вторник, 8 сентября 2020 г.

წიგნების კითხვის თქვენი სტილი ბევრ რამეზე მეტყველებს თქვენი ინტელექტის შესახებ, და აი, რატომ

 წიგნების კითხვის თქვენი სტილი ბევრ რამეზე მეტყველებს თქვენი ინტელექტის შესახებ,  და აი, რატომ


       ჩვენ მოგიყვებით, თუ რატომ აქვთ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ადამიანებს ბევრი წიგნეbი, რომლებსაც ისინი არ კითხულობენ.

         თუ თქვენ გიყვართ წიგნების კითხვა ისევე, როგორც მე, მაშინ წიგნის მაღაზიაში წასვლა თქვენთვის იგივეს უნდა ნიშნავდეს, რაც ბავშვისთვის საკონდიტრო მაღაზიაში წასვლაs.

       თაროებზე ჩამწკრივებულია ადამიანის სიბრძნის საგანძური, ზეშთაგონება, რომელსაც თითოეული ავტორი წლების განმავლობაში ხვეწდა. ეს ყველაფერი აქ, ხელთ გაქვთ, მცირე ფორმატით კონცენტრირებული.

         ბუნებრივია, თქვენ იღებთ საკრედიტო ბარათს ან აჭერთ ღილაკს „ყიდვა“.

        და წიგნები გროვდება. თქვენს თაროებზე. საძინებელში. მანქანაში. შეიძლება აბაზანაშიც კი.

       ყველაზე თავდაუზოგავი ბიბლიოფილები პოულობენ ადგილს იქ, სადაც ადრე ვერავინ მოიფიქრებდა წიგნების შეტანას. იმისდა მიხედვით, თუ როგორ გროვდება წიგნები, იზრდება თქვენი სიხარბეც. არა, წიგნების წაკითხვის სურვილი კი არა, რომლებსაც ყიდულობთ. წყურვილი არ დაასრულოთ ბოლომდე ის წიგნები, რომლის კითხვაც დაიწყეთ.


           თუ შემდეგი სენტენცია თქვენს შესახებაა, მაშინ უნდა გაგახაროთ.


        „იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ ყველას წაკითხვის დრო, გადავსებულ წიგნების თაროებს ან რიდერებს თქვენთვის სარგებლობა მოაქვთ“. - ჯესიკა სტილმენი.

           ამ სტატიაში მე აგიხსნით, თუ რატომ აქვთ მათ, ვინც რეალურად უთმობს დროს კითხვას და სწავლობს სწავლას, მთელ სახლში მიმოფანტული წაუკითხავი წიგნები. ეს მიუთითებს მაღალ ინტელექტზე და არა მის ნაკლებობაზე.

            გარდა იმისა, რომ ყველგან მიმოფანტული  წიგნები ჭკვიანი ადამიანის ხელწერაა, ასეთი ადამიანი შესანიშნავ კომპანიას გაგიწევთ. მე ბოლოს და ბოლოს საკუთარ სიხარბეს შევეგუე, როდესაც დეტალურად გავეცანი მეწარმეთა ბრწყინვალე წარმომადგენლების მკითხველის ჩვევებს და, როგორც ახლობელმა, გამოვკითხე ჩემი ყველაზე წარმატებული მეგობარი. მათი უმრავლესობა იმ წიგნების მხოლოდ 20-40 პროცენტს კითხულობს, რომელსაც ყიდულობს. ბევრ მათგანს შეუძლია ერთდროულად 10 წიგნის წაკითხვა. სინამდვილეში,  ერთ–ერთი ყველაზე მონდომებული მკითხველი ტექნიკურ ბომონდში, მილიარდერი მეწარმე, რომელმაც თავისი ბიზნესი თვითონ შექმნა, ასეთ შეფასებას იძლევა: 

         „შესაძლებელია, რომ მე დავიწყო იმ წიგნების ნახევრის წაკითხვა, რომლებსაც ვყიდულობ, მაგრამ ბოლომდე ვკითხულობ, ალბათ, მესამედს.  შედეგად, კვირაში 1-2 წიგნს ვკითხულობ“. - პატრიკ კოლისონი.

          რა უნდა ხდებოდეს?

            როდესაც შევისწავლე სხვათა კითხვის ჩვევები ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე კოლოსალურ ცვლილებებთან ერთად, დავრწმუნდი, რომ ჩვენი ახალი დრო კარნახობს ცოდნის მოძიების, გაფილტვრის, მოხმარებისა და გამოყენების ახალ გზებს - მხოლოდ ასე შეიძლება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

         ინფორმაციული აფეთქება, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოსა და ფორმატში, კვლევის ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც ეხმარება საუკეთესო ინფორმაციის პოვნაში, და პროგრამები, რომლებიც გვეხმარება მის ათვისებაში, არამარტო სტიმულს გვაძლევს უფრო მეტი რომ წავიკითხოთ. ისინი მოგვიწოდებენ ახლებურად წაკითხვას.

       ჩემი, როგორც მკითხველის, ცხოვრების დიდი ნაწილი მოითხოვს ძველებურად ჩავუღრმავდე მხატვრულ ლიტერატურას, მაგრამ როდესაც ვკითხულობ იმას, რომელიც რამეს მასწავლის და არ მომცემს მოდუნების საშუალებას, უამრავ ხრიკს და სტრატეგიას ვიყენებ, რათა შევარჩიო, რომელი წიგნები ვიყიდო და როგორ წავიკითხო ისინი.

       ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გონივრული ლაიფჰაკები ნონ-ფიქშნის წასაკითხად, რომლებიც ხელში ჩავიგდე მსოფლიო მასშტაბის მეწარმეებთან.


პირველი ლაიფჰაკი: განვიხილოთ წიგნები როგორც ექსპერიმენტი


      ჩემი მეგობარი ემერსონ სპარცი, წარმატებული სერიული მეწარმე და ინვესტორია, რომელსაც ათასობით წიგნი აქვს წაკითხული, დამაჯერებლად დემონსტრირებს, რომ წიგნების ყიდვა ექსპერიმენტია. ხარჯები დიდი არ არის: უნდა გადაიხადოთ 15 დოლარი და დახარჯოთ ცოტა დრო. თუმცა, თუ გაგიმართლათ, წიგნს შეუძლია შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ფსონი არც ისე ცუდია!

           ცნობილია, რომ რაც უფრო მეტ „ჭკვიან“ ექსპერიმენტს ჩაატარებთ, მით უფრო მაღალია გარღვევის ექსპერიმენტის პოვნის შანსი, რომელიც ყველაფერს შეცვლის. ყველაზე ცნობილი მეცნიერები და წარმატებული კომპანიები ჩვეულებრივ ისინია, რომლებიც ყველაზე მეტად ატარებენ ექსპერიმენტებს.

        ჩემი გამოცდილება გვკარნახობს, რომ საჭიროა 10 წიგნის შესწავლა, ყიდვა და გამოკვლევა, სანამ იპოვი იმას, რომელიც, ჩემი აზრით, წარმატების მიღწევის ცოდნას შეიცავს.

         კარგ ექსპერიმენტატორს ახასიათებს გარკვეული დანაკარგებისთვის მზადყოფნა. ამრიგად: ყოველთვის, როდესაც წიგნს ყიდულობთ, და ის სისულელეს შეიცავს, თქვენ მაინც ერთი ნაბიჯით უახლოვდებით იმ წიგნს, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას.


მეორე ლაიფჰაკი: გამოიყენეთ ფრაქტალური კითხვა


        ჩვენ, როგორც ცოდნის საზოგადოებამ, გარდამტეხ მომენტს მივაღწიეთ. წიგნების მიერ გენერირებული მეტამონაცემები (ანუ საავტორო ინტერვიუ, საავტორო პრეზენტაციები, წიგნების ანოტაციები, მიმოხილვები, ციტატები, პირველი და ბოლო თავები და ა.შ.) ხშირად ისეთივე ღირებულია, როგორც თავად წიგნი.

       რატომ?

ეს ყველაფერი უფასოა. ეს ინფორმაცია საშუალებას გაძლევთ უფრო მეტის გაგებას ბევრი წიგნის შესახებ მათ შეძენამდე. შესაბამისად, წიგნის ყიდვის ყველა „ექსპერიმენტში“ ჩვენი წარმატების შანსი იზრდება.

ეს მულტიმედიაა.  მთელი ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ტექსტების, აუდიოსა და ვიდეოს სახით, რათა უკეთესად მოერგოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას (მაგალითად, მისი წაკითხვა შეგიძლიათ მატარებლით მოგზაურობისას ან რუტინული მუშაობის დროს).

ამ შემთხვევაში ჩვენ „სიგნალი-ხმაურის“ მაღალი კოეფიციენტი გვაქვს. შემოკლებული ფორმატით, ყველაფერი, რაც წყლის ნაყვაა, ამოღებულია, მაშინვე წარმოდგენილია ძირითადი იდეები.

         ისევე, როგორც წიგნი არის ავტორის საუკეთესო იდეების კვინტესენცია, მეტამონაცემებიც წიგნის კვინტესენციაა.

        ამიტომ კითხვისადმი ასეთ მიდგომას „ფრაკტალურს“ ვუწოდებ; ფრაქტალები ის ფიგურებია, რომელთა სტრუქტურა ავლენს იდენტურ პატერნებს მასშტაბის მიუხედავად.

       ჩვენ მივედით იმ მომენტამდე, როცა უფრო სასარგებლო და მოსახერხებელი იქნება ნონ-ფიქშნის წაკითხვა „ფრაქტალურ“ რეჟიმში და არა მთელი წიგნის თავიდან ბოლომდე. მაგალითად, შემიძლია შევაფასო, რომ მიზანმიმართული სასწავლო დროის 50%-ს ვხარჯავ სწორედ ფრაქტალურ და არა ღრმა თანმიმდევრულ კითხვაზე. ასე უფრო მიადვილდება წიგნების არჩევა, რომელსაც დიდი გულისყურით წავიკითხავ, ასევე წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ნაწილების მოძებნა, რომ შესაძლებელი იყოს პირდაპირ მათზე გადასვლა. უმეტეს შემთხვევაში, ხუთი წიგნის ფრაქტალური კითხვა ჩემთვის უფრო ღირებული და სახალისო იქნება, ვიდრე ერთი წიგნის თავიდან ბოლომდე შესწავლა .

       ეს შემდეგნაირად ხდება:


ვკითხულობთ 2–3 წიგნის ანოტაციას (ვეძებთ Google-ში).  თითქმის ნებისმიერი წიგნზე შეგიძლიათ იპოვოთ რამდენიმე ანოტაცია, რომლებიც ხშირად შეიცავს წიგნიდან ყველაზე გონივრულ ინფორმაციას (იდეების 20%-ს, რომელიც მოიცავს მისი ღირებულების 80%-ს). ნება მიბოძეთ აგიხსნათ: აქ მხედველობაში მაქვს მხოლოდ არამხატვრული წიგნები; ეს წესი, რა თქმა უნდა, არ ეხება ბელეტრისტიკას.

ვუსმენთ ავტორის ინტერვიუს (ქვეკასტები, Google). ინტერვიუ სახალისოა და წამყვანი იღებს თავის თავზე თქვენს საქმეს, როდესაც ავტორს მიმართავს წიგნის წაკითხვის შემდეგ ფურმულირებულ ყველაზე მნიშვნელოვან და დამაინტრიგებელ კითხვებს.

ვუყურებთ ავტორის პრეზენტაციას (TED, Google ან საუნივერსიტეტო ლექცია).  როდესაც ავტორი იძულებულია 200-გვერდიანი წიგნი მოათავსოს 20-წუთიან ლექციაში, ის უზიარებს თავის ყველაზე მნიშვნელოვა იდეებს და აერთიანებს მათ ოპტიმალურ სიუჟეტში.

ვკითხულობთ ყველაზე სასარგებლო 1-ვარსკვლავიან, 2-ვარსკვლავიან, 3-ვარსკვლავიან, 4-ვარსკვლავიან და 5-ვარსკვლავიან რეცენზიებს (Amazon). Amazon ეხმარება ყველას სწრაფად დაახარისხოს ყველაზე გააზრებული რეცენზიები, დაწყებული მკითხველთა გამოძახილიდან, რომლებსაც ის შეუყვარდათ, იმ  მკითხველთა გამოძახილით დამთავრებული, ვისაც იგი შესძულდა.

ვკითხულობთ წიგნის პირველ და ბოლო თავებს.  წიგნის პირველი და ბოლო თავები ხშირად შეიცავს ყველაზე ფასეულ ინფორმაციას (რა თქმა უნდა, ეს პრინციპი არ მოქმედებს, თუ გსურთ ჩაუღრმავდეთ რომანს). გარდა ამისა, თითოეული თავის პირველი და ბოლო აბზაცები შეიცავს მის ყველაზე მნიშვნელოვან იდეებს. იმის გათვალისწინებით, რომ Google Books- ს ელექტრონული წიგნების უფასო ნიმუშები, ხოლო Amazon-ს აქვს Look Inside-ს ფუნქცია, ხშირად შესაძლებელია წიგნის პირველი და ბოლო თავის უფასოდ მიღება.

მესამე ლაიფჰაკი: წაუკითხავმა წიგნებმა უნდა შეგვახსენოთ, თუ რამდენად ცოტა ვიცით სინამდვილეში


       ინტელექტუალური თავმდაბლობა იმდენად ღირებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სათნოებაა. ის ღირებულია იმით, რომ საშუალებას გვაძლევს უფრო რეალისტურად მოვახდინოთ მსოფლიოში საკუთარი თავის და ჩვენი ადგილის კონცეპტუალიზაცია, ეს კი გვეხმარება უფრო ეფექტურად და უფრო ჰარმონიულად ვიცხოვროთ. მაგალითად, თავმდაბლობა გვეხმარება უფრო მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების მიღებაში და შთაგვაგონებს სწავლისკენ.

      მე ასე ვხედავ ამას: მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში აგროვებდა და ადოკიმენტირებდა ცოდნას. ერთი ადამიანის ცოდნა, კაცობრიობის კოლექტიურ ცოდნასთან შედარებით, მხოლოდ წვეთია ზღვაში. და ეს ზღვა წარმოუდგენელი სიჩქარით ფართოვდება. მეცნიერთა უმრავლესობა, ვინც ოდესმე ცხოვრობდა, ჩვენი თანამედროვეები არიან!

        უფრო მეტიც, თუ ვსაუბრობთ იმ ცოდნაზე, რის მიღებაც კაცობრიობას შეუძლია, და იმ ცოდნაზე, რომლის აღმოჩენაც უკვე მოვასწარით, პირველი ჰგავს მთელ სამყაროს, ხოლო მეორე ქვიშის მარცვალს. გთავაზობთ სამ დონეს ჩვენი თავმდაბლობის განვითარებისთვის:


ინდივიდის ცოდნა

კაცობრიობის თანამედროვე ცოდნა

ყველა პოტენციური ცოდნა


         მაგრამ ყოველდღიური ხელშესახები გამოცდილების დონეზე ჩანს, რომ ჩვენ ბევრად მეტი ვიცით, ვიდრე სინამდვილეში. როდესაც ყველაფერი კარგადაა, ბევრს ჰგონია, რომ ისინი ჩაწვდნენ ყბადაღებულ „ცხოვრების აზრს“. თითქოს ციკლის ბოლოს ვართ და არა დასაწყისში. უბრალოდ მუდმივად გვახსენებენ უკვე ცნობილის და იშვიათად (თუ საერთოდ გვახსენებენ) - უცნობის შესახებ.

          რა თქმა უნდა, კონცეპტუალურად ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ ფიზიკურად ამას არ ვგრძნობთ. ეს კარგად გამახსენდა ახლახანს, როდესაც ორი საათი მოვანდომე ექსკურსიას პრინსტონის უნივერსიტეტის ექვსი ბიბლიოთეკიდან ორ მათგანში. მე მომიწია სივრცის გავლა, რომელიც 10 საფეხბურთო მოედანს დაიტევდა, და ეს სივრცე სავსე იყო წიგნებით და სამეცნიერო ჟურნალებით. ერთის მხრივ, მე შთაგონებული ვიყავი ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ  და გავაცნობიერე, რომ ყველაფრის ამის შესწავლა შესაძლებელია. მეორეს მხრივ,  განვიცადე უკიდურესი თავმდაბლობა. ბიბლიოთეკები დამეხმარნენ იმის გააზრებაში, თუ რამდენად ცოტა ვიცი მოცემულ მომენტში, და იმის გაგებაში, რომ მთელი ცხოვრება წიგნების კითხვაში რომ გამეტარებინა, მხოლოდ მცირეოდენს შევიტყობდი, რაც აქ შეგროვილია.

       საკუთარი ანტიბიბლიოთეკის შეგროვებისას, ანუ, როდესაც სახლში წაუკითხავ წიგნებს ვაგროვებთ, შეიძლება მსგავსი გრძნობების განცდა. ნასიმ თალები, წარმატებული ინვესტორი და ბესტსელერების ავტორი, შესანიშნავად აღწერს ანტიბიბლიოთეკის მნიშვნელობას თავის წიგნში „შავი გედი“:

        „პირადი ბიბლიოთეკა არ არის იმიჯის დანაწონი, არამედ სამუშაო იარაღია. წაკითხული წიგნები გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წაუკითხავი. ბიბლიოთეკა უნდა შეიცავდეს იმდენ უცნობს, რამდენის საშუალებასაც გაძლევთ თქვენი ფინანსები, იპოთეკური კრედიტები და უძრავი ქონების ბაზარზე ამჟამინდელი რთული სიტუაცია. წლების განმავლობაში თქვენი ცოდნა და თქვენი ბიბლიოთეკა გაიზრდება და წაუკითხავი წიგნების მჭიდრო რიგი მუქარით დაგიწყებთ ყურებას. სინამდვილეში, რაც უფრო ფართოა თქვენი თვალსაწიერი, მით უფრო მეტი წაუკითხავი წიგნის თარო გექნებათ. ვუწოდოთ ამ წაუკითხავი წიგნების ნაკრებს  ანტიბიბლიოთეკა“. 

        მხოლოდ თალები არ იზიარებს ამ აზრს. იტალიელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა უმბერტო ეკომ შეაგროვა 30 000-ზე მეტი წიგნი. თომას ჯეფერსონმა 6000 წიგნი შეაგროვა, ამრიგად იმ მომენტისთვის მისი ბიბლიოთეკა ყველაზე დიდი იყო ქვეყანაში. ჯეი უოკერმა, Priceline.com–ის დამფუძნებელმა ისეთი უზარმაზარი ბიბლიოთეკა შეაგროვა, რომ მოგვიანებით მის გარშემო თავისთვის სახლი ააშენა. თომას ედისონმა თავისი სამუშაო მაგიდა საკუთარი სამსართულიანი ბიბლიოთეკის ცენტრში დადგა. ბილ გეითსს სახლში ბევრი ოთახი აქვს, მაგრამ მისთვის ყველაზე საყვარელია საკუთარი კოლოსალური ბიბლიოთეკა, რომლის ფართობი 2.100 კვადრატულ ფუტს შეადგენს.


მეოთხე ლაიფჰაკი: თავი დაანებეთ კარგ წიგნებს, წაიკითხეთ დიადი წიგნები


       ერთ შესანიშნავ ქვეკასტში პროექტიდან „Knowledge Project“, პროექტი Stripe-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა პატრიკ კოლისონმა, რომელმაც საკუთარი ძალისხმევით მიაღწია წარმატებას, წამოაყენა შემდეგი თეზისი:

           „დროის ნებისმიერ მომენტში თქვენ უნდა წაიკითხოთ მსოფლიოში [თქვენთვის] საუკეთესო წიგნი, რომელიც ცნობილია თქვენთვის. მაგრამ,  როგორც კი სხვა წიგნს აღმოაჩენთ, რომელიც უფრო საინტერესო ან უფრო მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ, ამჟამინდელ სამაგიდო წიგნს უყოყმანოდ უნდა დაანებოთ თავი ... ნებისმიერი სხვა ალგორითმი გამოიწვევს იმას, რომ დროთა განმავლობაში თქვენს მიერ წასაკითხი წიგნი უფრო და უფრო გაუარესდება“.  

         სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაიხსენეთ, რასაც გასწავლიდნენ, და საპირისპიროდ მოიქეცით. იმის ნაცვლად, რომ მთელი ძალებით შეეცადოთ  ნებისმიერი დაწყებული წიგნის ბოლომდე წაკითხვა, მიეცით თქვენ თავს წიგნის გადადების უფლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფრო ღირებულ წიგნს ნახავთ. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ქვეყანაზე კი ძალიან ბევრი კარგი წიგნია. მეორეს მხრივ, ფრთხილად იყავით და შეეცადეთ უკიდურესობაში არ გადავარდეთ, არ უარყოფთ კარგი წიგნები მხოლოდ იმიტომ, რომ წააწყდებით რაიმე სიახლეს მიმზიდველი სათაურით.

        როგორ უნდა გაიგოთ, ხომ არ დაიწყეთ უწესრიგოდ ერთი წიგნიდან მეორე წიგნამდე გადასვლა? სწორედ აქ გამოგადგებათ ფრაქტალური კითხვა. თუ წიგნთან დაკავშირებულმა მეტაინფორმაციამ არ მიიპყრო თქვენი ყურადღება, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მთელი წიგნი იქნება საკმარისი ამისათვის.


მეხუთე ლაიფჰაკი: წაკითხული წიგნების დახმარებით გაათავისუფლეთ სივრცე თქვენს თავში დიდი იდეების შეჯახების მიზნით


        ცნობილია, რომ ტარგეტირებული რეკლამა ეფექტურია. ადრესატი მას აღიქვამს როგორც ცნობიერად, ასევე ქვეცნობიერად. ანალოგიურად მოქმედებენ ის წიგნები, რომლებსაც სწორად ვათავსებთ არსებულ კონტექსტში.

         ჩემი დამრიგებელი, ბიზნეს-პარტნიორი და მეგობარი ებენ პაგანი წიგნის თაროს ადარებს მარადიული ინტელექტუალური შედევრების პლეილისტს:

       „თქვენს თაროზე ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია ის, რომელიც ჯერ არ წაგიკითხავთ. თუ თქვენ გაქვთ დიდი იმედების მომცემი წიგნი, მაშინ შეიძლება ჯერ არ დადგა მისი წაკითხვის დრო. იქნებ თქვენ მომწიფდეთ მისთვის ერთი წლის ან შეიძლება ათი წლის შემდეგ. მაგრამ თუ თქვენ შენიშნავთ წიგნს საჭირო დროს, თქვენ ის დაგაინტერესებთ და თაროდან ჩამოიღებთ მას“. 

        ასევე ფიქრობს პატრიკ კოლისონი:

       „კიდევ ერთი უნარი, რომელიც ძალიან ღირებულად მიმაჩნია, უბრალოდ  წიგნის გადადებაა. როდესაც ვინმე მირჩევს წიგნს, ხშირად შემიძლია ეგზემპლარის აღება… და გადადება. ასე, მაგალითად, წიგნები მიწყვია ჩემს სამზარეულოში, საძინებელში, ისინი ყველგან არის  მიმოფანტული.

           უფრო მეტიც, საოცრად გავრცელებულია სიტუაცია, როდესაც ვინმე გირჩევთ წიგნს, ან მის გარკვეულ ასპექტს, ის კი უკვე ხელთ გაქვთ. თვალსაჩინო ადგილას. და ფიქრობთ: „აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი“. 

        ან სხვაგვარად შეიტყობთ წიგნის მნიშვნელობის შესახებ. წაიკითხავთ სტატიაში. დაიწყებთ მისი მნიშვნელობის, ან მასში დასმული კითხვის ან სხვა რამის გაცნობიერებას.

          ამრიგად, ერთ-ერთი მიზეზი, რომლითაც ვაგრძელებ ქაღალდის წიგნების შეფასებას, შემდეგია - წიგნი თქვენთვის ქმნის იდეების ერთგვარ სივრცეს, რომელშიც ასეთ იდეებს შორის მიმდინარეობს ნაყოფიერი დაპირისპირება“. 


მეექვსე ლაიფჰაკი: წაიკითხეთ წიგნები როგორც ჟურნალები


         წიგნის „საჟურნალო“ კითხვა ძლიერი მეტაფორაა. როდესაც ხელში ჟურნალს ვიღებთ, თავს უხერხულად არ ვგრძნობთ, თუ მასში რამდენიმე გვერდს გამოვტოვებთ, ან დიაგონალით წავიკითხავთ 5 წუთში. ოირიქით, ჩვენ დავათვალიერებთ ჟურნალს ისე, რომ მოვძებნოთ ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატიები, შემდეგ კი, როცა მოვნახავთ,  გააზრებულად და ნელა წავიკითხავთ. ეს მიდგომა ძალიან ძლიერია რამდენიმე დონეზე:

გეხმარებათ იპოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის შესწავლა სიღრმისეულად ღირს.

ხელს უწყობს შენელებას, რათა მაქსიმალურად მივიღოთ სარგებლობა იმ ინფორმაციიდან, რომლის ღრმად შესწავლის გადაწყვეტილება მივიღეთ.

გვიადვილებს კითხვას, რომლის წუალობითაც ჩვენთვის უფრო ადვილია დავრჩეთ თანმიმდევრულები.

        მოდით, ვაღიაროთ: ახლა არც ისე ადვილია დიდხანს ყურადღების გამახვილება, როგორც ადრე. დიახ, კარგი იქნებოდა ჯდომა და საათობით კითხვა, ყურადღების არაფერზე არ გადატანა, მაგრამ თუ ეს კარგად არ გაკეთდება, მაშინ სარგებელი ნულის ტოლია.

        გილმოდგინე მკითხველმა და ტექნოლოგიების ცნობილმა ინვესტორმა და მეწარმემ ნავალ რავიკანტმა პირველად გამოიყენა კითხვის სისტემა, რომელიც ეხმარებოდა სასარგებლოდ გ უფრო მოკლე ყეტარებინა გამახვილებული ყურადღების შემოკლებული პერიოდები.

         რავიკანტმა აღნიშნა, რომ ყველაზე ძვირფას წიგნებს შორის საკმაოდ არის ძველი წყაროები, რომლებიც ქმნიან საფუძველს  სხვა წიგნებისთვის. ამ წიგნების მნიშვნელობას იგი აღწერს ტიმ ფერისის ერთ-ერთ ქვეკასტში:

        ”რაც უფრო ძველია პრობლემა, მით უფრო ძველია გადაწყვეტილება. თუ ვიმსჯელებთ ძველებურ თემაზე, მაგალითად, როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ჯანმრთელობა, დავრჩეთ მშვიდი და დაწყნარებული, ღირებულებათა რომელი სისტემებია კარგი, როგორ მოვაწყოთ ოჯახი ... ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად ძველი გადაწყვეტილებები ალბათ უკეთესია, ვიდრე ახლები, რადგან დროის გამოცდას გაუძლეს. ნებისმიერი წიგნი, რომელიც 2000 წლის განმავლობაში არსებობდა, „გაფილტრულია“ მრავალი ადამიანის მიერ“. 

        ამასთან, რავიკანტი აღნიშნავს მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია ამგვარი წიგნების კითხვასთან:

         „... მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს ძალიან რთული პრობლემაა, რადგან ჩემი ტვინი მიჩვეულია Facebook-ის, Twitter-ის და სხვა წყაროების აღქმაზე, სადაც ინფორმაცია ჩაის კოვზით გვაწვდიან. ამიტომ მე გამოვიყენე აღწერილი ტაქტიკა, როდესაც დავიწყე წიგნების, როგორც ერთჯერადი სტატიების აღქმა ბლოგებში ან მინიატურული ტვიტებში, ან Facebook-ის პოსტების. არანაირ ვალდებულებას არ ვგრძნობ წიგნის ბოლომდე წაკითხვაზე. ახლა, როცა ვინმე წიგნზე მიმანიშნებს, მე ვყიდულობ მას. დროის ნებისმიერ მომენტში ვკითხულობ 10-დან 20 წიგნამდე. ვფურცლავ მათ, როგორც კი წიგნი მომწყინდება - უინტერესო გამოვტოვებ. ზოგჯერ წიგნის კითხვას შუა ადგილიდან ვიწყებ, რადგან ერთ-ერთმა აბზაცმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, იქიდან ვაგრძელებ კითხვას. საერთოდ არ ვგრძნობ ბოლომდე წაკითხვის მოთხოვნილებას. თუ გარკვეულ მომენტში მომეჩვენება, რომ წიგნი მოსაწყენია აშკარად არასწორი ფრაგმენტების გამო (და დანარჩენ ინფორმაციას, რომელსაც იგი შეიცავს, აღარ ვენდობი), უბრალოდ მათ ვშლი და აღარ ვიხსენებ. ახლა წიგნების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორც სხვებს ნებისმიერ სხვა მსუბუქ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც ინტერნეტში ნახავთ. მოულოდნელად წიგნები ისებ დაუბრუნდნენ ჩემს კითხვის წრეს“.


დაბოლოს, საქმე იმაში არ არის, თუ რამდენი წიგნი წაიკითხეთ ბოლომდე.

          ძნელია განასხვავოთ უბრალოდ წიგნის პლუშკინი და ჭკვიანი მკითხველი, თუ უბრალოდ მათ სახლს ესტუმრებით. ორივეს სახლში ყველგან წიგნები აქვს მიმოფანტული. მაგრამ ეს მსგავსება ზედაპირულია. სინამდვილეში, პლუშკინსა და ჭკვიან მკითხველს შორის სამი ძირითადი განსხვავება არსებობს.

ჭკვიან მკითხველებს აქვს სწავლის გამომუშავებული და გამართული რიტუალი. გირჩევთ დაიცვათ 5-საათიანი წესი: დახარჯოთ კითხვაზე დღეში დაახლოებით ერთი საათი, მრავალი წამყვანი მეწარმისა და ლიდერის მაგალითზ დაყრდნობით. დღეს მე 4-5 საათს ვუთმობ სისტემურ სწავლას, ამავე დროს ვასწრებ ჩემი კომპანიის მართვას და ორ შვილის გაზრდას.

ჭკვიანი მკითხველი სწავლობს სწავლას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის სწავლობს მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს ის დრო, რომელსაც ხარჯავს წიგნის წაკითხვაზე. მე დავწერე უფასო კურსი-გზავნილი, რომელიც დაგეხმარებათ მენტალური მოდელების ათვისებაში - ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ეხმარება სწრაფად და უკეთესად სწავლაში. ამ კურსში საუბარის იმ მოდელების შესახებ, რომლებსაც მილიარდერი ინვესტორები იყენებენ ბიზნესგსა და ინვესტირებაში გადაწყვეტილების მისაღებად. ამ არსენალის გამოყენება შეიძლება ცხოვრებასა და ბიზნესში უკვე ახლა. გარდა ამისა თქვენ ისწავლით, თუ ბუნებრივად როგორ დანერგოთ ეს მოდელები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჭკვიანი მკითხველები მოქმედებენ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღევენ. თეორიული ცოდნის ღირებულება მდგომარეობს მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაში.

თუ თანმიმდევრულად დავიცავთ ამ სამ პრინციპს, მალე დადგება დრო, როცა დავემშვიდობებით დანაშაულის გრძნობას. თქვენ არ ხართ ვალდებული წაიკითხოთ ყველა წიგნი, რომელიც თაროზეა. ხოლო თუ თაროდან წიგნი აიღეთ, არ ხართ ვალდებული ბოლომდე წაიკითხოთ ის.

    პლიუშკინი ამაყობს იმით, თუ რამდენი წიგნი აქვს, ხოლო ჭკვიანი მკითხველი ამაყობს იმით, თუ რამდენი რამის ამოღება შეძლო მისი წიგნებიდან.

==============

აბდურახმან ავტორხანოვი

ძალაუფლების ტექნოლოგია

ავტორი გამოჩენილი მწერალი, ისტორიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. წითელი პროფესურის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, იყო სსრკ-ს პოლიტიკური ცხოვრების ცენტრში გასული საუკუნის 30-იანი წლებში. „ძალაუფლების ტექნოლოგია“ - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია წიგნების სამყაროში ხელისუფლების საბჭოთა მანქანის ფუნქციონირების შესახებ. „ჩემთვის აბდურახმან ავტორხანოვი დიდი მასწავლებელია იმისა, თუ როგორ უნდა დაწერო წიგნი“, - წერს ვიქტორ სუვოროვი.

=============

მიხაილ სოლნცევი

ქრისტიანული ფსიქოლოგიის პარადოქსული ესკიზები 

ღმერთისგან ბოძებული ცოდნა ყოველდღეა საჭირო წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის. წიგნი გვაცნობს ზუსტ მეცნიერებას ფსიქოლოგიას, რომელიც შექმნილია სპეციალურად მათ დასახმარებლად, ვისაც სურს განკურნება, ეძებს პრობლემების გადაჭრის და ჩიხიდან გამოსვლის გზებს. მკითხველი შეიტყობს ყველა საიდუმლოებას ადამიანის ფსიქიკის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, მისი ფარული სურვილებისა და გრძნობების შესახებ. თუ ვინმე მოისურვებს მეტის გაგებას, დაელოდოს შემდეგ წიგნებს: გამოსაცემად მზადდება „პიროვნების ანალიტიკური ფსიქოლოგიის ჭეშმარიტი საწყისები“  და „პრაქტიკული რეკომენდაციები და მეთოდიკები



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised