ინტერვიუ რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ,.. წინაასარჩევნო სიტუაცია რუსეთში
სტუმარი: ალექსანდრე ნევზოროვი. წამყვანები: ოლგა ჟურავლიოვა და ვიტალი დიმარსკი
.
" Я утратил чувство ориентации в окружающем и стал неконтактен. И никак не могу настроить себя на волну кромешной государственной лжи. Я близок к умопомешательству от газетной вони, и почти плачу, случайно услышав радио или наткнувшись на гадкую рожу телеобозревателя. "
ა. ნევზოროვი― დიახ, დავიწყებთ პეტერბურგიდან, რადგან ჩვენთან ეს ახალგაზრდული გამოსვლები იყო უფრო ინტენსიური და დამაჯერებელი, ვიდრე მოსკოვში, არა? და მიუხედავად იმისა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ატარებდნენ საპროტესტო ხასიათს, ეს არ იყო პროტესტი, ხომ ასეა? ცნობილია, რომ ნებისმიერი ნორმალური საპროტესტო აქცია იწყება საბურავების სამონტაჟოში და საბურავების დაწვით. არა, ეს უფრო უკმაყოფილების გამოხატვა იყო, მაგრამ გასაგებია, რომ ისინი, ვისაც ამ პროტესტის მიკროსკოპული ბუნების იმედი აქვს, მხოლოდ თავს იმშვიდებს. ისინი არ იყვნენ მიკროსკოპული, ეს მაინც წარსულისა და მომავლის შეხვედრაა, ეს ერთმანეთის ერთგვარი, ძალიან ბოროტი ურთიერთშესწავლა იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი ფიგურანტი, რომელსაც ეს ყველაფერი თითქოს უნდა მოეწყო (უშუალოდ ნავალნი), არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის მის გარეშეც.
კვლავ სულელურად მოიქცა ხელისუფლება, რომელმაც შეთხზა სასწრაფო დახმარების მანქანის ამბავი, რომელმაც ვერ შეძლო საბრალო პენსიონერთან დროულად მისვლა. ცხადია, რომ იმ დროს, როდესაც ჯვაროსნული მსვლელობაა, სავარაუდოდ, ადგილი აქვს პროგრესის მტრების ამგვარ აღლუმს, ნევის პროსპექტი მრავალი საათის განმავლობაში იმდენადაა ჩაკეტილი, რომ თაგვიც ვერ გაირბენს, რომ აღარაფერი ვთქვათ თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანაზე. ეს არ არის არც ძალიან ლამაზი და არც ჭკვიანი აქტი, რადგან საჭიროა ნათლად გაანალიზება და გაააზრება იმისა, თუ რატომ მონაწილეობდა ხალხი ამ პროტესტში.
ისინი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, უმეტესად შესანიშნავები. ისინი ჯერ მზად არ არიან საბურავების დასაწვავად, ჯერ კიდევ არ არიან მზად რეალური პროტესტისთვის. მაგრამ მათ არ სურთ ... ისინი სრულიად თავისუფალი არიან ტელევიზიის ჰიპნოზისგან. მათ არ სურთ იმპერია, მათ არ სურთ უკრაინა, არ სურთ სირია. მათ სურთ ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება და მასთან ერთად სამუდამოდ იმ იდიოტური ფილმის დაბრუნება, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ეკრანებზე სახელწოდებით „ყირიმი“.
ო. ჟურავლიოვა ― მოგანიჭათ სიამოვნება ამ ფილმმა?
ა. ნევზოროვი― არა, არ მომანიჭა. მეგობრებო, ამ ფილმის ყურება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით, ან რაღაც გიგანტური ფულის წყალობით, რომელიც ამ სახელმწიფოს არ აქვს (რომ წავიდე და უფასოდ ვუყურო ამ აბდაუბდას). არა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა რუსული ფილმი არ ქირავდება, ეს ფილმი კი საერთოდ ჩავარდა.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ…
ა. ნევზოროვი: ნებისმიერი ნორმალური საპროტესტო აქცია იწყება საბურავების სამონტაჟოში და საბურავების დაწვით.
ა. ნევზოროვი― ისინი ბრწყინვალე ახალგაზრდები არიან, და უნდა ითქვას, რომ მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს სრული მიუღებლობა იმისა, რაც ხდება ქვეყანაში.
ო. ჟურავლიოვა ― ბოდიშს გიხდით, ჩვენ მსმენელებს ყოველთვის სურთ ყველაფრის დეტალურად გარკვევა, და აი რას გვწერენ: „თქვენ ხშირად აქებთ სანკტ-პეტერბურგის მერს, მაგრამ მისი მერია კონსტიტუციას არღვევს, იჩენს თავხედობას და არ ამტკიცებს განაცხადებს მიტინგებსა და დემონსტრაციებზე. ხოლო როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის, რის სრული უფლებაც აქვს, სამართალდამცავები აპატიმრებენ მათ, სცემენ და აწარმოებენ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს, როგორც ეს იყო 7 ოქტომბერს“.
გვითხარით, თუ შეიძლება, პოლტავჩენკო ამ სიტუაციაში თქვენთვის მაინც ყველაზე საუკეთესოა?
ა. ნევზოროვი― მე არასდროს მითქვამს, რომ ის საუკეთესოა, უბრალოდ ყოველთვის ვამბობდი, რომ მას საოცარი თვისებები აქვს. და დამიჯერეთ, ამჟამად ძალზე ძნელია ლავირება სცილასა და ქარიბდას, საღ აზრს, რეალობის აღქმასა და იმ მოვალეობებს შორის ლავირება, რომლებიც მას პირველ რიგში უხდება, ხომ ასეა?
ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ პოლიტავჩენკოზე, რომელიც არღვევს რუსეთის მოქალაქეების უფლებებს, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელიც ყოველთვის არღვევს მისი მოქალაქეების უფლებებს და ეს მისი სტილია. ნებისმიერი საჯარო მოხელე დღეს ისევე, როგორც შორეული ქალაქების გუბერნატორები, როგორც მოხელეები, რომლებსაც, თითქოს, ამის გაკეთება არ სჭირდებათ, არღვევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთში ადამიანი ... თავისუფალი არ იყოს. ეს მათი მოვალეობაა, არა?
მე უფრო მეტად ის მაკვირვებს, რატომ არ გამოიყენეს ახლა საბურავები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ამ ახალგაზრდულ საპროტესტო აქციას აკლია, მაგალითად, ჯადოსნური რესურსი, რომელიც 1917 წელს იყო.
თქვენ იცით 1917 და 1905 წლებში რა იყო ძირითადი რესურსი?
ვ. დიმარსკი― შიმშილი.
ა. ნევზოროვი― არა, საქმე არც შიმშილშია. მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ძლიერ და შესამჩნევად ალიაქოთის ატეხა. სემინარიები. უცნაურია, მაგრამ ჩვენთან სემინარიების ნაკლებობაა. თუ გავიხსენებთ ე.წ. მეტროპოლიტს, თუ კარგად მახსოვს, ოპტინელ ვარსონოფის, ის წერდა, რომ „რევოლუცია იწყება სემინარიაში“. ისეთი მკაცრი დამოკიდებულება რეჟიმის, ჟანდარმების, ეკლესიის, იდეოლოგიის მიმართ, როგორც ეს იყო სემინარიებში, არსად არ არის. აღნიშნული ვარსონოფი წერს, რომ სემინარიებში დამკვიდრდა რწმენა: თუ ვინმეა ჭკვიანი, ის ურწმუნოა, ხომ ასეა? მაგალითად, ის აღწერს ბუნტს სემინარიის რეკრეაციაში 1916 წელს, როდესაც სემინარისტებს ვიღაცამ გაუბედა და აუკრძალა ღამით რეკრეაციაში საძინებელ ოთახებში თამბაქოს მოწევა.
მათ ისეთი საგიჟეთი მოაწყვეს. ყველა კარის სახელური სემინარიაში დაამტვრიეს, ყველა კანდელში ჩაყარეს სიგარეტის ნამწვი. ხოლო როდესაც სემინარიის რექტორმა ან ინსპექტორმა გაბედა ტრაპეზზე მისვლა, სემინარისტები ძროხებივით და ცხვრებივით ბღაოდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ, ენა ჰქონდათ გამოყოფილი, ასე იქცეოდნენ, ხომ ასეა? და ნათელია, რომ მაშინაც კი, როდესაც ასეთ სასათბურე პირობებში მათ ჰქონდათ ასეთი შესაძლებლობა, როგორიცაა საპროტესტო ძალა, ისინი ძალიან ძლიერნი იყვნენ.
ჩემი აზრით, საბურავები არ გამოიყენეს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ისინი არ არიან ბოლომდე გაბოროტებულები, მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ ყველა ეს იაროვოები, მილონოვები, მიზულინები თავად გაქრებიან. სხვათა შორის, ახალგაზრდებს ამაოდ აქვთ ამის იმედი.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, ამაოდ არა.
ვ. დიმარსკი― შეიძლება?.. ახლავე, ოლგა, მაპატიე.
ო. ჟურავლიოვა ― დიახ, დიახ-დიახ-დიახ.
ა. ნევზოროვი― დამამთავრებინეთ აზრი. ახალგაზრდებს ამაოდ აქვთ იმედი, იმიტომ, რომ გუნდიაევმა მისი მორიგი კონფერანსის დროს ზაგორსკის მონასტერში ისევ განაცხადა, ანუ ერთგვარი სტენდაპი გააკეთა, ეს მისი სამსახურეობრივი მოვალეობაა, რომ რუსეთს აქვს ერთი მიზანი - წმინდა რუსეთის მშენებლობა. ასე განაცხადა გუნდიაევმა. ანუ უნდა დავუბრუნდეთ ტილებს, ლამპარს, მუხლის მოდრეკას, ყველა ფული მღვდლებს მივცეთ, გავთბეთ მხოლოდ ცეცხლმოკიდებული კინოთეატრებით, ხოლო ანგინას ვუმკურნალოთ სარით. ალბათ, იცით, როგორ ხდება ეს, არა? უბრალოდ, თუ ადამიანს სწორად ჩამოსვამენ სარზე, ადრე თუ გვიან სარი მიაღწევს ზედა სასუნთქ გზებს.
მან ზუსტად ასე განაცხადა მის და სახელმწიფო პოლიტიკის მიზანზე წმინდა რუსეთის აღდგენის შესახებ. თუმცა, სხვათა შორის, უნდა დაკვირვებულიყო, რას ამბობდა, რადგან ფიქრობს, რომ ... ამაოდ ფიქრობს, რომ კრემლმა ვერ შეამჩნია ის პიკანტური ფაქტი, რომ სინამდვილეში ვეღარ აკონტროლებს თავის სამწყსოს და უკვე აღარ აქვს არავითარი ავტორიტეტი. კარგი მაგალითია იმისა, თუ რას აკეთებენ ეს უღმერთოები, მართლმადიდებელი ტერორისტები და სექტანტები რუსეთში დღემდე. კრემლს კი ეს მნიშვნელოვანი მომენტი არ გამორჩა.
ვ. დიმარსკი― ალექსანდრ გლებოვიჩ, შეიძლება პეტერბურგული შეკითხვა დაგისვათ, რომ დავუბრუნდეთ შაბათის საპროტესტო აქციებს? პეტერბურგის სოციოლოგებმა უკვე მოგვცეს პირველი ციფრები. მათი გათვლებით (არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვენდოთ სოციოლოგებს), მათი გათვლებით, ამ საპროტესტო მოძრაობას აქვს მილევადობის ტენდენცია.
ა. ნევზოროვი― შეიძლება. საერთოდ, რაც უფრო ნაკლები…
ვ. დიმარსკი― საერთოდ, ვის მხარდასაჭერად გამოვიდნენ? ნავალნის მხარდასაჭერად, თუ არა?
ა. ნევზოროვი― არა, არა. გამიგეთ. მე ხომ მქონდა მათთან საუბარი. ჩემი აზრით, მართლაც საოცარი, მომხიბლავი, ჭკვიანი ბიჭები არიან, რომლებსაც უბრალოდ არ უნდათ ამ საზიზღრობაში ყოფნა. მათ არ სურთ ვასილიევა, არა? მათ არ სურთ მღვდლის ცოლი იყოს უფლებამოსილი ბავშვთა საკითხებში (ჩვენ დღეს გვექნება სერიოზული საუბარი ამის შესახებ). მათ არ სურთ მთელ ამ სიდამპლეში ყოფნა, ამ სიმყაყეში ყოფნა, რაც ამ მომენტში ხდება რუსეთის რეალობაში. აი, ამაშია საქმე.
ო. ჟურავლიოვა ― მაგრამ განა ხელისუფლება არ უწყობს ხელს ამაში? მაგალითად, ახალი გუბერნატორები პირდაპირ გორაკიდან ხტებიან.
ა. ნევზოროვი: ისინი თავისუფალი არიან ტელევიზისის ჰიპნოზისგან. მათ არ სურთ იმპერია, არ სურთ უკრაინა, არ სურთ სირია.
ა. ნევზოროვი― მაგრამ ხელისუფლებას არ შეუძლია ხელის შეწყობა. მას არ ჰყავს ხელისშემწყობი ორგანოები. ამიტომ, რომ აიძულებენ გუბერნატორობის მომავალ კანდიდატებს გადახტდნენ 7 მ სიმაღლიდან რომელიმე მთის მდინარეში ... უკეთესი იქნებოდა 70 მეტრის სიმაღლიდან გადამხტარიყვნენ, და არა მდინარეში, არამედ პირდაპირ წვეტიან ქვებზე - ამით, გარკვეულწილად გადაწყდებოდა საკადრო საკითხი.
ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ამჟამად მხოლოდ სადემარკაციო ხაზია გავლებული რეალურ ინტერესებსა და კრეატიულ, ძლიერ, საქმიან ადამიანთა ინტერესებსა და ოფიციოზის ინტერესებს შორის, რომლის ტრანსლირებასაც ახდენს ტელევიზია. განსხვავება უზარმაზარია.
დღეს, მაგალითად, საყოველთაო-სახალხო მწუხარებაა, გარდაიცვალა ჩუმაკი, არა? ჩვენ აქედან შეგვიძლია ვისაუბროთ ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე, რადგან არ განვიხილავთ უცნობი მოხუცის გარდაცვალებას, არამედ წერტილს ვუსვამთ ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენას. ხოლო როდესაც ჩვენ განვიხილავთ სოციალურ მოვლენას, დელიკატურობა უაზრობაა და არც არის აუცილებელი.
ნათელია, რომ ყველაფერ ამის შესახებ, ჩუმაკის შესახებ ყველაფერია ნათქვამი. ნათელია, რომ დიახ, ის იყო ძალიან მომხიბლავი თაღლითი. მაგრამ მისი გარდაცვალება და განსაკუთრებით მისი ცხოვრება, მისი ქადაგება, მისი ქმედებები ტელევიზიით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე მიუთითებენ და მიგვითითებენ ჩვენ ... ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ძალიან მოდურია აღფრთოვანება საბჭოთა განათლების სისტემით, რომელიც ოდესღაც არსებობდა. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა განათლება - აბსოლუტური სისულელეა და ამის დამადასტურებელია ის, რომ ასობით მილიონი ადამიანი იჯდა და, საშინელებაა, რასაც ვიტყვი, წყლით სავსე ქილებს მუხტავდა, თან თვალს ადევნებდა ამ მომხიბლავ, მიმზიდველ, მაგრამ აბსოლუტურად ნამდვილ თაღლითს. ასე არ არის?
უპირველეს ყოვლისა, რა არის განათლება? ეს არის უნარი ნებისმიერი მოვლენას მისცე ზუსტი, ადეკვატური, სწორი შეფასება, რომელსაც უშუალოდ გადააწყდება ადამიანი. ეს არ მუშაობდა, არ გამოდიოდა. ამ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს საბჭოთა განათლება, არ შესწევდათ უნარი გაერჩიათ სიკეთე ბოროტებისგან და მარაზმი სისულელისგან.
თუ ეს კარგი განათლება იყო, როგორ იკრიბებოდა ასმილიონიანი აუდიტორია კაშპიროვსკის, ჩუმაკისა და სხვა მკურნალთა სეანსებზე?
ვ. დიმარსკი―მორიგმა ნობელის კვირამ, ფაქტობრივად, ჩვენ გარეშე ჩაიარა, არა?
ა. ნევზოროვი― დიახ, დიახ. ამ თემაზეც ვისაუბრებთ. განათლება, პირველ რიგში, ანტიდოტია. ეს არის ანტიდოტი პარანორმალურობისგან, ექსტრასენსებისგან, მღვდლებისგან. მაგრამ ამან არ იმუშავა არც მაშინ და არც დღეს არ მუშაობს.
თუმცა, შემიძლია აბსოლუტურად ზუსტად გითხრათ, რომ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ყველაზე პრიმიტიული, მარტივი სკოლის კურსიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთის საკითხი გადაიქცეს ანეგდოტად, არა? რომ მეტად აღარ წამოიჭრას.
და აქ, სხვათა შორის, რადგან მე მომიწია ბევრი ინტერვიუს მიცემა და ჩუმაკის შესახებ საუბარი ყველასთან, ვინც მეკითხებოდა, შევამჩნიე ასეთი დუალისტურობა, როდესაც ადამიანები თითქოს იტოვებენ ეჭვის გარკვეულ პროცენტს თავის თავში: „ხომ არ იყო ყველაფერ ამაში რაღაც?“ მეგობრებო, არ ყოფილა ამაში რაღაც.
მე უკვე ვლაპარაკობდი აქ „ეხო მოსკვის“ ეთერში ჯეიმს რენდის ფონდის შესახებ, სადაც სთავაზობენ მისვლას ყველა პერსონაჟს, რომელიც აცხადებს მისი განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ, დაამტკიცოს ისინი და იქვე მიიღოს რამდენიმე მილიონი დოლარი. არავის მიუღია ეს დოლარები.
მაგრამ ჩუმაკი ხომ არ არის რეტროგრადობის და მარაზმის პირველი მერცხალი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეებში მრავლად იყვნენ ასეთი პერსონაჟები, და, კერძოდ, ოლენკა, თქვენ მთხოვეთ მეცნობებინა (და მე მოგიყვებით, არა?) ყველაზე ძარღვიანი შემთხვევების შესახებ.
მაგალითად, იყო ასეთი ქალბატონი სახელად ელიზაბეტ კუბლერ-როსი, შვეიცარიელი ფსიქიატრი და მედიუმი, ამასთან დიპლომირებული და ძალიან მომხიბვლელი, ძალიან ნასწავლი ქალბატონი. მან 1980-იან წლებში დააარსა სულიერი და სამკურნალო ცენტრი სახელწოდებით „უნუგეშო ქვრივთა თავშესაფარი“. ეს ხდებოდა შვეიცარიაში, საკმაოდ მეცნიერულ დონეზე იყო მოწყობილი. ეს იგივე წლებია, როდესაც აქ ჩუმაკი და კაშპიროვსკი აქნევდნენ ხელებს. და ამ დაწესებულებაში ქალბატონებს, რომლებმაც დაკარგეს ქმრები, ჰქონდათ შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ გარდაცვლილი მეუღლეების სულებს სპირიტული კომუნიკაციის სახით, მათ შორის ძალიან მჭიდრო. იქ მიდიოდნენ ქალბატონები, უნუგეშო ქვრივები, მათ რეალურად აძლევდნენ ძალიან ინტიმური ურთიერთობების საშუალებას მათ გარდაცვლილ მეუღლეებთან. ამის რეკლამირება ხდებოდა, ეს იყო, სხვათა შორის, ნამდვილი ჰიტი მრავალ ევროპულ საზოგადოებაში.
ო. ჟურავლიოვა ― აქედან გამომდინარე, იქაც განათლების საკითხთან დაკავშირებით არ არის ყველაფერი წესრიგში, ალექსანდრ გლებოვიჩ.
ა. ნევზოროვი― არა, წესრიგშია, მაგრამ ხალხის განათლების საკითხი ყოველთვის ცუდად დგას, არა? მაგრამ იქ გამჟღავნდა საინტერესო ამბავი: მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მწუხარე ქალბატონების ქმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, განსხვავებული ასაკის, მდგომარეობის, სტატუსის, ჰიგიენაზე წარმოდგენის შესახებ, ყველა ქალბატონს, რომელმაც გაიარა მისტიკური კონტაქტი გარდაცვლილ მეუღლეებთან, აღმოაჩნდათ აბსოლუტურად იგივე ვაგინალური ინფექცია. პოლიციამ ყურადღება გაამახვილა ამ ფაქტზე, დაიწყო გამოძიება და გაარკვია, რომ მრავალი ქმრის როლს ასრულებდა ერთი და იგივე ადამიანი, კუბლერ-როსის ნდობით აღჭურვილი პირი, ცირკის მსახიობი ჯეი ბერჰემი, ხომ ასეა? მაგრამ როდესაც იგი ამხილეს, მან განაცხადა, რომ იგი კლონირებულია იმქვეყნიური სამყაროს მიერ, რათა მას ჰქონდეს საბრალო ქვრივების ფიზიკური დაკმაყოფილების საშუალება. ანუ, აქაც ჩვენ ვხედავთ სიცრუეს.
ო. ჟურავლიოვა ― მეორე მხრივ, ალექსანდრე გლებოვიჩ, სასარგებლო საქმე იყო.
ა. ნევზოროვი― არაფერი სასარგებლო ამაში არ არის. გაიგეთ, რომ ყველაფერი ეს სიცრუეა. სიცრუე - მშვენიერი რამაა.
ვ. დიმარსკი― ავიღოთ, მაგალითად, პლაცებო, არა? ცნობილი ეფექტია. გარკვეული ეფექტი ხომ არსებობს?
ა. ნევზოროვი― რა თქმა უნდა, არსებობს.
ვ. დიმარსკი― ანუ შესაძლებელია გარკვეული შთაგონება, თვითშთაგონება?
ა. ნევზოროვი― სრული სიმართლეა. დიახ, სინამდვილეში ტვინის ქერქს შეუძლია გამოავლინოს გარკვეული გავლენა ორგანიზმზე, მაგრამ ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ თქვენ ვერ შეძლებთ მოგლეჯილი ხელის მიბმას, ჭრილობის მოშუშებას, თავს ვერ აარიდებთ რომელიმე შიდა დაავადებას, არა? ალბათ, დროებითი შვება შესაძლებელია, მაგრამ აბსოლუტურად ილუზორული.
ხდებოდა ყველა ამ თაღლითის, ყველა ექსტრასენსის, ყველა ნათელმხილველის, ასტროლოგის მხილება ... იყო ასეთი პიტერ პოპოვი. აი ის იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი ... არა, ის ამერიკაში იყო. ძალიან ცნობილი, ამასთან უნდა ითქვას, რომ ახდენდა შოკის მომგვრელ შთაბეჭდილებას. სტადიონებზე მოდიოდა რამდენიმე ათასი ადამიანი, დგებოდა რომელიმე პერსონაჟი, ცდილობდა მიემართა პიტერ პოპოვისთვის, და ეს პიტერ პოპოვი, რომლის გვარის ბოლოს იწერებოდა ორი „f“, ასე მიმართავდა: „თქვენ, დავუშვათ, ჯოშუა გრეი, თქვენ ქრონიკული წყლული გაქვთ და 2 წლის წინ გარდაიცვალა თქვენი დედა“. სტადიონი გაოცებული იყო, როგორ იყო შესაძლებელი, როდესაც უამრავი ხალხიდან ერთი ადამიანი დგება, და ეს მაგი და ნათელმხილველი მას სახელით და გვარით მიმართავს?
თურმე არაფერი თავსატეხი აქ არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ხალხი წარმომადგენის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იკრიბებოდა. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ, რომ ერთმანეთისთვის გული გადაეშალათ, ერთმანეთს უყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს, განსაკუთრებით აქტიურად ამყარებდნენ კონტაქტს ერთმანეთთან. პიტერ პოპოვის ასისტენტები ამ ადამიანთა შორის დადიოდნენ, შედიოდნენ ხალხთან პირდაპირ კონტაქტში, იწერდნენ მათ სახელებს და გვარებს. და როდესაც ეს ადამიანი დგებოდა, მაშინვე რადიოკავშირით პოპოვს აწვდიდნენ მათ მონაცემებს და ცხოვრებისეული გარემოებების შესახებ.
აღმოაჩინეს ეს ბანალური რადიოგადამცემის საშუალებით, რომელიც ერთხელ დააყენეს მოედანზე, სადაც გამოდიოდა ეს მაგი და მედიუმი. ანუ, უნდა გავიგოთ, რომ …
ა. ნევზოროვი: საბჭოთა განათლება - აბსოლუტური სისულელეა და ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი იჯდა და წყლით სავსე ქილებს მუხტავდა
ვ. დიმარსკი― ანუ ყველანი: ნოსტრადამუსები, ვანგები…
ო. ჟურავლიოვა ― შემდეგ ვოლფ მესინგი?
ა. ნევზოროვი― ყველა ერთი ტიპის ნაყარნუყარია, არა? გაიგეთ, ეს ყველაფერი არ არის ასე უვნებელი, რადგან, მაგალითად, დღეს რუსეთში, მგონი, აქსუბაევსკის რაიონში კვლავ განიხილება კანიბალიზმის საქმე, სადაც ერთმა ადამიანმა შეჭამა ამხანაგი, რომ მიეღწია უკვდავებისთვის.
ყველა ამ ექსტრასენსორულ, ზებუნებრივ სისულელეებს, სამწუხაროდ, აქვს ძალიან უარყოფითი პრაქტიკული განსახიერება და შიდა განხორციელება.
დღეს უკეთესობა არ შეინიშნება, დღევანდელი განათლება, რა თქმა უნდა, ამ კატასტროფის ძალისხმევით, რომლის გვარია ვასილიევა, რა თქმა უნდა, ნამდვილად უარესობისკენ წავიდა? იმას, რასაც მუხტავდა ჩუმაკი, დღეს წარმატებით იყენებს გუნდიაევი. ერთი პოკლონსკაია რად ღირს. იცით, სხვათა შორის, რომ გაჩნდა წმინდა, უცოდველი ქალწულის ნატალია პოკლონსკაიას კანონიზაციის ინიციატივა? მისი კანონიზაცისთვის ხელმოწერები ინტერნეტში გროვდება.
ო. ჟურავლიოვა ― მაგრამ ის ხომ ცოცხალია. მე მის გამო ვნერვიულობ.
ა. ნევზოროვი― ეს ხელს არ უშლის ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს.
ვ. დიმარსკი― როდის დაეწყება განაყოფიერება პოკლონსკაიას …
ა. ნევზოროვი― არა, არა, გაიგეთ: ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ როგორ აქვს საქმე ჰუსარს, ჩვენ მეგობარს შირშიკოვს, რომელმაც, როგორც მოგეხსენებათ, აიღო ვალდებულება დააკმაყოფილოს პოკლონსკაიას ყველა საჭიროება.
ო. ჟურავლიოვა ― იმედი მაქვს, რომ ის ახლა გვისმენს და მოგვწერს.
ა. ნევზოროვი― იმედი მაქვს. ჩვენ არ ვიცით, რა ნაბიჯს გადადგავს ის, იქნება თუ არა მისთვის ხელმისაწვდომი ეს სხეული. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ჰუსარის, შირშიკოვის გამო, ვიმედოვნებთ, რომ იგი, მიუხედავად ყველაფრისა, მიაღწევს სანუკვარ მიზანს. მაგრამ ცნობილი არ არის, ვინ უფრო სწრაფად მიაღწევს ამ სხეულს? პოკლონსკაიას კანონიზატორები, თუ მაინც ჰუსარი? რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ის ჰუსარია, ცუდია, რადგან ის რომ ყოფილიყო, მაგალითად, წყალქვეშა ფლოტის მეზღვაური, ტორპედოსანი, ისინი მიჩვეულები არიან დისტანციურად მოქმედებას.
ო. ჟურავლიოვა ― უკეთესია იყოს მფრინავი. მფრინავი!
ა. ნევზოროვი― არა-არა-არა. ზოგადად წყალქვეშა ფლოტის მეზღვაურები, ტორპედოსანები მიჩვეულები არიან დისტანციურად მოქმედებას, არა? სხვათა შორის, ზოოლოგიიდანაც არის მაგალითი, როდესაც რვაფეხებში ხდება განაყოფიერება მამრის პენისის გამოყოფის გზით. დიახ, დიახ, ნუ მიყურებთ ასე.
ო. ჟურავლიოვა ― ნუ მაშინებთ. ნუ მაშინებთ. ალექსანდრ გლებოვიჩ, ჩვენ ჰუსარი გვჭირდება .
ვ. დიმარსკი― რატომ, ტორპედასავით მუშაობს?
ო. ჟურავლიოვა ― დიახ-დიახ. სწორედ იმიტომ ვსაუბრობდით ტორპედების შესახებ.
ა. ნევზოროვი― დიახ, დიახ, დიახ.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, მაპატიეთ, ღვთის გულისთვის. უბრალოდ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეტყობინებები ჩვენი მსმენელებისგან და თქვენი სიტყვების მხარდასაჭერად სერგეი გვწერს: „ერთი კუდიანისთვის ის ელექტრონიკას აკეთებდა. იგივეა. რესეპშენში კლიენტებად შენიღბული თანამშრომლები ყველაფერს არკვევენ და ახსენებენ კუდიანს. ღმერთო, ჩვენ კი როგორ გვჯეროდა!“ მოდით, დავუბრუნდეთ…
ა. ნევზოროვი― არა, გაიგეთ, ოლენკა… დიახ, ყველაფერი მართალია: ჩუმაკიც და კაშიპოროვსკიც და ნებისმიერი სხვა საკრალური, ზებუნებრივი რამ - ეს არის განვითარების დონე, ძალიან დაბალი, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, თუ არსებობენ ვიგინდარები, რომლებიც მზად არიან მოტყუვდნენ, რატომაც არ უნდა მოატყუონ? მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერ ამას აქვს ძალიან სამწუხარო შედეგი მეცნიერებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, მისი იმიჯისა და სხვა რამისთვის.
მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო სასიამოვნო თემა გვაქვს - ვ.ვ.-ს დაბადების დღე. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, საჩუქრების მხრივ ყველას აჯობა პენელოპოს ბერლუსკონიმ. რამდენიმე წელი ის საკუთარი ხელით ქარგავდა საბნის გამოსაკრავს, რომელიც მან, ამ პენელოპოს ბერლუსკონიმ, გადასცა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს. უფრო მეტიც, ბერლუსკონისგან ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ის, თითქოსდა, ნორმალური კაცია, თითქოს ცელქობდა მოდელებთან, თითქოს მუდმივად სკანდალში ეხვეოდა…
ა. ნევზოროვი: იმას, რასაც მუხტავდა ჩუმაკი, დღეს წარმატებით იყენებს გუნდიაევი.
ო. ჟურავლიოვა ― ჰო და მოდელები დასვა მოსაქარგად.
ა. ნევზოროვი― ... ქალებთან დაკავშირებით, და მოულოდნელად ვ.ვ.-ს აჩუქა ლოგინის თეთრეული. ვფიქრობ, ვ.ვ. შოკირებული იყო.
ვ. დიმარსკი― წარმოგიდგენიათ ეს სურათი? პუტინი საბნის გამოსაკრავის ქვეშ, რომელზეც ბერლუსკონისთან ერთადაა გამოსახული.
ა. ნევზოროვი― კი. საერთოდ, დაბადების დღე მხიარული იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ცუდად ვიცნობთ რუსეთის ფედერაციას. ჩვენ არ ვიცოდით, რომ რუსეთში აღმოჩენილი ლაქიაობის მარაგი ძალიან დიდი და უზარმაზარია. პრინციპში, ამ მარაგით შეიძლებოდა კიდევ 500-ზე მეტი პრეზიდენტის უზრუნველყოფა. ლაქიაობის პოტენციალი უზარმაზარი და ამოუწურავია.
ერთადერთი ისაა, რაც ჩვენი ლაქიაობა არც თუ ძალიან კონკურენტუნარიანია, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ნიმუშებთან შედარებით. მაგრამ ახლა ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა სახელმწიფო დუმის დელეგაცია, რომელმაც გამოცდილების გაზიარების მიზნით უნდა შეიძინოს ზოგიერთი მნიშვნელოვანი უნარი. ხომ იცით, რომ შიშველი სხეულებიდან …
ო. ჟურავლიოვა ― ისინი უკვე დაბრუნდნენ. მათი თქმით, ყველაფერი ძალიან კარგადაა, რომ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა. და რომ მათ (კორეელებს) ამერიკა შავ დღეში ეყოლებათ.
ა. ნევზოროვი― დიახ. მაგრამ ჩვენ ვუბრუნდებით ლაქიაობას, ამ გაუთავებელ სიმღერებს პუტინზე, ლექსებს, სიყვარულის ახსნას, სტუდენტების სხეულებით მისალოცი და სხვა ფიგურების გამოსახვას. ანუ, ჩვენ გვესმის, რომ ლაქიაობა რუსეთში უძლეველია, ის ყოველთვის იქნება, და ყოველთვის საჭირო იქნება გამოსავალის მოძებნა. ჩვენ ახლა შეგვიძლია გარკვეულწილად დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ლაქიაობის ბრძანება დაბადების დღესთან დაკავშირებით არ ყოფილა. ის მთლიანად თვითნაბადია, მთლიანად ხალხის წიაღში წარმოშობილი და კრემლისკენ მიმართული, არა? აქ უკვე საინტერესოა არა თავად ლაქიაობა, არამედ კრემლის რეაქცია ამ ლაქიაობოზე.
ვ. დიმარსკი― მაგრამ კრემლს ხომ შეუძლია ამის აღკვეთა. მაგრამ ამას არ აკეთებს. ე.ი., ვიღაცას ეს მოსწონს.
ა. ნევზოროვი― პირველ რიგში, მას აბსოლუტურად არ აინტერესებს, იქ რა ხდება. ჩვენ მხოლოდ ვხედავთ პესკოვის გაოცებულ ზიზღით სავსე სახეს, რომელიც კომენტარს არ უკეთებს ასეთ რამეს, და საერთოდ ცდილობს მისგან დისტანცირებას. ეს ცუდად არ მეტყველებს კრემლზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეგვაშინოს იმით, თუ სინამდვილეში, როგორი ამოუწურავი უფსკრული, აუთვისებელი ლაქიაობა არსებობს ხალხში, და როგორ ცდილობს ხალხი ამ ლაქიაობის დემონსტრირებას.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, ამ ტრაგიკულ ნოტზე ჩვენ, სამწუხაროდ უნდა შევჩერდეთ .
ა. ნევზოროვი― კარგი.
ო. ჟურავლიოვა ― ახალ ამბებს მოვუსმინოთ. შემდეგ დავბრუნდებით და, ალბათ, მაშინ მივუახლოვდებით მღვდელთმცოდნეობას.
ა. ნევზოროვი― დიახ.
ახალი ამბები
ო. ჟურავლიოვა: 21―35 საათია მოსკოვსა და პეტერბურგში. ოლგა ჟურავლიოვა მოსკოვიდან, ვიტალი დიმარსკი და ალექსანდრ ნევზოროვი პეტერბურგიდან.
ა. ნევზოროვი― დიახ, ჩვენ კარგად გვესმის თქვენი. თქვენ?
ო. ჟურავლიოვა ― შესანიშნავია. შეიძლება ეთერში შემოსვლა?
ა. ნევზოროვი― შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბრიდან ამერიკაში მაქვს ლექციები, ყველაფერი იწყება ტორონტოში და შემდეგ გრძელდება ამერიკის ყველა ქალაქში.
თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ოლია, ახლა გადავიდეთ მღვდელთმცოდნეობაზე და მართლმადიდებლურ ახალ ამბებზე, ექსტრემიზმზე, ტერორიზმსა და რეტროგრდობაზე. გარდა ამისა, თქვენ იცით …
ო. ჟურავლიოვა ― ვწუხვარ, მაგრამ, ხომ არ დაგავიწყდათ ამის შესახებ? იმის შესახებ, რომ პოკლონსკაია რამდენჯერმე ვახსენეთ, მაგრამ ეს ხომ მან დაწერა საჩივარი პროკურატურაში ქრისტიანულ სახელმწიფოზე.
ვ. დიმარსკი― დიახ, ქრისტიანულ სახელმწიფოზე.
ო. ჟურავლიოვა ― ეს რამეს ნიშნავს?
ა. ნევზოროვი― არა, ვფიქრობ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. სულ ერთია, რადგან ყველა მარცვალი უკვე დათესილია, აღმოცენდა და გასაგებია, რომ, რა თქმა უნდა, ის, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, პირველი იყვირებს ხმამაღლა „დაიჭირეთ ქურდი!“, მაგრამ უკვე არავის არ შეიყვანს შეცდომაში.
დღეს სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო. ოლია, თქვენ იცით, რომ მე ვარ აბსოლუტური, არაკეთილსინდისიერი, ღირსებას, სინდისს და ადამიანის გრძნობებს მოკლებული რეპტილია, არა?
ო. ჟურავლიოვა― დიახ, გულგრილი.
ა. ნევზოროვი: როგორ ექცეოდნენ ბავშვებს მართლმადიდებლურ თავშესაფარში ? აიძულებდნენ 200-ჯერ მდაბლად თავის დაკვრას იესოს ხატისთვის და ისევ მდუღარე წყალს ასხავდნენ სახეზე
ა. ნევზოროვი― დიახ. ჩემზეც იმოქმედა შეტყობინებამ, რომელიც გვაქვს ჩემი მეგობრის ბერმონაზონის ბარანოვის წყალობით. ეს არის საიტი „რწმენის დაკარგვა“ (расцерковление).
იცით, მგონი იყო ასეთი ფილმი ... არ მახსოვს ზუსტად მისი სახელწოდება, მგონი „კრავთა დუმილი“, არა? ახლა კი, რაც ხდება მოსეიცოვოში, როდესაც დუმილს ინარჩუნებენ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ბავშვთა სახლის შესახებ , სადაც ოფიციალურ განაჩენში კითხულობენ ყველა დეტალს იმისა, თუ როგორ ექცეოდნენ მართლმადიდებელი ფანატიკოსები ბავშვებს, რომლებიც მათ ჩააბარეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ მასალების ძალიან სერიოზულად გაცნობა.
შემიძლია ვთქვა, რომ გულქვა სპეცრაზმელებსაც კი, რომლებსაც ამ პროცესის დაცვა დაავალეს, ყვრიმალები დაებერათ და გაშმაგებისგან სახეზე ფერი არ ედოთ, როდესაც ისმენდნენ იმ ფაქტებს, თუ როგორ ეპყრობოდნენ მართლმადიდებელი მონაზვნები, რომლებსაც ყველა ეპისკოპოსი, უამრავი დამრიგებელი უხუცესი იცავდა, ამ საბრალო ბავშვებს. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით ყველა დეტალი.
გარდა ამისა, რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იქ გააგზავნა ვიღაც ბერმონაზონი მარკიშა, რომელიც სკანდალს აწყობდა და ამტკიცებდა, რომ ყველაფერში დამნაშავეა მედია, რომელიც აწარმოებს საინფორმაციო ომს ეკლესიის წინააღმდეგ.
რა გახდა ცნობილი ოფიციალური განაჩენის ტექსტიდან? როგორ ეპყრობოდნენ ბავშვებს მართლმადიდებლურ თავშესაფარში? გარდა იმისა, რომ სასამართლო ექსპერტიზამ დააფიქსირა თავში ბლაგვი საგნებით დარტყმა დაახლოებით ათჯერ ... წნელები გასაროზგად, რომლებზეც მიწერილი იყო გოგონების სახელები, რომელი გოგონა რომელი წნელით უნდა გაიროზგოს. თქვენ უნდა გენახათ ეს წნელები!
რეგულარული აღმზრდელობითი პროცედურის სახით იყენებდნენ თმებით თრევას და თმის ამოგლეჯას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც დაფიქსირებული იყო, რომ ერთ-ერთ გოგონას, როგორც მან აღნიშნა, თავზე აღმოაჩნდა „თმის ამოგლეჯის 6 კერა“. როგორც რეგულარული აღმზრდელობითი ღონისძიებას მათთვის, ვინც არასაკმარისად მონდომებით ლოცულობდა, იყენებდნენ მდუღარე წყალს, რომელსაც ასხავდნენ სახეზე და პირში. 200-ჯერ მდაბლად თავის დაკვრა იესოს ხატისთვის და ისევ მდუღარე წყლის შესხმა სახეზე.
სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეძენილი ჯაჭვებისგან ... ეს ხომ დაფიქსირებულია ოფიციალური განაჩენის ტექსტში, არა? პროკურორის აღმოშფოთება თანდათან იზრდებოდა იმისდა მიხედვით, როგორც კი აშკარავდებოდა სულ უფრო ახალი დეტალები, და ახლა უკვე 12 წელს მოითხოვდა მკაცრი რეჟიმის ციხეში ამ მონაზვნებისთვის, არა?
სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეძენილი ჯაჭვებისგან მართლმადიდებლურმა ფანატიკოსმა მონაზვნებმა გააკეთეს კონსტრუქცია 10 წლის გოგონების მისაჯაჭვად, რომლებიც ამხილეს მრუშობაში. გოგონებს აიძულებდნენ დაეძინათ შებოჭილი ხელებით, რომ ძილში არ ჰქონოდათ ერთმანეთთან ან საკუთარ სხეულთან მრუში შეხების მცდელობა.
პრაქტიკაში ასევე იყენებდნენ კიდევ ერთ უცნობ მეთოდს უმანკოებისათვის ბრძოლაში - ჭინჭრის ჩადებას ტრუსში. ერთი გოგო შემოაკვდათ ლოცვის დროს არასაკმარისი გულმოდგინეობის გამო, რითაც, ფაქტობრივად, ყველაფერი დაიწყო.
და, რა თქმა უნდა, არც დანილოვა, არც რწმუნებული ბავშვთა საკითხებში, არც მღვდლის ცოლი, მათგან არავინ არ იყო დარბაზში, არც ამ პროცესის გარშემო არაფერი არ გაშუქებულა, და არც არავინ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ როგორ ეპყრობიან ბავშვებს სხვა მართლმადიდებლურ თავშესაფრებში. ბავშვები ხომ, მართლაც, აბსოლუტურად უმწეონი არიან, ისინი აბსოლუტურად უმწეონი არიან, როგორც ემოციურად, ისე ქცევით. და აქ ისინი მთლიანად მათ ხელში არიან…
ვ. დიმარსკი― კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, სად მოხდა ეს ?
ა. ნევზოროვი― ეს მოხდა მოსეიცოვოში, პროცესი, ჩემი აზრით, მიმდინარეობს ან იაროსლავში ან დიდ როსტოვში. ყველა ვიდეომასალას, დეტალურ განაჩენს შეიძლება გაეცნოთ ბერის ბარანოვის საიტზე „რწმენის დაკარგვა“ (Расцерковление). და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არ იქნება გაცხადებული.
უნდა ითქვას, რომ ვიტებსკში, პარალელურად მიმდინარეობს მსგავსი პროცესი, მაგრამ პროცესი დიდი არ არის. იქ უბრალოდ მართლმადიდებელი დედაო აწამებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს უარის გამო დაეცვა მარხვა. მაგრამ დედაო განსაკუთრებით არ აწამებდა, - ძირითადად, აღრჩობდა და დღეში 20-ჯერ არტყმევინებდა მაგიდაზე თავს.
ვ. დიმარსკი― ცოტა ხნის წინ ხომ გახმაურდა კიდევ ერთი ამბავი, როდესაც კრძალავდნენ მკურნალობას.
ა. ნევზოროვი― დიახ. მაგრამ მოდით ახლა ამ ბნელ საქმეებს თავი დავანებოთ და გავიხსენოთ შესანიშნავი ლექსი „მას მოუტანეს ნეკნი, მაგრამ ის ნეკნი არ აღმოჩნდა“. აი ასეთი დაბნეულია.
ო. ჟურავლიოვა ― ეს ნევზორმა დაწერა, ალბათ.
ა. ნევზოროვი― საქმე იმაშია, რომ თურქმა არქეოლოგებმა, როგორც ისინი ირწმუნებიან, იპოვეს ე.წ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ნამდვილი საფლავი. ეს მოხდა დემრეში. და, შესაბამისად, ბარიში დაცული ე.წ. წმინდა ნაწილები - ყალბია. ამის შესახებ მართლმადიდებლებმა მომწერეს. ისინი რატომღაც ჩემთან ეძებენ დაცვას და დახმარებას.
ო. ჟურავლიოვა ― თურქი არქეოლოგებისგან, ალბათ.
ა. ნევზოროვი― არა-არა-არა. მე კი ვერთობი, როდესაც თვალს ვადევნებ, როგორ ემთხვევიან ძუძუმწოვრების სხეულისგან დარჩენილ ნაშთებს, და სხვა რიტუალებს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ძალიან სერიოზულად იღებენ, არა? და სკანდალიც იმაშია, რომ თუ არქეოლოგებმა ნამდვილად აღმოაჩინეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის საფლავი, მილიონობით ადამიანი, რომელიც რუსეთში ემთხვეოდა მის ნეკნს გასტროლების დროს, გასულელებული აღმოჩნდა, არა? რა უხერხულობაა! გაიხსენეთ, საპატიო ყარაულს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირები ემთხვიენ მას. და სავსებით შესაძლებელია, რომ ემთხვეოდნენ ღმერთმა უწყის რას. ჩვეულებრივი საზოგადოება კი სერიოზულად დაზარალდა, რადგან ისინი 11 საათი იდგნენ რიგში ღმერთმა იცის რის სანახავად, და არავინ იცის, თუ რას ემთხვეოდნენ.
ა. ნევზოროვი: მართლმადიდებლებს არ შეუძლიათ სიხარულის განცდა, მათ სურთ, რომ მათი კერპი მხეცურად მოკლან და დაანაწევრონ.
ახლა კი, ამ მორწმუნეებს სურთ (სკამიდან არ გადმოვარდეთ) სასამართლოში უჩივლონ ნეკნის ჩამოტანის ორგანიზატორებს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის.
ო. ჟურავლიოვა ― ეს კი ლამაზია.
ა. ნევზოროვი― მე, რა თქმა უნდა, მათ ვაშოშმინებ, როგორც შემიძლია, და ვარწმუნებ, რომ არაფერი საშინელი არ მომხდარა. იმიტომ, რომ გაიხსენეთ, როდესაც სამების სერგის ლავრაში უამრავი მომლოცველი ხალხის, კომისრების, ბერების თანდასწრებით გახსნეს წმინდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილები, იქ აღმოაჩინეს აგურები, ჩრჩილის მატლები, ბამბა, ქალის კოლგოტები, ფიქსატუარის „ბროკარის“ ბოთლები, არა? და ეს ყველაფერი დააფიქსირეს, ყველაფერი გადაიღეს კინოკამერაზე და ჩაატარეს შემოწმება და აღწერა. ამის შემდეგ ყველაფერი დაუბრუნეს საცავში და დალუქეს. და როგორც კი უშიშროების თანამშრომლები, ოპერატორები და კომისია გასცდა ტაძრის კარს, მორწმუნეებმა ისევ გააგრძელეს წმინდა ნაწილებისკენ სვლა და ემთხვეოდნენ მას, თუმცა, ...
ო. ჟურავლიოვა ― ეს ხომ რწმენის საკითხია, ალექსანდრ გლებოვიჩ.
ა. ნევზოროვი― დიახ.
ო. ჟურავლიოვა ― მთავარია ირწმუნო, რომ დაგეხმარება.
ა. ნევზოროვი― დიახ, მესმის, უბრალოდ ... მე, დაახლოებით, ამგვარად ვუხსნი იმ მართლმადიდებლებს, რომლებმაც მომწერეს და მთხოვენ რჩევას, როგორ გაუმკლავდნენ მათ, ვისაც მოაქვთ ყალბი წმინდა ნაწილები.
ზოგადად, მე ავუხსენი მათ, რომ ძალიან უცნაურია გაბრაზების დემონსტრირება. მე ისევ დავინახე რისხვა, რადგან ის ვერსია, რომლის მომხრეც მე ვარ და რომელსაც აქვს არსებობის აბსოლუტური უფლება, რომ ნიკოლოზ II ოჯახთან ერთად, სავარაუდოდ, გაიყვანეს რუსეთიდან, რადგან არ არსებობს არავითარი ნეშტი, არა?
მე განსაკუთრებით თქვენთვის, ოლენკა, დავაზუსტე ვინ არის იაპონელი გენეტიკოსი, რომელმაც ჩაატარა ეს გენეტიკური ექსპერტიზაა. იგი ქიტოდზატოს უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და მეცნიერების დეპარტამენტის დირექტორია და მოქმედებდა იმპერატორის ჰიროჰითოს უშუალო ბრძანებით, არა? ეს ის ადამიანია, რომელიც სხვა პირველ კლასელ გენეტიკოსებთან ერთად აცხადებს, რომ ყველა ამ ნეშტს არაფერი აქვ საერთო რომანოვებთან. თუ არ არსებობს ნეშტი, ალბათ, არც არავინ მოუკლავთ, და ყველაფერი ეს გამოგონილია.
რატომ? ამიხსენით, მიპასუხეთ, ოლენკა. თუ თეორიულად მართლმადიდებლები განიცდიან ასეთ ნაზ გრძნობებს ნიკოლოზ II-ის მიმართ, ისინი უნდა განიცდიდნენ დიდ სიხარულს იმ მოსაზრების გამო, რომ ის ოჯახთან ერთად გადარჩა, რომ მან დაასრულა სიცოცხლე თავის სავარძელში სადღაც მშვიდ ადგილას კომფორტულ პირობებში. მაგრამ მათ არ შეუძლიათ სიხარულის განცდა, თუ მათი კერპი მხეცურად არ მოკლეს, არ დაანაწევრეს, მჟავა არ გადაასხეს, არ გაატყავეს, არ დაწვეს. ყველაფრის ამის გარეშე ის მათთვის კერპი არ არის …
ვ. დიმარსკი― მაგრამ იცით, ალექსანდრ გლებოვიჩ…
ა. ნევზოროვი― ...საინტერესო არ არის. თქვენ შეგიძლიათ ამის ახსნა?
ვ. დიმარსკი― კარგი იქნება პასუხს თუ გასცემთ ამ კითხვაზე. აქ სასოწარკვეთილი მსმენელი გვეკითხება: „ალექსანდრ გლებოვიჩ, ეკლესიას აქვს რამე ნამდვილი?“
ა. ნევზოროვი― არა, ამჟამად მათ აქვთ ნამდვილი ანგარიშები ნამდვილ ბანკებში, ასე არ არის? მათი ბიზნესი, ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაგვაცოებს, როდესაც დეტალები გახდება ცნობილი, როდესაც გაჩნდება ამის შესახებ თავისუფლად ლაპარაკის შესაძლებლობა, და საუბარი მღვდელთა შემოსავლების შესახებ არ იქნება გათანაბრებული და არ ეწოდება მას მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა. მათი ანგარიშები რეალურად ნამდვილია.
მაგრამ, ნაწილობრივ, მე შემიძლია იმის ახსნა, თუ რატომ არ სჭირდებათ მათ ნიკოლოზი, რომელმაც თავისი სიცოცხლე ნორმალურად და კომფორტში დაასრულა, რატომ უნდათ, რომ ის იყოს სისხლიანი ბინძური ხორცი. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ეს ნეკროფილია ძალიან დამახასიათებელია ქრისტიანობისთვის, ხომ ასეა? ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობაში არსებობს აკრძალვა სიცილსა და იუმორზე, ღიმილზე, და რომ ლუკას სახარებაში, ჩემი აზრით, მე-6 თავში, 25-ე სტროფში ასე წერია: „ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით“, და რომ ეს ზოგადად ძალიან მაზოქისტურია, დაფუძნებულია ტანჯვაზე, სისხლზე, სახელმწიფო რელიგიაზე.
მაგალითად, იქ, სადაც თქვენ ხედავთ რუსულ ხატებს, თქვენ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რატომ არის ასე ცოტა შიშველი სხეული. აქ კი კანონია, და ამ კანონის თანახმად, სხეულის გაშიშვლება დასაშვებია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ის დაუძლურებულია ტანჯვის, ავადმყოფობის, მარხულობის გამო. და ზოგადად, მორწმუნე ვალდებულია, გაიზიაროს ქრისტეს მაზოქიზმი და ნაწილობრივ თავად გახდეს მაზოხისტი.
ა. ნევზოროვი: როდესაც სახელმწიფო ბინძური მონსტრია, ისტორიული ჭაობიდან ამოსული, მას თითის განძრევაც კი არ სურს.
ო. ჟურავლიოვა ― ეს ხომ ამქვეყნიური ხვედრია, რას ითხოვთ?
ა. ნევზოროვი― დიახ-დიახ-დიახ. მაგრამ ისინი…
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, შეიძლება გკითხოთ?
ა. ნევზოროვი― დიახ. დიახ, რა თქმა უნდა.
ო. ჟურავლიოვა ― საქმე იმაშია, რომ ჩვენთან… ოღონდ ვერ გამიგია, ეს დიდი სიხარულია, თუ დიდი გამოცანა? ჩვენი გადაცემები ხომ, მათ შორის თქვენთან ერთად, რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახურის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
ა. ნევზოროვი― დიახ. რა თქმა უნდა, დიახ.
ო. ჟურავლიოვა ― თქვენ არ ზღუდავთ თქვენ თავს, ხომ ასეა? ყოველთვის როგორღაც …
ა. ნევზოროვი― დიახ, მე იძულებული ვარ შევარჩიო სიტყვები და აზრებიც კი.
ო. ჟურავლიოვა ― დიახ, აბსოლუტური სიმართლეა. იმავდროულად, რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახურის პრესმდივანს და 2 თანამშრომელს ბრალი წაუყენეს თაღლითობის მუხლით. რა მოხდა? ზედამხედველობის სამსახურმა გადააჭარბა? თუ ყველაფერი კარგადაა?
ა. ნევზოროვი― არა, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახური ... არა, ეს ნორმალურია. და ფაქტობრივად, რატომ ხარ მოხელე, თუ ქრთამს არ აიღებ? თქვენ შეგიძლიათ, ოლია ამიხსნათ ეს ლოგიკა? ჩემთვის, მაგალითად, ეს არ არის საიდუმლო. სხვათა შორის, აქვე მინდა დავაზუსტო ნეკნების ამბორის საკითხი. შესანიშნავი ექსპერიმენტი ჩაატარა მოსკოვში სტუდენტმა დიზაინერმა, რომელმაც ეკლესიაში შეაგროვა ბაქტერიული სინჯი ხატებიდან, რომლებსაც ემთხვევიან, და აღმოაჩინა ... ძალიან კარგი გოგონაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, დილეტანტია. მან შეძლო გაეზარდა ...
ო. ჟურავლიოვა ― ის თავად აცხადებს, რომ დიზაინერია.
ა. ნევზოროვი― დიახ. მან შეძლო გაეზარდა და მოეხდინა მხოლოდ უმარტივესი, პრიმიტიული კულტურების ვიზუალიზაცია. ეს, ძირითადად, სტაფილოკოკებია, რომლებიც მან შეაგროვა ამ ხატებიდან, სტრეპტოკოკები და ლურჯი ჩირქოვანი ჩხირები. მათი გამრავლება პეტრის ტასებში ნამდვილად დიდი სიამოვნებაა - შეიძლება მთელი ბუჩქები გაიზარდოს, ამის ვიზუალიზაცია ნამდვილად არ არის ძალიან რთული. გასაგებია, რომ იქ ბევრად უფრო სერიოზული ინფექციების დიდი რაოდენობაა.
მაგრამ აღსანიშნავია მღვდლების რეაქცია, რომლებიც მაშინვე აღშფოთდნენ და მზად არიან ესეც ასევე გამოაცხადონ მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფად.
ვ. დიმარსკი― უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთი მსმენელი გვწერს: „რატომ არ შეიძლება, რომ წმინდა ნაწილები იყოს პლაცებო?“
ა. ნევზოროვი― გარკვეულწილად წმინდა ნაწილები ... , და მე განვაცხადე „ექოს“ წინა გადაცემაში იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ადამიანების შთაგონება, თუ რამდენად შეუძლია ამ ინდუცირებულ ფსიქოზს, რომლის ელემენტები არიან წმინდა ნაწილებიც, გამოიწვიოს განსაკუთრებული მდგომარეობა. დიახ, მართლაც, რა თქმა უნდა. მაგრამ, თქვენ იცით, არაყის პლაცებალური შესაძლებლობები ბევრად უფრო მაღალია. მე არ ვლაპარაკობ კონოიოიდების შესახებ, რომლებიც ზოგადად …
ო. ჟურავლიოვა ― რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახური, ალექსანდრ გლებოვიჩ! რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახური - ჯერ კიდევ ყველა თაღლითი არ დაუპატიმრებიათ. ასე რომ ფრთხილად იყავით.
ა. ნევზოროვი― მე ფრთხილად ვარ, და ამის რეკლამირებას არ ვაპირებ. მე უკვე დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ მაქსიმუმ, რის გაკეთებაც შეგვიძლია, მხოლოდ ფრჩხილების ჩვენებაა.
ო. ჟურავლიოვა ― სხვათა შორის, ზედამხედველობის შესახებ. თქვენთვის ცნობილია, რომ ბოლოს და ბოლოს, ცხოველების დამცველებმა მიაღწიეს სრულ დაცვას და სახელმწიფო დონეზე იქნება რეგისტრირებული ყველა ცხოველი? ყველა ცხოველი გაივლის ფასიან ჩიპირებას, რომ პატრონმა აღარ შეძლოს მათი უბრალოდ გადაყრა ან გამრავლება.
ვ. დიმარსკი― იმისათვის, რომ დარეგულირდეს ურთიერთობები პატრონსა და…
ა. ნევზოროვი― დიახ, ვიცი. მე უბრალოდ ვიცი, რა გიგანტური თანხა დაუჯდება მოსახლეობას მათი კატები, 3-დან 5 ათასამდე. ეს, მერწმუნეთ, პენსიონერებისთვის, ამ გაღატაკებული ხალხისთვის, რომლებიც გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ეს დიდი ფულია, სერიოზული და საგრძნობი.
რა თქმა უნდა, ეს უნამუსობა და ღორობაა, რადგან ეს სახელმწიფო უნდა ყოფილიყო თავისი მოქალაქეებისთვის ისეთი ფისუნია, რომელსაც ყურზე მოეფერებოდი და ბაფთას გაუკეთებდი. მაგრამ როდესაც სახელმწიფო ბინძური მონსტრია, დინოზავარი, ისტორიული ჭაობიდან ამოსული და მთლიანად მოცულია უაზრო დადგენილებებისა და წარმოუდგენელი აკრძალვების სიდამპლით და ლორწოთი, რა თქმა უნდა, მისი ყურზე მოფერების სურვილი არ ჩნდება და არც მასთან საქმიანი ურთიერთობის სურვილი. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის კატები... პირველ რიგში, ეს არის რაღაც საკრალური და განხილვას არ ექვემდებარება, ხომ ასეა?
სხვათა შორის, თავის დროზე მეც მქონდა სურვილი დამეწერა კატების კონსტიტუცია, და 400-ე პუნქტამდე მივედი. კატის კონსტიტუციის ყველა პუნქტის თანახმად, კატებისთვის ყველაფერი ნებადართულია. ნებისმიერ პუნქტში. კატისთვის ნებადართულია კარებში გაჩერება, სასეირნოდ წასვლა ან არწასვლა.
ვ. დიმარსკი― მიტინგის უფლება?
ა. ნევზოროვი― კატების ჩემი კონსტიტუციის თანახმად, კატებისთვის ყველაფერი ნებადართულია.
ვ. დიმარსკი― სიტყვის თავისუფლებაც.
ა. ნევზოროვი― აბსოლუტურად, დიახ.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, შეიძლება კიდევ ერთი კითხვა? როგორ ფიქრობთ, ჩიპირებული იქნება საჯაროდ დიდი თანხის საფასურად ის მშვენიერი ალაბაი, რომელიც პუტინს აჩუქეს? ამ შემთხვევაში ხომ შესაძლებელი იქნება ალაბაის ჩიპის დახმარებით თვალი ადევნო პრეზიდენტს. რას იტყვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახური?
ა. ნევზოროვი― არ ვიცი. თქვენ იცით, მე ვნახე ის პატარა ვიდეო. შემიძლია ვთქვა, რომ თურქმენებმა მცდელობა არ დაიშურეს და მოძებნეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად სუპერ ლეკვი. ის ნამდვილი დახმარდია, რაც ნიშნავს „10 კაცს“. ეს, მართლაც, ასეთი ძაღლებია. უნდა გვესმოდეს, რომ ალაბაიზე უკეთესი ძაღლი არ არსებობს.
ვ. დიმარსკი― თქვენ გყავთ სახლში მეგობარი?
ა. ნევზოროვი― მეც ალაბაი მყავს და გოგონა, რომელსაც ჰქვია …
ო. ჟურავლიოვა ― თქვენ გაქვთ საბაბი შეხვდეთ პუტინს გარკვეული დროის შემდეგ. ამ ნიადაგზე.
ა. ნევზოროვი― იცით, ეს ჯერ კიდევ არ არის საბაბი.
ო. ჟურავლიოვა ― სამწუხაროა, სამწუხარო.
ვ. დიმარსკი― ჩვენ გვეკითხებიან, რამდენი უნდა გადაიხადონ ყურძნის დიდი ლოკოკინის ჩიპირებისთვის?
ა. ნევზოროვი― ეს კარგი კითხვაა. მე მიყვარს „ექოს“ მსმენელები გონებამახვილობისთვის და რომ შეუძლიათ მოძებნონ საოცარი, ახალი და გაუგებარი კითხვები. მე მომწონს ეს.
ო. ჟურავლიოვა ― ისე, სხვათა შორის, გსმენიათ ამბავი?.. ყალბ ბურგერთან დაკავშირებით, ალბათ, გსმენიათ. ნეზნაიკას შესახებ მთვარეზე? ამბობენ, საშინელი ნაწარმოებია.
ა. ნევზოროვი― დიახ, დიახ, დიახ. მანამდე კი მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა ეფრემოვის მიმართ, რომელმაც უარი განაცხადა ყირიმში წასვლაზე და, რომელიც ამ თეატრალურ ხარბ, თავხედურ ტუსოვკაში მოექცა ... მოულოდნელად ცოტაოდენი გონივრულობის გამოჩენა, - ყოველთვის ძალიან საშიშია, ეს უდიდესი საქციელია. ეფრემოვმა ეს შეძლო (მიუხედავად მისი მოტივებისა).
ა. ნევზოროვი: ეს დაიჯერეს. პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა „ნეზნაიკას“ ციტირებისთვის არ გვეჩვენება რაღაც ველური
რაც შეეხება ნეზნაიკას, დიახ, ოლია, ეს ჯადოსნური ამბავია. ის მდგომარეობს იმაში, რომ ერთ-ერთი მოქალაქე სავარაუდოდ დაიბარეს უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში ან ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში იმისათვის, რომ მან მოახდინა პატარა ნაწილის ციტირება ნიკოლაი ნოსოვის წიგნიდან „ნეზნაიკა მთვარეზე“, სადაც ეწერა პოლიციელთა შესახებ.
დიახ, ეს აღმოჩნდა სიყალბე, გამოგონება. მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაიჯერა. ეს ფაქტს არავის შეუმოწმებია.
ანუ, თავად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესაძლებლობა წიგნის „ნეზნაიკა მთვარეზე“ ციტირებისთვის უკვე აღარ გვეჩვენება ველურია ან არარეალური. ეს ცხოვრების აბსოლუტური ნორმაა დღევანდელ რუსეთში. და, სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლები ხვალ მაინც გადაშლიან თავის ცხოვრებაში პირველ წიგნს. კარგია, რომ ეს იქნება „ნეზნაიკა მთვარეზე“. წაიკითხავენ და, მიუხედავად ამისა, მაინც პასუხისგებაში მისცემენ საბრალო ბლოგერს, რადგან ტექსტი წიგნში „ნეზნაიკა მთვარეზე“ უკიდურესად კრამოლურია, და ეს წიგნი ასევე შესატანია რომელიმე სიაში.
აი, ბიბლია, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებად…
ვ. დიმარსკი― დიახ, ისინი სახარების კითხვას დაიწყებენ.
ა. ნევზოროვი― დიახ. ...რომელიც ბევრად უფრო ნაკლებად შინაარსიანი და საინტერესოა, და ყურადსაღები წიგნია, ვიდრე ნეზნაიკას სახარება ან „ნეზნაიკა მთვარეზე“ (უკვე არ მახსოვს, ხომ ასეა?) „ნეზნაიკა მთვარეზე“. აი ბიბლია რატომღაც არ შეაქვთ ექსტრემისტული ლიტერატურის სიაში, თუმცა ბიბლია პირდაპირ ასწავლის სიძულვილს, მკვლელობას, გენოციდს და წამებას.
ო. ჟურავლიოვა ― ზოგადად, უკვე ყოფილა ყველა წმინდა წიგნის პასუხისგებაში მიცემის მცდელობა. მაგრამ საბოლოოდ აკრძალეს მათი შემოწმება ექსტრემიზმზე. დასასრულს, ერთი სიტყვა მაინც თქვით კიდევ ერთი ექსტრემისტის მისამართით. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან მალცევი დაუსწრებლად დააპატიმრეს ექსტრემიზმისთვის.
ა. ნევზოროვი― მე ვუსურვებდი მას თავიც დაუსწრებლად მოკვეთონ. და რომ ზოგადად ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლებოდა რომ მას შეხვედროდა, დაუსწრებლად მომხდარიყო. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. სამწუხაროდ, მას აქვს ნაკლოვანება ნაციონალიზმის სახით. ის არის უჭკვიანესი, მომხიბვლელი ადამიანი, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთის ამ პოლიტიკურ ოლიმპოზე მოძებნოს თავისი ადგილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმის აღძვრა პოლიტიკური მოტივით - ეს სოლიდური და ძლიერი წვლილია მომავალში, ეს არის გრანტი იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც დღეს დაზარალდა, მომავალში აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ადგილს პოლიტიკაში.
ო. ჟურავლიოვა ― თქვენ კონცეფციაში არის რაღაც ქრისტიანობიდან. დიდი მადლობა. ეს იყო „ნევზოროვის ოთხშაბათები“ ...
ა. ნევზოროვი― დიახ, მაინც შეძელით ჩემთვის კბილის გაკვრა.
ვ. დიმარსკი― დიახ, ვასრულებთ ჩვენ პროგრამას.
ო. ჟურავლიოვა ― (იცინის) დიახ. მადლობა. ვამთავრებთ ჩვენ პროგრამას. ვიტალი დიმარსკი, ალექსანდრ ნევზოროვი, ოლგა ჟურავლიობა. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ .
თარგმანი მ.ფ.ლ 10.20.17 (c)
სარედაქციო
ტექნიკური შეფერრხებაა
http://lib.ru/DPEOPLE/stiwen_hanter.txt_with-big-pictures.html#11 ДЕСТРУКТИВНЫЙ КОНТРОЛЬ СОЗНАНИЯ
this is extremely important. Creativity or divergent thinking is the most important form of thinking, its actually the goal of the whole journey of self awareness and individuation. if u can't think creatively u are in a mental prison and here is stated that a huge study found that it is slowly programmed out of the children by school. it's true because creative thinking is self referential and school and university programs the opposite. My most beloved Professor called me a divergent thinker, see link in comment..." D.H https://anewkindofhuman.com/creative-genius-divergent-thinking-test/
http://oddlife.ru/34143/

Юрий Нагибин, 1969 г., из дневниковых записей

oddlife.ru
Less
well known is the paradox of tolerance: Unlimited tolerance must lead
to the disappearance of tolerance. If we extend unlimited tolerance even
to those who are intolerant, if we are not prepared to defend a
tolerant society against the onslaught of
the intolerant, then the tolerant will be destroyed, and tolerance with
them. — In this formulation, I do not imply, for instance, that we
should always suppress the utterance of intolerant philosophies; as long
as we can counter them by rational argument and keep them in check by
public opinion, suppression would certainly be unwise. But we should
claim the right to suppress them if necessary even by force; for it may
easily turn out that they are not prepared to meet us on the level of
rational argument, but begin by denouncing all argument; they may forbid
their followers to listen to rational argument, because it is
deceptive, and teach them to answer arguments by the use of their fists
or pistols. We should therefore claim, in the name of tolerance, the
right not to tolerate the intolerant. We should claim that any movement
preaching intolerance places itself outside the law, and we should
consider incitement to intolerance and persecution as criminal, in the
same way as we should consider incitement to murder, or to kidnapping,
or to the revival of the slave trade, as criminal.”
― Karl R. Popper, The Open Society and Its Enemies

"Many
men have a glaring mental defect. The defect revolves around two
deficiencies, a lack of awareness of what's going on outside their mind
and a deficiency in critical thinking (thinking that can create new
communication). These deficiencies make men into puppets for bosses, but
it leads them to unhealthy minds and sexual misconduct. Without
awareness of our surroundings and critical thinking to
come up with creative speech in real-time, men cannot draw from their
surroundings and use it as a palette in creating new speech with women.
Instead, they use memorized lines and develop patterns of behavior where
they follow emotional impulses. This leads to sexual misconduct. Even
in explaining this now, many people don't know what it's like to have a
healthy mind that thinks differently (you only know how to think the way
you think). So, here I will attempt to show you how a healthy mind
thinks.
Example: You are talking to a lady in casual social setting. You find her attractive and would like to be intimate with her. So you give her an offer through your behavior without pressuring her, and you do it in a way that she is FREE to reject your offer. It starts with using your thought processes to create an interaction. With your mind, you create a swirl path in your mind's eye for your hand, you recall how to give a slow motion blink with one eye, and you identify the light source and where it will hit your eyes. Now that you have went through that thought process (real fast), you are ready to execute. In finishing saying something creative, you move your hand in a swirl, blink your left eye in slow motion while slowly looking up at her, and move back in the seat to where the light hits your eyes and gives the lady an experience of seeing you with your eyes gleaming (it makes you look magical to the woman).
Upon each one of these exchanges where you express your style and create an experience for the lady, the woman can appreciate your style and increase her flirting to show you her elevated interest in you. This process of increasing intimacy continues to where the two of you consensually decide to go somewhere to be more private.
There you go! Healthy interaction with females without the sexual misconduct. Now this is a skill that can be improved and advanced in level. Can we talk about this skill and what I said here? BTW: That process above is so easy that children can be taught how to do it. Bret Sterling

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised