იულია დუდკინა
შეუცვლელებები არსებობენ? : რა არის ტექნოლოგიების
დიფუზია და როგორ გავლენას ახდენს ის სამუშაო ადგილებზე
თქვენი სავარძელი საფრთხეშია
2017 წელს
ფინეთში დაიწყო დღეისათვის ყველაზე მასშტაბური ექსპერიმენტი ძირითადი შემოსავლის
შემოღების შესახებ - 2000 მოქალაქე 2019 წლამდე ყოველ ორ თვეში მიიღებს 560 ევროს.
უპირობო ძირითადი შემოსავლის კონცეფცია არაერთმნიშვნელოვანია, მაგრამ იმ
პირობებში, როდესაც ბევრ პროფესიას ემუქრება გადაშენება, ღირს იმის შემოწმება, თუ
როგორ მუშაობს იგი. რადგან უახლოეს მომავალში მრავალი ადამიანი შეიძლება დარჩეს უმუშევარი
ახალი ტექნოლოგიების დიფუზიის მუდმივად მზარდი სიჩქარის გამო. რა არის ეს და რა საფრთხეს
ქმნის ის, ამას განმარტავს „საიდუმლოება“.
დიფუზიის
სიჩქარე იზრდება
1876 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ალექსანდრე ბელმა შექმნა პირველი
სატელეფონო აპარატი და დააპატენტა მოწყობილობა, მაგრამ მისი ხმარება მაშინვე
აქტიურად არ დაუწყიათ. მსოფლიოში პირველი სატელეფონო სადგური გაჩნდა მხოლოდ ორი
წლის შემდეგ, და მას 21 აბონენტი ჰყავდა. მბრუნავი დისკის მქონე სატელეფონო
აპარატების გაყიდვა 1880 წელს დაიწყო, ხოლო
პირველი ტელეფონი-ავტომატი, რომელშიც მონეტებს ყრიდნენ, 1900 წელს გაჩნდა. 1901
წლისთვის ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა ბელის აპარატის გამოყენება
დაიწყო, ახალი მოწყობილობის შემოღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში 35 წელი
დასჭირდა. ტელევიზია ცოტა უფრო სწრაფად განვითარდა - 1926 წელს შოტლანდიელმა
გამომგონებელმა ჯონ ბერდმა მოაწყო პირველი მექანიკური ტელევიზორის დემონსტრირება,
მოწყობილობა ხმარებაში შემოვიდა 26 წლის შემდეგ. 1975 წელს აშშ-ში დაიწყო პირველი
პერსონალური კომპიუტერების სერიული წარმოება, და 16 წლის შემდეგ შტატების
მოსახლეობის მეოთხედმა იცოდა როგორ გამოეყენებინა ისინი. ხოლო როდესაც 1983 წელს
Motorola-მ მობილური ტელეფონების გაყიდვა დაიწყო, მათ 13 წლის განმავლობაში შეეჩვიენ.
ყოველწლიურად
კაცობრიობა სულ უფრო სწრაფად ითვისებდა ახალ ტექნოლოგიებს. 1990-იან წლებამდე
მინიმუმ ათი წელი დასჭირდა იმის სწავლას, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ მორიგი ახალი
მოწყობილობა, მაგრამ ინტერნეტმა, რომელიც გასცდა ევროპული ლაბორატორიების
საზღვრებს 1991 წელს, მხოლოდ შვიდი წლის განმავლობაში შეძლო ფართო მომხმარებლის
დაპყრობა. ახლა ბევრს არც კი ახსოვს, როგორ უნდა იმუშაონ ელექტრონული ფოსტის
გარეშე და მოილაპარაკონ შეხვედრების შესახებ მესენჯერებისა და სოციალური ქსელების
გარეშე.
ახალი
ტექნოლოგიების შემოღწევას ყოველდღიურ ცხოვრებაში ეწოდება დიფუზია. ამ პროცესზე
დაკვირვებისას ცხადი ხდება: დიფუზიის სიჩქარე მუდმივად იზრდება. ამერიკელი
გამომგონებელი და ფუტუროლოგი რეი კურცვეილი თვლის, რომ 2045 წლისთვის ამგვარი
ტემპით ადამიანის გონება და ტექნოლოგია ერთ მთლიანობაში გაერთიანდება და
სინგულარობას მიაღწევს. ჩვენ მყისიერად შევძლებთ გავცვალოთ ინფორმაცია, მივიღოთ და
დავიმახსოვროთ ის დიდი რაოდენობით. მაგრამ ექსპერტი ეკონომისტები თვლიან, რომ
ფანტასტიკური მომავლისკენ მიმავალ გზაზე კაცობრიობას მოუწევს უმუშევრობასთან და
სოციალურ დაშლასთან გამკლავება, რადგან მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მოსვლასთან
ერთად, ეს პრობლემები ჩვენს წინაშე ისე მწვავედ დგება, როგორც არასდროს.
ადამიანები აღარ არიან საჭირო
Skechers-ის
ფეხსაცმლის კომპანიის
უზარმაზარ გამანაწილებელ ცენტრში, კალიფორნიის რივერსაიდაში, სპორტული ფეხსაცმლის ათასობით
ყუთი ერთმანეთზეა დაყრილი სატვირთო
კონტეინერებში.
კონვეიერის ლენტი გადის უზარმაზარი
რაოდენობით ფეხსაცმლის ყუთებს შორის, მისი საერთო სიგრძეა
18 კმ, ხოლო გამანაწილებელი ცენტრი თავისი
მოცულობით უდრის
40 საფეხბურთო მოედანს. თითოეულ სატვირთო კონტეინერში ორი ადამიანია
- ისინი იღებენ ყუთებს
და ლენტებზე აწყობენ. როდესაც კონვეიერზე აღმოჩნდება, ფეხსაცმელი ავტომატურად იწონება და
რამდენჯერმე სკანირდება სპეციალური კამერებით,
ფეხსაცმლის ზომა
და წონა შეტანილია მონაცემთა ბაზაში
კომპიუტერების გამოყენებით, შემდეგ კი
იწყება ფეხსაცმელების ყუთების დახარისხება - ისევ ავტომატურად.
ექვსი წლის წინ, როდესაც რივერსაიდში
მხოლოდ აპირებდნენ უზარმაზარი გამანაწილებელი ცენტრის Skechers-ის აშენებას, ადგილობრივ მოსახლეობას რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი
დაპირდნენ - ოლქში უმუშევრობა დაახლოებით 14%-ს შეადგენდა და ბევრს ახალი საწარმოს
იმედი ჰქონდა. მაგრამ ახალი საწარმოო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მხოლოდ ორ
თანამშრომელი უმკლავდება ადვილად იმ სამუშაოს მოცულობას, რომელსაც ადრე 10 ადამიანი
ასრულებდა. იმის ნაცვლად, რომ რივერსაიდის მაცხოვრებლებისთვის შეეთავაზებინათ სამუშაო
ადგილები, Skechers-მა დახურა ხუთი საწარმო ონტარიოში, სადაც 1200 ადამიანი
მუშაობდა, ნახევარი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო ნახევარი გადაყვანილ იქნა ახალ
გამანაწილებელ ცენტრში. თანამშრომლების უმრავლესობა ახლა კომპიუტერთან იმყოფება და
აკონტროლებს ავტომატიზირებული სისტემების მუშაობას. ისინი, ვინც ვერ შეძლო ტექნიკის
ათვისება, შეამცირეს, რადგან მსხვილ კომპანიებს აღარ სჭირდებათ მტვირთავები და დამხარისხებლები.
„ავტომატიზაცია ვითარდება, - აღნიშნავენ ინგლისის
ბანკის ეკონომისტები მაურისიო არმელინი და ტიმ პაიკი. - დასაწყობება, ტრანსპორტირება, სოფლის მეურნეობა,
სასტუმროები და რესტორნები - ყველგან, სადაც ადრე ითხოვდნენ დაბალკვალიფიკაცირებულ
სამუშაო ძალას, ახლა იყენებენ ტექნოლოგიას. დიდ ბრიტანეთში უკვე ცდიან უპილოტო
ავტომობილებს, და 2018 წლისთვის ისინი გზებზე იმოძრავებენ“.
სანამ
ბრიტანეთში ჯერ კიდევ ემზადებიან უპილოტო ავტომობილების გამოსაშვებათ, აშშ-ში,
კოლორადოს შტატში Uber-ის საკუთრებაში მყოფი კომპანია Otto-ს თვითმართვადმა სატვირთო
მანქანამ უკვე მიიტანა ლუდის პარტია ფორტ-კოლინსიდან კოლორადო-სპრინგსში. ავტომობილში
ბუდვიზერის ლუდის თითქმის 52 000 ქილა მოთავსდა, სატვირთო მანქანამ 193 კილომეტრი
გაიარა. მძღოლი კაბინაში იმყოფებოდა, მაგრამ მხოლოდ თვალს ადევნებდა, თუ რა
ხდებოდა, რათა დროულად ხელში აეღო მანქანის მართვა, თუ რამე არასწორედ წარიმართებოდა.
ჩარევა საჭირო არ აღმოჩნდა. თუ ასე გაგრძელდება, როგორც Otto-ში
ამბობენ, სატვირთო მანქანების მძღოლთა მუშაობა ბევრად უფრო გამარტივდება. მათ
შეეძლებათ დასვენება ან თუნდაც მანქანაში დაძინება, და, შესაბამისად, ნაკლებად დასჭირდებათ
შემცვლელი, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა ამ ინდუსტრიაში შემცირდება.
ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციას ყოველთვის
გარკვეული დრო სჭირდებოდა და სანამ მექანიზმები ინერგებოდა წარმოებაში, შრომის ბაზარი
ახერხებდა შეცვლას. ჩნდებოდა სამუშაო ადგილები სხვა სფეროებში, და პროგრესის მსხვერპლს
შეეძლო სამსახურში მოწყობა. მით უმეტეს, რომ ინდუსტრიულ განვითარებასთან ერთად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, საშუალო კლასი და
საზოგადოება მთლიანობაში უფრო მდიდრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება მომსახურების
სფეროც. ჩნდება უფრო მეტი სამუშაო ადგილი სილამაზის ინდუსტრიაში, პროფესიებში, სადაც
მნიშვნელოვანია შემოქმედება ან ადამიანის მიდგომა.
ახლა კი
იმისათვის, რომ შეეჩვიო ახალ ტექნოლოგიებს და წარმოებაში დანერგო ისინი, მხოლოდ
რამდენიმე წელია საჭირო, გარდა ამისა ეკონომისტები გვაფრთხილებენ: რობოტოტექნიკის მასობრივმა
დანერგვამ შეიძლება ძალიან მალე წაგვართვას სამსახურები. იმდენად სწრაფად, რომ
ეკონომიკა და საზოგადოება ვერ მოასწრებს ადაპტაციას. მით უმეტეს, რომ „ზოგადი
დანიშნულების ტექნოლოგია“ სულ უფრო და უფრო მეტია: მაგალითად, XX საუკუნეში
გამოჩნდა ავტომობილები, თვითმფრინავები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ბიო– და
ნანოტექნოლოგიები. და ჰერმან ჰაუზერს თუ დავუჯერებთ, რაც უფრო მეტი „ზოგადი
დანიშნულების ტექნოლოგია“ ჩნდება, უფრო მეტი ბიზნეს მოდელი ძველდება. თუ ადრე
ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვა შეუძლებელი იყო, რადგან ეს დიდ ინვესტიციებს
მოითხოვდა, ახლა საქმეს ხელი მოკიდეს უმდიდრესმა ტექნოლოგიურმა კორპორაციებმა: Apple, Google, Microsoft,
Amazon, Facebook და ა.შ.
უახლოეს დროში
ხელით შრომასთან დაკავშირებული პროფესიები მოძველდება - მანქანები შეძლებენ იგივეს
გაკეთებას (სიმძიმეების გადაზიდვას, მანძილის გადალახვას, საინფორმაციო მომსახურების გაწევას), მაგრამ
უფრო სწრაფად და ამისთვის ხელფასს არ მოითხოვენ. Deloitte-ს ბოლოდროინდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკვე უახლოეს
20 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში სამუშაო ადგილების დაახლოებით მესამედი
რისკის ქვეშ აღმოჩნდება: საცალო ვაჭრობაში იქნება 2 მილიონით ნაკლები სამუშაო
ადგილი, ტრანსპორტირებისა და შესანახ სფეროში - 1.5 მილიონით ნაკლები, ხოლო
ჯანდაცვაში და სოციალურ მომსახურებაში - 1,25 მილიონით ნაკლები. „განვითარებული
ეკონომიკა ცუდად არის მომზადებული ინდუსტრიული რევოლუციისთვის“, - წერენ ბრიტანელი
ეკონომისტები. - საწარმოები, რომლებიც ნელ–ნელა ადაპტირდებიან, დაიხურება,
მილიონობით ადამიანი დარჩება უმუშევარი, ამის გამო გაიზრდება უთანასწორობა შემოსავლებსა
და საზოგადოებაში“.
როგორ მოვიქცეთ?
ითვლება, რომ
ამ სიტუაციიდან ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია უპირობო ძირითადი შემოსავალი.
ოდესღაც ეს კონცეფცია უტოპიურად იყო მიჩნეული. ვარაუდობენ, რომ უპირობო ძირითადი
შემოსავლის შემთხვევაში თითოეულ ადამიანს რეგულარულად უხდიან გარკვეულ თანხას,
იმისდა მიუხედავად, მუშაობს ის სადმე თუ არა. ამ იდეის მომხრეები თვლიან, რომ მას
შეუძლია საზოგადოება გადაარჩინოს უმუშევრობისა და სოციალური უთანასწორობის
პრობლემებისგან, ხოლო თუ კაცობრიობა არ დაფიქრდება იმაზე, თუ სად აიღოს საარსებო
სახსრები, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს თვითრეალიზაციას.
2017 წელს
ფინეთში დაიწყო დღეისათვის ყველაზე მასშტაბური ექსპერიმენტი ძირითადი შემოსავლის
შემოღების შესახებ - 2000 მოქალაქე 2019 წლამდე ყოველ ორ თვეში მიიღებს 560 ევროს.
ამ ექსპერიმენტის დახმარებით ფინეთის
მთავრობას სურს გაარკვიოს, თუ როგორ იცვლება შრომის ბაზარზე ადამიანების ქცევა, თუ
მათ ყველაფრისგან დამოუკიდებლად გადაუხდიან დოტაციებს. შეეცდებიან თუ არა ეს
ადამიანები თვითრეალიზაციას და უფრო საინტერესო სამსახურის მოძებნასმ თუ დაიწყებენ
დეგრადაციას. 560 ევრო იმდენივეა, რაც ფინეთში შეადგენს უმუშევრობის სარგებელი.
განსხვავება ისაა, რომ ძირითად შემოსავალს ადამიანს არავინ ართმევს, მიუხედავად
იმისა, თუ ის მოეწყო სამსახურში და კარგ ხელფასსაცც იღებს. ორი წლის შემდეგ,
მოხალისეებზე დაკვირვების შემდეგ, მთავრობა გადაწყვეტს, უნდა გავრცელდეს თუ არა
ძირითადი შემოსავლის სისტემა მთელ ფინეთში.
გადასახადების
სპეციალისტმა ტიმოთი კარტერმა შეადგინა უპირობო ძირითადი შემოსავლის კონცეფციის
სარგებლის სია. იგი თვლის, რომ ახლა ინდუსტრიული საზოგადოების ნაცვლად მოვა დასვენების
საზოგადოება - რაც უფრო მეტ ადგილს მიიღებენ ხელით შრომის სფეროებში რობოტები, მით
უფრო მეტი ადამიანი იმუშავებს ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში, ვიღაც კი
საერთოდ არ იმუშავებს. „დროა მოვამზადოთ ცვლილებებისთვის, როდესაც ეკონომიკას არ დასჭირდება,
რომ ყველამ იმუშაოს“, - თვლის კარტერი. უპირობო ძირითადი შემოსავლის პირობებში
უმუშევრებს ექნებათ კმაყოფა, ხოლო ბიზნესს ეყოლება კლიენტები, რომელთაც შეეძლებათ
თავს უფლება მისცენ ისარგებლონ მისი მომსახურებით.
და მაინც,
უპირობო ძირითადი შემოსავლის კონცეფცია ბევრ კითხვას ბადებს. ისინიც კი, ვინც
დარწმუნებულებია, რომ სამუდამო დოტაციები კაცობრიობის ერთადერთი ხსნაა
უმუშევრობისა და სოციალური დაყოფისგან, აფრთხილებენ, რომ აქაც არსებობს საფრთხეები.
ილონ მასკი თვლის, რომ უახლოეს რამდენიმე ათწლეულში ბევრ მთავრობას მოუწევს უპირობო ძირითადი შემოსავლის შემოღება. „ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, - თქვა მან დუბაიში მთავრობების მსოფლიო სამიტზე. - მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშე დადგება რთული კითხვა: რაში უნდა ნახონ ადამიანებმა არსებობის მნიშვნელობა? მრავალი ადამიანისთვის ხომ სამსახური წარმოადგენს ამ მნიშვნელობას. იგრძნობენ თუ არა ადამიანები,
რომლებსაც ჩაანაცვლებენ რობოტებით, თავს ზედმეტად? როგორ შეიძლება
ვიყოთ დარწმუნებული,
რომ ასეთი მომავალი ზუსტად ის მომავალი, რომელიც ჩვენ გვინდა?“
ბილ გეიტსიც ასევე ეჭვობს, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. მისი აზრით, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის საკმარისად მდიდარი, რომ მან შეძლოს დოტაციების გადახდა მთელი
მოსახლეობისთვის. „აშშ-ც კი არ არის იმდენად
მდიდარი, რომ მისცეს ადამიანებს უფლება არ იმუშაობ“, აცხადებს ის.
თუმცა კაცობრიობამ
ვერ შეძლო მოეძებნა პასუხი ავტომატიზაციის საფრთხეზე, პროცესის შეჩერება
შეუძლებელია. ბევრი ადამიანი თავს იმშვიდებს იმით, რომ რობოტები დიდხანს ვერ
შეძლებენ ადამიანების შეცვლას. დიახ, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ისინი სამუშაო
ადგილებს დაიკავებენ ფაბრიკებში და გამანაწილებელ ცენტრებში, მაგრამ მაინც იქნება
ბევრი სამუშაო, რომელიც არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას. მდივნებს, მედდებს,
გამყიდველებს და რესეპშენის თანამშრომლებს მოუწევთ ურთიერთობა ადამიანებთან და
განსხვავებულად მოქმედება გარემოებებიდან გამომდინარე. მაგრამ კომპანიები,
რომლებიც ქმნიან ადამიანების ინტელექტის იმიტირების უნარის მქონე მანქანებს, დიდ
წარმატებებს აღწევენ.
2016 წელს,
AlphaGo კომპიუტერულმა პროგრამამ დაამარცხა მსოფლიოში გოს ერთ–ერთი უძლიერესი
მოთამაშე ლი სედოლი. ლოგიკური თამაში გო ითვლება კომპიუტერის ინტელექტისთვის ერთ-ერთ
ყველაზე რთულად - შესაძლო სვლების რაოდენობა თითქმის შეუზღუდავია. იმისათვის რომ
მოიგოს, კომპიუტერმა უნდა მოახდინოს კოგნიტური უნარების - ინტუიციის და სტრატეგიის
იმიტირება. ადრე კომპიუტერული პროგრამები ამ თამაშში აღწევდნენ მხოლოდ სამოყვარულო
დონეს, მაგრამ AlphaGo-მ ჯერ ყველა სხვა პროგრამას მოუგო, შემდეგ კი ადამიანიც
დაამარცხა. ასეთი ტემპით ხელოვნური ინტელექტი მალე შეძლებს მრავალი უნარის
იმიტირებას, რომლების შესრულება ახლა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. და თუ დღეს
საფრთხის ქვეშ ძირითადად იმყოფებიან წარმოების მუშები და მძღოლები, ყოველი
ათწლეულის შემდეგ სილ უფრო მეტი პროფესია გაქრება და ხვალ შეიძლება თქვენ დარჩეთ
სამსახურის გარეშე.
https://biblioclub.ru/index.php?page=book_red&id=454553&razdel=166
Расщепление и проективная идентификация = Splitting and Projective Identification: практическое пособие
https://cont.ws/@infobazasm/199256
Рабы МАТРИЦЫ
Многочисленные технические средства, используемые сегодня, позволяют управлять сознанием и поведением человека, воздействовать на психическое и физическое здоровье, как отдельных индивидуумов, так и народов в целом.
Бесплатный фрагмент - Pro человека человечеству
Артём считает, что не существует ни «Закона Времени», ни научно-технического прогресса:
Обман научно-технического прогресса. Закон времени не работает. Прогресс наблюдается лишь в отдельных областях техники. В других прогресса нет, либо имеется регресс и утрата технологий.
Содержание:
02:01 - прогресс в электронике, информатике, вычислительной технике
02:52 - неизменность автомобилей и двигателей внутреннего сгорания
03:35 - первым был электромобиль
04:28 - возвращение дирижаблей
06:01 - силовые электросети
06:49 - тормоза в освоении космоса
09:30 - огромные колонны Исаакиевского собора
10:46 - Баболовская ванна из цельного камня
14:04 - научно-технического прогресса нет
14:31 - закон времени не работает
16:37 - глобальное управление наукой и технологиями
https://ppt-online.org/634381
https://tvk6.ru/publications/after-news/12749/
https://www.litres.ru/antonio-menegetti/psihoteya/chitat-onlayn/
https://psychosearch.ru/teoriya/problemy/474-dissotsiativnoe-rasstrojstvo-identichnosti-spasibo-mne-chto-ya-est-u-sebya
https://zen.yandex.ru/media/id/5b439165c0048600aa397ed5/strah-kak-instrument-manipuliacii-i-rasscepleniia-soznaniia-5dda4ef9a4655250ff59d532
https://slide-share.ru/kafedra-psikhologii-i-pedagogiki-s-kursom-medicinskoj-psikhologii-psikhoterapii-i-212775
https://slide-share.ru/kafedra-psikhologii-i-pedagogiki-s-kursom-medicinskoj-psikhologii-psikhoterapii-i-212775
https://habr.com/ru/post/136830/
https://esoterics.wikireading.ru/47983
https://slide-share.ru/biologicheskoe-psikhicheskoe-i-socialnoe-v-cheloveke-105478
https://www.b17.ru/blog/114678/
https://vc.ru/future/47804-soznanie-mashin-chto-izmenitsya-kogda-roboty-nauchatsya-upravlyat-svoimi-emociyami
https://zen.yandex.ru/media/cognitivepiggybank/neskolko-obiasnenii-pochemu-buduscee-nas-razocharovalo-5ceaa0ac07e67400b27e4dbd
https://studfile.net/preview/3540798/page:2/
http://advaitaworld.com/blog/free-away/63058.html#cut
https://www.litres.ru/andrey-binev/rasscheplenie-yadra/chitat-onlayn/
Biomagnetism is the greatest healing protocol the modern world has ever known
https://earthpulse.net/magnetic-therapy-nerve-regeneration/
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised