четверг, 5 июля 2018 г.

რელიგიური სექტების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

რელიგიური სექტების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

ტოტალიტარული სექტების საქმიანობა ითვლება უკანონოდ, რადგან გადაბირების, მათი ღონისძიებების ანონსირების, სარეკლამო და საჯარო გამოსვლების განხორციელებისას, ასევე პოტენციურ ადეპტებთან კერძო შეხვედრებისას ტოტალიტარული სექტების ლიდერები და გადამბირებლები არღვევენ თითოეული ადამიანის უფლებას ფლობდნენ უტყუარ და სრულ ინფორმაციას იმ ორგანიზაციის შესახებ, რომლის წევრობასაც მას სთავაზობენ. ისინი მალავენ ან ამახინჯებენ ინფორმაციას ორგანიზაციის ისტორიის და დოქტრინის, მისი დამფუძნებლების და ლიდერების ბიოგრაფიის შესახებ. სექტების პერიოდული ნაბეჭდი პროდუქცია, ლიტერატურა და სხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის სააგიტაციო ფურცლები და მოსაწვევები სექტანტებების ღონისძიებებზე ხშირად შეიცავენ მცდარ ინფორმაციას ორგანიზაციის რელიგიური ან სხვა კუთვნილების შესახებ, რაც ასევე არღვევს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის უფლებებს.
ყველაფერი ეს არის სექტაში არსებული ნამდვილი მდგომარეობის დამალვის მცდელობა, სადაც რეალურად რეგულარულად და სრულიად კონტროლის გარეშე სახელისუფლო ორგანოებისა  და საზოგადოების მხრიდან სჩადიან დანაშაულს ადამიანისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ძირითადად ეს არის ფინანსური მაქინაციები, დანაშაული სოციალურ სფეროში, ოჯახების დანგრევა, სუიციდზე დაყოლიება, ძალადობა ბავშვებზე, ბავშვებისთვის ადეკვატური პედაგოგიური და სამედიცინო ჩარევის უფლების წართმევა, მკვლელობა რელიგიურ და ფსევდორელიგიურ ნიადაგზე, ტერორისტული აქტების მომზადება და მათი განხორციელება, სხვადასხვა რელიგიებს შორის შუღლის გაღვივება, ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება.
ადამიანის ცნობიერების მაკონტროლებელი სპეციალური ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენების საშუალებით ტოტალიტარული სექტების მსხვერპლს იძულებით აკავებენ სექტებში, რის შედეგადაც ისინი პრაქტიკულად მოწყვეტილი არიან ნორმალურ, საზოგადოებრივ და ოჯახურ ცხოვრებას, მათ თავს ახვევენ მრავალრიცხოვან ფობიებს, რაც ხდება ნევროზების და სხვა ფსიქიკური აშლილობის მიზეზი.
ასევე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ტოტალიტარული სექტების ლიდერთა საქმიანობა მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენის ზრდის გამო, როგორც ადგილობრივ, ისე ფედერალურ დონეზე. სექტანტების გავლენის მრავალი აგენტი ლობირებს მათ ინტერესებს უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, რაც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - საზოგადოებაში ტოტალიტარული სექტის გავლენის გაძლიერებას, იმ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური ინიციატივების დანერგვას, რომლებიც აფინანსებენ სექტების საქმიანობას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანად მიმაჩნია შემდეგი საკითხების შესწავლა:
• რას განიცდიან ადამიანები ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდების ხანგრძლივი, მიზანმიმართული გამოყენების შემდეგ,
• რა სახის ცვლილებები ხორციელდება, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ინდივიდუალური ღირებულებების სისტემის რესტრუქტურიზაციასთან, რა არის მნიშვნელოვანი მისი ქმედებების მნიშვნელობის უკეთ გასაგებად,
 • როგორ მიმდინარეობს საზოგადოებასთან ურთიერთქმედება, კერძოდ, რა ცვლილებები ხდება მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ ადაპტაციაში, რომელზეც დამოკიდებულია თვითცნობიერება, როლური ქცევა საზოგადოებაში, სხვებთან ადეკვატური ურთიერთობები.
ნაშრომის მიზანია: სხვების ინფორმირება სექტების გავლენისგან შესაძლო საფრთხის შესახებ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდების განხილვა  სექტების მიერ მათი გამოყენების მაგალითზე, აღნიშნული მეთოდების სექტის წევრების სოციალურ ადაპტაციასა და ღირებულებათა ორიენტაციაზე ზემოქმედების შედეგების შესწავლა.
კვლევის ობიექტია ადამიანის ფსიქიკა, სექტის წევრების სოციალური ადაპტაცია და ღირებულებათა ორიენტაცია.
კვლევის საგანია ადამიანის ფსიქიკაზე გავლენის პროცესი, სექტის წევრთა სოციალური ადაპტაციის და ღირებულებათა ორიენტაციის თავისებურებები.
ამ მიზნის შესაბამისად ობიექტისა და სუბიექტის მიერ დასმული იყო შემდეგი კვლევითი ამოცანები:
1. მიეცეს განმარტება ცნებებს: რელიგია, ეკლესია, სექტა, ტოტალიტარული სექტები, დესტრუქციული რელიგიური ორგანიზაცია, კულტი, რელიგიური ორგანიზაცია, რელიგიური ასოციაცია.
2. შესწავლილი იქნას სექტის ადეპტთა ზემოქმედების მეთოდები ადამიანის ფსიქიკაზე და სექტის წევრების კონტროლის მეთოდები.
3. გამოვლინდეს სექტის ადეპტთა ზემოქმედების შედეგები ადამიანის და პიროვნების ფსიქიკაზე.
4. აღწერილ იქნას სექტაში ადამიანების შესვლის მიზეზები
5. ჩატარდეს ექსპერიმენტული კვლევა, რომლის მიზანია გამოავლინოს, თუ რამდენად შეიცვალა სექტანტების ზემოქმედების შედეგად ადამიანთა მსოფლმხედველობა.
6. გაკეთდეს კვლევის შედეგების ანალიზი და წარმოდგენილ იქნას რეკომენდაციები ადამიანის ფსიქიკაზე სექტის ადეპტთა მეტად საზიანო გავლენის აღმოსაფხვრელად.
ნაშრომის თემის შესაბამისად წამოყენებული იქნა შემდეგი ჰიპოთეზა: სექტების ადეპტებთან კომუნიკაცია ზიანს აყენებს ადამიანის ფსიქიკას.
კვლევის მეთოდად  შერჩეული იქნა ექსპერიმენტი და დაკვირვება.
კვლევის წყაროს წარმოადგენს მორმონთა სექტა ქალაქ ტულაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ჟუკოვსკის ქ. 13.
1.
რელიგია (ლათინური religio – „სიწმინდე“, მორწმუნეობა, ღვთისმოსაობა; ციცერონი მას უკავშირებდა ლათინურ religere – შეგროვება, მოკრძალება, დაცვა, კვლავ მოფიქრება). ზებუნებრივის რწმენით განპირობებული სამყაროს გაცნობიერების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მოიცავს ქცევის მორალური ნორმების, რიტუალების, საკულტო ქმედებების კრებულს და ადამიანთა გაერთიანებას ორგანიზაციებში (ეკლესიაში, რელიგიურ თემში). ამერიკელი ანთროპოლოგი კ. გირცი (C. Geertz), რომელიც შეისწავლიდა „რელიგიის ანალიზის კულტურულ ასპექტს“, განმარტავს მას, როგორც სიმბოლოთა სისტემას, „რომელიც ძლიერ ადამიანებს უქმნის ყოვლისმომცველ და სტაბილურ განწყობას და მოტივაციას, უყალიბებს იდეებს ცხოვრების ზოგადი წესების შესახებ და აძლევს მათ რეალობის შთაბეჭდილებას იმგვარად, რომ ეს განწყობა და მოტივაცია წარმოჩენილია, როგორც ერთადერთი რეალური“. ამავე დროს, თეოლოგები ამტკიცებენ: რამდენად ყოვლისმომცველიც არ უნდა იყოს რელიგიის განმარტება, ურწმუნო ადამიანს არ შეუძლია გაიგოს და განსაზღვროს მისი არსი.
რელიგიური ორგანიზაცია საზოგადოებაში ასრულებს საკრალურთან ურთიერთობის შუამავლის ფუნქციას.
რელიგიური ორგანიზაცია რელიგიური გაერთიანების ერთ-ერთი ფორმაა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა და სხვა პირთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლებიც მუდმივად და კანონიერ საფუძველზე ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რელიგიური ორგანიზაცია იქმნება რწმენის ერთობლივი აღიარებისა და გავრცელებისათვის და კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირებულია, როგორც იურიდიული პირი (1997 წლის 26 სექტემბრის ფედერალური კანონი „სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ“).
რელიგიური ორგანიზაცია, მისი საქმიანობის ტერიტორიული სფეროდან გამომდინარე, დაყოფილია ადგილობრივსა და ცენტრალიზებულზე (შედგება არანაკლებ სამი ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციისგან). ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნება შეუძლია რუსეთის ფედერაციის არანაკლებ ათ მოქალაქეს, რომელიც გაერთიანებულია რელიგიურ ჯგუფში, აქვს ამ ტერიტორიაზე მინიმუმ 15 წლის განმავლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, ან იმავე სარწმუნოების ცენტრალიზებული რელიგიურ ორგანიზაციაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ არის გაცემული.
რელიგიური ორგანიზაცია ასევე აღიარებულია, როგორც ცენტრალიზებული რელიგიური ორგანიზაციის მიერ, მისი წესდების შესაბამისად, შექმნილი დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც აქვს რელიგიური გაერთიანებების მიზნები და თვისებები, მათ შორის მმართველი ან საკოორდინაციო ორგანოს ან დაწესებულების, ასევე პროფესიული რელიგიური განათლების დაწესებულების.
ასოციაცია (ლათინური associatio - კავშირი) წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით შექმნილ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელმაც უნდა დაიცვას მათ გაერთიანებაში შესულ წევრთა ავტონომია და დამოუკიდებლობა. ასოციაცია წარმოადგენს გაერთიანების,  ერთობლივი ქმედებების, ეკონომიკური სუბიექტების ურთიერთდახმარების ყველაზე „რბილ“ ფორმას.
სექტა წარმოადგენს რელიგიურ ჯგუფს, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ან რეგიონის ძირითად კულტურულ რელიგიურ თემს (ან რამდენიმე თემს), რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ მსოფლიო (ქრისტიანობა [მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი], ისლამი, ბუდიზმი) და ეროვნულ რელიგიას (იუდაიზმი, ინდუიზმი).
ეკლესია
1) სასულიერო პირების და მორწმუნეების რელიგიური ორგანიზაცია, რომლებსაც აკავშირებს საერთო რწმენა და რიტუალები.
2) შენობა, სადაც მიმდინარეობს ქრისტიანული ღვთისმსახურება; ტაძარი.
ტოტალიტარული სექტებია განსაკუთრებული ავტორიტარული ორგანიზაციები, რომელთა ლიდერები ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება მათ მიმდევრებზე, გაუწიონ მათ ექსპლუატაცია, ხოლო თავის განზრახვებს მალავენ რელიგიურ, პოლიტიკურ-რელიგიურ, ფსიქოთერაპიულ, რეკრეაციულ, სამეცნიერო-შემეცნებით, კულტურულოგიურ და სხვა საქმიანობის ნიღაბქვეშ.
ტოტალიტარულ, დესტრუქციულ სექტას ხელმძღვანელობს ქარიზმატული ლიდერი ან ორგანიზაციის ლიდერთა ჯგუფი, რომელიც იყენებს საჯაროდ დაგმობილი მეთოდებს, რათა მიიზიდონ, აკონტროლონ და შეინარჩუნონ თავისი წევრები მანიპულირებად გარემოში, რაც ზიანს აყენებს ადამიანებს და მთლიანად საზოგადოებას.
ტოტალიტარული სექტა, უდავოდ, ანტისოციალური მოვლენაა. ტოტალიტარულ სექტაში გაწევრიანება აუცილებლად იწვევს პიროვნების დესტრუქციას, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის განადგურებას. ინგრევა ოჯახიებ, იღუპებიან ადამიანები.
ტოტალიტარული სექტა, როგორც ეს მოსწრებულად აღნიშნა თანამედროვე სექტატნიზმის რუსმა მკვლევარმა, პროფესორმა ა. ლ. დვორკინმა, შეიძლება შევადაროთ ცეცხლს ხორბლის მინდორზე, როდესაც ცეცხლოვანი რკალი მხოლოდ იზრდება, სულ უფრო მეტ საწვავს შთანთქავს და ტოვებს მხოლოდ განადგურებულ ადამიანებს და მათ დანგრეულ ცხოვრებას.
თითოეული ტოტალიტარული სექტის ისტორია ადამიანის ტანჯვის ამბავია. ყოველი სექტის უკან დგას დანაშაულებათა ძალიან გრძელი სისხლიანი კვალი, რომელიც, თითქოსდა ჩაიდინეს „სიკეთის“, „განწმენდის“ და „ხსნის“ სახელით. ცოდნა იმისა, თუ რას იწვევს სექტაში გაწევრიანება, დაუფიქრებელი მიღება და რწმენა ახლადმოვლენილ ღმერთთა და გურუთა სიტყვებისა, სექტანტური იდეოლოგიის ბრმა თაყვანისმცემა, დაეხმარება საზოგადოებას თავიდან აიცილოს შემდგომი შეცდომები.


---

თარგმანი
07.04.18
M.F.L (C)




































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised