среда, 30 мая 2018 г.

სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული


სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული


„მიუახლოვდით ნაპირს -
მაგრამ შეიძლება გადავვარდეთ.
მიუახლოვდით ნაპირს -
მაგრამ იქ ძალიან მაღალია!
მიუახლოვდით ნაპირს!
და ისინი  მიუახლოვდენ. ჩვენ ხელი ვკარით მათ. და ისინი გაფრინდნენ“.

ინიციაციის აღწერა თანამედროვე პოეტის კრისტოფერ ლოგას ნაწარმოებიდან

        დღეს მეცნიერება მიუახლოვდა სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოების ამოხსნას. ამის შესახებ თქვენ, ალბათ, არ მოისმენდით საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში და არ წაიკითხავდით თქვენი საყვარელი გაზეთის მოწინავე სტატიაში. თუმცა, სამოცდაათწლიანი კვლევების შედეგი მეცნიერების დარგში, რომელიც ცნობილია სახელით „ახალი ფიზიკა“, არ შეიძლება იგნორირებული იყოს.
სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული

        დიახ, დიახ! სწორედ ასეა! ეს ამბავი ფუნდამენტურად ცვლის ყველა ჩვენს წარმოადგენს და არყევს ფუნდამენტური მეცნიერების საფუძვლებს, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია სკოლის მერხიდან.
         — კარგი, - იტყვით თქვენ. - მაგრამ ახალი არაფერი გითქვამთ. ყველაფერი ერთმანეთთან რომ არის დაკავშირებული, ამის შესახებ ყველა ლაპარაკობს.
        რა თქმა უნდა, სრულიად მართებული შენიშვნაა. მაგრამ, ვფიქრობ, ის, რასაც მე ვიტყვი, თქვენ მაინც გაგაოცებთ. საქმე იმაშია, რომ ადრე ჩვენ გვეუბნებოდნენ გარკვეული კავშირის არსებობის შესახებ, რომ თეორიულად ჩვენი ქმედებები „აქ“ შედეგს გამოიღებს „იქ“. თუმცა, პრაქტიკაში ამის შემოწმება და როგორმე გამოყენება ჩვენს ცხოვრებაში ვერ შევძელით.
         ახალმა სამეცნიერო კვლევებმა ერთი ნაბიჯი წინ გადაგვადგმევინეს. მათ გვიჩვენეს, რომ ჩვენ არა მხოლოდ დაკავშირებული ვართ ყოველივე არსებულთან, არამედ გვაქვს ამ ურთიერთკავშირის გამოყენების შესაძლებლობა, ანუ ჩვენს სასარგებლოდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირი ძალასთან, რომელიც ამოძრავებს სამყაროს და რომელმაც შექმნა ყველაფერი - ატომებისა და ვარსკვლავებიდან დნმ-ის მოლეკულამდე!
         თუმცა აქ არის ერთი პატარა „მაგრამ“: ჩვენს ძალას სძინავს და მის გასაღვიძებლად ახლებურად უნდა გავიაზროთ ჩვენი ადგილი სამყაროში. ინიცირებულებმა კრისტოფერ ლოგის პოემიდან აღმოაჩინეს, რომ მათ შეუძლიათ ფრენა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი კლდიდან გადმოაგდეს. ჩვენც ასევე გვჭირდება ბიძგი ცნობიერებაში - რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველაზე ძლიერი ენერგია მსოფლიოში ნებისმიერი, თუნდაც, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი პრობლემის მოსაგვარებლად.
         მაგრამ როგორ მივაღწევთ ასეთ ცვლილებას? სამყარო ხომ დიდია - ის აღემატება ჩვენი წარმოსახვის ყველა შესაძლებლობას. დასაწყისისთვის უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება თქვენი ცხოვრების მიმართ. აუცილებელია იგრძნოთ თავი, როგორც მთელი მსოფლიოს ნაწილი, და არა, როგორც პატარა და იზოლირებული მთელი. ამისათვის საჭიროა იმის გაგება, თუ როგორ ვართ დაკავშირებული სამყაროსთან და რას ნიშნავს ეს კავშირი ჩვენთვის.
         ყველაფრის ურთიერთკავშირი, რაც არის სამყაროში (ენერგიის ტალღების და ნაწილაკების დონეზე) ეწინააღმდეგება ჩვენს შეხედულებებს სივრცესა და დროზე. ამაზე ლაპარაკი ფანტასტიკური გვეჩვენება. ასე იყოს. ბოლო წლების სამეცნიერო კვლევები ხომ საერთოდ ფანტასტიკურია. მაგალითად, სინათლის ნაწილაკებზე (ფოტონებზე) დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ერთ და იმავე დროს სივრცის სხვადასხვა წერტილებში ყოფნა, რომლებიც ერთმანეთთან ათობით მილით არის დაშორებული. გარდა ამისა, სავარაუდოდ,  ჩვენი დნმ-ის დონისა და მატერიის ატომის დონეზე ინფორმაციის გაცვლა უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ამას აინშტაინი მიიჩნევდა და ამტკიცებდა,, რომ სამყაროში ყველაზე მაღალი სწრაფი სიჩქარე სინათლის სიჩქარეა. რიგმა ექსპერიმენტებისა აჩვენა, რომ ზოგჯერ ინფორმაცია აღწევს დანიშნულების პუნქტს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის ტოვებს  გამგზავრების პუნქტს!
         ასეთი, თითქოს შეუძლებელი ფენომენები არ შეიძლება ჩაითვალოს ელემენტარული ნაწილაკების ქცევაში მხოლოდ თავისებურ ანომალიებად. კვანტების ქცევის თავისუფლება გვიჩვენებს, რომ დანარჩენი სამყარო არსებობს იმ კანონების მიხედვით, რომელიც არ შეესაბამება კლასიკური ფიზიკის კანონებს. თუმცა ექსპერიმენტები, რომელიც მხედველობაში მაქვს, სერიალის „ვარსკვლავების განსახლების“ ეპიზოდისთვის ფუტურისტულ სცენარს უფრო ჰგავს, და მათ თანამედროვე მეცნიერები ატარებენ. ზოგიერთი შოკისმომგვრელი ექსპერიმენტი, ალბათ, მოითხოვს დამატებით შემოწმებას. მაგრამ თუ შევაფასებთ მათ მონაცემებს, ნათელი ხდება, რომ ჩვენ არ ვართ იმდენად შეზღუდული ფიზიკური კანონებით, როგორც გვჯეროდა. ფოტონებს შეუძლია მიაღწიოს მიზანს მანამ, სანამ გზას გაუყვება, და იმყოფებოდეს სივრცის ორივე წერტილში ერთდროულად! და თუ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ მათზე უარესი ხომ არ ვიქნებით?
         შესაძლებლობები, რომლებიც თანამედროვე მეცნიერების წყალობით გვეხსნება, ბევრად აღემატება ყველა თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებს და აფორიაქებს ფანტაზიას. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი შესაძლებლობა რეალიზებულია ფანტაზიისა და განცდების კავშირის წყალობით. ყველაფერი იწყება ჩვენი სურვილით შევქმნათ ჩვენი რწმენის სივრცეში ფენომენის ადგილი, რომლის შესაძლებლობაც ჩვენთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი. შემდეგ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ამ ფენომენს ჩვენი ცნობიერების ძალით მის შესახებ ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე.
           „ადამიანი - მისი წარმოსახვაა“, - თქვა პოეტმა უილიამ ბლეკმა. - მარადიული დასაწყისი ადამიანში წარმოსახვაა, სწორედ ეს არის უფალი ღმერთი“. ეს იდეა აიტაცა სხვა პოეტმა და ფილოსოფოსმა ჯონ მაკენზიმ: „ადვილი არ არის ზღვარის შენარჩუნება  რეალურსა და წარმოსახვითს შორის ... საბოლოო ჯამში ყველაფერი მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია“. ყოველი კონკრეტული მოვლენა ცხოვრებაში, სანამ რეალობაში ჰპოვებს განსახიერებას , პირველად მოდელირებული იქნა ვინმეს წარმოსახვაში.
         მაგრამ დღევანდელი წარმოსახვა ხვალ რეალობად რომ იქცეს, მათ შორის უნდა არსებობდეს კავშირი. გარკვეული სახით აუცილებელია უნივერსუმის ქსოვილში, როგორც ერთის, ისე მეორის, გაერთიანება. აინშტაინი დარწმუნებული იყო, რომ წარსული და მომავალი მჭიდროდ არის დაკავშირებული სივრცისა და დროის კონტინუუმში: „წარსულის, დღევანდელობას და მომავალს შორის განსხვავება მხოლოდ მტკიცე შეცდომაა“. ზოგადად, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ის ფაქტს, რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ არა მხოლოდ ყველაფერ იმასთან, რაც ახლა არსებობს, არამედ იმასთანაც, რაც არსებობდა წარსულში, და რაც ჯერ არ მომხდარა. გარდა ამისა, რასაც ჩვენ დღეს განვიცდით, იმ მოვლენების შედეგია (ნაწილობრივ მაინც), რომელიც სამყაროს უცნობი სივრცეში მოხდა.
           სამყაროში არსებული ურთიერთობები ჩვენი, ჭეშმარიტად უსაზღვრო, პოტენციური შესაძლებლობებია! სამყაროში, სადაც ცნობიერების ენერგიის სფერო მოიცავს ყველაფერს, მშვიდობიდან პლანეტაზე ჩვენ პირად ჯანმრთელობამდე, რაც ოდესღაც მიგვაჩნდა, როგორც ფანტაზია და სასწაული, განხორციელებადია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.  სამყაროში ყველაფრის ურთიერთკავშირის პრინციპის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს დამოკიდებულებას ცხოვრების, ოჯახის, თუნდაც შემთხვევით ნაცნობების მიმართ  ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე. არაფერი არ შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევითობად - არც კარგი და არც ცუდი, არც ნათელი სიხარული და არც ადამიანთა მძიმე ტანჯვა.
         ასე რომ, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, წარმატებული კარიერის, ხალხთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარების და დიდი განზრახვების განსახიერების გასაღებია ჩვენი მჭიდრო კავშირის გაცნობიერება ყველაფერთან, რაც ხდება სამყაროში.
        გრეგ ბრეიდენის წიგნიდან „ღვთაებრივი მატრიცა: დრო, სივრცე და ცნობიერების ძალა“

თარგმანი
(C)
05.29.18



http://to-be-free.ru/2012/03/18/oneness/



People think this personal life is all that matters, once its over, theyre out for good. Theres no escaping the continuum of transmigration of the soul. Its an eternal progression or regression. Much bigger than yourself. They say, “i’ll be dead by then and i dont have kids so it doesnt affect me.” I used to think that.
This life is heaven and hell, whatever we make it, not just for ourselves but for our OTHER SELVES. We can make life an eternal heaven by creating the worldy conditions of true knowledge, love and care that sustain it.
By not applying that in each of our lives HERE AND NOW, we further the regression of freedom or lackthereof for the next life that comes in, which you will be a party to. You will be someone elses child in the life that you tried to ignore and deny the reality of. We have to liberate the world from slavery. THE GREAT WORK.
OUR LIVES ARE NOT OUR OWN, and OUR CHOICES ARE NOT OUR OWN, they affect everything around us in the future. “From womb to tomb, we are bound to others, and with each crime and every kindness, we birth our future”. - David Mitchell
Cloud Atlas was one of the worlds best ever films.
People think they can escape the dharma wheel. You cant. You can only C. Smith





ბიბლიური პროექტი დასრულდა. შემდეგ იწყება ტოტალური დებილიზაცია

ბიბლიური პროექტი დასრულდა. იწყება ტოტალური დებილიზაცია

ანდრეი ფურსოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ინსტიტუტის რუსულ კვლევათა ცენტრის დირექტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის აზიისა და აფრიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟურნალის „აღმოსავლეთმცოდნეობა და აფრიკანისტიკა (საზღვარგარეთული ლიტერატურა)“ მთავარი რედაქტორი, დინამიკური კონსერვატიზმის ინსტიტუტის მეთოდოლოგიისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი, მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი. 



 21-ე საუკუნე მომავლისათვის სასტიკი ბრძოლის დრო იქნება, როდესაც მთელი სახელმწიფოები, ეთნიკური ჯგუფები, კულტურები იქნება უმოწყალოდ, ყოველგვარი სენტიმენტალურობის გარეშე გადანდგურებული.
ამ ბრძოლაში გადარჩებიან და გაიმარჯვებენ კონსოლიდირებული სოციალური სისტემები. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ღირებულებათა ერთიანი კოდით, რომელიც ხასიათდება მინიმალური სოციალური პოლარიზაციით და გააჩნია ცოდნის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. ამ ბრძოლაში ოლიგარქიული სისტემები ვერ გადარჩებიან, მათ ერგოთ ეკონომიკური სასუქის, ნაკელის ხვედრი. სხვა რამეს ისინი არ იმსახურებენ.

„კაცობრიობის დიდი ნაწილისათვის „ახალი სამყარო“ ახალ „ბნელ საუკუნედ“ იქცევა“.

— სად მიდის ეს სამყარო? (ანუ როგორ გამოიყურება მომავლის სურათი)?
—მსოფლიო სწრაფად უახლოვდება კაპიტალიზმის დასასრულს. ამ უკანასკნელისგან ბევრი არაფერია დარჩენილი: ბაზარი პრაქტიკულად აღარ არსებობს, მხოლოდ გლობალური მონოპოლიებია; სახელმწიფო გაქრობის პირასაა; სამოქალაქო საზოგადოება მცირდება; პოლიტიკა ადმინისტრაციული სისტემის და შოუ ბიზნესის კომბინაციად იქცა, ფულმა თავისი ფუნქციების ნაწილი დაკარგა და მნიშვნელოვანწილად შეწყვიტა არსებობა, როგორც ფულმა; ევროპელებმა დაკარგეს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი - შრომის ეთიკა, კაპიტალმა თითქმის შთანთქა შრომა, მაგრამ თავადაც წყვეტს არსებობას, როგორც კაპიტალი.
—  ვინ აშენებს ახალ სამყაროს?
ერთდროულად ორი პროცესი მიმდინარეობს: ძველი სამყაროს ნგრევა და ახლის გაფორმება. ძველი კაპიტალისტური სამყარო ანგრევს კაპიტალისტურ მაღალ წრეებს, რადგან, პერსპექტივაში, აღარ სჭირდება. 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან მიმდინარეობს კაპიტალიზმის დემონტაჟი. ის თითქოს „მიემართება“ თავის  „დემოკრატიამდელ წარსულში“, „რკინის ქუსლის“ და ოსტ-ინდური კომპანიების, ამჟამინდელი ტრანსნაციონალური კორპორაციების წინაპართა ეპოქაში, მაგრამ უფრო არაორდინალურის, ვიდრე ეს უკანასკნელია. პროგრესის წინსვლის შეჩერება მსოფლიოს მმართველი წრეების ახალი სამყაროს შექმნის გზაა. კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის ეს „ახალი სამყარო“ ახალ „ბნელ საუკუნედ“ იქცევა - არ უნდა აგვერიოს შუა საუკუნეებში, რომელიც დაიწყო IX საუკუნეში კარლოს დიდის იმპერიის დაშლით. „ბნელი საუკუნეები“ - ეს არის დრო VI საუკუნის შუა პერიოდსა (საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა რომაელ აკვედუკთა სისტემამ; 476 წ., როგორც რომის იმპერიის დასასრული, რომაელ მღვდელმთავართა ყალბი გამონაგონია, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ თავისი როლის წინ წამოწევას) და IX საუკუნის შუა პერიოდს შორის.
ბნელი საუკუნეები - ნამდვილად წყვდიადისა და სისხლიანი ეპოქაა, განსხვავებით რენესანსის და, განსაკუთრებით, განმანათლებლობის ეპოქის მოღვაწეთა (ვოლტერის ტიპის თაღლითების) მიერ ცილდაწამებული შუასაუკუნეებისა, რომელიც გახსნილი იყო XIV საუკუნის დასაწყისამდე; XIV-XVII საუკუნეები - ახალი ბნელი საუკუნეებია, რომელსაც, სხვათა შორის, ჰქონდა იმდენადვე მიმზიდველი, რამდენადაც ყალბი ფასადი - რენესანსი.
— აქვს თუ არა ალტერნატივა მომავლის დასავლურ მოდელს (ახალ ბნელ საუკუნეებს)?
— ამ ეტაპზე ასეთი ალტერნატივა კარგად არ იკვეთება. ახლა მთავარია, არ მიეცეს ბნელი საუკუნეების პროექტს რეალიზაციის საშუალება, შემდეგ კი ნათელი იქნება. ალტერნატივას წარმოადგენს გლობალური დღის წესრიგისათვის, ანუ პლანეტის მოსახლეობის ბარბაროსული შემცირების, სახელმწიფოს (სუვერენიტეტის), ოჯახის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის განადგურებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. უკანასკნელი, როგორც მ. მური აღნიშნავდა, გამოიწვევს ჯანმრთელობის დასამარებას.
— შესაძლებელია თუ არა იმ განვითარების გზაზე დაბრუნება, რომელზეც იყო პლანეტა 50-60 წლის წინ?
— საეჭვოა. ისტორიის დაბრუნება და რესტავრაცია შეუძლებელია. შეუძლებელია 1945-1975 წლების უნიკალური ეპოქის განმეორება - კაცობრიობის გარღვევა მომავალში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით, რომელიც ხელოვნურად შეწყვიტა არაგამჭრიახმა საბჭოთა ნომენკლატურამ და კაპიტალისტური სამყაროს ანგარიშიანმა ხელმძღვანელობამ. საბჭოთა ხელმძღვანელობამ ამ სიტუაციის გამო პასუხი აგო საბჭოთა კავშირის დანგრევით.
— შესაძლებელია ადამიანებს დავუბრუნოთ მომავლის რწმენა, იმედი და ოპტიმიზმი?
— ოპტიმიზმი - ძლიერი და მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანების სულიერი მდგომარეობაა, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ გარემოებათა შეცვლა, არამედ მათი შექმნა. ოპტიმიზმი რთული, მაგრამ ამავე დროს სახალისო შრომაა, ხშირად ბედის საწინააღმდეგოდ. ოპტიმიზმს ვერავის მისცემ, ვერ აჩუქებ, ვერ დააბრუნებ. ის ბრძოლის დროს ჩნდება. რა თქმა უნდა, არსებობს ოპტიმიზმის ბიოქიმიური (გენეტიკური) საფუძველი, თუმცა, ოპტიმიზმი - ჯანსაღი საზოგადოების სოციალური ფუნქციაა. საკმარისია 1930-1960-იანი წლების საბჭოთა საზოგადოების (ი. ეფრემოვის „ჩვენ ვერ დაგვაბრკოლებს ბარიერები ხმელეთსა და ზღვაზე“, „ანდრომედა ნისლეული“ და სხვ.) შედარება 1970-1980-იანი წლების დაღლილ, ცინიკურ, სარკასტულ და გაუხარებელ საბჭოთა საზოგადოებასთან. და ეს მაშინ, როდესაც 1970-იან წლებში ცხოვრება უფრო კომფორტული, მსუბუქი და უფრო მაძღრისი გახდა; შიში წავიდა, მაგრამ ამას ბედნიერება არ მოუტანია. 1960-იანი წლები იმედის ხანმოკლე დრო იყო, რომელიც არ განხორციელდა არც ჩვენთან, არც მსოფლიოში.
—  შესაძლებელია თუ არა პროგრესი ყველა ადამიანს (ან მინიმუმ უმრავლესობას) ემსახურებოდეს?
— საბჭოთა კავშირი შეეცადა. და ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენ ეს გამოგვდიოდა. ე.ი. შესაძლებელია. მხოლოდ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გვახსოვდეს სტალინის გაფრთხილება, რომ სოციალიზმის განვითარებასთან ერთად კლასობრივი ბრძოლა უფრო მწვავე გახდება, ანუ, სახეზეა გადაგვარების საფრთხე. ასეც მოხდა, ამასთან ერთ-ერთი პირველი გადაგვარდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გარკვეული სეგმენტები. პარტიულმა ინკვიზიციამ ვერ იმუშავა კარგად.
— ოცნება მომავლის შავი ნაწერია. რაზე ოცნებობენ  დღეს ადამიანები?
— სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა რამეზე ოცნებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე არიან ისინი ორიენტირებულნი -  ბნელ და ვულგარულ ვნებათა სამყაროზე (პირად მათთვის სიმდიდრესა და სიამოვნებაზე სხვების ხარჯზე), თუ სოციალურ სამართლიანობასა და მისი ეთნოკულტურული იდენტურობის შენარჩუნებაზე დაფუძნებულ სოლიდარულ შრომაზე.

სიტუაცია კონტროლიდან გამოდის
— „ოქროს მილიარდის“ პრობლემა თანამედროვეობის ყველაზე სახიფათო პრობლემაა, ეთანხმებით ამას?
—„ოქროს მილიარდის“ პრობლემა იმ ფორმით, რომლითაც ის ჩამოყალიბდა, ყველაზე საშიშია, ვინაიდან ეს მილიარდი ქრება. ევროპაში მას ანადგურებენ არაბები, თურქები, ქურთები, აფრიკელები, და ისინი სულ უფრო მეტი იქნებიან. რჩება შთაბეჭდილება, რომ „ოქროს მილიარდის“ ევროპული ნაწილი ჩამოწერეს და „ისტორიის უნიტაზში“ ჩარეცხეს, ან ცდილობენ სამხრეთიდან გადმოსახლებულთა დახმარებით სელექციური გზით შექმნან ევროპელთა ახალი ტიპი, რომელიც არა რაოდენობით, არამედ მოხერხებულობით იბრძოლებს მომავლისათვის. მართალია,  ჯერ-ჯერობით ახალგაზრდა განათლებული ევროპელები ემიგრირებენ კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მაგრამ არა აშშ-ში, სადაც მალე ძალიან დაცხება იმის გამო, რომ იქ სოციალური პრობლემები რასობრივთან არის შერეული: ზანგებთან, რომლებსაც, როგორც დღეს მიღებულია, ახლა აფროამერიკელებს უწოდებენ, ესპანურენოვანებთან (ლათინოსი). დასავლეთის რასობრივი და ეთნოკულტურული შემადგენლობა იცვლება. სინამდვილეში, დასავლეთი, ჩვეულებრივი მნიშვნელობით, აღარ არსებობს. არსებობს პოსტდასავლური პოსტქრისტიანული საზოგადოებაა, რომელიც სწრაფად მიექანება „ისტორიის ბუდეში“. გარკვეული გეგმა მათ, ვისაც ბ. დიზრაელიმ „ისტორიის პატრონები“ უწოდა, ხოლო მწერალმა ო. მარკეევმა „მსოფლიო თამაშის ოსტატები“, აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. მეორეც, ბრძოლა მომავლისათვის მსოფლიო მმართველ ელიტაში იწყება (ის ხომ არ არის ერთიანი). სწორედ ეს წინააღმდეგობები უნდა გამოვიყენოთ ჩვენ, როგორც ეს სტალინმა გააკეთა 1930 წელს.
— ამ გეგმის მიხედვით რა ადგილი მიუჩინეს რუსეთსა და რუსებს (ამ სიტყვის საერთო გაგებით, ანუ რუსეთის მკვიდრთ)?
— ორიგინალურ გეგმაში ადგილი რუსეთსა და ბევრ სხვა არადასავლურ ხალხთათვის, ვფიქრობ, არ არის. მაგრამ, ვიმეორებ, გეგმა, როგორც ჩანს, ჩავარდნის პირას არის. თუმცა, რამდენიმე მიმართულებას გლობალისტები ძალიან მიზანმიმართულად ამუშავებენ: სახელმწიფოს, ოჯახის, განათლების, ჯანდაცვის და მეცნიერების განადგურებას. ეს მათი გლობალური დღის წესრიგის ნაწილია. ამიტომ საგარეო პოლიტიკაში ყოველგვარი რიტორიკის და სიტუაციური ხმამაღალი აქციების მიუხედავად, მე დავიჯერებ მხოლოდ ისეთი ხელისუფლების კეთილ ზრახვებს, რომელიც შეაჩერებს მეცნიერების, განათლების და ჯანდაცვის ნგრევას, ანუ შეაჩერებს გლობალურ დღის წესრიგს ამ სფეროებში. რა ბრძოლაა დღეს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისთვის, თუ ყველაფერი ისე მიდის, რომ ვერავინ და ვერაფრით (ჯანმრთელი მამაკაცების და ტვინის ნაკლებობის გამო) ვერ დაიცავს მას?
—რა გეგმის შეთავაზება შეგვიძლია ამის სანაცვლოდ ჩვენ?
— ჩვენ - ვინ ვართ? ხალხი, ოლიგარქები, ხელისუფლება? გეგმა რომ შესთავაზო,  სტრატეგია უნდა გაგაჩნდეს. სტრატეგია რომ გქონდეს, იდეოლოგია უნდა გაგაჩნდეს. ჩვენს სახელმწიფოს, ფორმალურად, იდეოლოგია არ გააჩნია, ხოლო მათი ბედი, ვისაც დღეს მსოფლიოში არ აქვს იდეოლოგია და, შესაბამისად, მომავლის პროექტი - გზის ნაპირას დგას იმის მოლოდინში, რომ, იქნებ, ბატონებმა მიიწვიონ ცხოვრების ახალ ზეიმზე. მაგრამ არ მიიწვევენ: „რომი არ უხდის ფულს მოღალატეებს“. რუსეთს მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - გადარჩეს და გაიმარჯვოს XXI საუკუნეში, შეინარჩუნოს იდენტობა, მოსახლეობა და ტერიტორია .. ეს პროგრამა-მინიმუმია. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ სოციალური სისტემის შექმნის გზით, რომელიც ეფუძნება სოციალურ სამართლიანობას, მაშინ ძალაუფლება და სამშობლო იდენტური იქნება. ხალხს შეუძლია მოკლას ფულის გამო, მაგრამ ფულის გამო არავის არ სურს სიკვდილი. სამშობლოსთვის თავს გასწირავენ, ამაზე მოწმობს  დიდი სამამულო ომი. სწორედ ამიტომ გავიმარჯვეთ - ჩვენ მხარში გვედგა სამართლიანი სოციალური სისტემა, რომლის ანტიკაპიტალისტურ-კოლექტივისტური ხასიათი შეესაბამებოდა ცნობიერების და ქვეცნობიერების რუსულ არქეტიპებს და კულტურულ-ისტორიულ კოდს; ალექსანდრე ბლოკის თქმით, ბოლშევიზმი „რუსული სულის თვისებაა და არა ფრაქცია სახელმწიფო სათათბიროში“.
21-ე საუკუნე მომავლისათვის სასტიკი ბრძოლის დრო იქნება, როდესაც მთელი სახელმწიფოები, ეთნიკური ჯგუფები, კულტურები  უმოწყალოდ იქნება ისტორიის მიერ განადგურებული. ხელისუფლებაში მყოფი არამზადები (მათი სახელია ლეგიონი, ერთი მაგალითი: შეხედეთ ჰ. კლინტონის სახეს) უკან არ დაიხევენ. ამ ბრძოლაში გადარჩებიან დარაზმული სოციალური სისტემები, რომლებიც გაერთიანებული იქნებიან ერთიანი ღირებული კოდით და ხასიათდებიან მინიმალური სოციალური პოლარიზაციით, აქვთ ცოდნის მაღალი პროცენტული მაჩვენებლების მქონე მატარებლები, ერთგვარი ერი-კორპორაციები. ამ ბრძოლაში ოლიგარქიული სისტემები არ გადარჩება, მათი ბედია გახდნენ ეკონომიკური სასუქი ძლიერებისთვის: ფაქტობრივად, ისინი სხვას არ იმსახურებენ. XX საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ოლიგარქიულმა სტრუქტურებმა ორჯერ დაბლოკეს პროგრესი და ძვირად დაუჯდათ ეს. 1960-იანი წლების შუა პერიოდში, საბჭოთა კავშირი მზად იყო მოეხდინა სამეცნიერო-ტექნიკური გარღვევა მომავალში, სისტემური ანტიკაპიტალიზმიდან გადასულიყო რეალურ პოსტკაპიტალიზმში, მაგრამ ეს არ შედიოდა არც საბჭოთა ნომენკლატურის და არც მსოფლიო კაპიტალიზმის ლიდერების ინტერესებში. გარღვევა მკაცრად დაბლოკეს, ხოლო ნავთობის ფასების ზრდამ და დეტანტმა საბჭოთა ხელმძღვანელებს მოუტანა სიმშვიდის და ღრმა კმაყოფილების გრძნობა. ჩვენთან ხშირად ბრეჟნევის დროს იხსენებენ გულის აჩუყებით, რადგან არსებობდა სტაბილურობა და მომავალი დღის იმედი. ხანმოკლე პერსპექტივაში ასე იყო, მაგრამ საშუალოვადიან პერსექტივაში (რომ არაფერი ვთქვათ გრძელვადიან პერსპექტივაზე), ბრეჟნევის ეპოქა, რომელიც მომავლის ხარჯზე არსებობდა, დაკარგული ისტორიული შესაძლებლობების დრო იყო: „დაუდევარმა მოხუცებმა, ... რომლებსაც საკუთარი ცოლების ეშინოდათ“ (ე. ნეიზვესტენი), ხელიდან გაუშვეს სისტემის მომავალი - ის იღუპებოდა, და არც თუ მათი დახმარების გარეშე. ეს იმ დროს, როცა მრავალფენიან საბჭოთა კავშირში არსებობდა განსაკუთრებით ძლიერი სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი, რომელიც მზად იყო მომავალში გარღვევისთვის არა უგვიანეს 1990-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ, თუ 1960-იანი წლების მცდელობა შეაჩერეს დეტანტისა და ნავთობის საშუალებით, მეორე - პერესტროიკით და სსრკ-ს ნგრევით, რომელსაც საფუძვლად დაედო საბჭოთა ნომენკლატურის ნაწილის სურვილი „ჩაწერილიყო  ბურჟუაზიაში“. რჩება იმედი, რომ 1980-იანი წლების ბოლოს განხორციელებული რეჟიმის ევაკუაცია არ იყო მხოლოდ ფინანსური, არამედ სამეცნიერო-ტექნიკურიც. თუმცა, "გასროლა მომავლიდან“ - ეს კარგია, მაგრამ ჩვენც არ უნდა შევცდეთ.
რუსეთი (და ჩვენც მასთან ერთად) შექმნილ სიტუაციაში რომ გადარჩეს, აუცილებელია გარე თავდასხმებისგან თავის დაღწევა. სიმართლე ისაა, რომ როდესაც ძაღლს ჯოხით სცემენ, რომ გადარჩეს, მან ჯოხს და ხელს კი არ უნდა უკბინოს, არამედ ყელში სწვდეს მას, ვისაც ხელში ჯოხი უჭირავს. ყელის მოსაძებნად ძალიან კარგად უნდა წარმოიდგინო თანამედროვე სამყაროს სტრუქტურა, კარგად იცნობდე იმ ძალებს, რომლებიც იქ მოქმედებენ, და მათი ადგილსამყოფელი.

წყალწაღებულის გადარჩენა მხოლოდ წყალწაღებულის საქმეა

— იძლევა თუ არა მეცნიერება, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, პასუხს ამ კითხვებზე?
— დიახ, იძლევა. რუსეთის მტრები არიან გლობალური მევახშეები და პოლიტიკოსები, რომლებიც მათ ემსახურებიან, ჟურნალისტები, შოუ-მოღვაწეები, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ მის შიგნით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საუბარია რეგრესორებზე, რომლებიც ანადგურებენ ჩვენი საზოგადოების ღირებულ, ინტელექტუალურ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს. მაგრამ ისინი მხოლოდ გლობალური მატრიცის უსახო ფუნქციებს წარმოადგენენ, ჩაპეკის სალამანდერებს, რომელთა შესახებაც მწერალმა თქვა: „ისინი წარმოადგენენ ათასობით უსახო ნიღაბს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარი მტერი გლობალური მატრიცაა, პლანეტარულ ზომებამდე გაზრდილი ობობა შელობი „ბეჭდების მბრძანებლიდან“. სხვათა შორის, გლობალური მატრიცის (G-Matrix), როგორც სტრუქტურის, და საშუალებების იდეა, რომელიც თავს ახვევს მსოფლიო მოსახლეობას გარკვეული აზროვნების გზას, 1970 წელს წამოაყენეს რომის კლუბის მოღვაწეებმა.
—არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც აკავშირებს სამეცნიერო მიღწევებს პრაქტიკულ პოლიტიკასთან (ან დიპლომატიასთან, ან ვინ წყვეტს დღეს ჩვენს ქვეყანაში გადარჩენის და ხელისუფლების ამოცანებს)?
—გადარჩენის და გამარჯვების ამოცანები ნებისმიერ ქვეყანაში უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ხელმძღვანელობამ. საქმე იმაშია, რამდენად კარგად და პატიოსნად აკეთებს ის ამას, რამდენად აიგივებს საკუთარ თავს თავის ქვეყანასთან. და ბოლოს, რამდენად განვითარებული აქვს მას თავდაცვის ინსტინქტი,  მტაცებლურ ინსტიქტზე და ლამაზი ცხოვრებისკენ სწრაფვაზე რამდენად უფრო ძლიერია. თუ ეს უკანასკნელი გადაწონის, ადრე თუ გვიან გამოჩნდება ისტორია შელობის ან საკუთარი ხალხის სახით, და ხითხითით გვეტყვის: „მიბრძანდი ეხლაც და სინჯე - იხტუნე, ითამაშეო!“ და ეს ცეკვა სავარაუდოდ იქნება  Dance macape - სიკვდილის ცეკვა.
—  არსებობენ თუ არა რუსეთში ძალები, რომლებიც მას გადაარჩენენ?
— იმედი მაქვს, რომ არიან. მაგრამ, საერთოდ, წყალწაღებულის გადარჩენა მხოლოდ წყალწაღებულს შეუძლია. როგორც „ინტერნაციონალშია“: „სხვა სულ ყველა ტყუილია/ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!../ძალა არის შეერთება/ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..“  ჩვენ დიდი დრო გვჭირდება ადგილიდან რომ დავიძრათ, მაგრამ სწრაფად დავდივართ. ასე რომ იმედი ყოველთვის არის.
— როგორ უნდა მოვძებნოთ და გავაერთიანოთ ისინი?
— გაერთიანების საუკეთესო გზა არის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული საერთო საქმე. მაგრამ რა საერთო საქმე შეიძლება ჰქონდეს მდიდარსა და ღარიბს, ქურდსა და მათხოვარს?
— რა იდეოლოგია უნდა მიიღოს რუსეთმა 21-ე საუკუნეში?
—იდეოლოგია  მაღაზიაში არ იყიდება, ის იბადება სისხლიანი და სასტიკი კრიზისის დროს, როგორც პასუხი კითხვაზე, თუ როგორი მომავალი გვინდა ჩვენთვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ცნობილი თანამედროვე იდეოლოგიები - მარქსიზმი, ლიბერალიზმი (შეწყვიტა არსებობა 1910 წელს, არ უნდა შეგვეშალოს მასთან, რასაც ასე უწოდებენ დღეს დასავლეთში და, უფრო მეტად, რუსეთში) და კონსერვატიზმი ევროპაში 1789-1848 წლებში რევოლუციების ეპოქაში დაიბადა.
— ხომ არ დადგა რუსეთში სამხედრო-სასულიერო წოდების შექმნის დრო?
— წოდება არ იქმნება, ის ისტორიის განვითარების პროცესში წარმოიქმნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ მონარქიის მსგავსად, წოდების დროც წავიდა - ამოიწურა, vixerunt, როგორც ციცერონი იტყოდა. მით უმეტეს, რომ  რუსეთის ისტორიაში ძლიერი წოდებრივი სისტემა, როგორც არისტოკრატია, არ არსებობდა.
—უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში, ყველა საუკუნის დასაწყისში რუსეთი მონაწილეობდა ომში, რომელიც განადგურებით ემუქრებოდა: 1610-იანი წლები -  არეულობის ხანა; 1710-იანი - ჩრდილოეთის ომი; 1810-იანი - სამამულო ომი ნაპოლეონთან; 1910-იანი წლები - პირველი მსოფლიო ომი. ეს  შემთხვევითობაა თუ კანონზომიერება? ახლა 2010-იანი წლებია.
— შემიძლია სხვა მაგალითების მოყვანა: ლივონიასთან (1558-1583), პოლონეთთან (1654-1667), შვიდწლიანი ომი (1756-1763), ყირიმის (1853-1856), დიდი სამამულო (1941-1945). მათი მნიშვნელობა არანაკლებია, ასე რომ, აქ ციფრების მისტიკას არ აქვს ადგილი.
—„ისტორიის ბატონ-პატრონები“ მომავლის საზოგადოების მოდელებს ქმნიან. ამასთან დაკავშირებით რიგი კითხვები წარმოიქმნება. ადამიანის მიერ გამოგონილ ნებისმიერ მოდელს შეუძლია ფუნქციონირება, ანუ აქვს სიცოცხლისუნარიანობის უნარი?
— რა თქმა უნდა, ყველას არა.
— ყველა მოდელს შეუძლია განვითარება?
— რა თქმა უნდა, არა.
— არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რათა განასხვავონ ეფექტური და უვარგისი სისტემებიც კი მათი მოდელირების ეტაპზე?
— ვშიშობ, რომ არა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ალბათობის ხარისხის შეფასება. შეიძლება იყოს სუსტი მოდელი, მაგრამ სამყარო იცვლება, და ეს მოდელი ყველაზე ადეკვატური აღმოჩნდა - ეს როგორც რეცესიული მუტაციაა ბიოსისტემების განვითარებაში. და პირიქით: არსებობს ძლიერი, კარგად ადაპტირებული მოდელი, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად და პირობითად იცვლება: დინოზავრები გადაშენდნენ, ხოლო მარგინალური „ბიგები“ იტაცებენ გათავისუფლებულ ეკოლოგიურ ნიშებს.
—არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც იძლევა აშკარად ეფექტური სისტემების შექმნის საშუალებას?
— სწრაფად ცვალებად სამყაროში უფრო მეტად შესაძლებელია ნეგატიური ხასიათის პრინციპები, ანუ, რის გაკეთებაც არ შეიძლება.
— გვაქვს თუ არა ჩვენ მომავლის მოდელი?
— მე ჯერ ვერ ვხედავ მას. ზოგადად, მოდელი იბადება ბრძოლაში, კერძოდ - ბოროტებასთან ბრძოლაში.
— თქვენ არაერთხელ აღნიშნავთ თქვენს ლექციებში სისტემების თეორიას. მაგრამ ყველა თეორიისთვის ერთიანი სისტემა არ არსებობს, ისინი ათობითაა. რომელ მათგანს გულისხმობთ?
— სისტემების თეორია უნივერსალურია, მას აქვს ქვესექციები, მაგალითად, ცოცხალი (ანტიენტროპიული) სისტემების თეორია, რომელშიც შედის საზოგადოება.
— არსებობს ახლა ამ სისტემების თეორიაში დანართი, რომელიც აღწერს საზოგადოებას?
— არსებობს სოციალური სისტემების სხვადასხვა თეორია, მაგალითად, მარქსის ფორმაციის თეორია, სხვათა შორის, ყველაზე ცუდი არა. ალექსანდრე ბოგდანოვის, ვილფრედო პარეტოს თეორიები.

ბიბლიური პროექტი დასრულებულია. ახლა ტოტალური დებილიზაციის რიგია

— როგორია აბრაჰამული რელიგიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში? რას ფიქრობთ ლევ ტოლსტოის ნაშრომზე "რატომ იმყოფებიან ამჟამად ქრისტიანული ხალხები ზოგადად და განსაკუთრებით რუსები გაჭირვებულ მდგომარეობაში?“
— ტოლსტოიმ დააფიქსირა აშკარა რამ - განსხვავება იმისგან, რასაც, სახარებებიდან გამომდინარე, იესო ასწავლიდა, რაც გახდა ბიბლიური პროექტი, რომლის სათავეში იდგა პავლე, ამ უკანასკნელში კი საულისგან ბევრი რამ შემორჩა. მართლაც, როდესაც იესო საუბრობდა სიყვარულზე, პავლე და ეკლესია საუბრობდნენ შიშზე; იესოს კონფლიქტი ჰქონდა ხელისუფლებასთან, პავლე და ეკლესია კი მოუწოდებდნენ მისდამი მორჩილებისკენ. პავლეს სქემაში ბევრი რამ არის ძველი აღთქმიდან - ეს ქრისტიანობის „დაუცველობის ფანჯარაა“. შემთხვევითი არ არის, რომ XIX საუკუნეში რუსეთში ძველ და ახალ აღთქმას არ ათავსებდნენ ერთი ყდის ქვეშ. რაც შეეხება განსხვავებას ოცნებას, რევოლუციურ იმპულს, ერთის მხრივ, და ორგანიზაციას შორის, ეს უტილიზირებული იმპულსია, ამას დოსტოევსკიმ მიუძღვნა „ლეგენდა დიდ ინკვიზიტორზე“. იესო, ალბათ, ვერ მოიფიქრებდა ინკვიზიციას, იეზუიტიზმს და დოგმატს პაპის შეუცდომლობის  შესახებ.
— ეთანხმებით თეზისს, რომ ქრისტეს შემდეგ ქრისტიანობა ფარისევლებმა გადაწერეს?
— ქრისტეს შემდეგ ქრისტიანობა კი არ იყო გადაწერილი, არამედ შეიქმნა; შექმნის პროცესი გაგრძელდა 150-200 წელი (ჩვ. წ. აღრ-ის III-IV სს.), როდესაც შეიქმნა ლიტერატურის კორპუსი და აგებული იქნა - რომის იმპერიის მოდელის შესაბამისად - იერარქია და ტერიტორიული სტრუქტურა. ახალი ეპოქის შესაბამისად შემუშავდა ბიბლიური პროექტი. თუ მანამდე ხმელთაშუაზღვისპირეთში სოციალური კონტროლი მოჩვენებით ხასიათს ატარებდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „სირცხვილის კულტურა“ და გარე ძალადობრივი კონტროლი - „ეგვიპტური მოდელი“, რომელმაც მაქსიმალურად ჰპოვა გამოხატვა რომის იმპერიასა და რომის სამართლში. შეცვლილმა პირობებმა მოითხოვა უფრო ფაქიზი და უფრო ღრმა, ინტერიოზიზებული ფორმა უკვე არა მხოლოდ სოციალურის, არამედ სოციალურ-ფსიქოლოგიური კონტროლისა - შიგნიდან. აქედან გამომდინარეობს „სინდისის კულტურა“. ანუ სამყარო და ადამიანი ჩვ. წ. აღრ-მდე I ათასწლეულის - ჩვ. წ. აღრ-ის I ათასწლეულის მიჯნაზე ისე გართულდა, რომ მხოლოდ ძალადობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ბიბლიური პროექტი - ეს არის შიდა და გარე მორჩილების კომბინაცია პირველის პრიმატით, ამასთან გარე მორჩილების ფუნქციის ნაწილი თავის თავზე აიღო ქრისტიანულმა ეკლესიამ, ამიტომ მრავალმა სოციალურმა მოძრაობამ მიიღო ერესის ფორმა.
XV საუკუნის მიწურულს კათოლიკური ეკლესია იმდენად კომპრომეტირებული აღმოჩნდა, ხოლო ერესმა იმდენად დაასუსტა მისი მდგომარეობა, რომ იძულებული გახდა პროტესტანტიზმის მხრიდან გამოწვევა მიეღო. პროტესტანტიზმმა, რომელმაც დარტყმა მიაყენა კათოლიციზმს და დაუპირისპირდა მას (თავისი დაძაბულობით - მე-16 - მე-17 საუკუნეების რელიგიურ ომებამდე, ივანე მრისხანეს მსგავს მოღვაწეებთან შედარებით - ეს არის ჰუმანიზმისა და ღვთისმოსაობის მაგალითი), პარადოქსულად არა მხოლოდ დაასუსტა, არამედ დროებით გააძლიერა კიდეც ბიბლიური პროექტი. პირველ რიგში, მან შექმნა მისი უფრო თანამედროვე (ფულზე, წარმატებაზე, სელექციურ რჩეულობაზე ორიენტაციის თვალსაზრისით, ამ კუთხით პროტესტანტიზმი ქრისტიანობის იუდაიზირებული ვერსიაა), უფრო სასტიკი და ამავე დროს მარტივი ფორმა; მეორე, გახდა ერთგვარი სარქველი უკმაყოფილოთა გამოსასვლელად Pax Catholica-დან და ამ უკანასკნელში სიმშვიდე შეიტანა. თუმცა დიდი ხნით არა. დრო მუშაობდა ქრისტიანობის ორივე ვერსიის წინააღმდეგ, რომელიც გამოეყო ორთოდოქსიას (მართლმადიდებლობას). მოდიოდა ახალი ერა, რომლის სტრუქტურული და რეფლექსიური მართვისათვის აუცილებელი იყო ინსტიტუციონალიზაციურად გაფორმებული რაციონალური ცოდნა - მეცნიერება. და შემთხვევითი არ არის, რომ იგივე საფრანგეთში, განვითარების ასეთ ცოდნას (მაგალითად, დეკარტის სახით) ხელი შეუწყეს იეზუიტებმა.
XVIII - XIX საუკუნის დასაწყისში ბიბლიურმა პროექტმა, რომელიც დაშლის პროცესში იმყოფებოდა, კიდევ ერთი მუტაცია გადაიტანა: ქრისტიანული რწმენა უარყოფილ იქნა, ჯერ გაჩნდა პროტოიდეოლოგია ბრიტანული მასონური ლოჟის პროექტის სახით, რომლის რეალიზაცია ძირითადად საფრანგეთის ნიადაგზე მოხდა - განმანათლებლობა, შემდეგ გაჩნდა მისი იდეოლოგიის სამი ძირითადი ფორმა: კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი, მარქსიზმი. ეს უკვე იყო ბიბლიური პროექტის არარელიგიური, ტერმინალური ფორმები, რომლებიც ერთდროულად მოქმედებდნენ, როგორც ბრძოლის საშუალება და როგორც სოციალური კონტროლის ფორმები, მკვეთრად გართულებულ სოციალურ გარემოში. როგორც ადრე, ქრისტიანულმა მღვდლებმა ჩამოიცილეს ან გაანადგურეს ქურუმობა (რუსეთის ტერიტორიაზე - ვედიზმი), ისე XVIII-XX საუკუნეებში მასონები, ლიბერალიზმის, მარქსიზმის იდეოლოგები, ნაცისტები თავს დაესხნენ ქრისტიანულ ეკლესიას. ამ შემთხვევაში ძალიან მართებულია ნეტარი ავგუსტინეს სიტყვების გახსენება იმის შესახებ, რომ „დანაშაული სასჯელის გარეშე არ არსებობს“.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ქრისტიანობის თავდაპირველი სირთულე, რომელიც გამოხატავდა გვიანი ანტიკური პერიოდის ევროპული ცივილიზაციის სირთულეს (ანტიკურობის, ებრაული და გერმანული ტრადიციების ელემენტები), ეს ერთდროულად არის ძალაც და სისუსტეც. რთული კომპოზიცია შეიძლება ნაწილებად დაიშალოს. ეს ისლამია მხოლოდ ერთიანი. მისი მხოლოდ ნაჭრებად  დაჩეხვა შეიძლება, ხოლო ქრისტიანობას ახასიათებს მოულოდნელი მუტაციები. ნ. ბერდიაევმა შენიშნა, რომ ქრისტიანობას მოჰყვება კათოლიციზმი, კათოლიციზმს - პროტესტანტიზმი, ხოლო პროტესტანტიზმს - ათეიზმი (მე მასონობას დავამატებდი). ეს ერთი ხაზია. კათოლიციზმი ნეოქურუმულ იერარქიაში გადაგვარების გზაზე დგას. და რომის პაპი პაპის შეუცდომლობის დოგმატის მიღების შემდეგ არ არის ნეო-წარმართული კულტის უზენაესი ქურუმი? და ქრისტიანობის და იუდაიზმის რთული ურთიერთობები, რომელიც რომაელმა მღვდელმთავარმა „უფროს ძმად“ უკვე გამოაცხადა? ხომ არ არის „უფროსი ძმა“ დიდი ძმა? ვინმე იტყვის: საიდან გაჩნდა წარმართობა? ქრისტიანობა არის მონოთეისტური რელიგია. მაგრამ, პირველ რიგში, „კერპთაყვანისმცემლობა“ ნეგატიური იარლიყია,  რომლითაც აბრაჰამული რელიგიის წარმომადგენლები ყველას აჯილდოებენ. მეორეც, იუდაისტები და მუსლიმები ეჭვქვეშ აყენებენ ქრისტიანთა „მტკიცე გულწრფელობას“ მონოთეიზმში - სამება, ხატები. ასე რომ, ყველაფერი ისე მარტივი არ არის ქრისტიანობასთან მიმართებაში, და რაც ხელს უწყობდა მის ექსპანსიას, შეიძლება სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. თუმცა, როგორც ჩანს, ვატიკანში ეს კარგად ესმით.
ამჟამად ბიბლიური პროექტი თითქმის დასრულებულია, ისევე როგორც იდეოლოგიის ფენომენი; მსოფლიოს მმართველები სასწრაფოდ ეძებენ შეცვლას. და უკვე დღეს შეიძლება რაღაცის მიხვედრა. ერთის მხრივ, „მსოფლიოს ბატონ-პატრონები“ ანადგურებენ განათლებასა და მეცნიერებას, შეჰყავთ ისინი რომელმაც დახურულ სტრუქტურებში, ცდილობენ მოსახლეობა გადააქციონ მარადიულ მოზარდებად, რომლებისთვის კულტურას ანაცვლებენ კომფორტით და ღრმა ფიზიკური კმაყოფილების გრძნობით. მხოლოდ ორ მაგალითს მოვიყვან -   ამერიკულ კინოსა და ტელევიზიას. ერთ დროს ჟურნალისტმა დ. რობინსონმა გაზეთში „თაიმსი“ დაწერა: „1985 წელი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ბნელი პერიოდი ამერიკულ კინოში“. სწორედ ამ წელს ჰოლივუდმა, კინოინდუსტრიაში თითქმის სამოცდაათწლიანი დომინირების შემდეგ, უარყო ყველა პრეტენზია  ემსახურებოდეს ზრდასრული ადამიანის ჯანსაღ ინტელექტს“. საკმაოდ პრიმიტიული გადაცემის ავტორმა ჯანმრთელობის შესახებ „სიცოცხლე კარგია“ ე. მალიშევამ შემდეგი რამ გვაუწყა. გადაცემაში „ძილის წინ“  (2016 წლის 11 თებერვალი), ის სულმოუთქმელად ყვებოდა იმის შესახებ, რომ 1990-იანი წლების მეორე ნახევარში სხვა აღმოსავლეთ ევროპელებთან ერთად იგი აშშ-ში გადიოდა ჟურნალისტურ ტრენინგებს, და როგორ ასწავლიდნენ მათ ვისზე გაეკეთებინათ ორიენტაცია თავიანთ სატელევიზიო გადაცემებში: „თქვენ უნდა შეძლოთ, რომ ტელევიზია გამოირჩეოდეს მარტივი გადმოცემით, თითქოს გადაცემას თერთმეტი წლის განუვითარებელი მოზარდებისათვის ამზადებთ“. თუ გადაცემის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის ამას აკეთებს. როგორი კონტრასტია საბჭოთა ეპოქის დროინდელ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროგრამებთან, რომელიც მიჰყავდა, მაგალითად, ჭკვიან, ინტელიგენტურ, თვითკმაყოფილებისგან შორს მყოფ და  ზრდილობიან ელეონორა ბელიანჩიკოვას.
ზრდასრული ადამიანების განუვითარებელ მოზარდებად გარდაქმნა, რომლებიც ცხოვრობენ არა ინტელექტით, არამედ ჰორმონალურ-ინსტინქტური პროგრამებით, უბრალოდ რომ ვთქვათ, არის დებილიზაცია (ამას ემსახურება ყველა სახის თოქ-შოუ), რომელსაც მარტივი მიზანი აქვს დასახული: აღზარდონ აბსოლუტურად არადამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ადვილად მიუერთებენ გლობალურ საკომუნიკაციო ქსელს, როგორც მთლიანად კონტროლირებად „უჯრედს“.  შემოქმედებით, მინიმალურად ინტელექტუალურ პიროვნებას ვერ გარდაქმნი ელექტრონული ტვინის „უჯრედად“, რომელსაც გააკონტროლებენ ნეოქურუმები და ტექნო-მაგები.
მეორეს მხრივ, სულ უფრო მეტი თანხები იდება NBICS-ს ნანო-ბიო-ინფო-კოგნო-სოციო კვლევებში. როგორც ჩანს, საქმე ეხება დისტანციური კონტროლის დაწესებას მცურავ ქალაქებსა და მიუწვდომელ სახმელეთო ანკლავებში მცხოვრებ ელიტაზე. ჩემი აზრით, დღეს  დისტანციური განათლების სახით და საფარქვეშ, რომელიც მაქსიმალურად პრიმიტიულს ხდის განათლებას, გამორიცხავს პიროვნულ პრინციპს (მასწავლებელს) და ადებილებს სწავლის ობიექტს, რეალურად მუშავდება „მაღალი ფენების“ დისტანციური ფსიქოსოციოკონტროლის მეთოდები და ფორმები „დაბალ ფენებზე“. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სქემა ვერ იმუშავებს, პირველ რიგში კი, რუსეთში. რეგრესორებთან ბრძოლა მოითხოვს ერთ მნიშვნელოვან რამეს: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი პერსონალიზირება, ისინი არ არიან პიროვნებები, არამედ ფუნქციებს წარმოადგენენ, მატრიცის ბიორობოტებს, გარეგნულად ცივილიზებულ და ზოგჯერ სანდომიან ორკებს. მაგრამ ორკი ორკია, ანუ რაღაც, რომელსაც არ გააჩნია მისი  და ემორჩილება სხვის ბოროტ ნებას.
—განა ქრისტიანობა არ არის მონათმფლობელების მიერ მონებისთვის შექმნილი რელიგია?
— საბოლოო ჯამში, თუ უხეშად ვიტყვით და განსაზღვრავთ რაღაცას სოციალური ფუნქციის მიხედვით, დიახ, - იესო, აშკარაა, სხვა რამ არის. მაგრამ მარქსიც ხომ ერთია, მარქსიზმი კი სხვა რამ. მარქსიც ხომ ამბობდა, რომ მარქსისტი არ არის. საინტერესოა, რას იტყოდა იესო ქრისტიანული სისტემის შემქმნელთა შესახებ, რომ არაღაფერი ვთქვათ, ამ უკანასკნელის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ? ვფიქრობ, გაიხსენებდა თავის „მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა“. თუმცა, „მონათმფლობელები და მონები“ შეიძლება შეიცვალოს „ფეოდალებსა“ და „გლეხებზე“, „ბურჟუასა“ და „პროლეტარებზე“. ქრისტიანული ეკლესია არსებობდა სამ სოციალურ სისტემაში - ანტიკურ-მონათმფლობელურში, ფეოდალურსა და კაპიტალისტურში (და კიდევ სისტემურ ანტიკაპიტალიზმში - სსრკ - მართალია, შემორჩა  ჩეკისტების მიერ მოდიფიცირებული სახით).
— ეთანხმებით თუ არა თეზისს, რომ უცხო (სხვა ერისგან მოსული) რელიგიის აღიარება არის სულიერი დამონება?
— რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ეს არის სულიერი დივერსია, როდესაც ხორციელდება უცხო იმპლანტის ინტერიორიზაცია, და გარკვეული სისტემა (ეთნოსი, სახელმწიფო) ხდება უცხოთა თვითრეალიზაციის ნიადაგი. ნასესხები ღმერთები მაღალპროცენტიანი კრედიტივითაა, ოღონდ სესხის დაფარვა ფულით კი არ ხდება, არამედ დანგრეული ისტორიული ბედით.
— ლექციებში თქვენ აღნიშნავთ: „ურდოს პერიოდი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იყო რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის“. XIV საუკუნეში ურდოს მიერ ისლამის მიღებამ ხომ არ გამოიწვია განადგურებისთვის ბრძოლა?
— არ გამოიწვია. მართლმადიდებელი მღვდლები ეკლესიებში ლოცულობდნენ ურჯულო მეფისთვის, რომელიც მათ მიმართ იჩენდა კეთილგანწყობილებას. მაგრამ, როგორც კი ურდომ შეწყვიტა არსებობა, რუსმა მმართველებმა ხელში ჩაიგდეს ეკლესია. პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგა ივანე III-მ, განაგრძო - სასტიკად - ივანე IV-მ, და - გარეგნულად რბილად, მაგრამ შინაგანად მკაცრად - ალექსეი მიხაილოვიჩმა. ხოლო პეტრე I ფორმა და შინაარსი შესაბამისობაში მოიყვანა: საპატრიარქო გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა სინოდი, დე ფაქტო - საეკლესიო საქმეთა სამინისტრო. ასე რომ, ბოლშევიკთა ქმედებები ეკლესიის მიმართ, თუ არ გავითვალისწინებთ ლენინისა და ტროცკის, და ნახევრად ტროცკისტი ხრუშჩოვის ექსცესებს, სავსებით შეესაბამებოდა რუსეთის ხელისუფლების ტრადიციებს. რუსეთში ცილდაწამებული ივანე მრისხანეს დროიდან ეკლესია ყოველთვის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, თვითმპყრობელი ეკლესიის იერარქებზე მთავარი იყო, რომლებსაც, თუ საჭირო იყო, თავის ადგილზე მიუთითებდნენ. ამიტომაც დაუჭირა ეკლესიამ მხარი 1917 წლის თებერვლის რევოლუციას, რადგან სურდა თავისუფლების მიღება უზენაესი საერო ძალაუფლებისგან. ძალიან არაშორსმჭვრეტელურია, და ბოლშევიკებმა მალევე განუმარტეს ეს. სხვათა შორის, ამავე დროს, მხოლოდ გაცილებით სასტიკად (ლათინოამერიკული ტემპერამენტი), მექსიკელმა რევოლუციონერებმა აუხსნეს კათოლიკე მღვდლებს მათი ისტორიული შეცდომა. ერთადერთი უბედურება ის არის, რომ ორივე შემთხვევაში - რუსულსა და მექსიკურში - ბევრი უდანაშაულო მღვდელი დაზარალდა.
— გამოდგება თუ არა მართლმადიდებლობა როგორც სახელმწიფო რელიგია?
—   მართლმადიდებლობა არ გამოდგება , როგორც სახელმწიფო იდეოლოგია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, რელიგია და იდეოლოგია იდეათა ორგანიზაციის ფუნდამენტურად განსხვავებული ფორმებია; იდეოლოგია არსებითად არის რელიგიის უარყოფა; ამ შემთხვევაში ფუნქციების დამთხვევას არ აქვს მნიშვნელობა. მეორეც, როგორც ვ.გ. ბელინსკი აღნიშნავდა, რუსი გლეხი არ არის რელიგიური, ის ცრუმორწმუნეა. სხვათა შორის, XVII საუკუნის შუა პერიოდამდე, ალექსი-ნიკონის რეფორმის დაწყებამდე, რუსულ მართლმადიდებლობაში შეინიშნებოდა ვედური რელიგიის ძლიერი კვალი. მანამდე არ არსებობდა ფორმულა „მე ვარ ღვთის მონა“, მის ნაცვლად ამბობდნენ „ღვთის ყრმა“, ანუ ღვთის შთამომავალი. ეს არის სლავების ვედური რელიგიის ტიპიური ფორმულა, რომელშიც ღმერთები არიან ადამიანების წინაპრები. მესამე, რუსეთში მართლმადიდებლობას, ისევე როგორც მონარქიას, წერტილი დაუსვა 1917 წელმა - vixerunt (მოძველებული). საინტერესოა, რომ როგორც კი თებერვლის გადატრიალების შემდეგ ჯარისკაცებს საშუალება მიეცათ არ წასულიყვნენ ღვთისმსახურებაზე, 80%-ზე მეტმა შეწყვიტა ამის გაკეთება. ზოგადად, ჩვენში შეხედულება რუს ადამიანზე რამდენიმე მწერალმა ჩამოაყალიბა, რომელიც რუს გლეხს  პრაქტიკულად არ იცნობდა. უპირველეს ყოვლისა, ისინი არიან ლევ ტოლსტოი და ფიოდორ დოსტოევსკი, რომელთა ფანტაზიები (ერთ შემთხვევაში ნათელი, მეორეში შემთხვევაში - ავადმყოფური) რეალობად მიგვაჩნდა. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა წავიკითხოთ ნ. ლესკოვი, ნაწილობრივ გ. უსპენსკი და ა. ჩეხოვი, უფრო ნაკლებად - ი. ბუნინი. მაგრამ, ეს სიტყვაზე. მეოთხე, რუსეთი პოლირელიგიური ქვეყანაა, მე არ ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ უამრავი ათეისტი გვყავს (მე, მაგალითად, ათეისტი ვარ). ხოლო ყოფილი კომუნისტი ხელძღვანელები ახლა ეკლესიაში სანთლით ხელში რომ დგანან, მათ, უბრალოდ, ასე გაცვალეს პარტბილეთი. ადრე პარტბილეთი ჰქონდათ, ახლა კი მის ნაცვლად აქვთ ხატი და სანთელი. როგორც აბაკუმმა თქვა, „გუშინ ბოზის შვილი იყო, ახლა კი მღვდელია“. მეხუთე, რელიგიის დრო მთელ მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება; ისლამიზმის ამჟამინდელი აფეთქება პოლიტიკური მოვლენაა, არიერგარდული  ბრძოლები.

ეკონომიკის დეფიციტარობა - სოციალიზმისთვის დამახასიათებელი თვისებებია

—რატომ ხდებოდა, რომ სოციალისტურ ბანაკში არსებობდა ცხოვრებითა  და მთავრობით უკმაყოფილების გრძნობა?
—არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველ რიგში, ხალხი არ აფასებდა იმას, რაც  ჰქონდათ. ისინი ხედავდნენ ფოტოსურათებს ან კადრებს დასავლური ფილმებიდან - სავსე დახლებს, ძეხვის და ყველის ასობით სახეობას, მოდურ ტანსაცმელს; ისინი ხელფასს ადარებედნენ. ამავე დროს, მათ „ავიწყდებოდათ“, თუ რამდენი იხარჯებოდა დასავლეთში გადასახადების გადახდაზე (50%-მდე), „ავიწყდებოდათ“ ფასიანი მედიცინისა და განათლების შესახებ, საკრედიტო მონობის, მოკლე შვებულების შესახებ. თავისთან კი „ავიწყდებოდათ“ ხელფასზე იმ ხარჯების დამატება, რომელსაც იღებდა თავის თავზე სისტემა უფასო მედიცინის, განათლებისა და ბევრი სხვა რამის უზრუნველსაყოფად. როდესაც სისტემის ნგრევის შემდეგ მათ ეს იგრძნეს, უკვე გვიან იყო. როგორც ყურანში წერია: „ჯერსიამოვნება მიიღონ, მერე მიხვდებიან!“. დღეს ნათელია: რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპისათვის სოციალიზმის ათწლეულები საუკეთესო იყო კეთილდღეობის და დროის ისტორიული სუბიექტურობის თვალსაზრისით.
მეორეც, სოციალიზმი ბევრად უფრო დაუცველი საზოგადოებაა კრიტიკისათვის. ის სოციალურ სამართლიანობასა და თანასწორობას პოსტულირებს, მაგრამ ზუსტად ისინი დაირღვა სოციალიზმის განვითარებისა და ნომენკლატურის კვაზიკურ კლასად გარდაქმნის პროცესში, რომელიც საკუთარ მატერიალურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა დასავლეთში. ეს იყო რეალობასა და გამოცხადებულ იდეალებს შორის არსებული მკაფიო წინააღმდეგობა. მაგრამ კაპიტალიზმმა (პოსტსაბჭოთა რეალობა იმავე რუსეთის ფედერაციაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში და ა.შ.), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალიზმის განადგურების შემდეგ არავის შიში და რიდი არ ჰქონდა, თითქოს განაცხადა: დიახ, ჩვენ გვაქვს ექსპლოატატორული საზოგადოება, ბაზარი, კონკურენცია - გადარჩება მხოლოდ ძლიერი - ეს არის თავისუფლება. ბევრი პრეტენზია, რომელიც შეიძლება სოციალიზმს წაუყენო, კაპიტალიზმს ვერ წაუყენეს. რის თქმა შეიძლება მათთვის, ვინც ამბობს: „დიახ, მე ასეთი ნაგავი ვარ! ეს არის ნორმა!“ რის თქმა შეიძლება? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალისტური ქვეყნებში უკმაყოფილების დიდი ნაწილი გამოწვეულია უკმაყოფილებით სოციალიზმის პრინციპების დარღვევის და სულელური რწმენის გამო, რომ ამის გამოსწორება შეიძლება კაპიტალიზმის ინექციის გზით.
გამოასწორეს? გახდა უკეთესი? გოგოლს თუ დავესესხებით და მისი სიტყვების პერეფრაზირებას მოვახდენთ, შეგვიძლია ვკითხოთ: „აბა, შვილო, დაგეხმარენ შენი პინდოსები? გახდა შენი სამშობლო მეორე პინდოსტანი?“
მესამე, Pax Socialistica თითქმის ყველა მაცხოვრებელს გარკვეულწილად აღიზიანებდა საბჭოთა კავშირი, აღიზიანებდნენ რუსები - ძლიერი ყოველთვის იწვევს გაღიზიანებას. ყველას - სხვადასხვა მიზეზის გამო: პოლონელებს იმიტომ, რომ ყოველთვის ვჯობნიდით მათ და მიუხედავად მედიდურობისა, მათ ვერ შეძლეს დიდი კულტურის შექმნა და დარჩნენ (და რჩებიან) დასავლეთის შემოგარენად, ხოლო რუსეთმა დიდი კულტურაც შექმნა და იმპერიაც; ბევრს აღიზიანებდა იმიტომ, რომ ისინი ჰიტლერს ფეხქვეშ გაეგენ, ხოლო რუსები არა, უფრო მეტიც, მათ ხერხემალში გატეხეს მესამე რაიხი; ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება - ვინ შეძლო კიდევ ევროპაში ასეთი გამარჯვების მოპოვება? რუსები - იმპერიული ტიპის ერთადერთი სლავური ერია, რომელმაც შექმნა წარმატებული იმპერია (სერბებიც იმპერიული ერია, მაგრამ ისტორიულად, ობიექტური მიზეზების გამო, მათთვის  წარმატების მიღწევა ძნელი აღმოჩნდა). ეს უპირისპირებს რუსებს თითქმის ყველა სლავებს, ასევე ყველა არაიმპერიულ ერებს, რომლებიც აღმოჩნდენ რუსულ ორბიტაზე, მაგრამ ვერ შეიმუშავეს ისტორიული მადლიერება იმის გამო, რომ რუსეთი ყოველთვის იცავდა მათ დასავლეთის, განსაკუთრებით კი გერმანელებისგან, ტევტონელთა ბარბაროსული ხროვისგან. აქედან გამომდინარე, მართალი აღმოჩნდა კ. ლეონტიევი თავის სკეპტიციზმში „სლავური ძმობის“ მიმართ. „იმპერიული ძმობა“ უფრო მტკიცე აღმოჩნდა. აუცილებელია გახსოვდეთ ეს, როდესაც XXI საუკუნის შუა პერიოდში მილიონობით არაბისა და ზანგის შემოსევის შედეგად ევროპა დაიწყებს კვნესას და ხალხი რუსეთს მიაწყდება დაცვისათვის. ჩვენ უნდა „გავიხსენოთ ყველაფერი“ - ღვარძლით, თუმცა ემოციების გარეშე, მხოლოდ ფხიზელი გაანგარიშებით. კმარა უმადურთა გადარჩენა, რომლებიც მეორე დღეს ზურგს უკან დაგვიწყებენ ფურთხებას  და დასავლეთისკენ სწრაფვას. როდესაც მესმის, რომ იგივე პოლონელები ამბობენ, „ჩვენ დასავლეთს ვეკუთვნით“, მინდა მათ ვუთხრა: „მოუყევით ამის შესახებ გერმანელებს!“
—იყო ეს ცუდი ეკონომიკის შედეგი?
— ეკონომიკა არის სისტემის ელემენტი; სისტემა (წარმოების ფაქტორების არაეკონომიკური განაწილება, კლასობრივი ინტერესი) განსაზღვრავს ელემენტს, და არა პირიქით. გარდა ამისა, სსრკ-ს და სოციალისტური ბანაკის  ეკონომიკა მთლიანობაში არ ყოფილა ცუდი ან სუსტი. მოდით მივმართოთ ციფრებს.
1985 წლამდე, პერესტროიკამდე, სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში საბჭოთა კავშირს მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსოფლიოში და პირველზე ევროპაში. 1975 წელს საბჭოთა კავშირის კუთრი წონა მსოფლიო სამრეწველო პროდუქციაზე შეადგენდა 20%-ს (შედარებისთვის: აშშ 1999 წელს - 20.4%, ევროკავშირი - 19.8%); მთლიანი შიდა საბჭოთა პროდუქტი შეადგენდა მსოფლიოს 10%-ს. იმავე 1975 წელს საბჭოთა კავშირის  ეროვნული შემოსავალი შეადგენდა აშშ-ს ეროვნული შემოსავლის 60-65%-ს. ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, უფრო დიდი ციფრები სახელდება.  ისრაელის ანალიტიკოსთა შეფასებით, ცხოვრების დონე სსრკ-ში, მათ შორის, ფასიანი და უფასო მომსახურება, ასევე ე.წ. შეუფასებელი ჰუმანიტარული ფაქტორები (კრიმინოგენული, სოციალური დაცვის დონე), შეადგენდა ამერიკულის 70-75%-ს და ჰქონდა მასთან მიახლოების ტენდენცია. 1970-დან 1975 წლამდე დარგების წილი, რომელიც ყველაზე მეტად განაპირობებდა სახალხო ეკონომიკის (მანქანათმშენებლობის, ელექტროენერგეტიკის, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა) ეფექტურობას, გაიზარდა 31%-დან 36%-მდე; შემდეგ  დაიწყო შეფერხება, მაგრამ 1975 წლისათვის მიღწეული დონე მაღალი იყო. ამავე დროს, ამ პერიოდში მანქანათმშენებლობის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 1.8-ჯერ, მათ შორის გამოთვლითი ტექნიკის - 4-ჯერ (1960-1970-იანი წლების ზღვარზე შეჩერდა მნიშვნელოვანი მიმართულებები ამ სფეროში, მაგრამ ყველა არა, თუმცა აშშ-სთან ჩამორჩენა გამოთვლითი ტექნიკის დარგში სწრაფად იზრდებოდა), აპარატურის, ავტომატიზაციის, მოწყობილობების და მათი სათადარიგო ნაწილების - 1,9-ჯერ. 1975 წელს ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო, რომლის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 9.4%-ს შეადგენდა, იძლეოდა მსოფლიო სამრეწველო პროდუქციის 30% -ზე მეტს და მსოფლიო  შემოსავალის 25%-ზე მეტს; სსრკ აწარმოებდა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს მიერ წარმოებული პროდუქციის 60%-ს. 1951-დან 1975 წლამდე სოციალისტური ქვეყნების წილი მსოფლიო სამრეწველო პროდუქციაში გაიზარდა 1.5-ჯერ (20% -დან 30%-მდე), ხოლო კაპიტალისტური ქვეყნების წილი შემცირდა 80% -დან 50%-მდე (ამერიკის შეერთებული შტატებისა - 50% -დან 22-25%-მდე).
ამას უნდა დაემატოს საბჭოთა სოფლის მეურნეობის წარმატებები 1985-1990 წწ. და, განსაკუთრებით, 1991 წელს: ზრდამ შეადგინა 9.8%  5.8%-თან შედარებით წინა ხუთწლედში. საბჭოთა კავშირმა უზრუნველყო ევროპაში ყველაზე დაბალი ფასები კვების პროდუქტებზე. სურსათის მოხმარებამ მოსახლეობის ერთ სულზე 1990-1991 წლებში მაქსიმუმს მიაღწია ჩვენს ისტორიაში: პური - 119 კგ, ხორცი - 75 კგ, თევზი - 20 კგ, რძე და რძის პროდუქტები - 386 ლიტრი, კვერცხი - 97 ცალი. 1990-იანი და 1991-იანი წლები აღინიშნება განსაკუთრებულად დიდი მოსავალით და ნახირის ნამრავლის ზრდით. თუმცა ამავე დროს თაროები მაღაზიებში ცარიელი იყო: დეფიციტი იქმნებოდა შეგნებულად, რათა აემხედრებნათ ქალაქების მოსახლეობა სოციალიზმის წინააღმდეგ და გამოეწვიათ არეულობა. კოლმეურნეობებისგან შეგნებულად არ ყიდულობდნენ მათ პროდუქციას, ამის  ნაცვლად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ყიდულობდნენ კანადელი ფერმერებისგან - 5-6-ჯერ უფრო ძვირად. ასე ანგრევდნენ კოლმეურნეობებს. ეს ყველაფერი უფრო იმისათვის კეთდებოდა, რომ დაეშინებინათ მოსახლეობა მოსალოდნელი შიმშილით და გაემართლებინათ  ფასების ზრდა. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მოსახლეობისგან ფულის ექსპროპრიაციას, რაც მიზნად ისახავდა წაერთმია ხალხისათვის პრივატიზაციაში მონაწილეობის ფინანსური შესაძლებლობები. ამრიგად, მთავრობისა და ოფიციალური მედიის მიერ მოსახლეობის დაშინება 1991 წლის შემოდგომაზე წარმოადგენდა პრივატიზაციის მნიშვნელოვან მოსამზადებელ აქციას.
  სინამდვილეში, შიმშილის საფრთხე არ არსებობდა, ეს იყო სიცრუე, რომელიც დაუყოვნებლივ ამხილეს სპეციალისტებმა, მოგვიანებით მათი სიმართლე დადასტურდა ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მიერ. ეგორ გაიდარი ამტკიცებდა, რომ ქვეყნის ნახევარწლიანი საჭიროება პურში თითქოს 25 მილიონი ტონას შეადგენდა, ხოლო 1991 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში სავარაუდოდ იყო მხოლოდ 10 მილიონი ტონა, როდესაც ყოველთვიურად მოიხმარებოდა 5 მილიონი ტონა. აქედან დასკვნა: ორ თვეში მოსალოდნელია შიმშილი და სამოქალაქო ომის საფრთხე. სწორედ ამას ემყარება ცრუ ლიბერალური მითი „გაიდარი - ქვეყნის მხსნელი“. რეალობა სრულიად განსხვავებული იყო. გაიდარი შეგნებულად ითვლიდა პურს უხეშ მარცვალთან ერთად, ანუ ყოველთვიური მოხმარება - 2 მილიონი ტონა; ამას უნდა დაემატოს არსებული 2 მილიონი ტონა სახელმწიფო რეზერვიდან და 3.5 მილიონი ტონა მარცვლეულის იმპორტი, რომელიც უნდა შემოსულიყო 1991 წლის დეკემბერში - 1992 წლის იანვარში, ანუ ახალ მოსავლამდე 1992 წლის ივლისის ბოლოს - აგვისტოს დასაწყისში, ეს საკმარისზე მეტი იყო. მაგრამ გაიდარის მთავარი სიცრუე იყო არა ქვეყანაში თვეში 5 მილიონი ტონა პურის მოხმარების აუცილებლობა, არამეს ის, რომ 26 მილიონი ტონა - ეს არის წლიური, და არა ექვსთვიანი მოხმარების რაოდენობა, რაც დაადასტურა სტატისტიკურმა ანგარიშმა 1992 წელს. მაგრამ 1991 წლის შემოდგომაზე ელცინის გუნდმა შეძლო თავისი სიცრუის  ყველა მედიაში გატარება.
— შეიძლება სოციალისტურის მსგავსი სისტემის არსებობა, მაგრამ კარგი ეკონომიკით?
— მე უკვე ვთქვი, რომ სოციალისტური ეკონომიკა არ ყოფილა სუსტი; უფრო მეტიც, ის იყო წარმატებული, განსაკუთრებით კაპიტალისტურთან შედარებით, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ცუდად აქვთ წარმოდგენილი აშშ-ს რეალური ეკონომიკა 1970-1980 წწ. ახლა ჩვენ არ გვაქვს სოციალიზმი, მაგრამ გვაქვს კი კარგი ეკონომიკა? კაპიტალისტურ სამყაროში უმეტესად ცუდი ეკონომიკა და მძიმე ცხოვრებაა. ამას აღიარებდნენ დასავლურობის და კაპიტალიზმის ისეთი აპოლოგეტები, როგორებიც არიან გ. იავლინსკის და ე. გაიდარი. მათ დააფიქსირეს კაპიტალისტური ქვეყნების უმრავლესობაში „უმწეო მდგომარეობა“ და „ქრონიკული სიღარიბე“. თუმცა, წარმატების რეცეპტი მათ  ჰქონდათ უცნაური: სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ანუ - პერიფერიულობა და სიღარიბე. ძნელია იმის თქმა, რა არის აქ უფრო მეტი - შეგნებული სიცრუე, თუ  უპასუხისმგებლო სისულელე. დასავლეთისთვის სუვერენიტეტის დათმობა, რომელსაც მივყავართ ტრანსნაციონალური კომპანიების დიქტატისკენ, ნამდვილად წარმოადგენს კაპიტალისტური ქვეყნების დიდი ნაწილის სიღარიბის და პერიფერიულობის მიზეზს. კაპიტალის სამყარო - სიღარიბის სამყაროა, ამასთან მზარდი: 2009 წელს მოსახლეობის 1%-ს ეკუთვნოდა მსოფლიოს სიმდიდრის 44%; 2014 წელს - 48%; 2016 წელს - 50%. 2015 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (ცხოვრება დღეში 1.25 დოლარად) მსოფლიოში ცხოვრობდა 830 მილიონი ადამიანი (მოსახლეობის 14%); კიდევ 40% ცხოვრობს  2 დოლარად დღეში. „კარგი ეკონომიკაა“ კაპიტალისტური სამყაროს იმ  ნაწილში, რომელიც ძარცვავს სუსტებს (კოლონიებს, ნახევრად კოლონიებს) და ბეჭდავს დოლარის კუპიურებს. დიახ, გაკვირვებას იწვევს, თუ ინტელექტის რა დონის მქონე ადამიანები ამოატივტივა პერესტროიკამ და პოსტპერესტროიკამ. თუმცა, შესაძლებელია, სწორედ ასეთებს არჩევდნენ ნახევრადკოლონიური სქემის სარეალიზაციოდ.
— დეფიციტი და რიგები  სოციალიზმის აუცილებელი თანამგზავრია?
— სამწუხაროდ, ეკონომიკის დეფიციტურობა სოციალიზმის დამახასიათებელი თვისებაა, იმ ფორმით, რომლითაც ის რეალურად არსებობდა ისტორიაში. ამას აქვს რამდენიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზი. პირველ რიგში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაჩქარებული განვითარების აუცილებლობა და დასავლეთთან სამხედრო-სტრატეგიული პარიტეტის შენარჩუნება ბევრად უფრო ნაკლები მთლიანი ეროვნული პროდუქტით, ვიდრე ეს ჰქონდა კოლექტიურ დასავლეთს. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალისტურ ბანაკში მთავარი სამხედრო დატვირთვა მოდიოდა საბჭოთა კავშირზე, ხოლო ნატო-ში სამხედრო ხარჯები გარკვეულწილად თანაბრად ნაწილდებოდა. მაგალითად, 1975 წელს ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ხარჯები შეადგენდა  110,3 მილიარდ დოლარს, აქედან საბჭოთა კავშირზე მოდიოდა 99,8 მილიარდი; ნატო-ს ხარჯები შეადგენდა 184,9 მილიარდს, აქედან აშშ-ზე მოდიოდა 101,2 მილიარდი; 1980 წელს შესაბამისად 119,5 მლიარდი და 107,3 მილიარდი და 193,9 მილიარდი და 111,2 მილიარდი. ბუნებრივია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ინდუსტრიულად განვითარებული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა და ჩეხოსლოვაკია, ბევრად უფრო მცირე დეფიციტს განიცდიდნენ. რაც შეეხება პოლონეთს, რუმინეთს, უნგრეთს და ბულგარეთს, ისინი თავიდანვე ძალიან ღარიბი ქვეყნები იყვნენ. ახლა ყველა დასახელებულ ქვეყანაში დეფიციტი არ არსებობს, მაგრამ ადამიანები ბევრად უარესად ცხოვრობენ.
საბჭოთა კავშირში 1990 წელს, ანუ სისტემის დაშლის წინ, როდესაც ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი  ცუდად არის და გვაშინებდნენ მომავალში შიმშილით, ხორცის და ხორცპროდუქტების  მოხმარებამ შეადგინა 78 კგ ერთ სულ მოსახლეზე (იმპორტი - 13%), ხოლო 15 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში შეადგინა - 57 კგ (იმპორტი - 35%). ასე რომ, ყველაფერი არ უნდა იყოს დეფიციტით, როგოც იზოლირებული მაჩვენებლით, გაზომილი. მეორე, რა თქმა უნდა, დეფიციტს ჰქონდა სოციალიზმის, როგორც სისტემის, სპეციფიკასთან დაკავშირებულია ეკონომიკური მიზეზები - მოუქნელი ადმინისტრაციული სისტემა, დაგეგმარების სოციალისტური მეთოდების გაუმჯობესების ნაკლებობა. მაგალითად, საბჭოთა კავშირში გეგმიურმა ეკონომიკამ დე ფაქტო შეწყვიტა არსებობა 1972-1973 წლებში, და მისი ადგილი დაიკავა შეთანხმების ეკონომიკა, რომელიც ცდილობდა „მკურნალობას“ კაპიტალისტური მეთოდებით. და უმკურნალეს. დეფიციტი, რომელიც ცუდად შეესაბამებოდა სისტემის ეკონომიკურ ცხოვრებაშს, საბჭოთა კავშირში შეიქმნა ხელოვნურად 1989-1990 წწ. სახელმწიფო საწარმოს შესახებ კანონის რეალიზაციის გზით (მიღებული იქნა 1087 წლის 30 ივნისს, ყველა საწარმოსთვის ძალაში შევიდა 1989 წლის 1 იანვარს). საბჭოთა კავშირის ეკონომიკისათვის ამ მომაკვდინებელი კანონის მიხედვით, საწარმოთა დიდი რაოდენობა იღებდა მსოფლიო ბაზარზე პირდაპირი გასვლის უფლებას, ანუ დე ფაქტო გაუქმდა საგარეო ვაჭრობის მონოპოლია. ამ საწარმოთა საქონელის რელიზაცია მსოფლიო ბაზარზე ხდებოდა დოლარებში; შემდეგ ქვეყნის შიგნით იცვლებოდა რუბლებზე და იქმნებოდა რუბლის უზარმაზარი მასა, რომელიც არ იყო საქონლით უზრუნველყოფილი. სსრკ-ში 1930-1932 წლების საკრედიტო რეფორმის დროიდან მტკიცედ იყო შენარჩუნებული ბალანსი სასაქონლო და ფულის მასას შორის, მათ შორის ნაღდსა და უნაღდოს შორის. სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონმა უკვე 1989 წელს დაანგრია ეს სისტემა, და მოსაზლეობამ დაიწყო ყველაფრის შესყიდვა, რაც იყო მაღაზიებში. 1990-1991 წლებში, ზოგიერთი გულმოდგინე „დემოკრატი“ ღიად მოუწოდებდა დეფიციტის შექმნისკენ მასებში აღშფოთების გამოსაწვევად სისტემის, სოციალიზმის წინააღმდეგ, როგორც გადარჩენის საშუალებას სთავაზობდნენ „საბაზრო ეკონომიკას“, ანუ კაპიტალიზმს.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ჯერ ჩვენ ვცხოვრობთ მითებით - ჩვენს შესახებ, საბჭოთა კავშირის, რევოლუციამდელი რუსეთის, ჩვენი ისტორიული მოღვაწეების შესახებ. 1991 წლის შემდეგ, მოულოდნელად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ სრულიად წარუმატებელი ადამიანები, მათგან გამოჰყავდათ ისტორიული მასშტაბის ფიგურები - ალექსანდრე II, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 1905 და 1917 წლების რევოლუციებს საფუძველი ჩაუყარა საფუძველს, პ.ა. სტოლიპინის, ნიკოლოზ II. ყოველივე ეს პროეცირებულია დღევანდელ რეალობაზე და ეფუძნება ისტორიის ცუდ ცოდნას, და იწვევს ნეგატიურ პრაქტიკულ შედეგებს.
მაგალითი: შექმნეს სტოლიპინის კლუბი (რომელსაც, სხვათა შორის, დაევალა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავება). სტოლიპინის სახელობის კლუბი. ორგანიზატორები, როგორც ჩანს, ეფუძნებოდნენ იმ ფაქტს, რომ ის იყო წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც გადაწყვიტა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები. რა თქმა უნდა, გვახსენდება პიოტრ არკადივიეჩის სიტყვები „დიდი რუსეთის“ შესახებ და ა.შ.  მაგრამ „სტოლიპინის კლუბელებს“ უკეთესად რომ სცოდნოდათ ისტორია, ალბათ, ეჭვი შეეპარებოდათ. როგორც ჩანს, მათ მოსწონდათ, რომ სტოლიპინს სურდა მიწის მასიური პრივატიზაციის (ამასთან, იძულებითის) ჩატარება და კოლექტიური მეურნეობის განადგურება. ეს სრულიად შეესაბამება ელცინის სულისკვეთებას, გაიდარისა და ჩუბაისის და მათი საზღვარგარეთელი კურატორების სქემებს. მხოლოდ სტოლიპინის რეფორმების შედეგებით მანიპულირებამ პრობლემა ვერ გადაწყვიტა. რეფორმამ ვერ შეაჩერა ყველა მაჩვენებლების დაცემა ერთ სულ მოსახლეზე, პირიქით, დააჩქარა კიდეც, და გლეხობის გაღატაკებამ ქვეყნის ცენტრში კატასტროფული ხასიათი მიიღო.
პირველმა სასოფლო-სამეურნეო ყრილობამ, რომელიც 1913 წელს კიევში გაიმართა, დააფიქსირა: გლეხთა უმრავლესობას რეფორმამ არაფერი არ მისცა და ჩავარდა. 1917 წელს დროებითმა მთავრობამ აღიარა სტოლიპინის რეფორმა, როგორც არშემდგარი. მნიშვნელოვანია, რომ 1920 წლისთვის, სამოქალაქო ომის დროს, გლეხებმა მიწის 99% დააბრუნეს საზოგადოებრივ საკუთრებაში. ასეთი იყო გლეხების პასუხი სტოლიპინის მიმართ.
სტოლიპინი იყო ტიპიური წარუმატებელი რეფორმატორი, მისმა საქმიანობამ გამარჯვება კი არ მოუტანა ქვეყანას, არამედ უბედურება, მათ შორის იმ სისტემასაც, რომლის ინტერესებიც სტოლიპინი იცავდა და რომლის არსებობის გახანგრძლივებასაც ცდილობდა.
კიდევ უფრო სავალალო აღმოჩნდა რეფორმის პოლიტიკური შედეგები. სტოლიპინი ცდილობდა  თემის განადგურებას, შედეგად გულუბრყვილო კონსერვატიულ მონარქისტთა მასა, რომლებსაც გლეხები წარმოადგენდნენ, აქცია აგრარულ რევოლუციონერებად. და რა ბედი ეწეოდა რუსეთს, სტოლიპინი რომ არ ყოფილიყო წარუმატებელი  რეფორმატორი, ამის გაფიქრებაც კი შიშს იწვევს. ამ შემთხვევაში, რევოლუცია რუსეთში 1912 წელს ან 1913 წელს მოხდებოდა, რადგან ქალაქში აღმოჩნდებოდა 20-30 მილიონი გლეხი, რომლებიც დაკარგავდნენ მიწას და ვერს ქალაქში ვერ მოძებნიდნენ რაიმე სამუშაოს. აქ უფრო უარესი მოვლენები განვითარდებოდა, ვიდრე 1917 წელს. სტოლიპინმა, თავისდა უნებურად, ისედაც დააჩქარა რევოლუციის მოახლოება, მაგრამ შეეძლო მისი უფრო დაჩქარება.
და იბადება აზრი: იქნებ „სტოლიპინის კლუბის წევრებმა“ ეს ყველაფერი იციან და ფარულად თანაუგრძნობენ რევოლუციას? ამის შესახებ რაიმე იდეა აქვთ? ალბათ, - არა.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა კაზუსებს იწვევს საკუთარი ისტორიის ცუდი ცოდნა, და ასეთი მაგალითი მრავალია.
— გეოკლიმატური კატასტროფები შემთხვევითია, თუ გონივრული პლანეტის (ან კოსმოსი) რეაქცია ადამიანის მცდელობაზე გაანადგუროს ის?
— გეოკლიმატური კატასტროფები ხდებოდა კაცობრიობის გაჩენამდეც. დღესაც კი, ადამიანის აქტივობის მასშტაბი ჯერ კიდევ იმდენად მცირეა, რომ გლობალურ გეოკლიმატურ კატასტროფას ვერ გამოიწვევს. არ არის საჭირო არაკეთილსინდისიერი ეკოლოგების მოსმენა. მაგრამ ბუნება დაცული უნდა იყოს, მათ შორის ადამიანისგან. რაც შეეხება ტერმინს „გონივრულს“, ნაკლებად შეიძლება იყოს გამოყენებული პლანეტის მიმართ. მე ვურჩევდი: ორგანიზებულ მთლიანობას, რომელიც ორიენტირებულია ბალანსის შენარჩუნებაზე, კერძოდ, თვითდაცვაზე და აღმოფხვრის ნებისმიერ ელემენტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს. გარეგნულად ეს გამოიყურება, როგორც გონივრული ქცევა, მაგრამ ეს არის რაღაც სხვა:  არც უარესი, არც უკეთესი. რაღაც  სხვა.
— დასავლეთის ელიტის დამოკიდებულების სერიოზულობა მათ მიმართ მიუთითებს თუ არა იმ ფაქტზე, რომ მათ ჩვენზე მეტი იციან, თუ როგორ ფუნქციონირებს ბუნება?
— პირველ რიგში, მათ უფრო მეტი იციან, რადგან დასავლეთის ელიტები უფრო ძველია, ვიდრე ჩვენი. მეორეც, ისინი უკეთ ორგანიზებულნი არიან, მათ ისტორიაში ფესვები კარგად აქვთ გადგმული. ჩვენი „ელიტებია“ - პეტრე პირველამდე არსებული, პეტერბურგის, საბჭოთა. ისინი  შედარებით მოკლე დროის განმავლობაში არსებობდნენ იმისათვის, რომ გამხდარიყვნენ ნამდვილი ელიტა. გარდა ამისა, ჩვენთან მმართველი ჯგუფები არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, წარმოადგენენ ხელისუფლების ფუნქციურ ორგანოებს, ხოლო  ელიტურობა  ყოველთვის გულისხმობს სუბიექტურობას.
გეოკლიმატური კატასტროფის კვლევა დასავლეთში ბოლო 50-დან 60 წლამდე დახურულ რეჟიმში ტარდება. ჩემი ინფორმაციით, 1980-იან წლებში დასავლელ მკვლევარებს გაუჩნდა რწმენა ჰქონდათ, რომ კატასტროფა დასავლეთის ნახევარსფეროში მოხდებოდა 1990-იან წლებში და რომ ერთადერთი სტაბილური ზონა იქნებოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირი. 1990-იანი წლების დასაწყისში შიში  განიმუხტა, დრო გადაიდო, მაგრამ გეოკლიმატური კატასტროფის საფრთხე არ გაქრა.
— მიგაჩნიათ თუ არა შესაძლოდ მოსაზრება, რომ ჩვენი პლანეტა თავად ანადგურებს განვითარების მკვდარ შტოებს, იქნება ეს დინოზავრები ან უპერსპექტივო ცივილიზაციები („ლუციფერის ჩაქუჩი“)?
— საკმაოდ შესაძლოა. პლანეტა განუყოფელი სისტემაა.
— ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ თანამედროვე საზოგადოება ჰგავს სიმსივნით დაავადებულ ორგანიზმს, რომელსაც  ტკივილის გრძნობაც წართმეული აქვს ?
— გეთანხმებით, თუმცა ტკივილის განცდა აქვს, მაგრამ დამახინჯებული ფორმით ვლინდება. ეს ტკივილი აწუხებს მახინჯებსაც და სოციოპათებსაც. რაც შეეხება თქვენს მეტაფორას, ზოგჯერ მეჩვენება, რომ არსებობს უზარმაზარი სიმსივნე, რომელსაც თან ერთვის ის, რაც შემორჩა ჯანსაღ საზოგადოებას. უნებურად გაგახსენდება „ოკამას სამართებელი“.
— მაღალი წრეები არ განიცდის დისკომფორტს, როდესაც დაბალი ფენები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
— მაღალი წრეები, როგორც წესი, არავითარ გრძნობებს არ განიცდიან დაბალი ფენების მიმართ, განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც გუშინ დააღწიეს თავი ლაფს და რომლებიც თავისი არსით არიან ანტიარისტოკრატიულები. საკმარისია გავიხსენოთ ის უკანასკნელი ისტორია, როდესაც „ნაგავსაყრელიდან გამოსულ არისტოკრატთა“ მორიგი ჯგუფი მოითხოვდა მათი „პატრიკების“ დაცვას მოსკოვის საძინებელი რაიონების მოსახლეობისგან. ადამიანებს არ ესმით, რომ თავისი სოციალური რასიზმით თავად აღვივებენ კლასობრივ სიძულვილს, რომელიც შემდეგ მოუბრუნდებათ მათ ან მათ შვილებს. მათთვის სასარგებლო იქნებოდა ჯონი დონის წაკითხვა: „ნუ შემეკითხევი, რატომ რეკავს ზარი: ეს შენს გამო ხდება“.
— დაბალ ფენებს  არ აქვთ მანევრირების თავისუფლება, რომ შეძლონ მძიმე სიტუაციიდან თავის დაღწევა.
— დაბალი ფენების სოციალური ტრიუმფი იშვიათი მოვლენაა ისტორიაში. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ტრიუმფატორი იყო უბრალო ხალხი, მაგრამ 1950-იან წლების შუა პერიოდიდან სტალინის ეპოქის ხალხური სოციალიზმი ნელ-ნელა გარდაიქმნა ხელმძღვანელთა „ნომენკლატურულ სოციალიზმად“, რომლებსაც 1960-იანი წლების ბოლოდან გაუჩნდათ მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში ინტეგრირების დიდი სურვილი; ისინი რომ მსოფლიო სოციალისტური სისტემის ბატონ-პატრონები იყვნენ, ეს მათ არ შთააგონებდა.
ამასთან ერთად, მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა ამ ადამიანებს ასოცირებული ჰქონდათ, ისევე როგორც პოსტპერესტროიკის შემდეგმ მათ მემკვიდრეებს, ტკბილ და ლამაზ ცხოვრებასთან, ხშირად მისი ყველაზე ვულგარული ვარიანტით. ეს ძალიან მაგონებს ბანდიტის ჯონ კოლორადოს ოცნებას ფილმიდან „მაკენას ოქრო“. ის სათუთად ინახვა უკვე გაყვითლებულ გაზეთს „პარიზის ცხოვრებას“, რომელიც აღბეჭდილი იყო კანკანის მოცეკვავე გოგონები, მდიდარი რესტორნები და მათი მუდმივი კლიენტები. „პარიზის ცხოვრება“ მისი ქცევის დომინანტია.
ისინი, ვინც გაცვალა კაპიტალიზმის ალტერნატიული მსოფლიო სოციალისტური სისტემა, უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ არ შეუნახეს ადგილი კაპიტალისტური სისტემის ცენტრში. საბრალოებო! ადრე თქვენ იყავით მსხვილი სისტემის ბატონ-პატრონები. როდესაც დათანხმდით გამხდარიყავით „ბურჟუა“, ანუ სხვა მსხვილი სისტემის ელემენტი, თქვენ დათანხმდით პატარა სისტემის პატარა მფლობელების მდგომარეობას, როგორადაც მსხვილი სისტემა აქციეთ. მთელი განსაზღვრავს ელემენტს, არ არა პირიქით. პატარა ბატონი ვერ შეძლებს დიდ ბატონთან გვერდით ყოფნას, რადგან მისთვის  მხოლოდ მოსამსახურეა. ეს საბჭოთა კავშირის დიდი სისტემის ბატონ-პატრონთან იყვნენ თანაბარნი დასავლეთის ბატონ-პატრონები, ახლა კი - excuzes nous (გვაპატიეთ). აღმოჩნდა ისე, როგორც ტიმურ ქიბიროვმა ივარაუდა: „ჩვენ თვითონ დავაბინძურეთ  ტამბური. / ახლა კი გვაგდებენ“. მარაზმში მყოფ ბრეჟნევთანაც კი დასავლეთის ვერც ერთი ლიდერი ვერ ბედავდა საუბარს ისე, როგორც მოგვიანებით ესაუბრებოდნენ  გორბაჩოვს ან ელცინს.
— თანამედროვე კაპიტალიზმი არის რესურსების განადგურების და მათი სანაგვეზე გადაყრის საშუალება. ამ რესურსების უმეტესობის აღდგენა შეუძლებელია.
— სწორედ დღევანდელი კაპიტალიზმია ნაგავსაყრელი. მისი ერთ-ერთი სიმბოლოა ფეკალიებით, დახეული ჯინსებით და ქალის მაქმანიანი თეთრეულით ინსტალაცია.
— შესაძლებელია თუ არა არსებობდეს გეგმიური კრიზისიგან თავისუფალი ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე?
— ალბათ, არა. არატანაბარობა და არაწრფივობა - ცოცხალი ბუნების თვისებებია; „მარადიული სიმშვიდე, ალბათ, გულს არ გაახარებს, მარადიული სიმშვიდე მხოლოდ ჭაღარა პირამიდებისთვის არის საჭირო“. თუ მომავალ საუკუნეს შევეხებით, ეს იქნება გლობალური „მეამბოხე საუკუნე“, რომლისთვის არასტაბილურობა და კრიზისი  ნორმა იქნება.
— შესაძლებელია თუ არა, რომ არსებობდეს რესურსზე ორიენტირებული ეკონომიკა, სადაც ფინანსები დაიკავებს მათთვის დაქვემდებარებულ პოზიციას?
— რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გაცოფებული ფინანსები არის კაპიტალიზმის სასიკვდილო დაავადების ნიშანი, მისი „სიკვდილის კოცნა“. არც ერთ სოციალურ სისტემაში, კაპიტალიზმის გარდა, და ისიც მის გვიან, სასიკვდილო ფაზაში, ჩვენ არ გვინახავს ასეთი ყოვლისმომცველი ძალაუფლება -  ფულისაც კი არა, არამედ რაღაც უცნაურის, რადგან ფული, არსებითად, აღარ არსებობს. თუ შეგიძლიათ დაბეჭდო დიდი რაოდენობით არაფრით არ გამყარებული ქაღალდი,  ეს იმას ნიშნავს, რომ ფულის ხუთი ძირითადი ფუნქციიდან ამ ქაღალს არც ერთი არ ექნება. ეს ჰგავს  ტილოზე დახატულ ცეცხლს.
— რამ შეუშალა ხელი ლეონტიევს შეექმნა ასეთი ეკონომიკის თეორია?
— არ ვიცი. იქნებ, ჯერ დრო არ მოვიდა; შესაძლოა, ინტერესები სხვა იყო; იქნებ აშშ არ არის ასეთი საუკეთესო თეორიის შემუშავების ადგილი.
— ნებისმიერი მეცნიერება ძვირფასია მასზე დაფუძნებული წინასწარმეტყველებით. რა წინასწარმეტყველება შეუძლია შემოგვთავაზოს დღეს ისტორიულმა მეცნიერებამ?
— ისტორიულ მეცნიერებას არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია. შემოთავაზება შეუძლიათ ადამიანებს, ანუ ისტორიკოსებს, ხოლო ისინი, როგორც წესი, წარსულს შეისწავლიან და განსაკუთრებით ხშირად აღწერენ მის პატარა ნაწილს. სამეცნიერო ისტორია - ისტორიოლოგია - ჯერ კიდევ  შესაქმნელია.
უახლოესი მომავლის პროგნოზი მარტივი იქნება: კაპიტალიზმი მოკვდება, მას გაუჭირდება და ვერ შეძლებს მიაღწიოს 21-ე საუკუნის შუა წლებს, და, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს XXII საუკუნის დასაწყისს. მისი სიკვდილი იქნება ულამაზო  და სისხლიანი. პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ბარბაროსული გახდება.  თეთრი ადამიანების რაოდენობა გაცილებით შემცირდება, მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოუწევთ იმისთვის, რომ დარჩენ ისტორიაში, მაგრამ თავად არიან დამნაშავენი, რომ დაუშვეს ამგვარი სიტუაცია. უკვე ახლა ბავშვები, პირველ რიგში ბიჭევი (მათგან მამაკაცები გაიზრდებიან) უნდა აღვზარდოთ ცხოვრებისათვის საბრძოლო-საომარი პირობებისთვის: „გინდა მშვიდობა - ომისთვის მოემზადე“. და უნდა აღვზარდოთ არა პედერასტებისა  და მეძავეების მაგალითზე, არამედ გმირულ მაგალითებზე. ყურადღება მიაქციეთ: ეკრანებიდან გაქრენ გმირები, სკოლის კაბინეტებიდან კი გმირი პიონერების პორტრეტები.
იდეოლოგია და რელიგია წარსულში დარჩება, მათ ადგილს, სავარაუდოდ, დაიკავებს მაღალ, პირველ რიგში, კოგნიტიურ  ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მაგია. მთლიანად საზოგადოების კულტურის დონე დაეცემა. საოჯახო ბიბლიოთეკები გახდება ფუფუნება, მაგრამ ძლიერი ინტელექტი და ფუტუროარქაული სამყაროს ცოდნა ძალიან დაფასებული იქნება. რჩევა მშობლებს: სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვების განათლებას, ნუ დაუშვებთ, რომ ე.წ. ეროვნულმა გამოცდებმა სკოლაში გარდაქმნან ისინი კოსმოპოლიტურ დებილებად.
თუ კატასტროფა არ მოხდება, მაშინ, XXI-XXII საუკუნის ზღვარზე სიტუაცია კალაპოტში ჩადგება და შეიქმნება ახალი სოციალური სისტემა, რომელიც ძალიან შორს იქნება დიდ ივან ეფრემოვის წიგნში „ანდრომედას ნისლეული“ და ძმები სტრუგაცკების ადრეული პერიოდის წიგნში „დაბრუნება. შუადღე. XXII საუკუნე» აღწერილ სისტემისაგან. კონკრეტულად როგორი სისტემა იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ და როგორ გაიმარჯვებს XXI საუკუნეში მომავლისათვის ბრძოლაში. აქედან დასკვნა: გამარჯვებულები უნდა გავზარდოთ. თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს გეოკლიმატურმა კატასტროფამ, მაგალითად, უზარმაზარმა ასტეროიდმა, როგორც ეს მოხდა 65-70 ათასი წლის წინ, როცა კაცობრიობისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე ათასი თუ არა, ასობით ადამიანი, ვინც მოახერხა და გაძვრა ისტორიის „ბოთლის წვრილ ყელში“. ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. არ არის გამორიცხული, რომ (პირობითად) შვილიშვილების შვილიშვილებს მსგავსი კატასტროფის ხილვა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პესიმისტები უნდა ვიყოთ, პირიქით. როგორც გვასწავლიდა მე-20 საუკუნის დიდი მარქსისტი ანტონიო გრამში: „გონების პესიმიზმი, მაგრამ ნების ოპტიმიზმი“. ან როგორც ამბობდა ჯ. ოლდრიჯის მოთხრობის „ბოლო დუიმის“ გმირი: „ადამიანი ყველაფერს შეძლებს, ოღონდ ჭიპზე არ უნდა გასკდეს“. რომ შეძლო, უნდა ძალა გქონდეს; ჭიპზე რომ არ გასკდე - გონება. მსოფლიო ტენდენციების გააზრებასთან  ერთად - ეს არის გამარჯვებისათვის საჭირო მძლავრი ტრიადა. წინ გამარჯვებისაკენ!


თარგმანი
05.29.18
(C)

P.S. მთარგმნელი არ ეთანხმება ავტორის ანდრეი ფურსოვის ყველა შეხედულებას,  ტექსტი ითარგმნა მხოლოდ მსჯელობისთვის , რომ დავინახოთ რუსეთის პოზიცია,  რომელიც ხშირად თვითონ აკეთებს იმას რასაც სხვას აბრალებს, იგივე ნაირად შეიძლება მოქმედებნენ სხვა იმპერიებიც, რადგან ავტორი ისტორიკოსია, ეს არ ნიშნავს რომ ის სრულ ობიექტურ სიმართლეს წერს, შეიძლება იყოს დაქირავებული ისტორიკოსი ბიოგრაფი.  ყველა ინფორმაციას მიუდექით კრიტიკულად, განსაკუთრებით მეორად  მონაცემებს, კვლევის დროს უპირატესობა მიანიჭეთ პირველად უშუალო მონაცემებს და გაავლეთ პარალელები საინფორმაციო ჰიბრიდული ფსიქო ისტორული ომის დროს ,უნდა შესწავლილი იქნას მოწინააღმდეგე, ოპონენტი ან  განსხვავებული წყაროები როგორც საკუთარი.