდიდობები უფრო ტროპიკებშია სავარაუდო. იქ 2030 წლისთვის ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე გაორმაგდება (თუ ოკეანის დონე 5-10 სანტიმეტრით აიწევს). ამიტომ, მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილს კუნძულებზე მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ.
ეს შეესაბამება ექსპერტთა მოსაზრებას. მაგალითად, გაეროს ეკოლოგიური რისკის შეფასების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ თუ ზღვის დონის მატების ტემპი არ შეიცვლება, 2100 წლისთვის ადამიანებს მალდივის დატოვება მოუწევთ. იგივე ბედი ემუქრება პოლინეზიის კუნძულოვან სახელმწიფოებს. მაგალითად, ტუვალუს სანაპიროები წყალში იძირება წელიწადში 1,2 მილიმეტრით. როგორც 2016 წელს იყო აღნიშნული, სანაპირო ზოლის ეროზიის გამო, უკვე სოლომონის ხუთი კუნძული გაქრა.
რაც შეეხება დიდ სანაპირო ქალაქებს (ნიუ-იორკი, ლონდონი, ვენეცია), მათ დამატებითი დაცვა სჭირდება შტორმული მოქცევისგან. გარდა ამისა, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შეუძლია მეგაპოლისების წყალდიდობებისგან გადარჩენა კაშხლების ან მათი ნაწილობრივი გადაადგილების გზით.

წყლის სამყარო
გლობალური დათბობა აჩქარებს გეოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. მაგალითად, აღმოსავლეთ ანტარქტიდაში უილკსის აუზის დნობამ შეიძლება ზღვის დონის მომატება გამოიწვიოს სამი-ოთხი მეტრით. უილკესის აუზი საცობის როლს ასრულებს, რომელიც ადგილზე იკავებს მთელი აღმოსავლეთ ანტარქტიდის 10 მილიონ კვადრატულ კილომეტრის ფართობის მქონე ყინულოვან ფარს. თუ „საცობი“ გადნება, მაშინ მყინვარი ოკეანეში ჩაცურდება. ანალოგიური ვითარებაა პაინ-აოლენდის მყინვართან დაკავშირებით, რომელმაც უკვე დაკარგა თავისი „საცობი“. მეცნიერებმა აღიარეს, რომ პაი-აილენდის გაუჩინარების პროცესი, რომლის ფართობი 160 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, უკვე შეუქცევადია.
უილკსის აუზი შეიძლება ჩამოიშალოს მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. თავად აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფარის დნობას 5-10 ათასი წელი დასჭირდება.
რა დაემართება მაშინ კაცობრიობას? ოპტიმისტური პროგნოზების მიხედვით, ადამიანები არ გაქრებიან. ძნელი სათქმელია, თუ რა სოციალური და ეკონომიკური პრობლემები შეექმნა Homo sapiens ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგრამ აშკარაა, რომ სანაპირო ტერიტორიების დატბორვა დააჩქარებს პანმიქსიას - ადამიანთა სხვადასხვა პოპულაციის შერევას.
გლობალური დათბობის გათვალისწინების გარეშეც კი, დედამიწაზე 12 000 წლისთვის (გლობალიზაციის ამჟამინდელი ტემპების საფუძველზე), მკვლევართა შეფასებით, რეგიონალური გენეტიკური ვარიაციები გაქრება. ანუ აღარ იქნება რასები, როგორც ადამიანის პოპულაცია, რომლებიც ხასიათდებიან მსგავსი გარე ნიშნებით (ნეგროიდული, მონღოლოიდური, ევროპეიდური და ავსტრალოიდური რასები). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი ფენოტიპური თვისებები, როგორიცაა შავი კანი, ეპიკანტუსი ან ღია თმის ფერი, შეწყვეტს არსებობას. ისინი უბრალოდ თანაბრად გავრცელდება მთელ მსოფლიოში.

აუხსნელი გაუჩინარება
მაგრამ არსებობს პესიმისტური სცენარებიც. ზოგი სპეციალისტი, მათ შორის ასტრონომი ფრენსის დრეიკი და მათემატიკოსი ბრენდონ კარტერი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ 10 ათასი წლის შემდეგ ადამიანთა ცივილიზაცია, ამა თუ იმ მიზეზის გამო, გაქრება პლანეტიდან. დრეიკის შეფასებით, ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 10 ათასი წელია, რომლის განმავლობაში ის შეეცდება კონტაქტი დაამყაროს სხვა პლანეტების ცხოვრების გონიერ ფორმებთან.
კარტერმა შემოგვთავაზა ე.წ. სამყაროს აღსასრულის თეორემა (Doomsday argument).  მის თანახმად, თანამედროვე ადამიანი Homo sapiens-ის მთელი ისტორიის შუაში იმყოფება. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 10 ათასი წლის შემდეგ, 95 პროცენტიანი ალბათობით, კაცობრიობა გადაშენდება.

გლობალური გაყინვა
მაგრამ, თუ ადამიანები მაინც გადარჩებიან, 50 ათასზე მეტი წლის შემდეგ მათ ახალი გამყინვარების ხანა ელის. ეს არ არის გლობალური დათბობის მოულოდნელი შედეგი. ე.წ. ინტერგლაციალები - დროის შუალედები გამყინვარებებს შორის - უკავშირდება მილანკოვიჩის ციკლებს, რომლებსაც ასტრონომიული ბუნება აქვს. ეს ციკლები განსაზღვრავს, თუ რამდენად აღწევს მზის შუქი დედამიწის ზედაპირს. თავად ციკლები, თავის მხრივ, იქმნება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობის პერიოდული ცვლილებების, ამ ღერძის პრეცესიის, პლანეტის ორბიტის ბრუნვის და ექსცენტრისიტეტის გამო.
თუმცა გლობალურმა დათბობამ შეიძლება შეაჩეროს გლაციალი, ეს მაინც ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება. მაგრამ აღსანიშნავია თავად ადამიანთა ზემოქმედების უნარი გლობალურ გეოლოგიურ ციკლებზე. მაგალითად, პოტსდამის კლიმატის ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტის გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყინულოვანი ეპოქების პერიოდულობაზე გავლენას ახდენს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა. ნახშირორჟანგის მცირე საწარმოო ემისიებიც კი აისახება ყინულის ფარების ბედზე. მკვლევარების დასკვნით, გამყინვარებათშორისი ეპოქა მხოლოდ ასი ათასი წლის შემდეგ დასრულდება.

შემდეგ რა მოხდება?
წარმოვიდგინოთ, რომ კაცობრიობა ასი ათასი წლის შემდეგაც არ გაქრება. მაშინ ადამიანებს მოუწევს გაუძლოს სუპერვულკანის ამოფრქვევას, რაც გამოიწვევს 400 კუბური კილომეტრის ლავას გამოყოფას. კიდევ, დაახლოებით, 300 ათასი წლის შემდეგ, ჩვენი პლანეტა უნდა დაეჯახოს დიდ ასტეროიდს, რომლის დიამეტრია კილომეტრი. მილიონ წელიწადის შემდეგ კიდევ ერთი დიდი ამოფრქვევა მოხდება, სამ ათასი კუბური კილომეტრის მეტი გავარვარებული ქანების ამოფრქვევით. ამის შედარება შეიძლება ტობას ვულკანის სუპერამოფრქვევასთან 75 ათასი წლის წინ, რამაც გამოიწვია ცხოველების ზოგიერთი სახეობის მასობრივი გადაშენება და ადამიანის პოპულაციის მკვეთრი შემცირება (თუმცა ყველა მეცნიერი არ ეთანხმება ტობის მომაკვდინებელობის ამ შეფასებას).
ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო მილიონ წელიწადში არც ერთი ასტრონომიული ან გეოლოგიური მოვლენა არ იძლევა ადამიანთა გადაშენების გარანტიას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური ცივილიზაცია ნამდვილად არ გაქრება, როგორც დრეიკმა იწინასწარმეტყველა.

https://www.newdawnmagazine.com/articles/space-weather-its-effect-on-human-health-behaviour

https://www.ucsf.edu/news/2017/07/407806/traveling-mars-will-wreak-havoc-our-bodies
https://news.mit.edu/2017/anthropogenic-effects-of-space-weather-0531
http://www.ecologyandsociety.org/vol14/iss2/art32/

https://www.youtube.com/watch?v=N-00HHGQbp0















https://www.goodreads.com/book/show/7557788-freedom-for-sale















THE WORLD REVOLUTION TO STOP GLOBAL WARMING
And when the broken-hearted people living in the world agree, there will be an answer, let it be. - Paul McCartney.
Global warming is destroying the earth and driving the human race to extinction but the official censorship in the mainstream news media is suppressing the truth about the catastrophic apocalyptic consequences of climate change and preventing the people of the world from taking the urgent action that will be necessary to save themselves and help ensure the survival of future generations.
The Noah's Ark Campaign is the eco-warriors' answer to stop global warming by taking hundreds of mainstream and citizen journalists, photographers, and film-makers together with scientists, eco-activists, and musicians on an ocean liner named Noah's Ark to the South Pacific islands to reveal the truth about climate change to the whole world and to offer our genuine solutions to save humanity from being driven to extinction this century as a result of the burning of fossil fuels.
The eco-warriors believe that the first step towards combating global warming must be to conduct a massive worldwide publicity campaign to help kick off the World Revolution to prevent the extinction of all life on earth and save humanity, which will only start once the people are fully informed about the dangers and the possible solutions and they declare their independence from their governments in their own local communities and take control of their own local affairs.
The nations of the world appear to be unlikely to agree to make a legally binding agreement to stop burning fossil fuels at the United Nations climate summit in Paris in December 2015, which will mean that the extinction of the human race will be inevitable very soon unless the ordinary working people of the world actually rise up and take action themselves to stop global warming and save humanity.
Pseudo religious doomsday death cults have been emerging with sinister Doctor Death type pantomime characters insisting that it is now far too late to stop global warming and everyone on the earth will die very soon in the imminent Apocalypse and there is nothing that anyone can do to stop the extinction of all life on earth including the human race.
These personality cults that are regarded as being very similar to David Koresh's Branch Davidians at Waco, the Heaven's Gate suicide cult, and the Jim Jones People's Temple massacre, offer no solutions to global warming and just like the oil companies they sneer at the eco-warriors for claiming that there may still be a chance to save humanity from extinction.
Unfortunately the sad fact is that many millions of people have already been dying in the ever worsening heatwaves, forest fires, cyclones, hurricanes, floods, droughts, and famines that are escalating all over the world and United Nations scientists have predicted that as a result of increasing temperatures melting the polar ice caps and raising the sea levels three to four billion people will die from drowning, starvation, and disease in the worldwide flooding by 2050.
The scientists in the Arctic Methane Emergency Group are claiming that trillions of tonnes of frozen methane hydrate gas in the polar regions are melting and will come bursting out from beneath the surface and explode with the force of 10,000 nuclear arsenals and transform the earth's atmosphere into a searingly hot cauldron like the planet Venus where nothing will survive, and this is likely to occur within the next 20 years and possibly even as soon as 2030.
However, as the destruction of the planet and the danger to humanity becomes ever more ominous the eco-warriors are fighting back in self defence with renewed vigour against the forces of darkness that threaten to wipe out all life on earth, knowing that we are in a race against time to save the human race but believing that there is still a chance for humanity to survive if all the people of the world agree to unite and join forces and work together.
The eco-warriors' solutions to stop global warming include stopping the burning of fossil fuels everywhere in the world and switching to renewable energies such as solar power and wind turbines and using hydrogen produced from water by hydrolysis in all internal combustion engines (cars, trucks, aeroplanes, ships etc) as soon as possible.
We are also proposing terraforming the earth to make the planet habitable once again, using the military forces of all nations to embark on global infrastructure projects including dredging canals and creating new inland seas to help drain off the rising sea levels, removing the carbon dioxide from the air and the atmosphere, and planting new rainforests in the deserts.
The eco-warriors are not appealing for money for our Noah's Ark Campaign rescue mission to save humanity but we are asking all the eminent and reputable scientists, journalists, and musicians who have a genuine interest in solving the global environmental crisis to join us and get involved in helping to create the greatest publicity campaign that the world has ever seen to combat the greatest threat that humanity has ever faced.
We believe that it is time to challenge the censorship, break the silence, and blow the whistle on the corrupt and criminal global capitalist system that is setting the stage for the genocide of humanity by continuing with business as usual while the burning of fossil fuels destroys the earth's natural environment and murders the human race in the greedy rush by the bankers, corporate bosses, and politicians to make even more money for themselves all the time.
The Noah's Ark Campaign is intended to be very similar to the Bilderberg Fringe Festival at the Grove hotel near Watford England in June 2013 when we finally exposed the evil capitalist Bilderberg Group by bringing together honest journalists from the mainstream news media with hundreds of citizen journalists and thousands of human rights and social justice activists and protesters to reveal the truth about the existence of the secret world government to the public at last.
The eco-warriors' wish list for the Noah's Ark Campaign is very simple and it is essentially an appeal for an ocean liner to use as our modern day version of Noah's Ark to help save the island nations of Kiribati, Tuvalu, Tokelau, and the Marshall Islands in the South Pacific and the Maldives in the Indian ocean that are all gradually disappearing beneath the rising sea levels, and the food and the fuel that will be necessary for the journey.
We intend to carry on filming our reality tv show for the children which is entitled ''Can You Save the Human Race? - The Eco-Warriors Are Coming!'' and which will be offered free to every television channel in the world for them to broadcast as a public service in the interest of humanity, and hopefully some of the tv stations might be prepared to pay something to help us with our expenses in return.
Celebrities from the music, movie, and television industries will be very welcome to join the eco-warriors for our historic voyage of a lifetime on board Noah's Ark which will serve as the travelling School for Eco-Warriors, as long as they are prepared to help us with the publicity to raise awareness and educate the public about the urgent need for immediate action to stop global warming and save the human race from being driven to extinction by the burning of fossil fuels.
To everyone who is seriously concerned about the future survival of humanity in the face of the overwhelming forces that are destroying us all and the risk that irreversible runaway global warming will wipe out all life on earth, we ask please share this message about the Noah's Ark Campaign as far and wide as possible.
Years of work have gone into it already and our tireless efforts will continue for as long as it takes to stop global warming and the threat of World War Three which looms over us like the Sword of Damocles, adding to the danger that all we will leave behind of the earth for future generations will be a vast bleak wasteland totally uninhabitable for the children of tomorrow to survive on.
https://sites.google.com/site/earthaidcampaign/
''Come together, join the movement, take a stand for human rights''. - John Lennon.
@Neil Young @David Crosby @Steven Stills @Graham Nash @Brian May @Annie Lennox @Charlotte Church @Justin Bieber @Lady Gaga @Jimmy Percy @Sting @Thom Yorke @Radiohead @Massive Attack @Coldplay @The Levellers @The Waterboys @Pearl Jam @David Rovics @Jane Fonda
@Johnny Depp @Leonardo DiCaprio @Cate Blanchett @Brad Pitt @Alicia Silverstone @Daryl Hannah @Mark Ruffalo @Robert Redford @Adrian Grenier @Harrison Ford @George Clooney @Meryl Streep @Alec Baldwin @Pierce Brosnan @Woody Harrelson @Glen Close @Colin Firth @Natalie Portman @Peter Jackson @James Cameron @Jia Zhangke
@David Attenborough @Russell Brand @Ricky Gervais @Charlie Skelton @Hannah Borno @Jason N Parkinson
@Naomi Klein @Bill McKibben @Paul Kingsnorth @Caroline Lucas @Ken Livingstone @Naomi Wolfe @Jemima Khan @Zak Goldsmith @Bianca Jagger @Captain Paul Watson @Elon Musk @Bob Hertzberg @Carlo Petrini @Amory Lovins @Laurie David @Joss Garman @Kumi Naidoo @Natalie Bennett @Earth Guardians @Johann Eliasch
@Zhengrong Shi @Gavin Schmidt @Wangari Maathai @Cormac McCarthy @Ted Danson @Jane Goodall @Jack Johnson
@James Hansen @James Lovelock @Al Gore @Sam Carana @Malcolm Light @Paul Beckwith @Harold H Hensel
@Rolly Montpellier @Habibur Rahman @Ekta K Kalra @Kevin Hester @Mark Brown @Gail Zawacki @Dorsi Lynn Diaz
@Mike Roman @George Monbiot @Chris Jagger @Warren Buffett @Julia Louis-Dreyfus @Rob Ward @Emma Louise @Marcus Downbeat @Tamsin Omond @Danny Chivers @Greg Sams @Eleanor Wilson @Tamara Rose Roske
@Daniel T Gardonyi @Petra Rakoczi @Andy Morley @Donnie Vortex @Maggie Zenwa @Colin Mann @Phoenix Circle @Vajda Robert @Andrea Eszter Kerecsen @Luke Adams Thor @Carl Green @Dan Cole @George Barda @Lorenzo Obi Abadinas @Tammy Samede @Angel Nash @Aaron Cooke @Marina Pepper @Jonny Smith @Mal Oak @Kath Lea @Simon Jackson Beng @Gurdavar Singh Sahota @Carol Armstrong @Kiribati Abau Ni Koaua








Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised