вторник, 28 июля 2020 г.

პიოტრ რომანოვი, ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი როგორ შეიფარა და განდევნა რუსეთმა იეზუიტთა ორდენი

პიოტრ რომანოვი, ისტორიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი
 როგორ შეიფარა და განდევნა რუსეთმა იეზუიტთა ორდენი
:
იეზუიტებს მართლმადიდებლურ რუსეთში პატივს უძველესი დროიდანვე არ სცემდნენ, რუსულ ენაში სიტყვას „იეზუიტი“ ნეგატიური ელფერი ჰქონდა: ასე უწოდებდნენ არა უბრალოდ მოხერხებულ ადამიანს, არამედ მზაკვარსაც. და ეს დამოკიდებულება მყარად დამკვიდრდა რუსი ადამიანის ცნობიერებაში. ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა, როდესაც შეიტყო, რომ ახალი რომის პონტიფიკი იეზუიტია, ცალყბად გაიღიმა: „ესეც ასე!“ თუმცა პაპმა ფრანცისკმა საკმაოდ სწრაფად შეძლო მისი მოხიბლვა. „ასეთი პაპი ჯერ არ ყოფილა“, - აღნიშნა მან თითქმის აღტაცებით.
დღევანდელ რუსეთში იშვიათად თუ ვინმეს სმენია იგნატიუს ლეიოლას შესახებ, იეზუიტთა ბრძოლის შესახებ რეფორმაციასთან, ორდენის სწრაფ აღზევებაზე, დაცემაზე და ახალ აღზევებაზე. მით უფრო ნაკლებად იციან ადამიანებმა იეზუიტების რუსულ მიწაზე ყოფნის ისტორიის შესახებ. თანამედროვე რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონიც კი აქ არ დაგვეხმარება. ის მხოლოდ მოკლე ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, რომ იეზუიტთა ორდენი დაარსდა 1534 წლის 15 აგვისტოს, ხოლო 1719 წელს, პეტრე I-ის ბრძანებულებით, გააძევეს რუსეთიდან. შემდეგ, მათ კვლავ გადალახეს დროებითი ბარიერი. ლექსიკონში ნათქვამია, რომ 1801 წელს „ოფიციალურად იქნა აღიარებული მათი (იეზუიტების) არსებობა, მაგრამ 1820 წელს ალექსანდრე I–მა აკრძალა მათი საქმიანობა“. იმის დადგენა, თუ რატომ გააძევა პეტრემ იეზუიტები, მოგვიანებით ვინ „აღიარა“ ისინი რუსეთში, და რატომ „აკრძალა“ ისინი ისევ ალექსანდრე I-მა, შეუძლებელია.
რევოლუციამდელი ლექსიკონი, პირიქით, მრავლისმეტყველია და აღსავსე ღვთისმოსავი აღშფოთებით: „იეზუიტებმა განავითარეს რევოლუციის მთელი თეორია, კანონებისადმი დაუმორჩილებლობა, ხელმწიფებეებისადმი წინააღმდეგობა და „ტირანების მკვლელობაც“ კი. იეზუიტებთა ზნეობრივი თეორიები ამართლებს მოტყუებას, სიცრუეს, ფიცის გატეხას, ყველაზე უხეში ინსტინქტების აღვირახსნილობას“. ეს ციტატა - იმდროინდელი მონარქიული კონსერვატორულ-მართლმადიდებლური მენტალიტეტის ტიპიური ნიმუშია და, ვფიქრობ, შესანიშნავად ხსნის, თუ რატომ მიიღო სიტყვამ „იეზუიტი“ რუსულ ენაზე ასეთი ნეგატიური მნიშვნელობა.
როგორც ხედავთ, გასარკვევი ჯერ კიდევ არის. რაც შეეხება პეტრე I-ს, მისი მოტივი ნათელია. მას არ მოსწონდა იეზუიტთა მეგობრობა სოფიას ფავორიტ თავად გოლიცინთან. ამიტომ მეფემ შეისმინა პატრიარქ იოაკიმის თხოვნა „გაენთავისუფლებინა იეზუიტებისგან რუსული მიწა“. პეტრეს გადაწყვეტილებას საერთო არაფერი ჰქონდა რელიგიასთან, გარდა იმისა, რომ იეზუიტები რეფორმატორს ისეთივე უსარგებლოდ მოეჩვენა, როგორც ნებისმიერი სხვა ბერი. იმ დროისთვის ორდენს რომ ჰქონოდა ექსკლუზიური უფლება შიდა წვის ძრავის წარმოებაზე (გამოვიჩინოთ ფანტაზიორობა), მაშინ ეჭვგარეშეა, რომ გამჭრიახი პეტრე სრულიად განსხვავებულ პოზიციას  დაიკავებდა.
რაც უფრო შორს მივდივართ, სიტუაცია სულ  უფრო რთულდება. ეკატერინა II-ის დროს პოლონეთის გაყოფის შედეგად რუსეთმა მიიღო მრავალი კათოლიკე მოქალაქე, მათ შორის იეზუიტები. პრინციპში 1773 წლის ტრაქტატში პოლონეთის პირველი დაყოფის შესახებ, რუსეთი იღებდა ვალდებულებას შეენარჩუნებინა ლათინური ეკლესიის status quo მიერთებულ რეგიონებში, რაც ეკატერინამ შეასრულა კიდეც. მაგრამ იმავე წელს რომის პაპმა კლემენტ XIV-მ გამოაცხადა იეზუიტთა ორდენის ლიკვიდაციის შესახებ. ეკატერინამ არამარტო უგულებელყო პაპის ბულა და დევნილ ორდენს რუსეთში თავშესაფარი მისცა, არამედ მნიშვნელოვანი შეღავათებიც დაუწესა.
რატომ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მოკლედ მოგიყვებით ორდენის დევნის მიზეზებზე.
ორდენის აკრძალვის დროისთვის თითქმის ყველა ევროპულ მონარქს ჰქონდა საკუთარი პირადი ანგარიში მის მიმართ. მაგალითად, ესპანეთის მეფე კარლოს III ადანაშაულებდა იეზუიტებს იმაში, რომ მათ, მათი გავლენის წყალობით, შეძლეს არეულობების შეჩერება მადრიდში. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ლოგიკა დაახლოებით ასეთია: თუ ადვილად შეჩერება შეძლეს, ე.ი. მათ მიერ არის ორგანიზებული. სინამდვილეში, მეფის რისხვის მთავარი მიზეზი იყო  იეზუიტების მხრიდან მწვავე კრიტიკა  მონარქის არაერთი ნაბიჯისა.
 არ ღირს მონარქების ყველა ეს სხვადასხვა პრეტენზია იეზუიტების მიმართ სიმართლედ იქნას მიღებული. სინამდვილეში, აქ საუბარი უფრო მეტად უნდა ეხებოდეს სამეფო ევროპის კონფლიქტს იეზუიტებთან კი არა, არამედ თავად ვატიკანთან. დადგა დრო, და გაძლიერებულმა აბსოლუტიზმმა გადაწყვიტა ეკლესიისთვის მიეთითებინა იმ ადგილზე, სადაც, მისი აზრით, ის უნდა ყოფილიყო. იეზუიტთა ორდენი, როგორც ვატიკანის ავანგარდი, რომელმაც კონფლიქტის დროისთვის უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა და რუდუნებით მიაღწია ძლიერ პოლიტიკურ გავლენას, ბუნებრივია, გახდა მთავარი სამიზნე. კლიმენტ XIV იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო:  პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი, როგორიც იმ დროისთვის გახდა ორდენი, დემონტირებულ იქნა. ორდენი აღდგა მხოლოდ 1814 წელს პიუს VII-ს ბრძანებით. თუმცა, ფორმალურად იგივე ფორმით, ეს იყო, რა თქმა უნდა, უკვე სხვა ორდენი და, რაც მთავარია, სხვა, შეცვლილ ევროპაში.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ეკატერინამ იეზუიტებისთვის თავშესაფრის მიცემა, პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. იმპერატრიცამ თავისი მოსაზრება იეზუიტების მიმართ ყველაზე სრულყოფილად 1780 წლის 18 თებერვალს გრაფ შტაკელბერგისადმი გაგზავნილ წერილში გამოხატა, სადაც მისი მთავარი არგუმენტები იყო რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება (ხელისუფლების მიერ ორდენის საქმიანობაზე სრული კონტროლით) და სარგებელი, რომლის მიღებაც შეუძლია რუსეთს იეზუიტთა პედაგოგიური ნიჭისგან. თუ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გარდა, არსებობდა საიდუმლო ინტრიგებიც, რომლის გამორიცხვაც არ შეიძლება, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.
გარდა ამისა, იმპერატრიცა ნამდვილად არ უყურებდა ორდენს ისე პირქუშად, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობა. მან დაინახა, რომ იეზუიტმა პედაგოგემა ხელი არ შეუშალეს ვოლტერს ათეისტი გამხდარიყო, ხოლო მოლიერი კომედიოგრაფი. მისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი საყვარელი მონტესკიეს აზრი, რომელიც წერდა: „პარაგვაიში იეზუიტებმა სახელი გაითქვეს იმით, რომ ხალხს შთააგონებდნენ რელიგიურ და ჰუმანურ ცნებებს. მათ მიზნად დაისახეს ესპანელების მიერ ჩადენილი ბოროტების გამოსწორება და დაიწყეს კაცობრიობის ერთ–ერთი ყველაზე  სისხლიანი ჭრილობის განკურნება“.
ვატიკანის მცდელობამ შეეწყვიტა იეზუიტების საქმიანობა რუსეთში, შედეგი ვერ გამოიღო. მათი პრივილეგიები მხოლოდ ფართოვდებოდა. იეზუიტების მიმართ ზრუნვას სხვა მონარქებიც გამოხატავდნენ. პავლე I-მა შეძლო დაერწმუნებინა ვატიკანი გამოეცა ბულა, რომელმაც ოფიციალურად აღადგინა ორდენი რუსეთში. მართალია, როდესაც დოკუმენტმა პეტერბურგს მიაღწია, იგი უკვე იმპერატორ ალექსანდრე I-ს ხელში აღმოჩნდა. მის დროსაც ათზე მეტი წლის განმავლობაში ორდენის გავლენა განუხრელად იზრდებოდა. იეზუიტთა მისიები გაჩნდა არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სარატოვის გუბერნიაში, ასტრახანში, ოდესაში, რიგაში და  ციმბირშიც კი.
ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, სულ  რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ორდენი ოფიციალურად იქნა აღდგენილი ვატიკანის მიერ - მიიღო იეზუიტების ქვეყნიდან განდევნის გადაწყვეტილება, ძნელია დამთხვევად მიიჩნიო. ლოგიკა გასაგებია: ორდენს, რომელმაც დაკარგა გავლენა, შეიძლება თავშესაფარი მიეცეს და, პირიქით, იეზუიტთა ორდენი, რომელიც კვლავ ძალას იკრებს, საშიშია. ეს აშკარაა, თუ იეზუიტების განდევნის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებს წაიკითხავთ.  „ახლა უდავოდ გაირკვა, - ნათქვამია ბრძანებულებაში, - რომ მათ (იეზუიტებმა) ვერ გაითავისეს მადლიერების ვალი და არ დარჩნენ სულით თავმდაბალი, როგორც ქრისტიანული კანონი ბრძანებს, და თვინიერი მცხოვრები უცხო ქვეყანაში. მათ გადაწყვიტეს მართლმადიდებლური ბერძნული სარწმუნოების შერყევა, რომელიც უძველესი დროიდან ბატონობდა ჩვენს სამეფოში“. სინამდვილეში, იეზუიტებს ახალი არაფერი გაუკეთებიათ იმასთან შედარებით, რასაც აკეთებდნენ რუსეთში ადრე, ეკატერინეს დროიდან დაწყებული. ხელისუფლებამ „მოულოდნელად დაინახა“ ის, რასაც ყველა მღვდელი ხმამაღლა აცხადებდა ნებისმიერ პროვინციულ რუსულ მრევლში საუკუნიდან საუკუნემდე. როგორც პეტრეს დროს, გადაწყვეტილება არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური იყო.
იეზუიტთა ყოფნას რუსეთისთვის არ მოუტანია არც დიდი სიკეთე და არც დიდი უბედურება. ამან მხოლოდ გარკვეული კვალი დატოვა რუსეთის ელიტაზე. რუს გვარებს შორის, რომლებიც სწავლობდნენ იეზუიტთა პანსიონში, შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ცნობილი: გოლიცინი, ტოლსტოი, პუშკინი, კუტუზოვი, ოდოევსკი, გლინკა. იეზუიტური განათლებისა და აზროვნების გამოძახილი შეიძლება ნახოთ XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისის რუსი ინტელექტუალი დასავლელების ნაწარმოებებსა და წერილებში. ალბათ, ეს არის ყველაფერი.
ასეთი შედეგი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა მისაღები ორდენის დამფუძნებლის იგნატიუს ლოიოლასთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი დევიზი იყო: „გახდი ყველასთვის ყველაფერი, რათა ყველას მოიპოვო!“ რუსეთში იეზუიტები გახდნენ  მხოლოდ „რაღაც ვიღაცისთვის“  და ბევრი რამ არ მოუპოვებიათ.

=========

იეზუიტთა ორდენი. როგორ იწყებოდა ყველაფერი?

პროექტების თეორიის ერთ–ერთი პოსტულატი ამბობს, რომ ამ სამყაროში არაფერი ჩნდება უბრალოდ ისე. თუ რამე გაჩნდა, იქნება ეს ახალი სწავლება, სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაცია ან ტექნიკური გამოგონება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ მასში გარკვეული რესურსი ჩადო. მატერიალური, ძალოვანი, ინტელექტუალური, ადმინისტრაციული ან რამდენიმეს კომბინაია, მაგრამ ნამდვილად ჩადო. და იმის გარკვევა, ვინ და რა მიზნით გააკეთა ეს, არის პირველხარისხოვანი ამოცანა ნებისმიერი შერაცხადი მკვლევარისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.
მაგალითად, იეზუიტთა ორდენის წარმოშობის შესწავლისას, მარტივად შეიძლება მოიძებნოს პასუხი კითხვაზე „ვინ“. არც ერთი კათოლიკური ორდენი, იქნებოდა ეს საბერმონაზვნო, თუ რაინდული, არ შეიძლებოდა შექმნილიყო წმინდა საყდრის ნების გარეშე. ანუ, მიუხედავად პრეისტორიისა, „იესოს საზოგადოება“ რეალობად იქცა პაპის ბულას Regimini militantis Ecclesiae წყალობით, რაც თავისუფალი თარგმანის თანახმად ნიშნავს „მებრძოლიეკლესიის ქვედადაყოფი“. სახელი შთამბეჭდავია. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო პაპი პავლე III- ის მიერ იეზუიტებისთვის მიცემული უფლებები:
- გენერალს ან მის უფლებამოსილ პირებს აქვთ უფლება შეუნდონ ცოდვები საზოგადოების ყველა წევრს, ასევე ყველას, ვინც გამოთქვა სურვილი შესულიყო ორდენში ან ემსახურებინა მისთვის ერისკაცობაში, რომლებიც მათ ჩაიდინეს ორდენში შესვლამდე და შესვლის შემდეგ, გაენთავისუფლებინათ ყოველგვარი სულიერი და საერო სასჯელისგან, თუნდაც ეკლესიიდან განკვეთისგან;
- ორდენის არცერთ წევრს არ აქვს უფლება აღსარება ჩააბაროს ვინმეს, გენერლის ან მისი უფლებამოსილი პირების გარდა;
- ორდენის ყველა წევრი, ასევე მისი ქონება, შემოსავალი და ადგილ-მამული არ ექვემდებარება ეპისკოპოსთა და მთავარეპისკოპოსთა მართვას, ზედამხედველობას და განსჯას  და იმყოფება პაპის ტახტის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ;
- ვერც ეპისკოპოსებს და ვერც პრელატებს არ შეუძლიათ იეზუიტების და თუნდაც ერისკაცების განკვეთა ეკლესიისგან საზოგადოებისთვის ერთგულების გამო, და თუ ასე მოიქცოდნენ, მაშინ მათი განკვეთა უნდა ჩაითვალოს ბათილად;
- ისინი არ არიან ვალდებული გადაიხადონ დესეტინა, პაპისთვის განკუთვნილი გადასახადი, და ზოგადად, რაიმე ბაჟი და გადასახადი ქონებიდან და ადგილ-მამულიდან, რომელიც ეკუთვნოდა მათ კოლეგიებს, როგორც არ უნდა ეწოდოს მათ;
- გენერალს, პროვინციალებსა და მათ ვიკარიებს უფლება აქვთ მიიღონ ორდენში, აკურთხონ მღვდელმსახურებად და გამოიყენონ ორდენის ყველა საქმეში ყველა და თითოეული, მათ შორის  უკანონოდ შობილები და დამნაშავეები;
- ყველა სულიერ და საერო ხელისუფლებას, როგორც არ უნდა ერქვათ მათ, მკაცრად ეკრძალებათ ხელი შეუშალონ „იესოს საზოგადოებას“ ისარგებლონ თავისი პრივილეგიებით და თავისუფლებებით, ეკლესიიდან განკვეთის შიშით, და საჭიროების შემთხვევაში, საერო დასჯის შიშიტ.
და ეს მხოლოდ ახალი ორდენის უფლებამოსილების ნაწილია! არსებითად, იეზუიტებმა მიიღეს სრული დამოუკიდებლობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ორდენის დამაარსებელი და მისი პირველი გენერალი იგნატიუს დე ლოიოლა პირდაპირ პაპს ემორჩილებოდა და სხვას არავის. თითოეული იეზუიტი დებდა პირადად პონტიფიკისადმი ერთგულების და უპირობო მორჩილების ფიცს, და ორდენს სრულიად სამართლიანად შეიძლებოდა ეტარებინა არა „იესოს საზოგადოების“, არამედ „პაპის რაზმის“ სახელი. ფაქტობრივად, ორდენი  შეიქმნა კიდეც იმისთვის, რათა განეხორციელებინა სპეციალური (მათ შორის სამხედრო) სამსახური ყველა ტერიტორიებსა  და გარე მისიებში.
ამასთან, პავლე III–ს ამ ახალი დამხმარე ჯარების გამოყენება თავის სამსახურში მაშინვე არ დაუწყია. გარკვეულ მომენტამდე, იეზუიტები მხოლოდ შიდა მისიის მღვდლების საზოგადოებას წარმოადგენდნენ და ამ სტატუსს ინარჩუნებდნენ რამდენიმე წლის განმავლობაში. ანუ „პაპის რაზმი“ საზოგადოება გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც დაამტკიცა თავისი პროფესიონალიზმი და ერთგულება. საკადრისი  უნდა მივუზღოთ იგნატიუს დე ლოიოლას - მას ეს ძალიან სწრაფად გამოუვიდა.
ახალგაზრდა ორდენმა დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგიული საქმიანობა. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მომხრეების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, საზოგადოებაში ყველას არ იღებდნენ და არც დაუყოვნებლივ. 1543 წელს 60-ზე მეტი იეზუტი არ ყოფილა. ორდენის არასდროს ცდილობდა რაოდენობრივად გაზრდას, მას უფრო ხარისხი აინტერესებდა. ეს იყო რჩეული არმია, რომლის თითოეული წევრი სიცოცხლეს არ იშურებდა და ცდილობდა საქმით დაემტკიცებინა ლოზუნგის „გახდით ყველასთვის ყველაფერი, რათა მოიპოვოთ ყველა“ შესრულება.
შედეგმა არ დააყოვნა. 20 წელზე ნაკლები დასჭირდა „იესოს საზოგადოებას“, რომ გამხდარიყო მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გავლენა მოიპოვა გიგანტურ ტერიტორიაზე იაპონიიდან ბრაზილიამდე. დე ლოიოლას გარდაცვალების მომენტისთვის 1556 წელს, ორდენში შედიოდა 12 პროვინცია, 72 რეზიდენცია, 79 სახლი და კოლეგია და დაახლოებით 1000 წევრს ითვლიდა. ამასთან, იეზუიტი მამების „ხარისხი“ დარჩა იმავე უმაღლეს დონეზე.
ამ დროისთვის ორდენი საბოლოოდ გახდა „პაპის რაზმი“. და თუ პირველ წლებში იეზუიტები ძირითადად ხალხის მასებს მიმართავდნენ, ახლა მუშაობდა მიმდინარეობდა მხოლოდ საზოგადოების ზედა ფენებს შორის. ორდენი გახდა არისტოკრატული, და მისი რიგები მთელს მსოფლიოში მკაცრად ივსებოდა მხოლოდ ძალაუფლების მქონე, მდიდარი და განათლებული ადამიანებით. ისინი გახდნენ მთავარი საყრდენი და მასაზრდოებელი გარემო. მათში იკრებდა ორდენი ძალას და პოულობდა მხარდაჭერას. სწორედ მათ კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული იეზუიტების მთავარი წარმატებები. უბრალო ხალხი კი ყველგან, სადაც ორდენმა გაუშვა ფესვები, ადვილად აძლევდა თავის მართვის უფლებას. ასეთია ხალხთან მუშაობის იეზუიტური მოდელი, რომელმაც დაამტკიცა თავისი ეფექტურობა გასული საუკუნეების განმავლობაში.
მაგრამ ვის წინააღმდეგ იყო მიმართული მთელი ეს ძალა? რატომ დაუჭირა მხარი პაპმა პავლე III-მ ორდენის შექმნას და მისცა მათ ოპერაციების ჩატარების უფლება მთელ მსოფლიოში? რა ძალამ გამოიწვია წმიდა საყდრის ასეთი მწვავე რეაქცია, რომ იგი უკიდურეს ზომებზე წავიდა და იეზუიტებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭა. მათ შორის ქრისტიანობის დოგმატების საჯაროდ უარყოფის ნებართვა, რაც სრულად გამოიყენეს ადრე ხსენებულმა მატეო რიჩიმ, რობერტო დე ნობილიმ და მრავალმა სხვამ. მტკიცება იმისა, რომ „მიზანი  ამართლებს საშუალებას“ არ ყოფილა მხოლოდ ცარიელი სიტყვები. რა მიზნები ამოძრავებდა  მათ?
ამის გასაგებად, აუცილებელია წარსულში დაბრუნება, გერმანიის ქალაქ ვიტენბერგში. 1517 წლის 31 ოქტომბრის შემოდგომის დღეს, ბერმა სახელად მარტინ ლუთერი, მიამაგრა ქალაქის ტაძრის კარზე (იმ დროისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებას) ფურცელი თავისი „ოთხმოცდა ხუთი თეზისით“. ფორმალურად, ეს იყო ინდულგენციებით ვაჭრობის კრიტიკა. სინამდვილეში, მოუწოდებდა „საწყისებთან დაბრუნებას“, ადრეულ ქრისტიანობისკენ. ლუთერმა მწვავედ აკრიტიკებდა რომაულ-კათოლიკურ კლირს, რომელიც, მრავალთა აზრით, ჩაეფლო ფუფუნებასა და მომხვეჭელობაში. ასე დაიწყო რეფორმაცია, რომელმაც მთელი ევროპა გადაატრიალა, და მის შემდეგ დანარჩენი სამყარო.
კათოლიკეები ვალში არ დარჩნენუ, და პაპმა ლეო X დაუყოვნებლივ შერაცხა აჯანყებული ღვთისმეტყველი ერეტიკოსად. იმპერატორმა კარლოს V-მ იგი კანონგარეშე გამოაცხადა, მაგრამ ამან ვერ უშველა, და გერმანიაში ლუთერის მომხრეების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. 1529 წელს განრისხებულმა იმპერატორმა აკრძალა რეფორმისტული იდეების გავრცელება და დაპირდა, რომ „გაუსწორდებოდა ერესს“. მაგრამ ლუთერის მხარეზე დამდგარმა ხუთმა გერმანელმა მთავარმა და 14 ქალაქმა გამოხატეს ამაზე ოფიციალური პროტესტი. ამ დროიდან რეფორმაციის მიმდევრებს პროტესტანტებს უწოდებდნენ.
მოკლე დროში პროტესტანტულმა მოძრაობამ მოიპოვა უპრეცედენტო ძალა, ანტი-კათოლიკური ლოზუნგების ქვეშ გაერთიანდა სხვადასხვაგვარი მოძრაობა, ცალკეული კონფესიები, ეკლესიები და თემები. ლუთერანებთან ერთად მოქმედებდნენ კალვინისტები, ანგლიკელები, ბაპტისტები, ანაბაპისტები, მეთოდისტები, ორმოცდაათიანელები, ადვანტისტები და სხვა მრავალი. რეფორმაციამ მოიცვა ევროპის უმეტესი ნაწილი.
ამასთან ერთად, 1529 წლის 29 აგვისტოს, მუჰახის ბრძოლაში, სულთან სულეიმან I-მა სასტიკად დაამარცხა გაერთიანებული უნგრეთ-ჩეხეთ-ხორვატითა არმიას, და ოსმალეთის იმპერიამ მტკიცედ დაიმკვიდრა თავი შუა დუნაის დაბლობზე. არ აპირებდა რა მიღწეულზე გაჩერებას, იმავე წლის 27 სექტემბერს ოსმანთა ჯარები მიუახლოვდნენ ვენის კედლებს. შედეგად, ჰაბსბურგები, რომის ყველაზე ძლიერმა მოკავშირე ევროპაში, იძულებულნი გახდნენ მთელი თავისი ძალები თურქთა იერიშის მოსაგერიებლად გამოეყენებინათ. ანუ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მათ ვერ შეძლეს პაპის დახმარება მის ბრძოლაში პროტესტანტების წინააღმდეგ.
და ეს იმ დროს, როდესაც რელიგიური, და მასთან ერთად, ევროპის პოლიტიკური რუკა ჩვენს თვალწინ იცვლებოდა. კათოლიკური სამყარო იშლებოდა:
- გერმანული მიწები თითქმის მთლიანად პროტესტანტი იყო. ლუთერანიზმი გავრცელდა პრუსიაში, კურლანდიაში, ლივონიაში, ესტლანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში;
- ჯონ კალვინმა, რომელმაც ჟენევა აიყვანა პროტესტანტული აზროვნების მეორე ცენტრის დონეზე, წარმატებით უწყობდა ხელს ევანგელიკურ მოძრაობას არა მხოლოდ შვეიცარიაში, არამედ საფრანგეთში, ფლანდრიასა და ჰოლანდიაში;
- ინგლისში, მეფე ჰენრი VIII-მ თავი გამოაცხადა ახლად ჩამოყალიბებული ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა ვატიკანისგან 1534 წლის 3 ნოემბერს;
- ახალმა მოძღვრებამ სერიოზული ძალა მოიპოვა ტრანსილვანიასა და უნგრეთში;
- პოლონეთის კათოლიციზმისგან საბოლოოდ გამოყოფა მხოლოდ დროის საკითხი იყო.
თითქოს პროცესი შეუქცევადი იყო და რომის კათოლიკურ ეკლესიას სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს. მაგრამ წმიდა საყდრისი არ აპირებდა ბრძოლის გარეშე დანებებას. პავლე III-მ გამოიყენა ახალი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან ძლიერი იარაღი. მან გარისკა და 1540 წელს მან იგნატიუს დე ლოიოლა და მისი მზაკვარი იეზუიტები გამოიყვანა, და მოვლენებიც კალეიდოსკოპიური სიჩქარით   დატრიალდა.
1545 წელს, იმ დროს, როდესაც ევროპაში დაიწყო „შავი ჭირის კიდევ ერთი პანდემია“, პავლე III-მ მოიწვია საყოველთაო საბჭო ტრიდენტში. სასტიკი სასულიერო დავების, ინტრიგებისა და კულისებში მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც მთავარი როლი შეასრულეს იეზუიტთა მამებმა ლენეცმა და სალმერონმა, პაპის წარმომადგენლებმა შეძლეს მრავალი ოპოზიციურად განწყობილი პრელატის გადაბირება თავის მხარეზე და არ დაუშვეს დოქტრინის  შეცვლა. რომმა გამარჯვება  მოიპოვა ვიტენბერგსა და ჟენევაზე.
რკინის დისციპლინით და ნათელი მიზნით  გაერთიანებულმა კათოლიკურმა პარტიამ გაუძლო თავისი მრავალრიცხოვანი, მაგრამ დაქსაქსული ოპონენტების ზეწოლას, და ისტორიის სასწორმა სხვა მიმართულებით გადაიწონა. უზარმაზარი ძალისხმევით, „ანტიქრისტემ“, როგორც მას პროტესტანტები უწოდებდნენ, გააძლიერა თავისი ტახტი და დაიწყო მზადება ახალი ბრძოლებისთვის, ყველგან გზავნიდა იეზუიტებს, თავის მთავარ მებრძოლეს. „პაპის რაზმმა“, რომელიც მოწოდებული იყო ყველაზე "დელიკატური" ამოცანების გადასაჭრელად, დაიწყო თავისი დრამატული ლაშქრობა.
ამრიგად, იეზუიტთა ორდენის ისტორია დაიწყო ვატიკანსა და პროტესტანტებს შორის დაპირისპირებით. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა და სრულყოფილ იქნა იეზუიტთა სტრატეგია, ხოლო თავად „იესოს საზოგადოება“ ჩამოყალიბდა, როგორც სტრუქტურა, რომელიც მიზნად ისახავდა „განსაკუთრებული“ ამოცანების გადაჭრას იმ რეფორმატორების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ცდილობდნენ პაპის ძალაუფლების ხელყოფას, და არ ერიდებოდნენ ყოველგვარი მეთოდებს.
ამ დროიდან დღემდე, იგნატიუს ლოიოლას მიმდევრები ზოგჯერ იმალებოდნენ, მაგრამ რეგულარულად ბრუნდებოდნენ, ზოგჯერ განიცდიდნენ მარცხს, მაგრამ უფრო ხშირად იმარჯვებდნენ, განაგრძობენ  ამ სამყაროში თავისი მისიის შესრულებას. ეს მისია მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის და ყველგან, ფარულად და ღიად, კანონიერად და უკანონოდ, მაგრამ მუდმივად და განუხრელი ამბედაობით, იბრძვიან წმიდა საყდრისა და პირადად რომის პაპის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

===========

ვინ არიან იეზუიტები ?


პაპი ფრანცისკი პირველი გახდა რომაელი პონტიფიკი, რომელიც იეზუიტთა ორდენს ეკუთვნოდა. ვინ არიან იეზუიტები? რა კავშირი ჰქონდათ მათ ორდენს რაინდებთან და რატომ იყვნენ იეზუიტები კარგი მისიონერები?

        ორდენის არსებობის დასაწყისშივე იგნატიუს ლოიოლა ქმნიდა ადამიანების საზოგადოებას, რომელიც არ ჰგავდა ტრადიციულ მონაზვნობას. ახალგაზრდობაში იგნატიუსი იყო რაინდი, ძალიან თავისუფალ ცხოვრებას ეწეოდა, დაიჭრა და წარუმატებელი მკურნალობის შედეგად კოჭლობდა. ავადმყოფობამ და მეომრად დარჩენის შეუძლებლობამ სერიოზული ცხოვრებისეული კრიზისი გამოიწვია მის სულში, და იგნატიუსმა „იესოს საზოგადოება“ სამხედრო მოდელით შექმნა: იეზუიტების სათავეში იდგა გენერალი, რომელიც მხოლოდ პაპს ემორჩილებოდა, იეზუიტი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა უხუცესებს. იგნატიუს ლოიოლას მოჰყავს გვამის ცნობილი საზე, როგორც აბსოლუტური მორჩილების სიმბოლო. ხელქვეითი უნდა დამორჩილებოდა უხუცესს, „როგორც გვამი, რომელიც ყველა მიმართულებით შეიძლება გადააბრუნო, როგორც ჯოხი, რომელიც ემორჩილება ყოველ მოძრაობას, ცვილის ბურთის მსგავსად, რომლის სახეცვლილება და გაწელვა ყველა მიმართულებით შეიძლება; პატარა ჯვარცმის მსგავსად, რომელიც შეიძლება მაღლა აღმართო და ნებისმიერ ადგილას გადაადგილო. „იეზუიტებს ხშირად ბრალად უყენებდნენ აბსოლუტური მორჩილების ამ ჰიმნს, მაგრამ მისი ფიქრების ამ ნაწილში ლოიოლა აბსოლუტურად ტრადიციულია: გვამისა და ცვილის სახეს ბერმონაზვნობასთან მიმართებით ეგვიპტელი განდეგილები იყენებდნენ აღმოსავლეთში და, მაგალითად, დასავლეთში წმინდა ფრანცისკე ასიზელი. იეზუიტთა ნოვატორობა იმაში გამოიხატებოდა, თუ რა მიზნით იყენებდნენ ისინი თავის წევრებს.
       უპირველეს ყოვლისა, იეზუიტებმა მოახერხეს კონტრრეფორმაციის განხორციელება ბევრ ქვეყანაში, ანუ პროტესტანტების გარკვეული ნაწილის დაბრუნება კათოლიკური ეკლესიის წიაღში. ეს შესაძლებელი გახდა იგნატიუსის მოწაფეების კავშირების დამყარების შესაძლებლობის წყალობით ევროპის სახელმწიფოების სამეფო კარზე და მათი მასწავლებლობის უნარი. მომავალ იეზუიტებს სპეციალურად ასწავლიდნენ კარგ მანერებს და პასტორისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებული სახის შემწყნარებლობას. სტუდენტების, ვაჭრებისა თუ მღვდელმსახურების საბაბით ისინი აღწევდნენ საჭირო ადგილას და თანდათანობით მოიპოვებდნენ პოპულარობას როგორც ხალხში, ისე კეთილშობილთა შორის. ევროპელი მონარქებიც კი დიდი მონდომებით ირჩევდნენ  იეზუიტებს თავის აღმსარებლებად. ამის მიზეზი იყო „იესოს ორდენის“ დახვეწილი კაზუისტიკა. რამდენიმე ხრიკის საშუალებით მათ შეეძლოთ თითქმის ნებისმიერი ცოდვა საპატიოდ გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ქურდობა არ არის კარგი, მაგრამ თუ მოსამსახურე იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ევალება, მაშინ მას შეუძლია „დააჯილდოოს“ საკუთარი თავი ბატონის ხარჯზე. მკვლელობა, რა თქმა უნდა, ცოდვაა, მაგრამ ადამიანი შეიძლება გამართლდეს სასამართლოში „საიდუმლო წაცდენის“ დახმარებით. დავუშვათ, მე მოვკალი ვინმე თავდაცვის მიზნით, მაშინ მოსამართლის კითხვაზე „მე ხომ არ მოვკალი NN?“, შემიძლია თამამად ვუპასუხო: „არ მომიკლავს“, და ამაში ვიგულისხმო, რომ მე არ დავესხი თავს მსხვერპლს. ჩემი განცხადების ბოლო ნაწილი იქნება ის „საიდუმლო წაცდენა“. მდიდარი ადამიანისთვის ცხოვრება კიდევ უფრო ადვილია. თუ რომელიმე არამზადამ აცდუნა გოგონა და დაპირდა ცოლად შერთვა, მაშინ მასზე არანაირი ცოდვა არ არსებობს, რადგან გლეხის ქალს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ დიდგვაროვანი არ შეირთავდა მას ცოლად.
           აღსარების აგების ეს ტექნიკა პირდაპირი მნიშვნელობით გადააქცევდა იეზუიტ მამებს სამეფო კარისა და ქალაქის ტაძრების ხშირ სტუმრად, მაგრამ იგნატიუს ლოიოლას მოწაფეებმა სასარგებლოც ბევრი გააკეთეს თავისი ხრიკებით - მათ პოპულარული გახადეს დასავლეთში კერძო აღმსარებლობის პრაქტიკა.
        იგივე ხდება იეზუიტურ განათლებასთან დაკავშირებით. მთელ ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზე, ბავშვები უფასოდ სწავლობდნენ იეზუიტ მამებთან (სწავლებისთვის თანხებს გამოყოფდა ორდენი). ისინი მშვენივრად იკვებებოდნენ, არ იყვნენ გადატვირთული გაკვეთილებით (დღეში არა უმეტეს 5 საათისა), მათთვის იგონებდნენ სპორტულ თამაშებს, თითქმის არასოდეს სცემდნენ, ასე რომ ბევრმა ადამიანმა ბედნიერებად მიიჩნია საკუთარი შვილის იეზუიტთა სკოლაში მიყვანა. სულ რამდენიმე თვეში ბიჭი გაახარებდა მამას ლათინური ენის შესანიშნავი ცოდნით, ხოლო დედას შესანიშნავი მანერებითა და მაგიდასთან ქცევის უნარით. მაგრამ, ამავე დროს, სკოლებში გამეფებული იყო მაბეზღარობა. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც სკოლაში მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, და არა ლათინურზე, შეიძლება განთავისუბლებულიყო სასჯელისგან, თუ დაასახელებდა სხვა მოწაფეების სახელებს, რომლებიც იგივეს აკეთებდნენ. თითოეულ მოწაფეს ჰყავდა სპეციალური მეურვე, რომელიც უყვებოდა ზემდგომებს მათი შეცდომების შესახებ. თავად სწავლება სკოლებში მიმდინარეობდა შუასაუკუნეების და ჰუმანისტური მეთოდების უცნაური კომბინაციის მიხედვით: ისწავლებოდა თომა აკვინელის შრომები, მაგრამ ამავე დროს ეს იყო მოწაფეებს შორის სასტიკი კონკურენციის სისტემა, რომლის თანამედროვე მასწავლებლებსაც შეშურდებოდათ.
       ეს გაორება თან ახლდა იეზუიტებს მათი არსებობის ყველა დროში. ბევრი იეზუიტი იყო შესანიშნავი მისიონერი და რწმენის მოწამე: იაპონიიდან კანადამდე ისინი საფრთხეს უქმნიდნენ საკუთარ სიცოცხლეს, გადალახავდნენ გაუვალ მდინარეებს პატარა ნავებით, სხვადასხვა ენებზე თარგმნიდნენ ქრისტიანულ ლოცვებს, ზოგჯერ კი ქმნიდნენ ამ ენებს, ქადაგებდნენ მაშინაც კი, როდესაც მათ ხელ-ფეხს მოკვეთდნენ და სკალპს აცლიდნენ. მაგრამ მისიები ხშირად მასობრივი და ფორმალური იყო: იეზუიტი, რომელიც ძლივს თარგმნიდა რწმენის სიმბოლოს და  ხშირად არ ჰქონდა ნასწავლი აბორიგენების ენა, ასობით და ათასობით ადამიანს ნათლავდა და ქმნიდა ახალ საზოგადოებებს. ისინი ეკუთვნოდნენ წარმართთა ჯგუფს, რომლებისთვისაც ქრისტიანობა მხოლოდ ძალიან თხელი ზედაპირული ფენა იყო, და მისიონერის წასვლის შემდეგ, საზოგადოებაც ხშირად იღუპებოდა. იეზუიტები იცავდნენ მონებს და ინდიელებს ძალიან სასტიკი ექსპლუატაციისგან, მაგრამ ამავე დროს თვითონაც ხშირად სარგებლობდნენ მონების შრომით და არ გამოდიოდნენ ამ ინსტიტუტის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ.
        წინააღმდეგობები, რომლებიც იეზუიტებს თან ახლდა, ​​უკავშირდებოდა ამ ორდენის იდეას: ბერმონაზვნური ორდენი, სადაც შეიძლებოდა არ გეტარებინა საბერმონაზვნო სამოსი, მქადაგებლები, რომლებსაც უფრო მეტად აინტერესებდათ პოლიტიკა და ინტრიგები, ვიდრე ქრისტიანებად მონათვლა, უანგარონი, რომლებიც  აძლევდნენ სესხს 25 ან თუნდაც 100 პროცენტით. იეზუიტები ნამდვილად გახდნენ სამხედრო ორდენი, პაპის რაინდები, მაგრამ თავისი პროტოტიპებიდან მათ მემკვიდრეობით მიიღეს შუა საუკუნეების რაინდთა ყველა სათნოება და მანკიერება. ჯვაროსნების მსგავსად, ისინი მიდიოდნენ საშიშ მოგზაურობაში, ცხოვრობდნენ ღარიბთა შორის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქმნიდნენ ახალ დასახლებებს, მეორების მსგავსად, მზად იყვნენ დაეცვათ ეკლესია და პაპი ბოლო ამოსუნთქვამდე, შეწყობოდნენ სხვადასხვა კულტურებს (იეზუიტი, რომელიც ინდოეთში ქადაგებდა, ადგილობრივ ქურუმად გადაიქცა, ატარებდა მათ სამოსს, და შექმნა ქრისტიანობისა და ინდუიზმის უცნაური ნაზავი, მოახერხა წარმართული რიტუალებისთვის ქრისტიანული შინაარსის მიცემა). მაგრამ იეზუიტების მორალი ასევე იყო წოდებრივი და შუასაუკუნებრივი, და ორდენის მიზნების მისაღწევად მათ შეეძლოთ ყალბი ფიცის მიცემა, ფარული დასმენის გამოყენება და მათი მოტყუება, ვინც არ მიეკუთვნებოდა „იესოს საზოგადოებას“. იგნატიუს ლოიოლას მოწაფეებს შორის ბევრი იყო ისეთი, ვინც უფრო რაინდის ცხოვრებას ეწეოდა, ვიდრე ბერის: ისინი სასურველი სტუმრები იყვნენ სალონებში, უყვარდათ ფული, გემრიელი საკვები და ღვინო,  შეეძლოთ თავისი კაზუისტიკის ისრები ორდენის წინააღმდეგაც წარემართად.
 ჯერ ადამიანს, რომელიც იეზუიტი ხდებოდა, დაუყოვნებლივ უნდა მიეცა თავისი ქონება „იესოს საზოგადოებისთვის, შემდეგ ეს ვადა 4 წლით გადაიდო. იყო ბევრი ადამიანი, ვინც ფორმალურად გადასცემდა თავის ქონებას ღარიბებს, მაგრამ, ფაქტობრივად, მართავდნენ სხვების საშუალებით. ასევე ხდებოდა მორჩილების ფიცთან დაკავშირებით: ფორმალურად იეზუიტთა გენერალი სარგებლობდა თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით და მხოლოდ პაპის წინაშე იყო პასუხისმგებელი. მაგრამ რეალურად ყველაფერი დამოკიდებული იყო გენერლის პიროვნებისგან. თუ ის სუსტი ან რბილი ადამიანი იყო, მაშინ მის ზურგს უკან სრულიად განსხვავებული ადამიანები მართავდნენ ორდენს, ხოლო იგნატიუს ლოიოლას მემკვიდრე მხოლოდ ნომინალური წარმომადგენლობითი ფიგურა ხდებოდა. ასეთი მაგალითების რიცხვი შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს, მაგრამ აშკარაა, რომ იგნატიუს ლოიოლას იდეა, რომელიც 1556 წლის 31 ივლისს გარდაიცვალა, შეექმნა რაინდ-ბერების განსაკუთრებული ორდენი, კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ავატიურული იყო, ხოლო  მისმა ქმნილებამ თითქმის მისი სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელა ცხოვრება.



------------------------------

„მე არ მეშინია სახელმწიფოს კრიტიკა“.  ჟურნალისტი სვეტლანა პროკოპიევა დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

ბრალდების მხარემ ფსკოველი ჟურნალისტის სვეტლანა პროკოპიევასთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და პროფესიული საქმიანობის ოთხი წლით აკრძალვა. პროკოპიევას ადანაშაულებენ იმაში, რომ მისი საავტორო სვეტი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაში 17 წლის თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტის მიზეზების შესახებ ამართლებს და პროპაგანდას უწევს ტერორიზმს.
პარასკევს პროკოპიევა სიტყვით გამოვიდა  სასამართლოში. BBC-ს რუსული სამსახური აქვეყნებს ამონარიდებს ამ სიტყვიდან.

სვეტლანა პროკოპიევას მიმართ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2-ე მუხლის მე-2 ნაწილით („ტერორიზმის საჯარო გამართლება და პროპაგანდა“) გაიხსნა 2019 წლის თებერვალში. ბრალდებების საბაბი გახდა პროკოპიევას მიერ დაწერილი ტექსტი, რომელიც გავიდა ფსკოვის „მოსკოვის ექოს“ ეთერში 2018 წლის ნოემბერში, შემდეგ კი გამოქვეყნდა ამ რადიოსადგურთან აფილირებულ გამოცემის  „ფსკოვის ახალი ამბების ხაზი“ ვებ-გვერდზე.
ჟურნალისტმა ტექსტი დაწერა არხანგელსკში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაში 2018 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ. 17 წლის მიხაილ ჟლობიცკიმ შენობაში შეიტანა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა. დაშავდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამი თანამშრომელი.
ტექსტში პროკოპიევამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ჟლობიცკის ქმედებები შეიძლება პროვოცირებული ყოფილიყო, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკის მიერ, და რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობის ნაწილი მოქალაქეების ასეთი თაობის გამოჩენის გამო, რომელიც ებრძვის მას.
გამოძიების მსვლელობის დროს გაბლოკეს პროკოპიევას ყველა ანგარიში, ამოიღეს დოკუმენტები, მობილური ტელეფონები, ნოუთბუკები, დიქტოფონი და ფლეში, ასევე ქაღალდის დოკუმენტები და პირადი ჩანაწერები. ის შეიყვანეს ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში, რომელსაც აწარმოებს როსფინმონიტორინგი, რაც არ აძლევს მას საბანკო ანგარიშის გახსნის ან იპოთეკის გაფორმების საშუალებას.
ჟურნალისტი არ აღიარებს მის დანაშაულს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 2019 წლის ოქტომბერში მან გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც თავის საქმეს უწოდა „სიტყვის თავისუფლების მკვლელობა რუსეთში“, და განაცხადა, რომ მიაჩნია იგი „ნაწყენი ძალოვნების ბანალურ შურისძიებად“.

„... რეპრესიები თანდათან ვითარდება. შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როდის შეცვლიან უფლებების შეზღუდვას და დისიდენტთა დევნას საკონცენტრაციო ბანაკებით და დახვრეტით. ისტორია გვეუბნება, რომ ასეთი ტრანსფორმაცია შესაძლებელია ყველაზე კულტურულ და ცივილიზებულ საზოგადოებაშიც კი,  შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის და პროპაგანდის პირობებში.
სწორედ ამიტომ არის საჭირო სიტყვის თავისუფლება - რომ დროულად ავტეხოთ განგაში. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ოპოზიციური პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომ დროულად განუცხადონ მმართველ უმრავლესობას: „ჰეი! მიმოიხედეთ გარშემო! თქვენ სახიფათო გზაზე დგახართ“. სწორედ ამიტომ მედიისთვის კრიტიკის მთავარი და ძირითადი ობიექტი ყოველთვის იყო და იქნება სახელმწიფო - ძალაუფლების სისტემა იძულების აპარატით, რომელსაც შეუძლია გახდეს მასობრივი რეპრესიების ინსტრუმენტი.
მე არ მეშინია სახელმწიფოს კრიტიკა. მე არ მეშინია სამართალდამცავი სისტემის გაკრიტიკება და ძალოვნებისთვის იმის თქმა, რომ ისინი ზოგჯერ არ არიან მართალნი. რადგან ვიცი, რომ ნამდვილად საშიში იქნება, თუ ამას არ ვიტყვი, თუ ამას არავინ იტყვის.
მე არ მაქვს ჭეშმარიტი აზრის პრეტენზია - ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს და დაუშვას შეცდომები, არც კრიტიკაა ყოველთვის სამართლიანი. მაგრამ უკეთესია იყოს დაუსაბუთებული კრიტიკა, ვიდრე საერთოდ არ იყოს. რაც უფრო მეტ იდეას განვიხილავთ, რაც უფრო ფართოა წარმოდგენილი მოსაზრებების სპექტრი, მით უფრო ადვილია საზოგადოებისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება და განვითარების ოპტიმალური გზის არჩევა. უფრო ადვილია ახალი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება, რომლისგანაც კაცობრიობა, სამწუხაროდ, არ არის დაცული.
მე ვთხოვ პატივცემულ სასამართლოს, ჩემს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინოს არა მხოლოდ მოხსენებითი ბარათები და ოქმები, არამედ ის ყველაზე ზოგადი პრინციპები, რომელზედაც დაფუძნებულია ჩვენი საზოგადოება. ეს არის სიტყვის თავისუფლება, ეს არის ჟურნალისტის სტატუსი, ეს არის პრესის მისია. მე ვასრულებდი ჩემს სამუშაოს. მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც ჩემი პროფესიული მოვალეობის ფარგლებს სცილდება. ამაში არავითარი დანაშაული არ არის“ .



Мир в опасности; Автор, Кен Уайт, рассказывает об открытии неизбежного глобального изменения: «Для меня было нечто почти легендарное в подвигах этого замечательного подразделения, от выполнения опасных разведывательных миссий над неизвестной арктикой до обнаружения трех магнитных северных полюсов чтобы сделать открытия, которые заставили бы ученых Пентагона предсказать глобальный катаклизм (только чтобы в конечном итоге скрыть эту информацию от общественности). Эта научная книга является давно запоздалой записью этих событий, как для тех, кому интересно история, и те, кто интересуется, почему наша планета - мир в опасности.

Как некогда засекреченная, но теперь очень важная история, появившаяся в авиации времен холодной войны, ставшая личной благодаря уникальной перспективе командира подразделения, ответственного за операцию, (тогда) майора Мейнарда Э. Уайта, «Мир в опасности» воссоздает новаторскую работу Первое оперативное подразделение во вновь сформированном стратегическом воздушном командовании, назначенное первой оперативной миссией САК «Проект Нанук», - для оценки советской угрозы в Арктике сразу после Второй мировой войны. Это авиационное подразделение, которое разработало грид-систему навигации, которая открыло арктическое небо для мировой авиации и позволило стратегическому воздушному командованию стать глобальной сдерживающей силой, поддерживавшей мир на протяжении всей холодной войны, - достижение, недавно названное одним из десяти величайшие достижения США за последние полвека!

Но Мир в Опасности - больше, чем ранее неизвестная глава истории. Он также дает объяснение, основанное на выводах подразделения, о том, как ученые Пентагона определили, что наш земной шар эволюционировал в доисторические времена, и как неизбежен еще один катаклизм, изменяющий форму земли! Теперь мы можем понять, почему мамонты и мастодонты, обнаруженные в арктической вечной мерзлоте, были мгновенно заморожены с субтропической растительностью во рту и желудке. «Мир в опасности» может быть единственной печатной книгой, которая точно объясняет неуловимый механизм запуска явлений, известных ученым более 200 лет как «сдвиг земной коры», и что он подразумевает.

Проще говоря, «Мир в опасности» - это книга о людях, преодолевающих непреодолимые шансы и преодолевающих их. Возможно, нам придется сделать это снова скоро!
https://www.amazon.com/World-Peril-Scientific-Findings-Reconnaissance/dp/1883218101
https://blindhypnosis.com/ghost-girl-pdf-torey-l-hayden.html
https://www.ted.com/talks/cathy_o_neil_the_era_of_blind_faith_in_big_data_must_end/transcript?language=ru
http://samlib.ru/m/moiseew_w_a/futuronomiamateraly1vypusk.shtml
https://hightech.fm/2018/09/26/smartai
https://ijnet.org/ru/story/%D0%B0%D0%BB%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%82%D0%BC%D1%8B-%D1%83%D0%BF%D1%80%D0%B0%D0%B2%D0%BB%D1%8F%D1%8E%D1%82-%D0%BD%D0%B0%D1%88%D0%B5%D0%B9-%D0%B6%D0%B8%D0%B7%D0%BD%D1%8C%D1%8E-%D0%BD%D0%BE-%D0%BE%D0%BD%D0%B8-%D0%BD%D0%B5-%D1%81%D0%B2%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B4%D0%BD%D1%8B-%D0%BE%D1%82-%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B2%D0%B7%D1%8F%D1%82%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B8
https://medium.com/@sergey_57776/%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B2%D0%B7%D1%8F%D1%82%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8C-%D0%B8%D0%B8-%D0%BF%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%B6%D0%B4%D0%B0%D0%B5%D1%82-%D0%BD%D0%B5%D1%81%D0%BF%D1%80%D0%B0%D0%B2%D0%B5%D0%B4%D0%BB%D0%B8%D0%B2%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8C-%D0%B8-%D0%BD%D0%B0%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B5%D1%86-%D1%8D%D1%82%D0%BE-%D0%BD%D0%B0%D1%87%D0%B0%D0%BB%D0%B8-%D0%BE%D1%81%D0%BE%D0%B7%D0%BD%D0%B0%D0%B2%D0%B0%D1%82%D1%8C-287fabb21a04
https://www.finversia.ru/publication/v-ssha-obnaruzhena-rasovaya-predvzyatost-u-tekhnologii-raspoznavaniya-lits-68053
https://www.tadviser.ru/index.php/%D0%A1%D1%82%D0%B0%D1%82%D1%8C%D1%8F:AI_bias_(%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B2%D0%B7%D1%8F%D1%82%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8C_%D0%B8%D1%81%D0%BA%D1%83%D1%81%D1%81%D1%82%D0%B2%D0%B5%D0%BD%D0%BD%D0%BE%D0%B3%D0%BE_%D0%B8%D0%BD%D1%82%D0%B5%D0%BB%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%82%D0%B0)
https://nplus1.ru/news/2019/01/28/debiasing-faces
https://www.ey.com/ru_ru/assurance/why-ai-is-both-a-risk-and-a-way-to-manage-risk
https://www.finversia.ru/publication/v-ssha-obnaruzhena-rasovaya-predvzyatost-u-tekhnologii-raspoznavaniya-lits-68053
https://itc.ua/blogs/ii-spetsialist-richard-socher-realnaya-ugroza-kotoraya-kroetsya-v-algoritmah-predvzyatost/
https://itc.ua/blogs/ii-spetsialist-richard-socher-realnaya-ugroza-kotoraya-kroetsya-v-algoritmah-predvzyatost/
https://marss2.livejournal.com/4051410.html
https://www.rbc.ru/society/27/05/2020/5ecd05899a79472c4d69e09c
https://maglena.net/algoritm-ii-pomogaet-vyyavit-politicheskuyu-predvzyatost-v-prochitannyh-vami-novostyah/
https://www.vedomosti.ru/management/articles/2020/01/19/820883-internet-marketing
http://www.edutainme.ru/post/5-vyzovov-dlya-iskusstvennogo-intellekta/
https://elibrary.ru/item.asp?id=42715883
https://inventale.com/ru/blog/news/dmexco-2019/
https://elibrary.ru/item.asp?id=42715883
https://www.ridus.ru/news/298876
http://www.fa.ru/org/div/cos/press/News/2019-03-21-1.aspx
https://www.colta.ru/articles/mosty/23297-karina-prunkl-algoritmy-kak-chernyy-yaschik
https://live.bit.ua/2017/11/lektsiya-dnya-kak-ya-borolas-s-predvzyatostyu-algoritmov-ot-aspirantki-mit/
http://www.fa.ru/org/div/cos/press/News/2019-03-21-1.aspx
https://hype.tech/@BalAnnette/deepmind-ot-google-budet-borotsya-s-predvzyatostyu-ii-zzyzskz1
https://www.nanonewsnet.ru/news/2019/otets-nanotekhnologii-ne-verit-v-poyavlenie-ii-s-sobstvennymi-tselyami
https://m.forbes.kz/process/technologies/kak_peredovyie_tehnologii_izmenyat_nashu_jizn_k_2030_godu/
https://hbr-russia.ru/innovatsii/trendy/820672
https://www.science-education.ru/en/article/view?id=15578
https://hype.tech/@BalAnnette/deepmind-ot-google-budet-borotsya-s-predvzyatostyu-ii-zzyzskz1
https://news.pressfeed.ru/algoritmy/
http://cio-world.ru/techniques/413-ibm-otkryla-dostup-k-baze-dlja-obuchenija-algoritmov.html
http://vex-press.com/?p=4017
https://internetua.com/v-ibm-razrabotali-test-na-spravedlivost-dlya-ii
https://mashable.com/article/nist-study-facial-recognition-tech-bias-false-positives/
https://www.ridus.ru/news/298876
https://mashable.com/article/nist-study-facial-recognition-tech-bias-false-positives/
https://www.verstov.info/news/it_news/73220-algoritm-shovinist-perevodchik-google-obvinili-v-seksizme.html
https://seo-studio.ua/blog/google-bot
http://vex-press.com/?p=4017
https://marketing-content.orange-business.com/l/137591/2018-10-29/2hqyn4
https://www.spot.uz/ru/2019/05/03/she/
https://neurohive.io/ru/novosti/police-usa/
https://news.pressfeed.ru/algoritmy/
https://nashagazeta.ch/news/ma-suisse/kak-izmerit-predvzyatost-gazet-i-telekanalov
https://fainaidea.com/izobretenija/gadzhety/facebook-formiruet-novuyu-komandu-dlya-borby-s-rasovoj-predvzyatostyu-194806.html
https://www.propublica.org/article/machine-bias-risk-assessments-in-criminal-sentencing
https://molmedjournal.ru/ru/molecmed-2014-02-11
https://4teller.com/ii-budet-rasistom-i-seksistom-2
https://4teller.com/ii-budet-rasistom-i-seksistom-2
https://ubr.ua/ukraine-and-world/technology/facebook-izmenit-algoritm-pokaza-novostei-iz-za-obvinenii-v-predvziatosti-403870
https://stackoverrun.com/ru/q/8858395
https://seo-studio.ua/blog/google-bot
https://marketing-content.orange-business.com/l/137591/2018-10-29/2hqyn4
https://www.itfglobal.org/sites/default/files/node/page/files/2019RuFutureOfWork%20Women%20-%20Draft%20Position.pdf
http://integral-russia.ru/2018/09/03/etika-i-iskusstvennyj-itellekt/
 https://www.edge.org/
http://datareview.info/article/vyi-govorite-dannyie-ya-govoryu-sistema/
https://philologist.livejournal.com/10254277.html
https://books.google.com/books?id=SXs5DwAAQBAJ&pg=PP362&lpg=PP362&dq=%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B2%D0%B7%D1%8F%D1%82%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8C+%D0%B0%D0%BB%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%82%D0%BC%D0%BE%D0%B2&source=bl&ots=_d8_vD9zjJ&sig=ACfU3U0RN0dCCNLoiSV4UmL0ouYi4iZwJQ&hl=en&sa=X&ved=2ahUKEwjT-c3agoXrAhUcmHIEHQrDDtU4bhDoATAFegQIChAB#v=onepage&q=%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B2%D0%B7%D1%8F%D1%82%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8C%20%D0%B0%D0%BB%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%82%D0%BC%D0%BE%D0%B2&f=false
http://ethics.cdto.center/8_2
http://xn--g1anri.xn--p1ai/praktika/pravo-na-obrazovanie/detail.php?ELEMENT_ID=5891
https://businessrevisor.ru/2019/11/confirmation-bias-destroys-innovation/
https://www.itu.int/en/itunews/Documents/2017/2017-05/2017_ITUNews05-ru.pdf
https://oecd-russia.org/news/etika-slezhki.html
https://old.elorda.info/ru/news/view/diskriminaciya-ghenschin-kak-v-stranah-mira-proyavlyaetsya-predvzyatoe-otnoshenie-k-slabomu-polu
https://www.hse.ru/data/2019/04/12/1178004575/4%20%D0%A0%D0%B0%D0%B7%D0%B2%D0%B8%D1%82%D0%B8%D0%B5_%D1%80%D0%B5%D0%B3%D1%83%D0%BB%D0%B8%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B8%D1%8F.pdf
https://www.golos-ameriki.ru/a/cn-us-social-media-summit-1st-update/4996280.html
https://forklog.com/sovet-evropy-proanaliziroval-negativnoe-vliyanie-ii-na-prava-cheloveka/

https://lfacademy.ru/sphere/post/iskusstvennyi-intellekt-247-kak-biznes-budet-primenyat-tehnologiyu-v-2020-godu
https://oecd-russia.org/news/etika-slezhki.html
https://www.nature.com/articles/s41598-018-36341-z
https://www.vitalforcetechnology.com/research-library/Schumann_Resonance
https://www.earningwithgeorge.com/skyway-transportation-system-of-future-or-another-pyramid/
https://www.vedomosti.ru/management/articles/2020/01/19/820883-internet-marketing
https://steemit.com/skyway/@steemitvietnam90/nvlfi-opportunity-to-invest-in-skyway-stock-before-starting-the-ipo-skyway-ipo#:~:text=SkyWay%20stock%20value%3A,higher%20than%20your%20initial%20investment.&text=You%20invest%20%24%2010%2C000%20to%20650%2C000pp.
https://azcoinnews.com/what-is-skyway.html

https://www.facebook.com/groups/271018503324066/?notif_id=1596558145373854&notif_t=group_r2j_approved&ref=notif
Machine learning bias, also sometimes called algorithm bias or AI bias, is a phenomenon that occurs when an algorithm produces results that are systemically prejudiced due to erroneous assumptions in the machine learning process. Content Continues Below.

Algorithmic bias describes systematic and repeatable errors in a computer system that create unfair outcomes, such as privileging one arbitrary group of users over others. ... The study of algorithmic bias is most concerned with algorithms that reflect "systematic and unfair" discrimination.
https://otf.selz.com/
AI holds the greatest promise for eliminating bias in hiring for two primary reasons. It can eliminate unconscious human bias, and it can assess the entire pipeline of candidates rather than forcing time-constrained humans to implement biased processes to shrink the pipeline from the start.
5 Current Limitations of AI to Mobile Marketers
No one-size-fits-all solution. As it stands, you currently have to rely on individual solutions to perform certain AI-powered marketing tasks. ...
Requires Supervision. ...
Can't Think for Itself. ...
Cost and Maintenance. ...
Lack of Creativity.
https://ethical.net/ethical/future-ethics-with-cennydd-bowles-at-sustainableux/
https://philosophicaldisquisitions.blogspot.com/2014/04/equality-fairness-and-threat-of.html
https://algocracy.wordpress.com/algorithmic-states-to-algorithmic-brains/
https://philosophicaldisquisitions.blogspot.com/2019/02/
https://www.exponentialview.co/p/-algorithmic-prejudice-humans-vs
https://reason.com/2016/07/08/welcoming-our-new-algorithmic-overlords-2/
https://rebecca-ricks.com/2016/10/12/project-update/
https://mycourses.aalto.fi/pluginfile.php/1175363/mod_resource/content/1/William%20Davies%20-%20Economic%20Science%20Fictions.pdf

https://mycourses.aalto.fi/pluginfile.php/1175363/mod_resource/content/1/William%20Davies%20-%20Economic%20Science%20Fictions.pdf
https://www.ethicalpsychology.com/2020/05/
https://www.newscientist.com/article/2166207-discriminating-algorithms-5-times-ai-showed-prejudice/
https://nae.global/en/algorithms-and-inequality-can-machines-be-prejudiced/
https://www.cnbc.com/2018/12/14/ai-bias-how-to-fight-prejudice-in-artificial-intelligence.html
https://www.bbvaopenmind.com/en/technology/artificial-intelligence/how-to-rid-artificial-intelligence-of-human-prejudice/
https://www.forbes.com/sites/forbestechcouncil/2018/08/15/is-there-such-a-thing-as-a-prejudiced-ai-algorithm/#71f147092dc3

https://www.reddit.com/r/anarchotranshumanist/comments/54fako/thoughts_on_algocracy/
https://www.elon.edu/u/imagining/wp-content/uploads/sites/964/2019/07/Pew-and-Elon-University-Algorithms-Report-Future-of-Internet-2.8.17.pdf

http://deeconometrist.nl/21st-century-discrimination/

https://www.capgemini.com/2018/06/even-the-artificial-intelligence-you-buy-is-prejudiced/
https://acola.org/wp-content/uploads/2019/07/acola-ai-input-paper_discriminatio-and-bias_maclaurin-zerilli.pdf
https://arxiv.org/pdf/2002.12143.pdf
https://arxiv.org/pdf/2002.12143.pdf
https://www.weforum.org/agenda/2018/09/left-unchecked-artificial-intelligence-can-become-prejudiced-all-on-its-own/
https://www.theorganicprepper.com/ai-hate/
https://www.cardiff.ac.uk/news/view/1273236-could-ai-robots-develop-prejudice-on-their-own

https://smerity.com/articles/2016/algorithms_can_be_prejudiced.html
https://www.prindlepost.org/2019/04/racist-sexist-robots-prejudice-in-ai/
https://www.goodreads.com/book/show/40407320-biased
https://www.prindlepost.org/2019/04/racist-sexist-robots-prejudice-in-ai/

https://phys.org/news/2015-08-prejudice-scientists-bias-algorithms.html
https://www.marketplace.org/2015/02/03/how-algorithm-taught-be-prejudiced/
https://rm.coe.int/discrimination-artificial-intelligence-and-algorithmic-decision-making/1680925d73
https://www.personneltoday.com/hr/can-an-algorithm-eradicate-bias-in-our-decision-making/
https://www.acsh.org/news/2019/10/28/healthcare-blacks-im-not-prejudice-healthcare-algorithm-made-me-do-it-14364
https://qz.com/1814415/how-to-fix-bias-in-ai/
https://futurism.com/artificial-intelligence-prejudiced
https://www.technologyreview.com/2020/07/17/1005396/predictive-policing-algorithms-racist-dismantled-machine-learning-bias-criminal-justice/
https://mse238blog.stanford.edu/2018/07/adstan18/the-danger-of-biased-algorithmic-systems-and-how-to-solve-it/
https://towardsdatascience.com/algorithms-born-of-our-prejudices-8be47ca6103c
https://towardsdatascience.com/deep-biases-fixing-ais-unintentional-prejudices-234893a40a3b
https://theculturetrip.com/north-america/usa/articles/prejudiced-ai-is-changing-american-lives-what-can-we-do-about-it/
https://atlascorps.org/unintended-social-bias-of-machine-learning/
https://www.considerati.com/publications/prejudiced-algorithms.html
https://101blockchains.com/ru/%D0%BA%D0%BE%D0%BD%D1%81%D0%B5%D0%BD%D1%81%D1%83%D1%81%D0%BD%D1%8B%D0%B5-%D0%B0%D0%BB%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%82%D0%BC%D1%8B/
https://jrnlst.ru/tech-censorship
https://www.xabar.uz/ru/texnologiya/google-i-microsoft-predupredili-investorov-cht
https://thecode.media/predictive-policing-systems/
https://habr.com/ru/post/437684/

https://ko.com.ua/kompyuternye_uchenye_otkryli_kak_najti_predvzyatost_v_algoritmah_113109





























































































































https://www.considerati.com/publications/prejudiced-algorithms.html
https://101blockchains.com/ru/%D0%BA%D0%BE%D0%BD%D1%81%D0%B5%D0%BD%D1%81%D1%83%D1%81%D0%BD%D1%8B%D0%B5-%D0%B0%D0%BB%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%82%D0%BC%D1%8B/
https://jrnlst.ru/tech-censorship
https://www.xabar.uz/ru/texnologiya/google-i-microsoft-predupredili-investorov-cht
https://thecode.media/predictive-policing-systems/
https://habr.com/ru/post/437684/

https://ko.com.ua/kompyuternye_uchenye_otkryli_kak_najti_predvzyatost_v_algoritmah_113109
https://womo.ua/stereotipyi-i-predrassudki-chemu-myi-nauchili-iskusstvennyiy-intellekt/
https://hightech.plus/2018/09/07/ii-nauchilis-perenimat-drug-u-druga-predrassudki
https://rusrim.blogspot.com/2020/07/automl.html
https://rb.ru/story/ai-bias/
https://www.gazeta.ru/lifestyle/style/2020/06/a_13132003.shtml
https://robo-hunter.com/news/chelovecheskie-predrassudki-pronikayt-v-logiku-raboti-iskusstvennogo-intellekta6703
https://rb.ru/story/ai-bias/
https://naked-science.ru/article/hi-tech/v-algoritme-dlya-otsenki-zdorovya-nashli-rasovye-predrassudki
https://vc.ru/future/22056-hr-robot
https://hightech.fm/2017/08/19/ai_bias
https://econs.online/articles/ekonomika/nechelovecheskiy-razum-sudebnykh-resheniy/
https://www.gramota.net/articles/issn_1997-292X_2017_12-4_14.pdf
http://math.nsc.ru/AP/benchmarks/UFLP/uflp_ga.html
https://www.gazeta.ru/lifestyle/style/2020/06/a_13132003.shtml
https://vk.com/@hercareer-gendernye-predrassudki-iskusstvennogo-intellekta?ref=group_block

https://glavcom.ua/ru/news/google-translate-stradaet-gendernymi-predrassudkami-issledovanie-527983.html

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised