четверг, 26 октября 2017 г.

ჯოჯოხეთური ქსელი. როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში"

ჯოჯოხეთური ქსელი. როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში" 
ფრაგმენტები ახალი თარგმანიდან:

"ნარცისული „ქსელიდან“ თავის დაღწევა ძალიან რთულია, რადგან პიროვნების ნარცისული აშლილობით შეიძლება იტანჯებოდნენ არა მხოლოდ თქვენი ხელმძღვანელები, თანამშრომლები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები და მეზობლები, არამედ თქვენი ახლობლები - მეუღლე, შვილები და განსაკუთრებით მოხუცი მშობლები. იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი და, შესაბამისად, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, უნდა აღმოვაჩინოთ ნარცისიზმის კონკრეტული ნიშნები და გამოვიყენოთ დაცვის კონკრეტული ფორმები. წიგნში ბევრი მაგალითია მოყვანილი ცხოვრებიდან და ანალიტიკური პრაქტიკიდან.
წიგნი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა არა მხოლოდ სხვადასხვა სკოლის და მიმართულების ფსიქოლოგებისთვის, არამედ აღმზრდელებისა და პედაგოგებისთვის, და, რაც მთავარია, მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებსაც სურთ უკეთ გაერკვენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს წარმოქმნილი პრობლემების მიზეზებში, განსაკუთრებით ე.წ. ფსიქოლოგიური ვამპირიზმის პრობლემაში.

ციტატა:
„ემოციურად უმწეო პიროვნებისთვის დამახასიათებელია ადამიანთა ორ კატეგორიად დაყოფის ტენდენცია: „ყველაფრით კარგსა“ და „ყველაფრით ცუდზე“. ხშირად ხდება ისე, რომ „კარგი“ ადამიანი ხდება „ცუდი“, ან პირიქით. მაგრამ არასდროს არ არის დაჯილდოებული კარგი და ცუდი თვისებებით ერთდროულად; მაგალითად, „კარგი“ აღქმა არის როგორღაც დაცული, „ცუდი“ კი განსაკუთრებულ „საკუჭნაოში“ რჩება, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გააღო ან დაკეტო, ამასთან ნარცისული პიროვნების მიერ სიყვარულის ობიექტის აღქმა შეიძლება თითქმის მყისიერად შეიცვალოს. ნარცისულ პიროვნებას არ შეუძლია გაუძლოს სიყვარულის და სიძულვილის გრძნობების შეთავსებას ერთ და იმავე ადამიანთან მიმართებაში, სწორედ ამიტომ მისი ურთიერთობები ხშირად ჰგავს სრიალს ინფლაციის და დეფლაციის ატრაქციონზე.

ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან ბიზნესით ან ახლო ურთიერთობები აქვთ პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანებთან, ხშირად განიცდიან დაბნეულობას, ან ჩიხში იმყოფებიან ასეთი აშლილობის მქონე ადამიანთა ქმედებებში უაღრეს წინააღმდეგობათა, ფარულ და მეტისმეტად ხანგრძლივ და სტაბილურ ნარცისულ მოთხოვნილებათა გამო. აღნიშნული მოთხოვნილებები გამოიხატება პრეტენზიულ მცდელობაში გამუდმებით აღფრთოვანებული იყვნენ სხვა ადამიანებით, რომელთა უკან იმალება საკუთარი დაუცველობა, მჟღავნდება მცირე წინააღმდეგობის ან უარყოფის შემთხვევაში და იწვევს ემოციურად გამანადგურებელ სირცხვილის გრძნობას. მათი ქმედება შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ქარიზმატული და გარკვეული დროით მიმზიდველი, შემდეგ გულგრილი და ანგარებიანი, რასაც ზოგჯერ მოჰყვება არაპროგნოზირებადი გააფთრება.

წიგნი შეავსებს ლიტერატურაში შექმნილ ვაკუუმს. ის ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს: როგორც პროფესიონალმა ფსიქოლოგებმა, ასევე ნებისმიერმა სხვამ, ვისაც სურს უკეთ გაიგოს, რას წარმოადგენს პიროვნების ნარცისული აშლილობა.
ჯეიმს ფ.მასტერსონი, მედიცინის დოქტორი, მასტერსონის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, ნიუ-იორკის ჰოსპიტალთან არსებული კორნელის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის ფსიქიატრიის საპატიო პროფესორი''

I ნაწილში, რომელსაც ეწოდება „ნარცისიზმის „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, მე განვიხილავ ნარცისული პიროვნებისთვის დამახასიათებელი აზროვნების და ქცევის საშუალებებს. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა უფლების მფლობელობის პრეტენზია (entitlement) და მისი თანმხლები გაცხარება, ამპარტავნობა და მაგიური აზროვნება (გრანდიოზულობის და ყოვლისშემძლეობის შეგრძნება), კარგადაა ცნობილი. თუმცა, შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა შეიტყობთ, რომ სუსტი ინტერპერსონალური საზღვრები, სირცხვილის გრძნობით განპირობებული ღრმად დამალული ემოციური სიცარიელე, შური და ზიზღი, ასევე სხვების გამოყენების მცდელობა, რომელიც ემპათიის არარსებობის გამო შექმნილ ვაკუუმს ავსებს, - ყველა ეს თვისება უფრო მეტად მიუთითებს ნარცისიზმზე, ვიდრე ეგო, რომელიც ექვემდებარება ინფლაციას, ან აბსოლუტური ეგოიზმი. სწორედ ასეთი ქმედებები და ასეთი განწყობა იცავენ განუვითარებელ თავისთავადობას სხვა ადამიანთა მდგომარეობის გაუარესების ფასად. ამ თვისებებს მე ვუწოდებდი „მომაკვდინებელს“, რადგან თუ ისინი ყველა დამკვიდრდა ადამიანში, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, ისინი გაანადგურებენ მისი პიროვნების მთლიანობას; ამავე დროს ისინი „ცოდვილად“ მიმაჩნია, რადგან ანადგურებენ თავად ადამიანის პიროვნებას.
ნარცისიზმის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა არა მხოლოდ ასახიჩრებს და ტკივილს აყენებს სხვა ადამიანებს, არამედ ხელს უშლის თვით ნარცისულ პიროვნებაში მისი ჭეშმარიტი თავისთავადობის განვითარებას.
იმისათვის, რომ გააცნობიეროთ, როგორ დაიცვათ თავი ნარცისული პიროვნებებისგან, რომლებსაც ცხოვრებაში ხვდებით, უნდა იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე და როგორ მივიდნენ ისინი ამ მდგომარეობამდე. წიგნის II ნაწილში თქვენ შეიტყობთ, რომ ადრეულ ბავშვობაში ნარცისიზმი განვითარების ნორმალურ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს ...."



-----------
თარგმანი   მ   ფ  ლ    10.20.17

(C) სარედაქციო

http://rumagic.com/ru_zar/sci_psychology/fromm/6/j7.html
















http://lib.ru/DPEOPLE/stiwen_hanter.txt_with-big-pictures.html#139


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised