среда, 19 октября 2022 г.

ალგორითმული საზოგადოებების გააზრება. ჰიბრიდული ინტელექტი და მისი ზომბები ელენა ლარინა

 ალგორითმული საზოგადოებების გააზრება. ჰიბრიდული ინტელექტი და მისი ზომბები

 ელენა ლარინა


Social software კარზეა მომდგარი

           სოციალური პროგრამირება თავისი არსენალით და არსით უფრო ღრმაა ვიდრე ნაჯი. თუ ნაჯი იყენებს უმეტესად ქცევის სტერეოტიპებს და ჩვევებს,  სოციალური პროგრამირება გულისხმობს გარკვეული ენების შემუშავებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პროცედურების აღწერა, რომლებიც ფარულად აიძულებს ადამიანს შეასრულოს გარკვეული ქმედებები. და, რაც მთავარია, არა მხოლოდ აღწეროს, არამედ განახორციელოს ეს პროცედურები. სოციალურ პროგრამირებაში გამოიყენება არა მხოლოდ სტერეოტიპები და ჩვევები, არამედ აღქმის თავისებურებები, ასევე ფსიქიკური მდგომარეობის მახასიათებლები, მაგალითად, როგორიცაა შფოთვა, აგზნება, აგრესია და ა.შ. სოციალური პროგრამირების ან social software უზრუნველყოფის სფეროში ყველაზე მოწინავე თეორიული და პრაქტიკული შემუშავება განვითარდა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და იაპონიაში. [54].


ზომბის რეალობა

         ეს ტენდენცია დიდი ხანია შენიშნეს განსაკუთრებით გამჭრიახმა მოაზროვნეებმა. ფილოსოფიის და ცნობიერების ფსიქოლოგიის დარგში სამი ყველაზე ციტირებული მკვლევარიდან ერთ-ერთი, დ. დენეტი, აცხადებს: „შესაძლებელია ადამიანის ცნობიერების განხორციელება მანქანაში. საბოლოო ჯამში, მანქანა ჩვენ თვითონ ვართ. ჩვენ ვართ რობოტები, რობოტებისგან შექმნილი. ჩვენ წარმოუდგენლად რთულები ვართ, ტრილიონობით მოძრავი ნაწილებით. მაგრამ ეს ყველაფერი რობოტიზებული ნაწილებია. აქ სასწაული არ არის“. [10]. დენეტი განიხილავს ცნობიერებას, როგორც მემების შემთხვევით, სტაბილურ კომპოზიციას. წამყვანი კოგნიტური ნეიროფსიქოლოგი ტ.მეტცინგერი საერთოდ უარყოფს ადამიანში ცნობიერებას, როგორც განსაკუთრებულ ფენომენს: „თუმცა ჩვენი ტვინი ქმნის ეგოს გვირაბს ან ცნობიერებას, ამ გვირაბში არავინ ცხოვრობს. ჩვენ ვცხოვრობთ ამ გვირაბის საშუალებით და მისი გავლით, მაგრამ არ არსებობს არავითარი „კაცუნა“, რომელიც ყველაფერს მართავს ჩვენს თავში. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი რამ, როგორიც არის „მე“ ან ფსიქიკები. ბიოლოგიური ორგანიზმი, როგორც ასეთი, არ არის „მე“, ეგოც ასევე არ არის „მე“. ის წარმოდგენების კონტენტის მხოლოდ ფორმაა - ტვინში გააქტიურებული „მე“-მოდელის კონტენტი. „მე“ ილუზიაა“ [26]. დენეტისა და მეტცინგერის პოზიციები მეინსტრიმია არა მხოლოდ თანამედროვე ნეიროფსიქოლოგების უმრავლესობისთვის, არამედ, რაც მთავარია, პოლიტიკოსებისთვის, ფინანსისტებისთვის, პოლიტტექნოლოგებისთვის, პროგრამებისა და სერვისების შემქმნელებისთვის.

           თუ XIX-XX საუკუნეებში მარქსიზმმა პირველად დააყენა ადამიანის გაუცხოების პრობლემა მისი მატერიალიზებული შესაძლებლობებისა და შრომითი საქმიანობის შედეგებისგან, დღეს ეს საკითხი უფრო მწვავედ და პრაქტიკულად დგას. ბოლო 15 წლის განმავლობაში მზარდი ტემპით მიმდინარეობს ადამიანის, როგორც გონიერი, განვითარებული ფსიქიკის მქონე, თავისუფალი ნების მქონე სოციალური არსების მიზანმიმართული ცვლილების პროცესი. თავად საქმიანობა, მისი საინფორმაციო გარემო და მატერიალური ფაქტორები თრგუნავს ადამიანში ფსიქიკის და აზროვნების საპროცესო, არადეზიუნქტიურ (ვ. ბრუშლინსკის ტერმინს თუ გამოვიტენებთ), შემოქმედებით კონტურს, ანაცვლებს მას დეზიუნქტიურით, ოპერაციულით და ალგორითმულით.


http://www.iwars.su/untitled-chgk

http://svom.info/entry/773-ponimanie-algoritmicheskih-obshestv-gibridnyj-inte/


        «არგუმენტი ი ფაქტი»: ცოტა ხნის წინ თქვენ იწინასწარმეტყველეთ, რომ თანამედროვე საზოგადოება სულ უფრო მეტად დაექვემდება  ალგორითმიზაციას. რას ნიშნავს ეს უბრალო ენაზე?

        ელენა ლარინა: მოკლედ თუ ვიტყვით, ეს ნიშნავს საზოგადოებას, რომელშიც ადამიანები სულ უფრო ნაკლებ თავისუფალ ნებას იჩენენ და სულ უფრო მეტად მოქმედებენ გარე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ. გარდა ამისა, ეს არის საზოგადოება, სადაც ადამიანები მოქმედებენ არა სპონტანურად, დამოუკიდებლად, არამედ გარკვეული შაბლონების ან პროგრამების მიხედვით. ფიგურალურად რომ ვთქვათ, საზოგადოება ადრე ჰგავდა ატელიეს, სადაც თითოეული მკერავი კერავდა თავის კოსტუმსა თუ კაბას. ახლა კი - კონვეიერული წარმოებაა, სადაც ყველა ასრულებს გარკვეულ ოპერაციებს.

        —ანუ დროთა განმავლობაში ჩვენ გავხდებით ერთგვარი დაპროგრამებული ბიორობოტები, რომლებიც გარედან იქნება მართვადი? და კონკრეტულად ვინ განახორციელებს კაცობრიობით მანიპულირებას?

         —ფსიქოფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინი, რომელიც სხეულის მასის საშუალოდ 7%-ს (ან უფრო ნაკლებს) შეადგენს, მოიხმარს ენერგიის 20-23%-მდე, ხოლო სტრესის ან დაძაბული აზროვნების დროს - 25-27%-მდე. ერთის მხრივ, ჩვენი ცნობიერება უზარმაზარ უპირატესობას წარმოადგენს სხვა სახეობებთან შედარებით, ხოლო მეორეს მხრივ, აზროვნება ენერგეტიკულად ძვირია. ამიტომ საზოგადოებებში უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა სტერეოტიპები, ქცევის ნორმები, ჩვევები და ა.შ.. ბევრ რამეს „ავტომატურად“ ვაკეთებთ. ამ მხრივ, ჩვენ ყველანი ერთდროულად ვართ დაპროგრამებულიც ვართ და თავისუფალიც. საკითხი პროპორციებშია. ბოლო 15-20 წელიწადში ბალანსი მკვეთრად ირღვევა დაპროგრამირებულების მიმართულებით.

         ეს უბრალოდ ენერგეტიკულად სასარგებლოა. შესაბამისად, ყველა სოციალური ინჟინერინგი მისი რბილი ვერსიით არის ადამიანის დაბრუნება ბედნიერ ადრეულ ბავშვობაში. მხოლოდ ბებია-ბაბუის, დედების, მამების და ძიძების ნაცვლად მათ აქვთ Google, „იანდექსი“, Siri, „ალისა“, Amazon და ა.შ. სხვადასხვა ხრიკების დახმარებით (ინტერფეისიდან დაწყებული), ჩვენ მუდმივად გვიბიძგებენ გარკვეული მოქმედებებისკენ, იყენებენ ჩვენს მოუმზადებლობას ვიფიქროთ მაშინ, როცა ამის გაკეთება არ არის საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მართავს... ჩინეთში ნამდვილად ქმნიან დიდ ძმას 2.0-ს: მთელი საზოგადოება ერთი ცენტრიდან კონტროლდება. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ან ევროპაში ასეთი ცენტრები მრავლადაა: ეს არის სახელმწიფო უწყებები და კორპორაციები, რომლებსაც აქვთ დიდი მონაცემები და მონაცემთა სპეციალური ბროკერები. მაგალითად, მათგან ყველაზე მსხვილს - Axiom -ს ახლა აქვს მონაცემები მილიარდი ადამიანის შესახებ.

       — როგორ მუშაობს ჩვენი ცნობიერების დამუშავების ტექნოლოგიები?

       —ეს ტექნოლოგიები ცივილიზაციასავით მოძველდა. გარკვეული გაგებით, ნებისმიერი რელიგია, იდეოლოგია არის ცნობიერების დამუშავების ტექნოლოგიების ერთობლიობა. სიახლე ის არის, რომ დღეს დამუშავებას ექვემდებარებიან ადამიანები, რომელთა შესახებ დამმუშავებელა თითქმის ყველაფერი იცის. ეს მკვეთრად აუმჯობესებს ეფექტურობას. მაგალითად, საძიებო სისტემამ ზუსტად იცის რას ეძებთ ინტერნეტში, რას ყიდულობთ. სოციალურ ქსელებში ადამიანები რეალურ დროში ინახავენ დოსიეს საკუთარ თავზე. სმარტფონები უბრალოდ ჯაშუშები არიან, რომლებიც აცნობებენ მფლობელის ყოველ ნაბიჯს, ყოველ მოქმედებას. ახლა დაემატა ნივთების ინტერნეტი, სადაც მტვერსასრუტმაც კი შეუძლია „დასმენა“, რომელიც ატყობინებს, როდის ხართ სახლში და როდის არა, რამდენი ოთახი გაქვთ სახლში და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება. მათ, ვინც კომერციული ან პოლიტიკური მიზნებისთვის ცნობიერების დამუშავებაშია ჩართული, არ აინტერესთ კონკრეტულად ივანოვი, პეტროვი და სიდოროვი. აინტერესებთ მსგავსი მახასიათებლების მქონე ადამიანების ჯგუფები. აშშ-ში არის ახალი ინგლისის რთული სისტემების ინსტიტუტი. მისმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ დღესაც კი, დიდი მონაცემები უმეტეს შემთხვევაში ეხმარება ჯგუფების ქცევის 90%-ით პროგნოზირებაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ჯგუფების და არა ინდივიდების.


https://philologist.livejournal.com/10505967.html?fbclid=IwAR3KDxmZXY7mn5ISSUUXEVZefHMArvJMdX7LroTBQDCeNA0dQnTFiDar_zg


დიჯიტალი ადამიანის წინააღმდეგ

       რიჩარდ უოტსონი, მსოფლიოში ცნობილი ფუტუროლოგი,  მუშაობს „ფორსაიტ[1] პრაქტის“-ში ლონდონის იმპერიულ კოლეჯში და რეგულარულად კითხულობს ლექციებს ლონდონის ბიზნეს სკოლაში. ის არის 15 ენაზე თარგმნილი წიგნის „მომავლის ფაილები“ ​​და ინტერნეტ გამოცემის „რა იქნება შემდეგ?“ ავტორი, რომელშიც აქვეყნებს კაცობრიობის განვითარების უახლეს იდეებსა და ტენდენციებს.

www.nowandnext.com


       კაცობრიობის რეალური პრობლემა ასეთია: ჩვენი ემოციები უცვლელი დარჩა პალეოლითის დროიდან, საზოგადოებრივი ინსტიტუტები შემორჩა შუა საუკუნეებიდან, ტექნოლოგია გვაახლოებს ღმერთებთან. ეს წარმოუდგენლად საშიშია, და ახლა ჩვენ მივედით კრიტიკულ წერტილამდე.


ედვარდ ო. უილსონი

       ყველაფერი, რაც გამოიგონეს მას შემდეგ, რაც ოცდაათი წლის გახდით, თითქოს ეწინააღმდეგება არსებულ ბუნებრივ წესრიგს და ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისს, როგორც ამას დაახლოებით ათი წლის წინ მიჩვეული ვიყავით, სანამ ის თანდათან იქცევა ჩვენს რეალობად.


დუგლას ადამსი

ვნახოთ.

წინასიტყვაობა

მომავლის მოთვინიერება

ყველას აქვს რაღაც გეგმა, სანამ არ მიიღებს მუშტს ყბაში.

მაიკ ტაისონი


        მომავალს დიდი ჩრდილი აქვს, მე ის გადამეფარა 2006 წელს ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ, როდესაც მივიღე შეთავაზება დამეწერა წიგნი, რომელიც შემდეგ ასე დასათაურდა: „მომავლის ფაილები“[2]. წიგნი იმის შესახებაა, თუ საით მიდის მსოფლიო, და რა გველოდება ჩვენ მომდევნო 50 წლის განმავლობაში.

        ასე რომ, რაც ყველაზე მეტად მაშინ, ასევე ახლა, მე მაინტერესებს ადამიანები და როგორ რეაგირებენ ისინი ახალ იდეებსა და მოვლენებზე.

        ეს წიგნი ასევე ეხება ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის თემას. ის ეხება ადამიანების ცხოვრებას, მათ ფარულ ოცნებებს, რისი სჯერათ და ყველაზე მეტად ეშინიათ. სწორედ ეს მეჩვენება ყველაზე მომხიბვლელად და ამაღელვებლად, და არა ახალი გაჯეტების ან აპლიკაციების გაჩენა, თუმცა მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ და გავლენას ახდენენ ჩვენზე, თანაც ძალიან საგრძნობლად.

          როგორც ჩანს, წიგნმა „მომავლის ფაილები“ ​​დიდი გავლენა მოახდინა მკითხველზე, რადგან საბოლოოდ ის 15 ენაზე ითარგმნა. ასეთი გამოხმაურების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შორეულ მომავალზე დიდი ხანია არცერთი წიგნი არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ჩემი აზროვნების უნარმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა - მე დავწერე იმის შესახებ, რომ მოსახლეობა ვალებში იყო ჩაფლული და ეს აუცილებლად გამოიწვევს მთელი ფინანსური სისტემის რყევას. ვალი არ არის მონოლითური მთა, არამედ ზვავია, რომელიც ემუქრება ირგვლივ ყველაფრის წალეკვას ... მე ასევე გამოვთქვი ვარაუდი, რომ მსხვილი ბანკები, განსაკუთრებით მათი დაკრედიტების პრაქტიკა, დიდ ყურადღებას მიიქცევს, დაიწყება შეკითხვები ხელფასებთან და მოგებასთან დაკავშირებით.. .


https://www.popularmechanics.com/science/environment/amp34166354/black-hole-center-of-earth-fake-study/#referrer=https%3A%2F%2Fwww.google.com&amp_tf=From%20%251%24s


       „მომავლის ფაილებში“ არ არის მოცემული არავითარი წინასწარმეტყველებები, რაც ხელს შეუწყობდა წიგნის გაყიდვას. მე კვლავინდებურად  მოთმინებით ველოდები ევროკავშირის „დაშლას და საბოლოო რღვევას“, და იმ დღეს, როცა „სახეზე ნაოჭების მქონე ქალები ლამაზად და სასურველად იქნებიან აღიარებული“. როგორც ჩანს, შეცდომა დავუშვი და ვფიქრობდი, რომ უკვე საკმარისად დავიღალეთ დაძაბული გაერთიანებებით და ციფრული რეტუშის დახმარებით შექმნილი ლამაზმანებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised