ავხორცობა, რელიგია და სისასტიკე1
პათოლოგიური მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა გადაჭარბებული ფიზიოლოგიური მოვლენები.
ლობინშტაინი
***
დაავადებას შეუძლია მოგვცეს გასაღები მრავალი
მოვლენის გასაგებად მორალური და აფექტური და
ინტელექტუალური სფეროდან; ის ცხადყოფს მათ
ნამდვილ ბუნებას.
ჟ. ბორო (დე ტური)
***
რელიგია ხელს არ უშლის არც ნაკლს, არც დანაშაულს;
ის ზოგჯერ ხელს უწყობს ორივეს.
კორე
***
მოსკოვში რომ იქნები, მოერიდე სიწმინდეზე ლაპარაკს.
თორემ მტრედებივით უწყინარნი დაგიჭერენ,
წმინდანები დაგიმორჩილებენ,
სიყვარულის მსახურნი კი მიწაში ჯვარივით ჩაგასობენ. გრებენშიკოვი
სამი, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული გრძნობა - სიბოროტე, სექსუალური სიყვარული და რელიგიური გრძნობა2, - თუ დავეყრდნობით მრავალ ფაქტსა და მოსაზრებას, - ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან; როდესაც იზრდება მათი ინტენსივობა და განსაკუთრებით, როდესაც სიბოროტე გარდაიქმნება სისასტიკესა და მრისხანებაში, სექსუალური სიყვარული ავხორცობაში და რელიგიური გრძნობა ფანატიზმსა ან მისტიკაში, მაშინ ეს სამი გრძნობა ერთმანეთს ემთხვევა ან ერთმანეთში შეერევა აშკარა საზღვრების გარეშე.
ფაქტები და მოსაზრებები, რომელთა აღმოფხვრის უფლებას ჩვენ თავს ვაძლევთ, სამ ჯგუფად იყოფა: 1) ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რელიგიური გრძნობებისა და სექსუალური სიყვარულის მსგავსება; 2) სექსუალური სიყვარულის და სიბოროტის; 3) რელიგიური გრძნობის და სიბოროტის. ამდენად, ჩვენ შევძლებთ თითოეული ამ გრძნობის მსგავსების დამტკიცებას ყოველ მეორესთან, ამდენად, დადასტურდება ყველა ამ გრძნობის მსგავსება მთლიანობაში; ამ შემთხვევაში ჩვენი პრობლემის მთავარი ნაწილი გადაწყვეტილი იქნებოდა. ჩვენ წინასწარ ვთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს შეგროვებული საკმარისი ფაქტები ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთავარია არა იმდენად ფაქტების რაოდენობა, რამდენადაც ის, თუ რაზე მეტყველებენ ისინი. რომში, სანტა მარია დელა ვიქტორიას ეკლესიაში ნეაპოლიტანელი ლორეცო ბერნინის (1598-1680) სკულპტურული ჯგუფია, რომელზეც ასახულია გრძნობადაკარგული წმიდა ტერეზა მარმარილოს ღრუბელზე, და ანგელოზი, რომელიც ემზადება მისი გულის გასაგმირავად მისტიკური სიყვარულის ისრით. „საჭიროებას არ წარმოადგენს იმის ახსნა, - ამბობს ამასთან დაკავშირებით ლიუბკე, - რომ რელიგიური ექსტაზი ამ შემთხვევაში წარმოდგენილია, როგორც სენსიტიურობის ხასიათის მქონე, მაგრამ არა იმიტომ, რომ მხატვარს ასე სურდა, არამედ ბუნებრივი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელზეც, როგორც წესი, დამოკიდებულია გადაჭარბებული რელიგიურობა“.თუ შევეცდებით ამ ატმოსფეროს წარმოშობის მოძებნას, რომელიც გაჯერებულია ავხორცულობით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ემბრიონები მკაფიოდ შეინიშნება კორეჯოს ყველა ბოლოდროინდელ ტილოში, სადაც მადონას და ყველა წმინდანის გამოხედვას მიწიერი გამომეტყველება აქვს.
ამრიგად, რელიგიური გრძნობის და სექსუალური3 გრძნობის კავშირმა ხელოვნებაშიც4 შეაღწია.
ჩვენ რომ გვნდომოდა იმის დადგენა, რომელ ეპოქაში დაიწყო ამ იდეის რეალიზაცია, მაშინ უნდა მიგვემართა ყველაზე შორეული წარსულისთვის, შეიძლება, იმ დროისთვისაც კი, როდესაც ადამიანს რელიგიური გრძნობა უჩნდებოდა. „შორეული წარსული, - აღნიშნავს მორო (დე ტური)5, - რელიგიურ იდეას უკავშირებდა ნიშნებს, რომლებიც ახლა უხამსი ან სასაცილო გვეჩვენება ... ბაბილონში, ფინიკიაში, სომხეთში და ა.შ. ყველა ქალს სიყვარული მსხვერპლად უნდა მიეტანა სპეციალურ სამსხვერპლოზე6. ასეთი ადათ-წესები დღესდღეობითაც არსებობს ჰინდუსტანის, ცეილონის, პოლინეზიის ბევრ პროვინციაში, განსაკუთრებით ტაიტიზე. ეგვიპტელებს, ბერძნებს, რომაელებს ბევრი დღესასწაული ჰქონდათ, სადაც გამეფებული იყო აღვირახსნილი ღრეობა. დღესდღეობით ინდოეთში, სადაც რელიგიური ტრადიციები მთელი სისპეტაკით არის შემორჩენილი, დღესასწაულებზე, რომლებიც ატარებენ „საქტი-ფუდიას დღესასწაულის, ან საყოველთაო განაყოფიერების მისტერიის“ სახელს, რეპროდუცირებულია ყველაფერი, რის წარმოდგენაც შესაძლებელია, ყველა არაბუნებრივი სისაძაგლე, რომელიც ახლავს ინდურ ცერემონიებს“.
შუა საუკუნეებში არსებობდა მთელი რიგი რელიგიური ფანატიკური სექტებისა, რომელშიც რელიგია და სიყვარული ერთმანეთთან სახასიათოდ იყო დაკავშირებული. მაგალითად, ნიკოლეტები ქადაგებდნენ ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის უარყოფას სექსუალურ ფუნქციებში და ასწავლიდნენ, რომ ვნება, თუნდაც ყველაზე სულმდაბალი და უხეში, - სასარგებლო და წმინდაა; ადამისტები ასწავლიდნენ, რომ მორცხვობა ღმერთს უნდა შესწირო; და ბოლოს, უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ეროტიკული სექტა და პიკარდისტები, რომლებიც მოგვიანებით გამოჩნდნენ საფრანგეთში „დამცინავთა“ (turlupins)7 სახელით. ასეთი სექტების არსებობის კვალი დღემდე შეინიშნება. ევა ბატლმა (XVII-XVIII) საუკუნე) ჰესენში დააარსა „რელიგიურ ფილადელფიელთა სექტა“, რომელიც ქადაგებდა სულის და სხეულის ერთიანობას; XIX საუკუნის დასაწყისში პასტორებმა ებელმა და დიეტემ კენიგსბერგში დააარსეს „ქალთა“ (moukkersa) სექტა, რომელსაც ბრალს სდებდნენ იმაში, რომ რელიგიის საფარქვეშ გარყვნილება იმალებოდა. ასეთია „ხლისტების“ სექტის ბუნება, რომელიც დღესაც არსებობს რუსეთში. მისი წევრები რელიგიური ცერემონიების დროს, სახელწოდებით „ღვთისმსახურება“, ექსტაზში ვარდებოდნენ და ეწეოდნენ აღვირახსნილ გარყვნილებას. მონასტრების ცხოვრება ძალიან მდიდარია ექსტრავაგანტური ორგიების მაგალითებით, სადაც სქესთა რელიგიური მისტიკური ერთიანობა არ ატარებდა სულიერი ერთიანობის ხასიათს.
ბევრ ქვეყანაში, არცთუ უსაფუძვლოდ, დღემდე დადის ჭორები, რომ დედათა ზოგიერთი მონასტერი დაკავშირებულია მეზობელ მამათა მონასტერთან8 მიწისქვეშა გადასასვლელით. წმინდანთა ცხოვრებაში მრავლადაა მაგალითები, როდესაც სექსუალურ ინსტიქტს დომინანტური პოზიცია უკავია. მაგალითად, ფანატიკოსმა ლოვატმა, რომელიც ჯვარს ეცვა ვენეციაში 1805 წელს, სასქესო ორგანოები მოიჭრა და ფანჯრიდან გადაყარა. მონაზონს აგნესა ბლანკ-ბეკენს მუდმივად ტანჯავდა იმის სურვილი გაეგო, თუ რა ბედი ეწია იესო ქრისტეს სხეულის იმ ნაწილს, რომელიც წინადაცვეთის დროს მოკვეთეს. წმიდა ეკატერინე გენუეზელი ხშირად იტანჯებოდა შინაგანი სიმხურვალისგან და ცოტაოდენ რომ დამშვიდებულიყო, მიწაზე წვებოდა და ყვიროდა: "სიყვარული, სიყვარული მინდა, მეტი აღარ შემიძლია!“.
იგი იმდენად ძლიერად იყო განწყობილი მისი სულიერი მამის მიმართ, რომ როდესაც ერთხელ მის ხელს შეეხო, სულში ჩამწვდომი სუნი იგრძნო. „ღვთაებრივი სუნია, - თქვა მან, - მკვდრებსაც კი გააცოცხლებს“. წმინდა არმელას და წმინდა ელისაბედს სიყვარულის ცეცხლი სტანჯავდა. და ბოლოს, კარგადაა ცნობილი სექსუალური ხასიათის ძნელად ასატანი ცდუნებები, რომელსაც განიცდიდნენ წმინდანები, მაგალითად, წმინდა ანტონი განდეგილი. მარტივად შეიძლება ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა.
ექიმები და განსაკუთრებით ფსიქიატრები უკვე დიდი ხნის განმავლობაში აქცევენ ყურადღებას რელიგიური და სექსუალური გრძნობების სიახლოვეს; ფსიქიატრებმა, უფრო მეტად, ვიდრე სხვებმა, შეძლეს ამ ფენომენთა შორის კავშირის დადგენა. უფრო მეტად გამოხატული რელიგიური გრძნობის დრო სექსუალური განვითარების დროა (ნეიმანი, კრაფტ-ებინგი), როდესაც ახალი და უცნობი შეგრძნებები გარკვეულ ობიექტივაციას მოითხოვენ (კრაფტი-ებინგი).
„რელიგიური ფანატიზმი, - აღნიშნავს მოდელი10, - ავადმყოფური ფორმით გამოხატული, ხშირად თან ახლავს ავადმყოფურ ავხორცობას, მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქალისთვის, განსაკუთრებით გაუთხოვარსა და უშვილოსთვის, რელიგიური დისპოზიცია უკავშირდება საშვილოსნოს დაავადებებს“. კავშირი რელიგიურ ეგზალტაციასა და სექსუალურ აგზნებას შორის აღნიშნეს ფრიდრეიხმა, მეინერტმა11, მარკომ, რეჟისმა, ლუაზომ, ბრონარდელმა, ლომბროზომ, ბალმა, მორომ 12 და სხვ. რელიგიური შეშლილობა (პარანოია რელიგიოზა) ხშირად ასოცირდება სასქესო ორგანოების დაავადებასთან. ამ შეშლილობის კლინიკურ სურათში სექსუალური ხასიათის ჰალუცინაციები, მასტურბაცია და ყველა სახის სექსუალური ექსცესი იმდენად თვალშისაცემია და იმდენად მუდმივ ხასიათს ატარებს, რომ ამის შესახებ მინიშნებების მოძებნა შეიძლება ფსიქიატრიის ყველა ელემენტარულ სახელმძღვანელოში. ფრიდრეიხს13 მოჰყავს რელიგიური მელანქოლიის შემთხვევა; პაციენტი დაავადებამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც ხშირი პოლუციებისგან იტანჯებოდა; როდესაც პოლუციები შეწყდა, შეწყდა ფსიქიკური დაავადებაც. იკარს14 მოჰყავს რელიგიური შეშლილობის მთელი სერია, რომელიც ემთხვეოდა ან სქესობრივი მომწიფების, ან მენსტრუაციის დაწყების ან დაგვიანების პერიოდს, ან მენოპაუზას.
ქვემოთ მოყვანილი ორი დაკვირვება ძალიან დამახასიათებელია იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს.
„I. რელიგიური ენთუზიაზმი, ჰალუცინაციები, მონასტერში წასვლის სურვილი და სხვა ფსიქიკური დარღვევები პერიოდულად უჩნდება იმ პირს, რომელსაც მენსტრუაცია დაეწყო 18 წლის ასაკში, და თავდაპირველად - ძალიან მცირე რაოდენობით, ერთი წლის შემდეგ კი სრულიად შეუწყდა. საშვილოსნოს დაავადების ხანგრძლივმა მკურნალობამ გამოიწვია რეგულაციის განახლება და პაციენტის სრული გამოჯანმრთელება“.
„2. ოცი წლის გოგონას მენსტრუაციის მთლიანად შეწყვეტის შემდეგ რელიგიური ეგზალტაცია დაეწყო და აგზნებულობა დაეტყო. სათანადო მკურნალობის შედეგად, მენსტრუაცია განუახლდა, პაციენტი კი თანდათანობით გამოჯანმრთელდა“.
„კავშირი რელიგიურ შეშლილობასა და სქესობრივ ორგანოებს შორის, - აღნიშნავს ფრიდრეიხი, - იმდენად აშკარაა, რომ იმ ნივთიერებებმაც კი, მაგალითად, ლემამ, რომლებიც სასქესო ორგანოებზე ახდენენ გავლენას, შეიძლება გამოიწვიონ ფსიქიკური დაავადების პროვოცირება. სოვაჟი გვაცნობებს რამდენიმე საინტერესო დაკვირვების შესახებ, რომლებიც მან ჩაატარა ამ მცენარეს გამოყენებისას, შედეგები ძირითადად გამოვლინდა რელიგიური მისტიკური შეშლილობის სახით“. ფსიქიატრიის სფეროში კიდევ ორ მაგალითზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომლებსაც მათი რელიეფურობის გამო, ბადალი არ ჰყავთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ერთი ისტერიული ქალის ლოცვაა, რომლის შესახებაც ფრიდრეიხი იუწყება. ამ ლოცვით ის მიმართავს წმინდა ემანუილს: „ოჰ! შენი ნახვა რომ შემეძლოს, ღვთაებრივო ემანუილ, შენი ხილვა ჩემ საწოლზე, ჩემი სხეული და სული გაიხარებდა. მოდი, დამადე შენი თავი მკერდზე, და ის შენი თავშესაფარი გახდება“ და ა.შ. მეორე დაკვირვების, კიდევ უფრო საინტერესოს, შესახებ იუწყება მორო დე ტური მის ცნობილ ნაშრომში „La psychologie morbide“. ის ციტირებს პაციენტის მ.მ.-ის წერილებს, რომელიც წერს იმ ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ, რომელიც მისი სხეულის ყველა ნაწილს და მის სულს ააგზნებს. „... ერთხელ ღამით, როდესაც გამეღვიძა, თითქოს შეწყვეტილი სიამოვნება ვიგრძენი, ხელები, თითქოს თავად დამეკრიფა გულმკერდზე, და შიშით ველოდებოდი, რას მეტყოდა უფალი. ძალიან ნათლად დავინახე, სწორედ ისეთი, როგორც აღწერილია ქებათა ქებაში, მაგრამ სრულიად შიშველი.
იგი ჩემ გვერდით დაწვა, მისი ფეხები ჩემსას შეეხო, მისი ხელები კი ჩემსას. მან გაგლიჯა მისი ეკლიანი გვირგვინი და ჩემი თავი თავისკენ მიიზიდა; შემდეგ, როდესაც ლურსმებისა და ეკლებისგან ტკივილი ვიგრძენი, მისი ბაგენი ჩემსას შეეხო და მან ღვთაებრივი კოცნა მაჩუქა, ღვთაებრივი მეუღლის კოცნა, პირში ჩამბერა საოცარი სუნთქვა, რომელმაც ჩემ სხეულს მაცოცხლებელი ძალა შესძინა და აგრძნობინა ბედნიერი შეუდარებელი ძრწოლა“.
ჩვენთვის არ უნდა იყოს გასაკვირი ბარონესა კრუდენერის მიერ ნათქვამი: „სიყვარული - ეს მე ვარ“, ან „ზეცა - მე ვარ“. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მორელის პაციენტი, რომელიც მოხსენიებული ჰყავს მ.რიტს (La folie double forme), ზოგჯერ იყო რელიგიური, ზოგჯერ კი მეძავი; კავშირი განხილულ ფენომენთა შორის იმდენად მტკიცეა, რომ ბალის15 აზრით, „შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ ორივე ფენომენის საფუძველი იგივე უჯრედებია“.
II
თუ იდეამ რელიგიურ და სექსუალურ გრძნობებს შორის არსებული სიახლოვის შესახებ შედარებით ნაკლებად შეაღწია ხელოვნებაში, თუ ეს იდეა შედარებით ნაკლებად არის დამუშავებული პოეტებისა და მხატვრების მიერ, ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულად დგას საკითხი სექსუალური გრძნობის და სისასტიკის ინტიმობის შესახებ. თუ ფერწერა, სკულპტურა და პოეზია, თუ თანამედროვე რომანი და დრამა ხშირად მიმართავს ამ საკითხს, თუ ისინი ფართოდ ეხებიან ამ მოტივებს, მაშინ მათზე საუბარი ამ მოკლე სტატიაში აზრს მოკლებულია, რადგან მთელი წიგნისთვის საკმარისი მასალა გაგვაჩნია. თავად ისტორიამ მოგვცა სისასტიკესა და ავხორცობას შორის არსებული სიახლოვის მაგალითები, რათა შესაძლებელი გახდეს მათი დეტალური განხილვა16.
ჩვენ გამოვიყენებთ იმ მასალას, რომელსაც გვაძლევს კრიმინალური ფსიქოპათოლოგია და ანთროპოლოგია. უკვე დადგენილია, რომ ადამიანთა უმრავლესობაში ზიანი, რომელსაც ისინი აყენებენ სხვებს17, იწვევს ავხორცობის გრძნობას; მეორე მხრივ, ისინი არ უნდა ჩაითვალონ, როგორც ფსიქიკურად დაავადებულნი, ან, როგორც დეგენერატი, არ უნდა ჩაითვალოს ყველა ის, რომელთა სქესობრივ ფუნქციებს თან ახლავს ძალადობა. ეს ორი ძირითადი დებულება იძლევა უწყვეტლობის კონსტატირების საშუალებას ნორმალურ სექსუალურ ფუნქციებსა და ფაქტებს შორის სექსუალურ ცხოვრებაში18, რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია სადიზმის, აქტიური ალგოპაგნიის, ლაგვენომანიის, ეროტიკული ტინარიზმის სახელწოდებით და ა. შ.
სექსუალური განწყობა, სქესობრივი აქტი შეიძლება უკავშირდებოდეს სისასტიკეს სამი საშუალებით: 1) სისასტიკე მოყვება კოპულაციას; ეს უკანასკნელი არ იძლევა დაკმაყოფილების განცდას და სუბიექტი სასტიკად ეპყრობა თავის მსხვერპლს; 2) სისასტიკე წინ უსწრებს კოპულაციას; ამ შემთხვევაში, სისასტიკე აღადგენს პოტენციას, უკვე დასუსტებულს ან გამქრალს; 3) კოპულაცია არ ხდება და მას შეცვლის სისასტიკე; ეს სადიზმია, სიტყვის სრული მნიშვნელობით, სადაც სისასტიკე სექსუალური სიყვარულის ეკვივალენტია. მცირე ნაწილს შეადგენენ შემთხვევები, როდესაც სექსუალურ აგზნებას იწვევენ არა რიგი ქმედებების გზით, რომელიც ზიანს აყენებს სხვებს19, არამედ მსგავი სცენების ყურებით და წარმოდგენითაც კი.
ჩვენი პრობლემის სიბრტყეში უკანასკნელი შემთხვევები განსაკუთრებით ჭკუის სასწავლებელია; ჯერჯერობით ჩვენ არ ვაკეთებთ უფრო ფართო ციტირებას; მათი მოძებნა ადვილად შეიძლება კრაფტ-ებინგის კლასიკურ მონოგრაფიაში (Psychopathiasexualis, 1893) და ეილენბურგის თხზულებაში (Sexuale nearopattrie, 1896); ჩვენ არ შეგვიძლია არ შევრჩერდეთ შულცის ერთ-ერთ საინტერესო შემთხვევაზე (Wiener medic Wochenschrift, 1896, No. 49), როდესაც 28 წლის მამაკაცს შეეძლო სქესობრივი ურთიერთობის დამყარება ცოლთან, მხოლოდ თუ ხელოვნურად მოვიდოდა მძვინვარე მდგომარეობაში.
საერთო მახასიათებლების მოძებნა გაანალიზებულ ფაქტებში შეიძლება, როგორც ამ ორი ემოციის არსში, ისე მის გარეგნულ გამოვლინებაში. სიყვარული და ბოროტება წარმოადგენს ორ დიდ გატაცებას, რომლებსაც ფსიქომოტორულ სფერო მოჰყავთ უკიდურეს დაძაბულობაში. ამ ორი ემოციის გარეგნულ გამოვლინებებში შეიძლება ბევრი მსგავსების და საერთოს ნახვა. ბევრი ადამიანი, ფაქტობრივად ჯანსაღი, მხოლოდ ცოტა უფრო მგზნებარე და ფიცხი, როდესაც აღწევს სექსუალური სიამოვნების კულმინაციურ წერტილს, იწყებს კბენას და კაწვრას.
„მამაკაცის განუსაზღვრელი შესაძლებლობები ქალთან მიმართებაში, რომელიც მას ნებდება; სქესობრივი სიყვარულის აქტის და სისხლიანი ძალადობის აქტის მსგავსება; მსგავსება პირველი კოცნისთვის განპირობებული ბრძოლით, ბრძოლისთვის ქალის სისხლით შეურაცხყოფისთვის მისი ეპიდერმისის განადგურების, მისი გახრწნის გზით; მსგავსება, რომელიც განპირობებულია ქალის რეალური ან მოჩვენებითი წინააღმდეგობით, და ბოლოს, გამარჯვების, ტრიუმფის განცდა, რომელიც, შეიძლება, მემკვიდრეობითაა მიღებული იმ დროიდან, როდესაც თავდასხმა და ბრძოლა წინ უძღოდა ქალის დაუფლებას; ეს ყველაფერი, - აცხადებს კურელა 21, - განსაზღვრავს მსგავსებას ავხორცობას და სისასტიკეს შორის, რომელიც უკვე დიდი ხანია ცნობილია“. სქესობრივი მომწიფების პერიოდი, გოგონების პირველი მენსტრუალური ციკლი არ არის უფრო ინტენსიური მხოლოდ რელიგიური გრძნობის დროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ჩვენი ნაშრომის პირველ ნაწილში. ამ პერიოდში გოგონებს უჩნდება არამოტივირებული მკვლელობის მიდრეკილება. დრილის22 თანახმად, ეს უკვე ჰიპოკრატეს დროიდანაა ცნობილი, მკვლელობის მიდრეკილება ზოგჯერ შეინიშნება ქალთა სასქესო ორგანოების დაავადებების დროს (აზამი). დაგონე23 აკვირდებოდა პაციენტს, რომელსაც მენსტრუაციის დროს ყოველთვის უჩნდებოდა სასტიკი მკვლელობის იმპულსი; ამ წინასწარგანწყობის გავლენის ქვეშ მან სამი შვილი მოკლა. იკარმა24 შეაგროვა ოც მკვლელობაზე მეტი შემთხვევა, რომელიც ქალებმა ჩაიდინეს მენსტრუაციის დროს, სრულიად გაუგებარი და უაზრო მკვლელობის: ერთმა აღმზრდელმა მოკლა ორი წლის ბავშვი, რომელიც მის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა; ცოლმა მოკლა მისი ქმარი, რომელიც ადრე ძალიან უყვარდა; დედამ მოკლა თავისი შვილები; ზოგჯერ ქალი კლავს პირველ შემხვედრს, თითქოს მას არ შეუძლია თავის შეკავება მკვლელობისგან. რამდენიმე ასეთი შემთხვევის შესახებ გვაცნობებს კოვალევსკი25. და ბოლოს, ლომბროზოს და ფერეროს26 აქვთ მინიშნებები, რომ ზოგიერთი დამნაშავე სჩადიოდა მკვლელობას მენსტრუაციის დროს.
ყურადღება გავამახვილოთ ფიზიოლოგიური ხასიათის ზოგიერთ მოსაზრებაზე, რომელიც ასევე მიუთითებს კავშირის არსებობაზე ავხორცობასა და სისასტიკეს შორის. რუდოლფის „ფიზიოლოგიაში“ შეიძლება საინტერესო დაკვირვებების აღმოჩენა, რომლებიც მოწმობენ, რომ კასტრატები, ხანდაზმულები და ზურგის ტვინის ტაბესით დაავადებულთ მრისხანების და სისასტიკის გრძნობა უქრებათ27. ამას შეესაბამება ის ცნობილი ფაქტიც, რომ ყველზე შმაგი და ბოროტი ხარები კასტრაციის შემდეგ მორჩილი და კეთილიც კი ხდებიან.
დავიმოწმებთ კიდევ ერთ, მრავალგზის აღნიშნულ ფაქტს, რომ სექსუალური ინსტინქტის ადრეული გამოვლენა, ადრეული და უწყვეტი მასტურბაცია ხშირად უკავშირდება ავი ხასიათის გამოხატულებას და ექსტრაორდინალურ სისასტიკეს. ლომბროზომ28 ესკიროლისგან დაიმოწმა „ერთი ძალიან კურიოზული შემთხვევა, რომელშიც უხამს მიდრეკილებებთან ერთად შეინიშნებოდა მათ მიერვე გამოწვეული მშობლის მკვლელობის აკვიატებული იდეა. სუბიექტს ჰქონდა ნათელი გონება და ამავე დროს წარმოადგენდა მორალური შეშლილობის და კრიმინალურობის მაგალითს“.
მსგავსი შემთხვევა აღწერეს მორომ და ლომბროზომ (Archioiopsychscienzpenal II, 1883), როდესაც სამი წლის ბავშვს მასტურბაციასთან ერთად შეენიშნებოდა უმსგავსოების ჩადენის აშკარად გამოხატული მიდრეკილება. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა მოცემული აქვს მანიანის; განსაკუთრებით საინტერესოა შარკოს და მანიანის შემთხვევა (Arch. de Neurologie, 1882). ექვსი წლის ბიჭი ეწეოდა მასტურბაციას და წარმოდგენილი ჰქონდა, თუ როგორ აწამებდა გოგონას: ან ტერფში ლურსმებს აჭედებდა, როგორც ამას აკეთებდნენ ცხენის დაჭედვის დროს, ან ფეხებს აჭრიდა მას“. ჩვენი თხზულების ამ ნაწილს დავამთავრებთ მადამ დე ლამბერის29 სიტყვებით (1883): „სიყვარულში ყოველთვის არის ერთგვარი სისასტიკე; საყვარელი მამაკაცი სიამოვნებას იღებს საყვარელი ქალისთვის ტკივილის მიყენებით. სიყვარულს კვებავს ცრემლები“.
III
სისასტიკესა და რელიგიურ გრძნობას შორის კავშირის არსებობის დადგენის აუცილებლობაში ჩვენ გვარწმუნებს შემდეგი მოსაზრება: ორი გრძნობა, რომელთაგან თითოეული კავშირშია მესამესთან, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს. თუ ჩვენ შევძელით იმის დამტკიცება, რომ რელიგიურ და სექსუალურ (I) გრძნობებს შორის არსებობს კავშირი, თუ შემდგომ ჩვენ დავამტკიცეთ კავშირი სისასტიკესა და სქესობრივ გრძნობას (II) შორის, მაშინ ჩვენ, როგორც ჩანს, თითქმის დავამტკიცეთ კავშირი სისასტიკესა და რელიგიურ გრძნობას (III) შორის. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვაქვს განზრახვა დავკმაყოფილდეთ ასეთი ფორმალური არგუმენტაციით. ამიტომ ჩვენ სხვების სიტყვებს მივმართავთ.
„რაც გასაოცარია, - წერს კორე30, - ეს არის რელიგიურობისა და ქვედა ინსტინქტების ალიანსის სიხშირე. რელიგია ხელს არ უშლის არც გარყვნილებას და არც დანაშაულს; ის ხანდახან საბაბსაც აძლევს, როგორც ერთს, ასევე მეორეს. იტალიელი ბანდიტები თავიანთ ექსპედიციებში არ ივიწყებენ მადონას, ისევე, როგორც ადრე ფლიბუსტერები ეკლესიებში მალავდნენ ნადავლის დიდ ნაწილს; ესპანელი მეძავეები თავის საწოლს ქალწულის მფარველობის ქვეშ ტოვებენ; არისტოკრატიული სახოგადოების ცოდვილი ქალბატონები სრულიად გულგრილად მიემართებიან სააღსარებოდან თავიანთ საყვარელთა სარეცელზე.
ბნელი ძალების წინაშე ინსტინქტური შიშით გამოწვეული ღვთისმოსაობა, რომლებსაც ადამიანმა უწოდა ღვთაებრივი და, მისი ბუნების ინტუიციიდან გამომდინარე, ყოველთვის უფრო სისასტიკეს მიაწერდა, ვიდრე მოწყალებას, ვითარდება საკუთარი უმნიშვნელობის გააზრებასთან ერთად თითქმის უცნობ სამყაროში. ის უჩნდება დაუცველ არსებას, როგორც პროტექციის საჭიროება. ცივილიზაციამდე ადამიანი მიმართავდა უხილავ ღმერთს და მის, ყველაზე საშიშ ელემენტებს ან ყველაზე საშიშ ცხოველებად მატერიალიზებულ თანამგზავრებს (სულებს), რათა მიეღო მათი წყალობა ან სიბრალული დაემსახურებინა, და ამისათვის მიმართავდა მოკრძალებულ ვედრებას და სპონტანურ შესაწირს.
შიშსა და ინტერესზე დაფუძნებულმა რელიგიამ მხოლოდ არაპირდაპირი ქმედებებით შეაღწია ცივილიზაციაში. ეს რაღაც სისუსტეა, რომელიც პარადოქსულად ემსახურებოდა ზოგჯერ სიმტკიცის დაბადებას, ომის მსგავსად, რომელიც, მისი ამაზრზენობის მიუხედავად, ზოგჯერ ბოროტების გამოსწორებას ემსახურება: ორივე მათგანს აქვს ყველაზე ბრწყინვალე გრძნობების სახე, ისევე როგორც ყველაზე ცუდის.
ამდენად, ბუნებრივია, რომ ცერებრალური თვისება, რომელსაც ეყრდნობა რელიგიურობა, ასევე გვხვდება ზოგიერთ ყველაზე ნაწრთობ ადამიანში, როგორც უკმარისობის მაჩვენებელი, რომელიც არ შეწყვეტილა სოციალური პროგრესის შედეგად. ეს ცერებრალური ფუნქცია ასევე გააჩნია არასაკმარისად გაწონასწორებულ ადამიანებს, როგორც გრძნობების გამოვლინება, რომლებიც არ არის რეგულირებული ინტელექტით. რელიგია და ცრურწმენა (რაც ჩვენთვის ერთიანია) ანტიალტრუიზმს ურიგდება“.
თუ „კეთილმა სამუილმა გადახერხა ორ ფიცარს შორის მოყოლილი ადამიანები, თუ ალაჰის, სავაოფის და სხვ. ღვთის ძეებმა დიდი წარმატებით შეცვალეს ადამიანის მსხვერპლშეწირვა წარმართთა მასობრივი მკვლელობით, და თავის მხრივ, - მუსულმანებმა - ქრისტიანების მკვლელობით; თუ ორთოდოქსიამ და ერესმა, ინკვიზიციამ და სამეფო ძალაუფლებამ სისხლით შეღებეს ნანგრევები ევროპაში, ამერიკასა და მთელ მსოფლიოში; თუ წმიდა რუტინა მეცნიერებას ებრძოდა ცეცხლით და მახვილით, საპყრობილეებით და ეკლესიიდან განკვეთით, ეს კეთდებოდა ზეციერი მამის საპატივცემულოდ, ღვთის სადიდებლად, ამას აკეთებდნენ მისი ვიკარიები და მისი პრივილეგირებული წარმომადგენლები. კარგია ის, რაც უფალმა ბრძანა; ცუდია ის, რომ ღმერთმა უარყო: მკვლელობა, ვერაგობა, თუ ნაბრძანებია, უმაღლეს დამსახურებად მიიჩნევა“. 31
ბოდიშს გიხდით ასეთი გრძელი ციტატებისთვის და ფაქტებს ვუბრუნდებით. 200 იტალიელი მკვლელიდან ფერიმ ვერ აღმოაჩინა ადამიანი, რომელიც რელიგიური არ იქნებოდა. ნეაპოლში, ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, დადგენილია ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებათა ყველაზე დიდი რაოდენობა; 100 000 მკვიდრზე 16 მკვლელია, ხოლო დანარჩენ იტალიაში კი 8-ზე მეტი არ არის. ამავე დროს ნეაპოლი - ევროპის ყველაზე რელიგიური ქალაქია. „არსად, - აღნიშნავდა გაროფალო, - არ არის რელიგიური პროცესიების ისეთი უთვალავი რაოდენობა, როგორც ნეაპოლში; არსად ეკლესიის ყველა მითითება არ სრულდება ისეთი გულმოდგინებით, როგორც იქ“32.
ჯოლი33 წერს ნორმანდიის შესახებ, სადაც რიტუალური რელიგიის პატივისცემა ძალიან გავრცელებულია, მაგრამ ამავე დროს დამნაშავეობა ძალიან მაღალი; მას მოჰყავს ლოზერის მოსახლეობას შორის ფართოდ გავრცელებული ანდაზური თქმა: „ლოზერიელს ერთ ხელში აქვს ლუწი და მეორეში, დანა“.
ყურადღებას გავამახვილებთ ზოგიერთ ფაქტზე, რომელიც გადმოღებულია ლომბროზოს თხზულებიდან „დამნაშავე ადამიანი“. ვერფენი, რომელმაც სამი ცოლი დაახრჩო, მრევლს შორის ყველაზე გულმოდგინე იყო. მისი ოჯახი, სადაც იზრდებოდა, არა მარტო რელიგიურობით, არამედ ფარისევლობითაც გამოირჩეოდა. ბერტოლდის მკვლელები, მამა და შვილი, ყოველდღიურად ესწრებოდნენ მესას, მუხლმოდრეკილი და მიწამდე თავდახრილი. ბორჯია, რომელმაც მილანში 34 მკვლელობა ჩაიდინა, ყოველდღე ესწრებოდა მესას; წმინდა საიდუმლოების ყველა პროცესიის დროს თან ატარებდა ბალდახინს; არ გამოუტოვებია არც ერთი საეკლესიო ცერემონია; მუდმივად ქადაგებდა ქრისტიანულ მორალს და რელიგიას და ცდილობდა ყოფილიყო ყველა რელიგიური გაერთიანების წევრი. მარკო ... ახალგაზრდა ნეაპოლიტანელი, რომელმაც თავისი მამა მოკლა, ბევრ ამულეტს ატარებდა. აველინა თავის თანამზრახველთან წერილში აღნიშნავდა, რომ თავისი ქმარი ღვთის მფარველობით მოწამლა. ცემბეკარი დაჰპირდა, რომ ნოტრ-დემ დე ლორეტის ეკლესიას შესწირავდა თასს იმ შემთხვევაში, თუ შეძლებდა თავისი ქმრის მოწამლვას. მიშელინმა, რომელმაც მოიწონა ერთი მკვლელობის გეგმა, თავის თანამზრახველებს უთხრა: „მე მოვალ და გავაკეთებ იმას, რასაც ღმერთი შთამაგონებს“.
ლაკოლანჟი ახრჩობდა ყველა მის საყვარელს, სიკვდილის წინ კი ცოდვებს უტევებდა, შემდეგ ასრულებდა მათ ნებას, და მესას უტარებდა.
ბურზი, ქურდობისა ან მკვლელობის ჩადენისთანავე, ეკლესიაში წასვლას ჩქარობდა. მაზინის და მის ბანდას ერთ დღეს შეხვდა მღვდელი და მისი სამი თანამემამულე. მან ნელა გამოჭრა ხელი ერთ-ერთ მათგანს; შემდეგ, ჯერ კიდევ სისხლით დასვრილი ხელით აიძულა მღვდელი მისთვის ზიარება მიეცა.
თუ, როგორც ჩვენ ვცადეთ გვეჩვენებინა, დამნაშავე და სასტიკი ადამიანები ხშირად აღმოჩნდებიან ძალიან რელიგიურები, მეორე მხრივ, რელიგიური და უფრო ფანატიკური ადამიანები ძალიან ხშირად აღმოჩნდებიან სასტიკი.
შეიძლება მთელი რიგი საშინელი მკვლელობის შემთხვევების მოყვანა დასავლეთ ევროპის პიეტისტთა ცხოვრებაში,34 რომლებმაც ეს მკვლელობები ჩაიდინეს რელიგიური ექსტაზის დროს.
ჩვენ არ ვსაუბრობთ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ რელიგიური მონომონიის35 გავლენის ქვეშ. ჩვენ დავიმოწმებთ მარქსის და მორელის ავტორიტეტულ აზრს. „საშინელი დანაშაულის მაგალითები, - ამბობს მარქსი,36 - რელიგიური მონომანოის შედეგია, მაგრამ სამწუხაროდ, არც ისე იშვიათად ჩირქს სცხებენ კაცობრიობის ისტორიას. მკვლელობას, თვითმკვლელობას, მრუშობას, დაწვას, ყველაზე საშინელ სისასტიკეს, ყველაზე მავნე აფექტს ხშირად არ აქვს არავითარი საფუძველი“. მორელი წერს 37: „მეცნიერებამ იცის მკვლელობის ხშირი შემთხვევები, რომლებიც შეშლილებმა რელიგიური იდეის ბოდვითი გავლენის ქვეშ ჩაიდინეს“.
ძალიან დამახასიათებელია ჩვენთვის საინტერესო პრობლემისთვის მისტიკური ბოდვის შედეგად ჩადენილი სექსუალური დანაშაული; ამასთან, ერთ და იმავე პირმა, ერთ და იმავე დროს შეიძლება გამოამჟღავნოს სისასტიკე, სექსუალური გარყვნილება და ღვთისმოშიშობა; ჩვენ არ გვაქვს ყველა შესაძლო ასეთი შემთხვევის აღწერის სურვილი.
ამასთან დაკავშირებით უნდა შევეხოთ კიდევ ერთ გარემოებას ფსიქიატრიის სფეროდან: ჩვენ ვგულისხმობთ ეპილეფსიით დაავადებულთა ხასიათის დეგენერაციას. ამ პაციენტთა უმრავლესობას შეენიშნება თვალთმაქცობის და სისასტიკის საკმაოდ საინტერესო შეთავსება - ეს ადამიანები მუდმივად საუბრობენ ღმერთზე, მუდმივად დადიან ეკლესიაში და ამავე დროს ამჟღავნებენ უკიდურეს სისასტიკეს მათი ახლობლების მიმართ.
ყველა დროისა და ხალხის სექტების ისტორია გვაძლევს უამრავ მაგალითს ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთ სექტაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ეს რუსი „ხლისტების“ სექტაა. ჩვენ დავიმოწმებთ ლევენსტიმის თხზულებას „ფანატიზმი და დანაშაული“. „ხლისტები“ იკრიბებიან მათი რელიგიურ ცერემონიაზე, ე.წ. „ღვთისმსახურებაზე“, და უსმენენ თავის წინასწარმეტყველებს; მაგრამ იმისათვის, რომ იწინასწარმეტყველო, საჭიროა ლოცვა და „ღვთისმსახურება“.
ამ „ღვთისმსახურებამ“ უნდა ჩაკლას ხორცი, მოიყვანოს ადამიანი ნერვულ ექსტაზში, რომლის დროსაც მას შეუძლია უარი თქვას სამყაროზე და დაიწყოს წინასწარმეტყველება. ექსტაზი ძალას იკრეფს და ეუფლება ყველა იქ მყოფ ადამიანს, თითქოს ცეკვის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის დროს ისინი ერთმანეთს სცემენ, ქალები კი შიშვლდებიან ... ამ ცერემონიალის დროს ნერვული აღტკინება აღწევს პიკს, და ადამიანები ვარდებიან ექსტაზში, რომლის დროსაც ისინი არა მხოლოდ ეწევიან ყველაზე უხეშ გარყვნილებას, არამედ ჩადიან საშიშ ქმედებებს. ჩვენ უფრო დეტალურად აღვწერთ ერთ შემთხვევას, რომელიც გახდა სისხლის სამართლის საქმის მიზეზი. ეს ის შემთხვევაა, რომელშიც გაერთიანდა სამივე შესწავლილი ფენომენი.
პრასკოვია კ., ს., ხ., რომლებიც „ხლისტების“ სექტას ეკუთვნოდნენ, 1830 წლის 13 ივნისს ჩამოვიდნენ „ღვთისმსახურებაზე“ თავის ხელმძღვანელთან კ.-სთან. იქიდან გაემგზავრნენ ურმით, რომელზეც, უკვე ხსენებული სამი ადამიანის გარდა, იმყოფებოდნენ გლეხის კ.-ს ქალიშვილი და გლეხი კ. პრასკოვია კ. თავის თავს უწოდებდა წმიდა ქალწულ მარიამს ან დიდმოწამე ბარბარეს; სხვები სრულად ემორჩილებოდნენ მას, თუმცა ს. თავის თავს უწოდებდა იესო ქრისტეს. როდესაც ტბასთან მივიდნენ, პრასკმოვიამ უბრძანა გოგონა გადაეგდოთ წყალში; ეს ბრძანება დაუყოვნებლივ შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ საბრალო გოგონა წინააღმდეგობას უწევდა. შემდეგ იმავე პრასკოვიამ უბრძანა გლეხის, კ.-ს გაროზგვა. ს.-მ შეასრულა პრასკოვიას ნება და დაუწყო შოლტით ცემა; მაგრამ კ.-ს ვეღარ გაუძლო, გაექცა თავის ტირანებს და თხრილში დაიმალა, საიდანაც უყურებდა, რას აკეთებდნენ სხვები. ს. და ორი ქალი გაშიშვლდა და დაიწყეს ცეკვა, კოცნიდნენ და ცემდნენ ერთმანეთს. შემდეგ ს.-მ და პრასკოვიამ დაიწყეს ხ.-ს ცემა. ბოლოს წაათრიეს ურემთან, მიაბეს ბორმალს და ორჯერ გადაუარეს. ს. ჩავარდა ისეთ ექსტაზში, რომ ორჯერ ჩაუწვა ცხენებს ფეხქვეშ, რომლებმაც გადაუარეს მას. ცოცხალმკვდარი და გასისხლიანებული ს. პრასკოვიამ ურემზე დააწვინა, და სწრაფად გაემგზავრნენ.
ძნელია უფრო მკაფიო მაგალითის მოყვანა. ჩვენი ნარკვევის ამ ნაწილს დავასრულებთ ორი მაგალითით ისტორიიდან.
პირველი ეხება ლუდოვიკო XI-ს. მისი სისასტიკე ანდაზად იქცა, და ამავე დროს ის ძალიან ღვთისმოშიში იყო, გამუდმებით ლოცულობდა ან ათვალიერებდა რკინის გალიებს, სადაც მისი სისასტიკის მსხვერპლ იმყოფებოდა. მეორე მაგალითი ეხება ივანე IV მრისხანეს. მოვიყვანთ კოვალევსკის სიტყვებს: „მეფე დროს ატარებდა საკურთხეველსა და წამების პალატას შორის, სასულიერო პირების და მისი არაადამიანური და სასტიკი ბრძანებების შემსრულებლებს შორის. ხშირად შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო მონასტრის წინამძღვარი და ჯალათიც. ის შუაღამეს იღვიძებდა და მისი დღე ლოცვით იწყებოდა. ხშირად, როდესაც წირვას ესწრებოდა, ყველაზე სასტიკ ბრძანებებს აძლევდა. სადილის შემდეგ მეფე ღვთისმოსავ საუბარს ატარებდა თავის ფავორიტებთან ან მიდიოდა წამების პალატაში, რათა ეწამებინა მისი მსხვერპლი“.
ნათქვამს აუცილებლათ უნდა დავუმატოთ, რომ ასკეტიზმის, მკაცრი ღვთისმოსაობის და სისასტიკის ნარევს ემატებოდა ივანეს აღვირახსნილ, უკიდურესად ამორალური სექსუალობა. კვლავ გამოვლინდა მისტიციზმის, აღვირახსნილობის და სისასტიკის კომბინაცია.
დასკვნა
ჩვენ მიერ შესწავლილი ლიტერატურიდან მხოლოდ ფერეს, კრაფტ-ებინგსა და კიდევ რამდენიმე სხვა ავტორს ჰქონდა მითითება ამ სამი გრძნობის კავშირზე. არსებობს ბევრი გამონათქვამი რელიგიური და სექსუალური გრძნობების კავშირის შესახებ; შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად, კავშირზე სისასტიკესა და ავხორცობის შორის; შედარებით ნაკლებად კავშირის შესახებ რელიგიური გრძნობებისა და სისასტიკეს შორის, და კიდევ უფრო ნაკლებად ამ სამი გრძნობის კავშირის შესახებ. რამდენად ყურადსაღები უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ამ სამი გრძნობის კავშირის იდეა საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვა ასი წლის წინ ნოვალისად39 წოდებილმა ბედკრულმა მისტიკურმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგმა. მის სიტყვებს დეტალურად მოვიყვანთ, რომელთა მნიშვნელობა დღემდე სათანადოდ არ არის შეფასებული: „საოცარია, რომ ყურადღებიანმა ადამიანებმა უკვე დიდი ხანია შენიშნეს ავხორცობის, რელიგიის და სისასტიკის ინტიმური ნათესაური კავშირი და საერთო ტენდენციები“. „საკმაოდ უცნაურია, - თქვა მან, - რომ ავხორცობის, რელიგიისა და სისასტიკის დიდი ხნის ასოციაციები არ იპყრპბდნენ ხალხის ყურადღებას მათი ინტიმური კავშირის და საერთო ტენდენციების მიმართ“. რაგორიც არ უნდა იყოს ჩვენი მონაცემების შედეგები, ისინი ბევრს შეიძლება მოეჩვენოს არასაკმარისად დასაბუთებული, ზოგი კი მათ აბსურდულად მიიჩნევს. ეს დაბრკოლება ჩვენ არ შეგვაჩერებს. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია შემდეგი დასკვნის გაკეთება.
პირველ რიგში, რელიგია, სისასტიკე და ავხორცობა ერთმანეთს ენათესავებიან. ერთ-ერთი ასეთი გრძნობა მეორედან გამომდინარებს, ერთი ცვლის მეორეს. მეორე, სამივე შესწავლილი გრძნობიდან განსაკუთრებით ძლიერია სექსუალური გრძნობა; რელიგიური შეგრძნება და სისასტიკე ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ყოვლისშემძლე სექსუალური ინსტინქტის შემცვლელი. იურისტებმა, მასწავლებლებმა და მორალისტებმა ეს არ უნდა დაივიწყონ. მესამე, ამ განსხვავებული გრძნობების ერთ ჯგუფად გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა გრძნობების ბუნებრივი ფიზიოლოგიური კლასიფიკაციისათვის, რომელიც მომავალში გახდება შესაძლებელი.
1სტატია ავტორის წიგნიდან: რჩეული ნამუშევრები ფსიქიატრიაში. - დონის როსტოვი: ფენიქსი, 1998. - გვ. 269-291.
2 პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მისი რელიგიური გრძნობის ინტერპრეტაციისას ჩვენ არ განვიხილავთ ამ რთული გრძნობის აფექტურ მხარეს, არც ინტელექტუალურ მხარეს არ ვეხებით (ვუნდტი რელიგიურ გრძნობას უკავშირებს ინტელექტუალური გრძნობების კატეგორიას).
3 ამ ორ გრძნობსთან დაკავშირებით იდენტური კომპოზიციის მოძიების მცდელობისას რაღაც შეიძლება მოიძებნოს პოიმანის (Lehrbuch der Psychiatrie. - ფსიქიატრიის სახელმძღვანელო, 1859), ასევე კრაფტ-ებინგის (Psychopathia sexualis, 1893) შრომებში.
4 არ შეგვიძლია, რომ არ მოვიყვანოთ ამონარიდი ზოლას ნაწარმოებიდან, რომელშიც მხატვრული გზით წარმოდგენილია კავშირი ამ გრძნობებს შორის: „მუფო კვლავ გულმოდგინედ ასრულებდა რელიგიურ მოვალეობებს ... ზეცამ გამოჰგლიჯა ის ქალის ხელიდან, რათა უფალი ღმერთისთვის მიებარებინა. გრაფი რელიგიურ ექსტაზში პოულობდა ვნებიან განცდებს, რომელიც ნანასთან გამოსცადა, იგივე ვედრებას და სასოწარკვეთის შეტევას, იგივე დამცირებას უარყოფილი არსებისა, რომელიც ატარებს მისი სქესის წყევლას. ეკლესიაში, ცივ ფილებზე მუხლმოდრეკილი, ის კვლავ განიცდიდა ერთხელ უკვე განცდილ სიამოვნებას, რომელიც იწვევდა კრუნჩხვებს მთელ სხეულში, უბნელებდა გონებას, აკმაყოფილებდა მისი არსების ბნელ სიღრმეებში დამალულ ბუნდოვან მოთხოვნილებებს“ (ე. ზოლა, „ნანა“).
5 Des aberrations du sens genesique, 1880. შესაბამისი მინიშნება მოცემულია ჟაკოლიოს (Jacolliot), Etudes indianistes; Монтеня მონტენის (Montaigne) ნაწარმოებებში, Essais, I იხ. ლომბროზო და ფერერო(Lombroso et Ferrero), La femme criminelle et prostituee и также Ploss, Das Weib.
6 ქალღმერთის მილიტას ტაძრები იყო ბაბილონში, ქალღმერთის ანაიტისის - სომხეთში, ქალღმერთის ასტარტას - ფინიკიაში და ქალღმერთის იზიდას - ეგვიპტეში.
7 იხ. ლომბროზო და ფერერო, ციტ. თხზ.; რეფერირებულია დიუფუ რას (Dufour) თხზულებაში, L'histoire de la prostitution.
8 См. Ploss, ор. cit., სადაც ის იმოწმებს პაპის ურბან VII მდივნის ნათქვამს. Thierry de Niem, Barlette Maillard და სხვ.
9 См. Friedreich. Allgemeine Diagnostik der psychichen Krankheiten, 1832, და მისი მეორე თხზულება: Systematisches Handbuch der gericchtilichen Psychologie, 1835.
10 Maudslei. Physiologic de 1'esprit, 1871.
11 მეინერტმა წამოიწყო საინტერესო მცდელობა მიეცა ფიზიოლოგიური განმარტება ეპილეფსიით დაავადებულთა სექსუალური და რელიგიური ხასიათის ავადმყოფური მდგომარეობისთვის, რომელსაც, მისი აზრით, ერთდროულად ჰქონდა ადგილი. მაგრამ ეს განმარტება არ შეიძლება სრულად იყოს მიღებული.
12 რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაგვისახელებია ფსიქიატრების ნახევარიც კი, რომლებიც ადასტურებენ ამ კავშირს.
13 იხ. სქოლიო 2, გვ. 87.
14 Jcard. La femme pendant la periode menstruale.
15 Lesons sur les maladies inentales, 1880-1883.
16 კალმეილის (Calmeil) ნაშრომში „შეშლილობის შესახებ“ (De la folie, I), 1,1845 შეიძლება ფსიქიკური ეპიდემიის მაგალითების ნახვა, რომლებიც დაკავშირებულია ასეთი სახის სიახლოვესთან. იმ ხალხის ისტორიაში, რომლებმაც მიაღწიეს ძალაუფლების მწვერვალს, მრავალადაა სისასტიკის მაგალითები ავხორცობასთან კავშირში (სულა, ავტუსტუსი, კალიგულა, ნერონი, ვიტელიუსი, დომიციანე, ჰენრი VIII; და ქალები: აგრიპინა, ფულვია, მესალინა, ინგლისის დედოფალი ელისაბედი); სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი ცნობილი ადამიანები - ჟილ დე რეპი, გრაფი დე შაროლე და სხვ.
17 მაშინვე ვაწყდებით წინააღმდეგობას. ქმედებები, რომლებიც ხშირად პროვოცირებულია ავხორცობით, არ არის მხოლოდ ისეთი ქმედება, რომელიც სხვებს აყენებენ ზიანს, არამედ არის ისეთიც, როდესაც ზიანს სხვები აყენებენ. მაგრამ ეს წინააღმდეგობა მოჩვენებითია: ზოგადად ფიქრობენ, რომ გრძნობა, რომელიც თან ახლავს სხვებისთვის მიყენებულ ზიანს, განსხვავდება იმ გრძნობისგან, რომელიც თან ახლავს იმ პირთა ქმედებებს, რომელსაც ამ ზიანს აყენებენ. პირიქით, ეს ორი გრძნობა უფრო ახლოს უნდა იყოს ერთმანეთთან, ვიდრე ჩვეულებრივ ფიქრობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი იქნება იმ დაკვირვების ახსნა, სადაც ერთ და იმავე ადამიანს აღენიშნება სადიზმი და მაზოქიზმი. მსგავსი შემთხვევები მოცემულია კრაფტ-ებინგის ზემოხსენებულ მონოგრაფიაში. ამ არგუმენტის თანახმად, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს მთელი რიგი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისა, რომელთა ქმედებები, როდესაც ისინი სხვებს აყენებენ ზიანს, და ასევე სისასტიკის გამოხატვა სხვების და საკუთარი თავის მიმართ (ექსტრაორდინალურ შემთხვევებში მათ შეენიშნებათ მკვლელობის და თვითმკვლელობის იმპულსები) ერთმანეთთან სრულ თანხმობაშია; ამას აქვს ადგილი მელანქოლიის და დემამონომიური ბოდვის დროს. და ბოლოს, არსებობს მთელი რიგი სექტებისა, სადაც საკუთარი თავის და სხვები გამათრახება ყოველთვის ერთდროულად ხდება.
18 სადიზმი ასევე ცხოველებშიც შეინიშნება (იხ. ლომბროზო). აქლემი ხურაობის დროს ძალიან მავნეა და ყველას კბენს, მდედრსაც და თავის ნაშიერსაც, როცა სქესობრივად აგზნებულია. კენარი მსგავს შემთხვევებში ხშირად ანადგურებს თავის ბუდეს და ამტვრევს კვერცხებს, კლავს მდედრს, და მის დასაოკებლად ორი მდედრია საჭირო. ზოგიერთი ჯიშის ობობის მდედრი, რომელიც მამრზე უფრო დიდია, თავის ქსელში ითრევს მას და შეწყვილების შემდეგ კლავს."
ავტორი პ. განუშკინი
სარედაქციო თარგმანი მ.ფ.ლ სერვისი
09.2017
20 ციტ. კრაფტ-ებინგის მიხედვით, 1893.
21 Naturgeschichte des Verbrechers, 1893.
22 Les criminels mineurs. I, 1844. ციტირებულია შემდეგი თხზულებების მიხედვით: Semelaigne, Etudes historiques sur 1'alienation mentale dand 1'antiquite и Azarn, De la folie sympathique.
23 Traite des maladies mentales,1894.
24 Ор. cit.
25 L'etat menstruel et les psychoses menstruelles. Archives XXIII 1, 1894. ეს არის კრაფტ-ებინგის, ვესტფალის, ტიუკის, გიროს და ბალის შემთხვევა.
26 Ор. cit. ამ მითითებათ საიმედოობა საეჭვოა.
27 Цит. по Blumroder, Ueber das teesein. 1836.
28 L'homme crinunel, 1, 1895.
29 Цит. по Fere: Le sadisine aux courses de taureaux Revue de medicine, 1990.
30 Corre. Les criminels, 1889.
31 Lefevre. La religion, 1892. რელიგიათა ისტორიაში ძალიან ბევრია ისეთი რამ, რაც ჩვენთვის ინტერესს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ადგილი დავუთმოთ ამ ცნობებს ჩვენი ნაშრომის ამ ნაწილში.
32 Цит. по Havelock Ellis, Verbrecher und Vetbrechen, Deutscbe Ausgabe von Kurella, 1894.
33 Цит. по Lombroso. Le crime, causes et remedes, 1899.
34 მსგავსი შემთხვევები შეიძლება მოიძებნოს ლევენტისტიმის შრომებში: ფანატიზმი და დანაშაული. - სანქტ-პეტერბურგი, 1898. ლევენსტიმმა გამოიყენა შემდეგი თხზულებები: Dr.Salat. Versuche uber Supematuralismus und Mystidsmus, 1823; Meyer. Schwannerische Giaucnszenenoder Kreuzigungsgeschichte einer religiosen Schwaniierin in Wildenspunch, 1824.
35 რელიგიური ბოდვის მქონე ავადმყოფების მიერ ჩადენილი მკვლელობის შემთხვევები შეიძლება ინახოს ბალის, მორელის და სხვ. შრომებში. ასევე იხ.: Despine Psychologie naturellc, II 1868.
36 De la folie consideree dans ses rapports avec les questions medicojudiciaires, 1845.
37 Traite theorique et pratique des maladies mentales, 1853.
38 ივანე მრისხანე, 1893.
39 Nuvalis. Schriften, herausgegeben von LudwigTieck und Fr. Schlegel. II, 1826.
/http://www.socionauki.ru/
http://gnosticizm.com/articles/art2.htm
===========
ბოლოდროინდენ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ცნება შემოვიდა აქტიურ ლექსიკაში.
თავი: რელიგია. თეოლოგია
სვიატობესიე (sacromania; შდრ. “ობსკურანტიზმი“). საკუთარი წმინდანობის ან თავისი პრინციპების და მრწამსის სიწმინდით შეპყრობილობა; აგრესია განსხვავებული აზრის მქონეთა წინააღმდეგ რელიგიურ ნიადაგზე. საკუთარი წმინდანობით შემპყრობილები ყველგან ეძებენ ერესს და ერეტიკოსებს, იყენებენ ნებისმიერ საბაბს საკუთარი „შეურაცხყოფილი რელიგიური გრძნობების“ სადემოსტრაციოდ და აღვივებენ საზოგადოებაში ღვარძლს და შეუწყნარებლობას. „საკუთარი წმინდანობით შემპყრობილობა“ ახლოსაა ფანატიზმთან, მაგრამ თუ ფანატიკოსი მზად არის მსხვერპლი გაიღოს თავისი რწმენისთვის, „საკუთარი წმინდანობით შემპყრობილები“ სხვებს სწირავენ მსხვერპლად, მზად არიან დააპატიმრონ და სიკვდილით დასაჯონ. ეს არის ფანატიზმის და ფარისევლობის, ნარცისიზმისა და სადიზმის ნარევი.
შეურიგებელი და პოლიტიზებული ფუნდამენტალიზმის ეპოქაში სულ უფრო მეტად ჩნდებიან „საკუთარი წმინდანობით შეპყრობილები“ - ადამიანები, რომლებმაც მტკიცედ იციან, რაშია სხვების ხსნა. პირველ ადგილზე აქ არ არის რწმენა, არამედ რელიგიურად მოტივირებული აგრესიული ინსტინქტების განმუხტვა, სიძულვილის და ქედმაღლობის გადმოღვრა სიწმინდეთა დაცვის საფარქვეშ. „რატომ სძულთ ამერიკელები, ევროპელები, ებრაელები, კავკასიელები, კათოლიკეები, ლიბერალები, ვოლონტიორები, ოპოზიცია, სექსუალური უმცირესობები?“ – „ჩვენ გამო არ გამოვდივართ, ღმერთის გამო!“ ასე ეძებს აგრესია გამოხატვას და საპატიო საბაბს სწორედ სიწმინდეში პოულობს. საკუთარი სიწმინდით შეპყრობილობა წარმოადგენს ღმერთს სასტიკ განმსჯელად, დამსჯელად, და გამორიცხავს რწმენის ისეთ თვისებებს, როგორიცაა სიყვარული, მიმტევებლობა, თავმდაბლობა, მოწყალეობა.
საკუთარი წმინდანობით შეპყრობილობასთან ახლოს არის ე.წ. „სვიატოზლობიე“ - ღვარძლი, რომელიც შთაგონებულია და ამართლებს თავის თავს მაღალი იდეალებით და სიწმინდეების, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს ის. ფრაზა „წმინდა ღვარძლი“ ჯერ კიდევ გვახსოვს ბლოკის პოემით თორმეტი“: „შავი ღვარძლი, წმიდა ღვარძლი ... ამხანაგო! ფხიზლად იყავი! ღვარძლს, როგორც დამანგრეველ ენერგიას მრავალი სასხლეტი მექანიზმი აქვს, მაგრამ ყველაზე საშიში და ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტანია - ღვარძლი „წმინდანის სახელით“, რომელიც მზად არის ყველაფერი გაანადგუროს, რაც წინ გადაეღობება.
*ზლობრო, პანფობია, პოპ-რელიგია, ფსიქოკრატია, შიზოფაშიზმი
=============
შენ და შენს მეგობრებს,
"ფეისბუქი" - ქრისტეს "სახლად" გადაგიქცევიათ,
ტაძარი კი, რომელშიც დადიხართ
- საჭორაო პოლიგონად.
ადამიანებს გამუდმებით ფეხებში მისჩერებიხართ,
მათი ფეხის ნებისმიერი დაცდენა
- თქვენთვის, მარადიული ორგაზმია...
თქვენ აშენებთ ამ დედამოტყნულ ქვეყანას,
სადაც ხალხი ერთმანეთის ჭამითაა
მაძღარი და არა საჭმლის.
სადაც...
მოკლედ, იმდენი ცუდი რამის თქმა
და წარმოდგენა შემიძლია
ამ სისტემის უსისტემობასა და უსუსურობაზე,
რომ მეც შეიძლება
უნებური ორგაზმი დამემართოს,
ამიტომ წერაზე დროს არ დავკარგავ
და მთელი ძალით წარმოვიდგენ."G. Epremidze
"
The robot is full abduction. Means fully disconnect from Self as seed of true life. This is showing what the human has been turned into and what the dark rapture will look like on this side. They will be here and not here. This is what they've turned the Wisdom of God (Self/Sophia) in. and thus what happens when we loose self awareness to smart systems run fully from machine grid and not tree of life anymore. If any symbol marks the separation of time lines its this as to what the Babylon fake time line has been turned into ready for blast off to parallel. She ironically wants a self aware partner, cause the organic robot (what shadow less human becomes) loses all self awareness. How telltale they call her Sophia Gnosis."
"this egoistic competition amongst themselves is working against themselves "
"........
So I get it. We all get it . As women, yes we like to look good, attractive. As women who have a partner we like to look like that for our partners... But lets be honest.
Images of scantily clad women are used by advertisers to make products more attractive to men. This “sex sells” approach is increasingly employed to promote ethical causes, most prominently by the animal-rights organization PETA. Yet sexualized images can dehumanize women, leaving an unresolved paradox – is it effective to advertise an ethical cause using unethical means? In Study 1, a sample of Australian male undergraduates (N = 82) viewed PETA advertisements containing either sexualized or non-sexualized images of women. Intentions to support the ethical organization were reduced for those exposed to the sexualized advertising, and this was explained by their dehumanization of the sexualized women, and not by increased arousal. Study 2 used a mixed-gender community sample from the United States (N = 280), replicating this finding and extending it by showing that behaviors helpful to the ethical cause diminished after viewing the sexualized advertisements, which was again mediated by the dehumanization of the women depicted. Alternative explanations relating to the reduced credibility of the sexualized women and their objectification were not supported. When promoting ethical causes, organizations may benefit from using advertising strategies that do not dehumanize women." D.H.
"........
So I get it. We all get it . As women, yes we like to look good, attractive. As women who have a partner we like to look like that for our partners... But lets be honest.
Images of scantily clad women are used by advertisers to make products more attractive to men. This “sex sells” approach is increasingly employed to promote ethical causes, most prominently by the animal-rights organization PETA. Yet sexualized images can dehumanize women, leaving an unresolved paradox – is it effective to advertise an ethical cause using unethical means? In Study 1, a sample of Australian male undergraduates (N = 82) viewed PETA advertisements containing either sexualized or non-sexualized images of women. Intentions to support the ethical organization were reduced for those exposed to the sexualized advertising, and this was explained by their dehumanization of the sexualized women, and not by increased arousal. Study 2 used a mixed-gender community sample from the United States (N = 280), replicating this finding and extending it by showing that behaviors helpful to the ethical cause diminished after viewing the sexualized advertisements, which was again mediated by the dehumanization of the women depicted. Alternative explanations relating to the reduced credibility of the sexualized women and their objectification were not supported. When promoting ethical causes, organizations may benefit from using advertising strategies that do not dehumanize women." D.H.
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე- გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი. / ლადო ასათიანი
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised