четверг, 26 октября 2017 г.

ნოამ ჰომსკი: მასების მართვის 10 მეთოდი


ნოამ ჰომსკი: მასების მართვის 10 მეთოდი

 ნოამ ჰომსკი —მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ენათმეცნიერების პროფესორი, ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, წიგნების ავტორი და პოლიტოლოგი, რომელმაც შეადგინა „მანიპულირების 10 მეთოდის“ სია მასმედიის საშუალებების გამოყენებით.

ადამიანის ქცევის მართვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. მართალია, უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს ქმნიან მისი მოქალაქეები საკუთარ ინტერესთა შეთანხმების მიზნით, მაგრამ სახელმწიფოს ან პოლიტიკურ ხელისუფლებას გააჩნიათ მათი საკუთარი ინტერესები და მათი პრიორიტეტული ამოცანა ხდება იმ ადამიანების მართვა, რომლებმაც აირჩიეს ისინი და რომლებიც არჩენენ ტრივიალური თვითგადარჩენის მიზნით.
თუ ადამიანები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას არსებული პოლიტიკით, რომელიც მმართველი ელიტის და მათი ნდობით აღჭურვილი პირების ვიწრო კორპორატიულ ინტერესებს ემსახურება, მაშინ ხალხის წინააღმდეგ ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ამას შეიძლება მხოლოდ პროპაგანდით დაუპირისპირდე, რომლის ინსტრუმენტია მასმედია.

მეთოდი №1
ყურადღების გადატანა
საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტია ადამიანების ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი პრობლებემის, პოლიტიკური და ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან საინფორმაციო სივრცეზე, მისი ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტყობინებებით მუდმივად შევსების გზით. ყურადღების გადატანის ხერხი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოქალაქეებს არ მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მნიშვნელოვანი ცოდნა თანამედროვე ფილოსოფიური მიმდინარეობების, მოწინავე მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეირობიოლოგიის და კიბერნეტიკის სფეროში. ამის სანაცვლოდ, საინფორმაციო სივრცე ივსება სპორტის, შოუ-ბიზნესის, მისტიკის შესახებ და სხვა საინფორმაციო  ცნობებით, რომელიც ეფუძნება ადამიანის რელიქტურ ინსტიქტებს ეროტიკიდან უხეშ პორნოგრაფიამდე და საპნის საყოფაცხოვრებო სიუჟეტებიდან დაწყებული და სწრაფი და იოლი გამორჩენის საეჭვო ხერხებით დამთავრებული.
 „...მოქალაქეთა ყურადღების მუდმივად გადატანა რეალური სოციალური პრობლემებისგან, მათი გადართვა რეალურ მნიშვნელობას მოკლებულ თემებზე. იმის მიღწევა, რომ მოქალაქეები მუდმივად იყვნენ რაღაცით დაკავებულნი და არ დარჩეთ დრო ფიქრისათვის; მინდორიდან  - ბაკამდე, ცხოველების მსგავსად“ (ნ. ხომსკი. ციტატა წიგნიდან „ჩუმი იარაღი მშვიდი ომისთვის“).

მეთოდი №2
 პრობლემების შექმნა, და შემდეგ მათი გადაწყვეტის საშუალებების შეთავაზება
ამ მეთოდს ასევე ეწოდება „პრობლემა-რეაქცია-გადაწყვეტა“. იქმნება პრობლემა, გარკვეული ტიპის „სიტუაცია“, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში გარკვეული რეაქციის გამოწვევას, რათა მან თავად მოითხოვოს ზომების მიღება, რომლებიც აუცილებელია მმართველი წრეებისათვის. მაგალითად, ქალაქებში ძალადობის დაშვება ან სისხლიანი ტერაქტების ორგანიზება, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ კანონების მიღება უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად და ისეთი პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც შეზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებას.
        ან გამოიწვიონ გარკვეული ეკონომიკური, ტერორისტული თუ ტექნოგენური კრიზისი, რათა აიძულონ ადამიანები გააზრებულად მიიღონ ზომები მისი შედეგების აღმოსაფხვრელად,  როგორც „აუცილებელი ბოროტების“, თუნდაც მათი სოციალური უფლებების დარღვევის ხარჯზე. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კრიზისი თავად არ წარმოიქმნება.
მეთოდი №3
თანდათანობით გამოყენების მეთოდი
რათა მიაღწიოთ ნებისმიერი არაპოპულარული ზომების მიღებას, საკმარისია მისი თანდათანობით დანერგვა, დღითიდღე, წლიდან წლამდე. სწორედ ამ გზით იყო გლობალურად თავსმოხვეული პრინციპულად ახალი სოციალურ-ეკონომიკური პირობები (ნეოლიბერალიზმი) გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში.
       სახელმწიფოს ფუნქციების მინიმუმამდე დაყვანა, პრივატიზაცია, რწმენის უქონლობა, არასტაბილურობა, მასობრივი უმუშევრობა, ხელფასი, რომელიც აღარ უზრუნველყოფს ღირსეულ ცხოვრებას. ეს ყველაფერი ერთდროულად რომ მომხდარიყო, მაშინ აუცილებლად გამოიწვევდა რევოლუციას.
მეთოდი №4
აღსრულების გადავადება

არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების კიდევ ერთი გზა იმაშია, რომ წარმოაჩინო იგი, როგორც „მტკივნეული და აუცილებელი“, და მოცემულ მომენტში მიაღწიო მოქალაქეთა თანხმობას მის განხორციელებლად მომავალში. ბევრად უფრო ადვილია  მსხვერპლის მომავალში გაღება, ვიდრე დღეს.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არ მოხდება დაუყოვნებლივ. მეორეც, იმიტომ, რომ ადამიანთა უმრავლესობას ყოველთვის აქვს გულუბრყვილო იმედების გულში ტარების მიდრეკილება, რომ „ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“ და რომ იმ მსხვერპლის თავიდან აცილება, რომელსაც მისგან მოითხოვენ, შესაძლებელია. ეს აძლევს მოქალაქეებს უფრო მეტ დროს იმისათვის, რომ შეეჩვიონ აზრს ცვლილებების შესახებ და მორჩილად მიიღონ ისინი, როდესაც დადგება ამის დრო.

მეთოდი №5
 მიმართო ხალხს, როგორც პატარა ბავშვებს
საზოგადოებისთვის გათვლილ ყველა პროპაგანდისტულ გამოსვლაში იყენებენ ისეთ არგუმენტებს, პერსონაჟებს, სიტყვებს და ინტონაციას, თითქოს საუბარია სასკოლო ასაკის ბავშვებზე, რომელთა განვითარება შეზღუდულია, ან გონებრივად არასრულყოფილ პირებზე.
         რაც უფრო დაბეჯითებით ცდილობენ მსმენელის მოტყუებას, მით უფრო მეტია მის მიერ ინფანტილური სიტყვების გამოყენების მცდილობა. რატომ?
თუ ვინმე მიმართავს ადამიანს, თითქოს ის 12-ს ან ნაკლები წლისაა, შთაგონებიდან გამომდინარე, ამ ადამიანის პასუხში ან რეაქციაში, გარკვეული ალბათობით, არ იქნება კრიტიკული შეფასება, რაც ტიპიურია 12 წლის ან ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.
         პოლიტიკურ გამოსვლებში წინასწარ ჩადებული გულუბრყვილო მსჯელობები და ანბანური ჭეშმარიტება გათვლილია ფართო აუდიტორიაზე, რომლის მიმართ უკვე იყენებენ ზემოთ და ქვემოთ აღწერილ მეთოდებს  მისი ცნობიერების მანიპულირებისთვის.

მეთოდი №6
 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ემოციებს, უფრო მეტად, ვიდრე ფიქრებს
ემოციებზე ზეგავლენა წარმოადგენს ნეიროქირურგიული პროგრამების კლასიკურ ხერხს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების რაციონალური ანალიზის, და შედეგად მომხდარის კრიტიკულად გააზრების უნარის დაბლოკვას. მეორე მხრივ, ემოციური ფაქტორების გამოყენება იძლევა ქვეცნობიერში შეღწევის საშუალებას იმისათვის, რათა დაინერგოს აზრები, სურვილები, შიში, სიფრთხილე, იძულება ან ქცევის მუდმივი მოდელი. საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად სასტიკია ტერორიზმი, რამდენად უსამართლოა ხელისუფლება, რამდენად იტანჯებიან მშიერი და დამცირებული ადამიანები, „კადრს“ მიღმა ტოვებს მომხდარის ჭეშმარიტ მიზეზებს. ემოციები ლოგიკის მტერია.
მეთოდი №7
ადამიანების უცოდინრობაში ყოფნა ერთფეროვნების კულტივირების გზით
მიღწევა იმისა, რომ ადამიანები გახდნენ უუნარონი და ვერ შეძლონ ჩაწვდნენ  ხერხებს და მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება იმისათვის, რათა მართონ ისინი და დაუქვემდებარონ თავის ნებას. განათლების ხარისხი, რომელსაც აძლევენ დაბალ საზოგადოებრივ კლასებს, უნდა იყოს რაც შეიძლება უფრო მწირი და ერთფეროვანი იმისათვის, რომ უცოდინრობა, რომელიც ჰყოფს უფროს კლასებსა და ქვედა საზოგადოებრივ კლასებს, დარჩეს იმ დონეზე, რომელსაც ვერ გადალახავენ დაბალი კლასები.
მას მიეკუთვნება ე.წ. „თანამედროვე ხელოვნების“ პროპაგანდა, რომელიც წარმოადგენს უფერულ ადამიანთა  ყოყოჩობას, რომლებსაც აქვს პრეტენზია იყვნენ ცნობილი, მაგრამ არ გააჩნიათ უნარი ასახონ რეალობა ხელოვნების იმ ნაწარმოებებში, რომლებიც არ საჭიროებენ დეტალურ ახსნას და აგიტაციას მათი „გენიალურობის“ გამო. ხოლო ისინი, ვინც არ აღიარებს სიახლეს, ცხადდებიან ჩამორჩენილად და სულელებად, და მათი აზრი გახმაურებას არ ექვემდებარება.

მეთოდი №8
              მოქალაქეთა იძულება აღიარონ  უფერული ადამიანი
მოსახლეობაში იმ აზრის დანერგვა, რომ მოდურია იყო გონებაჩლუნგი, ვულგარული და უზრდელი. ეს მეთოდი განუყოფელია წინა მეთოდისგან, რადგან ყოველივე უფერული თანამედროვე სამყაროში ჩნდება დიდი რაოდენობით ყველა სოციალურ სფეროში - რელიგიიდან და მეცნიერებიდან დაწყებული და ხელოვნებისა და პოლიტიკით დამთავრებული. სკანდალები, ყვითელი პრესა, ჯადოქრობა და მაგია, საეჭვო იუმორი და პოპულისტური აქციები - ყველაფერი მისაღებია ერთი მიზნის მისაღწევად - არ დაუშვან ადამიანებს ჰქონდეს საშუალება გააფართოვონ საკუთარი ცნობიერება რეალური სამყაროს უსაზღვრო სივრცემდე.
მეთოდი №9
         საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება
ადამიანის იძულება ირწმუნოს, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე თავის უბედურებაში, რაც გამოწვეულია მისი გონებრივი შესაძლებლობების, უნარების ან გამოყენებული ძალისხმევის ნაკლებობით. შედეგად, იმის ნაცვლად, რომ გაილაშქროს ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ, ადამიანი იწყებს თვითდამცირებას, ყველაფერში ადანაშაულებს საკუთარ თავს, რაც იწვევს დეპრესიას, და შედეგად, უმოქმედობას. მოქმედების გარეშე არავითარ რევოლუციაზე არ შეიძლება საუბარი! პოლიტიკოსები, მეცნიერები (განსაკუთრებით ფსიქპთერაპევტები) და რელიგიური ლიდერები იყენებენ საკმარისად ეფექტურ დოქტრინას პაციენტების და მრევლის თვითგვემის ეფექტის მისაღწევად, რათა მართონ მათი ცხოვრების ოპტიმისტური ინტერესები, წარმართონ მათი ქმედება საჭირო კალაპოტში.
მეთოდი №10

ადამიანების შესახებ უფრო მეტის ცოდნა, ვიდრე თავად იციან საკუთარ თავზე

ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერების განვითარებაში მიღწეულმა წარმატებებმა გამოიწვიეს სულ უფრო მზარდი განხეთქილება ჩვეულებრივი ადამიანების ცოდნასა და იმ ცნობებს შორის, რომლებსაც ფლობენ და იყენებენ მმართველი კლასები.
        ბიოლოგიის, ნეირობიოლოგიისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის წყალობით, „სისტემამ“ მიიღო თავის განკარგულებაში მოწინავე ცოდნა ადამიანის შესახებ, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. სისტემამ მოახერხა გაეგო ჩვეულებრივი ადამიანის შესახებ უფრო მეტი, ვიდრე მან იცის საკუთარ თავზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა ფლობს უფრო მეტ ძალაუფლებას და უფრო მეტად მართავს ადამიანებს, ვიდრე თავად ისინი.








თარგმანი   მ .ფ ლ (C) 10.20.17
სარედაქციო
ტექნიკური პრობლემების გამო შეფერხებაა
















https://freedomofmind.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised