вторник, 7 июля 2020 г.

რომელი კორონავირუსი! მეცნიერი გვაშინებს გადაშენებით გლობალური დათბობის გამო

რომელი კორონავირუსი! მეცნიერი გვაშინებს გადაშენებით გლობალური დათბობის გამო 
სანამ ჩვენ ვცდილობთ კოროვირუსისგან გადარჩენას, დედამიწა უახლოვდება კატასტროფას, უფრო სერიოზულს, ვიდრე დინოზავრების გადაშენება, ნათქვამია ენდრიუ გლიქსონის, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის დედამიწისა და პალეოკლიმატის მკვლევარის 2 აპრილის სტატიაში, რომელიც განთავსებულია საიტზე The Conversation.
ჩვენი პლანეტის ისტორიის ზოგიერთ მომენტში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ექსტრემალური გლობალური დათბობა, რამაც საბოლოოდ დედამიწაზე სიცოცხლის სახეობების უმეტესობის გადაშენება გამოიწვია, ამბობს მეცნიერი. წარსულში ეს მოვლენები გამოწვეული იყო უზარმაზარი ვულკანური ამოფრქვევით ან ასტეროიდის დაცემით. ახლა დედამიწა სხვა მასობრივი გადაშენებისკენ მიემართება, მაგრამ ამჯერად დამნაშავე ადამიანია.
„ჩემი გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ნახშირორჟანგის ამოფრქვევის ზრდის ამჟამინდელი ტემპები უფრო მაღალია, ვიდრე ისინი, რომლებმაც გამოიწვიეს ორი წინა მასობრივი გადაშენება, მათ შორის მოვლენა, რომელმაც გაანადგურა დინოზავრები, - წერს გლიქსონი.  - ბევრ სახეობას შეუძლია ადაპტირება გარემოს ნელი ან თუნდაც ზომიერი ცვლილებებისადმი. მაგრამ დედამიწის ისტორიამ აჩვენა, რომ კლიმატის ექსტრემალურმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი სახეობის ერთდროულად გადაშენება“, - გვაფრთხილებს მეცნიერი.
ინდუსტრიალიზაციის დაწყებამდე XVIII საუკუნის ბოლოს, ატმოსფეროში ნახშიროჟანგის აირის შემცველობა შეადგენდა 300 ნაწილს მილიონზე. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში გაზის თითოეული მილიონ მოლეკულაზე, 300 მოდიოდა  ნახშირორჟანგზე.
მიმდინარე წლის თებერვალში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა აღწევდა 414.1 ნაწილს მილიონზე. ხოლო სათბურის გაზების  - ნახშირორჟანგის, მეთანის და აზოტის ოქსიდის ერთად აღებულის - საერთო დონემ მიაღწია თითქმის 500 ნაწილს ნახშიროჟანგის მილიონ ეკვივალენტზე. ამჟამად, ნახშირორჟანგის ორჟანგის ამოფრქვევა ატმოსფეროში ხდება სიჩქარით ორიდან სამ ნაწილად წელიწადში მილიონზე.
„გაქვავებულობასა და ორგანულ ნივთიერებებში ნახშირბადის შემცველობის ანალიზის გამოყენებისას, აღმოვაჩინე, რომ ნახშირორჟანგის ამჟამინდელი ამოფრქვევა ექსტრემალურ მოვლენას წარმოადგენს დედამიწის ისტორიაში, - გვაფრთხილებს მეცნიერი. - ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ ნახშირორჟანგის ყოველწლიური ამოფრქვევა ახლა უფრო სწრაფია, ვიდრე ეს იყო ასტეროიდების ამოფრქვევის შემდეგ, რომლებმაც გაანადგურეს დინოზავრები (წელიწადში დაახლოებით 0,18 ნაწილი მილიონ CO2-ზე), და სითბური მაქსიმუმისა 55 მილიონი წლის წინ (დაახლოებით 0,11 ნაწილი წელიწადში მილიონ CO2-ზე)“.
საშიშროება იმისა, რაც ხდება, მდდომარეობს იმაში, რომ  გაზის უზარმაზარი შემოდინების გამო კლიმატი უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა შეძლებს ადაპტირებას, თუმცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მიმდინარე კონცენტრაციებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია 55 და 65 მილიონი წლის წინ დაფიქსირებულ დონეს.
 შემდეგ ენდრიუ გლიქსონი აღნიშნავს, რომ ბევრი მისი კოლეგა შიშობს, რომ დედამიწის კლიმატური სისტემა უახლოვდება გარდამტეხ წერტილს, რასაც მოჰყვება სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები, რაც აამოქმედებს გამანადგურებელი ეფექტების კასკადს.
 „ჩემი გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანები, სავარაუდოდ გადარჩებიან სუბპოლარულ რეგიონებში და დაცულ მთიანეთში, სადაც უფრო გრილი პირობები ხელს შეუწყობენ ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას“, - ასკვნის მეცნიერი და აფრთხილებს, რომ შესაძლებელია დედამიწის შემდეგი მასიური გადაშენების თავიდან აცილება, თუ ნახშირორჟანგის ამოფრქვევა მკვეთრად შემცირდება და შემუშავდება და დაინერგება ატმოსფეროდან ჭარბი ნახშირორჟანგის გაზის ამოფრქვევის თავიდან მოცილების ტექნოლოგია.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised