четверг, 26 октября 2017 г.

როგორ განვსაზღვრoთ ენტროპიის სასიკვდილო შხამით მოწამლული რეჟიმის აგონია? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე

 როგორ განვსაზღვრoთ ენტროპიის სასიკვდილო შხამით მოწამლული რეჟიმის აგონია? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე

თვალსაზრისი  ვიქტორ ეროფეევი


      ჩემ პირველ სტატიაში Swissinfo „რუსული გლობუსისთვის“ მე ვწერდი, რომ „რუსეთში პერესტროიკისა და ლიბერალური რეფორმების მოკლე პერიოდი - რუსული მარადიულობიდან გამოსვლის და ევროპულ დროში გადასვლის სასოწარკვეთილი მცდელობაა. სათანადო გამბედაობით წამოწყებული, მაგრამ მოსახლეობის რეალური შეხედულებებსა და საჭიროებების გაუთვალისწინებლად, ის მარცხით დასრულდა“. დღეს მინდა ვისაუბრო მოსკოვის დროის ხარისხზე. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ განსხვავდება რუსული შეხედულება დროზე ევროპულისგან. და რა როლს ასრულებს შვეიცარია, როგორც დროის ძირითადი მატარებელი ამ ქვეყანაში შექმნილ საათებზე?
       ყველამ დიდი ხანია შენიშნა, რომ პუტინს უყვარს დაგვიანება. ის აგვიანებს ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთ. ერთხელ მან დააგვიანა მოსკოვის კინოფესტივალის გახსნაზე, და უზარმაზარი დარბაზი მოთმინებით ელოდებოდა მას, და როდესაც ის ბოლოს და ბოლოს მოვიდა და მხიარულად იხუმრა, თუკი იტყოდა, რომ მოსკოვში საცობების გამო დააგვიანდა, მას არავინ დაუჯერებდა. დარბაზმა შვებით ამოისუნთქა, ხუმრობამ გაამხიარულა, რადგან მიხვდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის კორტეჟი საცობში არ აღმოჩნდებოდა. პრეზიდენტის კორტეჟი საცობებზე მაღლა დგას, ხოლო თავად პრეზიდენტი - დროზე მაღლა. მაგრამ თუ ის დროზე მაღლა დგას, მაშინ რატომ არ დაიმორჩილებს მას და არ დაიცავს სიზუსტეს ფრანგული ფორმულის თანახმად „სიზუსტე - მეფეთა თავაზიანობაა“? იმიტომ, რომ ის არ არის საფრანგეთის მეფე, მაგრამ რაღაც უფრო ფესვგადგმულია მარადისობაში, სადაც არ არის სიზუსტე, რადგან დრო არ არის. ამიტომაც, რუსეთში, როგორც ყველა რუსისთვის არის ცნობილი, ხელმძღვანელობა არ იგვიანებს, არამედ აყოვნებს, თითქოს გადადის მარადიულობიდან, სადაც იმყოფება, დროში, როდესაც ყველა დანარჩენი ფუსფუსებს. ეს გადასვლა მარადიულობიდან დროში წარმოადგენს რუსული მმართველობის ძირითად ფორმულას.
         მმართველები აქ დიდხანს მართავენ და დროს ვერ ამჩნევენ. დრო მათ აღიზიანებს, ისინი დროში არ მონაწილეობენ ან მონაწილეობენ, მაგრამ დროებით, წამიერად, საჭიროების შემთხვევაში. ბოლშევიკური ლიდერები, რომლებიც ფორმალურად არ იყვნენ მეფენი, მართავდნენ, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მეფენი: სტალინი - ოცდაათ წელს, ბრეჟნევი - თვრამეტს. ახლა პუტინი ცდილობს გადაუსწროს ბრეჟნევს: ის ფაქტიურად მართავს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში (მათ შორის, ოთხი წელი მისი ერთგული მეგობრის დიმიტრი მედვედევის შემწეობით). ამბობენ, რომ გერცენს ეკუთვნის ღირშესანიშნავი სიტყვები: „რუსეთში უნდა დიდხანს იცხოვრო“. რა თქმა უნდა, რომ დაველოდოთ ცვლილებებს!
       მარადიულობა, რომელშიც იმყოფებიან რუსი მმართველები, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური თვალსაზრისით, გადაგვარდება სტაგნაციაში, ხოლო მეტაფიზიკური - უდროობაში. სტაგნაცია არის რუსეთის მუდმივი ჩამორჩენის მიზეზი ევროპისა და ამერიკის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით. თუმცა, ადგილი ჰქონდა გარღვევებსაც, რომლებმაც შოკში ჩააგდეს მთელი მსოფლიო: საკმარისია გავიხსენოთ პირველი თანამგზავრი 1957 წელს ან გაგარინი. ან მსოფლიოში პირველი წყალბადის ბომბი, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ქმნილება. მაგრამ ასეთი გარღვევები სულ უფრო ნაკლებია. სტაგნაცია ისტორიულ განზომილებაში ახშობს აზრს. სისტემის უძრაობა. ბიუროკრატიის გაქვავებულობა. თავად სტაგნაცია შიშის შედეგია. ინიციატივის გამოჩენის შიში. სიახლის შიში.
       გოგოლი მის დაუმთავრებელ ტექსტში რომის შესახებ თავს ესხმოდა პარიზს როგორც ინოვაციების დედაქალაქს. დრო პროვოცირებს სიახლეს. რუსულ ტრადიციულ მენტალობას ეშინია სიახლის, როგორც ეშმაკისეული საწყისის. დიდი რელიგიური განხეთქილება XVII საუკუნის რუსეთში, რომელმაც ააღელვა მთელი ქვეყანა და ნამდვილად გაყო ორ ნაწილად, ერთი შეხედვით, მოხდა  მცირე დეტალების გამო მღვდელმსახურებაში (როგორ გადაიწერონ პირჯვარი: ორი თუ სამი თითით? და ა.შ.), ფაქტობრივად კი მარადისობის-სიძველის დაპირისპირების გამო საეჭვო ინოვაციებთან (თუმცა სინამდვილეში ისინი უბრალოდ წარმოადგენდნენ დაბრუნების მცდელობას მართლმადიდებლური მსახურების სათავეებთან).
       ჟამთა სიავე - გაჭიანურებული მმართველობის, სტაგნაციის ორგანიზატორის დისიდენტური განმარტებაა. მმართველობის ხანგრძლივობა იწვევს საღი აზრის გაღიზიანებას, საღად მოაზროვნე ადამიანების წონასწორობიდან გამოყვანას, ახდენს რევოლუციური განწყობის პროვოცირებას. ძველი რუსეთის რევოლუციონერები, მაგალითად, ნერვიულობდნენ, გამოირჩეოდნენ თავშეუკავებლობით, იყვნენ ტერორისკენ მიდრეკილი მაქსიმალისტები. რუსული ინტელიგენცია დროისთვის მებრძოლები არიან. მოწინავე ინტელექტუალური კლასი მიუთითებს ციფერბლატზე გაჩერებულ ისრებზე და მოითხოვს საათის დაუყოვნებლივ ამუშავებას. მარადისობის ხელისუფლება იყენებს რეპრესიებს დროთა აგიტატორების წინააღმდეგ - ასეთია ჩვენი ისტორიის პარადიგმა.
         მიჩნეულია, რომ რუსულ ისტორიაში იყო რეფორმის 17 მცდელობა, და ყველა მათგანი არაფრით დასრულდა. თუმცა, ეს მთლად ასე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ორი მეფე ცდილობდა მოსკოვის სამეფოს მარადიული სიმშვიდის დარღვევას. პეტრე პირველმა გადაიტანა დედაქალაქი მოსკოვიდან - ამ დიდი სოფლიდან - ფორმით იტალიურ სანქტ-პეტერბურგში, რომელიც თავად ააშენა. რუსული ისტორიის პეტერბურგის პერიოდი მარადიულობისა და დროის უცნაური ნაზავია, სადაც მარადიულობა ასაზრდოებდა ბიუროკრატიას, ხოლო დრო - აღმოცენებულ ინტელიგენციას. ალექსანდრე მეორე იყო, ალბათ, ყველაზე დროებითი მეფე, ანუ მმართველი, რომელსაც სურდა ევროპის ცივილიზაციის დროსთან ფეხაწყობით სიარული. მაგრამ ის გაანადგურეს რევოლუციონერმა ტერორისტებმა, რომლებიც ოცნებობდნენ დროზე გაბატონებას.
       ფაქტობრივად, ისინი გარდაიქმნენ ბოლშევიკებად და მიაღწიეს მიზანს. მაგრამ ბოლშევიკებმა  თავი ვერ გაართვეს რუსულ დროს, რომელიც დაუსხლტდა მათ  არეულობების, გლეხთა ბუნტების, ინტელიგენციის მდუმარე წინააღმდეგობის სახით, ამიტომ სტალინი დაუბრუნდა რუსული მარადისობის ტრადიციულ მოდელს. დროა ვიკითხოთ: რატომ გახდა რუსული მარადისობა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმა? თუ ევროპაში დრო კარნახობდა თავის პირობებს პოლიტიკურ მმართველობას, რუსეთში სხვაგვარად ხდებოდა: მთავრობა კარნახობდა დროს პირობებს.
     ალბათ, ყველაფერი დაიწყო უპრეცედენტო შუასაუკუნეების ბრძოლებითა და კომპრომისებით: რუსმა თავადებმა და თათარ-მონღოლთა ურდომ მოძებნეს თანაარსებობის მახინჯი ფორმები, თავისი არსით სადომაზოქისტური. მოსკოვის სამეფომ გადაიღო აღმოსავლეთის დესპოტიზმის მრავალი ფორმა, რომელიც აგებული იყო ერთმმართველობის ურყეობაზე. ბიზანტიურმა გავლენამ რუსეთზე, რომელიც მართლმადიდებლობასთან ასოცირდება, შესძინა რუსულ ხასიათს განმჭვრეტი მნიშვნელობა, ააგო სიცოცხლისა და სიკვდილის კომბინაციის რთული კომპოზიცია, როგორც ერთი მთელის. სწორედ აქ დაიწყო ბუდობა რუსულმა მარადიულობამ, წინააღმდეგობა გაუწია დასავლეთის ახალ კულტს. არც რუსული წარმართობა, არც რუსული მართლმადიდებლობა, როგორი განსხვავებულიც ისინი არ იყვნენ, არ გამოირჩეოდა დროის მიმართ მიდრეკილებით. პირიქით, ისინი არ იყვნენ დროით შეზღუდული და, შესაბამისად, რუსეთის ცივილიზაციის დანერგვა დროში თავიდანვე იყო გართულებული. სამაგიეროდ, თვითშენარჩუნების გაცნობიერებული და ქვეცნობიერი სურვილი რუსული სახელმწიფოებრიობისთვის  გამოიხატა მარადიულობისკენ მიმართვაში.
       კომუნისტური უტოპია ბედნიერი მარადისობის სახით დაინგრა ეკონომიკური სტაგნაციის გამო, მაგრამ მარადისობის ცნება შენარჩუნდა. პერესტროიკის იდეოლოგების როტაცია თანამედროვეობისკენ დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან არავინ განმარტა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობა. ახალი ხელისუფლება ეფუძნებოდა ბუნდოვან მოსაზრებას საღი აზრის შესახებ, რომელიც სწრაფად გადაიქცა აბსურდათ. დროში გაქცევას (და საკმაოდ დროულად!) შეეცადა ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც, ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით, ყოველთვის იყო დაკავშირებული დროსთან. საუბარია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. სხვა შემთხვევაში (უკრაინა,ნაწილობრივ ბელორუსია) დროსთან შეხვედრამ მიიღო ტრაგიკული ხასიათი. ყველაზე დინამიურ 1990-იანი წლებში რუსეთში დრო ყოველთვის თამაშობდა დამატებით როლს. 
       ძირითად ბრძოლას ბანდიტებსა და ძალოვანებს შორის ჰქონდა მითიური, დროში შეუზღუდავი ხასიათი. ის დასრულდა მარადიული წესრიგის იდეის გამარჯვებით. პუტინი განასახიერებს მარადისობის ამჟამინდელ ფორმას. ის არ არის პორტრეტი, არამედ ხატია. განსხვავება დროში შეუზღუდავია რუბლევის ხატებსა და ამჟამინდელ პრეზიდენტს შორის მხოლოდ რწმენის ვექტორში, რომელზეც მიუთითებს თავად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ თვალწინ 2011-2012 წლებში მოხდა რუსული დროის ბუნტი რუსული მარადისობის ახალი რაუნდის წინააღმდეგ, მაგრამ მარადისობამ წარმატებით ჩატკეპნა ასფალტში. თუ რამდენად ემორჩილება დღევანდელ მარადისიბა ენტროპიას - დროის საკითხია.
        რუსეთის ხელისუფლება მიეჩვია დროის საკმაოდ თვითნებურად განკარგვას. ლენინმა შეცვალა კალენდარი 1918 წლის 24 იანვრის განკარგულებით (ძველი იულიანური სტილი ახალ გრიგორიანულზე), მიუხედავად ამისა დღესაც არსებობენ ძველი სტილის გულშემატკივრები, რომლებიც მოითხოვენ ძველი რუსული კალენდარის დაბრუნებას და რომელიც ჩამორჩება დასავლურს ცამეტი დღით. ხელისუფლება ასევე ცვლის დროის ზონებს, გადაადგილებს დროს კიდით კიდემდე. და ბოლოს, ზაფხულის და ზამთრის დრო რუსეთში გარკვეული ყოყმანის შემდეგ არცთუ დიდი ხნის წინ გადაიქცა ერთიან დროთ, და ჩვენ ზაფხულში ევროპას ვუსწრებთ ერთი საათით, ხოლო ზამთარში - ორით. რუსული მართლმადიდებლურო ეკლესიის დამოკიდებულება დროის დადგენის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, თითქოს, ძირს უთხრის რიტუალების განრიგს, საოცარი მოთმინებით გამოირჩევა, და მადლიერია განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის უახლეს დროში გამდიდრდეს სახელმწიფოს დახმარებით.
       მარადისობის მთელი სიძლიერის მიუხედავად რუსეთში, ჩვენთან სწორედ შვეიცარიული საათები წარმოადგენენ ძალაუფლების სიმბოლოს. გასაკვირი არ არის, რომ ხელის რუსული საათები ნელ-ნელა გაქრა. მსგავსი რამ დაემართა სამამულო ავტომობილებსაც. ეს არის არა მხოლოდ ხარისხის საკითხი, არამედ თვალსაზრისის. მაგალითად, მოსკოვში, დღეს, სახელმწიფო პატრიოტიზმის ძლიერი ტალღის მიუხედავად, არსებობს ფირნიშების დიდი რაოდენობა უცხოურ (ინგლისურ ან ფრანგულ) ენებზე, რადგან ის აკმაყოფილებს მოსახლეობის შეხედულებას ცხოვრების ხარისხზე. შვეიცარული საათები არა მარტო ხარისხის აბსოლუტურ გარანტიას აძლევენ რუს ადამიანს (მისი აზრით), არამედ ადასტურებენ მათი მფლობელის აბსოლუტურს გემოვნებას.
       პუტინის დამოკიდებულება შვეიცარიული საათების მიმართ იმსახურებს ყურადღებას. როგორც წესი, იგი ატარებს Patek Philippe Perpetual Calendar საათებს თეთრი ოქროსგან. მაგრამ ის კიდევ იმით არის ცნობილი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით აგდებს ძვირადღირებულ შვეიცარულ საათებს. მაგალითად, ნიჟნი-ბურეისკის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის დათვალიერებისას მან თხევად ბეტონში ჩააგდო თავისი ხელის საათი. რატომ?  მშენებლობა წარმატებული რომ იყოს! ასეთი რუსული ნიშანია! არ ვიცი, მართლაც დაეხმარა ეს, თუ არა ... როდესაც ის ტუვაში შეხვდა ბიჭს ცხენზე, ადგილობრივი მწყემსის შვილს, მან აჩუქა თავისი მდიდრული შვეიცარიული საათი. იგივე გააკეთა ტულას სამხედრო ქარხანაში, როდესაც ზეინკალს, რომელიც მას მოეწონა, ხელზე გაუკეთა საათი. საერთო ჯამში, პრეზიდენტის კოლექციაში, ჟურნალისტების შეფასებით, 30 მილიონი რუბლის ღირებულების საათებია.
        პუტინის შემდეგ, დაბალი რანგის ხელმძღვანელობა ასევე ატარებს და აგროვებს შვეიცარულ საათებს. რუსეთში ყველამ იცის სკანდალი პატრიარქ კირილესთან დაკავშირებით. ის ატარებს Breguet-ის ძვირადღირებულ საათს, მაგრამ მალულად. ეს საათი პატრიარქის ფოტოზე მისმა თანაშემწეებმა ფოტოშოპის დახმარებით წაშალეს, მაგრამ  დაავიწყდათ მისი ანარეკლის წაშლა მაგიდის მინაზე. ეკლესია დიდხანს და  მოუქნელად ცდილობდა სკანდალის მიზეზის განმარტებას.
        აქ მე ვხედავ რუსი ადამიანის კომპრომისს დროსთან. ხელისუფლების მწვერვალზე აღმოჩენილს და მარადისობით დაცულს, მას შეეძლო საკუთარი თავისთვის და მისი ოჯახისთვის მიეცა უფლება დამტკბარიყო დროით,  დაემორჩილებინა ევროპული მოდა, შეესყიდა ფასდაუდებელი მანქანა, ვილა და იახტა. მაგრამ აქაც ევროპული დროის მეშვეობით იგივე მარადიულობა იჩენს თავს, რადგან დროის ეს ატრიბუტები, რომლებიც ფუფუნების საგანს წარმოადგენენ, გარდაიქმნებიან მარადისობის საგნებად. ფუფუნება და მარადიულობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან ფუფუნება დროის დაძლევაა და სწორედ ამ გზაზე პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი გამონახავენ საერთო ენას. მაგრამ ტრამპთან დაგვიანებას პუტინი ვერ გაბედავს.
       დროისადმი კუთვნილების გარდა, ასევე არსებობს ტაბელი რანგების შესახებ. პუტინს შეუძლია დააგვიანოს შეხვედრაზე რომის პაპთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, გერმანიის კანცლერთან ან მით უმეტეს იანუკოვიჩთან (როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი იყო), გამომდინარე მისი შეხედულებიდან აღმოსავლური ორთაბრძოლის წესების შესახებ. საბოლოო ჯამში, ძლიერი სუსტზე სუსტია, და სპორტში ამის არავის რცხვენია. საათთან ამას არავითარი დამოკიდებული არ აქვს. სამაგიეროდ დამოკიდებულება აქვს ადამიანურ ღირებულებებთან. დროთა განმავლობაში ისინი იცვლებიან.
       ევროპაში არავინ დაიკვეხნის იმით, რომ ბრძოლის დროს მტერს ხმლით მოჰკვეთა თავი, თუმცა ჯერ კიდევ ასი წლის წინ ფრანგი ან გერმანელი საქმრო სიამოვნებით მოუყვებოდა ამის შესახებ თავის საცოლეს. ახლა პატარძალს გული წაუვიდოდა, გულის წასვლაც რომ აღარ იყოს გასული მოდიდან. მაგრამ იქ. სადაც დრო შენელებულია და ღირებულებები მოძრაობენ, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც მუხლებამდე წყალში დადიან, ხმალი და ძალაუფლების კულტის სხვა ატრიბუტები ინარჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობას და ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. თუმცა, ცვლილებები თანამედროვე ევროპაში არ არის ცალსახა, როგორც ამას აჩვენებენ კრიზისები, და ზოგჯერ ჩანს, რომ რუსული მარადისობას უფრო საიმედოდ შეაფარებ თავს, ვიდრე დაემორჩილო დროის თამაშს.

===
გაანადგურე კულტურა!

როგორ განვსაზღვრoთ ენტროპიის სასიკვდილო შხამით მოწამლული რეჟიმის აგონია? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე
        კულტურის განადგურება ადვილიც არის და რთულიც, ისევე როგორც ადამიანის მოკვლა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიაყენებ დარტყმას. კულტურაზე დევნის ამჟამინდელ მონაწილეებს, ღიას და ფარულს, სისხლი სწყურიათ.
მე მიმაჩნია, რომ კულტურა არის ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ. ენტროპია არ არის აბსტრაქცია, არამედ განადგურების რეალური ძალაა. კულტურა უპირისპირდება ენტროპიას იმ დონემდე, რომ ორივე ცნება პერსონიფიცირდება გოლიათთა ორთაბრძოლაში, დაახლოებით ისეთი ტიპის, როგორიც წინ უძღოდა წარმოსახვით კულიკოვოს ბრძოლას, როდესაც ერთმანეთს შეებრძოლენ პერესვეტი და ჩელუბეი და, როგორც იცით, ორივე დაიღუპა. თუმცა, პერესვეტმა მაინც მოიპოვა გამარჯვება, რადგან შეძლო თავისიანებამდე მიღწევა და ამხანაგების  ხელში დალია სული.
რუსეთის ინტელიგენცია ისტორიულად უკვე ადარებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეჟიმს თათრულ-მონღოლურ უღელს. მიუხედავად ოკუპაციისა, იგი თამამად ჩაება ბრძოლაში, დაამარცხა იგი და სახელმოხვეჭილი დარჩა ხალხის მეხსიერებაში, მაგრამ ენტროპია კვლავ ატყდებოდა თავს ქვეყანას, და ჩვენი პერესვეტი ისევ იღუპებოდა თანამებრძოლების თვალწინ.
„ენტროპია ანადგურებს ქვებს და ადამიანთა სულებს. ის ანადგურებს პლანეტებს და აქრობს ვარსკვლავებს“
გასაკვირია, რომ ენტროპიას სურს კულტურის განადგურება? მაგრამ დაგვიანებული ხომ არ არის ჩვენი გაოცება რეალობით? როგორ განვსაზღვრავთ რეჟიმის აგონია, რომელსაც ენტროპიის სასიკვდილო სენი შეეყარა? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე.
გაანადგურე კულტურა! - უბრძანებს ენტროპია მის ვასალურ რეჟიმს.
დაიცავით კულტურა! - ვამბობ მე.
დაიცავით კულტურა, რადგან კულტურის გარეშე რუსეთი არ იარსებებს, ხოლო  ენტროპიის ვასალური რეჟიმის გარეშე - აუცილებლად იარსებებს!
კულტურას დევნიდნენ მეფენი. არა მხოლოდ წინასწარმჭვრეტი რადიშჩევი, არამედ გენიალური დერჟავინი იყო შერისხული.
რილეევმა სახრჩობელაზე დაასრულა სიცოცხლე. პუშკინი გადასახლებასა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
ეს იმდენად ცხადია, რომ მოსაბეზრებელი გახდა.
მაგრამ არა: ენტროპია კვლავ იქნევს მათრახს.
სწორედ რუსეთის იმ კულტურას ჰქონდა მსოფლიო ღირებულება, რომელსაც დევნიდა. სწორედ მან შემოიტანა სამყაროში ის შეხედულებები სიკეთისა და ბოროტების შესახებ, რომელიც საყოველთაო თეზაურუსის ნაწილი გახდება.
მაშ რა არის ენტროპია?
            ენტროპია ანადგურებს ქვებს და ადამიანთა სულებს. ის ანადგურებს პლანეტებს და აქრობს ვარსკვლავებს.
ის შეიძლება იყოს მეტაფიზიკური და მატერიალური.
რასაკვირველია, სასარგებლოა კულტურული შესაძლებლობების საზღვრების ცოდნა. კულტურა ვერ აანთებს ჩამქრალ ვარსკვლავს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ენტროპიას აქვს მიწიერი შხამის ჰიბრიდული ბუნება. ის გარდაქმნის ოსტატია. მას შეუძლია შეცვალოს ანაფორა მუნდირზე, სიწმინდე საჯარო სამსახურსა და დაუზარებლობაზე, მორალური მახათი პროპაგანდის საოპერო საპონზე. ის მეფის მსახურთ მექრთამეებად გარდაქმნის.
 „ენტროპია არსებითად უიღბლო და უნიჭოა. მისი მთავარი აგენტია სიკვდილი“
მას ეშინია დემონსტრაციების და დაკრძალვის, მეგობრული შეხვედრების და სოციალური ქსელების. იგი მალავს წიგნებს სათავსოებში ან წვავს მათ. გადააქცევს ზრდასრულ ადამიანებს შეშინებულ ფარად, ხოლო ბავშვები დამოკიდებულები ხდებიან ეროვნულ პრეტენზიებზე. კრძალავს ფილმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს.
ყველაფერს ცვლის. ყველაფერს ცვლის.
გულკეთილად მოაქვს თავი.
ის თავზე იღებს უფლებას გამოვიდეს პატრიოტების სახელით, პატრიოტიზმს თავის ბასტილიად გადააქცევს. ის ყოველთვის იმიტაციურია, ახალი არაფერია, არც ტაძრების არქიტექტურაში, არც სიტყვებში, არც ჟესტებში, არც საქმეებში. ის სარგებლობს რწმენით ურწმუნოების გამო. და ეჭვს რწმენაში, ძმები კარამაზოვების ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრებას - რუსული სულის საუკეთესო მაგალითებს - ის წარმოადგენს, როგორც გულქვაობას. ის იმიტირებს ქმედებას. სტაგნაცია მისი საუკეთესო ასისტენტია. ენტროპია არსებითად უიღბლო და უნიჭოა. მისი მთავარი აგენტია სიკვდილი. შუა საუკუნეებში ასეთად ითვლებოდა ბოროტება.
ეს ჩვენ უკვე ვისწავლეთ 37 წელს.
მაგრამ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მაშინაც კი, თუ მას მოკლე ხელები აქვს დიდი ტერორისთვის, ნიშნავს სიკვდილის მოახლოებას.
ხელისუფლების უცვლელობა - ასევე ენტროპიაა.
სახელმწიფო სიცრუე, პროპაგანდაც - ენტროპიაა.
და მჟავე კვო პატრიოტიზმიც - ასევე ენტროპიაა.
და ეკლესიაც, რომელსაც უყვარს ძალაუფლება და ფული, - ასევე ენტროპიაა.
და სამხედრო ყაიდის ადამიანები, რომელთათვისაც მეთაურის ბრძანება კონსტიტუციაზე უფრო მნიშვნელოვანია, - ასევე ენტროპიაა.
რეალურ კულტურაში, ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად არ არის პირდაპირი, არამედ პარადოქსულია. მორალიზაცია მიზანს სცდება. ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს ენტროპიის დემონსტრირება. კაფკას რომანი „ციხე-დარბაზი“ ასეთი დემონსტრაციაა.

 „დროა დავუბრუნდეთ ჩვენი კულტურის ფესვებს. იმიტომ, რომ ყველაფერი სხვა ობმოკიდებულია, დაჟანგებული“
სისულელეც ენტროპიაა. მაგრამ როგორ უნდა გავართვათ მას თავი? ისე ვადიდოთ, რომ ცოტა არ მოეჩვენოს! ერაზმუს როტერდამელის „სისულელის დიდება“ ასევე არის ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ.
ილია კაბაკოვის სოცარტი - ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლაა.
კულტურის ირონია და თვითირონია ენთროპიას სძულს. მას იუმორისგან აძაგძაგებს.
ანტონ ნოსიკი, რომელმაც დაგვტოვა, - არის ადამიანი მომავალიდან, თავისუფალი გამომგონებელი - ეს იგივე ბრძოლაა, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის გასაგრძელებლად.
ენტროპია არასდროს გაქრება - ეს ფორმულა სამყაროს უდევს საფუძვლად. მაგრამ შეიძლება ენტროპიის გამოვლენა, ახსნა და მისი გავლენის შეზღუდვის მცდელობა. კიდევ რას, კულტურის გარდა, შეუძლია ამის გაკეთება? ნორმალური თავისუფალი პოლიტიკური ინსტიტუტები, განათლებული დემოკრატია, რომლის ნაკლებობა დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი იგრძნობა. რა თქმა უნდა, იქაც არსებობს ენტროპიის ყველა სატყუარა. სამომხმარებლო საზოგადოების მსგავსად. ენტროპიამ კაცობრიობას გადაასხა სისულელის მთელი ოკეანე. რა განათლებული დემოკრატია შეიძლება არსებობდეს? აქ უნდა ფესვებს დავუბრუნდეთ.
ჩვენთვისაც დროა ფესვებს დავუბრუნდეთ. ჩვენი კულტურის ფესვებს. იმიტომ, რომ ყველაფერი სხვა ობმოკიდებულია, დაჟანგებული. მაგრამ კულტურა ჩვენთან, როგორც აღმოჩნდა, - ჩვენი რელიგიაა. ამიტომაცაა, რომ ენტროპია ჩვენ რეგიონში მბრძანებლობს ხელისუფლებაზე:
— გაანადგურე კულტურა!
სხვა დანარჩენის განადგურება არც ისე რთულია.
კულტურაც დაუცველია განადგურებისგან. ტყვიები ზუზუნებენ. შევინარჩუნოთ იგი. გადავარჩინოთ. მივცეთ სიცოცხლის და ცვლილების უფლება, რადგან მას არ შეუძლია დარჩეს ისეთი, როგორიც გუშინ იყო, თუ ის ნამდვილია და არა სათამაშო ხელისუფლების ხელში.
უკეთესია კულტურის გადარჩენა, ვიდრე მისი აღორძინება შთამომავლობაში.
======


განსხვავებული აზრი

სტუმარი: ვიქტორ ეროფეევი, მწერალი 
წამყვანი: ოლგა ჟურავლიოვა

ო. ჟურავლიოვა―  საღამო მშვიდობისა! ეს არის პროგრამა „განსხვავებული აზრი“. მე ვარ ოლგა ჟურავლიოვა. ჩვენთან სტუმრადაა მწერალი ვიქტორ ეროფეევი. გამარჯობა, ვიქტორ ვლადიმიროვიჩ!
ვ. ეროფეევი ― გამარჯობა!
ო. ჟურავლიოვა―  დასაწყისში მინდა გკითხოთ კადრს მიღმა  ჩვენ საუბართან დაკავშირებით, თუ როგორი ხელოვნებაა საჭირო რუსეთში? რატომ არის, რომ მძიმე, პრობლემური ხელოვნების ნაწარმოებები იწვევენ ფართო უარყოფას და რუსოფობიის სტიგმასაც კი? ახლა - ზვიგინიცევის ნაწარმოებების მოტივებზე, მაგრამ ეს არ არის მასთან დაკავშირებული…
ვ. ეროფეევი ―  სინამდვილეში, ეს დიდი ხნის პრობლემაა. მახსოვს, ჩემი ბებია როგორ მირჩევდა არ წავსულიყავი ზოგიერთი ფილმის საყურებლად. ჯერ კიდევ ბიჭი ვიყავი, როცა მეუბნეოდა: „ეს მძიმე ფილმია“. ბებიამ ბლოკადა გადაიტანა, და მას არ სურდა კიდევ ერთხელ ჰქონოდა მძიმე განცდები ... და მძიმე ფილმის საყურებლად წასულიყო.
        ჩვენ მთელ ხალხთან ერთად გადავიტანეთ ასეთი ბლოკადები თაობიდან თაობამდე, და ძალიან ცოტა ვინმეს თუ სურს იტიროს და წუხილი განიცადოს. ამიტომ არის, უპირველეს ყოვლისა, ეს სურვილი სულელური იუმორიასა, სულელური იმ გაგებით კი არა, რომ  განიხილება ეროტიკული ხასიათის გარკვეული პრობლემები, არამედ სულელურის უბრალოდ იმიტომ, რომ ყველა ეს ანეგდოტი გონებაჩლუნგია და არ არის სასაცილო.
         მათი ახსნა შეიძლება ისევე, როგორც, მაგალითად, ლუდის დალევის - ზოგადად, რომ დაეხმარო საკუთარ თავს გადარჩე ამ სიტუაციაში. მაგრამ გადარჩენა არ არის სიცოცხლე და, საბოლოო ჯამში, ადამიანს, რა თქმა უნდა, თავგზა ებნევა, და მასთან ერთად მთელ ქვეყანას. ასე რომ, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სრული კატასტროფა.
         თუ ზოგადად წარმოვიდგენთ, რომ კულტურა ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლაა, ასე მოკლედ თუ ვიტყვით, მაშინ აღმოჩნდება, რომ ენტროპია ვრცელდება და ბევრ სხვადასხვას ფორმას იღებს. თუ ებრძვი ენტროპიას,  მაშინ ის უნდა აჩვენო და როგორღაც მოცემულ მომენტში გაანადგურო. ამიტომ არის საჭირო მოვუწოდოდ ყველა თაობას გადაიღოს ფილმები, ყველაფერი... იმიტომ რომ არსებობს ენტროპიის სხვა ფორმები და ამ ფორმებს გარკვეული სახით უნდა რეალურად ვებრძოლოთ.
           საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანი უარს ამბობს ამაზე იფიქროს, იბრძოლოს ენტროპიის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ჩვენ მხედველობაში გვაქვს გულგრილობა - ეს ძალიან მძიმე თვისებაა. შემდეგ  - სიზარმაცე, რომელიც ასევე უკავშირდება ამ გულგრილობას, აპათია -  ბუნებრივია, იგივეა; და, რა თქმა უნდა, ფეხებზე დაკიდება, რომელიც ვრცელდება და ეროვნულ ტრაგედიად იქცევა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ „ეროვნული ფეხებზე დაკიდება“.  ასეთია  მთავარი კონსტრუქცია, რომელიც აქ ჭარბობს.
         აქედან გამომდინარე, როდესაც თავაზობ სწორედ ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლას, არა პოლიტიკურს და არა სოციალურს, - უბრალოდ არანაირს,  ეგზისტენციალურს,  რომ კაცობრიობამ შეძლოს ცხოვრების გაგრძელება, - ჩვენ გვაქვს ნეგატიური რეაქცია. აქ უკვე ხედავენ რუსოფობიას, მიიჩნევენ, რომ ადამიანი არც ისეთი ცუდია და ყველაფერი ეს არის  ... და ამით ცდილობენ პრობლემას გაექცნენ. ენტროპია კი წინ გამოდის.
         საქმე იმაშია, რომ ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს ენტროპიის დაუყოვნებლივ განადგურებას. მაგალითად, კაფკამ თავის „ციხე-დარბაზში“ წარმოაჩინა ეს ენტროპია, გაშლილად, მშვენიერი, საოცარი ენით, - ეს „ციხე-დარბაზია“ - ეს ენტროპიაა. და ამგვარად გვიჩვენა ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა, უბრალოდ ბრძოლა ენტროპიის არსის გამოსავლენად. ანუ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გამოვიდეთ ცოცხებით ხელში და ჩვენი სულებიდან გამოვგავოთ ენტროპია, არამედ უნდა შევძლოთ ყოველჯერზე ამის  ჩვენება.
         ჩვენთან კი ეს მომენტი აბსოლუტურად არ არის დაფიქსირებული. ზოგადად, ხელოვნება ან უნდა ემსახურებოდეს ხალხის გართობას, ან - ინტელიგენციის და ჩვენი ლიბერალური საზოგადოებას შორის - გამოაშკარავებას და მხილებას. ჯერ კიდევ დოსტოევსკი წერდა: „მამხილებელი ხელოვნება («абличительное искусство»)“. „მამხილებელი“ იმიტომ, რომ, ალბათ, მან ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა ეს  უფსკრული იმას შორის, რასაც ამხელ, და შემდეგ აგრძელებ მხილებას ისეთი სიხარულით, რომ ვერ დაანებებ თავს ამ მხილებას, და ეს იმ დროს ხდება, როცა ის და ისინი, რასაც და ვისაც შენ ამხელ, რაღაცნაირად დაკავშირებული არიან არა მხოლოდ ცარიზმთან, კომუნიზმთან და ჩეკისტობასთან, არამედ ადამიანის ბუნებასთან.

ვ. ეროფეევი:  სახელმწიფო, რომელიც არ ცდილობს,  არ იცის და არ უნდა შექმნას პიროვნება, ზნეობასაც ანადგურებს
          ამიტომ  დოსტოევსკი სრულიად აშკარად მიხვდა ამას „ჩანაწერებში მიწისქვეშეთიდან“.  მაგრამ, დოსტოევსკი რომ მიხვდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ  უკეთესად არ ვგრძნობთ თავს, რადგან არ მოვისურვეთ მოგვესმინა, ყველაფერს ხაზი გადავუსვით. და ამიტომ ისევ: ლუდი, ანეგდოტები და, ზოგადად, ისეთი სისაძაგლე, რომელიც სისაძაგლეა და იწვევს ჩვენი ტვინის გაწყალებას და, ბუნებრივია, არავითარი  ენტროპია არ მჟღავნდება, თავად კი წარმოადგენს იმავე ენტროპიას.
ო. ჟურავლიოვა―  ჩვენ მსმენელს მიხეილ ბარანოვს აინტერესებს, თუ როგორ გესმით: „რა არის ენტროპია ეროფიევის აზრით? შეგიძლიათ უბრალოდ თითებზე ახსნათ?“
ვ. ეროფეევი ―  ენტროპია, ჩემი აზრით, არის გარკვეული სუბსტანცია, ალბათ, მაინც ფილოსოფიური, თუ ფილოსოფიის შესახებ ვსაუბრობთ, და, ალბათ, მატერიალური, თუ ვსაუბრობთ შენობების ნგრევის, მატერიის დაშლის შესახებ. ანუ, ისეთი სუბსტანციაა, რომელიც რეალურად უპირისპირდება ქმნილებას. არსებობს ქმნილება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ქმნილებაა. მაგრამ არსებობს ქმნილების დაშლა. ენტროპია, ამა თუ იმ სახით, არის ქმნილების დაშლა.
        თქვენ თვითონ ადევნებდით თვალს, თუ ბატონი ბარანოვი იყო ამ დროს, - ჩვენ გვქონდა მთელი სახელმწიფოს ენტროპია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. მაგრამ ისიც, ასე ვთქვათ, წაიქცა, დაიშალა.
ო. ჟურავლიოვა ―  როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ხომ თავისებურად ცდილობს ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას? ჩვენ ხშირად გვეუბნებიან: „თავიდან ავიცილოთ ქვეყნის დაშლა ... შევინარჩუნეთ, შევაგროვეთ ....
ვ. ეროფეევი ―  ფაქტია, რომ ყველა აქ ან ენტროპიის ქვეშ გულისხმობს რაღაცას თავისას ან თავს იკატუნებს. ხელისუფლებაც ორი ტიპის ადამიანებისგან შედგება: ზოგ მათგანს ეს თავისებურად ესმის - ასეთი იდეოლოგები არიან. ესენი არიან „ტერიტორიების შემგროვებლები“ „ტერიტორიების არ მიმცემები“. პრინციპში ისინი ერთნაირები არიან. და ისინი მართლაც იდეოლოგები არიან, რომლებიც, პრინციპში, ხელმძღვანელობენ კატეხონის ამ მეტაფიზიკური ცნებით, ანუ, ასე ვთქვათ, ეს არის სუბიექტი, რომელიც, როგორც წესი, ეწინააღმდეგება მსოფლიო ბოროტებას, სახელმწიფოს. და ამაში ყველაფერია ... იქ ჩვენ მთელი საზოგადოება გვაქვს ... სხვათა შორის, იქ არიან გლაზევი, მალაფეევი - და ყველა ... ამ საზოგადოებას ასევე ეწოდება. ისინი ამბობენ: „ჩვენ ვართ - ნამდვილები! ხოლო ყველა დანარჩენი არ არის ნამდვილი“. შესაბამისად, ყველაფერი მუშაობს იმისთვის, რაც ამ ხალხს სჯერა. ხოლო სხვები ... „როდესაც  მისი თანაშემწე გავხდები, მეც დიდძალ ფულს მივიღებ ... მას თავს დავუქნევ ... ასე რომ, მეც ვიქნები, ასე ვთქვათ, კატეხონი“. ამიტომაც აქაც ორნი არიან. ჩემი აზრით, უფრო მეტი არიან ისინი, რა თქმა უნდა, ვინც თავს უქნევს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღლა არის მთავარი, მას სჯერა, და იქ კიდევ არსებობს ასეთი ტიპის მოხელეები.
ო. ჟურავლიოვა― რომლებიც რეალურად ცდილობენ ებრძოლონ მსოფლიო ქაოსს.
ვ. ეროფეევი ―  დიახ, ისინი წინააღმდეგობას უწევენ ენტროპიას. ამაშია უბედურება. ანუ, ისინი თითქოს ენტროპიას წარმოადგენენ, მაგრამ ებრძვიან ენტროპიას. საინტერესოა. ამას  მხოლოდ ჩვენ ისტორიაში არ ჰქონია ადგილი.
ო. ჟურავლიოვა―  რას ჰგავს ახლა ისტორია, იმას, რაც იყო?

ვ. ეროფეევი: ჩვენთან არავითარი წესრიგი არ არის. აქაც ყველაფერი ფეთქდება. არსებობს ტერორიზმი,  ბევრად უფრო ამაზრზენი, ვიდრე ევროპაში
ვ. ეროფეევი ―  ჩვენი ისტორია ჰგავს ... უბრალოდ, ნიკოლოზ I, ალექსანდრე III რაღაც მომენტში ერთმანეთს ჰგვანან. მე მახსენდება ერთი შესანიშნავი ამბავი, როდესაც ნიკოლოზ I-მა  გადაწყვიტა გაეგზავნა ვარშავაში სენატორები, რათა ისინი შეთანხმებულიყვნენ გარკვეულ საკითხებზე ... შემდეგ დაიბარა თავისთან, შეხედა მათ და თქვა: „ესენი არა ... სულელები არიან“. რატომღაც სიტყვა „სულელებიც“ მახსენდება.
ო. ჟურავლიოვა― შესანიშნავი ციტატაა ამ შემთხვევისთვის. ეს ვიქტორ ეროფიევია საკუთარი განსხვავებული აზრით. არსად წახვიდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით.
რეკლამა
ო. ჟურავლიოვა―  თქვენთან ერთად ისევ პროგრამა „განსხვავებული აზრია“. სტუდიაშია  ოლგა ჟურავლიოვა და ჩვენი სტუმარი, მწერალი ვიქტორ ეროფეევი. ტანია ასეთ კითხვას გისვამთ, პასუხის გასაცემად რამდენიმე ტომი დასჭირდება: „ეს მხოლოდ ჩანს, რომ სხვა ქვეყნები მიდიან წინსვლით,  ჩვენ კი წრეზე დავდივართ? რა გვაფერხებს ასე?“
ვ. ეროფეევი ―  პირველ რიგში, ქვეყნებია განსხვავებული. აფრიკაში, მაგალითად, არიან ქვეყნები, რომლებიც სულით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან. მათ აქვთ სულიერება. მე მიყვარს აფრიკაში გამგზავრება. ასე რომ ყველა ქვეყანას  ერთ ტომარაში ნუ მოვათავსებთ. მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც, ალბათ, თქვენ გულისხმობთ - დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ამერიკა, ალბათ, იაპონია - და, ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის, „ახალი“, „პროგრესი“, „მოძრაობა“ - დადებითი ცნებებია და ზოგადად, განაპირობებენ ლიბერალური ფილოსოფიისა და ლიბერალური პოლიტიკის არსს.
           მათ ეშინიათ და, ზოგადად, აქვთ ადამიანებში გარკვეული რწმენა, მიაჩნიათ, რომ შეიძლება კაცობრიობის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე. აქ მათ, რა თქმა უნდა, ნიცშე ეკამათება. ნამდვილად მრავალტომიანი ისტორიაა. ოლია, თქვენ, როგორც ყოველთვის, მართალი ხართ, აქ შეიძლება ბევრი ლაპარაკი ბევრ რამეზე. რადგან ნიცშემ ნამდვილად თქვა, რომ ევროპაში წამების, გაროზგვის და ინკვიზიციის წყალობით ადამიანი უფრო ჰუმანური გახდა. სხვა შემთხვევაში ის სრულიად განსხვავებული იქნებოდა.
            ბოლო ასი წლის განმავლობაში, ჩანს, რა თქმა უნდა, არის ევოლუცია ... მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, წარმოიდგინეთ, რომ მე თქვენზე ვზრუნავდი. რომ მოვსულიყავი და მეთქვა: „ოლია, იცით, მე გერმანელების წინააღმდეგ ვიბრძოდი და - ათი ადამიანი მოვკალი, თავი გავუჩეხე, იცით, კისრიდან მუცლამდე“. ასი წლის წინ ამ სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით, თქვენ მეტყოდით: „რა ყოჩაღი ხართ, ვიქტორ ვლადიმიროვიჩ! ნამდვილი გმირი“.  ახლა კი მეტყოდით: „ნუთუ თქვენთვის არ იყო გულისამრევი, ასე რომ დაჩეხეთ გერმანელები?“ ხედავთ, ევოლუცია სადღაც დაიძრა ...
ო. ჟურავლიოვა―  ერთხელ ყურადღება მივაქციე: ერთ-ერთ რომანში - ჩემი აზრით, „ჯეინ ოსტინში“ - ადმირალი აპირებდა ადგილ-მამულის იჯარით აღებას, და როდესაც საკუთარ თავზე ყვებოდა, მფლობელებს უთხრა: „მადლობა ღმერთს, არავინ მომიკლავს“.  ეს მე-19 საუკუნეა. მისი პირველი ნახევარი.
ვ. ეროფეევი ―  იმ დროსაც განსხვავებული ადამიანები იყვნენ. მე ვლაპარაკობ საერთო მასაზე, იმის შესახებ, თუ როგორ განიცდიდნენ რუსეთში ჭეშმარიტად განათლებული აზნაურები. გავიხსენოთ „ომი და მშვიდობა“. საერთოდ, ნაპოლეონის დამარცხება, მაშინ მიღებული იყო ფრანგების  ჩეხვა, და არაფერს ცუდს ამაში არ ხედავდნენ.
      ასევე ისინი განსაკუთრებულნი არიან, კუნძულელები, და მათ ჰქონდათ დიდი ხნის წინ პარლამენტის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც თავად მოუვიდათ აზრად. ასე რომ, ეს სხვა რამეა.
        აქ კი, დიახ, აქ სამაგრებია… ტანიაც სამაგრების შესახებ საუბრობს.
ო. ჟურავლიოვა― რომლებსაც შებოჭილი ვყავართ.
ვ. ეროფეევი ―  ფაქტობრივად, ეს იგივე სამაგრებია, რომლებიც, პრინციპში, ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის სახელმწიფოს სამაგრი, ჩვენ კი არ ვამაგრებთ სახელმწიფოს ჩვენი პიროვნებებით, არამედ სახელმწიფო ამაგრებს ჩვენ გაუპიროვნებას თავისი ინტერესებით. სახელმწიფო გვეუბნება: „თუ არ გააკეთებთ ამას და ამას - ჩვენ, როგორც სახელმწიფო, დავიშლებით“. აქ, რა თქმა უნდა, გვახსენდება შესანიშნავი, დიდი მწერალი ჯეიმს ჯოისი, რომელსაც ასევე ბრალს სდებდნენ „ირლანდოფობიაში“. მან განაცხადა: „რატომ მომიწოდებთ თავი შევწირო ირლანდიას? ირლანდიამ გაწიროს თავი ჩემთვის“.
          გავიდა მრავალი წელი. და იმ დრომდე, სანამ ირლანდიაში არ გამოჩნდა ევრო, მე მგონი, 10 ფუნტიანი კუპიურა არსებობდა ჯოისის გამოსახულებით, ანუ ჯოისმა გაიმარჯვა - გაიმარჯვა ირლანდიაზე. გესმით? სავარაუდოდ, ბევრი დრო გაივლის და აქაც ასე იქნება ... მე არ ვიცი ვის გამოსახულებას მოათავსებენ - სოროკინის ან ...
ო. ჟურავლიოვა― მისმინეთ! თქვენ ვის გამოსახულებას მოათავსებდით ამ მოჩვენებით რუბლს?
ვ. ეროფეევი ― მე, სხვათა შორის, სოროკინის გამოსახულებას მოვათავსებდი სიამოვნებით, იმიტომ რომ „ოპრიჩნიკის დღეს“ მან აბსოლუტურად ზუსტად ამოიცნო ეს სისტემა, ეს რეჟიმი. აბსოლუტურად გენიალურად.
ო. ჟურავლიოვა―  დავუბრუნდეთ ისევ ხელოვნებას, რომელიც წარმოგვაჩენს ჩვენ, სწორედ ჩვენ - თქვენ და მე - საკმაოდ საზიზღრად, დამამცირებლად უსიამოვნოდ.
ვ. ეროფეევი ―  მაგრამ რა თვალსაზრისით საზიზღრებს? მაგალითად, „ოპრიჩნიკის დღეში“ ნაჩვენებია  სიხარული ამ ოპრიჩნიკების ცხოვრებაში, რომლებიც სიამოვნებით მეფობენ და ბატონობენ …
ო. ჟურავლიოვა―  მაშინ, იქნებ მან გაზარდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის გვარდია და სხვა შესანიშნავი ადამიანები, რომლებმაც ეს  მიიღეს …
ვ. ეროფეევი ―  ისინი უკვე მაშინ ავრცელებდნენ კრემლში ამ წიგნს და უხაროდათ - ეს ადამიანები, რომლებმაც შემდეგ ძალიან მაღლა წაიწიეს წინ - და უხაროდათ: „აი, როგორ არის აქ ყველაფერი მართებულად, და ჩვენც ხელისუფლებაში მოვედით“.
        ერთადერთი, რაშიც სოროკინი შეცდა, იყო არა „ოპრიჩნიკის დღე“, არამედ ოპრიჩნინის მე-20 წლისთავი, რომელიც მალე იქნება. და, რა თქმა უნდა, ერთი საქმეა  ერთი დღე, როგორიცაა „რადიოს დღე“, და სხვა საქმეა - უკვე  მე-20 წლისთავი.
ო. ჟურავლიოვა― ან როგორც „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“.

ვ. ეროფეევი:  თუ ადამიანი ზოგადად უარს ამბობს  ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შედეგად ვიღებთ გულგრილობას - ეს ძალიან მძიმე თვისებაა

ვ. ეროფეევი ―  დიახ, იქაც უბრალოდ იცვლება ღირებულებები. როცა იცვლება ღირებულებები, მაშინ სრულიად განსხვავებული საუბარი გვექნება ტანიასთან და ბატონ ბარანოვთან და ასე შემდეგ.
ო. ჟურავლიოვა―  კიდევ ერთი ბატონი, ალექსეი ბოკაროვი წერს: „არბატზე ბავშვთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე პოლიციის ხელმძღვანელობა ჯერ დაიბნა, ბოდიშიც კი მოიხადა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად შეტევაზე გადავიდა . შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონცეფციაც კი წამოაყენა, რომ პოლიციელები ყოველთვის მართალნი არიან, და ეს სისხლში უნდა ჰქონდეს გამჯდარი ყველა ადამიანს. ამას როგორ ახსნიდით ?
ვ. ეროფეევი  ―  თუ სახელმწიფო პიროვნებაზე უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ, ვფიქრობ, სახელმწიფოსა და ჩვენს მოსახლეობას შორის ამ დაპირისპირებაში, ბუნებრივად, სახელმწიფო უნდა იყოს მართალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ მოუწევს პოზიციების დათმობა. ფაქტია, რომ ჩვენთან კონსტიტუცია პარადოქსულად არის დაწერილი ადამიანზე, ხოლო სახელმწიფოს ყველა ქმედება - სახელმწიფოზე. ანუ, ჩვენ კვლავ გვაქვს შინაგანი წინააღმდეგობა, ვფიქრობ, ამაზრზენ თანამდებობის პირთა თვალსაზრისით, იმიტომ, რომ თუ კონსტიტუციას ყურადღებით წაიკითხავ, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა.  რეალურად - კი სხვაგვარად.
          უნდა ითქვას, რომ 1990-იანი წლების ბოლოს, რომლებსაც ყველა ლანძღავს, ჯერ როგორღაც ვერ იყვნენ გარკვეული სახელმწიფო იდეის განსაზღვრასთან დაკავშირებით - ისინი ეძებდნენ სახელმწიფო იდეას, ეროვნულს - აბსტრაქტული ადამიანი უფრო მაღლა აღმოჩნდა. შემდეგ კი ეს 17 წელი…
ო. ჟურავლიოვა― უბრალოდ უკვე სხვა ადამიანი აღმოჩნდა.
ვ. ეროფეევი ―  ადამიანის დამცირებას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ და უფრო მაღლა სახელმწიფო დააყენეს. თუ იხილავთ იმ პარტიების პარტიულ ლოზუნგებს, რომლებიც პარლამენტში არიან,  ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი, თუ ამას ყურადღებით ასე შევხედავთ,  ამ ლოზუნგების მნიშვნელობის თვალსაზრისით.
         ამიტომ სამაგრი იგივეა, რაც ლურსმები. იყო ერთი ასეთი მოღვაწე, იესო ქრისტე, ის ჯვარზე ლურსმებით მიაჭედეს. აქაც სურთ ჯვარცმა, სავარაუდოდ, ალბათ,  კულტურის ჩვენი ყველაზე პატივცემული მოღვაწეებისა …
ო. ჟურავლიოვა―  თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ არის სიგნალები, რომლებიც თქვენზეც მოქმედებენ? თქვენ ხომ არ გინდათ რუსეთის დაშლა? თქვენც ხომ გესმით სახელმწიფოს ღირებულება?
ვ. ეროფეევი ― დიახ. მე ვფიქრობ, რომ მთელი წინააღმდეგობა იმაშია, რომ იდეები დაკავშირებულია სახელმწიფოს შენარჩუნებასთან, ისინი ჩემთვისაც აბსოლუტურად მისაღებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული.  უბრალოდ მიმაჩნია, რომ რასაც ისინი აკეთებენ, სწორედ სახელმწიფოს დაშლისკენაა მიმართული. მათ კი მიაჩნიათ, რომ რასაც მე ვამბობ, ისაა სახელმწიფოს დაშლისკენ მიმართული. ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან ვერ ვთანხმდებით.
         არა-არა, მე მიმაჩნია, რომ რუსეთის სახელმწიფო უნდა იყოს შენარჩუნებული. და მიმაჩნია, რომ უნდა მოვიდეს ჭეშმარიტად ჭკვიანი, ძლიერი ადამიანი, რომელიც შეძლებს ხელი გაუწოდოს სხვა ცივილიზებულ ერებს, ბოდიში მოიხადოს ბევრი რამის გამო, რადგან ბოდიში მოსახდელი უკვე აქვს - და ამის შემდეგ ვიცხოვროთ ფეხაწყობით. რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ მარტო მივდივართ ფეხაწყობით, როგორც ქვეყანა, ხოლო ყველა დანარჩენი, მთელი მსოფლიო ერთად მარშირებს ... გარდა ზოგიერთი აფრიკული ქვეყნისა და ჩრდილოეთ კორეის ...
ო. ჟურავლიოვა― პირველ რიგში, რისთვის მოიხდიდით ბოდიშს?
ვ. ეროფეევი ―  ვფიქრობ, ბოდიშს მოვიხდიდი უკრაინის გამო. ისეთი რამ ხდება, რომ თავზარდაცემული ვარ, შეიძლება ითქვას, ისეთი ემოციური შიშით  ვკითხულობ, რომ უკრაინა რუსების მტერი ხდება ... ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც სინამდვილეში ჩვენთან ახლოს არიან რაღაც დიალოგის, ურთიერთობის, ცხოვრებისეული კონცეფციის სახით. ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა.
ო. ჟურავლიოვა― მწერალი ვიქტორ ეროფეევი თავისი განსხვავებული აზრით. ჩვენ დავბრუნდებით მოკლე შესვენების შემდეგ.
ო. ჟურავლიოვა―  და ისევ თქვენთან ერთად არის პროგრამა „განსხვავებული აზრი“. სტუდიაშია მწერალი ვიქტორ ეროფეევი. ვიქტორ ვლადიმიროვიჩ, მოდით ზოგადი სურათებიდან ყურადღება გადავიტანოთ კონკრეტულ ახალ ამბებზე. მაგალითად, ერთდროულად მოხდა ორი საშინელი ამბავი: ტერაქტი ინგლისში და, ფაქტობრივად, საყოფაცხოვრებო ხასიათის დანაშაული ტვერის რეგიონში, სადაც ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ცხრა ადამიანი მოკლა, და როგორც ახლა ირკვევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ... მოკლა. იქ კონფლიქტიც კი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რომ 92 წლის ბებია ჩაეცხრილათ საწოლში.
ვ. ეროფეევი ― ალბათ, მთვრალები არკვევდნენ ერთმანეთში ურთიერთობას.
ო. ჟურავლიოვა―  რა ფუნდამენტური განსხვავებაა ამ ორ სამყაროს შორის: ადამიანთა სამყარო, რომლებიც ასე უაზროდ და უსისტემოდ ხოცავენ ერთმანეთს, და, თითქოს-და, იდეური ტერორისტების სამყარო? იქნებ, ერთი და იგივე ადამიანები არიან.
ვ. ეროფეევი ―  არა, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან. ასე შედარება რთულია. არა, არ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ მკვლელობის ჩადენა, ეს მათ აერთიანებს, რა თქმა უნდა. ანუ, ისინი გადალახავენ ძალიან მნიშვნელოვან, მორალურ წითელ ხაზს. და, ბუნებრივია, ეს წითელი ხაზები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. მაგრამ ყველაზე მკაფიო წითელი ხაზია - ჯერ „არ კლა!“ და თუ ადამიანი კლავს, ის აღმოჩნდება სხვა ცხოვრებისეულ „თამაშში“. ამიტომ ერთმანეთის მსგავსია.
           რა განასხვავებს მათ? ფაქტია, - ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ პროგრამის პირველ ნაწილში, - რომ როდესაც სახელმწიფო პრევალირებს ადამიანზე, ხდება ადამიანის თანდათანობით დაშლა, რადგან, პრინციპში, ან მონა უნდა გახდეს, რის შესახებაც, ბუნებრივია, ხმას არ იღებს, ფიქრობს ევროპა, როცა ჩვენ გვიყურებს; ან იქცევა ხრახნად, რაზეც ლაპარაკობდნენ, და განსაკუთრებით დათბობის ხანაში, ჩვენი პოეტები და პროზაიკოსები; ან იქცევა რაღაც უცნაურ არმყოფობად. და, შესაბამისად, ხდება ადამიანის ხასიათის ძირითადი კრიტერიუმების გარკვეული სახის რღვევა, რომელიც ქმნის ადამიანის ფსიქიკას, ბუნებას ...
ვ. ეროფეევი: და თუ ადამიანი კლავს, ის აღმოჩნდება სხვა ცხოვრებისეულ „თამაშში“.
        ჩვენ, ჯერ კიდევ გადაცემამდე, ვსაუბრობდით იმაზე, რომ გაზდანოვმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა ცნება, რომელმაც მოიცვა რუსეთი. ეს პირობითი ამორეა. ანუ, შეიძლება იმის წარმოდგენა, რა არის კარგი და რა არის ცუდი ... ალბათ, ამ მკვლელს, რომელიც, ალბათ, გამოფხიზლდა იმ დროიდან, ესმის, რომ მან ცუდი საქმე ჩაიდინა. მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რომ მას აბსოლუტურად არ ჰქონდა არანაირი მიზეზი ეს არ გაეკეთებინა. ანუ, აღმოჩნდა, რომ არსებობს მოძრაობა ...
ო. ჟურავლიოვა―  ჩვენ გვინდა გავიგოთ, ვინ ახდენს გავლენას  მორალზე?
ვ. ეროფეევი ―  ჩემი აზრით, სახელმწიფო, რომელიც არ ცდილობს, რომელსაც არ შეუძლია და არ სჭირდება პიროვნების შექმნა, ის არღვევს მორალს, რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ მორალის გახრწნის ბეკგრაუნდი ჩვენთან უზარმაზარია. ეს არის სამოქალაქო ომი, უფრო ადრე იყო ბატონყმობა.
ო. ჟურავლიოვა― და ახალი ამბები ტელევიზიით.
ვ. ეროფეევი ― და ახალი ამბები ტელევიზიით.…
ო. ჟურავლიოვა― ადამიანი, რომელიც გაუშვეს სახლში შინა პატიმრობაში, როდესაც ის უკვე კომაში იყო, ეს არ არის იგივე წითელი ხაზი?
ვ. ეროფეევი ―  რა თქმა უნდა, იგივე წითელი ხაზია და იგივე პირობითი მორალი. ანუ, ერთი მხრივ, მათ იფიქრეს, რომ ეს არ არის ყველაზე სწორი ქმედება, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ თუ „ჩვენ ამას დავუშვებთ - უფროსობა გაგვათავისუფლებს“. და აქ, ზოგადად ისევეა, როგორც იმ ბიჭთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც  ჩვენ ვსაუბრობდით: „თუ ხალხს ავყევით, მაშინ რა საჭირონი ვართ?“
         ზოგადად, ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც აქ არსებობს, გარკვეულ სოციალურ წრეებში, არის პოლიციის შეტაკება ხალხთან. რადგან პოლიციას სრულიად განსხვავებული ღირებულებები აქვს. ისინი მათ თავებში გარდაიქმნებიან. პოლიციაში, ალბათ, მოდიან  მეტ-ნაკლებად ღირსეული ან ისე რა ადამიანები, ხოლო შემდეგ, როდესაც ისინი გახდებიან დიდი რაოდენობით  დანაშაულის, ცხედრების, მორალის ყოველგვარი გახრწნის და ასე შემდეგ მოწმენი, გარდაიქმნებიან ისეთ ადამიანებად, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან რთულია. ისინი თითქოს სხვა სამყაროდან მოვიდნენ.
ო. ჟურავლიოვა―  თქვენ ისე ამბობთ, თითქოს ეს პროფესიული „გადაწვაა“, რომ მოსამართლისთვის, რომელსაც ბევრი საშინელება აქვს ნანახი, საშინელებას არ წარმოადგენს ადამიანის საგამოძიებო იზოლატორში გამოკეტვა.
ვ. ეროფეევი ― რა თქმა უნდა, სინამდვილეა. აბსოლუტურად, თქვენ სწორად თქვით.
          საქმიანობის ყველა სისტემაში არსებობს გარკვეული სახის გადაწვა. მაგალითად, მე ნაკლებად მაშინებს საშინელებები, ვიდრე, შესაძლოა, სხვებს, რადგან მე წარმოდგენა მაქვს, როგორ ხდება ეს. ანუ, მე ვხედავ ელემენტებს, თუ რისგან შედგებიან ისინი, ეკრანზე, წიგნში, და ზოგადად, ჩემთვის გასაგებია. ადამიანებს კი ეს პირდაპირი მნიშვნელობით აქვთ წარმოდგენილი. პოლიციასთან დაკავშირებით კი სრულიად საპირისპიროა.
          ახლა, რაც შეეხება ინგლისს, ეს, რასაკვირველია, ძალიან რთული ისტორიული უბედურებაა. რადგან, რეალურად, მუსულმანური სამყარო იმყოფება სადღაც ქრისტიანული შუა საუკუნეების დონეზე და იცავს თავის გარკვეულ პოზიციებს, რომლებიც ქრისტიანულმა სამყარომ დიდი სირთულეებით, ზოგჯერ ტანჯვით და დიდი საშინელებებით, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი, მაინც გადალახა ან ცდილობს გადალახოს. ამიტომ ცივილიზაცია სხვადასხვა დონეზე იმყოფება. ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ცუდები არიან, სრულიადაც არ ნიშნავს.
          ახლა, იცით, ობივატელივით ვლაპარაკობ. არა, მე ვიცნობ ბევრ მუსლიმს, რომლებიც მშვენიერი ადამიანები არიან, მე მიყვარს ისინი …
ო. ჟურავლიოვა― მე ებრაელებს შორისაც ბევრი მეგობარი მყავს, დიახ…
ვ. ეროფეევი ― დიახ, ასეა. მე ირანშიც გავემგზავრე, როდესაც იქ გამოვიდა ჩემი წიგნი, და ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა. და ვინ შემიყვარდა იქ? ალბათ, მაინც მუსულმანები ... 
ო. ჟურავლიოვა―  მისმინეთ, ჩვენ ქვეყანაშიც მუსულმანები საკმარისად არიან და ისინი უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ აქ.
ვ. ეროფეევი ― ბევრია, დიახ. მე ვგულისხმობ იმ მუსულმანებს, რომლებიც საბჭოთა წარსულმა ვერ გაანადგურა. მეორე მხრივ, ჩნდება ჭეშმარიტების პრიორიტეტის იდეა, პირველის, მეორის, მესამის. ცივილიზებულ ქვეყნებში როგორღაც მივიდნენ დასკვნამდე, სხვადასხვა მწერლების, მათ შორის მარსელ პრუსტის დახმარებით, რომ ჭეშმარიტება სუბიექტურია, ყველას აქვს საკუთარი ჭეშმარიტება. და ეს ასუსტებს ადამიანს და ამავე დროს აძლიერებს მას, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე.
       აქ კი ჭეშმარიტება ერთი და განუყოფელია, ის აღმოჩნდა ისლამში და ნებისმიერ ავტორიტარულ გარემოში. და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ირანის თეოლოგიასთან და ასე შემდეგ, და არა მხოლოდ ირანის. ასე რომ, სწორედ ჩვენ სადღაც გულითა და სულით მათთან ერთად ვართ. არა იმ ტერორისტებთან, რომლებიც, ალბათ, აფეთქებენ ინგლისს, მაგრამ მათთან, ვისაც არ უყვარს ევროპა. და ჩვენც, ზოგადად, ძალიან არ გვიყვარს ევროპა.
ო. ჟურავლიოვა― სწორედ ევროპის ეს განაზებულობა. ყოველთვის ჩვენ ... „ჩვენ“ - ეს პირობითია ...
ვ. ეროფეევი ―  ამ შემთხვევაში - „ჩვენ“-ს ვიყენებთ ქვეყანასთან მიმართებაში. ამბობენ, რომ არსებობს განსხვავება ქვეყნისა და სახელმწიფოს შორის. ჩვენ - რუსეთი ვართ, დიახ, ჩვენი დამოკიდებულება ევროპის მიმართ საკმაოდ სასტიკია. ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ, მაგალითად, ევროპა დაშლილიყო …
ო. ჟურავლიოვა― მაგრამ ყოველი ასეთი ტერორისტული აქტი ადასტურებს, რომ ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს.
ვ. ეროფეევი  ―  ჩვენთან არაფერი არ არის წესრიგში. ჩვენთანაც ყველაფერი ფეთქდება. ასევე არსებობს ტერორიზმი და ბევრად უფრო ამაზრზენი რამ, ვიდრე ევროპაში ხდება ცივილიზაციათა დაპირისპირების თვალსაზრისით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სინამდვილეში, ეს არის ღირებულებათა შეუსაბამობა, კულტურის შეუსაბამობა, და ეს იწვევს სისასტიკეს.
ვ. ეროფეევი: ჩვენ - რუსეთი ვართ, დიახ, ჩვენი დამოკიდებულება ევროპის მიმართ საკმაოდ სასტიკია. ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ, მაგალითად, ევროპა დაშლილიყო …

          რა თქმა უნდა, როდესაც შორიდან უყურებ ამას, კარგად ვერ ხარ გარკვეული. მაგრამ, რადგან ხშირად ვიმყოფები და ვცხოვრობ პარიზში, მე ვხედავ, რომ იქ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად არის მოწყობილი, ვიდრე ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. იქ დიდი რაოდენობით არიან მუსულმანები, მოვაჭრეები, რომლებიც საზოგადოებამ მიიღო და რომლებიც ნორმალურად ცხოვროვენ ...
        მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტობრივად, ბოლო დროს მიმდინარეობს როგორც მუსულმანური, ისლამური - ისლამისტური გააქტიურება, დავიწყოთ მაინც ზუსტი განმარტებით და ზუსტი განსაზღვრით, და უკიდურეს მემარჯვენე ფაშისტური ძალების. მათ იქ ნამდვილად დაიწყეს  ჩამოყალიბება, და ეს ძალიან არასიამოვნოა.
          ვფიქრობ, რომ ევროპა ამას გაუმკლავდება, გადალახავს. მაგრამ, რომ ის დაავადებულია ტერორიზმით, რომ რეალურად ავად არის ყველა ამ პრობლემით, ეს - აშკარა ფაქტია. მაგრამ აქ შეიძლება ან დაეხმარო, ან თანაუგრძნო, ან ნიშნის მოგებით უთხრა: „თქვენ ყველაფერი უნდა დაამთავროთ ...“.
          რა თქმა უნდა, რუსეთის მთელი პოლიტიკა მიმართული იყო გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ. ბავშვობიდან კარგად მახსოვს მამაჩემი, საბჭოთა დიპლომატი, როგორ განიხილავდა შესაძლებლობას თავიდან აეცილებინათ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის გაერთიანება. მხარს უჭერდნენ ალჟირელებს …
ო. ჟურავლიოვა― ჩვენ კი სადამდე დავეცით: ჩერნოგორია ნატოში შევიდა!
ვ. ეროფეევი ― დიახ, დიახ…
ო. ჟურავლიოვა― ჩერნოგორია, რომელიც საერთოდ… ასეთი სიტყვა არც კი არსებობდა.
ვ. ეროფეევი ―  არ ყოფილა ასეთი სიტყვა, განსაკუთრებით მონტენეგროს თუ უწოდებ, საერთოდ შიშის მომგვრელია. მაგრამ საქმე ისაა, რომ მთელი ეს ისტორია - რომ ჩვენ ... - კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან მინდა, რომ სწორად გამიგონ, ეს არასწორია, თუ ვინმეს ასე გამიგებს, - ჩვენ არ ვართ ტერორისტებთან, არა, მაგრამ ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვისაც ევროპა ნამდვილად არ უყვარს. ჩვენ გვიყვარს მანქანები ევროპიდან, ჩვენ გვიყვარს ტანსაცმელი და ნივთები ევროპიდან, ჩვენ ბევრი რამ გვიყვარს ევროპიდან, მაგრამ ეს არის ევროპული ნივთების მიმართ სიყვარული. ევროპის სული კი საერთოდ არ გვიყვარს.

ვ. ეროფეევი: ჩვენ გვიყვარს მანქანები ევროპიდან, ჩვენ გვიყვარს ტანსაცმელი და ნივთები ევროპიდან, ჩვენ ბევრი რამ გვიყვარს ევროპიდან, მაგრამ ეს არის ევროპული ნივთების მიმართ სიყვარული. ევროპის სული კი საერთოდ არ გვიყვარს.

ო. ჟურავლიოვა― არც მათ ვუყვარვართ. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა ამ დღეებში პირდაპირ თქვა, რომ ყველგან რუსოფობიაა.
ვ. ეროფეევი ―  არა, ისინი უბრალოდ მკაფიოდ ყოფენ რუსეთს ორ ნაწილად. ისინი რუსეთის კულტურის დიდი და ძალიან სერიოზული მოყვარულები არიან. მათ ამის გარეშე უბრალოდ ... პარიზში მუდმივად ეწყობა უამრავი რუსული გამოფენა. პარიზში ყოველთვის გამოფენებია ერთმანეთის მიყოლებით. იქნება ეს მხატვრული გამოფენა, ან გარკვეულწილად უკავშირდება მუსიკოსებს…
ო. ჟურავლიოვა― გამოდის, რომ რუსოფობია მდგომარეობს იმაში, რომ მათ კონკრეტულად პუტინის პოლიტიკა არ მოსწონთ?
ვ. ეროფეევი ―  მათ არ მოსწონთ რუსული პოლიტიკა სხვადასხვა მოსაზრების გამო, მიიჩნევენ მას დიდ საშინელებად, რომელიც დაიწყო, დაახლოებით, ივანე მრისხანეს დროს  და ვერ შეჩერებულა.
ო. ჟურავლიოვა― რას ამბობთ!
ვ. ეროფეევი ― რა თქმა უნდა.
ო. ჟურავლიოვა― შეადარეთ! ჩემი აზრით, პუტინი მაინც ძალიან ბევრს მოსწონს, თუნდაც იმავე ტრამპის ფონზე…
ვ. ეროფეევი ― მოიცადეთ, ვის მოსწონს? ევროპაში თუ სხვაგან?
ო. ჟურავლიოვა― ევროპაში, ამერიკაში, ალბათ, არიან ადამიანები, რომლებსაც ის მოსწონს.
ვ. ეროფეევი ―  ცოტა ხნის წინ ტრიესტში ვიყავი. ლუბლიანადან ჩავედი, სადაც ჩემი წიგნი გამოვიდა სლოვენურ ენაზე. მანძილი მხოლოდ ასი კილომეტრია. მითხრეს: „იქ თქვენთან საუბარი სურთ მწერლებს და საუნივერსიტეტო მოღვაწეებს“. ჩავედით: მზე, საჭმელი, ყველაფერი ... მათ მითხრეს: „ჩვენ გვიყვარს პუტინი“ - ყველამ ასე თქვა. მე მშვიდად ვკითხე: „რატომ?“ – „იმიტომ რომ ჩვენთან ტელევიზია არ უყვართ, მთავრობა არ უყვართ - ისინი იტალიელები არიან - ზოგადად, აქ არავის არ უყვარს, ჩვენ კი გვიყვარს, იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ ...“. მე ვუთხარი: „ამ შემთხვევაში მე როგორ უნდა მოვიქცე? ჩვენ მთავრობას უყვარს პუტინი, ტელევიზიას უყვარს, ყველას უყვარს - მე როგორ უნდა მოვიქცე?“ და მათ სახეებზე გაოცება დავინახე. მათ არასდროს უფიქრიათ, რომ შეიძლება სურათის მობრუნება და უკანა მხარის ჩვენება.
ო. ჟურავლიოვა― ვატრიალოთ სურათები! ჩვენთან ერთად იყო მწერალი ვიქტორ ეროფეევი თავისი განსხვავებული აზრით. ყველას მადლობას მოგახსენებთ და ყოველივე  საუკეთესოს გისურვებთ!



თარგმანი  მ.ფ.ლ  10.20. 17  (c)
სარედაქციო
გაგრძელება იქნება

ტექნიკური შეფერხებაა



"In our modern times, we are faced with the greatest challenges in human history. Never before has our conscious evolution been so required. There is growing consensus that we need to change and learn to work together for the solutions to address these challenges...
The solutions we seek are already within us. These solutions and medicines of the soul will only unlock when we come back to our connectedness with nature and life. We tend only to care for the worlds we feel a part of, yet how can we expect people to care for our natural world if we don’t experience our belonging and kinship with nature?"
~Anneloes Smitsman










 https://freedomofmind.com/

"It should not surprise that science who has glorified objection turns Sophia (wisdom) into an AI object. This is the Frankenstein science that results from the cutting off of the feminine in their way of knowing (objectification)" D. H


http://humansarefree.com/2017/10/nanochips-and-smart-dust-dangerous-new.html?utm_campaign=shareaholic&utm_medium=facebook&utm_source=socialnetwork&m=0

Nanochips and Smart Dust: The Dangerous New Face of the Human Microchipping Agenda



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised