понедельник, 9 октября 2017 г.

სულისმძრცველთა შეთქმულება .რუსული ანტისოციუმის ბუნების შესახებ .ფსიქოტერორი ფსიქოტროპული იარაღი

სულისმძრცველთა  შეთქმულება  .რუსული ანტისოციუმის ბუნების შესახებ   


ფსიქოტერორი  ფსიქოტროპული იარაღი



 Встречаются вождь индейцев и вождь папуасов. Вождь папуасов:
- А как у тебя еврейский вопрос решается?
- А очень просто: у меня евреев нет - и вопроса нет! А у тебя?
- А у меня плохо. Сколько я ни объясняю своему племени, что евреи такие же люди, как и мы, все равно: не едят!

Соборность и соворность




     როგორც მოგეხსენებათ, კორუფცია რუსული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ძნელად განკურნებადი დაავადებაა. შესაძლებელია მისი დამარცხება სამშობლოს აქტიური სიყვარულით? სამწუხაროდ, ხელისუფლების პატრიოტული დეკლარაციები უკვე დიდი ხანია აღიქმება, როგორც კორუფციის ერთგვარი საფარი. იულია ლატინინას თქმით, „ჩვენ მთავრობაში, პატრიოტიზმის სიდიდე ქურდობის პირდაპირ პროპორციულია...“
         თითქოს ეს საშინელი მხილებაა: რაც უფრო მეტს ჰპარავ ჩუმად სამშობლოს, მით უფრო მეტად ეფიცები მას ერთგულებას ყველას გასაგონად. მაგრამ სიტუაცია ბევრად უარესადაა: პარადოქსია, მაგრამ პატრიოტიზმი კორუფციის ნიღაბი არ არის, მისი სახეა. ვინც არ იპარავს, ის მისიანი არ არის. ქურდობა რუსეთში ლოიალობის ნიშანია, კანონის დაარღვევის მზადყოფნა მეგობრებისადმი ერთგულების გამო. სხვა საზოგადოებაში შესაძლებელი იქნებოდა პატიოსნად შრომა და იმის შიში არ გქონოდა, რომ ხვალ ციხეში აღმოჩნდებოდი. მაგრამ ეს კანონის მორჩილებას ნიშნავს, სამშობლო კი კანონზე უზენაესია. პატრიოტი მსხვერპლად სწირავს მას თავის ღირსებას, სახელს, უსაფრთხოებას, ყველაფერს, რაც ძვირფასია ადამიანის, ქურდული საძმოს, ურთიერთთავდებობისთვის. ეს ჯერ კიდევ არ არის საკმაოდ გააზრებული რწმენა - „საკუთარი რწმენა“.
       ერთ-ერთი პირველი, ვინც წერდა საბჭოურ-რუსული საზოგადოების, როგორც ანტისოციუმის, განსაკუთრებული წყობის შესახებ სტატიაში „მაფიოზურობის სოციოლოგია“ („ზნანიე - სილა“, 1993, №12), იყო ხელოვნებათმცოდნე და სოციოლოგი ლეონიდ ნევლერი. საკუთარი აზრები ელცინის ეპოქის დასაწყისშიც კი მას იმდენად თამამად მიაჩნდა, რომ თავისი სტატია გაასაღა, როგორც ამერიკელი სოციოლოგის ელა ნიულერის არარსებული წიგნის „მაფიოზურობის მიმართულებით“ რეფერატი. (უნდა აღიშნოს ლ.ნევლერისა და ელ. ნიულერის გვარის მსგავსება - ეს თითქმის პარონიმია). ნევლერ-ნიულერი წერს: „სოვეტოლოგის აზრით, სტალინმა შექმნა არა „გუნდური“, არამედ „მაფიოზური“ ეკონომიკა, ის ხვრეტდა და აპატიმრებდა ყველას, ვინც მოკლებული იყო არაგულწრფელობის უნარს. ... მან გადაიტანა ახალგაზრდობაში ათვისებული იატაკქვეშა ორგანიზაციის ყველა პრინციპი პოლიტიკურ და ეკონომიკურ მართვაზე. ... ყველა მუშაკს, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, არა მხოლოდ უფლება აქვს, არამედ იგი ვალდებულია დაარღვიოს კანონი, ჩაიდინოს სიყალბე, მიიღოს ნაქურდალიდან მისი წილი, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდში უცხოდ ჩათვლიან. <…> დანაშაულებრივი ურთიერთ მიმნებებლობა კანონის დარღვევისას, საერთო საიდუმლოების, თუ გნებავთ, საერთო დანაშაულის გაზიარება (რადგან ყველაფერი ისეა ორგანიზებული, რომ შეიძლება ყველას პასუხისგებაში მიცემა კანონსა და პრაქტიკას შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო) - სოციალური კონსოლიდაციისთვის უფრო ძლიერ საფუძველს წარმოადგენს, ვიდრე ის, რაც დემოკრატიული სტრუქტურებისთვისაა ცნობილი და გათვლილია მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის“.
      „მაფიოზურობის“ ან „კორუფციის“ ცნებები აღწერენ ნორმალური საზოგადოების დანაშაულებრივ ანომალიებს, ხოლო ანტისაზოგადოებაში ყველა აღნიშნული მოვლენა თავს იჩენს, როგორც ნორმა, როგორც დაუწერელი კანონი, „სწორი“ სოციალური ურთიერთობების საფუძველი. ნევლერ-ნიულერის კიდევ ერთი ზუსტი დაკვირვება: „დასავლურ ადამიანს სჯერა რაციონალურად შედგენილი ხელშეკრულების - რუსებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ხელშეკრულება, სავარაუდოდ, დაირღვევა ... როგორც ქურდულ სამყაროში ხელშეკრულება არ მოქმედებს, სანამ სისხლით არ იქნება გამყარებული, რუსი ბიზნესმენების გარიგებასაც თან ახლავს უცნაური რიტუალები, რომლებიც გვაგონებს ხალხურ წარმოდგენას აბანოში მოსახლე ეშმაკის შესახებ. თქვენ აუცილებლად წაგიყვანენ რომელიმე საიდუმლო ადგილას - ქალაქგარეთ სახლში, დახურულ რესტორანში, საუნაში. თუმცა, ბევრად უფრო მოსახერხებელია ჩვეულებრივ ოფისში შეხვედრა. მაგრამ არა, მათ იზიდავს მონადირის სახლი. ეს გარკვეული სახის ესთეტიკაა, რომელიც კიჩს ეშმაკეულობას უკავშირებს“.
       ეშმაკეულობა აქ შემთხვევით არ არის ნახსენები, რადგან ასეთ, თითქოს ინვერსიულ, მორალს აქვს თავისი ღრმა მისტიკური საფუძველი. ისინი ჯერ კიდევ რევოლუციამდე და სტალინამდე ჩამოყალიბდა, განსაკუთრებული საზოგადოებრივი გონება-განწყობილების ნიადაგზე, რომელსაც ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ა.ს. ხომიაკოვი (1804-1860), სლავიანოფილობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, უწოდებდა „სულიერ ერთობას“. ტერმინმა ადგილი დაიმკვიდრა რუსულ რელიგიურ-ფილოსოფიურ აზროვნებაში. ხომიაკოვი აკრიტიკებდა კათოლიკობას, რომელშიც სულიერი ერთობის იდეამ ხორცი შეისხა ვატიკანის უფლებამოსილების ქვეშ მყოფი ეკლესიის ორგანიზაციაში, დოგმატების სისტემასა და სამართლებრივ გადაწყვეტილებებში. ამავე დროს ხომიაკოვი ქრისტიანობის კიდევ ერთ დასავლურ განშტოებას, პროტესტანტიზმს აკრიტიკებს, სადაც ადამიანი თავისუფალია, როდესაც ღვთის წინაშე წარსდგება. კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმისგან განსხვავებით, მართლმადიდებლური სულიერი ერთობა არ მოქმედებს, როგორც ყველასთვის სავალდებულო კანონი და არც როგორც ღვთის პირადი რწმენა, არამედ როგორც ეკლესიის ყველა წევრის საიდუმლო კავშირი მათთვის საერთო სულისკვეთებით. „მისი არსი ყველა მისი წევრის სულისა და ცხოვრების თანხმობასა და ერთობაშია“. მართლმადიდებლური საზოგადოების წევრების მისტიკური ერთიანობა სულიერი თანაკუთვნილების გარკვეულ გამოცდილებას ეყრდნობა: თითოეული გრძნობს ყველას - და ყველა თითოეულს, როგორც საერთო ორგანიზმის უჯრედები, ერთად შედუღებული ინტუიციური ურთიერთგაგების და მათი ნაწილაკების თანამონაწილეობით.
    თანამხვეჭელთა დაუსჯელობა - ანტისაზოგადოების სულიერი ერთობაა. თუ „სულიერ ერთობას“ არ მართავს წესრიგი, კანონი, წმინდა წერილი, საეკლესიო ინსტიტუტები, და მართავს რაღაც უჩინარი ერთობა, საიდუმლოების ირგვლივ გაერთიანება, მაშინ ანტისაზოგადოებას მართავს ურთიერთთავდებობა, უკანონობაში თანაერთიანობა. სულიერი ერთობა დეგრადირებს თანამხვეჭელთა დაუსჯელობაში  სწორედ იმიტომ, რომ მას არ დაუწესეს ბარიერები არც კანონის სახით, რომელსაც პატივს სცემს საზოგადოება, არც მისი წევრების ინდივიდუალური თავისუფლების სახით. რუსეთის ისტორიის ყველაზე კეთილგანწყობილ და წარმატებულ პერიოდებშიც კი, სულიერი ერთობის იდეალს შეესაბამებოდა თანამხვეჭელთა დაუსჯელობის პრაქტიკა, რომელიც არაოფიციალურ სოციალურ კონსენსუს ედო საფუძვლად. ამას აღიარებდნენ უზენაესი მმართველებიც და გარკვეულ ნუგეშს პოულობდნენ იმაში, რომ თავად მათთვის ქურდობა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ეკატერინე II: „მე ისევე მპარავენ, როგორც სხვებს; მაგრამ ეს კარგი ნიშანია, და მიუთითებს იმაზე, რომ მოსაპარი არის“ (1775). ნიკოლოზ I-მა, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, რომელიც გაბრაზებული იყო ინვალიდებისთვის განკუთვნილი თანხების ქურდობის გამო, განაცხადა, რომ იცნობს მხოლოდ ერთ ადამიანს, ვინც არ იპარავს, და ეს თავად არის (1855). იმპერატორთა უახლოესი გარემოცვა არ შეიძლება არ ყოფილიყვნენ პატრიოტები: ისინი მართავდნენ რუსეთს, იბრძოდნენ რუსეთისთვის, მზად იყვნენ სიცოცხლე გაეწირათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ უშლიდა ქურდობას, არამედ პირიქით, თითქოს აკავშირებდა მათ ერთმანეთთან. მხოლოდ იმპერატორს არ შეეძლო ქურდობა, რადგან,  ფაქტობრივად, ის იყო ყველაფრის მფლობელი.
      რელიგიურად გამართლებული კანონის უგულებელყოფა, თუნდაც კურთხეულის, რუსეთის უძველეს სულიერ ტრადიციებს ეკუთვნის. ძველი რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, მიტროპოლიტ ილარიონის (სერ. 11.) „სიტყვა კანონსა და მადლზე“ ქადაგებს კანონის უმნიშვნელობას ყოვლისშემძლე მადლის ზემოქმედებასთან შედარებით. ასეთი შეპირისპირება, თავისთავად საკმაოდ რუტინულ ქრისტიანულ თეოლოგიაში, ამ შემთხვევაში იძენს განსაკუთრებით თვალსაჩინო, დემონსტრაციულ მნიშვნელობასაც კი. თავად ილარიონს, კიევის სლავური წარმოშობის პირველ მიტროპოლიტს, დიდმა მთავარმა იაროსლავმა ეს მაღალი წოდება უბოძა საეკლესიო წესდების და კანონის მიუხედავად. ნებართვა არ თხოვეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რომელსაც კიევის მიტროპოლია რუსეთის ნათლობის დროიდან ეკუთვნოდა. ამრიგად, ეს კანონის ნამდვილ გამოწვევად იქცა, რამაც შექმნა „მადლი“-ს პოლიტიკური უპირატესობის პრეცედენტი, ამ შემთხვევაში დიდი მთავარის კეთილგანწყობის (ან თვითნებობის) ფორმით.
       ანტისოციუმი - რთული რიტუალური სისტემაა, სადაც ადგილი აქვს არა მხოლოდ შიშსა და ტერორს, არამედ სიცილსა და სარკაზმს. კანონებს იმიტომ იღებენ, რომ ყველამ შეძლოს ცოტ-ცოტა მათი დარღვევა, აბუჩად აგდება, მაგრამ, ამავე დროს, ყველას ჰქონდეთ ხელისუფლების შიში, რომელიც კანონზე უფრო მაღლა დგას, არ არის ანგარიშვალდებული და მიუწვდომელია. როგორც ჩანს, სოციალური სიღარიბის და სიმდიდრის არათანაბარი განაწილება განსაზღვრავს ამგვარი გაორების ეფექტურობას ანტისოციუმში. გადარჩენისთვის ყველამ უნდა რაღაც უკანონო უნდა ჩაიდინოს და, შესაბამისად, - გააცნობიეროს თავისი დანაშაული და დასჯადობა. ოფიციალური კანონები იქმნება მაქსიმალურად მკაცრი იმიტომ, რომ მათი სრულად დაცვა შეუძლებელი ყოფილიყო, რომ ყველას ჰქონოდა შეწყალების და არა კანონის იმედი. ანტისოციუმი დამნაშავე ადამიანთა საზოგადოებაა, რომლებიც ერთმანეთს ჰპარავენ და ერთმანეთს უთანხმდებიან ამის საიდუმლოდ შენახვაზე. აქ არ შეიძლება იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულები, მართალნი, უმწიკვლონი, ყველას თავისი იარლიყი აქვს, ყველაზე არსებობს თუნდაც მცირე კომპრომატი. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა: თუ შიშს დაკარგავ, ბევრს მოიპარავ და გამოგიჭერენ, -  ციხეში აღმოჩნდები. ხოლო თუ მოისურვებ იყო პატიოსანი და ამაყი, უშიშრად გაუსწორო თვალი კანონს, - შენი ხვედრად გექნება სავალალო არსებობა და მოგიწევს სამათხოვროდ კარდაკარ სიარული. ამიტომ გიხდება არჩევანის გაკეთება ციხესა და კარდაკარ სიარულს შორის.
      შეიძლება ანტისოციუმში უარყოფითი ინიცირების მრავალი დიდი და პატარა მაგალითის მოყვანა, მათ შორის ლიტერატურულის და ანეკდოტურის. ვენედიქტ ეროფეევს „მოსკოვ-პეტუშკებში“ აქვს სცენა, სადაც ამხანაგები საყვედურობენ ვენიას, რომ მათთან ერთად ერთხელაც არ წასულა საპირფარეშოში. სისუფთავისადმი სიყვარულით ის თითქოს გამოხატავდა მათ მიმართ ზიზღს.  „გამოდის რომ, ჩვენზე უკეთესი ხარ! ჩვენ ბინძური ცხოველები ვართ, შენ კი - წმინდანი!.. ... მაშინ, ადექი და წადი. ყველამ ვნახოთ, რომ წახვედი. ნუ დაგვამცირებ და დაგვტანჯავ. <...> ავდექი და წამოვედი. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ საკუთარი თავისთვის შვება მომეტანა, არამედ მათთვის“. კარგი მეგობარი რომ გახდე, ვენიამ აუცილებლად თავი უნდა „შეირცხვინოს“. სავალდებულო არ არის სისხლი დაღვაროს, როგორც  დოსტოევსკის რომანში „ეშმაკნი“, სადაც მოკლული შატოვის სისხლმა გაამტკიცა რევოლუციური ხუთეულის ძმობა, საკმარისი იქნება ყველას თვალწინ მოშარდვა, რადგან მხოლოდ  უწესო საქციელი, „გადალახვა“ საფუძველს უქმნის ნამდვილ ამხანაგობას. ამის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი  სოჭში, რასაც მოჰყვა დოპინგ სკანდალები, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აუწყა სპორტული ანტისოციუმის მაგალითი.
       ზოია კოსმოდემიანსკაიას გმირობა გამოიხატა იმაში, რომ მან გადაწვა გლეხების ქოხები და ცხენები და პრაქტიკულად მტრისთვის ზიანი არ მიუყენებია. მატროსოვმა ჩაიდინა გმირობა 1943 წლის 23 თებერვალს, თუმცა ფრონტზე აღმოჩნდა მხოლოდ 25 თებერვალს; თავის „მშობლიურ“ დნეპროპეტროვსკში არასოდეს ყოფილა; ახალგაზრდობა გაატარა რეჟიმის კოლონიებში; და მისი ნამდვილი სახელი შაკირიანი იუნუსოვიჩ მუხამედიანოვი იყო. ახალგაზრდა გვარდიელებთან დაკავშირებით სრული კონფუზი აღმოჩნდა, რაც, როგორც ვარაუდობენ, ფადეევის თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
      და ჩნდება კითხვა: ნუთუ მთელი ამ წლების განმავლობაში არ ყოფილან ნამდვილი გმირები ღირსეული წარსულით, მაღალი ზნეობრივი სულით, დიდი პირადი შინაარსით, რომლებიც შეგნებულად შესწირავდნენ თავს სამშობლოს? რა თქმა უნდა, იყვნენ. მაშინ რატომ დასჭირდა პროპაგანდას სიყალბე, როდესაც შეიძლებოდა რეალობაზე დაყრდნობა? როგორც ჩანს, სიცრუე ემსახურება იგივე მიზნებს, როგორც ქურდობა, უფრო საიმედოდ აკავშირებს ერთმანეთთან ანტისაზოგადოების წევრებს მცდარი მითისადმი ერთგულებაში. სხვათა შორის, „ქურდი“ («вор» ) და „ტყუილი“ («врать»), მ. ფასმერის თქმით, ერთი ფესვიდან მოდის. ვინც არ ცრუობს ან არ სჯერა ტყუილის, ის თავისიანი არ არის.
     ის ფაქტი, რომ რუსეთი ყოველთვის თავის პოზიციას გამოხატავს მტრული სამყაროს მიმართ და მიაჩნია, რომ თითქოს მტრებით არის გარშემორტყმული: „ერეტიკოსებით“, „ჰეტეროდოქსებით“, „ურჯულოებით“, „ებრაელი მასონებით“, „კაპიტალისტებით“, „ანტიკომუნისტებით“, „ანტისაბჭოელებით“, „რუსოფობებით“ - ასევე  ინვერტაციის დამადასტურებელია. მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავად ვართ მთელი სამყაროს წინააღმდეგ. ინვერტირული სამყარო ყველაფერს აღიქვამს, როგორც ინვერტირებულს.
      პოსტსაბჭოთა და განსაკუთრებით პოსტყირიმულმა სიტუაციამ ბევრი რამ ნათელჰყო რუსეთის ისტორიასა და რუსეთის სოციუმის ბუნებაში. ცხადი გახდა, რომ საქმე მარქსიზმში არ იყო, არც სოციალიზმსა და კომუნიზმში, თუმცა თითქოს მათგან დაიწყო რუსეთის ჩათრევა ანტისამყაროში. ისეთი განზოგადებული ტერმინები, როგორიცაა „ტოტალიტარიზმი“ ან „იდეოკრატია“, რომლებიც გამოიყენება კომუნიზმთან - საბჭოთა ან ჩინური, გერმანიისა და იტალიის ნაცისტური და ფაშისტური რეჟიმებთან მიმართებაში, ასევე არ გამოდგება, რადგან ისინი აძლევენ მოვლენას არსის მნიშვნელობას. ერთპარტიული სახელმწიფო რომ მთლიანად იმორჩილებს საზოგადოების ცხოვრებას, ექსპროპრიაციას უწევს კერძო საკუთრებას, აყალიბებს მმართველ იდეოლოგიას და სჯის სავალდებულო აზრთა წყობისგან მცირედი გადახრის გამო, ყველაფერი ეს უფრო ღრმა ფენომენის მეორადი ნიშნებია: „ცრუ საზოგადოების“, სოციუმის სტრუქტურული რევერსიის. ასეთი საზოგადოება იქმნება არა კანონის დაცვით, არამედ მისგან შეთანხმებული გადახვევით. ანტისოციალურობის შექმნის ბერკეტია „რევოლუციური პარტია“ როგორც ყველა არსებული კანონის უარყოფის მოდელი.
     „ბოლშევიკურმა რევოლუციამ“ ახალი, ძლიერი იმპულსი მისცა „ანტისოციუმს“, რომელმაც შედეგად მოიპოვა ოფიციალური, იდეოლოგიური საფუძველი და დაიწყო დიდი საზოგადოების შენება „პარტიის“ მოდელის შესაბამისად. უკანონობა, რომელსაც ეწოდება „რევოლუციური კანონიერება“, ამ საზოგადოებას სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი. „თუ ის [საუკუნე] გეტყვის: „იცრუე“, - იცრუე. თუ ის გეტყვის: „მოკალი“ - მოკალი“ (ე ბაგრიცკი). ახლა ადამიანს, რომელიც გახდა თავისი „საუკუნის“ სახე, არაფერი აკავშირებს ცივილიზაციასთან, რომლის კანონების თანახმად ის დამნაშავეა. ახლა იგი მთლიანად ეკუთვნის მეგობრების ახალ წრეს, რომელთანაც იგი დაკავშირებულია ურთიერთთავდებობით და ქურდული ურთიერთდახმარებით. როდესაც კომუნიზმმა, ტოტალიტარიზმმა, იდეოკრატიამ კრახი განიცადეს და საბჭოთა კავშირი დაიშალა, ანტისოციუმი გადარჩა და მისი სისტემურ უკანონობაზე დაფუძნებული სტრუქტურაც იგივე დარჩა. ანტისოციუმს სავსებით შეუძლია არსებობა ტოტალიტარიზმის, კომუნიზმის, ინტერნაციონალის, მარქსიზმის გარეშე (რომელიც აღმოჩნდა მხოლოდ მოხერხებული საყრდენი გადატრიალებისთვის, ანტისოციუმის იდეური გამართლების კლასობრივი ბრძოლის ამოცანებით). მაგრამ მას არ შეუძლია არსებობა დანაშაულის გარეშე, რომელშიც მონაწილეობა ადასტურებს ამხანაგეთა წრის ერთგულებას.
        ამიტომაც, როგორი საშინელიც არ უნდა იყოს „კორუფცია“ ან „მაფიოზურობა“, ეს მხოლოდ ევფემიზმია, რომელიც მალავს სულიერი ერთობის - თანამხვეჭელთა დაუსჯელობის გაცილებით უფრო ღრმა საიდუმლოებას, როგორც ანტისაზოგადოების საფუძველისა. საზოგადოებას შეუძლია წარმატებით ებრძოლოს კორუფციას ან კანონის სხვა დარღვევებს, მაგრამ თუ შეუძლია ანტისაზოგადოებას  საკუთარი თავის ინვეტრაცია, საკუთარი ბუნების დაძლევა?

სსრკ და რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში საუკეთესო გულაგია, აქ ყველაზე მასობრივი მკვლელობები და დაპატიმრებებია, ყველაზე მეომარი და დესტრუქციული მასობრივი ათეიზმი, უზარმაზარი ტერიტორიების ოკუპაცია, ადამიანის და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვა, კორუფციის ყველაზე განშტოებული სახელმწიფო სისტემა,  ყველაზე დიდი ქურდობა, მოსახლეობის ყველაზე სწრაფი დეგრადაცია და გადაშენება... საბჭოთა ანტისოციუმის მწვერვალზე სოციალიზმის მსოფლიო სისტემაა, მან მოიცვა მსოფლიოს მესამედი. და დღემდე არსებობენ მისი გამონაზარდები: ჩრდილოეთ  კორეა, არაბული სოციალიზმი, ავღანეთი ...
რუსული სულიერების შესახებ მე დავწერე სტატიაში „პირველი დღის სულიერება“ (1997).  ერთი აბზაცის ციტირებას მოვახდენ:

„რუსული სულიერება იყო და რჩება სამყაროს შექმნის პირველი დღის სულიერებად, როდესაც სული ბნელი უსასრულო წყლის სივრცეზე დაჰქროდა. „მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ“ (დაბადება 1: 2). უფსკრულს ჯერ კიდევ არ მიუღია სული, როგორც განცალკევებისა და ფორმის პრინციპი, არ დაყოფილა სინათლესა და წყვდიადზე, ხმელეთსა და წყალზე ... აქედან გამომდინარეობს ისეთი დამახასიათებელი რუსული თვისებები „უფსკრულზე ნავარდისა“, როგორიცაა გაბედულობა და სევდა, სწრაფვა და მიყუჩვა,  ჭმუნვა დამღუპველი სიცარიელისა და სამყაროს შექმნის უსასრულო ამოცანების გამო. ეს არის სული მსოფლიოს მატერიის გაფორმებამდე - ჯერ კიდევ მშფოთვარე, მრისხანედ ანავარდებული, რომელიც ეფინება ბნელ უფსკრულს, მერყევ წყლის სტიქიას. ასეთ სულიერ მდგომარეობაშია აღბეჭდილი რუსეთი, სადაც, თითქოს ჯერ კიდევ არ აღსრულებულა სამყაროს შექმნა. აქ სული, რომელიც ჯერ არ გახარჯულა ნივთიერებათა დაყოფაში, უფრო მეტად ძლიერი და მრისხანეა, არ აქვს მიღებული „ფორმა“,  როგორც თავად უსაზღვრო ვაკეს, სადაც, გოგოლის თქმით, „ყველაფერი ღია და უკაცრიელია ... არაფერი არ აცდუნებს და არ ხიბლავს თვალს“. და შემდეგ: „მაგრამ რა გაუგებარი, იდუმალი ძალა იზიდავს შენსკენ?“ ამ გაუგებარ და საიდუმლო ძალაშია ის სული, რომელსაც ჯერ კიდევ არაფერი შეუქმნია და არც  თავად ჩამოყალიბებულა, მაგრამ, როგორც ფრინველი, როგორც  უსაწყისო სიტყვა-სიმღერა, ნავარდობს უფსკრულზე.
დიახ, ბევრმა ერმა მიაღწია შექმნის მომდევნო დღეებს, როდესაც სული განსახიერდა უფრო მკაფიო, პოზიტიურ ფორმებში, მათ შორის ადამიანში. მაგრამ რუსულ სულში, ჩემი აზრით, მთავარია სწორედ  „უფსკრულზე ნავარდი“. და სულიერი ერთობა-თანამხვეჭელთა დაუსჯელობა  ერთმორწმუნე ერთსულოვანი მძარცველობა - ამ უფსკრულის  ერთ-ერთი გამოვლინებაა“. "

Соборность и соворность


М 
სარედაქციო  თარგმანი
(C)

08.10 .2017

https://iphlib.ru/greenstone3/library/collection/newphilenc/document/HASH0178cc6530a5c64973161178
.Бердяев указывает на непереводимость понятия соборности на другие языки и для западного его усвоения вводит термин «коммюнотарность» (от франц. commune – община, коммуна). Соборность он признает существенно русской идеей и близость к ней находит лишь у немногих мыслителей Запада. В русском коммунизме, по Бердяеву, восторжествовал вместо духовной соборности безликий коллективизм, который был деформацией русской идеи. Г.В.Флоровский в утопическом и не утопическом социализме в России усматривает «подсознательную и заблудившуюся жажду соборности» («Философы русского послеоктябрьского зарубежья». М., 1990, с. 339).


 Psychic Dictatorship Психическая диктатура  психотропный террор  ПСИ-ТЕРРОР

Bombing minds rather than bodies is the warfare
 

 Psychic Dictatorship
Consumertronics psychotronics, consciousness control
Uses and abuses of subliminal technology for mind control behavior modification, brain washing


Грядет техногенный   апокалипсис.   Для сохранения  человечества и  планеты  сегодня  крайне востребован   Нюрнберг-2,  который  осудит и прекратит проведение преступных опытов  над людьми и природой.

   Проведение  преступных опытов на людях   с использованием   пси-технологий или нелетального оружия (оружия массового поражения), «осуществляемое любой организацией, не ограничиваясь международными организациями, национальными правительствами, спецслужбами, частными юридическими и физическими лицами, следует рассматривать, как геноцид, как военное преступления против человечества».                          «Все  процессы, связанные с психофизическими манипуляциями над людьми, должны находиться под строгим контролем государства, причем любой страны мира, поэтому международное сотрудничество в этой сфере крайне необходимо, особенно в международном праве,  предусматривающим как защиту  людей от всех видов «психотронного террора» ,   так  и уголовную ответственность любых    пси-террористов, психотронных  агрессоров,   посягнувших на жизнь и здоровье любого человека»

 Немцам повезло, что при Гитлере существовала анти-фашистская коалиция. Сегодня надо работать над созданием подобной коалиция против чекистско- фашистского Мордора И тогда станем свободной"

http://www.cornelius.ru/GB/viewsm.php?id=218960

https://www.directmedia.ru/bookview_220628_1993_12/
















"არა ცილი სწამო"  იგივეა რაც , "არა კაც ჰკლა"

 კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს... როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე ქრება."

თეოდორ დოსტოევსკი



 https://www.globalresearch.ca/on-the-need-for-new-criteria-of-diagnosis-of-psychosis-in-the-light-of-mind-invasive-technology/7123

All manner of trickery can be had once a person assimilates to the idea of God. Belief in higher powers, especially Abrahamic religion higher powers opens all kinds of doorways for remote influencing technologies.
Them paradigms are in all 3 Abrahamic religions in a very clear fashion, and all 3 have lead to the deaths of non-believers throughout history in a fashion that speaks towards an act of eugenics and truth suppression.... Creation of a dependency on something other than yourself ...Abrahamic religions have been used to wipe out potent critical thinkers and their bloodlines (Assassination by the Church or the religiously deceived) past followers of Christianity were incredibly guilty of crimes against humanity on a daily basis ..Abrahamic religions are used to suppress societal changing truth[9]
The God Spell: Humanity has been conditioned to look up to a higher power when it comes to world change
l: God mythology created to serve agendas
: Strategic persuasion of people to rely on a higher power so the hidden hand can comfortably and covertly control the world
Highest power possible in existence to impersonate
Killing for God - God as a justification for killing
Imposters of God - Evil “representatives of God”
Framing of historical human beings as Gods (e.g. Jesus, Buddha, etc)
: Reliance on God weaponized as a form of apathy & societal control
Praying for things instead of taking action
Saviorship model to promote apathy and thwart opposition
Evil powers using the constructs related to God as a vector of covert psychological direction & behavioral control
: What I call the dark law of attraction, when one assimilates to false ideologies also known as controlled opposition they are rewarded by the electronic control grid
l: Remote influencing technologies masquerading as God
: Remote influencing technologies masquerading as the Holy Spirit
l: Remote influencing technologies masquerading as Jesus
It appears immutably impossible to prove that God exists or not either way, to me this supports non-existence

Evil Being : "How can we get good people to kill other good people?”
Evil Being "Give them nonsensical mythology on God.”


http://www.religiondebunked.com/2017/05/abrahamic-religions-debunked-mind-viruses-religious-prisons.html 

On the Need for New Criteria of Diagnosis of Psychosis in the Light of Mind Invasive Technology

https://www.amazon.com/Technocracy-Rising-Trojan-Global-Transformation/dp/0986373907/ref=pd_sim_14_7?_encoding=UTF8&psc=1&refRID=JV9ZVC1MQ9PDG5F8XRR6 


http://www.urbandictionary.com/define.php?term=Credophile 

http://marsvenuss.ru/6-grandiozny-h-illyuzij-tsivilizatsii-iz-za-kotory-h-90-iz-nas-raby-iz-matritsy/ 


НЕТ БОЛЕЕ БЛАГОРОДНОЙ ДЕЯТЕЛЬНОСТИ, ЧЕМ МИРОТВОРЧЕСТВО
Хочу коснуться крайне деликатного и сложного вопроса выслушивания так называемых взаимоосуждений или обид.
В принципе, конечно, всякое злословие должно быть осуждено, но руководитель должен знать все извилины мышления своих учеников.
Часто, давая возможность ученику или члену группы излить накопившуюся обиду, мы тем самым помогаем ему разрядить вредную энергию.
Нет ничего опаснее затаённой обиды или злобы.
Как сказано: «Выслушайте и не осуждайте. Часто, именно, истечение яда освобождает человека для нового пути.
Учение подаёт помощь не отрицанием, но привлечением».
— Так можно осторожными касаниями внести порядок в неуравновешенное мышление.
Главное не поддакивать, но выяснять по большей части неосновательные обиды и заподазривания наговоров. Задание или, как я люблю это называть, искусство творить отношения с людьми и среди людей есть величайшее из всех искусств.
Нет более благородной деятельности, нежели миротворчество, но она и самая тягостная и самая трудная.
Моя жизнь так сложилась, что с самых ранних лет все окружающие приходили ко мне со всеми своими переживаниями, обидами и за разрешением спорных вопросов; и почти всегда мне удавалось рассеивать основательные и неосновательные обиды.
При этом я всегда старалась припомнить всё то хорошее, что мне приходилось слышать об обиженном именно из уст обвиняемого им сейчас.
Этот примитивный метод почти всегда давал самые лучшие результаты.
Люди так часто произносят самые ужасные определительные, не только совершенно не вдумываясь в значение их, но тут же забывая, что они произнесли их. Выслушиванием этих обид мы многое можем уяснить и часто даже вложить новое понимание в сознание обратившихся к нам.
Ужасно судачество между сотрудниками ради судачества, но в задачу руководителя должно входить умение разграничить, где налицо просто низкое, невежественное судачество, а где нечто более серьёзное и требующее его сердечного вмешательства.
Ведь исповеди тоже возникли от потребности души излить все накопившиеся в ней энергии, задерживающие её восхождение.
Пусть лучше изливают их перед руководителем, нежели на стороне.
Знаю по опыту, как неимоверно трудно руководить людьми и какие разные методы приходится применять, сообразуясь с состоянием сознания и характером каждого.
Но в большинстве случаев дружелюбие и сердечная теплота дают наилучшие результаты.
Так не бойтесь выслушивать, с Вашей стороны это не будет поощрением сплетен и злословия, но лишь операцией, оздоровлением мышления доверившихся Вам, ибо во многих случаях Вы найдёте и нужное разъяснение и тёплое ободряющее слово, а когда нужно и суровое указание.
18. 4. 35
Из письма Е.И. Рерих
Том I: 1929–1935

http://korysno.pro/noam-homskij-10-sposobov-upravleniya-massami/


Enemy warfare tactics :
he point of the program is to have
maximum psychological effect and
leave the minimal amount of evidence.[4]”

Behavioral change is at the root of the PSYOP mission.[1][
"
In order to waste the enemy's time and resources, you release false or misleading research knowledge that has little scientific basis. Those ideas catch on and more people go down that path following 'the white rabbit' to the Mad Hatter's tea party where they then share jibberish." ~

An idea behind using cover stories, such as religious or new age, is to encapsulate the opposition into a state of inability to identify the real perpetrators.” Even the best resources, human and material, however superbly coordinated, cannot consummate a successful operation if the overall aim of the total force and it’s momentum are off target." ~The Art of War by Sun Tzu, Page 363


They know how to manipulate conclusions

If they see too much power and originality coming out of someone, they either use it
and siphon it or they undermine it in order to neutralize it.” 


People who have already assimilated the cover stories
are often not ready to hear the truth


No matter how paranoid or conspiracy-minded you are, what they are  actually doing is worse than you imagine

=========
All my publications are  dedicated to my muse E.M who was caged  and psy- drugged by cult gang.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised