კულტის განმარტება ვებსტერის მესამე ახალ საერთაშორისო ლექსიკონში:
1. რელიგიური პრაქტიკა; ღვთისმსახურება.
2. როგორც წესი, ადამიანების პატარა ან ვიწრო წრე, რომლებსაც აერთიანებს ძლიერი დამოკიდებულება (ერთგულება) რომელიმე მხატვრული ან ინტელექტუალური პროგრამის, ტენდენციის ან ფიგურის (რომელიც იზიდავს მცირე პოპულარობით) მიმართ.
ამ განმარტების მიხედვით, ჯგუფების უმრავლესობა შეიძლება ჩაითვალოს კულტად. გარდა ამისა, კულტი თავისი ბუნებით შეიძლება იყოს სასიკეთო და პოზიტიური.
დესტრუქციული კულტი — ნებისმიერი ავტორიტარული იერარქიული ორგანიზაციაა (რელიგიური, პოლიტიკური, ფსიქოთერაპიული, საგანმანათლებლო ან კომერციული), რომელიც პრაქტიკაში იყენებს:
1. მოტყუებით გადაბირებას;
2. ცნობიერების კონტროლს, რათა მისი მიმდევრები დარჩნენ ლიდერზე და დოქტრინაზე დამოკიდებული და მათი მორჩილი.
ამ მოდელის თანახმად, ის, რასაც ჯგუფი აკეთებს, მას დესტრუქციულ ხასიათს აძლევს, და არა მისი არაორთოდოქსული რწმენა. არსებობს თეოლოგიური/იდეოლოგიური დეფინიციები, რომელთა დახმარებით შეიძლება შედასების მიცემა, მაგალითად, ბიბლია, გარკვეული პოლიტიკური დოგმა და ა.შ. დადგენილია, რომ აშშ-ში 3000-ზე მეტი დესტრუქციული კულტი არსებობს; ისინი არსებობენ ყველაზე მრავალფეროვან ზომებში, დაწყებული მცირერიცხოვანი და დამთავრებული უზარმაზარი საერთაშორისო საზოგადოებებით ასობით ორგანიზაციით, რომლებიც მათ შემადგენლობაში შედის. სავარაუდოდ, დაახლოებით 15 მილიონზე მეტი ამერიკელი დღეს ჩართულია დესტრუქციული კულტების ორგანიზაციაში.
ცნობიერების კონტროლი და ტვინის გამორეცხვა (ორი მეთოდის შედარება)
ტვინის გამორეცხვა:
იძულება.
თავისუფლების ფიზიკურად წართმევა.
წამების გამოყენება, პირდაპირი ძალადობა.
თავდაპირველად, ტვინის გამომრეცხავები განიხილებიან, როგორც მტრები.
წარმოშობს დამყოლ ქცევას: ცრუ აღსარებას, აღიარებას.
ცნობიერების კონტროლი:
დახვეწილი და გაწაფული (ვერაგული და მაცდუნებელი) .
ნებაყოფლობითი მონაწილეობა და თანამშრომლობა.
დასაწყისში გონების კონტროლიორები განიხილებიან როგორც მეგობრები (კარგი).
წარმოქმნის ახალ იდენტობას (პიროვნებას): ახალი რწმენის ინტერნალიზაცია.
ცნობიერების კონტროლი
ცნობიერების კონტროლი შეიძლება გაგებული იყოს ოთხი ძირითადი სფეროს ჭრილში: კონტროლი
ქცევის,
ინფორმაციის,
აზროვნების (ფიქრების),
ემოციების (გრძნობების).
ქცევის კონტროლი
1. ინდივიდუალური ფიზიკური რეალობის რეგულირება: სად და ვისთან ცხოვრობს კულტის მიმდევარი; რა ტანსაცმელს, ვარცხნილობას ატარებს, რა ფერებს აძლევს უპირატესობას; რა საჭმელს ჭამს; რამდენი დრო აქვს ნებადართული დასაძინებლად? ფინანსური დამოკიდებულება.
2. დროის უმეტესი ნაწილი აუცილებლად ეძღვნება ინდოქტრინაციას და ჯგუფურ რიტუალებს.
3. აუცილებლად უნდა ითხოვოთ ნებართვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
4.ჯილდო და სასჯელი.
5. წარმოებს ინდივიდუალიზმის მოგერიება. პრევალირებს ჯგუფის აზრი.
6.მკაცრი წესები და რეგულაციები.
7. მორჩილებისა და დამოკიდებულების აუცილებლობა.
ინფორმაციის კონტროლი
1. მოტყუების (სიცრუის) გამოყენება: ინფორმაციის განზრახ დამალვა; ინფორმაციის დამახინჯება, რათა გახდეს უფრო მისაღები; აკარად მოტყუება.
2. ინფორმაციის არასაკულტო წყაროებზე ხელმისაწვდომობა მინიმუმამდე მცირდება ან ხდება მათთან მიდრეკილების აღმოფხვრა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო; კრიტიკული ინფორმაცია; ყოფილი მონაწილეები; საკულტო საქმიანობის მონაწილეთა ისე დატვრითვა, რომ არ ჰქონდეთ ფიქრის დრო.
3. გარე ინფორმაციის მატარებლის იზოლაცია შიდა დოქტრინების სასარგებლოდ: არ არსებობს ინფორმაციაზე თავისუფალი ხელმისაწვდომობა; ინფორმაცია მერყეობს სხვადასხვა დონეზე და პირამიდის შიგნით; ლიდერი წყვეტს, ვინ რა „უნდა იცოდეს“.
4. წახალისებულია სხვა მონაწილეებზე თვალთვალი: „მეგობრობის“ სისტემით დაწყვილება დაკვირვებისა და კონტროლისთვის; დასმენა ლიდერთან გადახრის შესახებ (საკულტო დოქტრინებისგან) აზრებში, გრძნობებსა და ქმედებებში (ქცევებში).
5. კულტის ფარგლებში შექმნილი ინფორმაციისა და პროპაგანდის ფართო გამოყენება: ბიულეტენები, ჟურნალები, გაზეთები, აუდიო ჩანაწერები, ვიდეო ჩანაწერები და ა.შ. არასწორი ციტატები, არაკულტურული წყაროების კონტექსტიდან ამოღებული ფორმულირებები.
6. აღსაარების გამოყენება: ინფორმაცია „ცოდვების შესახებ“ გამოიყენება ინდივიდუალური საზღვრების განადგურების მიზნით; ძველი ცოდვები გამოიყენება მანიპულირებისა და კონტროლისთვის - არ ხდება ცოდვების პატიება ან მიტევება.
აზროვნების კონტროლი
1. ჯგუფის დოქტრინის, როგორც “ჭეშმარიტების“ ინტერნალიზაციის აუცილებლობა (იძულებითი აღქმა): სქემა = რეალობა; შავი და თეთრი; სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ; ჩვენ მათ წინააღმდეგ ვართ (ჯგუფის დაპირისპირება გარე სამყაროსთან).
2. „დატვირთული“ ენის მიღება (ხასიათდება აზროვნების კლიშეებით).
3. წახალისებულია მხოლოდ „კარგი“ და „სწორი“ აზრები.
4. აზროვნების შეწყვეტის ტექნიკა: უარყოფა, რაციონალიზაცია, გამართლება, სასურველის რეალობად მიღება (სურვილებით აზროვნება); მონოტონური ლაპარაკი (სკანდირება); მედიტაცია; ლოცვების წარმოთქმა; კომუნიკაცია „ენებზე“; სიმღერა ან გუგუნი.
5. არა - კრიტიკული შეკითხვებს ლიდერის, დოქტრინის ან პოლიტიკის შესახებ, რომელიც აღიარებულია, როგორც ერთადერთი სწორი.
6. არა - რწმენის ალტერნატიულ სისტემებს და მათი აღიარება, როგორც სწორის ან კარგის.
ემოციების კონტროლი
1. პიროვნების გრძნობების სპექტრით მანიპულირება და შევიწროება.
2. ადამიანების იძულება გრძნობდნენ ისე, რომ ნებისმიერ პრობლემაში ყოველთვის იგრძნობოდეს მათი დანაშაული.
3. დანაშაულის გადაჭარბებული გამოყენება: იდენტობის დანაშაული (პიროვნული იგივეობის): ვინ ხარ (არ ცხოვრობთ თქვენი პოტენციალის შესაბამისად); საიდან ხარ; შენი ოჯახი; შენი წარსული; შენი მიდრეკილებები; შენი აზრები, გრძნობები, ქმედებები. სოციალური დანაშაული. ისტორიული დანაშაული.
4. შიშის გადაჭარბებული გამოყენება: დამოუკიდებლად ფიქრის შიში; „გარე“ სამყაროს შიში; მტრების შიში; „გადარჩენის“ დაკარგვის შიში; სტიქიური უბედურებების შიში.
5. ემოციური მწვერვალების და რეცესიების უკიდურესობა.
6. „ცოდვების“ რიტუალური და ხშირად საჯარო აღიარება.
7. ფობიის ინდოქტრინაცია (შიშის ცნობიერებაში დანერგვა): არ არსებობს ბედნიერება ან სრულყოფილება „გარეთ“; ადგილი ექნება საშინელ შედეგებს, თუ წახვალთ; არ შეიძლება არსებობდეს გამართლებული მიზეზი გასასვლელად (კულტიდან).
ცნობიერების კონტროლის მოპოვების სამი ეტაპი
1. გალღვობა (ფსიქოლოგიური ამორფულობის მდგომარეობამდე მიყვანა):
დეზორიენტაცია (უთავბოლობა),
სენსორული დეპრივაცია და/ან სენსორული გადატვირთვა,
ფიზიოლოგიური მანიპულაცია: ძილის დეპრივაცია; პრივატულობის დეპრივაცია ; დიეტის შეცვლა,
ჰიპნოზი: ვიზუალიზაცია; იგავი და მეტაფორები; ორაზროვნება (ლინგვისტური ორაზროვნება); მინიშნების (შთაგონების) გამოყენება; მედიტაცია, მონოტონური ლაპარაკი (სკანდირება), ლოცვების წარმოთქმა, სიმღერა;
ადამიანები იძულებულნი ხდებიან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ თავისი იდენტობა.
2. ცვლილება:
* ახალი იდენტობის შექმნა და ეტაპობრივად თავს მოხვევა: ფორმალურად - ინდოქტრინალური კვლევების დროს; არაფორმალურად - სხვა წევრების მიერ, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების, წიგნების და სხვ. გამოყენებით,
ქცევის მოდიფიკაციის მეთოდების გამოყენება: ჯილდოები და სასჯელი; ტექნიკის გამოყენება, რომელიც აფერხებს აზროვნებას; გარემოს კონტროლი (გარემოცვის),
მისტიკური მანიპულაცია,
ჰიპნოზის გამოყენება: გამეორება; მონოტონურობა; რიტმი; აღსარების და დასმენის გამოყენება.
3. გაყინვა (ყველა სტერეოტიპის კონსერვაცია):
ახალი იდენტობა ძლიერდება, ძველ იდენტობაზე უარს ამბობენ: წარსულიდან გამოყოფა; ქონების, საბანკო ანგარიშის გადაცემა; საკულტო საქმიანობაზე გადასვლა - გადაბირება, შემოწირულობების შეგროვება, სხვა წევრებთან დაახლოება,
ახალი სახელი, ახალი ტანსაცმელი, ახალი ვარცხნილობა, ახალი ენა, ახალი „ოჯახი“,
ახალ როლურ მოდელებთან შერწყმა: „მეგობრობის“ სისტემა.
ინდოქტრინაცია გრძელდება — სემინარები, სწავლა, ჯგუფური მუშაობის ნორმების ათვისება.
ცნობიერების საკულტო კონტროლი არა იმდენად არღვევს ადრინდელ პიროვნულ იდენტობას, რამდენადაც ქმნის ახალს, რათა აღკვეთოს ძველი. (ჯონ-ჯონი და ჯონი-კულტი).
საკულტო ფსიქოლოგია
დოქტრინა — რეალობაა.
შავ-თეთრი რეალობა: სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ.
ელიტარული მენტალობა.
ჯგუფის ნება ინდივიდუალურ ნებაზე მაღლა დგას.
მკაცრი მოვალეობა: ლიდერისთვის მიბაძვა.
კარგი ქცევის საშუალებით მიღებული ბედნიერება.
მანიპულაცია შიშის და დანაშაულის გამოყენებით.
ემოციური მწვერვალები და რეცესიები.
ცვლილებები დროის ორიენტაციაში.
უკან დასახევი გზა არ არსებობს (არ არსებობს კულტიდან გასვლის შესაძლებლობა).
კულტის შეფასება
1. ლიდერობა: პრეტენზია განსაკუთრებულ სიბრძნეზე (ძალა, სულიერება); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (რეკომენდაციები, ძველი დანაშაულებრივი ისტორიები); გახსნილობა უკუკავშირისკენ, შეჩერება ძალაუფლების მხრიდან და მისი საპირწონე.
2. დოქტრინა: დოქტრინები შიდა გამოყენებისთვის (შიდა დოქტრინები); დოქტრინები გარემოცვისთვის (დოქტრინები სხვებისთვის); რწმენა, რომ „ მიზანი ამართლებს საშუალებას“.
3. წევრობა:
გადმობირება: ტყუილი, მანიპულაცია, ცნობიერების კონტროლის ტექნიკა.
შეჩერება: ცნობიერების კონტროლის ხარისხი (ქცევა, ინფორმაცია, მოსაზრებები, ემოციები).
გამოსვლის თავისუფლება: ფობიის ინდოქტრინაცია (შიში კულტიდან გასვლის წინ); იზოლაცია; დამოკიდებულება.
4. კითხვების დასმის შესაძლებლობა და კითხვების მუდმივად დასმის შესაძლებლობა - თავი აარიდეთ გარემოცვას, რომელიც ხელს გიშლით დაინახოთ სხვა პერსპექტივები ან იყოთ კრიტიკული.
5. ჩაატარეთ დამოუკიდებელი კვლევა - ნუ დაეყრდნოთ ინფორმირაციია მიღების დროს მხოლოდ ჯგუფს.
6. პერიოდულად აიღეთ „ტაიმ-აუტი“ რეალობის შესამოწმებლად.
7. რაც უფრო დაჟინებით აცხადებს ჯგუფი განსაკუთრებულ ჭეშმარიტებას, მით უფრო აუცილებელია კრიტიკული ინფორმაციის მოძიება.
8. იყავით ფრთხილად და გადალახეთ ფსიქოლოგიური დამცავი მექანიზმები: უარყოფა, რაციონალიზაცია, გამართლება, სურვილებით აზროვნება (სასურველის რეალურად აღქმა).
9. პატივი ეცით თქვენ საკუთარ შინაგან მე-ს: შინაგანი ხმა და შინაგანი გრძნობები.
საკულტო ცნობიერების კონტროლის მსხვერპლთა ტიპიური პრობლემები
1. იდენტობის უკიდურესი დარღვევა.
2. დისოცირებული მდგომარეობა - „მცურავი“ (ტრიგერის მექანიზმით საკულტო ცხოვრებისკენ უკან დაბრუნება).
3.პანიკის და შფოთვის შეტევები.
4.დეპრესია.
5. პოსტტრავმულ სტრესთან დაკავშირებული აშლილობები.
6. ფსიქოსომატური სიმპტომები (თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, ასთმა, კანის დარღვევები).
7.გადაწყვეტილების მიღებისას სხვაზე დამოკიდებულების პრობლემები.
8. შენელებული ფსიქოლოგიური განვითარება, ფსიქოლოგიური ძალის დაკარგვა.
9.დანაშაული (ცოდვა).
10.შიში.
11. ძილის დარღვევა: კოშმარები.
12. კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
13. სექსუალური პრობლემები.
14. ნდობის დაკარგვა: სიახლოვის (ინტიმის) და ვალდებულებების შიში — გარშემო მყოფნი და სამსახური.
15. დევნა და მუქარა.
16. მეგობრების, ოჯახის გულსატკენი დაკარგვა.
17. სულიერი „ძალადობა“ სულზე.
ანალიტიკური კითხვები
რა სახის რელიგიური გამოცდილება გქონდათ ცხოვრებაში?
რა სახის პოლიტიკური გამოცდილება გქონდათ?
რა სახის ფსიქოთერაპიის გამოცდილება გაქვთ?
სად მუშაობდით?
მონაწილეობდით თუ არა ტრენინგებსა და სემინარებში?
რომელში?
ოდესმე ყოფილხართ ჩართული ჯგუფში, რომელიც მიჩნეული იყო სადაოდ ან არაორთოდოქსულად?
ოდესმე ყოფილხართ ჩართული ჯგუფში, რომელიც მკაცრად მოითხოვდა მორჩილებას?
შეფასება
ადამიანები ტოვებენ კულტს სხვადასხვა გზით: მიდიან, აძევებენ, ურჩევენ წასვლას (მიდიან რჩევის, კონსულტაციის შედეგად).
ჯგუფის სახელი და მახასიათებლები? (ბიბლიური, აღმოსავლური, დიდი ჯგუფური სატრენინგო პროგრამა, კომერციული, პოლიტიკური).
ლიდერი?
არსი, სიღრმე და ჩართულობა?
ხანგრძლივობა და ჩართულობის ხარისხი? (რიგითი, ლიდერი, მხარდამჭერი)
მონაწილეობდით სხვა ჯგუფებში - ადრინდელი ან მომავალი?
დღემდე არიანაქტიური მონაწილეები?
რა კონტაქტი აქვთ შენარჩუნებული ჯგუფთან?
რომელიმე მეგობარი და ნათესავი ჯერ კიდევ ჯგუფშია?
როგორია მათი ჯგუფში ყოფნის ისტორია?
სწრაფად მოიპოვეს წამყვანი როლი?
ორჯერ იყავით დაქვეითებული წოდებაში?
ყოველთვის დაუმორჩილებელი იყავით ჯგუფში?
ყოველთვის მორჩილი თუ დაუმორჩილებელი მონაწილე?
შეეცადეთ აიძულოთ კლიენტი დეტალურად და თანმიმდევრულად აღწეროს ვითარება პირველი კონტაქტიდან დღემდე.
თერაპიის სტრატეგია
უნდა შექმნათ თერაპიული ალიანსი.
თავდაპირველად უფრო დირექტიული, შემდეგ ნაკლებად.
მზად უნდა იყოთ დახარჯოთ დრო კლიენტის სწავლებასა და ვარჯიშზე.
უნდა შეგეძლოთ გამოიყენოთ ანეგდოტები, მეტაფორები და მაგალითები.
მეცადინეობა იშვიათად არ უნდა ტარდებოდეს, ორი-სამი საათი. თავდაპირველად უფრო ხშირად.
მოსალოდნელია მასალის გამეორების ალბათობა.
კლიენტებს უნდა მიუდგეთ მისი რეალობის მოდელის საფუძველზე და მიიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ისინი შეძლებენ მოიპოვონ კონტროლი საკუთარ ცნობიერებაზე.
მიეცით საშინაო დავალება - შეადგინონ საკულტო ენის ლექსიკონი და გაუკეთონ რეპროგრამირება.
თუ ეს შესაძლებელია, დაავალეთ მათ ჯგუფის გამოცდილების ქრონოლოგიის დაწერა.
მიეცით საკითხავი დავალებები (ბიბლითერაპია), შეხვდნენ და გაესაუბრონ ყოფილ წევრებს.
მუშაობა ძველი მოგონებების აღსადგენად (ადგილების, ადამიანების, ფოტოების, მუსიკის, პედაგოგების, პასტორების).
რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს?
დარწმუნდით, რომ გაქვთ სათანადო ძილი, კვება, ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა.
პოსტტრავმული სტრესის დარღვევები?
შექმენით ცხოვრებისეული სიტუაციის და ურთიერთობების განცდა - ჩვეულებრივ ოჯახის, მეგობრებისთვის გაუგებარია ცნობიერების კონტროლი.
გასაგებია თუ არა კლიენტისთვის დესტრუქციული კულტების ცნობიერების კონტროლი და მახასიათებლები?
აქვს თუ არა კლიენტს ხელმისაწვდომობა კულტის სხვა ყოფილ წევრებზე?
საჭიროა ზომების მიღება ფობიების, პანიკური აშლილობების და შფოთვის შეტევების გამოსავლენად.
ხშირ შემთხვევაში, შეიძლება დაეხმაროს ტესტირება - პროფესიული ან პასტორის კონსულტაცია.
პრაქტიკული რჩევები მოკლე ანკეტური მონაცემების დაწერის (სამუშაოზე მისაღებად), საგანმანათლებლო დაწესებულებების არჩევის, სასურველი საქმიანობის შესახებ, როგორ გაიჩინონ ნაცნობები, როგორ დაამყარონ კომუნიკაცია - განსაკუთრებით საკულტო გამოცდილებასთან დაკავშირებით.
ფაქტორების აღმოფხვრა, რომლებიც ქმნიან დაუცველობის განცდას.
როგორც წესი, უკეთესია პირველად მიმდინარე სიტუაციის განხილვა, შემდეგ მუშაობა, კლიენტის ბავშვობაში დაბრუნება. ზოგადად უკეთესია კითხვების დასმა, ვიდრე განცხადებების გაკეთება.
მიეცით საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობა, წაახალისეთ კრიტიკული აზროვნება.
ყურადღება მიაქციეთ საკულტო ენის გამოყენებას.
წაახალისეთ კლიენტი საზოგადოდ მიღებული ენის გამოსაყენებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, მიმართეთ ლექსიკონს.
ასწავლეთ კლიენტს, თუ როგორ უნდა მოაგვაროს საქმე ტრიგერებთან - „მცურავი“ („მოხეტიალე“ მდგომარეობა).
არასდროს არ თქვათ უარი, არ უარყოთ და არ დააკნინოთ „სულიერი გამოცდილება“.
შეგიძლიათ განიხილოთ ალტერნატიული ინტერპრეტაციები.
ყურადღება მიაქციეთ სხვა ადამიანების ისტორიებს, როგორ მიდიან საკუთარი გამოცდილების (ბედის) ინტეგრირებისკენ.
ყურადღება მიაქციეთ შავ-თეთრ აზროვნებას ან აზროვნებას „ყველაფერი ან არაფერი“.
გადააფიქრებინეთ ამ ადამიანებს აბსოლუტური პასუხების ძიება, რომლებიც ავსებენ სიცარიელეს კულტის სანაცვლოდ.
ასწავლეთ რეალობის შემოწმების სტრატეგიები.
განიხილეთ მომდევნო წელი, როგორც გარდამავალი/განკურნებადი პერიოდი, რომლის დროს, შეძლებისდაგვარად, რეკომენდირებულია რაც შეიძლება ცოტა ან არც ერთი მნიშვნელოვანი ქმედების შესრულება - მაგალითად, ქორწინება, ჯარში წასვლა და ა.შ.
წაახალისეთ ეს ადამიანები კვლავ იპოვონ საკუთარი თავი კულტამდე (ღირებულებები, შეხედულებები, ოცნებები, მიზნები).
თუ მათ არ მოსწონთ თავიანთი თავი კულტამდელ მდგომარეობაში, ხელი შეუწყვეთ მათ, რათა შექმნან პიროვნების ახალი მოდელი, როგორიც მათ სურთ რომ გახდნენ. „რა მოხდება, თუ?“ - ძლიერი სტრატეგიაა.
წაახალისეთ კლიენტი აღიქვან სიტუაცია ეტაპობრივად (ერთი ნაბიჯი ერთჯერ).
თავი აარიდეთ გადატვირთვას (დაკარგვული დროის ანაზღაურებას).
უმჯობესია ისეთი ამოცანების დაგეგმვა, რომლებიც არის მართვადი, მიზანმიმართული, მათი გადაჭრა, თავდაჯერებულობის და ნდობის განვითარება.
კულტის ყოფილმა წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათში არაფერია „დეფექტური“, რომ ისინი არ არიან სულელები, რომ მილიონობით სხვა ადამიანმა გაიარა იგივე განსაცდელი, როდესაც ჯგუფში გაწევრიანება მიჩნეული იყო როგორც საუკეთესო არჩევანი.
ახლა მათ უფრო მეტი იციან. ახლა მათ კარგად ესმის ცნობიერების კონტროლი. ახლა მათ იციან, რა კითხვები უნდა დასვან, რა ქმედებებს მიაქციონ ყურადღება. მათ იციან, როგორ უნდა დაეყრდნონ მეგობრებს ან ოჯახს რეალობის გადამოწმების მიზნით.
განსაკუთრებით იმუშავეთ რჩეულობის გრძნობის დაკარგვაზე, რის გაკეთება შეუძლიათ, რამ შეიძლება მოგანიჭოთ ისეთივე გრძნობის განცდა, თითქოს თქვენ ხელთაა მთელი სამყაროს გადარჩენა.
„მოქცევის“ მდგომარეობა
დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია გაიცნოთ სულ მცირე სამი დიდი საკულტო ჯგუფი. წაიკითხეთ მათ შესახებ, გაესაუბრეთ ყოფილ მონაწილეებს. თქვენ ამას გამოიყენებთ, როგორც საცნობარო მასალას თქვენ კონსულტაციებში.
შეხვდით კულტის სხვა ყოფილ წევრებს.
ასევე შეარჩიეთ დროა, რათა, თუ მოგეცემათ შემთხვევა (ქუჩაში) ან განზრახ გაესაუბროთ მათ, ვინც კულტშია. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ მათ, რომ ატარებთ კვლევას ან იცნობთ ვინმეს, ვინც კულტშია.
ჩაატარეთ შეხვედრები და გამოკითხეთ კულტის ყოფილი წევრები მინიმუმ სამი ჯგუფიდან. პრაქტიკაში გამოიყენეთ მინი-შეჭრა. მიდით კულტის წევრებთან და მათთან ურთიერთობა დაამყარეთ.
გაარკვიეთ რა ბლოკია ასეთი, რომელიც აკავებს ხალხს შიგნიდან, ან რა არ აძლევთ მათ კულტის დატოვების საშუალებას. ხშირად მათ შეუძლიათ თქვან: „მაჩვენეთ სხვა უკეთესი და დავტოვებ კულტს“. გამოავლინეთ მათი კრიტერიუმები „უკეთესისთვის“. მოცულობით უფრო დიდია, თუ ის არის, რაც ბიბლიას იყენებს? რა? მზად იყავით იმისათვის, რომ აცნობოთ სხვადასხვა ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ლეგიტიმურია - ხსნის არმია, საერთაშორისო ამნისტია, წითელი ჯვარი, გაერთიანებული ერები.
„თქვენ რომ არასდროს შეხვედროდით ჯგუფს და გაკეთებინათ ზუსტად ის, რის გაკეთებაც გსურდათ, და ყოფილიყავით ბედნიერი და კმაყოფილი, კონკრეტულად რას გააკეთებდით?“ თუ მათ არ იციან, საგონებელში ჩააგდეთ ისინი. წაახალისეთ მათი ფანტაზია. სასიამოვნო ალტერნატივების დაშვების უნარი - ფობიის თერაპიის ნაწილია.
„კულტის ლიდერი რომ გამოსულიყო თავისი მიმდევრების წინაშე და აღიარებინა, რომ ცდებოდა და შეცდომაში შეჰყავდა და მოუწოდებდა დაშლას, თუ დაიჯერებდით“.
„თუ მას დაადანაშაულებდნენ გაუპატიურებაში და ქურდობაში, კვლავინდებურად გაჰყვებოდით მას?"
„უფალი რომ მოგევლინოთ საღამოს ლოცვის დროს და გიბრძანოთ ჯგუფის დატოვება, დაემორჩილებოდით მას?“
იცნობენ ვინმეს, ვინც ჯგუფი დატოვა?
რატომ წავიდნენ? ოდესმე მათთან გისაუბრიათ? თუ არა, რატომ?
გაქვთ სურვილი ესაუბროთ მათ? თუ არა, რატომ?
"შესაძლებელია ვინმესთვის ჯგუფის დატოვება დასაბუთებული მიზეზით?“ რა მიზეზით?
ხაზგასმით აღნიშნეთ პირდაპირობა, პატიოსნება, სულიერობა, ადამიანური კავშირი.
ყოფილი კულტის წევრების რეაბილიტაციის ტექნიკა
1. მოდელირება:
ცოდნა იმისა, თუ რა გინდათ (უპირატესობა),
ცოდნა იმისა, თუ რა არ გინდათ (საშუალოობა),
შეადარეთ და განასხვავეთ მსგავსება და განსხვავება,
შეისწავლეთ რა რესურსებია საჭირო (რომელიც ამჟამად არ არსებობს) ან / და,
შეისწავლეთ რა უშლის ხელს ცვლილებებს,
განიხილეთ უახლოესი და გრძელვადიანი შედეგები (+ და -),
შეისწავლეთ გვერდითი სარგებელი საიმედოობისათვის (სიმტკიცე).
2. კონტროლის ლოკუსი: შიდა მითითება, გარე მითითება.
3. მოტივაციის სტრატეგიები: ფოკუსირება პოზიტიურზე, ნეგატიურის უარყოფა.
4. ორიენტაცია დროში: წარსული, აწმყო, მომავალი.
5. საკუთარ ნაწილთან ან სუბპიროვნებებთან მუშაობა: გამოვლენა, მიღება, თანამშრომლობა, სწავლება და ინტეგრაცია.
6. გააკეთეთ თქვენი შთაბეჭდილებების (გამოცდილება) წერილობითი კონსპექტი: დროის ხაზი, ადამიანები, მოვლენები, ადგილები.
დაახარისხეთ პოზიტიურ, ნეგატიურ და კურიოზულ შთაბეჭდილებებზე (განცდებზე). აზრების, გრძნობებისა და ქმედებების აღდგენა. რესურსების დამატება, პირადი ისტორიის შეცვლა.
მხედველობაში იქონიეთ:
1. რომ ეს ცუდი ამბავი შეგემთხვათმ როცა უფრო ახალგაზრდა იყავით.
2. რომ გააკეთე ყველაზე უკეთესი იმის მიხედვით, თუ როგორ წარმოგედგინათ ეს მაშინ თქვენ ინფორმაციაზე, შესაძლებლობებსა და უნარებზე დაყრდნობით.
3. ახლა უფრო უფროსი ხართ, ბრძენი და მეტი შესაძლებლობები გაქვთ!
გონება შეუძლია სწავლა პირველივე მცდელობიდან (შემოწმება). ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ, - უნდა იცოდეთ, თუ როგორ აღიქვათ, დაამუშაოთ და მიიღოთ შედეგი ინფორმაციიდან ხუთი გრძნობის გამოყენებით:
1. მხედველობითი (ვიზუალური): ასოცირებული - დისოცირებული; ფერადი - შავ-თეთრი; პერსპექტივების ასორტიმენტი - დიდი, მცირე, გადაბრუნებული; ფოკუსში - ფოკუსის გარეშე; ორგანზომილება - სამგანზომილება.
2. სმენითი (აუდიური): ხმამაღლობა, ტონი (ინტონაცია), ტემპი, ტემბრი, გამოიცანით ხმა.
3. მოტორული (კინესთეტიკური) - შეხება: შიდა - გარე, ცხელი - ცივი, გლუვი - უხეში, სიამოვნება - ტკივილი.
4. ყნოსვითი - სუნი: ახალი - ამჟავებული, სასიამოვნო - უსიამოვნო.
5. გემოვნებითი - გემო: კარგი - ცუდი, ცხარე - რბილი, ტკბილი - მწვავე (მჟავე).
ტრიგერი (სასხლეტი მექანიზმი) ღუზაა განცდისთვის (ჩვეულებრივ მოიცავს 5 გრძნობას). გამოავლინეთ ტრიგერები და შეჰქმენით ახალი ასოციაციები! ისწავლეთ ახალი და რეპეტიცია ჩაატარეთ სამომავლო განცდებისთვუს (შემდეგი ნაბიჯი, ქცევა).
გონება ენას იყენებს იმ საგნების მიმართ, რომლებიც წარმოდგენილი არიან პოზიტიურად და არა ნეგატიურად. მაგალითად: არ იფიქროთ თეთრ ცხენზე; ნუ გგონიათ, რომ სულელი ხართ? არ ინერვიულოთ, ის არ მოვა და ზიანს არ მოგაყენებთ.
თუ თქვენ არ მოგწონთ რომელიმე აზრი, სხვა რამეზე იფიქრეთ.
თუ არ გსურთ რაიმე სახის ასოციაცია, სხვა ასოციაცია შექმენით. მაგალითი: იფიქრეთ იმაზე, როგორი მოხერხებული ხართ, ან იფიქრეთ, თუ რამდენად შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი.
თქვენი პირადი ცხოვრების გარდაქმნა
თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი პირადი ამბავი, გაცნოთ ახალი ადამიანები, შეიძინოთ უნარები და მოიპოვოთ ძალა იმოქმედოთ ისე, როგორც თქვენ გსურთ.
ა. შექმნათ თქვენ შიგნით ახალი დედა, მამა, ძმები და დები, მეგობრები.
ბ. ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი განვითარების ძირითადი ეტაპები, რათა მიიღოთ პოზიტიური გამოცდილება.
ძირითადი (საკვანძო) პრინციპი უნარის შეძენაშია (უსაფრთხოების, ნდობის, ახალი, ნიმუშად აღებული, უნარების) და არა მხოლოდ ტრავმის ხელახლა განცდის! კულტიდან გამოსვლის შემდეგ მიმართეთ კონსულტაციას და კვალიფიციური სპეციალისტების თერაპიას. შეიტყვეთ ცნობიერების კონტროლისა და კულტების შესახებ. შეხვდით და დაუკავშირდით კულტის სხვა ყოფილ წევრებს. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით სარეაბილიტაციო ცენტრს.
=============
როგორ აღმოვაჩინოთ მეურვე მანიპულატორი
ბევრი ადამიანი სისტემატურად განიცდის ემოციურ ძალადობას და მანიპულირებას, რადგან ბავშვობაში ზუსტად ასე იქცეოდნენ ადამიანები მათ გარემოცვაში. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მსგავსი მანიპულაციები ხშირად ეფექტურია, და მანიპულატორებს საერთოდ არ სურთ მათზე უარის თქმა. მაგრამ ყველაზე საშიში მანიპულატორი ის არის, ვინც კარგად იცის, თუ რას აკეთებს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მანიპულატორებთან დაპირისპირებაში მათი აღმოჩენის უნარია. არსებობს მანიპულატორთა მრავალი „სტილი“, თუმცა ყველაზე შეუმჩნეველი და ამიტომ ძალიან საშიშია „ემოციური შანტაჟისტი“ და „მეურვე მანიპულატორი“. ეს მოკლე სტატია ეძღვნება ამ უკანასკნელ ტიპს. როგორც სხვა შემთხვევებში, მისი მთავარი და ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში - სხვა ადამიანებზე კონტროლის დაწესებაა. უბრალოდ მისი ძირითადი სტილია საკუთარი მანიპულაციების შენიღბვა შემწყნარებლობასა და ზედმეტ ზრუნვაში.
მაგრამ ტიპის მიუხედავად ნებისმიერი მანიპულატორი იღებს იმას, რაც სურს, როდესაც თავსა და სულში გიძვრებათ, უარს აცხადებს ღია და ემოციურად პატიოსან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია მანიპულატორთა აღნიშნული ტიპის ძირითადი მახასიათებლები, რომლებსაც უნდა მიექცეს ყურადღება ახალი ურთიერთობების დაწყებისას. თუ სტატიას ბიჭები კითხულობენ, უნდა აღინიშნოს, რომ იგივე შეიძლება გავრცელდეს მანიპულირებად ქალებზე.
1. მის თაროებზე უამრავი წიგნია ფსიქოლოგიაში.
მეურვე მანიპულატორის მთავარი იარაღია ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო. ის უბრალოდ ექსპერტია იმ საკითხებში, თუ რას გრძნობენ ან ფიქრობენ ადამიანები. ამ ტიპის ბევრი წარმომადგენელი მუდმივად ესწრება რეგულარულ „პიროვნული ზრდის ტრენინგებს“ და „სამოტივაციო კურსებს“.
2. მინიმუმ რამდენიმე ადამიანი მიიჩნევს მას უზომოდ „ქედმაღალ“ ან „თვითდაჯერებულ“ ადამიანად .
მანიპულატორებს ყოველთვის მოეძებნებათ ღვარძლიან „მოშურნეთა“ და „ცილისმწაბელეთა“ მთელი ბრბო, რომლებიც ჩირქს სცხებენ მის პატიოსან სახელს. მისი „მეგობრები“, როგორც წესი, ვერ უტოლდებიან ინტელექტში - მან უკვე დიდი ხანია უკიდურესობამდე მიიყვანა ყველა ჭკვიანი და განათლებული ნაცნობი, მათ კი ჯანდაბამდე დაულოცეს გზა. თუმცა, მანიპულატორს ეს საერთოდ არ ამწუხრებს - მისთვის მნიშვნელოვანია იყოს ყველაზე ინტელექტუალური კომპანიაში, იგრძნოს სხვებზე საკუთარი უპირატესობა. ის სხვა ადამიანებს მფარველობით ეპყრობა და მუდმივად ჭკუას არიგებს, და ამ შეურაცხმყოფელ ქცევას მიიჩნევს „თვითდაჯერებული“ ადამიანის ქცევად. მანიპულატორი ამტკიცებს, რომ მას აკრიტიკებენ „ადამიანები, რომლებიც არ არიან თვითდაჯერებულნი“, და მისი თავდაჯერებულობა ერევათ ქედმაღლობაში.
3. ის ყვება, როგორ „სცემს თაყვანს ქალებს“, „იდეალიზირებს“ ან „აღმერთებს“ მათ.
მისი აზრით, ასეთმა სიტყვებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია, რადგან ქალებზე ცუდად არ ლაპარაკობს. ეს სრული სისულელეა. ეს ქალთა მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულებაა. თაყვანისცემა დაუყოვნებლივ ჰყოფს თაყვანისმცემელს იმ ობიექტისგან, რომელსაც თაყვანს სცემს. იდეალიზაცია აუცილებლად იწვევს სხვა ადამიანის ობიექტივიზაციას, მასთან რეალური ემოციური ურთიერთობა შეუძლებელი ხდება.
ყველაზე უარესი ის არის, რომ ასეთი იდეალიზაცია ემოციურ ზეწოლას წარმოადგენს ადამიანზე, რომელსაც თაყვანს სცემენ - მისგან ელიან, რომ ის გაამართლებს ასეთ პატივსა და პარტნიორის გაზრდილ მოლოდინს. მისი განცხადებები, რომ ის აფასებს ქალს, ასევე მომავლისთვის თავის დაზღვევაა, როდესაც ის დაიწყებს თქვენ დამცირებას და შეურაცხყოფას: „მე არ შემეძლო შენი გრძნობების იგნორირება და ყველა ნაბიჯის გაკრიტიკება, მე ხომ პატივს ვცემ ქალებს“.
მანიპულატორი იყენებს სამეურვეო ქცევას, რადგან საშუალება ეძლევა მთლიანად გააკონტროლოს სიტუაცია და სხვა ადამიანი. ვინც ზრუნავს მეორე ადამიანზე, სტატუსით მასზე მაღლა დგას, მისი მეურვეობა მისი უპირატესობის მტკიცებულებაა, ამასთან ერთად ის აცხადებს, რომ „ზრუნავს“ თქვენზე. თუ თქვენ მის ქცევას უწოდებთ „მფარველობითს“, ის დაამტკიცებს, რომ თქვენ უბრალოდ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ მის ქმედებების.
4. ის ამბობს, რომ „არ ჰგავს სხვა მამაკაცებს“.
მანიპულირებელი მამაკაცი ხშირად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მას სხვა მამაკაცებთან არაფერი აქვს საერთო - ის უფრო მგრძნობიარეა, მისთვის უცხოა კონკურენცია და მეტოქეობა. რა თქმა უნდა, მისი სიტყვები განმარტებით ოქსუმორონია, რადგან ის თავს ადარებს სხვა მამაკაცებს, ანუ კონკურენციას უწევს მათ. დაფიქრდით ამაზე: თუ ის ნამდვილად უფრო მგრძნობიარეა და ნაკლებად მიდრეკილია კონკურენციისკენ, არ დაიწყებდა ტრაბახს. გარდა ამისა, სად არიან ადამიანები, ვისაც ის ძალიან მოსწონს?
არასდროს დაიჯეროთ (და სერიოზულად არ მიიღოთ) ისეთი განცხადებები, როგორიცაა: „მე არ ვარ ისეთი, როგორც სხვა მამაკაცები/ქალები/ადამიანები/არსებები ...“ ამის შესახებ ადამიანმა შეიძლება მხოლოდ ყველაზე ბოლოს იმსჯელოს (მაგრამ მისთვის ყველაზე მომგებიანია იცრუოს).
5. ის მუდმივად იყენებს ფარულ და შენიღბულ შეურაცხყოფას.
მანიპულატორი არის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია კონტროლირებით. მისთვის ყოველთვის საჭიროა იყოს მთავარი, განსაკუთრებით დისკუსიებსა და დავებში, როდესაც არ ეთანხმებით მას. ანალოგიურ სიტუაციაში ის აუცილებლად გამოიყენებს თავის საყვარელ ტაქტიკას - შეურაცხმყოფელ შენიშვნებს თქვენი მისამართით, რომელიც ისე კარგადაა შენიღბული, რომ გაგიჭირდებათ მისი შეურაცხყოფისთვის დადანაშაულება.
მაგალითი. მანიპულატორი ამბობს: „მანქანის ეს მოდელი საუკეთესოა ბაზარზე“. თქვენ პასუხობთ: „ჰმ ... ვერ დაგეთანხმებით. სამი წლის განმავლობაში მყავდა ასეთი მანქანა, და უამრავი პრობლემა შემიქმნა“. მანიპულატორი გპასუხობთ: „მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებისთვისაც ამ მანქანას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, და ისინი ყველა ძალიან ჭკვიანი ხალხი და შესანიშნავი მძღოლები არიან“.
ეს არის სტილი, რომლის პირდაპირ გაკრიტიკება თითქმის შეუძლებელია - ეშმაკური ხერხია, უზრუნველყოფს მას უპირატესობით ნებისმიერ დისკუსიაში. ის პირდაპირ არაფერს ამბობს, მხოლოდ გულისხმობს, რომ, ალბათ, თქვენ არ ხართ „ძალიან ჭკვიანი“ ან „შესანიშნავი მძღოლი“, განსხვავებით მის ნაცნობთა უმრავლესობისგან.
თუ პასუხს მოთხოვთ, უარყოფს, რომ თქვენი შეურაცხყოფის განზრახვა ჰქონდა. ის მიგანიშნებთ, რომ თქვენ, ალბათ, თვითშეფასების პრობლემები გაქვთ, რადგან ხედავთ შეურაცხყოფას ჩვეულებრივ საუბარში.
6. ის მუდმივად ცდილობს „გადაარჩინოს“ სხვა ადამიანები, რომ იგრძნოს ძალაუფლება მათზე, მაგრამ ამას უწოდებს თავის „ალტრუიზმს“.
მანიპულატორებს არ შეუძლიათ არსებობა სხვა ადამიანებზე ძალაუფლების გამოხატვის მორიგი „დოზის“ გარეშე. მათ შეუძლიათ წარმოაჩინონ თავისი საქციელი, როგორც „ალტრუიზმი“, შეუძლიათ გულწრფელად ირწმუნონ ეს. თუმცა, სინამდვილეში ადამიანებს ეხმარებიან მხოლოდ მათზე და მათ სიცოცხლეზე კონტროლის განცდის გამო.
უფრო მეტიც, ასეთი შეუსაბამო „დახმარება“ მისთვის დამატებითი ბონუსია - ახლა მას მუდმივად შეუძლია ისაუბროს თავის საგმირო საქმეებზე ყოველდღიური საუბრების დროს. ბევრი მანიპულატორი ნამდვილი „მისიონერია“, რომლებიც მხოლოდ იმას აკეთებს, რომ „ხალხს“ ეხმარება.
ამავე დროს ძალიან ხშირად სხვა ადამიანები არ თხოვენ მას „გადარჩენას“, და მისი დახმარება აბსოლუტურად არ სჭირდებათ. ამ ფაქტს მანიპულატორი ასევე იყენებს როგორც ბონუს საუბარში - ის ხშირად უჩივის „უმადურ ადამიანებს“, რომლებიც არ აფასებენ მის დახმარებას, მათი „გადარჩენისთვის გმირულ ძალისხმევას და ფასდაუდებელ რჩევებს“. ამ ქცევაზე არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი: „ვინ მოგცა უფლება გადაწყვიტო, რა არის უკეთესი სხვა ადამიანებისთვის?“
7. მისთვის სრულიად მიუღებელია, რომ თქვენ არ ეთანხმებით მას.
თუ თქვენ არ ეთანხმებით იმას, რასაც ის ამბობს, თუ არ იზიარებთ მის მოსაზრებას ნებისმიერ საბაბთან დაკავშირებით (განსაკუთრებით, თუ საპირისპირო აზრი გაქვთ), ის უბრალოდ ვერ შეძლებს სიტუაციის ისე დატოვებას, როგორც არის. ის დაუყოვნებლივ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ თქვენ აშკარად არაფერი იცით ამ საკითხის შესახებ, მაგრამ არ ეთანხმებით მხოლოდ იმიტომ, რომ შეეკამათოთ მას.
მას შეუძლია კიდევ უფრო შორს წავიდეს და დაგადანაშაულოთ, რომ თქვენ ხართ კონტროლზე შეშლილი: ვერ იტანთ, თუ ვინმე არ გეთანხმებათ. მას შეუძლია თქვას, რომ ეკამათებით მხოლოდ იმიტომ, რომ აწყენინოთ მას და ტკივილი მიაყენოთ. მისი ლოგიკის მიხედვით, თქვენ გულქვაობას ავლენთ მის მიმართ, თუ საკუთარ მოსაზრებას გამოხატავთ. მანიპულატორები, როგორც წესი, ძალიან მჭევრმეტყველნი არიან და ადვილად აქცევენ ასეთ სიტუაციას თავის სასარგებლოდ.
8. მას აინტერესებს თქვენი აზრი მხოლოდ იმიტომ, რომ გააცამტვეროს იგი.
მანიპულატორების ერთ-ერთი საყვარელი ხერხია თავის მოკატუნება, თითქოს მას აინტერესებს თქვენი აზრი, იდეა ან პრობლემის გადაჭრა. თუმცა, სინამდვილეში, მანიპულატორს საერთოდ არ სურს ისწავლოს რაღაც ახალი ან გააცნობიეროს პრობლემის განსხვავებული ხედვა.
თქვენ ასევე შეამჩნევთ, რომ მანიპულატორს იშვიათად აინტერესებთ თქვენ. ის არავითარ ყურადღებას არ უთმობს იმას, თუ რა ხდება თქვენ ცხოვრებაში. თუ მანიპულატორს აინტერესებს თქვენი მოსაზრება, ის უბრალოდ გეგმავს „სამაგალითო დისკუსიას“, რათა გამოავლინოს საკუთარი მორალური და ინტელექტუალური უპირატესობა თქვენზე.
9. ის არასოდეს იღებს პასუხისმგებლობას მისი სიტყვების შედეგებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანი პასუხისმგებელი ვართ ჩვენ ცხოვრებასა და გრძნობებზე, არ შეგვიძლია ჩვენი გავლენის უარყოფა ურთიერთობებში. თითოეული მონაწილე პასუხისმგებელია იმაზე, რომ ურთიერთობები მუშაობდნენ. თუმცა, თუ პრობლემები არსებობს, მანიპულატორი არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ მის სიტყვებს ან ქმედებებს შეეძლოთ უარყოფითად ემოქმედათ ურთიერთობებზე.
მანიპულატორს მზად აქვს სხვადასხვა მრავალფეროვანი ვერბალური ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ნებისმიერი კრიტიკისგან დასაცავად. ნებისმიერი გაუგებრობა - თქვენი ბრალია, ვინაიდან მიიღეთ გადაწყვიტილება ინტერპრეტაცია მისცეთ მის სიტყვებს/ქმედებებს ამ გზით ... თქვენ გაგიმართლებთ, თუ ის არ დაგადანაშაულებთ „მისი შეცვლის მცდელობაში“ ან მოთხოვნაში, რომ „აღარ იყოს ისეთი, როგორიც არის“.
მის განცხადებაზე სწორი პასუხი იქნება: „არც კი ვოცნებობ შენ შეცვლაზე. შეგიძლია ასეთი დარჩე შენი ცხოვრება - მთავარია, ჩემგან შორს იყო!“
თუ იტყვით, რომ მისი ქცევა იყო საზიანო ან ტკივილი მოგაყენათ, ის ამას მიიჩნევს „პერსონალურ თავდასხმად“. დაიწყებს სიტყვებით მანიპულირებას, რათა სიტუაცია წარმოადგინოს ისე, თითქოს თქვენ ესხმით თავს. მაგალითად, თუ იტყვით, რომ მისმა განცხადებამ დაგამცირად ან შეურაცხყოფა მოგაყენათ, ის დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ:
- ეს მისი განზრახვა არ ყოფილა,
- თქვენ ცდილობთ მიაწეროთ მას ის აზრები და მოტივები, რომლებიც არ ჰქონდა,
- და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეს არის პირადი თავდასხმა მის წინააღმდეგ.
მომგებიანი ვარიანტია, არა? ის ამახინჯებს თქვენ სიტყვებს თქვენ გრძნობებთან დაკავშირებით, რადგან „თუ ამას გრძნობ, ე.ი. მიანიშნებ, რომ ამაში დამნაშავე მე ვარ, და რადგან მე არ ვარ დამნაშავე, ე.ი თავს მესხმი. ასეთ ვითარებაში აზრი არ აქვს რაიმე გააგებინოთ მას - არ გაგიგებთ, რადგან მიაჩნია, რომ თქვენი გრძნობები უსაფუძვლოა.
10. მაშინაც კი, თუ ბოდიშს მოიხდის, ის არასდროს მოიხდის ბოდიშს გულწრფელად.
მანიპულატორი არასდროს აღიარებს მის შეცდომებს და არ იღებს პასუხისმგებლობას მიყენებული ტკივილის გამო. უკეთეს შემთხვევაში, ის შემოგთავაზებთ „დათანხმდეთ იმას, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებით“. იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბოდიშს მოიხდის, ეს იქნება ბოდიში, რომელსაც წინ უძღვის სიტყვა „მაგრამ“.
მაგალითად: „ვწუხვარ რომ გეწყინა, რადგან არ მოვედი საღამოს წვეულებაზე გაფრთხილების გარეშე, მაგრამ დატვირთული დღე მქონდა. უნდა შეგეხსენებინა ჩემთვის“.
შეამჩნიეთ, როგორ დაალაგა ფრაზა? შეამჩნიეთ, რომ სინამდვილეში ის არ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე? და ბოლო მომენტში როგორ დაგაკისრათ პასუხისმგებლობა თქვენ, რომ არ მოვიდა საღამოს წვეულებაზე?
ადამიანი, რომელიც არ მანიპულირებს, უბრალოდ იტყვის: „მაპატიე. სრულიად დამავიწყდა წვეულების შესახებ. ვიცი, რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყო. სხვა დროს არ გიღალატებ - აუცილებლად ჩავინიშნავ“.
რა უნდა გააკეთოთ, თუ მანიპულატორს შეხვდებით?
თუ მანიპულატორთან ერთად დიდ დროს გაატარებთ და თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინ მისი კომენტარები ძირფესვიანად გაანადგურებენ თქვენ თავდაჯერებულობას. ის მუდმივად გაგიმეორებთ, რომ თქვენთვის დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა სურს, მაგრამ თავად შეეწინააღმდეგება მის სიტყვებს ურთიერთსაწინააღმდეგო და ფარული განცხადებებით, მიუხედავად იმისა, თუ მისი სხეულის ენა არ შეესაბამება მის სიტყვებს.
ჩვენ გვაქვს მიდრეკილება ვენდოთ ადამიანს, ვისთანაც გვაქვს „ურთიერთობა“. ხშირად მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი ზრუნავს ჩვენზე, ასე რომ მანიპულატორთან ურთიერთობებს შეუძლია გაანადგუროს ყველა თქვენი შეხედულება საკუთარ თავზე.
თუ ვინმე თქვენ გარემოში აშკარად ისე იქცევა, როგორც აღწერილია ზემოთ - თავიდან მოიცილეთ და ნუ დააყოვნებთ! თუ მერყეობას გამოიცენთ, ის სწრაფად ჩაგითრევთ უკან. ის გეტყვით, რომ სწორედ თქვენ არიდებთ თავს პასუხისმგებლობას თქვენი ქმედებებისა და გრძნობების გამო, როდესაც იგნორირებთ მას. ეს ყველაფერი სისულელეა.
მან რაც არ უნდა თქვას ის, თუ თქვენ წახვედით და „იგნორირება“ გაუკეთეთ მას - ეს ძალიან პასუხისმგებელი საქციელია თქვენი მხრიდან. თქვენ იბრუნებთ კონტროლს თქვენ ცხოვრებასა და ემოციურ კეთილდღეობაზე. ამისთვის თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება უარი თქვათ ურთიერთობაზე, რომელიც იწვევს თქვენში აუტანელ სტრესს, და არც ძალიან სასიამოვნო მოგონებების ყუთში მოათავსეთ. მათი ადგილი იქ არის.
http://evolkov.net/cults/books/HassanS/Hassan.Combatting.digest.html
სარედაქციო თარგმანი
მ.ფ.ლ თარგმნის სერვისი
11. 2017
(C)
http://www.mgorskikh.com/9-politics/5492-desyat-sposobov-promyvki-mozgov-naseleniyul
Десять способов промывки мозгов населению
http://educateinspirechange.org/health/spiritual-consequences-alcohol-consumption/The Spiritual Consequences of Alcohol Consumption
https://norasamaran.com/2016/10/24/why-dont-survivors-speak/
https://issuu.com/874349/docs/__________________-_________________e1106e1930ae33
ერიხ ფრომი: ჯამრთელი საზოგადოება (რუს ენაზე) Эрих Фромм: Здаровое Общество (2006)
issuu.com
Your Mind - The REAL Prison - How To Escape from the Prison Mind Matrix
Religion can and does cause literal brain damage, and that that damage can be difficult if not impossible to repair if not addressed early in life Supporting evidence which shows brain atrophy caused by religion:
Religious Factors and Hippocampal Atrophy in Late Life
http://www.authenticityformula.com/?utm_content=buffere9af2&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer
https://www.psychologytoday.com/blog/what-doesnt-kill-us/201711/what-are-the-three-steps-authentic-life?utm_content=buffer84c0b&utm_medium=social&utm_source=facebook.com&utm_campaign=buffer
http://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0017006
Три главные проблемы 21 века, которые мешают быть собой
Психолог Александр Асмолов о том, как начать воспринимать мир по-другомуhttps://tvrain.ru/lite/teleshow/psihologija_na_dozhde/tri_glavnye_problemy_21_veka_kotorye_meshajut_byt_soboj-438350/
http://www.patheos.com/blogs/laughingindisbelief/2017/10/iceland-mandates-mental-health-warnings-bibles/
http://itsallabouti.info/being-single-is-now-a-disability-according-to-world-health-organization/amp/
https://anewkindofhuman.com/this-is-what-advertising-would-look-like-if-corporations-told-the-truth/
Ещё в 1879 году Альберт Пайк писал: «Для полного торжества масонства понадобятся три мировые войны; в третьей из них будет уничтожен мусульманский мир, после чего мы спровоцируем гигантское социальное потрясение, ужасы которого покажут всем гибельность безверия. Революционное меньшинство будет уничтожено, а разочаровавшееся в христианстве большинство… получит от нас истинный свет учения Люцифера».
Возможно, она уже началась – Афганистан, Ирак, Египет, Тунис, Ливия…
The road to the real truth, that's the truth with a capital T, doesn't begin until a person rejects faith-based answers as truth.
http://www.exposingworldgovernment.com/2017/11/08/the-elites-are-following-albert-pikes-plan-for-world-war-3/
ავტორი უცნობია "მასობრივი ზემოქმედების იარაღის შექმნა არახალია და მას ფესვები XIX საუკუნეში უდევს. პირველი მასობრივი ზემოქმედების იარაღის იდეა ჩამოაყალიბა და შემდგომში უკვე ამ იარაღის შექმნაზე მუშაობდა ცნობილი სერბი მეცნიერი, ინჟინერ-ელექტრიკოსი, ინჟინერ-მექანიკოსი, ელექტრობის, ცვალებადი დენის, მაგნეტიზმის, მაგნიტური ველის, რადიოკავშირის შექმნელი ნიკოლა ტესლა.
ნიკოლო ტესლას (1856-1943) ტყუილად არ უწოდეს "XX საუკუნის ყველაზე დიდი მეცნიერი" და "მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი" ეს იყო ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. გარდა მისი მრავალი გამოგონებისა, მას ასევე სწამებდნენ ისეთ მოვლენების "ავტორობას", როგორებიცაა სან-ფრანცისკოს მიწისძვრა (1906 წელი) და ტუნგუსუკის მეტეორის ჩამოვარდნა (1908 წელი). ამერიკული სააგენტო "DARPA" 1958 წელს შეეცადა ტესლას პროექტზე "საქანელა" (ინგლ. Seesaw) შეექმნა ლეგენდარული იარაღი "სიკვდილის სხივი". ცნობილია, რომ ტესლა არქიმედეს ნაშრომებზე დაყრდნობით მუშაობდა ამ ზესაიდუმლო იარაღის რამოდენიმე ტიპის და მათ შორის ფსიქოტრონული იარაღის შექმნაზე (არქიმედემ 212 წელს ჩვ. წ. აღ-მდე მზის შუქით მიღებული ენერგიით რომაული ფლოტი მთლიანად დაწვა). თუმცა არასასურველი შედეგისა და გაზრდილი ბიუჯეტის გამო სააგენტომ პროექტი დახურა. პირდაპირ, რომ ვთქვათ, მათ ტესლას ჩანაწერებს თავი და ბოლო ვერ გაუგეს.
ფართო მასებზე ზემოქმედების იარაღის შექმნაზე წამყვან ქვეყნების გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში შემდგომაც ბევრს მუშაობდნენ, აქ რა თქმა აშშ და საბჭოთა კავშირი გამოირჩეოდნენ. მაგალითად ვირჯინიის უნივერსიტეტის (აშშ) ფსიქოლოგი ჯონათან ჰაიდი თვლიდა, რომ ფართო მასების პროვოცირებას ემოციური რეაქციები იწვევდა, ამიტომ, უნდა შექმნილიყო იარაღი, რომელიც ხალხის ემოციურ განწყობაზე იმოქმედებდა.
ნიდერლანდების კვლევით ცენტრში ცდილობდნენ გამოკვლიათ ადამიანის ტვინის აქტიური რეაქციები და ექსპერიმენტები სწორედ ამ კუთხით მიდიოდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ნეიროფიზიოლოგი მარკ იაკობონი სხვა ადამიანების გრძნობებსა და ემოციებზე ზემოქმედება განსაკუთრებული ნერვული უჯრედების მეშვეობით ხდება, რომლებიც ადამიანის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროშია განთავსებული."
https://worldtruth.tv/illuminati-albert-pike-we-will-use-islam-to-start-world-war-3/?utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=SocialWarfare
The legal (false) id-entity is reinforced by constructing and stroking the ego, which is created in each of us through public education and entertainments that cause each man to id-entify his True Self as that which is false, as the person (id-entity) and thus property of another. And so our True Existence has been turned from Real (singular, ambiguous, and without fiction) into an imaginary legal class, sort, kind, or species (speciality) of property (some-thing special, in appearance only, as that which is only for show). A person (status), like fortune, is no Real entity. It is only form without http://www.strawmanstory.info/
Watching these videos, you see what a small circle these psychopaths run with....
"Too many demarcations which leads to in-cubed society. The human connection is muted to protect the system .."
http://www.jchristoff.com/
Вольтер о фанатизме: "Законы и религия бессильны против чумы душ"
Есть фанатики хладнокровные: это судьи, приговаривающие к смерти тех, чье единственное преступление – думать не так, как они; и эти судьи тем более виновны, тем более достойны презрения со стороны рода человеческого, что они не находятся в состоянии ярости....
Раз мозг поражен гангреной фанатизма, болезнь становится почти что неизлечимой. Я видел исступленных людей, которые, говоря о чудесах святого Париса, постепенно, помимо своей воли, возбуждались: глаза их разгорались, члены тряслись, безумие искажало черты их лица; они бы убили всякого, кто стал бы им противоречить. Против этого эпидемического заболевания есть только одно средство: философский дух, который, распространяясь от человека к человеку, смягчает, наконец, нравы людей и предупреждает припадки болезни: потому что как только эта болезнь усиливается, надо бежать и ждать, когда очистится воздух. Законы и религия бессильны против чумы душ; религия далека от того, чтобы служить душам здоровой пищей, в зараженных морях она становится ядом
Законы еще совершенно бессильны против этих припадков бешенства; точно
вы прочли бы приговор буйно помешанному. Эти люди уверены в том, что
святой дух, их пронизывающий, выше законов, что их энтузиазм –
единственный закон, которому они обязаны повиноваться. Что вы ответите
человеку, который вам говорит, что предпочитает слушаться бога, а не
людей, и, следовательно, уверен, что заслуживает царство божие, убивая
вас?
Обыкновенно фанатиками руководят негодяи, они вкладывают им в руки кинжал; они походят на того Старика с Горы, который, говорят, давал глупым людям вкусить райских наслаждений и обещал вечность этих удовольствий при условии, что они пойдут и убьют всех тех, кого он назовет. Только одна религия на свете не запачкана фанатизмом. Это религия китайских мудрецов. Секты философские не только свободны от этой чумы, но они служили средством против нее, так как действие философии заключается в том, что она доставляет душевный покой, а фанатизм несовместим с покоем. Если наша святая религия так часто искажалась этой дьявольской яростью, то в этом надо винить людское безумие."
Обыкновенно фанатиками руководят негодяи, они вкладывают им в руки кинжал; они походят на того Старика с Горы, который, говорят, давал глупым людям вкусить райских наслаждений и обещал вечность этих удовольствий при условии, что они пойдут и убьют всех тех, кого он назовет. Только одна религия на свете не запачкана фанатизмом. Это религия китайских мудрецов. Секты философские не только свободны от этой чумы, но они служили средством против нее, так как действие философии заключается в том, что она доставляет душевный покой, а фанатизм несовместим с покоем. Если наша святая религия так часто искажалась этой дьявольской яростью, то в этом надо винить людское безумие."
End of all evil by Jeremy Locke (pdf & audiobook)
https://app.box.com/s/tcqn98al6z85hc8w1ir6xce9uarhrnmg
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised