вторник, 21 июля 2020 г.

ჰამბურგერები უტევენ. მართალია, რომ ძროხები გლობალურ დათბობაში არიან დამნაშავე? მეთანი

ჰამბურგერები უტევენ. მართალია, რომ ძროხები გლობალურ დათბობაში არიან დამნაშავე?
ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ძროხები გლობალური დათბობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენენ.
მოკლედ:
- არიან თუ არა ძროხები დამნაშავე გლობალურ დათბობაში?
- ვინ აწარმოებს ყველაზე მეტად სათბურის გაზებს?
- ხელოვნური ხორცი როგორ არ დაუტოვებს საშუალებას ვეგეტარიანელებს

თუ თქვენ ხართ McDonald’s-ის ხშირი სტუმარი ან გიყვართ ახალი საქონლის ხორცი საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე, - თქვენს გამო წყალდიდობებისგან ვენეციის მოსახლეობა ზარალდება, ხოლო ჩვენს პლანეტას, ასევე თქვენს გამო, მალე დაღუპავს კლიმატში მომხდარი ცვლილებები. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ეკოლოგი სპეციალისტები.
რა კავშირია საქონლის ხორცსა და კლიმატის ცვლილებებს შორის? ყველაფერი ძალიან მარტივია: ვინაიდან ძროხები მცოხნავი ცხოველები არიან, ბაქტერიები მათ ორგანიზმში ეხმარებიან საკვების მონელებაში, სამაგიეროდ გამოყოფენ ძალიან ძლიერ სათბურის გაზს-მეთანს.
ადრე ითვლებოდა, რომ გაზები ძროხების ნაწლავებიდან მეთანის სერიოზული წყაროა, რაც აძლიერებს სათბურის ეფექტს დედამიწაზე. მაგრამ ახლახან, The Washington Post-ის (WP) ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ, სინამდვილეში, საშიშროებას წარმოადგენს ძროხის ბოყინი, რის გამოც თითქოს თბება ჩვენი პლანეტა.
ზოგიერთი მონაცემის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო სფერო სათბურის გაზების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ხოლო ძროხები, თავის მხრივ, დომინირებენ ამ გაზების წარმოებაში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. ამიტომ ბევრ ეკოაქტივისტს სურს, რომ კაცობრიობამ უარი თქვას საქონლის ხორცის, რძის მასობრივ მოხმარებაზე და მთელ მსოფლიოში საძროხე მეურნეობების შენახვაზე.

„ახალი ამბები“ ცდილობდა გაერკვია, ნამდვილად არიან თუ არა დამნაშავე ძროხები გლობალურ დათბობაში და ასევე გაერკვია, თუ რატომ არ გადაგვარჩენს ვეგეტარიანობა კლიმატის ცვლილებისგან.




ძროხები და მეთანი

სერიოზული პრობლემა უკავშირდება ძროხებს, რომლის მოგვარება ვერ ხერხდება კეთილი სიტყვით. ეს არის მეთანი, სათბურის გაზი, რომელსაც გამოყოფენ მცოხნავი ცხოველები. სათბურის უნარიანობიდან გამომდინარე, იგი 28-ჯერ აღემატება ნახშირორჟანგს. საშუალოდ, ერთი ძროხა გამოყოფს 20 გრამ მეთანს საკვებში მშრალი ნივთიერების თითო კილოგრამზე. ანუ, თუ გადავიანგარიშებთ სათბურის ეკვივალენტურ ეფექტზე, - 560 გრამ ნახშირორჟანგს. დღის განმავლობაში ძროხა ჭამს 12-14 კგ საკვებს (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით), გამოყოფს 7 კგ-მდე ასეთ ექვივალენტურ ნახშირორჟანგს, ან წელიწადში 2.5 ტონას. ანუ დედამიწაზე არსებული მილიარდ ნახევარი ძროხა ყოველწლიურად გამოყოფს ატმოსფეროში მეთანის რაოდენობას, რომელიც 3-4 გტ ნახშიროჟანგiს ეკვივალენტურია, ანუ 10%-ს მთელი  ანთროპოგენური ემისიიდან, რომელიც დაკავშირებულია წიაღისეული საწვავის დაწვასთან.
მეთანის ეს კოლოსალური რაოდენობა იწვევს მეცხოველეობაზე გლობალური დათბობის მებრძოლთა გააფთრებულ შეტევას. ზოგიერთი ექსტრემისტი სთავაზობს კიდეც საქონლის ხორცზე საერთოდ უარის თქმას, შემდეგ კი, ალბათ, ძროხის რძეზე, ხაჭოზე, ყველზე, კარაქზე, არაჟანზე, იოგურტზე, და ასე ცდილობენ ბოლო მოუღონ მსხვილფეხა საქონლის მოშენებას. ყოველ  შემთხვევაში, წითელი ხორცის ჭამის საწინააღმდეგო კამპანიის არ შენიშვნა ძნელია. მეცხოველეები კი ღრმა დაცვაში იმყოფებიან, ცდილობენ როგორმე მოძებნონ გზა პირუტყვის მეთანის გამოყოფის შემცირების მიზნით. გზა ორია - სელექცია და რაციონის შეცვლა, მაგრამ ორივე ჯერ-ჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა.
პირველთან დაკავშირებით სიტუაცია ნათელია: ახალი ჯიშების მოშენების პროცესი ძალიან ხანგრძლივია, ხოლო სათბურის უბედურებამ მყარად დაიკავა ადგილი საზოგადოებრივ ცნობიერებაში ცოტა ხნის წინ და ძალიან მოულოდნელად ადამიანთა უმრავლესობისთვის. სელექციონერები ყოველთვის მუშაობდნენ პროდუქტიულობის გაზრდაზე და მეთანის გამოყოფის შემცირების ამოცანაზე; არსებიდათ, ძროხის საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესების ამოცანა მათთვის არავის დაუყენებია. ან ვის შეეძლო მისი დაყენება? საბაზრო ეკონომიკაში - მხოლოდ თავად ბაზარს შეეძლო რეგულატორის დახმარებით. ამ შემთხვევაში, მათ წარუდგენენ გადასახადს სათბურის გაზების გამოყოფის გამო.
ეკონომიკური მოდელები შემდეგ შედეგს იძლევა. თუ საკვები იაფია და გადასახადი ემისიაზე არ არის, მაშინ ძროხების მეთანოგენურობა კი არ შემცირდება, არამედ გაიზრდება რამდენიმე პროცენტით თითოეულ თაობაში. ანუ, ყოველი მომდევნო ძროხა უფრო მეტ საკვებს შეჭამს (რაც გაზრდის მის პროდუქტიულობას) და, შესაბამისად, გამოყოფს უფრო მეტ მეთანს. ეს ტენდენცია შეიძლება შეაჩეროს ემისიაზე მხოლოდ ძალიან მაღალმა გადასახადმა - 80 დოლარზე მეტმა ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტზე. როდესაც საკვები გაძვირდება, სელექციონერებს მოუწევთ ეკონომიკური ძროხის მოშენება. გაზის გამოყოფის გადასახადი მნიშვნელოვნად დააჩქარებს მათ მუშაობას. თუ ფერმერს 40 დოლარი დაუჯდება  ტონა ნახშირორჟანგი, მაშინ ძროხის მეთანის შემცირება დაჩქარდება 2.6%–ით ყოველ თაობაში. გადახდა მოუწევს ცხოველების წონის შემცირებით. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა. გენეტიკოსები ატარებენ მოსამზადებელ სამუშაოებს, არკვევენ, თუ რომელი ძროხები წარმოქმნიან ყველაზე ნაკლებად მეთანს, მაგრამ, როგორც ჩანს, პრაქტიკულ გამოყენებამდე საქმე არ მისულა. ხოლო ექსპერიმენტებს საკვებზე ფართოდ ატარებენ.
 მეთანი წარმოიქმნება ძროხის კუჭის ზედა ნაწილში - ნაწიბურში. იქ გროვდება მიკროორგანიზმები, რომლებიც შლიან ბალახს და გამოყოფენ წყალბადს და ნახშირორჟანგს. მათ შორის არიან პარაზიტები - მეთანოგენური ბაქტერიები; ისინი სარგებლობენ სხვების შრომით და აერთიანებენ ამ ორ გაზს ერთში. თითქოს, პირდაპირი გზაა ნაწიბურის მიკროფლორის შემადგენლობის შეცვლა, მისი მიკროორგანიზმებით დასახლება, რომლებიც არ მისცემენ საშუალებას დახარჯონ წყალბადი მეთანის სინთეზზე. და ასეთი სამუშაოები წარმოებს სხვადასხვა  კულტურებთან.
 მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი შეეცადა რაციონში კალციუმ-ამონიუმის ნიტრატის შეყვანას და საფუარის დამატებას, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს ნიტრატ-იონის ამიაკში გადაქცევას, და მაშინ  შესაძლებელი იქნება მეთანის გამოყოფის თავიდან აცილება, მაგრამ ამით საკვების ენერგია არ დაიკარგება. იდეამ არ იმუშავა - მეთანი მართლაც შემცირდა, მაგრამ შემცირდა რძის რაოდენობაც. ბაქტერიების პირდაპირ ნაწიბურში შეყვანამ, რომლებიც სინთეზირებენ პროპიონის მჟავას - ამ სინთეზს  ბევრი წყალბადი სჭირდება - მოულოდნელი შედეგი გამოიწვია: ძროხის მუცელში მეტანის წარმოება გაიზარდა. როგორც ჩანს, ბიოლოგებმა ვერ შეძლეს ურთიერთკავშირის დადგენა იქ არსებულ მიკროორგანიზმებს შორის.
ანალოგიური ეფექტი აღინიშნება აგრეთვე საკვების დანამატებთან. როგორც წესი, ეს ზეთებით მდიდარი კომპონენტებია, - ღვიას კენკრა, წყალმცენარეები, სელის თესლი და მსგავსი სასოფლო-სამეურნეო თანაპროდუქტები. შედეგები დაახლოებით იგივე იყო. ექსპერიმენტების მეთორმეტე კვირას ორნახევარი კილოგრამი ბამბის თესლის დამატებამ გამოიწვია მეთანის შემცირება 23%-ით, სამაგიეროდ ნაწველი შემცირდა 10%-ით, რძის ცხიმის შემცველობა შემცირდა 11%-ით, ხოლო მასში ცილის შემცველობა - 14%-ით. თუ საკვებს დაამატებთ 5 კგ ყურძნის კანს და თესლს, მეთანის გამოყოფა შემცირდება 20%-ით, ნაწველი კი 12%-ით. წყალმცენარეებთან დაკავშირებით საერთოდ უხერხულობა შეიქმნა: მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაჯერებულია დოქოჰექსაენის მჟავით, ამგვარმა დანამატმა არ შეამცირა მეთანის გამოყოფა, მაგრამ არც ნაწველი შეამცირა, რძე კი გამდიდრებული აღმოჩნდა ამ და ლინოლის მჟავებით წყალმცენარეების დანამატის მოცულობის პროპორციულად; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რძის ხარისხი გაიზარდა, მაგრამ მეთანს ვერაფერი მოუხერხეს.
ზოგადად, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის მეცხოველეობის ფრონტზე ჯერჯერობით დიდ წარმატებას არ მიაღწიეს, მაგრამ არის გამარჯვების დაბეჯითებითი მოთხოვნნილება, რაც ფართო სივრცეს უხსნის შემოქმედებითად მოაზროვნე მკვლევარებსა და ბიოტექნოლოგებს.

==

სათბურის ძროხები

მაშინაც კი, თუ ძროხები  ფერმებიდან საძოვრებზე გავლენ, ეს არ შეამცირებს სათბურის გაზების დონეს.
სათბურის გაზების მძლავრ წყაროებს შორის ხშირად ასახელებენ შინაურ საქონელს - ითვლება, რომ აქ ბალახის მძოველ ჩლიქოსანთა წილი 14,5%-ს შეადგენს. ამის მიზეზია საჭმლის მონელების და ნივთიერებების ცვლის თავისებურებები: გაზებს შორის, რომლებსაც ცხოველები გამოყოფენ, არის მეთანიც და ნახშირორჟანგიც.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ძროხებზე, ცხვრებსა და თხებზე გლობალურ დათბობის კონტექსტში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, არის ის, რომ ისინი სულ უფრო მეტია. სამყარო თანდათანობით სიღარიბიდან გამოდის, განვითარებად ქვეყნებში ადამიანები უფრო მეტად ჭამენ ხორციან საჭმელს, და ითვლება, რომ 2050 წლისთვის ერთ ადამიანზე მოხმარებული ხორცის რაოდენობა იქნება ორჯერ მეტი, ვიდრე ახლა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ძროხების უმეტესობა საერთოდ არ დადის საძოვრებზე და არ ჭამს ბალახს - ისინი ჰყავთ ფერმაში და აძლევენ სპეციალურ საკვებს, მარცვლეული კულტურების, სოიოს ან, მაგალითად, სიმინდის საფუძველზე. ერთის მხრივ, როდესაც ძროხები ჰყავთ ფერმაში, დაცულია მდელოები და ტყეები - პირუტყვი არ ჭამს ბალახს და არ ხდება საჭირო საძოვრებისთვის ახალი ტერიტორიების გასუფთავება.
მეორეს მხრივ, ფერმებს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი უბრალოდ აბინძურებენ გარემოს ბიოლოგიური ნარჩენებით, ანუ იგივე ძროხების ცხოველმოქმედების პროდუქტებით. გარდა ამისა, მეცხოველეობას ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ მსოფლიოში წამლების მიმართ სულ უფრო მეტი  მდგრადი ბაქტერიებია.
პირუტყვის ინფექციებისგან დაცვას ცდილობენ (რამაც ფერმის პირობებში ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი ზიანი) და, ამრიგად, მათ ანტიბიოტიკებს აძლევენ პროფილაქტიკისთვის, შემდეგ ანტიბიოტიკები გადადის ნარჩენებში და, როგორც შედეგი, სხვადასხვა ბაქტერიას შეუძლია დაძლიოს სამკურნალო საშუალებების ეფექტი.
 დაბოლოს, სათბურის გაზებთან დაკავშირებით: ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ძროხები ფერმებიდან, რომლებიც მარცვლეულის საკვებს ჭამენ, უფრო მეტად გამოყოფენ ამ გაზებს, ვიდრე მაშინ, თუ ბალახს შეჭამდნენ. გარდა ამისა ძროხა, რომელიც მინდორში ბალახობს,  მონაწილეობს ბუნებრივ ეკოსისტემაში, რადგან ნაკელთან ერთად უბრუნებს ნიადაგს აზოტს და ფოსფორს, რაც საჭიროა იმავე ბალახისთვის. თვითონ მცენარეები, როგორც ვიცით, შთანთქავენ ნახშირორჟანგს, და მისი ნაწილი ფესვებში რჩება - ანუ ნიადაგი მცენარეული ფესვებით CO2-ის თავისებურ დეპოს წარმოადგენს. ძროხები ანოყიერებენ საძოვრებს და ხელს უწყობენ, რომ ნახშირორჟანგი უფრო მეტი რაოდენობით დარჩეს ნიადაგში. ამიტომ, გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლები ხშირად ურჩევენ „თავისუფალი პირუტყვისგან“ მიღებულi ხორცისა და რძის პროდუქტების ჭამაზე გადასვლას, რითაც ხელს უწყობენ საძოვრების მეცხოველეობას, რის შედეგადაც ატმოსფეროში შემცირდება CO2- ის რაოდენობა.
მაგრამ, როგორც თავის მოხსენებაში „Grazed and Confused“ წერს დამოუკიდებელი გაერთიანების Food Climate Research Network მკვლევართა ჯგუფი, მთელი ეს ეკოლოგიური პასტორალი შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ პირობებში, რომელთა რეალიზაცია ძალიან რთულია და, პირველ რიგში, იმიტომ, რომ აქ უამრავი საქონელია: დიდი ნახირი დატკეპნის ნიადაგს და გაანადგურებს მცენარეულობას.
არსებობს სხვა ფაქტორებიც, მაგალითად ტენიანობა, რაც გავლენას ახდენს ნახშირორჟანგის შთანთქმის ეფექტურობაზე, მაგრამ საუკეთესო პირობებშიც კი, როდესაც საძოვარი რჩება ხელუხლებელი და შთანთქავს CO2-ს, ბალანსის შთანთქმისკენ გადახრა არ მოხერხდება: ცხოველების საჭმლის მომნელებელი სისტემა მაინც წარმოქმნის სათბურის გაზებს და ისინი უფრო დიდი რაოდენობით იქნება, ვიდრე მის შთანთქმას შეძლებს ეკოსისტემა.
საძოვრებზე ძროხების გაყვანის მომხრეები ამბობენ, რომ, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ ქვეყანაში მაინც შეიძლება საქონლის კვება მინდვრებში, უბრალოდ უნდა უზრუნველყოთ, რომ ადგილი არ ჰქონდეს ცხოველების სიჭარბეს. მაგრამ ხორცზე ხომ ნამდვილად დიდი მოთხოვნაა (რაც ასევე ჩნდება, სხვა საკითხებთან ერთად, მოსახლეობის ზრდის გამო), და მსხვილფეხა საქონელის დიდი რაოდენობა მხოლოდ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების მცდელობაა. დაგვრჩენია მხოლოდ ტექნოლოგიების იმედი, რომლებიც შეძლებენ ხელოვნური ხორცის მოცემას - ისეთს, რომ ბუნებრივის და ნატურალურის ვერც ერთმა მოყვარულმა ვერ შეძლოს მისი განსხვავება ნამდვილისგან.

==========

სათბურის  ეფექტი  იზრდება  ძროხების   გამო, რომლებიც სათბურის ეფექტის  გამო 
ცუდად  იკვებებიან  

მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა აღმოაჩინა მანკიერი წრე, რის გამოც გლობალური დათბობა მხოლოდ გაიზრდება. გლობალური ტემპერატურის მატება იწვევს ძროხის საკვების ხარისხის გაუარესებას, რიც გამოც ეს ცხოველები გამოყოფენ უფრო მეტ  მეტანს, რაც იწვევს ტემპერატურის ზრდას.
მკვლევარებმა ბრიტანეთიდან და გერმანიიდან გამოაქვეყნეს თავისი მონაცემები დედამიწის ატმოსფეროსა და მეცხოველეობის უნებართვო შეთქმულების შესახებ, რაც იწვევს გლობალურ დათბობას. მსოფლიო ტემპერატურის მატებაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენენ სათბურის გაზები, ძირითადად ოზონი, ნახშირორჟანგი, წყლის ორთქლი და მეთანი. სწორედ ისინი ქმნიან სპეციალურ ეფექტს, რის გამოც მოკლეტალღიანი მზის გამოსხივება თავისუფლად დაეცემა დედამიწაზე, აცხელებს მას, მაგრამ ამავდროულად, გრძელტალღიანი გამოსხივება ვერ დატოვებს პლანეტას.
ამის მთავარ დამნაშავედ ნახშირორჟანგი და წყლის ორთქლი მიიჩნევა, ხოლო მეთანი მხოლოდ მესამე ადგილზეა ამ ჩამონათვალში. მაგრამ ატმოსფეროზე მისი გავლენა ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ გაზმა შეიძლება სწრაფად იმოქმედოს სიტუაციაზე. მისი „სიცოცხლის“ ვადა მხოლოდ 8-12 წელია, ასე რომ, ძირეული ცვლილებები ამ გაზის გამოყოფის სისტემაში უკვე ათი წლის შემდეგ შეძლებენ ბრძოლას  გლობალური დათბობის წინააღმდეგ.
ძირითადად მეთანი ჩნდება შინაური ცხოველების გამო. მაგალითად, ძროხა დღეში „აწარმოებს“ და ატმოსფეროში უშვებს 400-500 ლიტრ მეთანს, რომელიც წარმოადგენს მისი საჭმლის მომნელებელი პროცესების გვერდით ეფექტს. ამასთან, რაც უფრო უკეთესია საკვები, მით უფრო სწრაფად ხდება მისი მონელება და ნაკლები გაზი გამომუშავდება.
მეცნიერები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ თბილ კლიმატში ბალახი ნაკლებად მკვებავია, რადგან მასში უფრო მეტია ცუდად ასათვისებელი ბოჭკოვანი მასალა. ანუ, გლობალური ტემპერატურის მომატების გამო, საკვების ხარისხი იკლებს, ძროხა უფრო მეტ დროს ხარჯავს საჭმლის მონელებაზე, და მეტ მეთანს გამოყოფს. ეს კი გავლენას ახდენს დედამიწაზე ტემპერატურის ზრდაზე, რის გამოც ბალახი ნაკლებად მკვებავი ხდება. წრე იხურება და აძლიერებს სათბურის ეფექტს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ურთიერთკავშირის გამო ახლო მომავალში მეთანის გამოყოფა მოსალოდნელია ჩრდილოეთ ამერიკაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და აზიაში. თუმცა, ეს შედეგები მთელ პლანეტას შეეხება, ხაზს უსვამენ მეცნიერები. მათი აზრით, კაცობრიობა უკვე ახლა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ შემცირდეს პირუტყვის სულადობა პლანეტის და საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ ხორცის და რძის ფერმები უკვე იკავებენ სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი მთელი მიწის 70%-ს. ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი შეიძლება იყოს მწერებისგან კვების პროდუქციის წარმოება, რომლის შესახებაც უკვე დიდი ტექსტი გვაქვს დაწერილი.
-------------




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised