четверг, 29 августа 2019 г.

აგრესიულობის და დესტრუქციულობის პრობლემა ურთიერთობაში მ.ა. ლუკიანენკო

მ.ა. ლუკიანენკო
 აგრესიულობის და  დესტრუქციულობის პრობლემა ურთიერთობაში

       სტატიაში განხილულია აგრესიულობის და დესტრუქტიულობის პრობლემა ურთიერთობაში, რომელსაც აქვს არა მხოლოდ დიდი თეორიული, არამედ სოციალურ-პრაქტიკული მნიშვნელობა. ადამიანის დესტრუქციულობის პრობლემა წარმოიქმნება ადამიანურობის ღრმა კრიზისთან და კულტურის დაცემასთან კავშირში, რომელსაც საზოგადოება განიცდის. ზნეობრივი ფასეულობების დაკარგვა, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა ჩვენი ცივილიზაციის საფუძველს, იწვევს იმ გარემოებას, რომ შემოქმედებისთვის შექმნილი ადამიანი ხდება გამანადგურებელი. უფრო მეტიც, საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ეფექტური აგრესიულობისა და დესტრუქციულობისგან დაცვის მექანიზმები, მისი ყველა ფორმით. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის აგრესიის ბუნების, ადამიანთა აგრესიისა და დესტრუქციულობის წყაროებისა და მოტივაციის ღრმა და ყოვლისმომცველ ცოდნას.
        საკვანძო სიტყვები: აგრესია, აგრესიულობა, ურთიერთობა, დესტრუქციულობა, კონფლიქტი, ვერბალური აგრესია, დესტრუქციული ურთიერთობა, კომუნიკაცია.

       ადამიანის დესტრუქციულობის პრობლემა წარმოიქმნება ადამიანობის ღრმა კრიზისთან და კულტურის დაცემასთან კავშირში, რომელსაც განიცდის საზოგადოება. ზნეობრივი ფასეულობების დაკარგვა, რომელიც ოდითგანვე შეადგენდა ჩვენი ცივილიზაციის საფუძველს, იწვევს იმ გარემოებას, რომ შემოქმედებისთვის შექმნილი ადამიანი ხდება გამანადგურებელი.
          ფილოსოფიაში დესტრუქცია, დესტრუქციულობა და დესტრუქციული მოქმედება განიხილება, როგორც თავისი არსით ამბივალენტური მოვლენები: იქ სადაც არის ნგრევა, ყოველთვის არის შემოქმედება. მაგრამ, სამწუხაროდ, სინამდვილეში კაცობრიობას ყოველთვის არ აქვს დრო და შესაძლებლობა ეძიოს შემოქმედებითობა განადგურების სიღრმეში და დაელოდოს, როდის გარდაიქმნება ერთი მეორეში.
       ეჭვგარეშეა, რომ ურთიერთობა ადამიანის არსებობის დომინანტური ფორმაა: „ადამიანი, რომელიც არ ურთიერთობს“, წარმოადგენს აშკარა გადახრას ნორმიდან. მაგრამ ბოლო დროს ფართოვდება ადამიანის ურთიერთობის განსაკუთრებული ტიპის ფუნქციონირების სფერო, სადაც ემოციურ-აზრობრივ დომინანტად წარმოგვიდგება ემოციები, ემოციების კლასტერები ან ემოციურ-კოგნიტური კომპლექსები, რომლებიც სტიმულირებენ კომუნიკანტთა აგრესიას (როგორც ვერბალურს, ისე არავერბალურს) [1, 3].
       ერთხელ ინტერვიუში ვ. იურევიჩმა თქვა, რომ „რუსები გახდნენ უფრო კონფლიქტური, გაბოროტებული, თავხედი, დაკარგეს თვითკონტროლის უნარი“. ეს საშინელი დასკვნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრესიულობა საზოგადოებაში გასცდა ბუნებრივ ბიოლოგიურ ჩარჩოებს და გადავიდა დესტრუქციულობის კატეგორიაში - სფეროში, რომლისთვისაც პასუხისმგებელი არა გარკვეული თანდაყოლილი ინსტინქტი, არამედ თვითონ ადამიანია.
         აქტუალობა განისაზღვრება აგრესიულობის ზრდით თანამედროვე რუსულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პიროვნების დესტრუქციული კომუნიკაციური ქცევის შესახებ ცოდნის გაფართოების და გაღრმავების აუცილებლობით, რათა შემუშავდეს ურთიერთობაში დესტრუქციულობისთვის წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგია და ტაქტიკა.
         ფსიქოლოგები, რომლებიც სწავლობენ ადამიანის აგრესიულობას და დესტრუქციულობას, ცდილობენ პასუხი გასცენ შემდეგ ძირითად კითხვებს: არის თუ არა დესტრუქციულობა თვისება, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, თუ ის სხვა ცხოველებშიც შეინიშნება; არსებობს თუ არა გენეტიკური მიდრეკილება დესტრუქციული ქცევის მიმართ, ინდივიდის რომელი ჰორმონალური თუ ფსიქიკური თავისებურებები განსაზღვრავენ დესტრუქციულობისკენ მის მიდრეკილებას [1].
აგრესიის თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა შედარებით ცოტა ხნის წინ დაიწყო, ХХ საუკუნის შუა პერიოდში, თუმცა უკვე 1920-იან წლებში ზ. ფროიდმა წამოაყენა თეორია იმის შესახებ, რომ ინსტინქტური, თანდაყოლილი „სიკვდილისკენ მიზიდულობა“ და „სიცოცხლისკენ მიზიდულობა“ მთავარი ძალებია ადამიანში. რეალურად, სწორედ ზ. ფროიდის დამსახურებაა, რომ მან მიმართა ადამიანის აგრესიის პრობლემას, როგორც სამეცნიერო ანალიზის ობიექტს. ის თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ადამიანში ჭარბადაა ისეთი ძალები, როგორიცაა სექსუალურობა (ლიბიდო) და თვითგადარჩენის ინსტინქტი, ამიტომ ზ.ფროიდი თანდათანობით მივიდა ორი ფუნდამენტური ცნების დაპირისპირებისკენ: სიცოცხლისკენ მიზიდულობის, სიცოცხლის ინსტინქტის - შემოქმედებითის, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან, ზრუნვასთან, და სიკვდილისკენ მიზიდულობის, სიკვდილის ინსტინქტთის ანუ თანატოსის - გამანადგურებელის, რომელსაც „მიჰყავს ყველაფერი ორგანულად ცოცხალი - უსიცოცხლო მდგომარეობისკენ“ [8, გვ. 375]. აგრესია სათავეს იღებს სიკვდილის ინსტინქტში; არსებითად, აგრესია სიკვდილის იგივე ინსტინქტია, მხოლოდ გარეთ პროეცირებული და მიმართულია გარე ობიექტებზე. ზ. ფროიდის მთავარი თეზისი საკმაოდ პესიმისტურად ჟღერს: ადამიანი შეპყრობილია მხოლოდ ერთი წყურვილით - ან საკუთარი თავი გაანადგუროს ან სხვა ადამიანები, და  ამ ტრაგიკულ ალტერნატივას  ის ვერ გაექცევა [9, გვ. 32].
       ეს საქციელი არა მხოლოდ თანდაყოლილია, რომელიც სათავეს იღებს ადამიანში „ჩადებული“ სიკვდილის ინსტინქტიდან, არამედ გარდაუვალიც, რადგან, თუ თანათოსის ენერგია არ იქნება მიმართული გარეთ, იგი მალევე გამოიწვევს თვით ინდივიდის განადგურებას. და ეს ყველაფერი კარგია იმით, რომ ემოციების გარეგნულმა გამოვლინებამ, რომლებიც თან ახლავს აგრესიას, შეიძლება გამოიწვიოს დამანგრეველი ენერგიის განტვირთვა და, ამრიგად, შეამციროს უფრო საშიში მოქმედებების გამოვლენის ალბათობა. ანუ კათარსისი - ექსპრესიული ქმედებების გამოხატვა, რომელსაც თან არ ახლავს განადგურება, შეიძლება იყოს უფრო საშიში მოქმედებების თავიდან აცილების ეფექტური საშუალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზ. ფროიდის თვალსაზრისით, აგრესიას აქვს ბიოლოგიური (ინსტინქტური) ბუნება და მისი გადალახვა შეუძლებელია, მხოლოდ სოციალური ნორმების ნაწილობრივი რეგულირების გზით, მისთვის მეტ-ნაკლებად უწყინარი  ფორმების მიცემით [5, 8].
          ზოგადად, ზ. ფროიდის შეხედულებების მიმდევრები თვლიან, რომ არც მატერიალურ კეთილდღეობას და არც რაიმე სახის სოციალურ გაუმჯობესებას არ შეუძლია საზოგადოებაში აგრესიულობის დონის შეცვლა, თუმცა მისი ინტენსივობა და გამოხატვის ფორმები შეიძლება ვარირებდეს.
        საზოგადოებაში აგრესიის დონის კონტროლი შეიძლება განხორციელდეს აგრესიული მიზიდულობის განტვირთვის აღმოჩენის გზით. ასეთი განტვირთვა  შეიძლება იყოს დაკვირვება სასტიკ მოქმედებებზე (მათ შორის კინოში), უსულო საგნების განადგურება, სპორტი, წარმატებები კონკურენტულ ბრძოლაში და ა.შ. ამრიგად ზ. ფროიდმა აგრესიის ყველა სახეობა დაუკავშირა ერთ-ერთადერთ მიზეზს - სიკვდილის ინსტინქტს, რომლის არსებობის შემოწმება, ფროიდიზმის ისეთ კრიტიკოსთა აზრით, როგორიცაა ე. ფრომი და ა. ბანდურა, ემპირიულად შეუძლებელია [2, 9].
       აგრესიისა და დესტრუქციულობის ყველა არსებული თეორიის შეჯამებისა და ანალიზის  შედეგად, ცნობილმა ავსტრიელმა ფსიქოანალიტიკოსმა რ. ველერმა აღნიშნა, რომ აგრესიულობის გამოვლინება ვერ მოთავსდება სქემაში „სტიმული-რეაქცია“ მისი მრავალფეროვნების გამო, შესაბამისად ისინი არ შეიძლება განიხილოს, როგორც რეაქცია გამაღიზიანებელ ფაქტორზე. აგრესიულობის გამოვლინება ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც სექსუალური მიზიდულობის ნაწილი, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არ არიან სექსუალურ სიამოვნებასთან [10].
         აგრესია ადამიანში რეალურ კომუნიკაციაში დესტრუქციულობის ძლიერი სტიმულია ურთიერთობაში.
      კომუნიკაციის თეორიაში ტერმინი „დესტრუქციული ურთიერთობა“ მეტად ფართოდ განიხილება: ეს არის „კონტაქტების ფორმები და მახასიათებლები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს პარტნიორის პიროვნებაზე და ართულებს ურთიერთობებს“ [6, გვ. 271].
         დესტრუქციული ხასიათი შეიძლება ჰქონდეს სიჩუმეს, თუ მან მიიღო პარტნიორის დასჯის ფორმა, ასევე დამალვა. დესტრუქციულ ურთიერთობას საფუძვლად შეიძლება ედოს მრავალი პიროვნული თვისება: თვალთმაქცობა, ეშმაკობა, ცილისწამების მიდრეკილება, შურისმაძიებლობა, გესლიანობა, ცინიზმი, ფარისევლობა და ა.შ. დესტრუქციულ ურთიერთობას მიაკუთვნებენ არა მხოლოდ აგრესიულ-კონფლიქტურ და კრიმინოგენურ ურთიერთობას, არამედ სიცრუეს, მოტყუებას, მანიპულირებას და „ზემოქმედების სხვა ფორმებს, რომლებიც განპირობებულია  ანგარებიანი მოტივებით“  [6, გვ. 280].
        დესტრუქციული ურთიერთობა წარმოადგენს ურთიერთობის ტიპს, რომელიც მიმართულია თანამოსაუბრისთვის განზრახ მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენებაზე და ხასიათდება მსხვერპლის ტანჯვისგან სიამოვნების მიღების გრძნობით და საკუთარი სიმართლის გააზრებით [4, 7]. პიროვნების სურვილი ამაღლდეს თანამოსაუბრის მორალური განადგურების ხარჯზე წარმოადგენს  დესტრუქციული ურთიერთობის ინტენციონალურ ბაზას [1].
          კომუნიკაციაში აგრესიის გამოვლინების სხვადასხვა ფორმის ფსიქოლოგიურმა თავისებურებებმა,  ობიექტური დაკვირვებისათვის აგრესიული გამოვლინების მისაწვდომობის ფაქტორმა, აგრეთვე მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გათვალისწინებამ ურთიერთობის მიზნებსა და ამოცანებს, კომუნიკანტთა ქცევის სტრატეგიებსა და  ტაქტიკას შორის  მისცა დესტრუქციული ურთიერთობის სიტუაციის სამი ტიპის გამოყოფის საშუალება: ღია, ფარული დესტრუქციული ურთიერთობის სიტუაციის, ასევე პასიურ-დესტრუქციული ურთიერთობის სიტუაციის. ფარულ დესტრუქციულ ურტიერთობაში მოიაზრება კომუნიკაციური ქცევის ისეთი საშუალება, როდესაც სუბიექტი ვერ გამოხატავს თავის მტრულ დამოკიდებულებას ღია აგრესიის ფორმით და მიმართავს აგრესიის არაპირდაპირი ფორმების გამოყენებას, ასევე აგრესიის რეორიენტაციას სხვა ობიექტებზე. პასიურ-დესტრუქციულ ურთიერთობაში მოიაზრება კომუნიკაციური ქცევის ისეთი საშუალება, რომლის დროსაც სუბიექტის მტრული დამოკიდებულება რეალიზებულია სხვადასხვა სახის მოქმედებაში და  უშუალოდ არ არის მიმართული აგრესიის ობიექტზე [6, 7]. თითოეულ ტიპს ახასიათებს კონკრეტული მეტყველების სტრატეგია, ასევე კომუნიკაციის არავერბალური კომპონენტების ერთობლიობა, რომლებსაც ეძლევა ძირითადი აზრობრივი დატვირთვა და ურთიერთობის ამა თუ ის სიტუაციის შემთხვევაში მიეკუთვნება  დესტრუქციულ ტიპს.

ლიტერატურა
1. ტ.ვ. ალეინიკოვა. დესტრუქციისკენ მიდრეკილება: ნორმა თუ პათოლოგია? // URL: http: // psychoanalyse.narod.ru / aleyniko.htm
2. ა.გ. ასმოლოვი. ცნობიერების მიღმა: არაკლასიკური ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიური პრობლემები. – მოსკოვი: სმისლი, 2002. – 480 გვ.
3. ა.ლ. გროისმანი. კლინიკური ფსიქოლოგია, ფსიქოსომატიკა და ფსიქოპროფილაქტიკა. – მოსკოვი: მაგისტრ-პრესი, 2002. – 452 გვ.
4. ხ. დანკოვსკი. სიტყვიერი აგრესია//ნაუკა ი ჟიზნი. – 1995. – № 6. – გვ. 34–57.
5. ო. კერნბერგი. აგრესია პიროვნების აშლილობისა და პერვერსიებისას. – მოსკოვი: კლასი, 1998. – 368 გვ.
6. ვ.ნ. კუნიცინა, ნ.ვ. კაზარინოვა, ვ.მ. პოგოლშა. პიროვნებათშორის ურთიერთობა. სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის. სანქტ-პეტერბურგი: პიტერი, 2001. – 544 გვ.
7. ო.ი. მატიაში, ვ.მ. პოგოლშა, ნ.ვ. კაზარინოვა, ს. ბიბი, ჟ.ვ. ზარიცკაია. პიროვნებათშორის კომუნიკაცია: თეორია და ცხოვრება/ო.ი. მატიაშის მეცნიერული რედაქტორობით. – სანქტ-პეტერბურგი: რეჩი, 2011. – 560 გვ.
8. ზ. ფროიდი. მე და ის//არაცნობიერის ფსიქოლოგია. – მოსკოვი: პროსვეშჩენიე, 1989. – გვ. 425–439.
9. ა. ფრომი. ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია. – მოსკოვი: რესპუბლიკა, 1994. – 447 გვ.
10. Waelder R. Basic theory of psychoanalysis. – New York: International University Press,
1960. – 213 p.
































“In my experience, everyone will say they want to discover the Truth, right up until they realize that the Truth will rob them of their deepest held ideas, beliefs, hopes, and dreams. The freedom of enlightenment means much more than the experience of love and peace. It means discovering a Truth that will turn your view of self and life upside-down. For one who is truly ready, this will be unimaginably liberating. But for one who is still clinging in any way, this will be extremely challenging indeed. How does one know if they are ready? One is ready when they are willing to be absolutely consumed, when they are willing to be fuel for a fire without end.”

Искусственный интеллект: как бездушные машины могут лишить души человека? https://www.kramola.info/vesti/novosti/iskusstvennyy-intellekt-kak-bezdushnye-mashiny-mogut-lishit-dushi-cheloveka


https://www.healthyandnaturalworld.com/aluminum-foil-risks/?fbclid=IwAR2csNintw0ZzpAo-aG7L6D0HhKloNzMU-pNdNIgx-rYwIBZvrHQMvAFk68


https://knife.media/slybera/?fbclid=IwAR0opOxCnL8qlCnP1tR5TAJETw3f_eSyub45WaoR7EzdEOB9H8QZddhCxTY




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised