სოციალური ფსიქოლოგია მოქმედებაში!
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ რელიგიურ დესტრუქციულ კულტში ხართ
ავსტრიელი ექს-კულტისტის მიშა ანუკის (Misha Anouk) სტატიის "10 Signs you may be in a Cult" თარგმანი. მიშა ევროპული ამაზონის „გუდბაი, იეგოვა!“-ს ბესტსელერის ავტორია (“Goodbye, Jehova!”, საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნი ნონ-ფიქშენი იეღოველთა შესახებ (amazon-ზე 5 ვარსკვლავიდან - 4,4 , 64 მიმოხილვა (2015 წლის აპრილი)) + შიდა დოქტრინების მაქსიმალური აღწერა და ა.შ. როგორც ყოველთვის, თარგმანი ტექსტის შინაარსთან ახლოს არის გაკეთებული. მე არ ვთარგმნე ყველა „მტკიცებულება“ (ციტატები იეჰოვას მოწმეთა ჟურნალებიდან), რომელიც ამ მასალას შეავსებდა, მხოლოდ რამდენიმე სამი ათეულიდან. ვინც დაინტერესებულია, ამის გაკეთება შეუძლია ორიგინალის ბმულზე გადასვლით. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სტატიაში საუბარი რელიგიური კულტის, და არა ფსიქოკულტის შესახებაა.
იმყოფებით თუ არა ამჟამად სექტაში ან სხვა ემოციურად შეურაცხმყოფელ გარემოში?
ვიცი, რასაც ფიქრობთ: „სისულელეა, მე არ ვარ სექტაში“. და ეს შეიძლება ასე იყოს. ამ სტატიის მიზანი არ არის თქვენი დარწმუნება, რომ სექტაში ხართ. სტატია უნდა შეფასდეს, როგორც თქვენთვის დახმარების გაწევა ახლო სოციალური გარემოს გადასახედად, რომლის ნაწილიც შეიძლება ამჟამად ხართ. ეს შეიძლება იყოს რელიგიური, პოლიტიკური ან რომანტიკული ხასიათის მქონე ჯგუფი ან ფიზიკური პირი.
ამ სტატიაში, მაგალითის სახით, მე გამოვიყენებ „იეჰოვას მოწმეებს“, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მსგავსი ტიპის ნებისმიერი სხვა ჯგუფი წარმოიდგინოთ. თქვენ დაინახავთ, რომ ჭარბი ზეგავლენის ნიშნები შეიძლება არსებობდეს მსგავსი ზემოქმედების თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში.
ეს სტატია არ პასუხობს შეკითხვაზე, ხართ თუ არა თქვენ სექტაში. ის გაძლევთ დაფიქრების და, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის შესაძლებლობას. როდესაც კულტს ვახსენებ, მხედველობაში ნებისმიერი კულტი მაქვს, როგორც ჯგუფი, მოცულობის, ცნობადობის ან იურიდიული სტატუსის მიუხედავად.
სექტაში ყოფნის 10 ნიშანი:
1. თქვენ გეძლევათ საკუთარი თავის იზოლირების რეკომენდაცია
მე ვიცი, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სისულელეა, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანთან მეგობრობა. მაგრამ ნამდვილად ასეა? ზოგჯერ ასეთი მანიპულირება შეიძლება ძალიან შეუმჩნეველი და დახვეწილი იყოს, და იმალებოდეს გულახდილი შეშფოთების საფარქვეშ. იყავით პატიოსანი საკუთარ თავთან:
• ჩემს ჯგუფს ოდესმე ჰქონდა მსჯელობა იმ ადამიანების შესახებ, ვისთანაც მე ურთიერთობა მქონდა?
• ჩემს ჯგუფს ოდესმე ჰქონდა მცდელობა გადაეფიქრებინა ჩემთვის ვინმესთან შეხვედრა ჩვენი წრეს გარეთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უწყინარი შეიძლება ყოფილიყო ეს შეხვედრა?
• ჩემი ჯგუფი ოდესმე მიიჩნევდა, რომ ვინმესთან ურთიერთობამ ჩემი ჯგუფის გარეთ შეიძლება საფრთხეს შეუქმნას ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს?
• ჩემს ჯგუფს ოდესმე ჰქონდა მცდელობა თავს მოეხვია ჩემთვის წესები, რომლებიც შეეხებოდა ჩემს ურთიერთობებს ჯგუფის გარეთ?
მაგალითად:
იეჰოვას მოწმეების „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოება აკარგვინებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს, რომლებიც იეღოვას მოწმეები არ არიან. ურწმუნოებს უწოდებენ „საერო ადამიანებს“ და მათთან „ცუდ კავშირს“.
2. მათ გააჩნიათ დამცირების ტენდენცია
მე ვიცი, თქვენ ფიქრობთ: „სისულელეა, ასეთი რამ ადრე არ მომხდარა“. მე მესმის შენი. მაგრამ ეს მანიპულირება იმდენად დახვეწილია, რომ თქვენ ვერც კი შეამჩნევდით ამას. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ წარმოადგენს ჩვეულებრივ (და აშკარა) ლექსიკას, ყვირილის და საბრალდებო სიტყვის სახით. ზოგჯერ შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
• ჩემი ჯგუფი ხშირად აკნინებს ჩემს ღვაწლს?
• რასაც ვაკეთებ, საკმარისია დასახული ამოცანის მისაღწევად?
• აღიარება პირობით ხასიათს ატარებს?
• მე ხშირად ვიხსენებ ჩემს ხარვეზებს, ან იქნებ რაღაცას ისე არ ვაკეთებ?
• ჩემი ჯგუფი მირჩევს, პატიოსანი შეშფოთების საფარქვეშ როგორ მოვიქცე?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეებს“ ხშირად აქებენ გაწეული მუშაობისთვის, მაგრამ იმ კონტექსტით, რომ სამუშაო ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შესრულებული. ისინი ხშირად იხსენებენ თავის „ცოდვილ (კულტამდე) მდგომარეობას“. თუ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი, „მწყემსთა ზარს“ (უხუცესთა მითითებებს) უნდა ელოდებოდნენ.
3. ეს ყველაფერი შენი ბრალია
მე ვიცი, თქვენ ფიქრობთ: „სისულელეა, რატომ არის ყველაფერი ჩემი ბრალი?“ გთხოვთ, მომისმინეთ. თქვენ არ დაგადანაშაულებენ ყოველთვის და სისტემატურად. ჯგუფი თქვენ დაგადანაშაულებთ და ბრალს დაგდებთ ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევაში.
• დამნაშავე ვიქნები, როდესაც ვკამათობ და არგუმენტები მომყავს?
• როდესაც ჯგუფის დაპირებები არ არის შესრულებული, არის ეს ჩემი საქციელის შედეგი?
• თუ რამე არასწორად მოხდა, ეს იმიტომ ხომ არა, რომ მე რაღაც არ მესმის?
• ჩემს ჯგუფს ოდესმე უთქვამს: „ეს შენი ბრალია“?
მაგალითი:
როდესაც იეჰოვას მოწმეების წინასწარმეტყველების თანახმად, არმაგედონი არ დადგა 1925 წელს ან 1975 წლებში, ამაში კონკრეტული იეღოვას მოწმეები დაადანაშაულეს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წინასწარმეტყველებაში თარიღებს.
4. შიში - განტოლების ნაწილია
მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, მე არ მეშინია ჩემი ჯგუფის“. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ გადაჭარბებული ზემოქმედების პირობებში შიში ჩანერგილია გარკვეული ტაქტიკის მეშვეობით, რომელიც თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩა:
• არსებობს თუ არა სერიოზული სოციალური შედეგი მათთვის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს?
• უნდა შევასრულო ჯგუფის ყველა ინსტრუქცია, რომ ნდობა არ დავკარგო?
• ამარიდებს ჩემი ჯგუფი თავს, თუ სხვა გზა ავირჩიე?
• არის თუ არა ჩემი ჯგუფის რწმენის საფუძველი გადარჩენის სცენარი ქვეყნის დასასრულის შემთხვევაში?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეები“ მიიჩნევენ, რომ ყველა ბოროტი ადამიანი განადგურებული იქნება არმაგედონში (ყველაზე უარესი ყველა შესაძლო ვარიანტიდან). მათ უნდა შეასრულონ „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ მითითებები, რათა გადარჩნენ. კრიტიკა მიჩნეულია, როგორც განდგომა. განდგომილები და ყოფილი კულტისტები სოციალურ იზოლაციაში აღმოჩნდებიან, რაც, ფაქტობრივად, ემოციურ შანტაჟს წარმოადგენს სოციალური იზოლაციის სახით.
5. მათ უნდათ , რომ მხოლოდ მათთან იყოთ
მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, მე შემიძლია წასვლა, სადაც მინდა“. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა - სისხლის სამართლის დანაშაულია - ბევრი ადამიანი ან რელიგიური ჯგუფი არ არის იმდენად სულელი, რომ მოახდინოს ამის დეკლარირება. მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• ჩემი ჯგუფი ითხოვს ჩემგან უფრო მეტი დრო გავატარო მათთან ერთად?
• ჩემი ჯგუფი ითხოვს ჩემგან გასაკეთებელი საქმეების მკაცრად განსაზღვრულ გრაფიკს?
• რამდენად ხშირად უნდა მივიღო მონაწილეობა ჩემი ჯგუფის საქმიანობაში?
• როგორი ურთიერთობა აქვს ჩემს ჯგუფს სხვა ადამიანებთან ჯგუფის გარეთ?
• რამდენად ნორმალურია დაქორწინება ადამიანზე, ვინც არ შედის ჯგუფის ნდობის სფეროში?
• არსებობს თუ არა ჯგუფის მიმართ სრული ლოიალურობის მოთხოვნა?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეები“ მინიმალურ დროს ხარჯავენ „საველე სამსახურში“ (მაგალითად, ქადაგებების დროს), გარდა „სამეფო დარბაზში“ მსახურებისა, ოჯახში ბიბლიის შესწავლისა და ლოცვებისა. ასევე არ არის კეთილგანწყობილად მიღებული მმართველი ორგანოსთვის („იეჰოვას მოწმეთა“ სულიერი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კეთილგონიერი მონა“), კითხვების დასმა.
6. თქვენ უნდა მსახურობდეთ, რათა პატივს ეღირსოთ
მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, რას ნიშნავს ყველაფერი ეს?“ დიახ, ეს სულელურად ჟღერს. მაგრამ ხშირად ემოციური მოძალადეები უფლებას აცხადებენ სპეციალურ პრივილეგიაზე თქვენგან, რომელიც, მერიამ-ვებსტერის აზრით, ჩამოყალიბდა თქვენი განცდების და რწმენის ხარჯზე, რომ „მათ რაღაც უნდა მისცეთ“:
• ჩემს ჯგუფს მიაჩნია, რომ ჩემი ერთგულების და ჯგუფისადმი ერთგულების უფლება აქვს?
• მაქვს შეპასუხების უფლება, როდესაც საქმე ეხება წესებს და ა.შ.?
• ჯგუფისგან ჯილდოს მიღება დამოკიდებულია რწმენაზე, გულმოდგინეობასა და მორჩილებაზე, რომლის დემონსტრირებაც უნდა მოვახდინო?
მაგალითი:
იეჰოვას მოწმეების მმართველი ორგანო აცხადებს, რომ ისინი თავად იესოს მიერ არიან „ცხებული“, როგორც ე.წ. „კეთილგონიერი მონები“. ღვთიური მფარველობა „იეჰოვას მოწმეთა“ რიგითი წევრებისთვის დამოკიდებულია კულტის მმართველ ორგანოსადმი ერთგულებაზე. დოქტრინასთან შეუთანხმებლობა - განდგომილობაა.
7. ისინი ზეწოლას ახდენენ თქვენი დანაშაულის გრძნობაზე, რათა მიიღონ ის, რაც მათ სურთ
მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, ისინი ამას არ აკეთებენ“. არ აკეთებენ? ლექსიკონში ფრაზას „დანაშაულის გრძნობაზე ზეწოლა“ შემდეგი განმარტება აქვს: „როდესაც ვინმე ცდილობს გაიძულოთ გააკეთოთ ის, რაც მათ უნდათ. ისინი გაიძულებენ თავი იგრძნოთ ცუდ და უმადურ ადამიანად ... სანამ არ მისცემთ მათ იმას, რაც მათ სურთ“. ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• ნუთუ ოდესმე გავაკეთე რაღაც ან გარკვეული რეაგირება მოვახდინე, რომ ჩემმა ჯგუფმა მაიძულა ასე მეგრძნო თავი?
• ჩემმა ჯგუფმა გამოიყენა სიტუაცია (ან სხვა ადამიანი) ისე, რომ მე დავტანჯულიყავი და განმეცადა, რომ რაღაც არ გავაკეთე?
მაგალითი:
„საგუშაგო კოშკის საზოგადოებას“ იდეალურად შეუძლია დანაშაულის გრძნობაზე ზეწოლა რელიგიური თეზისების დახმარებით, რომ თქვენ ქცევას შეუძლია ზიანი მიაყენოს იეჰოვას ან მის გრძნობებს ან „სწორი საქციელის“ მაგალითების მოყვანისას.
აქ „მტკიცებულებებში“ შესანიშნავი მაგალითია მოყვანილი იეჰოვას მოწმეების შესახებ ქართული თემიდან (2015 წელი). მოვიყვან მას გამონაკლისის სახით:
„სამეფო დარბაზი“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მობილური ტელეფონები: თეონა, 10 წლის და მისი რვა წლის და თამუნა ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში. გოგონებს მობილური ტელეფონის შეძენა სურდათ. ბებია დაჰპირდა, რომ აჩუქებდა ტელეფონს პენსიის თანხიდან, რომლიდანაც ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ინახავდა. სამწუხაროდ, ბებია მოულოდნელად გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ოჯახმა გადაწყვიტა ბებიის ბოლო პენსიით შვილიშვილებისთვის ეყიდათ მობილური ტელეფონი. გოგონები დაფიქრდნენ ამის შესახებ და მიწერეს თავის კრებას (თემს): ჩვენ ვიცით, რომ ორი კვირის შემდეგ დაიწყება ჩვენი ახალი „სამეფო დარბაზის“ მშენებლობა სოფელ თერჯოლაში (Т'erjola). ჩვენს ბებიას მართლაც სურდა დახმარება გაეწია ამ სამუშაოსთვის, ამიტომ ჩვენ ორივემ გადავწყვიტეთ ბებიის ბოლო პენსია მშენებლობისთვის გადაგვეცა, მობილური ტელეფონის ყიდვის ნაცვლად. გთხოვთ, აგვიშენეთ კარგი „სამეფო დარბაზი!“ - იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიური გამოცემა, 2015 წ.
8. დამოკიდებულების მოხსნა აღიქმება როგორც საფრთხე
მე ვიცი, რას ფიქრობთ: „უკეთესია საქმეზე ვილაპარაკოთ“. დამოკიდებულება არ შეიძლება ჩამოყალიბდეს რუტინაზე დამოკიდებულებით ან უბრალოდ ჯგუფში ყოფნაზე. სავარაუდოა, რომ მუდმივი საფრთხე მათ კონკრეტული ქმედებებისკენ უბიძგებს. ან, თუ დაფიქრდებით, უმოქმედობისკენ. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ საკუთარ თავს:
• სიყვარულის ეს დემონსტრირება ურთიერთობის ჩემს წრეში უპირობოა?
• როგორ შეიძლება მოიქცეს ჯგუფი ჩემს მიმართ, თუ მე მათ ზრდილობიანად არ ვეთანხმები?
• მე არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ, თუ ჯგუფთან არ დავეთანხმე?
• შედეგი სოციალურ იზოლაციას გულისხმობს, როგორც თავის არიდებას?
• ჯგუფზე დამოკიდებულების ფორმირება „საყოველთაო სიყვარულის“ რიტორიკის საფარქვეშ იმალება?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეები“ თავს არიდებენ იმ წევრებს, რომლებსაც თვითონ არ სჯერათ „საგუშაგო კოშკის“ დოქტრინის. ისინი ასევე თავს არიდებენ ისეთ წევრებს, რომლებმაც აღიარეს ცოდვა და არ სურთ მმართველი ორგანიზაციის „სასამართლო კომიტეტის“ სასჯელის მიღება. ასეთ წევრებთან ურთიერთობა აკრძალულია იეჰოვას მოწმეებისთვის. „საგუშაგო კოშკი საზოგადოება" თავის პოლიტიკას უწოდებს „სიყვარულის გაწევის“ თავიდან აცილებას.
9. ეს ძალიან კარგად ჟღერს იმისათვის, რომ იყოს სიმართლე
ჯონსთაუნიდან გაქცეული ჟანა მილსი (Jeanne Mills) წერდა:
„როდესაც თქვენ შეხვდებით კეთილგანწყობილ ადამიანებს, რომლებსაც ადრე არასდროს შეხვედრიხართ, ვინც გაგაცნობთ ყველაზე მოსიყვარულე ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ოდესმე შეხვედრიხართ, და ნახავთ ლიდერს, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, გამოავლენს ზრუნვას, თანაგრძნობას, გაგებას, რომელიც ადრე არასდროს მიგიღიათ, და თქვენ გაიგებთ, რომ ჯგუფი ეხმარება იმის მიღწევაში, რის მიღების იმედიც აღარ გქონდათ, - ყველაფერი ეს ძალიან კარგად ჟღერს იმისათვის, რომ იყოს სიმართლე. დიახ, ალბათ, ძალიან კარგად, რომ იყოს სომართლე!“
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეები“ მიიჩნევენ, რომ ღმერთი დედამიწას სამოთხედ აქცევს, არმაგედონზე ყველა ბოროტი ადამიანი განადგურდება; სიკვდილი, ტკივილი და დაავადება აღარ იქნება, და ჩვენ მარადიულად ვიცხოვრებთ. როგორ ჟღერს? „იეჰოვას მოწმეები“ ასევე აცხადებენ, რომ ისინი „სულიერი სამოთხისთვის შერჩეული ელიტაა“.
10. თქვენ არ შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს ჯგუფს ეს სტატია ან საიტი
მე გთავაზობთ შემდეგის გაკეთებას: ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, აცნობეთ თქვენს ჯგუფს ამის შესახებ. გაუზიარეთ ამ პოსტის ბმული თქვენს სოციალურ აკაუნტში. გაუგზავნეთ ბმული თქვენს მეგობარს. გაუზიარეთ მას მასალა, მასთან დაკავშირებული თქვენი მოსაზრებები, განიხილეთ ეკლესიის უხუცესთან, მშობლებთან ან სულიერ და-ძმებთან. ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• ჩემი ჯგუფი უფლებას მაძლევს წავიკითხო მის შესახებ კრიტიკული მასალები და ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით?
• ჩემი ჯგუფი აფერხებს ყოფილი წევრების შრომების შესწავლას?
• რა არის ამ აკრძალვის მნიშვნელობა?
• თუ კრიტიკოსები არ არიან მართალი, რატომ უნდა მეშინოდეს მათი წაკითხვა?
• ჩემი ჯგუფი გახსნილია დისკუსიისთვის, როდესაც მათ მივმართე ამ სტატიის / საიტის შესახებ?
• მე მივიღე შესაძლებლობა გამოვხატო ჩემი აზრი ამ სტატიის შესახებ?
• მე გავხდი ღია დისკუსიის მოწმე?
• რა შედეგს მივიღებ წაკითხული მასალის და მისი გავრცელების გამო?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეებმა“ თავი უნდა შეიკავონ „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ და „კეთულგონიერი მონის“ (მმართველობა) ნებისმიერი კრიტიკის წაკითვისგან. „განდგომილთა“ ლიტერატურა და ბლოგები აკრძალულია.
„მტკიცებულების“ მაგალითი (ასევე დატოვებულია, როგორც ნაწილი):
„შეცდომა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ თქვენ უნდა უსმინოთ განდგომილებს ან წაიკითხოთ მათი თხზულებები მათი არგუმენტების უარყოფისთვის. მათ დამახინჯებულ მსჯელობას სულიერი ზიანის მოტანა და ჩვენი რწმენის დაბინძურება შეუძლია, როგორც სწრაფად გავრცელებულ განგრენას“ - საგუშაგო კოშკი, 2004 წლის 15 თებერვალი.
„იმის გამო, რომ [...] განდგომისკენ მიდრეკილმა ადამიანმა შეიძლება მთელ თემს მიაყენოს ზიანი, ჩვენ მტკიცე პოზიცია უნდა შევინარჩუნოთ განდგომილების წინააღმდეგ“ - საგუშაგო კოშკი, 2003 წლის 15 მაისი
დასკვნითი სიტყვა
მე ვაფასებ, რომ შენ გამონახე დრო ამ სტატიის ყურადღებით შესასწავლად. იმედია, რომ ის სასარგებლო აღმოჩნდა. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასკვნებს გააკეთებთ. შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი კრიტერიუმი არ ნიშნავს კულტის არსებობის ავტომატურ მტკიცებულებას და პირიქით. ყურადღებით იყავით!
წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტის, როგორც მთლიანად ჯგუფის, მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ შენიშნეთ, რომ კითხვები შეიქმნა ფსიქოლოგიური ტესტების ტიპური კითხვების მსგავსად შეურაცხმყოფელი ემოციური ურთიერთობების გამოსავლენად. გასაკვირი არ არის, რომ მანიპულირების ეს მექანიზმები ხშირად გამოიყენება კულტებში ე.წ. „ნდობის წრეების“ დახმარებით.
თქვენი პირადი სიტუაციის შეფასებისას გახსოვდეთ, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ნიშნები არ არის დამოკიდებული ჯგუფის ფორმატზე ან იურიდიულ სტატუსზე. ისინი დამოკიდებულია ჯგუფის იმ წევრებზე, რომლებიც მზად არიან მათ გამოყენებისთვის.
https://www.theguardian.com/technology/2018/jul/07/artificial-intelligence-can-tell-your-sexuality-politics-surveillance-paul-lewis
https://www.coursera.org/lecture/filosofiya-kultury/6-5-psikhoanaliz-i-kul-turfilosofiia-ch-2-5HyXC
http://psyjournal.ru/articles/taynoe-i-yavnoe-v-otnosheniyah-s-okruzhayushchimi-ten-i-persona

The former great powers of the historic 'West' – especially Britain, the USA and France – seem to be abandoning the wisdom of maturity for senile daydreams of recovered youth. Along the way they are stirring up old hatreds, giving disturbing voice to destructive rage, and risking the collapse of their capacity for decisive, effective and just governance. At the core of this dangerous turn is an abandonment of political attention to history, understood as a clear empirical grounding in how we reached our present condition. Historical stories are deployed in public debate as little more than dangerous fantasies.
In this blistering assessment David Andress, one of Britain's leading historians of the age of revolutions, shows how the West has abandoned its history and has lost its bearings and its memory. 22 Feb 2018
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised