вторник, 14 апреля 2020 г.

მეგალომანია - რა არის ის, მისი სიმპტომები და მიზეზები

მეგალომანია - რა არის ის, მისი სიმპტომები და მიზეზები

მეგალომანია, ან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, განდიდების ბოდვა შეიძლება ამოიცნო საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებული შეფასებით. ეს არის ფსიქიკის სვადასხვა დარღვევის სიმპტომები, ცხოვრებაში მას შეცდომით უწოდებენ „განდიდების მანიას“. გამოყოფენ დაავადებების მთელ რიგს, რომლის დროსაც ჩნდება განდიდების ბოდვა:
ნევროხი
მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი
შიზოფრენია
ბიპოლარული აშლილობა
პროგრესიული დამბლა
მეგალომანიის დადგენა შეიძლება შემდეგი სიმპტომებით:
„მანიით დაავადებული“ ადამიანის მიერ არაკონტროლირებადი ან ცუდად კონტროლირებადი განწყობის რეგულარული ცვლილება;
 აქტიურობა და დაღლილობის ნაკლებობა;
 სხვებისგან პატივისცემის და მორჩილების მოთხოვნა, რასაც თან ახლავს გადაჭარბებული თვითშეფასება;
 კრიტიკაზე ნეგატიური რეაქცია;
 მძიმე შემთხვევებში - სუიციდისადმი მიდრეკილება.
მეგალომანიის განვითარების მიზეზები

„მანიის“ გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის მემკვიდრეობით მიღებული, თუ ოჯახში ავად არის ერთ-ერთი მშობელი, დაავადება 60%-ის ალბათობით ბავშვშიც განვითარდება. თუ საკუთარ თავში აღმოაჩენთ მეგალომანიის ერთ ან რამდენიმე ნიშანს, ნუ აჩქარდებით და ნუ მიიჩნევთ თავს ავად, რადგან ბოდვითი იდეებით შეპყრობილი ადამიანები არ აცნობიერებენ საკუთარ ავადმყოფობას, თავს ჯანმრთელად თვლიან. ისინი სერიოზულად თვლიან თავის იდეებს სარწმუნოდ და სწყინთ, როდესაც სხვები დასცინიან.
იდეები შეიძლება შემდეგი შინაარსის იყოს:
შეყვარებულობის ბოდვა: „მე პრეზიდენტს ვუყვარვარ, მაგრამ მას არავისთვის შეუძლია  ამის შესახებ თქმა, ის უბრალოდ ჩამოხმა სიყვარულისგან და ა.შ.“,
სიმდიდრის ბოდვა: „3 მერსედესი მაქვს, 5 სასახლე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და კიბეების ქვეშ ტომრით ოქრო მაქვს დამალული“,
განსაკუთრებული სტატუსის ბოდვა: „წარმოშობით ძველი კეთილშობილური ოჯახიდან ვარ, რომელიც ფესვებს იღებს (პაციენტის საცხოვრებელი ადგილი)”,
გამომგონებლობის ბოდვა:  „მე არაღიარებული გენიოსი ვარ.  გამოვიგონე შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმულა, მაგრამ მთავრობა არ არის დაინტერესებული ამ აღმოჩენაში, ამიტომ არ სურს მასობრივი წარმოების დაფინანსება“.
რეფორმატორობის ბოდვა: „ყველა ადამიანი იცხოვრებს მთვარეზე, სადაც ჩვენ ვხდენთ ატმების კულტივირებას, ვუზრუნველყოფთ წყლის და ჟანგბადის უწყვეტ მიწოდებას, იქ არ იქნება პასპორტები და ა.შ.“

დაავადების სტადიები
ამ დაავადების რამდენიმე სტადიას გამოყოფენ, თავდაპირველად ჩნდება სიმპტომების უმნიშვნელო გამოვლინებები, ისინი თითქმის შეუმჩნეველია. შემდეგ, მეგალომანიის პროგრესირებასთან ერთად, ავადმყოფი იწყებს დემენციის და ძლიერი დეპრესიის ნიშნების გამოვლენას. რატომაც არა, როდესაც გარშემომყოფნი არ იზიარებენ  თქვენს იდეებს!
 „განდიდების მანიით“ დაავადებული აქტიურად იწყებს საკუთარი უნიკალურობის გაცხადებას და სხვებისთვის თავისი „ბოდვითი“  იდეების მოხვევას. როგორ განსხვავდება განდიდების მანია გადაჭარბებული არაადეკვატური თვითშეფასებისგან  შეიძლება გაიგოთ აქ.
მეგალომანიის მკურნალობის დაწყება უნდა დაიწყოს ფსიქიკის ძირითადი აშლილობის მკურნალობით, მძიმე შემთხვევებში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: დაეხმარება თუ არა ფსიქოლოგი განდიდების ბოდვის დროს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ის არ მკურნალობს ფსიქიკურ აშლილობებს. მაგრამ მას შეუძლია დაეხმაროს ჯანმრთელ ნათესავებს პაციენტთან სწორი ურთიერთობის დამყარებაში, რაც მნიშვნელოვნად აისახება ოჯახში ატმოსფეროს გაუმჯობესებაზე.
         და ბოლოს, ანეკდოტი:
-ექიმო! ყველა რატომ ამბობს, რომ მე განდიდების მანია მაქვს?
- თქვენ ვინ ხართ?
- მე გენიოსი ვარ. უბრალოდ გენიოსი ვარ.
- საკმარისია, შეგიძლიათ წახვიდეღ. თქვენ არ გაქვთ განდიდებია 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised