понедельник, 23 ноября 2020 г.

მეცნიერებმა გამორთეს ამიგდალა ცოცხალი მაიმუნების ტვინში


მეცნიერებმა გამორთეს ამიგდალა ცოცხალი მაიმუნების ტვინში

 https://nplus1.ru/news/2016/07/25/dreadds

        ამერიკელმა ფიზიოლოგებმა შეძლეს მაიმუნების ამიგდალას სხეულის ნეირონების შერჩევით გამორთვა და ჩაატარეს დაკვირვება, როგორ ეგუება ტვინი მის „არარსებობას“. მომავალში, ასეთი ტექნოლოგია მისცემს ტვინის სხვა ნაწილებისა და ორგანოების აქტიურობის მართვის საშუალებას, დააჩქარებს ნეიროფიზიოლოგიურ კვლევებს. მუშაობის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდა ჟურნალ „Neuron“-ში.

            დევიდ ეიმარალმა (David Amaral) და მისმა კოლეგებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან დეივისში ექსპერიმენტები ოთხ მაკაკა-რეზუსზე ჩაატარეს, რომელთა ამიგდალა შეიცავდა „ქიმიურ ჩამრთველს“ და შეეძლო სრულად ჩაეხშო მისი აქტიურობა და ურთიერთქმედება ტვინის სხვა ნაწილებთან. ავტორებმა გამოიყენეს ჰემოგენეტიკური მეთოდი DREADDs (Designer Receptors Exclusively Activated by Designer Drugs,  „ხელოვნური რეცეპტორები, რომლებიც შერჩევით აქტივირებულია ხელოვნური პრეპარატებით“) - მიიღეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, რომელთა გარკვეული ნეირონები შეიცავს რეცეპტორული ცილების სინთეზურ ვერსიებს და რომლებიც არ რეაგირებენ ორგანიზმის ჩვეულებრივ ნეირომედიატორებზე, მაგრამ ამოქმედებას იწყებენ სპეციალური, სინთეზური სასიგნალო ნივთიერებების თუნდაც ნანომოლარული კონცენტრაციის შეყვანის საპასუხოდ.

        ამიგდალა თავის ტვინის ლიმბური სისტემის დაწყვილებული ორგანოა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ემოციების, პირველ რიგში, შიშის და სიამოვნების ფორმირებაში. მეცნიერებმა საცდელ მაკაკებში მოახერხეს ამიგდალას და ტვინის სხვა სფეროების აქტიური კავშირების ვიზუალიზაცია კლოზაპინი-N-ოქსიდის (CNO) შეყვანამდე და შეყვანის შემდეგ, რომელიც იწვევდა ამ ორგანოს „გამორთვას“. როგორც ფუნქციური მაგნიტური რეზონანსული ტომოგრაფიის დაკვირვებებმა აჩვენეს, მან შეწყვიტა სიგნალების გაცვლა წინა ქერქის ვენტრომედიულ წინა სარტყელის და ქვედა საფეთქლის ქერქის, საფეთქლის ზედა ღარის და მიმდებარე ბირთვის სფეროებთან,  კუდიან ბირთვსა და თალამუსთან.

          ამავდროულად, შეიცვალა მთელი თავის ტვინის კავშირების პატერნები, ეს შეეხო ის სფეროებსაც, რომლებიც, რამდენადაც ცნობილია, პირდაპირ კავშირში არ არიან ამიგდალასთან, როგორიცაა რეტროსპლენალური ქერქი, მედიალური  თხემის და სარტყელის ქერქი. მეცნიერები ამ ცვლილებებს განიხილავენ, როგორც „პირველადს“, რომლებიც ხდება იმ ადგილებში, რომლებიც უშუალოდ ურთიერთქმედებენ ამიგდალასთან, და „მეორადს“, რომლებიც განისაზღვრება პირველის ცვლილებებით.

         ავტორებმა განიხილეს ტვინი, როგორც ქსელი, რომელიც აერთიანებს შვიდ ძირითად სტრუქტურულ და ფუნქციურ „მოდულს“: ლიმბურ სისტემას, ტვინის მუშაობის პასიური რეჟიმის ქსელს, ვიზუალურ, სმენით და სომატომოტორულ სისტემებს, ყურადღების დორსალურ სისტემას და კუნძულოვან ზონას. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ამიგდალა დემოსტრირებს ყველაზე ძლიერ კავშირებს ლიმბურ სისტემასთან და პასიური რეჟიმის ქსელთან, და ყველაზე სუსტს სომატოსენსორულ ქერქთან. ამავდროულად, ამიგდალას „გამორთვა“ იწვევს შვიდივე სფეროში კავშირების რესტრუქტურიზაციას. კერძოდ, მჭიდრო ურთიერთქმედება ლიმბურ სისტემასა და პასიური რეჟიმის ქსელს შორის სუსტდება, ხოლო ურთიერთქმედება სომატოსენსორული ქერქის სხვადასხვა კვანძებს შორის ძლიერდება.

       მაგრამ, ალბათ, მუშაობის მთავარ შედეგს ავტორები ხედავენ რეზუს მაკაკებზე DREADDs და fMRI კომბინაციის პირველ წარმატებულ გამოყენებას. „ამგვარი სამუშაო, ტვინის მთელი სფეროების ჩართვა-გამორთვით და ფუნქციური გამოსახულების ჩატარებით, მაიმუნებზე აქამდე არასდროს ყოფილა შესრულებული, - განუმარტა დევიდ ეიმერალმა დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესსამსახურს. - ეს ტექნოლოგია ხსნის ახალ ეპოქას ქცევითი ნეიროფიზიოლოგიაში, ამცირებს ექსპერიმენტებისთვის საჭირო ცხოველების რაოდენობას, რადგან თითოეული მათგანი შეიძლება გამოყენებულ იქნას საკუთარი თავის  კონტროლისთვის“.

რომან ფიშმანი

===========

სპეციალური გამოშვება: ადამიანად ყოფნის მეცნიერება 
ნაწილი I. რატომ ჩვენ?
განვითარებული უნიკალურობა
კევინ ლალანდი
ტექნიკური ადამიანი
ლიუის დარტნელი
ჩვენს თავში
თომას სადენდორფი
განსაკუთრებით რთული პრობლემა
სიუზენ ბლეკმორი
საუბარი დროში
კრისტინ კერნილი
განსხვავდება თუ არა ჩვენი ნერვული კავშირები?
ჩეტ შერვუდი 
ნაწილი II. ჩვენ და ისინი
უკანასკნელი ჰომინინებიდან
კეიტ ვონგი
მორალის სათავეები
მაიკლ ტომასელო
რატომ ვომობთ
ბრაიან ფერგიუსონი
ნაწილი III. ჩვენს გარდა
დარვინი დიდ ქალაქში
მენო შილტჰეიზენი
ჩვენი ციფრული ორეულები
პედრო დომინგოსი
ირმის ნახტომის შუაში ყოფნა
ჯონ გრიბინი
===========
http://dinopedia.ru/articles.php?id=7
5 ყველაზე მომაკვდინებელი დინოზავრი

     ყველა დინოზავრი ერთნაირად საშიში არ ყოფილა, ზოგი ზომით ოდნავ დიდი იყო, ვიდრე თანამედროვე ფრინველი. ზოგი ჭკვიანი და ცბიერი, და მიუხედავად მათი ფიზიკური მახასიათებლებისა, გუნდურ მუშაობას ეყრდნობოდა უფრო დიდი დინოზავრის დასამარცხებლად. იყვნენ ისეთებიც, რომელთა დანახვისას შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ისინი მკვლელებად იყვნენ დაბადებულნი. მათ კოლოსალური მასა ჰქონდათ, ზვიგენის მსგავსი კბილები, იყვნენ მრისხანე და ძლიერი, მათ შეეძლოთ 50 ტონიანი გიგანტის დამარცხება! ქვემოთ მოცემულია მეზოზოის ეპოქის ყველაზე საშიშჳ ხორცისმჭამელი დინოზავრების სია.
 1 ტირანოზავრი-რექსი
     ახლა ალბათ ვერ გავიგებთ, იყო თუ არა ტირანოზავრი ისეთი უშიშარი, სწრაფი და სელენური, როგორც, მაგალითად, ფილმში „იურიული პერიოდის პარკი“. თუ ის ამჯობინებდა უკვე მკვდარი გვამების ჭამას და, ამრიგად, გვამის მჭამელი იყო, როგორც ამას მისი უახლოესი ნათესავი, ალბერტოზავრი აკეთებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა, რომ ტირანოზავრი არის ბუნების მიერ შექმნილი საოცარი მკვლელი მანქანა. ძლიერი ყბები, რომლებსაც შეეძლეო მანქანაც კი დაეგლიჯა, ხანჯლის მსგავსი კბილები დაახლოებით 15 სმ სიგრძის, ძლიერი ფეხები და მრავალი სხვა ამ დინოზავრს მტაცებელთა მეფედ აქცევს. წაიკითხეთ მეტი დინოზავრის ტირანოზავრი-რექსის შესახებ
 2. უტარაპტორი
       დეინონიხი და ველოცირაპტორი საშიში მტაცებლები იყვნენ, მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ რაპტორებიდან ყველაზე საშიშს, თქვენი არჩევანი უტარაპტორზე შეჩერდება. მათი მოზრდილი ინდივიდი 2 ტონამდე იწონიდა. მისი ცნობილი ბრჭყალები ჰგავდა შუა საუკუნეების იარაღს. ამ ნამგლისებრი ფორმის ბრჭყალით ის ელვის სისწრაფით გლეჯდა მსხვერპლის ხორცს, გადაჭრიდა ყველაზე მნიშვნელოვან არტერიებს და კლავდა მსხვერპლს. მისი შთამომავლებიც არ ჩამორჩებოდნენ მას. ველოცირაპტორი, დრომეოზავრიდთა ოჯახის სხვა წარმომადგენელს თავისუფლად შეეძლო გაესწრო იუტარაპტორისთვის, მათ ფარაში ნადირობის უნარი აერთიანებდათ. ამიტომ იყვნენ რაპტორები მეზოზოის დასასრულის ყველაზე საშიში ზავრები. წაიკითხეთ მეტი დინოზავრის უტარაპტორის შესახებ
 3.  კრონოზავრი
       ამ მტაცებელს ბერძნული ღვთაების - კრონოსის სახელი მიენიჭა, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს, ვინაიდან ბერძნულ მითოლოგიაში ეს კრონოსი ბავშვებს ჭამდა. კრონოზავრი უბრალოდ კოლოსალური იყო, მასში რამდენიმე თეთრი ზვიგენი ადვილად ჩაეტეოდა, კბილები კი ყველაზე დიდი ზვიგენის კბილებზე ბევრად გრძელი იყო. იგი ნადირობდა თავის პატარა თანამოძმეებზე - პლიოზავრებსა და პლეზიოზავრებზე. მაგრამ ზოგჯერ მისი ნადავლი შეიძლება ყოფილიყო სახმელეთო, წყლის მწყურვალი ჰადროზავრები, მათ სავსებით შეეძლოთ გაეზიარებინათ იმ ანტილოპების ბედი, რომლებიც ალიგატორმა შეჭამა. წაიკითხეთ მეტი დინოზავრ კრონოზავრის შესახებ.
 4. ტროოდონი
      მომაკვდინებლობა შეიძლება დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ ზომაზე, არამედ ხახის შეიარაღებაზე. ტროდონი იწონიდა მხოლოდ 150 ფუნტს - დაახლოებით იგივეს იწონის საშუალო ადამიანი. მაგრამ მას სხვა ძლიერი მხარეებიც ჰქონდა - ტვინი, სხვებთან შედარებით, მას უფრო დიდი ჰქონდა იყო. ღამით ნადირობის უნარი, გუნდში, კარგი მხედველობა მას ისეთივე საშიშს ხდიდა, როგორც მსხვილ თეროპოდები, მაგალითად, ალოზავრი ან ტირანოზავრი. წაიკითხეთ მეტი დინოზავრ ტროოდონის შესახებ.
 5. ალოზავრი
     მისი მსგავსი ტირანოზავრისგან განსხვავებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს დინოზავრი მებრძოლი იყო, მისი ნამარხი ნაშთები ნაპოვნი იქნა გაყინული მასზე წარუმატებელი ნადირობის დროს. ალოზავრის გარეგნობის ყველაზე საშინელი თვისება იყო მისი უზარმაზარი, რომელსაც შიგნით ჩაღუნული კბილები ჰქონდა, რაც შესანიშნავი იარაღი იყო საბრალო მსხვერპლის ხორცის გასაგლეჯად. კბილების წყალობით, ალოზავრს შეეძლო მაგრად დაეჭირა პირში ნადავლი, რომელიც თავის დაღწევას და გადარჩენას ცდილობდა გარდუვალი სიკვდილისგან. წაიკითხეთ მეტი დინოზავრ ალოზავრის შესახებ.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised