среда, 29 апреля 2020 г.

რამ შეიძლება შეაჩეროს დაბერების მექანიზმი?

რამ შეიძლება შეაჩეროს დაბერების მექანიზმი?
ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ ამ დედამიწაზე, რადგან, სამწუხაროდ, მოკვდავები ვართ. ყველა, გარდა ერთი ადამიანისა - მოსკოველი ბიოქიმიკოსის ნიკოლაი ნიკოლაევიჩ ისაევისა. ის დარწმუნებულია, რომ უკვე თორმეტი წლის განმავლობაში არ ბერდება, არაფრით არის დაავადებული, რაც ნიშნავს, რომ იგი საბედისწერო ზღვარს არ უახლოვდება.
დაახლოებით ოცდაათი წლის განმავლობაში ისაევი ეწევა ცოცხალი ორგანიზმების „დაციკლებას“, ანუ მას შეუძლია ასაკის შეჩერება. ზამთრის სიცივეში მისი ნეკერჩხლისა და მუხის ხეების ცოცხალ სიმწვანეს გონების დაკარგვამდე მიჰყავდა კლასიკოსი ბოტანიკოსები. ამებები, რომელთა ბირთვი არ იყოფა, და კურდღლები, რომლებიც არ ბერდებიან, გაოცებას იწვევდნენ მეცნიერ-გერონტოლოგებში. სიმსივნით დაავადებულმა თაგვებმა, რომლებიც არ კვდებიან, დაადუმეს ონკოლოგები. მაგრამ მის მიერ შექმნილი კუნსტკამერის მთავარი ექსპონატი თავად არის. ის თმას წელიწადში  ორჯერ იჭრის და  დაავიწყდა, თუ რა არის გრიპი.

თაგვებმა გადაიფიქრეს დაბერება
ოცდახუთ წელზე მეტია, რაც ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა  ლუდმილა კონსტანტინოვნა ობუხოვამ ქიმიური ფიზიკის აკადემიური ინსტიტუტიდან დაადგინა პირდაპირი კავშირი თაგვების მასასა და ასაკს შორის. მაგრამ არა ყველა თაგვის, არამედ მხოლოდ სპეციალურის, ჰიბრიდულის. აწონი ასეთ მღრღნელს - და ავტომატურად იღებ მის ზუსტ ასაკს. ეს ხელსაყრელის მეცნიერებისთვის.
ნიკოლაი ნიკოლაევიჩმა არ დაიწყო თაგვების ამერიკის აღმოჩენა - მან ეს ჰიბრიდი მიიღო. მამრები ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, ჭამდნენ ჩვეულებრივ თაგვის საჭმელს. მათ მხოლოდ ერთი რამ განასხვავებდა თანამოძმეებისგან, რომლებსაც ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდათ: ისინი სვამდნენ მხოლოდ იმ წყალს, რომელსაც მათ ისაევი აძლევდა. ეს წყალი უჩვეულოა: სამედიცინო მოწყობილობის „ტრანსფერი P“-ს დახმარებით, იგი იწერს ინფორმაციას, რომელიც ახორციელებს ასაკის „დაციკლებას“.
შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდება: პერიოდულად აწონე მამრები და დაადგინე მათი ნამდვილი, ბიოლოგიური ასაკი. პირველმა თვემ ისაევისთვის მოსაწყენად განვლო: თაგვები იმატებდნენ წონაში ჩვეულებრივი პროგრამის მიხედვით. მეცნიერს რომ არ ჰქონოდა მოთმინება, მას შეეძლო მიეტოვებინა ეს უაზრო საქმე. მაგრამ, მთელი მეორე თვე საპირისპირო მიმართულებით წავიდა: მღრღნელებმა - ყველამ, როგორც ერთმა, დაიწყეს წონაში კლება, სანამ მეორე თვის ბოლოს არ დაუბრუნდნენ საწყის პოზიციას. მესამე თვეს კვლავ შეინიშნებოდა წონის მატება, როგორც წინა ორი თვის განმავლობაში. მეოთხე თვეს ისევ წონაში კლება მკაცრად თავდაპირველ დონემდე. ასე ხდებოდა მთელი წლის განმავლობაში.
აქედან გამომდინარეობს რა? არც მეტი, არც ნაკლები ის, რომ თაგვები არ ბერდებიან! გავიხსენოთ ჰიბრიდის თავისებურება - მათი წონა ხომ ასაკის პირდაპირპროპორციულია. გამოდის, რომ ნიკოლაი ნიკოლაევიჩის საცდელი თაგვები მუდმივად უბრუნდებიან თავის ხუთთვიან მდგომარეობას. სუბიექტურად ეს დასტურდება მათი პრიალა ბეწვით, მბზინავი თვალებით, უფრო მცურავი აქტივობით, რაც არ აქვთ ასაკოვან თაგვებს.
თუ თაგვები არ ბერდებიან - ჩვენ, საპიენსებს, მით უმეტეს გვჭირდება ეს ...

საათი მარადისობას აჩვენებს

ისაევმა ხელზე სახელო აიწია და თავისი „საათი“ მაჩვენა: ჩვეულებრივ ლითონის სამაჯურზე, ჩვეულებრივ მრგვალ კორპუსში წყალია, რომელშიც დაცურავს ჰაერის ბუშტი. ამ საათს არც ციფერბლატი აქვს, არც ისრები, მხოლოდ წყალი. რა „ჩაწერა“ წყალზე ნიკოლაი ნიკოლაევიჩმა, მეცნიერის საიდუმლოებაა. მან მხოლოდ გვაცნობა, რომ ეს პროგრამა ახორციელებს ასაკის „დაციკლვას“. უკვე არა თაგვის, ქათმის ან კურდღლის, არამედ საკუთარის.
1995 წლის 25 დეკემბერს, როდესაც მას 40 წელი შეუსრულდა, მან თავისთვის გადაწყვიტა: კმარა დაბერება! პარაცელსი, გრაფი სენ-ჟერმენი, კაზანოვა, ჩვენი თანამემამულე გიორგი სიტინი მხოლოდ აცხადებდნენ ამის შესახებ. მაგრამ არცერთმა არ აიძულა თავის კალენდარს შეჩერება. ისაევი თვლის, რომ homo sapiens-ების ისტორიაში მან ეს პირველმა გააკეთა. უფრო სწორად, პირველია, რომელიც უკვე აღარ ეკუთვნის  ჩვენს სახეობას, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.
 „დაციკლული“ ასაკის მდგომარეობაში შესვლა უჩვეულოა: სხეულის წონა იწყებს შიდა სადღეღამისო რყევებს, ამასთან მათი გავრცელება მუდმივად იზრდება, და ორ კილოგრამამდე აღწევს. რჩება ერთი მარტივი შეზღუდვა: 5-12 დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ დაპროგრამებული წყალი უნდა დალიო. და ყველაფერი, რასაც მოიხმართ - ჩაი, ყავა, წვნიანი, წვენები -  მხოლოდ ამ წყალზე უნდა იყოს მომზადებული. არაფერია: თუ არ გინდა რომ  მოკვდე, შეეჩვევი.
მკაცრად რომ ვთქვათ, ასაკი არ დგას ერთ ადგილას (გავიხსენოთ კლასიკოსები - ცხოვრება მარადიული მოძრაობაა), შემდეგ კი გადადის „მცურავ“ მდგომარეობაში. ნიკოლაი ნიკოლაევიჩმა თავის თავში შენიშნა დროებითი დაბერების ოთხწლიანი ციკლი და საწყის ასაკში დაბრუნება. შემდგომ ამ ციკლის ხანგრძლივობა მუდმივად იცვლება.
ვკითხე, როგორ შეამჩნია? მას სახეზე განსაკუთრებული ნიშანი გაუჩნდა: კაპიკიანის ზომის ლაქა, რომელზეც თმა არ ეზრდებოდა. ეს ნიშანი, საათის ქანქარასავით, დასეირნობს სახეზე - ზოგჯერ ნიკაპის მარცხენა მხარეს არის, ზოგჯერ მარჯვენა მხარეს. ისაევთან ბოლო შეხვედრისას უთმო ლაქა ზუსტად ნიკაპის ცენტრში აღმოჩნდა. თურმე, როგორი ყოფილა მარადისობის ნიშანი!
როგორც ნიკოლაი ნიკოლაევიჩი ირწმუნება, თორმეტი წლის განმავლობაში ის არასდროს ყოფილა ავად. თუმცა „დაციკლული“ ცხოვრების დაწყებამდე ავადმყოფობდა,  ისევე როგორც ყველა.
გარეგნულად, ვაღიარებ, ის თავისი 52 წლის ასაკის შესაბამისად გამოიყურება. არ დავიწყებ იმისათვის, რომ ვასიამოვნო, მის დარწმუნებას, რომ 40 წლის მამაკაცის გარეგნობა აქვს. რაში გამოიხატება ისაევის ფიზიკური განსხვავება ჩვეულებრივი ადამიანებისგან?
ნიკოლაი ნიკოლაევიჩი ორჯერ უფრო იშვიათად იჭრის თმას და იპარსავს წვერს, ვიდრე ჩვენ. იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის აღზრდილი, უბრალოდ თმა ნელა ეზრდება. სხეულზე ნაკაწრები და ჭრილობები ასევე ორჯერ უფრო ნელა იკურნება. სამაგიეროდ არ აქვს დაჩირქება: მის სხეულში ბაქტერიები დაციკლულები“ , ანუ სტაბილურ მდგომარეობაში არიან.

მან ჩვენი სახეობა მიატოვა
HOMO sapiens არის ადამიანი, რომელსაც თეორიულად შეუძლია 120 წლამდე იცოცხლოს. თუ ზღვარი გადალახული იქნება, საქმე უკვე, ალბათ,  სხვა ბიოლოგიურ სახეობასთან გვექნება, რომელიც უფრო გამძლე აღმოჩნდება იმ ფაქტორების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბიოსფეროს. მეორე ზღვარი მას არ ექნება.
როგორი იქნება ადამიანი, რომელიც უსასრულოდ ცოცხლობს? ისაევი თვლის, რომ მეხსიერების მოცულობით და ტვინის ჩქარი მოქმედების თვალსაზრისით, ის კომპიუტერს გაუტოლდება. „დაციკლული“ ადამიანი გადაჭარბებული რაციონალური აზროვნებით გამოირჩევა და შორეულ მომავალში ბიორობოტს დაემსგავსება.
თქვენ გიზიდავთ ასეთი პერსპექტივა? თუ არა, გახსოვდეთ სიკვდილის შესახებ, როგორც დიდი ხნის წინ მცხოვრები ბრძენნი ამბობდნენ.
ისაევმა საკმაოდ კორექტული ექსპერიმენტები ჩაატარა თაგვებზე მათთვის ჩანერგილი მელანომით - კანის სიმსივნით: ის არ განვითარებულა, რადგან „დაციკლულ“ ორანიზმში არც კიბოს უჯრედებს აქვს დაყოფის უნარი. უფრო მეტიც, მელანომა ქრებოდა! გამოდის, რომ უკვე დღეს არის შესაძლებელი ტექნიკურად სიმსივნის განვითარების შეჩერება.
დღეს მსოფლიოში არსებობს დაბერების დაახლოებით 300 ჰიპოთეზა. და არც ერთი თეორია. ისაევის მიდგომა, რომელიც არაერთხელ იქნა წარმოდგენილი კოლეგებისთვის, არსებითად არ ყოფილა გაკრიტიკებული.
როგორ შეიძლება კოლეგების აღიარების მოპოვება ორგანიზმის „დაციკვლის“ მეცნიერულ მიდგომასთან დაკავშირებით? ნიკოლაი ნიკოლაევიჩს აქაც აქვს საკუთარი არატრივიალური მოსაზრება:
- გერონტოლოგების შეხვედრაზე გამოსვლის დროს, მე მათ შევთავაზე საუბრის გაგრძელება ორმოცდაათი წლის შემდეგ. ვნახოთ, ჩემს გარდა, ვინ მოვა შემდეგ შეხვედრაზე ...
ნ. ისაევის კვლევებს შემდგნაირად აფასებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიხაილ იურიევიჩ გრიგორიევი:
 „ნ. ისევმა შეძლო ბიოლოგიური სისტემების დაციკვლის მექანიზმის მოძებნა და ამით მიიღო სიცოცხლის გაუთავებლად გაგრძელების პრინციპული შესაძლებლობა.
თვით ბუნებამ სპონტანური დაციკვლის ექსპერიმენტები ჩაატარა. ლიტერატურაში აღწერილია ოთხი შემთხვევა, როდესაც ქალები არ ბერდებოდნენ და 60 წლის ასაკში გამოიყურებოდნენ, როგორც ოცი წლის გოგონები: მაგალითად, როზა ფარონი, რომელსაც 105 წელი შეუსრულდა, არა თუ არ ბერდება, არამედ თვრამეტი წლის გოგოსავით გამოიყურება და ყოველ წელს ის სულ უფრო ახალგაზრდა ხდება ...
„ეს პერსპექტიული მიმართულება, რომელიც არ არის მედიკამენტოზური და, შესაბამისად, არ შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, ყოველმხრივ უნდა განვითარდეს და შეექმნას პირობები ამ მიმართულებით მუშაობის სწრაფი დასრულებისთვის“.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised