რატომ არის გარდაუვალი რელიგიური ომები?
ავტორი - ფსიქოლოგი, მღვდელი იგორ პოლიაკოვი
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მე შევეცდები ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. უფრო მეტიც, რელიგიურ ომს უფრო ფართო ინტერპრეტაციას მიეცემა - ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ქმედებები სახელმწიფოებსა ან ადამიანთა ჯგუფებს შორის, არამედ პირადი ურთიერთობებია ადამიანებს შორის, ასევე ადამიანის საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება.
ჩემი, როგორც მღვდლისა და ფსიქოლოგის, გამოცდილებიდან ნათელი ხდება, რომ პირად ურთიერთობებში და, განსაკუთრებით, ადამიანის საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაში, სამწუხაროდ, წარმოუდგენელი და ულევი სიძულვილია. ჩემი დაკვირვების თანახმად, რელიგიურ ადამიანებში - პირველ რიგში, მხედველობაში მყავს, მართლმადიდებლები, - აგრესიის დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე უბრალო ადამიანებში. რა თქმა უნდა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რელიგიურობა ხელს უწყობს ადამიანის აგრესიის განვითარებას. ეს იდეა ახალი არ არის.
ცნობილი რუსი და საბჭოთა ფსიქიატრი პ.ბ. განუშკინი ჯერ კიდევ 1901 წელს სტატიაში სათაურით „ავხორცობა, სისასტიკე და რელიგია“ წერდა: „სამი გრძნობა, ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული - რისხვა, სექსუალური სიყვარული და რელიგიური გრძნობა, - ... ერთმანეთთან დიდ სიახლოვეში იმყოფებიან, ... ეს სამი გრძნობა ემთხვევა ერთმანეთს ან ერთმანეთში შერეულია შესამჩნევი საზღვრების გარეშე“. ზედმეტი არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ ცნობილი მეცნიერის ეს სტატია რუსეთში დასაბეჭდად ცენზურის მიერ იყო აკრძალული და პირველად სინათლე იხილა ფრანგულ ენაზე. შევეცადოთ გავარკვიოთ, როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული აგრესია და რელიგიური გრძნობა, როგორ ასაზრდოებენ და მხარს უჭერენ ისინი ერთმანეთს.
ადამიანისთვის ბუნებრივია მრისხანების და გაბრაზების გრძნობის განცდა, როდესაც ეს გრძნობები წარმოადგენენ რეაქციას აგრესიასა და დამცირებაზე. ბევრი რელიგიური სწავლება გმობს და კრძალავს ამ გრძნობების გამოვლინებას, რაც ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს: როდესაც ადამიანი აწყდება აგრესიას, უსამართლობას და დამცირებას, რელიგიური წესების შესაბამისად, ის არ უნდა გრძნობდეს ამ შემთხვევაში ბუნებრივ გრძნობებს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს გრძნობები არსებობს, და მათ რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ხოლო რა უნდა მოვუხერხოთ, რელიგიური ადამიანისთვის ეს გაუგებარია. ამიტომ რჩება მხოლოდ ერთი - ფსიქოლოგიური დაცვის გამოყენება ამ „დაუშვებელი“ გრძნობის წინააღმდეგ.
ყველაზე გავრცელებული დაცვაა - განდევნა და ჩახშობა. უსიამოვნო განცდა განიდევნება ცნობიერებიდან, ადამიანი, თითქოს მიმართავს საკუთარ თავს: „ეს ჩემი არ არის“. მაგრამ ცნობიერებიდან განდევნილი ეს განცდა ფსიქიკაში რჩება, მუდმივად ახსენებს თავს ობსესიურ-კომპულსიური აზრებისა და ქცევის სახით, რომლის შესახებ რელიგიური ადამიანი ეუბნება საკუთარ თავსა და სხვებს: „ეს ჩემი არ არის, ეს ეშმაკისეულია“. აქ მე იძულებული ვარ გავანაწყენო მორწმუნეები და განვაცხადო, რომ მათი ფსიქიკა ექვემდებარება იგივე კანონებს, როგორც ჩვეულებრივი, ურწმუნო ადამიანებისა. ამ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანი, ისევე, როგორც ურწმუნო, შეეცდება გათავისუფლდეს მისი ფსიქიკის უსიამოვნო შინაარსისგან პროექციის სახით.
მაგალითად, როდესაც თავის ჩახშობილ აგრესიას პროეცირებენ სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებზე, ურწმუნოებსა ან უბრალოდ მეზობლებზე. ასეთ ადამიანს ეჩვენება, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, მტრულად განწყობილი და საშიში. რელიგიურ პარადიგმაში - სამყარო ეშმაკს ემორჩილება. ალბათ, ბევრმა აღნიშნა რელიგიური ადამიანების ჩაკეტილი და აგრესიული ქცევა. კარგი ილუსტრაციაა მორწმუნეთა კომენტარი ჩემს სტატიებზე. რა თქმა უნდა, ასეთი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გარე სამყაროს მიმართ აუცილებლად ქმნის აგრესიული ქცევის სურვილს, რომელიც ასევე აღსაკვეთია. გამოვლენილი აგრესიული ქცევაც კი არ ათავისუფლებს ადამიანს შინაგანი აგრესიისგან, არამედ, პირიქით - აძლიერებს მას, რადგან ადამიანები იწყებენ საკუთარი თავის დადანაშაულებას და დასჯას. ფსიქიკის დაგროვილი და ჩახშობილი შინაგანი აგრესიისგან გასათავისუფლებლად, პირველ რიგში, საჭიროა იმის აღიარება, რომ ის არსებობს და მისი წარმოშობა ბუნებრივია ადამიანისთვის, და, რაც ყველაზე მთავარია, - აუცილებელია სოციალურად დასაშვები, უსაფრთხო გზებით მისი გამოხატვა და ამით ფსიქიკის გათავისუფლება აგრესიისგან. ეს ყველაფერი სრულიად მიუწვდომელია რელიგიური ადამიანისთვის. ამისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველ რიგში, არსებობს „ღვთაებრივი“ მითითება, თუ როგორი გრძნობები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და როგორი არა. მრისხანება, აგრესია, რა თქმა უნდა, მიუღებელი გრძნობებია.
მეორე, რელიგიურ კულტურაში - მე ვგულისხმობ მართლმადიდებლობას - არ არსებობს აგრესიის გამოხატვის მექანიზმი. მე ველოდები პროტესტს: „მაგრამ აღსარება?“ ოცი წლის განმავლობაში ვიღებდი აღსარებას - ვიცი, რა არის ეს. აღსარებაზე ადამიანი ცოდვებს ინანიებს, მათ შორის „არამართებულ“ ფიქრებს და გრძნობებს, მიუხედავად იმისა, თუ რის გამო და რა ვითარებაში გაჩნდა გარკვეული გრძნობა. მაგალითად, ბრაზი სამსახურიდან უსამართლო გათავისუფლების გამო - ცოდვაა, მთვრალმა ქმარმა რომ სცემა - ცოდვაა, და ეს უნდა მოინანიოს.
ბუნებრივი და სათანადო რეაგირება დაგმობილი და აკრძალულია, ეს ხდის ადამიანს უმწეოს და საკუთარ თავთან გაუცხოებულს. ლოცვაში, რომელსაც მღვდელი კითხულობს აღსარების შემდეგ, არის ასეთი სიტყვები: „უფალო ჩვენო ღმერთო, იესო ქრისტე ... აპატიე შენს შვილთ ყველა ცოდვა ...“. ერთადერთი, რის იმედიც შეიძლება ჰქონდეს მომნანიებელს, მისი ცუდი საქციელის პატიებაა, მაგრამ როგორ უნდა იცხოვრო, რომ არ განიცადო ეს „აკრძალული“ გრძნობები, - ამაზე ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. ადამიანს აღსარების შემდეგ მხოლოდ ერთი რამ რჩება - კვლავ განდევნოს გონებიდან რისხვა და აგრესია და თავის ფსიქიკაში დააგროვოს.
რაც უფრო მეტი რისხვა და აგრესია გროვდება ფსიქიკაში, მათგან გათავისუფლების უფრო დიდი სურვილი ჩნდება. როგორც უკვე აღინიშნა, რელიგიურ პრაქტიკაში არ არსებობს დაგროვილი რისხვის გამოხატვის მექანიზმი. ამიტომ საკუთარი რისხვა გამოხატულია ან გარეთ, სოციუმში, - ამისთვის კარგია რელიგიური ომები, ან საკუთარი თავის მიმართ, აუტოაგრესიის სახით. საკუთარი თავის წინააღმდეგ აგრესია, შეიძლება ითქვას, რელიგიური ომი საკუთარი თავის წინააღმდეგ, - მართლმადიდებლობაში განსაკუთრებით პატივსაცემია. ეს გამოიხატება მცდელობაში შეასრულოს დამაუძლურებელი ლოცვის წესი, დაიცვას მძიმე მარხვა და ეკლესიური მითითებები, გაუძლოს ხანგრძლივ ეკლესიურ მღვდელმსახურებას.
მაგრამ ასეთ რელიგიურ ცხოვრებაში მთავარია საკუთარი დანაშაულის მუდმივი განცდა და სასჯელის ძებნა, რომელიც დროებით შეამსუბუქებს დანაშაულის გრძნობას. უკვე აღინიშნა, რომ დანაშაული წარმოიქმნება როგორც რეაქცია საკუთარ ბუნებრივ გრძნობებზე, მაგრამ აკრძალულია რელიგიის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ მორწმუნეს ასეთი ცხოვრება მოსწონს.
არსებობს ნეგატიური გრძნობების ჩახშობის კიდევ ერთი შესაძლებლობა - ეს ლიტერატურული შემოქმედებაა. მართლმადიდებლობაში ეს არის წმინდანთა ცხოვრებანი. ავიღოთ ყველაზე ავტორიტეტული დიმიტრი როსტოველის „ცხოვრება“ (1651-1709). ავტორმა შემოქმედებითად დაამუშავა მის დროს ცნობილი „ცხოვრება“, და თავისი ფანტაზიის გამოყენების გზით შექმნა ოთხტომეული. რა გახდა წმინდანის ფანტაზიის ნაყოფი? მოვიყვან რამდენიმე ამონარიდს.
დიდმოწამე ბასილი ანკირელი (გახსენების დღე - 1 იანვარი): „... ჩამოჰკიდეს ხეზე და მის სხეულს უმოწყალოდ აწამებდნენ რკინის იარაღით ... ამის შემდეგ მწამებლებმა დაიწყეს დიდმოწამის სხეულის გაჭიმვა ისეთი ძალით, რომ ძვლები სახსრებიდან ამოუვარდა; გარდა ამისა ქრისტეს მეომრის სხეულიდან კანის ამოჭრა დაიწყეს ქამრის სახით და მის სხეულს აწამედნენ რკინის გავარვარებული ჩხირებით“.
წმინდა მოწამენი იულიანი და ვასილისა (გახსენების დღე - 8 იანვარი). „ჯერ მან უბრძანა მათთვის ხელ-ფეხის თითებზე შემოეხვიათ ზეთში დასველებული ნართი და ცეცხლი წაეკიდათ. შემდეგ უბრძანა წმიდა იულიანესა და კელსიეს თავიდან კანი აეძროთ, ხოლო ნეტარ ანტონისა და ანასტასიასთვის თვალები დაეთხარათ. ამის შემდეგ წმინდანთა სხეულები მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად“.
წმიდა მოწამე ტატიანა (გახსენების დღე - 12 იანვარი): „მან უბრძანა წმინდანის გაშიშვლება და სამართებელით დაესერათ მისი სხეული. ქალწულის სხეული თოვლივით თეთრი იყო, და როდესაც დაიწყეს მისი დაჭრა, სისხლის ნაცვლად რძე მოსდიოდა, გარშემო კი საოცარი სურნელება გავრცელდა. შემდეგ ჯვარისებრად გააწვინეს მიწაზე და დიდი ხნის განმავლობაში ურტყავდნენ კვერთხს. ... წმიდა ტატიანა წაიყვანეს პრეტორში, ჩამოჰკიდეს იქ და აწამებდნენ რკინის კაუჭებით და ძუძუს თავებიც კი მოაგლიჯეს. ... წმიდა ტატიანა კვლავ ჩამოჰკიდეს და კვლავ აწამებდნენ მის სხეულს ... მაშინ წმინდანი ცეცხლში ჩააგდეს“.
წმიდა მოწამე ვერა (გახსენების დღე - 17 სექტემბერს): „მაგრამ ის ხმაამოუღებლივ იტანდა ტანჯვას, თითქოს მისი სხეულს კი არ ურტყავდნენ, არამედ სხვისას. მწამებელმა ვერ მიაღწია წარმატებას და უბრძანა მისთვის ძუძუს თავები მოეგლიჯათ. მაგრამ სისხლძარღვებიდან სისხლის ნაცვლად რძე წამოუვიდა. ამის შემდეგ იგი ჩამოჰკიდეს და რკინის ჯაუჭევით აწამებდნენ: ის სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ მისი ჭრილობებიდან საოცარი სურნელი მოდიოდა“.
წმიდა მოწამე აგაფია (გახსენების დღე - 5 თებერვალი): „მხედართმთავარმა მსახურებს უბრძანა უფრო სასტიკად ეწამებინათ აგაფია, შემდეგ უბრძანა რკინის ტკიპებით მისთვის ძუძუს თავები მოეგლიჯათ“.
წმიდა მოწამე ანასტასია (გახსენების დღე -11 ნოემბერი): „მან უბრძანა მისთვის ძუძუს თავების მოჭრა. წმინდანი სისხლისგან იცლებოდა და წყალი სთხოვა. მწამებელმა ფრჩხილების ამოგლეჯა უბრძანა ფეხის თითებიდან, შემდეგ ხელ-ფეხის მოკვეთა და კბილების ჩამტვრევა“.
არ არის აუცილებელი იყო ფსიქოანალიტიკოსი, რომ მიხვდე: ავტორი ამ საშინელი სცენების შექმნისას გამოხატავდა საკუთარ, ღრმად გამოხატულ აგრესიას. ალბათ, აგრესია მას ჯერ კიდევ ღვთისმოსავი ბავშვობის დროს დაუგროვდა, როდესაც მშობლები, რელიგიური იდეების გავლენის ქვეშ, სინაზის, ზრუნვის, სიყვარულის ნაცვლად თავის შვილის მიმართ იყენებდნენ ყოველი ცოცხალის დასათრგუნად კარგად ჩამოყალიბებულ აღმზრდელობით სისტემას. ბუნებრივია, ბავშვს არ შეუძლია და არ აქვს უფლება თავის მასწავლებლებს უთხრას, რომ ცუდად არის. ის იძულებულია გაუძლოს, დააგროვოს ფსიქიკაში ბრაზი და რისხვა მის „აღმზრდელთა“ წინააღმდეგ. შემდეგ, თუ გაუმართლებს, ეს სიძულვილი შეიძლება გამოხატოს წმინდანთა წამების სცენების აღწერისას.
დიმიტრი როსტოველის „ცხოვრებაში“ წარმოდგენილი სადიზმის დონე გვაიძულებს სხვა დროის და სხვა, კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის - ადოლფ ჰიტლერის გახსენებას. პატარა ადოლფს უმიზეზოდ და უმოწყალოდ სცემდა მამა, ძალიან რელიგიური დედაც კი ვერ ბედავდა შვილის დაცვას. ოჯახში ყველას ეშინოდა დესპოტი მამის. ყველას შიშის ზარს სცემდა კუზიანი, შიზოფრენიის მძიმე ფორმით დაავადებული მამიდა იოჰანა. ოჯახები არასასიკეთო შინაგანი კლიმატით იშვიათობას არ წარმოადგენდნენ ავსტრიაში. მაგრამ ადოლფის უბედურება ის იყო, რომ მას არ შეეძლო ვინმესთვის ეთქვა ამ ტანჯვის შესახებ, რომ ფორმალური თანაგრძნობა მაინც მიეღო. მას ასეთი ოჯახი ჰქონდა. მხოლოდ ერთი რამ დარჩა: ფანტაზირება და სიძულვილის დაგროვება. როდესაც ადოლფი გაიზარდა, დიმიტრი როსტოველისგან განსხვავებით, მან მოახერხა თავისი დაგროვილი სიძულვილის და ფანტაზიების პრაქტიკულად გამოხატვა. რა იყო ეს? - იმედი მაქვს მკითხველმა იცის.
განსაკუთრებულ ყურადღებას დიმიტრი როსტოველის „ცხოვრებაში“ იმსახურებენ მისი ფანტაზიები ქალების მიმართ. როგორც წესი, მათ ტკიპებით აგლეჯენ ძუძუს თავებს და თეთრ მკერდს აჭრიან. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რამდენჯერმე განმეორდება: საპყრობილეში წამების შემდეგ მოწამეს ანგელოზი ან მოციქული პეტრე გამოეცხადება და აღუდგენს მას ძუძუს თავებს/მკერდს. მომდევნო დღეს შერცხვენილი მტანჯველი უფრო დიდი გააფთრებით აგლეჯს მცხვერპლს ძუძუს თავებს/მკერდს, ავტორი კი დეტალურად აღწერს ამ პროცესს. და ასე რამდენჯერმე მეორდება: მტანჯველი - ძუძუს თავები/მკერდი - ანგელოზი - მტანჯველი. როდესაც ასეთ ტექსტს კითხულობ, ჩნდება აზრი, რომ თუ წმინდანი მარჯვენა ხელით წერდა, მისი მარცხენა ხელი უმოქმედოდ არ ყოფილა. ოსტატის ხელის ცნობა შეიძლება მხოლოდ ორიგინალური ტექსტის წაკითხვისას.
ასეთი ტექსტები საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ადამიანს აქვს ქალისადმი ძლიერი, გაუძლეველი მიზიდულობა, მაგრამ ეს მიზიდულობა ვერ კმაყოფილდება რელიგიური აკრძალვების გამო - ავტორი იყო ბერი. აქედან გამომდინარე, ჩნდება სიძულვილის განცდა მიუწვდომელი და სასურველი ქალის მიმართ, რომელიც გამოხატულია მისი სხეულის წამების უცნაურ ფანტაზიებში. ამ ფანტაზიებს კიდევ ერთი ფუნქცია აქვთ - მიუწვდომელი ობიექტის გაუფასურება. როდესაც ავტორი აღწერს ქალის დასახიჩრებულ სხეულს, ალბათ ის განიცდის მიზიდულობის შესუსტებას. ერთი სიტყვით, რელიგიური შეზღუდვების გამო, სექსუალური მოთხოვნილება მახინჯი ფორმით კმაყოფილდება. როგორ არ უნდა გავიხსენოთ ამ შემთხვევაში პროფესორი პ.ბ. განუშკინი.
ვინაიდან ასეთ ტექსტებს ქმნიან ფსიქიკის განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, მათ (ტექსტებს) გააჩნია ზემოქმედების გარკვეული ძალა, მათ შეუძლიათ თავს მოახვიონ მკითხველს ავტორის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჩაითრიონ მკითხველი ამ მდგომარეობაში. მოვიყვან ერთ მაგალითს.
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც მართლმადიდებლობა მოდაში შემოდიოდა, მე მიმიწვიეს ერთ ელიტარულ სკოლაში ღვთის კანონის ან მართლმადიდებლური სულიერების გაკვეთილების ჩასატარებლად. როცა სკოლაში მივედი, მასწავლებლების ყურადღებიანი და დაძაბული მზერა ვიგრძენი. ამის შესახებ ვკითხე სასწავლო ნაწილის გამგეს, მან კი მორიდებით მკითხა: „თქვენ წმინდანთა ცხოვრებას წაიკითხავთ?“ აღმოჩნდა, რომ ჩემამდე ერთი მამაო ღვთის კანონს ასწავლიდა ამ სკოლაში. სწავლება მიმდინარეობდა მართლმადიდებლურ ტრადიციაში - ამ დღის წმინდანთა ცხოვრების კითხვა. მამაომ მთელ სკოლაში, პირველიდან მეთერთმეტე კლასამდე, წაიკითხა ამ დღის ცხოვრებანი. იქ კი დეტალურად იყო აღწერილი მოგლეჯილი ძუძუს თავებისა და მკერდის შესახებ. მღვდლის სამასწავლებლო კარიერა ამით დასრულდა, მაგრამ ამ გაკვეთილის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ბავშვები აძლევდნენ მასწავლებლებსა და მშობლებს რთულ კითხვებს.
ასე რომ, რელიგიურობა ახშობს ადამიანის ბუნებრივ გრძნობებს, უპირველეს ყოვლისა, რისხვას და აგრესიას. ჩახშობილი რისხვა და აგრესია, რომელიც ვერ ჰპოვებს გამოხატვას, გროვდება ადამიანის ფსიქიკაში, და ის აგრესიული ხდება. აგრესიულობა გამოიხატება ან გარეგნული აგრესიის სახით, ანუ აუტოაგრესიის ფორმით - თვითგვემის სხვადასხვა ფორმებში ან უბრალოდ ცხოვრებისეულ შეზღუდვებში.
რელიგიური კულტურა, ხშირად არაგამოხატული ფორმით, ცხოვრებისა და საკუთარი თავისადმი აგრესიული დამოკიდებულების გამოცდილების მატარებელია, რითაც იზიდავს მისდამი კეთილგანწყობილ ადამიანებს. რელიგიურობისადმი მიდრეკილი, ადამიანი სულ უფრო მეტად გაუცხოებული და აგრესიული ხდება საკუთარი თავის ან მათ მიმართ, ვინც ისეთი არ არის, როგორც თავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას რელიგიური ომი აქვს თავის თავის ან მათ მიმართ, ვინც ისეთი არ არის, როგორც თავად.
https://wipfandstock.com/the-psychosis-of-god.html

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised