среда, 9 сентября 2020 г.

ცნობილი ადამიანების ციტატები

 ცნობილი ადამიანების ციტატები


        -   „მონოთეიზმი არის ჩვენი კულტურის ცენტრში ჩასაფრებული უზარმაზარი, მიჩუმათებული ბოროტება. ბრინჯაოს ხანიდან მოვლენილი  ბარბაროსული ტექსტიდან სახელწოდებით „ძველი აღთქმა“  წარმოიშვა სამი ანტიადამიანური რელიგია - იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ეს არის ზეციური ღვთაების რელიგიები. ისინი, ფაქტობრივად, პატრიარქულურები არიან: ღმერთი არის ჭეშმარიტი მამა - და აქედან მოდის ქალთა მიმართ  ორიათასწლიანი ზიზღი იმ ქვეყნებში, სადაც ზეციური ღვთაება და მამრობითი სქესის მისი მიწიერი წარმომადგენლები მართავენ“. - გორ ვიდალი.

„ახლა ქრისტიანობის მთავარი მტერი ისლამია. ჩემი პოზიცია ცალსახაა. ისლამი ნეგატიური რელიგიაა. ევროპა, რომელმაც უარი თქვა ქრისტიანულ ფასეულობებზე, უკან იხევს მისი ზეწოლის ქვეშ“. - ელენა პეტროვნა ჩუდინოვა, რუსი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი, 1959.

– „რელიგია არ არის ეკონომიური, მაგრამ მხედველობაში აქვს პრაქტიკული მიზანი მომავალში, ცათა სასუფეველში“. - კაზიმირ სევერინოვიჩ მალევიჩი, პოლონური წარმოშობის რუსი და საბჭოთა მხატვარი-ავანგარდისტი, პედაგოგი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ფილოსოფოსი. 1878-1935. „ეკონომიკური კანონები“.

– „როდესაც ცას ვუყურებთ, როდესაც ციურ მოვლენებს ვუყურებთ, განა ცხადი არ ხდება, სრულიად აშკარა, რომ არსებობს შესანიშნავი გონების ღვთაება, რომელიც ამ ყველაფერს მართავს?“ - მარკუს ტულიეს ციცერონი, ძველი რომაელი ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი. 106-43 წ. ძვ.წ.  „ღმერთების ბუნების შესახებ“, წიგნი II.  

– „ისლამი თვითდამკვიდრებით არსებობს, მუდამ ბრძოლაშია. მას შეიძლება ეწოდოს მსოფლიოს რელიგია, მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ისლამი არის რწმენა ბრძოლაში“ - გიორგი ილიჩ მირსკი, რუსი პოლიტოლოგი.  1926-2016 წწ. წყარო: რას ლაპარაკობდა გიორგი მირსკი რუსეთის, ახლო აღმოშავლეთის და ამერიკის შესახებ. https://lenta.ru/articles/2016/01/26/deathcomes/

– „ისლამი შეიძლებოდა წარმოქმნილიყო მხოლოდ უაზრო უდაბნოში ჭუჭყიან ბედუინებს შორის, რომლებმაც მხოლოდ, მაპატიეთ, აქლემების გაჟიმვა შეეძლოთ. ყურადღება მიაქციეთ, მუსიე: რაც უფრო ახლოსაა რელიგია მონოთეიზმთან, მით უფრო არაადამიანურია იგი, ხოლო ყველა რელიგიიდან ისლამი ახვევს თავს ყველაზე რადიკალურ მონოთეიზმს. როგორც კი გაჩნდა ქვეყანაზე, მან თავი გააცნო დამპყრობლური ომებით და სისხლისღვრით; და სანამ ის არსებობს, მსოფლიოში არ იქნება მშვიდობა“. -  მიშელ უელბეკი. წიგნი „პლატფორმა“.

- „ისლამი ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლთა რელიგიაა; მათი რელიგია, ვისაც სურს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ანტიიმპერიალისტური მებრძოლების სკოლა“. - რუხოლა მუსავი ჰომეინი, ირანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი აიატოლა, ირანში 10979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერი,  1902 – 1989.

  - „ღმერთი მამაკაცებისთვისაა, რელიგია - ქალებისთვის“. - ჯოზეფ კონრადი, პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალი. 1857–1924.

  - „მაცხოვარი არის ქრისტე მთის ქადაგების გარეშე. ეს, თუ გსურთ, „ძველი აღთქმისკენ“ „გადახრაა“. ეს არის „ხსნა“ სიყვარულის გარეშე, ჯვარცმა გეთსიმანიის ბაღში ლოცვის გარეშე. ეს არის სახე -  უარყოფა იმისა, რაც ჩემთვის მიუღებელია ქრისტიანობაში და ნებისმიერ სხვა რელიგიაში, რომელიც არაფრად აგდებს „მიწიერ ცხოვრებას“ ცათა სასუფეველში მარადიული ნეტარების მოლოდინში. ამის მიუხედავად, ნებისმიერი ყურადღებიანი მკითხველი ადვილად შეამჩნევს თვალში საცემ არა მხოლოდ გასაოცარ მსგავსებას, არამედ ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებებს. ეს კი, თავის მხრივ, რამდენიმე ფუნდამენტურ დასკვნას გამოიწვევს, რომლებიც, როგორც დისკუსიიდან ვხედავ, პრაქტიკულად არავინ გააკეთა. საჭირო იქნება გბ-2-ში ახსნა, თუმცა გულწრფელად იმედი მაქვს, რომ თავიდან ავიცილებ ამას“. - ნიკ პერუმოვი, რუსი მწერალი-ფანტასტი. „წიგნებისა და პერსონაჟების შესახებ“.

  – „ექსპლუატირებულთა კლასის უძლურება ექსპლუატატორთა წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად იწვევს უკეთესი საიქიო ცხოვრების რწმენას, ისევე როგორც ველურის უძლურება ბუნებასთან ბრძოლაში ჰბადებს ღმერთების, ეშმაკების, სასწაულების და ა.შ. არსებობის რწმენას. მას, ვინც მთელი ცხოვრება მუშაობს და მაინც გაჭირვებულია, რელიგია ასწავლის თავმდაბლობა და მოთმინება მიწიერ ცხოვრებაში, ანუგეშებს ზეციური ჯილდოს იმედით. მათ, ვინც სხვის შრომით ცხოვრობს, რელიგია ასწავლის ქველმოქმედებას მიწიერ ცხოვრებაში, სთავაზობს მათ საკმაოდ იაფფასიან საბაბს მათი მთელი ექსპლუატაციური არსებობის გამართლებისათვის და გონივრულ ფასად აძლევს მათ ბილეთებს ზეციური კეთილდღეობისთვის. რელიგია ოპიუმია ხალხისთვის. რელიგია ერთგვარი სულიერი რახია, რომელშიც კაპიტალის მონები ანადგურებენ თავის ადამიანურ სახეს, თავის მოთხოვნებს ადამიანის რამდენადმე ღირსეულ ცხოვრებაზე“. - ვლადიმერ ილიჩ ლენინი, რუსი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, ოქტომბრის რევოლუციის ლიდერი, 1870-1924. 

  – „ეს ბირჟაა. იქ ვაჭრობენ როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის მიმდევრები“. - ჰაინრიხ ჰაინე, გერმანელი პოეტი და მწერალი 1797-1856. Das ist die Börse. Dort schachern die Bekenner des Alten und des Neuen Testaments. წერილი პირველი, წერილები ბერლინიდან (Briefe aus Berlin) 

– „ისლამი მონების რელიგიაა, რადგან მუსულმანი ქალი მამაკაცის მონაა, ხოლო მონამ მხოლოდ მონა შეიძლება შვას. მონა არის ადამიანი, რომელსაც წართმეული აქვს ღირსება“. - ელენა პეტროვნა ჩუდინოვა, რუსი მწერალი, დრამატურგი და პუბლიცისტი, 1959. „ქალების შესახებ“, „რელიგიის შესახებ“. 

- „საუბარი იმის შესახებ, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, ეფუძნება რელიგიის უცოდინარობასა და აბსოლუტურ არგაგებას, უცნაურ გულუბრყვილობას“. -  ალექსანდრ გლებოვიჩ ნევზოროვი, საბჭოთა და რუსი რეპორტიორი, ტელეწამყვანი, პუბლიცისტი, 1958. „ათეიზმის გაკვეთილები“.

 - „თანამედროვე რელიგია თანამედროვე მითოლოგიის ანარეკლია. უცნაურია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბიბლიას დღემდე სიტყვასიტყვით აღიქვამენ“. - ბრიუს უილისი, ამერიკელი კინომსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი.

- „ფიფქები ზეციური სალამანდრებია“. - მარინა ივანოვნა ცვეტაევა, რუსი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, 1892-1941. 

- „ვფიქრობ, რომ ყველა რელიგია მართალია ... როდესაც ამბობენ: ყველა დანარჩენი რელიგია, - ეს სრული სისულელეა“. - რიჩარდ ჰერინგი, 1967.

  - „დიდი დრო მოვანდომე იუდაიზმის შესწავლას. შევისწავლე სხვა რელიგიებიც, მაგრამ ჩემი შვილებისთვის არასდროს მომიხვევია თავს იუდაიზმი. მათ საკუთარი გზა აირჩიეს. ვფიქრობ, ...  სხვებზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი აზრით, ეს ჭეშმარიტი რელიგიაა“. - კირკ დუგლასი, ამერიკელი მსახიობი, 1916 - 2020 

  – „ძველში ახალი [აღთქმა] იმალება, ხოლო ახალში ძველია გახსნილი“. - ავრელიუს ავგუსტინი, ჰიპონიის ეპოსკოპოსი, ფილოსოფოსი, გავლენიანი მქადაგებელი, ქრისტიანობის ღვთისმეტყველი და პოლიტიკოსი,  354-430. „კითხვები შვიდი წიგნის შესახებ“, II, 73. ეკზეგეტიკის ფორმულა. InVetereNovumlateat, etinNovoVeterumpateat.

  – „რელიგია არ არის ღვთის შესახებ ცოდნა. რელიგია შეხვედრაა ღმერთთან. ასეთი შეხვედრა შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი“. - ლუბომირ გუზარი 1933-2017 

 – „თვითმფრინავი ის ადგილია, სადაც გვერდიგვერდ ლოცულობენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები“. - აშოტ სერგოს ძე ნადანიანი, სომერი მოჭადრაკე, 1972. 

  – „უგუნურია გონებით სიყვარულთან ბრძოლა. ღმერთს რომ გაუმკლავდე, ღმერთია საჭირო“. - პიერ დე რონსარი, ფრანგი პოეტი, 1524-1585, 

https://anunnakiabominations.wordpress.com/


https://frankscottage.blog/tag/christianity-is-a-death-cult/

https://wflatheism.com/2015/05/07/death-cult/


https://alberta.lightmagazine.ca/2018/05/is-christianity-a-death-cult/


https://www.tentoughproblems.com/

https://wflatheism.com/2015/05/07/death-cult/


https://frankscottage.blog/tag/christianity-is-a-death-cult/

https://centralbankinginsanity.wordpress.com/2020/07/01/mask-wearing-zombies-are-a-new-death-cult/










































































































http://themillenniumreport.com/2017/05/the-flat-earth-psyop/





https://www.youtube.com/watch?v=nJ-3m5W4cp4
https://steemit.com/life/@thecryptofiend/will-ai-and-robotics-create-a-new-form-of-slavery
https://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-5843979/Killer-robots-enslave-humanity-eventually-wiping-claims-MIT-Professor.html
https://chatbotsmagazine.com/why-ai-will-break-capitalism-14a6ad2f76da
https://cpr.unu.edu/ai-global-governance-covid-19-underlines-the-need-for-ai-support-governance-of-water-energy-food-nexus.html
https://www.wired.com/2017/04/the-myth-of-a-superhuman-ai/






























































































































































































































































































































































































































































































https://anunnakiabominations.wordpress.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised