воскресенье, 18 августа 2019 г.

ვისაუბროთ საეკლესიო მაგიის შესახებ

ვისაუბროთ საეკლესიო მაგიის შესახებ
ეს სტატია აღებულია ენიოლოგიის საიტიდან, ამავე სახელწოდების წიგნიდან. ვისაც არ წაუკითხავს - გირჩევთ გაეცნოთ მას. როგოჟკინი, რა თქმა უნდა, უკიდურესობაში გადადის, როდესაც აღწერს, რაც ხდება, მუდმივად უიმედობისკენ იხრება, მაგრამ მაინც მწარე სიმართლე სჯობს ტკბილ სიცრუეს. დანარჩენს თქვენი ალღო გიკარნახებთ.
ეკლესია ის ადგილია, სადაც ჯენტლმენები, რომლებიც არასდროს ყოფილან სამოთხეში, უყვებიან ზღაპარს მათ, ვინც იქ არასდროს მოხვდება  - ჰ. მენკენი.
მკითხველმა, ალბათ, მიაქცია ყურადღება ავტორის ნეგატიურ დამოკიდებულებას ყველა სახის რელიგიურ დოგმებთან მიმართებაში. და ეს უსაფუძვლო არ არის. კრიტერიუმი ათასობით პაციენტია, რომლებიც დაზარალდნენ მაგიური რელიგიური რიტუალების შედეგად. მათი ჩვენებები დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერების სახით (შეგახსენებთ,  რომ როგოჟკინი „ენიოკორექციას“ ატარებს  - ასწორებს კარმას და ენერგეტიკას ექსტრასენსორული მეთოდების გამოყენებით)
1998-1999 წლებში სხვადასხვა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია „უწმინდესი“ ეკლესიის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ეს არის „ბრილიანტების საქმეში“ მონაწილეობა, საეკლესიო წრეებში ჰომოსექსუალობის გავრცელება, მონასტრებში ელიტარული ბორდელების ორგანიზება და მაფიოზური ფულის გათეთრება ... მაგრამ ეს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ამქვეყნიური დანაშაულია, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. მაგრამ ასევე არსებობს ამ მონეტის ფარული, ეზოთერული მხარეც.
თანამედროვე რელიგიური კონფესიების წარმოქმნის ისტორიას დასაბამი შორეულ წარსულში აქვს, ძველი ეგვიპტეს ჰერმეტიზმში. ოკულტური ცოდნა, ჰერმეს მერკური ტრისმეგისტის აზრით, უნდა ეკუთვნოდეს არა მხოლოდ ინიციირებულ ადამიანებს, არამედ პროფანებს, რომლებმაც საკულტო ინიციაცია ვერ გაიარეს. ამისათვის მოხდა ენერგოინფორმაციის გაცვლის კანონების ადაპტირება სამყაროში იგავებისა და მცნებების სახით. ჰერმესის მოწაფეებმა, რომლებიც ფლობდნენ ძლიერ მაგიურ შესაძლებლობებს, მთელი მსოფლიო შემოიარეს ამ გამარტივებული ეზოთერული ცოდნით.
უმეტესწილად, თუ ადამიანებს არ ესმით რამე, ისინი შიშს გრძნობენ, იწყებენ გაუგებარი მოვლენების გაღმერთებას და ანიჭებენ მათ რაღაც უზენაეს წინასწარდასახულობას. ან, პირიქით, ცდილობენ მის განადგურებას, თავიდან მოცილებას, თუკი ამისათვის საკმარისი ძალა აქვთ. მსგავსი ბედი ელოდებოდა ჰერმესის მოწაფეებს. ზოგს აღმერთებდნენ, ზოგი კი, უკეთეს შემთხვევაში, დავიწყებას მიეცა. მრავალი ეზოთერული სკოლის ისტორიის ანალიზი, მათ შორის რელიგიურის, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რა ხდება დღეს. ჩვეულებრივ, მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მიმდევრები დაჩქარებული წესით გარდაქმნიან მთელ სწავლებას საპირისპირო მიმართულებით, 180 გრადუსით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაწვრილებით გაეცნონ ამ პრობლემას მენლი პ. ჰოლის მონოგრაფიაში „მასონური, ჰერმეტული, კაბალისტური და როზენკრეიცერული სიმბოლური ფილოსოფიის ენციკლოპედიური გადმოცემა“.
წიგნი შეიცავს ქრისტიანობაში ამ ტრანსფორმაციების ანალიზს ჰერმეტიზმის ეზოთერიკის, ან მისი თანამედროვე ინტერპრეტაციის - ენიოლოგიის, ენერგოინფორმაციული გაცვლის მეცნიერების, თვალსაზრისით. რელიგიის ისტორიის დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ ზემოხსენებულის აპროქსიმირება სხვა რელიგიურ კონფესიებსა და სექტებზე.
 ყველა რელიგია უცნაურია: მათი მორალი  ბავშვებზეა გათვლილი. მათი დაპირებები ეგოისტური და საოცრად სულელურია. - გი დე მოპასანი
ჩვენი წელთაღრიცხვის 138 წელს, ალბათ, ყველაზე ბარბაროსული ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა. ეს იყო ლაშქრობა ეგვიპტეში, რათა გაენადგურებინათ ქრისტიანობის პირველშობილობის ყველა ისტორიული კვალი. განადგურდა ტაძრები, ბიბლიოთეკები, - ქრისტეს „პროტოტიპის“ - სერაპისის ქანდაკებები, ღმერთისა, რომლის დაბადების დღე 25-დან 26 დეკემბრამდე აღინიშნებოდა. ძველი ეგვიპტელებისგან ქრისტიანი ორთოდოქსების მიერ ნასესხები პრიაპისა და ისიდას კულტების იდეა წარმოიშვა რამდენიმე ათასი წლით ადრე, ვიდრე მოხდა თვით ქრისტიანობის „გამოყოფა“ ამ ეზოთერული კლანებიდან. ამ კულტების უძველესი სიმბოლიკა არქიტექტურაშიც აისახა: სამრეკლო და მეჩეთები სიმბოლიზირებენ მამაკაცურ საწყისს, ხოლო ტაძრების ვიწრო და მაღალი ფანჯრები - ქალურის. რაც უფრო შორს, მით უფრო მეტი.
ქრისტიანობის მთელი ისტორია თევზების ეპოქაში ხალხის სისხლითა და მათი დამონების ბინძური მეთოდებით არის აღნიშნული: სხვა სარწმუნოების ადამიანებისთვის, იმ გზების გასწვრივ, რომლებზეც „ქრისტეს ჯარი“ მოძრაობდა, ჯერ განათავსეს ტაუ, და მხოლოდ ამის შემდეგ ჯვრები, რომლებიც მაგიაში სიმბოლიზირებდნენ ფალოსს, ინკვიზიციისა და ინდულგენციების კოცონს, ბერმონაზვნობას, რომელიც კულტივირებდა ლესბოსელობასა და  ჰომოსექსუალიზმს,  აგრეთვე წამების ცეხებს მონასტრების სარდაფებში. ამავე დროს „წმინდა საძმო“ არ ივიწყებდა საკმაოდ დიდი თანხის აღებას ღმერთთან ზიარებისთვის - მშვენიერი ბიზნესია. ზიარებულთ კისერზე ჩამოჰკიდებდნენ ფალოსს-ჯვარს, რათა აშკარად გამოჩენილიყო, ვინ შეავსო ყოვლად წმინდა ეკლესიის ხაზინა, და ვინ არა. თუ კისერზე ჯვარი არ აქვს - თავად უნდა აცვა ჯვარს ან კოცონზე დაწვა.
გაფიქრებაც კი ძნელია! ცეცხლზე, რომელიც პრომეთემ ღმერთებს მოპარა, ჯორდანო ბრუნო დაწვეს! - ს. ლეცი
მაგიური კლანის იდეები, რომელსაც ეწოდებოდა ქრისტიანობა, იმპონირებდა უზენაეს ხელისუფალთ და ხშირად უცხო იყო უბრალო ხალხისთვის. რადგან მმართველები, ქრისტიანული კანონების თანახმად, დედამიწაზე ღმერთის მიერ მოვლინებულად ცხადდებონენ და, შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდათ დაუსჯელად ყველას განსჯა ღვთის სახელით. ამიტომაც მიიღო ათასი წლის წინ რუსეთმა ნათლობა. და შემთხვევით არ არის ფარულად ამოღებული ისტორიის მთელი წინა მონაკვეთი რამდენიმე თარიღის გარდა. ჩვენი მრავალი თანამოქალაქისთვის რუსეთის ისტორია იწყება სადღაც საეჭვოდ არსებულ თათარ–მონღოლთა ბატონობიდან. მანამდე კი თითქოს არაფერი ყოფილა. არ აწყობდათ ღმერთის მიერ დანიშნულ ახლადგამომცხვარ მმართველებს დედამიწაზე რუსი ხალხის ისტორიული თვითშეგნება! ამასთან, ეს ეროვნული ნიშნები არანაირ როლს არ თამაშობდნენ.
          ღმერთი რომ არ არსებულიყო, ის უნდა გამოეგონათ. - ვოლტერი
დიდხანს შეიძლება ქრისტიანობის კარმიული დანაშაულის ჩამოთვლა ჩვენი ცივილიზაციის გენოფონდის  გასანადგურებლად (სხვა კონფესიებში პრაქტიკულად იგივე ხდება). ადრე თუ გვიან ენერგოინფორმაციული გაცვლის კანონების დარღვევისთვის მოგვიწევს პასუხისგება. კარმიული დამუშავება ხდება ან ცნობიერების, ან ადამიანების წინაშე მონანიების, ან ავადმყოფობის, სისხლის, სიკვდილის გზით.
       ჯოჯოხეთის გამოგონება შეეძლოთ მხოლოდ ადამიანებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ ასვენებს სიძულვილი და შურისძიების წყურვილი. - პ. ლაფარგი
ვერ მიხვდნენ ორთოდოქსული ქრისტიანობის კორიფეები, თუ რატომ მოეწყო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია - პოლიტიკური სისტემა რუსეთში ნათლობის შემდეგ არასოდეს შეცვლილა! პრაქტიკულად მთელი ათასი წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ ეზოთერული მონარქიზმის ქვეშ. ამასთან ერთად, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ოფიციალურად როგორ ეწოდება ამ „მონარქს“: მეფე, პრეზიდენტი თუ გენერალური მდივანი. ჩვენი საუკუნის დასაწყისში ეზოთერულ კლანებს შორის ძალაუფლების მორიგი განაწილების დროს ქრისტიანობას ტაძრების განადგურების გზით მიეცა კარმის დამუშავების შესაძლებლობა მთელი ორი ათასი წლის განუწყვეტელი დანაშაულისთვის. ვერ მიხვდნენ! და სამოცდაათი წლის შემდეგ, ამერიკანიზირებული პერესტროიკით ეს ყველაფერი თავიდან დაიწყო.
აღარ დავღლი მკითხველს „ლირიკული გადახვევებით“. განვიხილოთ თანამედროვე ქრისტიანობის საკულტო-რიტუალური ცხოვრების მხარე. სამყაროში არ არსებობს შავი და თეთრი, კარგი და ცუდი, მავნე და სასარგებლო. ამ ცნებებში ამ კონკრეტული ეპოქის წმინდა სუბიექტური მიდგომა გამოიხატება. ეს თანაბრად ეხება ისეთ ცნებებსაც, როგორიცაა სიყვარული და სილამაზე.
არ არსებობს მაგია თეთრი ან შავი. არსებობს გამოყენებით ეზოთერიზმში შემოქმედებითი და დესტრუქციული მიმართულება, როგორიცაა მაგია. ყველა რელიგია გამოვიდა ჰერმეტიზმის ეზოთერიზმიდან, და არაფერი მაგიური მათთვის უცხო არ არის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებზე, სასიკეთოდ თუ საზიანოდ იყენებენ ისინი ამ ცოდნას: განკურნავენ სულს და სხეულს, თუ ზომბირებენ სამწყსოს და სიკვდილზე ენვოლტირებენ.
მრავალ სამეცნიერო და რელიგიურ ორთოდოქსთა სამწუხაროდ, ხელნაწერები არ იწვის. და დღეს ჩვენ მივიღეთ ამ ძველი სიბრძნის კიდევ ერთი დადასტურება. 1996 წლის აპრილის ბოლოს, მთელი სამეცნიერო სამყარო განცვიფრებული აღმოჩნდა ეპოქის უმნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენით. ლონდონის მუზეუმის არქივებში აღმოაჩინეს მათეს სახარების ორიგინალი ბერძნულ ენაზე. ეს განძი დანარჩენ ექსპონატებთან ერთად მუზეუმის საცავში ინახებოდა და თავის დროს 1911 წლიდან ელოდებოდა, როდესაც ის აღმოაჩინა გათხრების დროს ეგვიპტეში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. არ შეჰმატა იდეოლოგიური სიმტკიცე ღმერთის მიერ დედამიწაზე დანიშნულ ხელისუფალთ ვატიკანის არქივში აღმოჩენილმა საიდუმლო დოკუმენტებმა. ეს მანუსკრიპტები მოწმობენ იმის შესახებ, რომ ქრისტე არ შეიძლებოდა იუდეაში დაბადებულიყო და ინდოეთიდან არის გამოსული! ამერიკელმა ასტროლოგებმა შეადგინეს ქრისტეს ნატურალური რუქის ყველა სახის ვარიანტი - ის ვერ იქნებოდა ჯვარცმული! ეს სრულად დადასტურდა ლოგიკური დასკვნის შედეგად: როგორ დაუშვა ღმერთმა და უფლება მისცა უღმერთოთა ბრბოს ასე შეებღალათ მისი ვაჟი? როგორც მოგეხსენებათ, ქრისტე დედამიწას მოევლინა, რათა თავისი სიკვდილით გამოესყიდა სისხლსა და სიბინძურეში ჩაფლობილი ადამიანების ცოდვები. ამის შემდეგ, მსხვერპლად შეწირულთა ბრბოსთვის საკმარისი იქნებოდა მხოლოდ გულმოდგინედ ლოცვა, მარხულობა და ... ცოდვების ჩადენის გაგრძელება - ქრისტემ ხომ უკვე გამოისყიდა ყველაფერი მისი სიკვდილით! ამ იდეოლოგიურმა ნაბიჯმა ხელისუფალთ შესაძლებლობა მისცა საეკლესიო მაგიური რიტუალების საშუალებით განთავისუფლებულიყვნენ თავისი კარმული პასუხისმგებლობისგან კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაულის გამო და გადაეტანათ ის მრევლზე, რომელსაც არაფერი ესმოდა მაგიაში. ის, რასაც ახლა აღიქვამენ, როგორც ბიბლიას, უკიდურეს შემთხვევაში, ივრითიდან დამახინჯებული თარგმანია. იმედი უნდა გვქონდეს, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიო საზოგადოება შეძლებს გაეცნოს სახარების ბერძნულ ორიგინალს არსებული თარგმანების ვერსიებთან შედარებით. მაგრამ, ჯერ  გავაანალიზოთ ის, რაც გვაქვს.
„მსხვერპლად შეწირული ცხვრები და ღვთის მონები“ - პრაქტიკულად მხოლოდ ასე ეწოდება არსებულ თარგმნებში ამქვეყნიური ცივილიზაციის წარმომადგენლებს. როდესაც მაგიაში, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფდა ხელისუფლების სტაბილურობას, მივიდნენ იმის გაგებამდე, რომ სულების გამოძახებისა და სხვა ეგრეგორების ძალის გამოყენებისთვის რიტუალურ ქმედებებში ადრე თუ გვიან მოუწევდათ პასუხისგება საკუთარი ინკარნაციული ციკლებით -  მატერიალიზაციაში გასვლის თავისუფლების სრული დაკარგვით და მარადიული მონობით ამ ეგრეგორებში, - დაიწყო ვაჭრობა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად თუნდაც ამ სხეულში, ამ ფიზიკურ გარსში. მაგრამ იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩენილიყვნენ, საჭირო იყო რამე მიეცათ ამ ეგრეგორებისთვის. ამიტომაც გადასახადის სახით და საკუთარი წარმავალი ცხოვრების გასახანგრძლივებლად მათ სხვების მსხვერპლად შეწირვა დაიწყეს - ჩვილების, ქალწულების ... რაც უფრო ახალგაზრდა იყო მსხვერპლი, მით უფრო დიდი პოტენციალი ეძლეოდა არამიწიერ გონებას, რომელმაც მიზანმიმართულად შექმნა ეს ქაოსი დედამიწაზე. არამიწიერი გონება შეიძლება იყოს დესტრუქციული და არა აუცილებლად უმაღლესი.
ადამიანები სინათლისგან ნაქსოვი ანგელოზები არ არიან, მაგრამ არც ცხვრები არიან, რომლებსაც ნახირში მიერეკებიან.  -  ვ.გ. კოროლენკო
უბრალო ხალხისთვის სულებით ვაჭრობა შენიღბული იქნა სხვადასხვა „უკვდავების ელექსირებით“ და „ფილოსოფიური ქვებით“. რაღაცით ხომ უნდა გაემართლებინათ თავისი დღეგრძელობა. მსხვერპლშეწირვის ადგილს მოკლედ და მკაფიოდ დაარქვეს საკურთხეველი. ამ სამსხვერპლოზე პირველად მსხვერპლი აბელმა და კაენმა შეწირეს. წარღვნის შემდეგ „აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო ...“ (დაბადება, 8.20). რა აუცილებელია შენიღბვა - ხალხი ხომ სულელია. და ტერმინმა „საკურთხეველი“ ასევე გადაინაცვლა თანამედროვე ქრისტიანობაში. ეს ძალიან დროულად განხორციელდა. ევოლუციონირებად სოციუმს სულ უფრო ნაკლებად მოსწონდა საკუთარი შვილების გაწირვა მაგიური საკურთხევლის სისხლიანი მესებისთვის. საჭირო გახდა ჩანაცვლება. ამიტომ სასულიერო პირებს დასჭირდა მაგიური გაიგივების პრინციპი, როდესაც ენვოლტირებისთვის, ანუ მსხვერპლის შესაწირად, გამოიძახებდნენ მსხვერპლის ასტრალურ-მენტალურ ორეულს და გადაჰქონდათ ნებისმიერ საგანზე ან ცხოველზე.
„სოფლის“ მაგიაში ამისთვის იყენებენ ცვილის თოჯინებს. ამგვარად გაიგივებული საგნის განადგურების ან ცხოველის მსხვერპლად შეწირვის შემდეგ, დროთა განმავლობაში, იღუპება თავად მსხვერპლიც, სადაც არ უნდა იყოს ის. ამასთან, ერთად, სრულიად არ არის აუცილებელი, რომ სასულიერო პირებმა თავად ჩაატარონ ეს რიტუალი. გასულელებული, დაზომბირებული მრევლი ამას თვითონ გააკეთებს: აიღებს საეკლესიო სანთელს, გააიგივებს მასზე თავის და თავისი ახლობლების (პოტენციალი) ჯანმრთელობას და თავს დაიწვავს სამსხვერპლოზე: დაიწვება სანთელი  - დაიწვება პოტენციალიც. უფრო მეტიც, თავად ნებაყოფლობით გადაუხდიან ამისთვის ეკლესიის ფულს. და თუ კარგად თხოვენ და გადაიხდიან, მაშინ თავად ღმერთის მიერ დანიშნული ჩაატარებს ენვოლტირებას -  წესს აუგებენ ცოცხალს! ეს არის სიკვდილზე ენვოლტირების მაგიური პროგრამა. „ბავშვები სიცოცხლის ყვავილებია“, - ვამბობთ ჩვენ და მორიგ ქრისტიანულ დღესასწაულზე, რომელიც წელიწადში უკვე 365 გახდა, ნებაყოფლობით მიგვაქვს მოჭრილი, მათთან გაიგივებული ყვავილები სამსხვერპლოზე. ვინ შეამჩნევს ურთიერთკავშირს ამ მაგიურ რიტუალსა და ბავშვთა სიკვდილიანობას შორის?
 მიუახლოვდით ღმერთს, მაგრამ არა რიტუალებით და ცერემონიებით, არამედ შინაგანი გრძნობებით. ზეცა არ არის არც ადგილი და არც დრო.  ფ. ნაიტინგეილი
აღდგომა განსაკუთრებით წმინდა ქრისტიანული დღესასწაულია, ამტკიცებენ ანაფორიანი „მღვდლები“. მათ დაივიწყეს ქრისტეს სიტყვები, რომელიც მოუწოდებდა დედამიწაზე არავისთვის ეწოდებინათ მამა და მოძღვარი ... ქრისტე აღდგა, როდესაც „აღნიშნავდნენ“ აღდგომას - ისიდას წარმართულ კულტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფალოსის, მამაკაცური საწყისის თაყვანისცემა. „ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო. ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე? ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ“. (იოანე. 11.55-57).
 იესო ქრისტე დღეს რომ გამოცხადებულიყო, არავინ დააპირებდა მის ჯვარცმას. მას სადილად მიიწვევდნენ, მოუსმენდნენ და გულიანად გაიცინებდნენ. – ტ. კარლეილი
ისიდას კულტის თავდაპირველი იდეა შემდეგი იყო. როდესაც ბოროტმა ატლანტებმა მოკლეს და 14 ნაწილად დაანაწევრეს ოსირისი - ქალღმერთის ისიდას მამაკაცური ნახევარი - და მიმოფანტეს იგი მთელ მსოფლიოში, ის თავად წავიდა ამ ნაწილების შესაგროვებლად. ყველა ნაწილის შეგროვება მოახერხა სასქესო ორგანოების გარდა, რომლებიც ნიანგმა შესანსლა - ნილოსში მცხოვრებმა ბოროტმა სულმა. ამიტომ ნაწილ-ნაწილ შეგროვებული და მაგიურად გაცოცხლებული ქმრისათვის ისიდამ უბრძანა ხელოვნური ოქროს ლინგამის, ანუ ფალოსის გაკეთება, რომლისთვის ცხოველმყოფელი ძალა უნდა დაებრუნებინა ყოველწლიურად ადამიანის მსხვერპლად შეწირვას. ყოველწლიურად აღდგომის დღეს, მორიგი, სპეციალურად შერჩეული განდეგილი, საკულტო მოქმედების შუაგულში, გამოსულელებული ბრვოს თვალწინ, იჭრიდა მამაკაცის სასქესო ორგანოებს და აგდებდა ისიდას სამსხვერპლოზე.
          დროთა განმავლობაში ამ რიტუალმა ხალხში ზიზღის გამოიწვია, და ისიდას საკურთხევლის მღვდელმსახურებმა მოახდინეს მისი ტრანსფორმირება - დაიწყეს ცომის ფალოსების მსხვერპლად შეწირვა, რასაც დღეს ეკლესიაში კულიჩს უწოდებენ. შესაბამისად, ზემოდან ცილის წასმა და შეღებილი ქათმის კვერცხები ასრულებენ სურათს! ღვეზელები იმავე დროიდან სიმბოლიზირებენ ქალურ საწყისს. აღდგომა კი ეწოდება ხაჭოს მასისგან დამზადებული ეგვიპტური პირამიდის მასშტაბურ მოდელს. ამით კონკრეტულად მიანიშნებენ იმ ტერიტორიის მთავარ სიმბოლოზე, საიდანაც წარმოიშვა ეს წარმართული კულტი, რამაც დღეს გამოიწვია იმპოტენციის ზრდა და ამქვეყნიური ცივილიზაციის სრულუფლებიან წარმომადგენელთა შობადობის მკვეთრი ვარდნა.
რატომ არ უნდა ავიმაღლოთ ხმა წარსული დროის ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ცრურწმენას და ფანატიზმს, მათ, ვინც პირველად წაავლო საკურთხეველზე ხელი დანას, რათა სასაკლაოსთვის გაემეტებინათ ჭირვეულნი, რომელთაც არ სურდათ მათი  შეხედულებების მიღება.  –  ვოლტერი
           აღდგომის დღესასწაულის წარმართულ კულტთან ერთად თანამედროვე ქრისტიანობაში გადავიდა კიდევ ერთი წარმართული რიტუალი - მარხვა. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა დაამტკიცა ჯანმრთელობისთვის ყველაზე სერიოზული ზიანი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სახის შიმშილობით, ცალკე კვებით, დიეტით და კვების მკაცრი გრაფიკით. გაიხსენეთ პავლოვის ძაღლი, რომელსაც ეწყებოდა კუჭის წვენის გამომუშავება ზარზე ან მოციმციმე ნათურაზე: ამიტომაც ჯარში სამსახურის შემდეგ თითქმის ყველა ბრუნდება გასტრიტით ან კუჭის წყლულით დაავადებული. დიეტის დაცვის (ქრისტიანობაში - მარხვა) ან შიმშილობის შემთხვევაში  ორგანიზმში მცირდება იშვიათმიწიანი ლითონების შემცველობა, ეს კი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის ქვეცნობიერში ზომბირების პროგრამების, ნეიროლინგვისტური პროგრამების და ცნობიერების პროგრამირების დანერგვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რელიგიაში მარხვის დანიშნულებაა გონივრული ადამიანების მსხვერპლად შესაწირ ცხვრებად გარდაქმნა!
         როგორც ჩანს, დრო არ ჰქონდათ ან არ აწყობდათ მღვდლებს თავად გადაეშალათ ბიბლია, კერძოდ კი მათეს სახარება და მე-9 თავში წაეკითხათ შემდეგი: „მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“ და შემდეგ, მარკოზის სახარების მე-7 თავში: „მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს.... ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო“. (თუ გახსოვთ, სისტემის ენტროპია მცირდება, ხოლო ენერგია იზრდება კრისტალიზაციის და საჭმლის მონელების პროცესში. ქრისტემ ეს იცოდა!)
        და შემდეგ თქვა: „კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს“. არ სურთ, თუ ეშინიათ ღიად ამის შესახებ საუბარი წმინდა მამებს. შეიძლება მრევლი აუჯანყდეს და ჰკითხოს მათ: ფარისევლები ხომ არ არიან თვითონ ?























































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised