вторник, 21 июля 2020 г.

როსტისლავ იშჩენკო ზომბირება და ცნობიერების მართვა

როსტისლავ იშჩენკო
ზომბირება და ცნობიერების მართვა
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მას სასწაულის რწმენა სჭირდება. ამავე დროს, უმრავლესობას სურს, რომ სასწაული რაციონალური იყოს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღმერთისადმი რწმენას რაღაც სამარცხვინოდ და ჩამორჩენილად თვლის. მიუხედავად ამისა, სიხარულით სჯერა უცხოოლანეტელთა არსებობა, რომლებიც ფარულად უწევენ კონსულტაციებს მიწიერ მთავრობას ათასობით წლის განმავლობაში. ყოვლისშემძლე რეპტოლოიდებისა შორეული გალაქტიკიდან, რომლებიც შეთქმულებებს აწყობენ დედამიწის ცივილიზაციის გასანადგურებლად. როტშილდ-როკფელერების, რომლებმაც ჯერ კიდევ ფარაონებამდე შექმნეს ფარული მსოფლიო მთავრობა და მიჰყავდათ სამყარო თავის იდუმალი მიზნისკენ. სოციალურ ქსელებში უცნობი არაადეკვატური ხშირი სტუმრების, რომლებიც „კონსულტაციას“ უწევენ მსოფლიოს ყველა დაზვერვას. მთავრობების რთული თამაშების, რომლებიც ტელეწამყვანების  საშუალებით ხალხისთვის დაშიფრული შეტყობინებებს გზავნიან.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალურ-პოლიტიკური რწმენაა ზომბირების რწმენა. მისი ადეპტები კოგნიტური დისონანსის მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან, ერთის მხრივ, სჯერათ იმის, რომ შეიძლება მეზობელი ხალხების ზომბირება, მაგრამ შეუძლებელია ხალხის ზომბირება, რომელსაც მავანი მიეკუთვნება. მეორეს მხრივ, ამავე ადეპტს მიაჩნია, რომ  მის გარშემო მყოფი მისი ხალხის თითქმის ყველა წარმომადგენელი ზომბირებულია (გარდა ვიწრო სექტისა, რომელიც იზიარებს ბუნებასა და საზოგადოებაზე მავანის შეხედულებებს). და მხოლოდ პირადად ის (და შესაძლოა რამდენიმე რჩეულიც) ეწინააღმდეგება პროპაგანდისტული მანქანის მუშაობას, რომელიც  ზომბირებს საზოგადოებას.
გამოდის, რომ ზომბირებისადმი ყველაზე მდგრადი (მათი აზრით) ინდივიდები ზომბირების პირველი ობიექტები არიან. ეს ლოგიკური წინააღმდეგობა ხელს არ უშლის მათ ყველგან ებრძოლონ ზომბირებას. ისინი იმდენად აქტიურები არიან, რომ მათი გავლენის ქვეშ მყოფი ნორმალური ადამიანები ყველა ახალ ამბავში, რომელსაც მედია აცნობებს, ხედავენ ორმაგ ფსკერს და ღამით იღვიძებენ შიშით იმის გამო, რომ მათ ზომბირებენ.
სინამდვილეში, ზომბირების ტექნოლოგია მხოლოდ ერთ-ერთია მრავალი ინფორმაციული ტექნოლოგიიდან. იგი ძირითადად გამოიყენება საზოგადოების მარგინალიზებულ ფენებზე ზემოქმედებისთვის, გარკვეული იდეების ბაზის შექმნის მიზნით. პოლიტტექნოლოგებმა იგი ისესხეს ტოტალიტარული სექტებისგან და ბაზირებული არიან კარგად ათვისებულ ინსტრუმენტებზე. ადამიანის მიერ წარმატების მისაღწევად აუცილებელია მთლიანად ჩაეფლო საინფორმაციო გარემოში, რომელიც დარწმუნებული იქნება გარკვეული სუპერიდეის სისწორეში. მაგალითად, რომ გრუდინინი ვერ დამარცხდება არჩევნებში, რომ მთავრობა ოცნებობს მიჰყიდოს ქვეყანა ამერიკელებს (როგორც რეპტილოიდების ვარიანტი), რომ რუსეთი ყველგან და ყველაფერში უთმობს აშშ-ს (რომლებიც ყოვლისშემძლეა) და მსოფლიოში არავინ ანგარიშს არ უწევს, რომ „კრეატიული კლასის“ გარეშე, რომლებიც ოფისის თანამშრომლების დაბალ პოზიციებზე იმყოფებიან და აქვთ შეზღუდული კომპეტენცია და ვარაუდობს   პასუხისმგებლობის დონეს, რომელიც არ აღემატება ფანქრების გათლას,  შეუძლებელია რაიმე მნიშვნელოვანი ეროვნული თუ გლობალური საკითხის მოგვარება, რომ 12-14 წლის უქნარებს აქვთ უფლება მოითხოვონ ხელისუფლებისგან ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება  „მათი გადასახადები“ და ა.შ.
რომელიმე ავტორიტეტული ამ წრეში ან ამ წრისთვის ინფორმაციის წყარო მუდმივად უნდა იმეორებდეს ერთ და იმავე აზრს, რომელიც ამ წრეში მიღებულია, როგორც ზეღირებული. განსაკუთრებით საზრიანები ამ გურუებიდან ცდილობენ მენიუს გამრავალფეროვნებას იმის ხარჯზე, რომ  სხვადასხვა გზით მიდიან ერთსა და იმავე აზრამდე. მაგალითად, თქვენ დასველდით წვიმაში და ამაში დამნაშავეა პუტინი, რადგან არავინ იცის, რით არის დაკავებული ჰიდრომეტცენტრი, რატომ არ გააფრთხილეს დროულად, და თუ გააფრთხილეს, რატომ არასაკმარისად ხმამაღლა, და საერთოდ, ამ დღეს არასოდეს ყოფილა წვიმა და მხოლოდ ახლა, როდესაც რუსეთმა ყველაფერში დაუთმო აშშ-ს, შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი რამ, რომ წვიმა წამოსულიყო და ათასობით ადამიანი დასველებულიყო ხელისუფლების უმწეობის გამო. ხოლო, თუ მზე ანათებს, მაშინ მსჯელობის იგივე ჯაჭვი  იწყება სიტყვებით „რატომცხელა ასე?“
თუმცა, მსჯელობის ხაზი არ არის რთული, არავინ ზრუნავს სანდოობის და თანმიმდევრულობის შესახებ. პუტინი შეიძლება დაადანაშაულო იგივე ქმედებებში, რისთვისაც აქებენ სი ცზინპინს, ხოლო მოსკოვისა და ვაშინგტონის აბსოლუტურად იდენტური რეაქცია ერთ და იმავე გამაღიზიანებელზე შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც სამარცხვინო რუსეთისთვის და გამარჯვება აშშ-სთვის.
ზომბირების მსხვერპლისთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად შეესაბამება მათი გურუს სამყარო რეალურ სამყაროს. ისინი, როგორც წესი, ინტელექტუალურობას მოკლებული ადამიანები არიან, რომელთაც ყველაზე მარტივი პროცესების ავტორიტეტული „ახსნა“ სჭირდებათ. გურუს ავტორიტეტი უდავოა, რადგან თუ ის ცდებოდა (რომ არ ვთქვათ, ტყუოდა), მაშინ როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანაზე თავგზააბნეულმა. თუმცა, ზომბის სექტებში ასევე არის საკმაოდ განათლებული პერსონაჟები. როგორც წესი, ესენი სუსტი ინფანტილური პიროვნებები არიან, რომლებსაც ცხოვრებაში გამძღოლი სჭირდებათ (დედა, ცოლი, უფროსი, უფრო ძლიერი ამხანაგი). მაგრამ ისინი იდეალს არ პოულობენ ზომბი-სექტების გურუში. ის ყოველთვის მზად არის მარტივი პასუხი გასცეს ყველა კითხვას (ყოველდღიური ცხოვრებით დაწყებული და სამყაროთ დამთავრებული).
ასეთი სექტები შესანიშნავი საფუძველია სხვადასხვა სახის გადატრიალებისთვის. მათი გამოყვანა ადვილია ნებისმიერი დროშის ქვეშ და ნებისმიერი მოთხოვნებით, რომელზეც გურუ ხელს მოაწერს. ზომბი-სექტების გურუ არასოდეს არის უანგარო, თუმცა ძალიან იაფი ღირს. ზომბი სექტები მხოლოდ პოლიტიკაში არ არსებობენ. უფრო მეტიც, ზომბირებაზე ძირითადი ბიზნესი ხორციელდება პოლიტიკური სფეროს მიღმა.
მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ზომბირება ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება რაიმე ზეფასეული იდეის საფუძვლის შესაქმნელად. ყველა ეს ინფანტილური ინტელექტუალები და დეინტელექტუალიზებული მარგინალები ქმნიან საკმაოდ აქტიურ და მყვირალა ბრბოს, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გარკვეული იდეა ნამდვილად აღელვებს საზოგადოებას. იქმნება პირობები თემის პოლიტიკურ მიმოქცევაში შესატანად.
 მაგრამ შემდეგ ზომბირების ტექნოლოგია უძლურია. შემდეგ ეტაპზე „გასაყიდი“ იდეა ხდება საჯარო დისკუსიის ობიექტი. მყვირალა, გაუნათლებელი ადეპტები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანში მტერს ხედავენ და არ იზიარებენ მათ შეხედულებებს, ვერ ახერხებენ დისკუსიის წარმართვას. პირიქით, მათთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხყოფის მანერა, ხელს აღებინებს ადეკვატურ მასებს მათ მიერ მხარდაჭერილი დოქტრინიდან. გურუს კი, განმარტებით, არ შეუძლია „დაეცეს“ ვინმესთან დისკუსიამდე, რადგან გურუ შეუცოდველია, იგი ჩვეულებრივ ადამიანებზე მაღლა დგას, ის არ კამათობს, მხოლოდ ასწავლის. თუ ვივარაუდებთ, რომ გურუს შეუძლია ვინმესთან კამათი, ე.ი. ეს ადამიანი ყველაფერში თანაბარია გურუსთან. ანუ, ის თვითონ შეიძლება იყოს გურუ. მაგრამ ორი გურუ ერთდროულად არ შეიძლება არსებობდეს ცისქვეშეთში. შესაბამისად, გურუს შეუძლია მხოლოდ მიუთითოს მის მიმდევრებს შემდეგ „მკრეხელზე“, რომელიც დაეჭვდა მის (გურუს) შეუცოდველობაში. შემდეგ უკვე ბრბომ უნდა დევნოს  არამზადა, რომელმაც გადაწყვიტა  „წმინდანის“ ხელყოფა.
ამ მეთოდებით ადვილია სექტის დაცვა ალტერნატიული იდეების ცდუნებისგან, მაგრამ ისინი არ იძლევიან მიმდევრების რაოდენობის აქტიურად გაფართოვების საშუალებას (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ მოახერხებთ სახელმწიფო აპარატის თქვენს სამსახურში დაყენებას და თქვენი ოპონენტების წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენებას). სწორედ ამიტომ ზომბირების ტექნოლოგია ერთ-ერთ უმარტივეს პოლიტიკურ ტექნოლოგიად რჩება და არასდროს თამაშობს მნიშვნელოვან როლს სერიოზულ კამპანიებში. მაქსიმუმ, რისთვისაც ის არის გამოსადეგი, არის სულელი მდიდარი და მედიარესურსების მფლობელი კანდიდატების კულტივირება პროვინციულ არჩევნებში არაკეთილსინდისიერი და ნაკლებად კვალიფიციური (ხშირად მთლიანად თვითმარქვია) პიარმუშაკების მიერ. ბანალურია, როდესაც ადამიანს დიდ ფულად მიჰყიდიან იმას, რაც მას უკვე აქვს. თუ მისი რესურსი საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის, ის გაიმარჯვებს, თუ არა, მას ანუგეშებენ იმით, რომ მან დაიკავა „12 კანდიდატიდან მე-3 ადგილი“ და, დიდი საიდუმლოების ქვეშ აცნობებენ, რომ ორივე კანდიდატი, რომლებმაც აჯობეს მას, იბრძოდნენ და წარმოადგენდნენ „კრემლის სხვადასხვა კოშკებს“. ზუსტად შესაძლებლობისთვის მითიური კრემლისთვის მიეწერათ კანდიდატების შეუზღუდავი რაოდენობის მხარდაჭერა, პიარ-თაღლითებს უყვართ „მრავალკოშკების“ თეორია, რომლისაც, სხვათა შორის, ხალისით სჯერათ ზომბებს.
ზოგადეროვნული პოლიტიკური პროექტების შექმნისას მართლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა ზომბირების ტექნოლოგია, არამედ გონების მართვის უფრო დახვეწილი და რთული ტექნოლოგია. ისინი შეეფარდებიან ერთმანეთს, როგორც თვითნაკეთ ციგურებზე დადგომის პირველი მცდელობა გაყინულ ტბაზე და ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონის გამოსვლა, ან, თუ გნებავთ, როგორც „ჩაპაევის“ თამაში და გროსმაისტერთა პარტია.
ზომბირების ტექნოლოგიის შესწავლა ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია მარტივად და სწრაფად, და მისი ეფექტურად გამოყენება. საჭიროა მხოლოდ გარკვეული დონის თავხედობა და უტიფრობა გაგაჩნდეს. არაფერია რთული იმაში, რომ  მუდმივად შთააგონოთ თქვენი სიდიადის შესახებ ფსიქიკურად არასრულფასოვან, გონებაშეზღუდულ სექტანტებს. უბრალოდ, როგორც ყველა არ წავა გასაძარცვათ შარაგზაზე (ტექნოლოგია ასევე არ არის რთული), ასევე ფსიქიკურ ძალადობას ამ საბრალოებზე უსამართლო პირადი გამდიდრების მიზნით ყველა ვერ გაბედავს.
ცნობიერების მართვის ტექნოლოგია მის უმაღლეს გამოვლინებებში უკვე არ შეიძლება უბრალოდ შესწავლილი იყოს. ეს ჰგავს მაღალ ჭადრაკს ან დიდ მთავარსარდალთა მიერ შემუშავებულ სამხედრო მოქმედებებს, ზუსტი მეცნიერების (რომლის შესწავლაც შეიძლება) და მაღალი ხელოვნების ნაზავს, რაც თანდაყოლილ ნიჭს მოითხოვს, უკეთეს შემთხვევაში გენიოსობას.
 როგორც ყველაფერი დიადი, ეს ტექნოლოგია, ერთი შეხედვით, მარტივია. საჭიროა მხოლოდ აბსოლუტურად სამართლიან, ადვილად შესამოწმებელ ცნობებზე და მოვლენებზე დაყრდნობა. მასების მოზიდვის ეფექტი საკუთარი იდეის მხარდასაჭერად მიიღწევა ინტერპრეტაციების ხარჯზე. არცერთი სიახლე არ შემოდის ხმარებაში სუფთა სახით. უკვე ფირზე მოხვედრის პირველ ეტაპზე, როდესაც ტექსტი მაქსიმალურად ინფორმაციული და ნეიტრალურია, აუცილებელი ემოციური ელფერი შეიძლება შესძინო სათაურის და ტერმინებით თამაშის ხარჯზე (მაგალითად, ჯაშუში და მზვერავი ერთი და იგივეა, მაგრამ ემოციური ელფერი განსხვავებული). შემდგომი განხილვისას ერთვება ექსპერტთა მოსაზრებები და იწყება რეპორტიორების მიერ დამატებითი ინფორმაციის შეგროვება. იმ დროის განმავლობაში, როდესაც სიახლეები ვრცელდება (რამდენიმე საათიდან რამდენიმე წლამდე), მას ემატება ინტერპრეტაციები, მოსაზრებები, განმარტებები, დისკუსიები, რომლებიც გადმოცემულია გარკვეული ტერმინებით და ატარებს გარკვეულ ემოციურ დატვირთვას. შედეგად, მის გარშემო გენერირებს ინფორმაციულ-ემოციური ველი, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს იმ ადამიანის ფსიქიკაზე, რომელიც აღიქვამს ახალ ამბებს. ამ აღქმის საფუძველზე ადამიანი აყალიბებს დამოკიდებულებას აქტუალური პოლიტიკის მისთვის ცნობილი პერსონაჟების და მოვლენების მიმართ.
შემდეგ ნათელი უნდა იყოს, რომ თანამედროვე საინფორმაციო სივრცე ყოველ წამს ათასობით ახალ ამბავს პროდუცირებს. ვერავინ შეძლებს მათგან საჭიროს შერჩევას და მავნეს განეიტრალებას (არც ერთი ხელისუფლება). უბრალოდ იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის გლობალური ინფორმაციის მთელი მასივის  ხელმისაწვდომობა აუცილებელია როგორც წარმატების, ასევე სახელმწიფოს მარტივი გადარჩენის თვალსაზრისით, როგორც ინფორმაციული-პოლიტიკური სისტემის.
ექსპერტთა, კომენტატორთა და ჟურნალისტთა არმიისთვის „კრემლიდან“ მითითებების დარიგება უაზრო და კონტრპროდუქტიულია. ამგვარი რეაქცია ყოველთვის მნიშვნელოვნად იგვიანებს. ანუ, შეკვეთილი ინტერპრეტაციები და კომენტარები არაეფექტური იქნება. ისინი გუშინდელ დღეს განუმარტავენ  საზოგადოებას, რომელიც უკვე ხვალინდელ დღეში  შევიდა.
ასევე უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ საზოგადოება არ შედგება სტანდარტული ერთეულებებისა და სუბსაზოგადოებებისგან. ისინი განსხვავდებიან განათლების, ინტელექტის, გამოცდილების, რეალობის აღქმით, ინტერესების დონით და ა.შ. თითოეულ უნიკალურ საზოგადოებას, თითოეულ უნიკალურ ერთეულს სჭირდება შესაბამის ინტერპრეტაციათა საკუთარი გაფორმება. ნათელია, რომ ცენტრალიზებულად შეუძლებელია დღეში მილიონობით საინფორმაციო გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება, ხოლო გლობალური ინფორმაციული პროექტების შემთხვევაში, საუბარი შეიძლება მიმდინარეობდეს ათობით და ასეულობით მილიონ გადაწყვეტილებაზე.
უკანასკნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი. აუცილებელია არა მხოლოდ თავდაპირველი ფაქტის ფორმალური ჭეშმარიტების დაცვა, არამედ მუდმივად ყოფნა სიკეთის და ბოროტების, სიმართლისა და სიცრუის საზოგადოებრივი გაგების ნაკადში. დიდი საზოგადოებები, რომლებიც განიცდიდნენ ინფორმაციულ ზემოქმედებას, ინტუიციურად გრძნობენ სიცრუეს. მათ იშვიათად შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ სიმართლის თავისი გაგება, მაგრამ ისინი  სწორედ რომ გრძნობენ  და უარს ეუბნებიან მატყუარა  პოლიტიკოსებს მხარდაჭერაზე.
ამრიგად, ეფექტური პროპაგანდა, რომელიც ქმნის საზოგადოების წარმოდგენას სიკეთისა და ბოროტების შესახებ, თავად უნდა ეყრდნობოდეს სიკეთის და ბოროტების ადრე ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ შეხედულებებს. კი არ შეეწინააღმდეგოს, არამედ განავითაროს, თუნდაც რეფორმატირების საბოლოო მიზანი იყოს  პოზიციების დიამეტრალურად საპირისპიროზე შეცვლა.
როგორც ვხედავთ, ამგვარი სტრატეგიის რეალიზაციისთვის საჭიროა სისტემა, რომელიც ეყრდნობა არა ტრადიციულ პირდაპირ/უკუკავშირს მოხსენების სახით პრობლემის/მითითების/მოხსენების შესახებ შესრულებასთან დაკავშირებით, არამედ წინმსწრებ იმპულსებს.
ამ შემთხვევაში ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციულ პოლიტიკაზე, არ აგროვებს ყველა ინფორმაციას (რომლის დამუშავებაც შეუძლებელია, თუნდაც მისი შეგროვების შემდეგ), არამედ მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის ინფორმაციული ველის განვითარების პროგნოზირებას წამყვან რეჟიმში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს ხელისუფლება აგროვებს პოტენციური ზეგინდელი დღის ინფორმაციის ანალიზს, მუშაობის უკვე მზა, მონიშნული მიმართულებებით. ამასთან, ეს ზეგინდელი ინფორმაცია არ იქმნება შეკვეთით, არამედ ინიციატიური წესით იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება პოლიტიკური ანალიზის სწორედ ამ სფეროსადმი. უკუმიმართულებით ასევე იგზავნება არა მითითება, არამედ გაუფორმებელი იმპულსი. რამდენიმე წამყვანი პოლიტიკოსისა და მედიის ფიგურის გამოსვლები, განცხადებები, მოქმედებები ქმნიან ერთგვარ ტრენდს, რომელზეც სხვები ორიენტირებული არიან არა იმიტომ, რომ „ასე ნაბრძანები“, არამედ იმიტომ, რომ სწორედ ამ ადამიანებს უფრო მეტად უსმენენ, კითხულობენ, უყურებენ. ანუ, ისინი ინფორმაციულად უფრო კაპიტალიზებულნი არიან და დანარჩენი მათზე არიან ორიენტირებული, ცდილობენ გაზარდონ საკუთარი კაპიტალიზაცია.
ჩვენ საქმე გვაქვს უკიდურესად დახვეწილ პროცესებთან, რომელთა მართვა შეუძლებელია ტრადიციული ბიუროკრატიული მბრძანებლური მეთოდებით. ფაქტობრივად, საზოგადოებაში თვითრეგულირების მექანიზმია ჩანერგილი, რომელიც მას არ აძლევს  შესაძლებლობას გასცდეს პატრიოტული, სახელმწიფოებრივი მნიშვნელოვნების საზღვრებს (მათ შორის, მერკანტილური ინტერესების და თვითგადარჩენის რეჟიმის თვალსაზრისითაც). როგორც პოლიტიკური, ისე ინფორმაციული ხელისუფლების ამოცანაა ამ ტრენდის რაციონალური გამოყენება (უკრაინა არაგონივრულის მაგალითია), ასევე  ადრეული თვალყურის დევნება და უცხო ჩარევის მცდელობის პრევენცია ეროვნულ საინფორმაციო სივრცეში მისი რეფორმატირების მიზნით. და რა თქმა უნდა, გარე პროპაგანდა, რომელიც ასევე აღწევს უმაღლეს ეფექტურობას მხოლოდ სხვის ინფორმაციულ სივრცეში საკუთარი მნიშვნელობების დანერგვის ხარჯზე.
ამ ინფორმაციულ ოკეანეში ეფექტურად მანევრირებისთვის აუცილებელია გავიგოთ და ვიგრძნოთ იმ ხალხის სული, რომლებთანაც მუშაობთ, ვიყოთ მისი ნაწილი, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი თავი და ინტერესები და ახლა ამას შთააგონებს  მთელს ორგანიზმს.
ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სისტემის მუშაობას გონების მართვის დამკვიდრებაში. უფრო მეტიც, ყველა ჩვენ თავის დონეზე ვმონაწილეობთ ამ მუშაობაში, რადგან სისტემა ეფექტურობისთვის მოითხოვს ყველას მაქსიმალურ მონაწილეობას. მაგრამ შეუძლებელია სახელმძღვანელოს ან დამხმარე სახელმძღვანელოს დაწერა ასეთი სისტემის ჩამოყალიბებისათვის,  როგორც შეუძლებელია ჯოკონდას შესაქმნელად სახელმძღვანელოს დაწერა. სახელმძღვანელო მხატვრული სტილის ან მხატვრული ოსტატობის შესახებ შეიძლება გამოიცეს - ისინი მრავლადაა. შეიძლება ადვილად შეიქმნას სახელმძღვანელო პოლიტოლოგიასა ან ინფორმაციულ პოლიტიკაში. ყველა დროისა და ხალხების სამხედრო აკადემიებში შეიქმნა უამრავი სახელმძღვანელო მათი დაწერის დროს აქტუალური სტრატეგიების საკითხებზე შესახებ, ასევე სტრატეგიული ოსტატობის ზოგად საფუძვლებზე. მაგრამ არცერთ ასეთ სახელმძღვანელოს არ შეუძლია ასწავლოს გამარჯვების გრძნობა, რომელიც გააჩნია ჭეშმარიტად დიდ სარდალს, სიტუაციის სწორად შეფასების შესაძლებლობას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას ერთადერთ საჭირო მომენტში. ასევე არ შეიძლება ასწავლო  ინფორმაციული მუშაობის ხელოვნების უმაღლესი ფორმები. ამით ისინი იბადებიან და კვდებიან. შესაძლებელია არსებული ოსტატობის გაუმჯობესება, მაგრამ მისი მოპოვება (თუ დაბადებიდან არ არის მოცემული) შეუძლებელია. როგორც ფეხბურთელები: კარგი  ბევრია,  პელე კი ერთადერთია .

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised