суббота, 26 сентября 2020 г.

მჟავა-ტუტე ბალანსი სიცოცხლის ლაბორატორია „ვიტალისი“

 მჟავა-ტუტე ბალანსი

სიცოცხლის ლაბორატორია „ვიტალისი“

PH დისბალანსი და ნეგატიური ემოციური გამოვლინებები მიუთითებს ქრონიკულ სტრესზე და „ფსიქოლოგიური აციდოზისკენ“ მიდრეკილებაზე.  თქვენი სხეული და ბავშვების ქცევა აცხადებს, რომ თქვენი ძალები იწურება და აღარ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ დატვირთვას.

როდესაც ამ ნიშნებიდან ერთი მაინც თავს იჩენს, გირჩევთ გაიაროთ ორგანიზმის მდგომარეობის და PH– ბალანსის ჩვენი უფასო ონლაინ დიაგნოსტიკა.


ექსპრეს დიაგნოსტიკა

ეს არის თქვენი ორგანიზმის ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობის, ემოციური წვის დონის, კუნთების დამჭერების, ბლოკების არსებობის, მჟავა-ტუტოვანი ბალანსით გამოწვეული ტკივილის, იმუნური სისტემის მდგომარეობის და მიკროელემენტების დეფიციტის შეფასება. 

აღდგენა

 იმ „ძირითადი მიზეზის“ -  ფსიქოლოგიური „ხიჭვის“ დადგენა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო, და ეტაპობრივი გეგმის შედგენა ხანგრძლივი ტრავმის ან სხვა ფაქტორის შედეგების აღმოსაფხვრელად, ფსიქოემოციური ბალანსის აღსადგენად. 

რა შედის მასში

კონსულტაციების კომპლექსი ჩვენს სერტიფიცირებულ სპეციალისტებთან: ფსიქოლოგთან, კინეზიოლოგთან, ოსტეოპრაქტთან და სხეულის თერაპევტთან.

  ფსიქოლოგი ჩაატარებს ონლაინ და ოფლაინ დიაგნოსტიკას, ემოციური წვის ექსპრეს დიაგნოსტიკას და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შემოწმებას.

სხეულის თერაპევტები გამოიკვლევენ ხერხემლის ყელის, გულმკერდის, წელის, გავის და კუდუსუნის ნაწილს, შეამოწმებენ კუნთებისა და ემოციური დამჭერების არსებობას, შეაფასებენ სხეულის მიმდინარე დაძაბულობას.  


პროცესებზე კონტროლი

ექსპრეს დიაგნოსტიკა იძლევა ისეთი პროცესების შეფასების და კონტროლის საშუალებას, როგორიცაა ინფორმაციული, ემოციური, ფსიქოლოგიური დატვირთვები, იმუნიტეტის დაქვეითება, ფსიქოსომატური დაავადებების განვითარება.

გსურთ თავიდან აიცილოთ დაავადება, დაღლილობა, ტრავმა, ფსიქოლოგიური პრობლემები? 


ცნობიერების მონიტორინგი

როდესაც ბალანსი დარღვეულია


აციდოზი და ალკალოზი არსებითად განსხვავებული მდგომარეობაა. პირველი ნიშნავს სისხლის მჟავიანობას, ხოლო მეორე, პირიქით, გატუტოვნებას. მაგრამ მათ მსგავსი თვისებები აქვთ, რადგან ერთის მეორისგან განსხვავება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. სიმპტომების შემთხვევაში, რომლებიც თუნდაც შორეულად მოგვაგონებს ამა თუ იმ გადახრას, საჭიროა ოპერატიული დიაგნოსტიკა.


 ნაბიჯი 1. აციდოზის სიმპტომები

როდესაც pH ხანგრძლივად დაიწევს 7.35-ზე ქვევით, ვითარდება ცვლილებები ორგანოთა მუშაობის მხრიდან: ჩნდება სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, გაღიზიანება, გულისრევა, სულის ხუთვის შეგრძნება, ტაქიკარდია, წნევის ცვალებადობა, კუნთების სპაზმები, შემდეგ იწყება სუნთქვასთან და გულის მოქმედებასთან, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მთავრდება სიკვდილით მკურნალობის გარეშე.

ძირითადი მიზეზია ინტენსიური სტრესი, რომელიც იწვევს ბიოქიმიურ რეაქციებს კორტიზოლისა და ადრენალინის მონაწილეობით.

ასევე ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, არასწორად შედგენილი რაციონი, შაქრიანი დიაბეტი, ტემპერატურა, გულის, ფილტვის და თირკმლის უკმარისობა, ჰორმონალური დისბალანსი, შიმშილი, ორსულობა და ა.შ.


ნაბიჯი 2. ალკალოზის სიმპტომები

სისხლის pH-ის 7.45-ზე ზევით მომატებით, ჩნდება თავის ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, აზროვნების სიჩქარის, პროდუქტიულობის შემცირება, გულმავიწყობა.

ჩნდება შფოთვა, დაღლილობა, ქოშინი, შეშუპება, თავბრუსხვევა და ორგანოთა უკმარისობა. ღვიძლი და გამოყოფის სისტემა წყვეტს ნორმალურ ფუნქციონირებას, იკლებს მგრძნობელობა.

მიზეზებია - არასწორი კვება, ფილტვების ჰიპერვენტილაცია, გაუწყლოება, გაცვლითი პროცესების დარღვევები, მაგნიუმის და კალიუმის გამოყოფა, საფაღარათო საშუალებების, სოდის მიღება, მრავლობითი ტრავმები, სიმსივნის მძიმე სტადიები, მოწამვლა და ინტოქსიკაცია, იმუნიტეტის დაქვეითება, ინფექციური აგენტებით დაზიანება.


დატვირთების მონიტორინგი

 რას მოგცემთ ეს

 ოპერატიულობა. ხელმისაწვდომობა. ჯანმრთელობის შენარჩუნება. ტექნოლოგიურობა. ბიოლოგიური უკუკავშირი. მიმდინარე პროცესების კონტროლი

მდგომარეობის კორექცია

სხეულში მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შენარჩუნებულია თვითრეგულირების გზით. ეს არის სუნთქვის, საჭმლის მონელების და გამოყოფის სისტემების ფიზიოლოგიური სრულფასოვნება.

პრაქტიკაში თითქმის ყველას შეემჩნევა ამ სისტემების ფუნქციების დარღვევა, რაც წლების განმავლობაში გრძელდება კორექციის გარეშე.

ცხვირის ღრუს მუდმივად დაცობა იწვევს რესპირატორულ აციდოზს, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა - მეტაბოლურ აციდოზს, მუდმივი სტრესი (სულიერების დაქვეითება) - სიხარულის ჰორმონების - მელატონინის გამომუშავების შემცირებას, რომელიც 10 000-ჯერ უფრო ტუტეა, ვიდრე ადრენალინი - სტრესის ჰორმონი (ფსიქოლოგიური აციდოზი).  


დატვირთების მონიტორინგი

 იმუნური სისტემა 

თავის ტვინის მდგომარეობის კონტროლი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და არასპეციფიკურ იმუნიტეტს. ეს ბუნებრივი ბარიერია ვირუსების, ბაქტერიების და სოკოებისათვის!

  ამიტომ, ჩვენ ვავლენთ და ვეხმარებით, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური აციდოზის (თავის ტვინის მჟავიანობის მთავარი მიზეზი) და პათოგენური მიკროფლორის განვითარების გამოვლინების აღკვეთაში.

დღეისათვის უკვე შემუშავებულია უახლესი და თანამედროვე იარაღები და მეთოდები, რომლებიც იძლევა მოკლე დროში ამის გაკეთების საშუალებას.

ჩვენ ვეხმარებით მათ აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო ფსიქოლოგიის პრაქტიკაში.


ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობა

ეს უნდა იცოდეთ

თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ დიაგნოსტიკა და პროცედურების კომპლექსი ინდივიდუალური პროგრამით ან ჩაეწეროთ ჯგუფურ მეცადინეობებზე, რომლებიც ყოველთვიურად ტარდება. თქვენ შეიტყობთ: 

შეუძლოდ ყოფნის მიზეზებს

ადამიანებში ფსიქოსომატური გამოვლინებების წარმოქმნის მთელი მექანიზმი, რაც იწვევს სხვადასხვა სახის დაავადებებს.

ბალანსის საიდუმლოება

 როგორ და რა საშუალებით არის შესაძლებელი ნეგატიური პროგრამების განსაზღვრა და განეიტრალება.

საიდან არის ყველაფერი

 ყოველდღიური ცხოვრების რომელ სიტუაციებში განიცდის ადამიანი შეცვლილ მდგომარეობებს, და რა შედეგებს იწვევს ეს.

24/7 პროფესიული მეთოდიკები

როგორ მუშაობს თავის ტვინი დღე-ღამის განმავლობაში, 5 რომელ მდგომარეობაში იმყოფება ის. ადამიანის შეყვანის ძირითადი პრინციპები ტრანსის მართვად უსაფრთხო მდგომარეობაში.

სასწავლო პროგრამები 2020

ჯგუფური ონლაინ მეცადინეობა

სასწავლო სემინარები, ლექციები, ტრენინგები

ჯგუფური მეცადინეობის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს განკურნოს საკუთარი თავი, აღადგინოს საკუთარი ph-ბალანსი, გამოასწოროს დაშვებული შეცდომები, „ჯადო მოხსნას“ თაის ბედ-იღბალს და ახლიდან დაიწყოს ცხოვრება! შედეგად, მონაწილეები მიიღებენ სემინარებისა და კურსების გავლის სერტიფიკატს.


                                       შესავალი ლექცია. ფსიქიკის მდგომარეობის ბალანსი

                                                                      ჩაწერით

ფსიქოსომატური  დაავადებების მიზეზები

ლექცია თავის ტვინის ელექტრული აქტივობის მონიტორინგის ინსტრუმენტული მეთოდების მცირე დემონსტრირებით. მეცადინეობა მიზნად ისახავს მსმენელების მომზადებას დაავადებების ნამდვილი მიზეზების  გაგებისთვის, ოპერატიული დიაგნოსტიკისა და თვითაღდგენის მეთოდების დემონსტრირებისთვის. ლექცია გაცნობით - სავარჯიშო ხასიათს ატარებს. „სადეგუსტაციოა“ შემდგომი სემინარებისათვის. ჩატარების ხანგრძლივობა 2 საათი. ღირებულება - 500 რუბლი.

ლექციების თემა

1.აღქმის სტერეოტიპების დარღვევა

 სიტყვებს ვყოფთ ჯგუფებად მათი ინფორმაციული გაჯერების პრინციპის შესაბამისად. სხვადასხვა ჯგუფის სიტყვების გამოყენების ეფექტს განვმარტავთ ინფორმაციის გადაცემის დროს. 

2. თვითდაკვირვების პროცესი

 გაცნობიერება - რა არის ეს და როგორ მუშაობს. შემოსულ ინფორმაციასთან ჩვენი ცნობიერების ეტაპობრივი მუშაობის პრინციპები. თვითდაკვირვების დროს გაცნობიერებული კონტროლის შესაძლებლობები.

3.  ინფორმაციის დამუშავების წესები

ვაანალიზებთ ცნობიერების მიერ ინფორმაციის დამუშავების წესებს, აღქმის გარკვეული ორგანოების დაკავშირებით. მეტყველების მოდელები. კანონზომიერება კომუნიკაციის დროს გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით.

4. გაცნობიერების პირველი ეტაპი

 კონცენტრაციასთან დაკავშირებული წესები. შესაძლო შეცდომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ობიექტური პროცესის გაგების დამახინჯება.

5. თავის ტვინის გადატვირთვის შესახებ

 აზროვნების რომელმა სტრატეგიებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის გადატვირთვა? აზროვნების სტრატეგიების ტენდენციები, რომლებიც იწვევს თავის ტვინში ენერგიის მომატებულ ან სახიფათო გაცვლას.

6.  ფსიქოსომატიკის მიზეზები

როგორ წარმოიქმნება ფსიქოსომატური ეფექტები. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება ფსიქოსომატური ეფექტები გამოიწვიოს ემოციურად ინფორმაციული გადატვირთულობისგან.


ეტაპი 1. ფსიქიკის  მდგომარეობის ბალანსი

ჩაწერით

სემინარი  „თავის ტვინის მუშაობის პრინციპები ინფორმაციის დამუშავებისას“

 გაეცნოს მსმენელებს თავის ტვინის მუშაობის საწყისი პრინციპები ინფორმაციულ ნაკადთან მუშაობისას.

მოთხოვნა მსმენელთათვის: მსმენელებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, სასურველია სახელმძღვანელო თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება. ასაკი მინიმუმ 25 წელი. (სხვა კატეგორიის პირებმა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ამ ასაკს, ინდივიდუალურად უნდა გაიარონ გასაუბრება მეცადინეობებზე დასაშვებად).

მეცადინეობა განკუთვნილია სპეციალისტების მოსამზადებლად: სახელმწიფო მოსამსახურეების - კატეგორიებისთვის „ხელმძღვანელები“, „ხელმძღვანელების თანაშემწეები“, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელები, პოლიტიკური მოღვაწეები. ატარებს გაცნობით - სატრენინგო ხასიათს. დეგუსტაციურია შემდგომი სემინარებისათვის. 

განვიხილავთ სამ თემას/საკითხს არჩევით. ჩატარების დრო 3 საათი. ღირებულება - 4000 რუბლი


ეტაპი 2. მანიპულაციებისგან დაცვა

საშუალო და მაღალი რგოლის მმართველებისთვის: „გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგიების დაცვა მანიპულირებისგან საქმიანი ურთიერთობის პროცესში“

ჩატარების დრო - 8 საათი. ღირებულება 7.000 რუბლი   


ეტაპი 3. ფსიქოსომატიკის მიზეზები

 „ფსიქოსომატური ეფექტების წარმოშობის პირობები და მიზეზები. თვითდიაგნოსტიკა და კორექცია“  

ჩატარების დრო - 8 საათი. ღირებულება 7.000 რუბლი   


სემინარის „თავის ტვინის მუშაობის პრინციპების“ პროგრამა

1 ეტაპი

თეორია: ვანგრევთ მეტყველების აღქმის სტერეოტიპებს. სიტყვებს ვყოფთ ჯგუფებად მათი ინფორმაციული გაჯერების პრინციპის შესაბამისად. ჩვენ განვმარტავთ სხვადასხვა ჯგუფის სიტყვების გამოყენების ეფექტს ინფორმაციის გადაცემის დროს. 

პრაქტიკა:  სავარჯიშოებზე მუშაობა ამ სიტყვების ამოსაცნობად.  განვიხილავთ ეფექტებს, რომლებიც წარმოიქმნება ინფორმაციის გარკვეული სიტყვების (ფრაზებით) გადაცემის დროს.


2 ეტაპი

თეორია: გაცნობიერება - რა არის ეს და როგორ მუშაობს. ჩვენი ცნობიერების ეტაპობრივი მუშაობის პრინციპები შემოსულ ინფორმაციასთან. ფსიქოლოგიური წერის ფორმულები.

პრაქტიკა: ვსწავლობთ აზროვნების სტრატეგიის ზოგადი ფორმულების ჩაწერას, ფსიქოლოგიური წერის ნიშნების ამოცნობას. 


3 - ეტაპი

თეორია:  ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენი ცნობიერების მიერ ინფორმაციის დამუშავების წესებს აღქმის გარკვეული ორგანოების ჩართვის გზით. მეტყველების მოდელების თავისებურებები დამოკიდებულია ინფორმაციის აღქმის არხების გამოყენებაზე. კომუნიკაციის დროს ამ ნიმუშის გამოყენების შესაძლებლობა, რათა გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე.

პრაქტიკა:  სპეციფიკური სიტყვების ამოცნობის უნარზე მუშაობა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს აღქმის ორგანოებზე. ვამუშავებთ მათი გამოყენების ტაქტიკას.


4 - ეტაპი

თეორია:  როგორ იწყება გაცნობიერების პირველი ნაბიჯი? კონცენტრაციასთან დაკავშირებული წესები. შესაძლო შეცდომები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ობიექტური პროცესის გაგების დამახინჯება.

პრაქტიკა: ვმუშაობთ სავარჯიშოზე ყურადღების კონცენტრაციის სახეობების კლასიფიკაციაზე. ვაანალიზებთ კონცენტრაციასთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებების შესაძლო შედეგებს.


5 - ეტაპი

თეორია:  აზროვნების რომელმა სტრატეგიებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის გადატვირთვა? თანამედროვე სიტუაციაში აზროვნების სტრატეგიების ტენდენციები, რაც ტავის ტვინში იწვევს ენერგიის გაზრდილ გაცვლას. ტვინის მუშაობის საშიში რეჟიმები.

პრაქტიკა: ვაანალიზებთ აზროვნების სტრატეგიის ფორმულებს მრავალი დავალების რეჟიმში. განვიხილავთ „კლიპური აზროვნების“ სტრატეგიას. 


6 - ეტაპი

თეორია: როგორ წარმოიქმნება ფსიქოსომატური ეფექტები. სიტუაციები, რომლებმაც შეიძლება ფსიქოსომატური შედეგები გამოიწვიოს ემოციურად ინფორმაციული გადატვირთულობისგან. 

პრაქტიკა: ფსიქოსომატური ეფექტის ნიშნების გამოვლენა და მათი განეიტრალების მეთოდების დემონსტრირება. 


ეტაპი 4. ფსიქიკის მდგომარეობის ბალანსი

 სემინარი + ფლოატინგი

„21 საუკუნის ფსიქოეკოლოგია“ 

 ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებთან მუშაობა ან როგორ უნდა აღვუდგეთ ადამიანის ფსიქიკაში აქტიურ ჩარევას. ორდღიანი პროგრამა სწავლების სერტიფიკატის გაცემით. ღირებულება - 15.000  რუბლი

სემინარი „ფსიქოეკოლოგია“. პროგრამა

1 ეტაპი - ადამიანის ტრანსის მართვადი უსაფრთხო მდგომარეობაში შეყვანის ძირითადი პრინციპები.

2 ეტაპი - აზროვნების ძირითადი დესტრუქციული სტრატეგიების კანონზომიერებები და მათი გავლენა ტვინზე, მათი განეიტრალების გზები

3  ეტაპი – კლიპური აზროვნება; დაუმთავრებელი ტრანსი; აზროვნების გაწყვეტ; პარაზიტი პროგრამები; განწყობის დესტრუქციული ფორმები

4 ეტაპი - მედიტაციაში დამოუკიდებელი მუშაობის ტრენინგი სტრესისა და ნეგატიური ფსიქოსომატური ზემოქმედების მოსახსნელად.

5  ეტაპი -  ქვეცნობიერთან მუშაობის ტექნიკის დემონსტრაცია და მასთან მუშაობის უნარების დაუფლება. საკუთარ ინტუიციაზე წვდომა.

6   ეტაპი - აუდიოვიზუალური სტიმულაციის მოწყობილობების Mindmachine + ფლოტაციის სეანსი + რობოტი მასაჟისტი მუშაობის დემონსტრაცია


ვისთვის არის სასარგებლო სემინარები

პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, ექიმების, მასაჟისტებისა და სხეულთან მუშაობის სხვა სპეციალისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ აამაღლონ საკუთარი კვალიფიკაცია და დაეუფლონ ქვეცნობიერთან მუშაობის მოწინავე მეთოდებს, აგრეთვე აითვისონ თავისი ენერგოინფორმაციული სივრცის ნეგატიური გავლენისგან დაცვის მეთოდები.

ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, ცნობიერებასთან მუშაობის სპეციალისტების, მწვრთნელების და კონსულტანტებისთვის, რომლებსაც სურთ თავისი შესაძლებლობების გაძლიერება და დიაპაზონის გაფართოება, აგრეთვე თავისი ენერგოინფორმაციული სივრცის ნეგატიური გავლენისგან დაცვის მეთოდების ათვისება.


სემინარების წამყვანები

ოლგა ნედელინა - სიცოცხლის ლაბორატორიის „ვიტალისის“ წამყვანი ფსიქოლოგი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, სელექციონერი და გენეტიკოსი, ეპიგენეტიკოსი და

 დმიტრი ვოედილობი - სპეციალისტი ფიზიკური ანთროპოლოგიის დარგში (ადამიანის ადაპტაცია ცვალებად გარემოში). ჩვენს ფსიქოლოგებს მუშაობისა და სწავლების გამოცდილება აქვთ სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილებებში, სახალხო მეურნეობის აკადემიასა და რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ სახელმწიფო სამსახურში (ოთხ წელზე მეტი), უმაღლეს სასწავლებლებში, კომერციულ სტრუქტურებში. ნაშრომში გამოყენებულია მოსკოვის ტვინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ასაკის ფიზიოლოგიის ლაბორატორია) პროფესორის ვ.ფ. ფოკინის და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის „ვირტუალისტიკის“ კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის მ.ა. პრონინის პრაქტიკული გამოცდილება

=======================


ავტორი ამბობს, რომ მათ შეძლეს ნეირონული ინტერფეისის მასტიმულირებელი მოწყობილობის მოდიფიცირება, რათა გაგზავნონ ფანტომური ხმები ან ხმაური ყურებში ხმაურის თერაპიის შესაფასებლად. მისი ძირითადი ფოკუსია გაფანტული სკლეროზი, რომელიც შეიძლება არასწორად იყოს ინტერპრეტირებული, როგორც, ამ შემთხვევებში, ყურებში ხმაურთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ნერვული მასტიმულირებელი მოწყობილობის ჩანასახი, რომელიც აგზავნის ფანტომურ ხმებს, საინტერესოა მათთვის, ვინც ამბობს, რომ ვისაც ეჭვი აქვს, ტექნოლოგია, რომლის დაჭერასაც ხელში შეძლებთ, ისეთ ფუნქციას მიაღწევს, როგორიცაა ნეიროფონი, რათა გვერდი აუარონ სმენით პროცესებს ან გამოიწვიონ სმენითი შეგრძნებები. .net/ახალი ამბები/სამეცნიერო-ხმაური ყურებში, https://multiplesclerosis.net/news/research-tinnitus workplace/?utm_source=facebook.com&utm_medium=promoted&utm_campaign=multiplesclerosissSocialSponsorshipTysabri&utm_confid=soviec04u&fbclid=IwAR2alruXb4IExYKHqcADUBNZAOeTwAQ8ibF9dP21vwORbm8aZaellVCqtj8


იქნებ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პრაქტიკის წინააღმდეგ უპრიანი იქნება სიტყვის  #menticide გამოყენება. ყურადღება მიაქციეთ კონტრასტს ამ პრაქტიკასთან შედარებით და ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს.  APA-ს ეს წიგნიც აქვს. # Brainwashing 

 გონების მოტაცება - აზროვნების მართვის ფსიქოლოგია - А.М. Meerloo MD

ეს წიგნი ცდილობს წარმოაჩინოს ადამიანის თავისუფალი გონების უცნაური გარდაქმნა ავტომატურად რეაგირებად მანქანაში. ეს არის გარდაქმნა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი კულტურული ძვრებით ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში, ასევე წინასწარგანზრახული ექსპერიმენტებით, რომლებიც პოლიტიკურ იდეოლოგიას ემსახურება. გონებაზე ძალადობა და ფარული გონებრივი იძულება კაცობრიობის უძველესი დანაშაულია. ისინი ალბათ პრეისტორიულ დღეებში დაიწყო, როდესაც ადამიანმა პირველად აღმოაჩინა, რომ მას შეეძლო ემპათიისა და გაგების ადამიანური თვისებების გამოყენება, რათა გავლენა მოეხდინა თავის თანამოძმეებზე. სიტყვა „გაუპატიურება“ ლათინური სიტყვიდან rapere მოდის, „ხელის წავლებას“ ნიშნავს, მაგრამ ასევე უკავშირდება სიტყვებს „rave“ და „raven“, რაც ნიშნავს განადგურებას და აღფრთოვანებას, შეჭრას, უზურპაციას, ძარცვას და ქურდობას. თანამედროვე სიტყვები „ტვინის გამორეცხვა“, „აზროვნებაზე კონტროლი“ და „მენტიციდი“ ემსახურება ადამიანის მთლიანობის დარღვევის რეალური მეთოდების უფრო მკაფიოდ გაგებას. როდესაც კონცეფციას ეძლევა სწორი სახელი, მისი ამოცნობა უფრო ადვილია - და სწორედ ამ აღიარებით იწყება სისტემური კორექციის შესაძლებლობა. ამ წიგნში მკითხველი გახდება მსჯელობის მოწმე ზოგიერთი გარდაუვალი საფრთხის შესახებ, რომელიც საშიშროებას უქმნის თავისუფალ კულტურულ ურთიერთქმედებას. იგი ხაზს უსვამს ფსიქიკაში ძალადობრივი შეჭრის სუბიექტის დიდ კულტურულ მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იძულების ხელოვნური მეთოდები, არამედ უფრო მეტად  არა აკვიატებული შეჭრა ჩვენს გრძნობებსა და აზროვნებაში. სულის განადგურების საშიშროება შეიძლება შევადაროთ ატომური ომის შედეგად სრული ფიზიკური განადგურების საფრთხეს. 






































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised