понедельник, 15 августа 2022 г.

მასალა ვიკიპედიიდან, თავისუფალი ენციკლოპედიიდან პროქსემიკა

 https://ru.wikipedia.org/wiki/Проксемика

მასალა ვიკიპედიიდან, თავისუფალი ენციკლოპედიიდან

პროქსემიკა

პროქსემიკა (ინგლ.proximity-დან - სიახლოვე) - სოციალური ფსიქოლოგიისა და სემიოტიკის სფეროა, რომელიც შეისწავლის ურთიერთობის სივრცითი და დროებითი ნიშნების სისტემას.

როგორც განსაკუთრებულ ნიშანთა სისტემა, ურთიერთობის პროცესის ორგანიზების სივრცე და დრო ატარებს სემანტიკურ დატვირთვას, არის  კომუნიკაციური სიტუაციის კომპონენტები.

პროქსემიკა შეისწავლის მანძილს კომუნიკატორებს შორის, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მათ შორის ურთიერთობის, მათი ემოციური მდგომარეობის და კომუნიკაციის სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესახებ.

შინაარსი

პროქსემიკის თეორია 

2სივრცესთან დამოკიდებული ფორმები 

2.1 პერსონალური სივრცე 

2.2 ინდივიდუალური დისტანცია 

2.3 ტერიტორიულობა

2.4 გარემოს პერსონალიზაცია 

3 კრიტიკა

4 კულტურული განსხვავებები 

5 პროქსემიკის თეორია პრაქტიკაში 

6 პროქსემიკა კინემატოგრაფსა და პოეზიაში 

7 ასევე იხ. 

8 შენიშვნები

9 ლიტერატურა


პროქსემიკის თეორია 

ანთროპოლოგი ედვარდ ჰოლი (Edward T. Hall)  1950-იან წლებში შეისწავლიდა ადამიანის პირად სივრცეს მის ყოველდღიურ ქცევებში. ამ ტერმინით მან აღნიშნა „ანალიზი იმისა, თუ როგორ ახორციელებს ადამიანი მიკროსივრცის - სუბიექტთა შორის სივრცის, საკუთარ სახლში სივრცის ორგანიზების, ქალაქის გარემოს დაგეგმარების - სპონტანურ სტრუქტურირებას“. იგი მივიდა ადამიანებს შორის ურთიერთობის ახალ გაგებამდე. თითოეულ ადამიანს აქვს გარკვეული ტერიტორია, რომელსაც იგი მიიჩნევს, როგორც საკუთარს. ურთიერთობისას მანძილი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული (წარმოშობა, კულტურა, პირადი უპირატესობა). დიდი თუ პატარა მანძილის შემთხვევაში ადამიანებმა შეიძლება განიცადონ  უხერხულობა და დისკომფორტი.

 ჰოლმა გამოყო სუბიექტთა შორის ოთხი ზონა, რომელთაგან თითოეული იყოფა ახლომდებარესა და შორეულზე:

ინტიმური (0-0,5 მ) – ახასიათებს ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებს შორის.

ინტიმური ზონა იყოფა ორ ფაზად: ახლოსა და შორეულზე. სიახლოვის ფაზა არის დაახლოების ფაზა, რაც გულისხმობს სრულ შერწყმას, როდესაც ჭარბობს ტაქტილური აღქმა. ინტიმური ზონის შორეული ფაზა ითვალისწინებს 45 სმ-მდე მანძილს. ზოგიერთი კულტურისთვის ეს მანძილი კონფიდენციალურობის მანძილის ტოლფასია (არაბულ ქვეყნებში). ინტიმური ზონაში შეჭრა აღიქმება როგორც მტკივნეული იმ პირობით, რომ თავად ადამიანს არ სურს ასეთი შემოჭრა ან არ აკონტროლებს მას. ინტიმური დისტანციის ზონები განსხვავდება კულტურის მიხედვით. დასავლეთ ევროპაში მანძილი შეადგენს 60 სმ, აღმოსავლეთ ევროპაში - 45 სმ, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში - თითის წვერებიდან იდაყვამდე.

პერსონალური (პიროვნული) (0.5 მ -1.2 მ) - ეს არის მანძილი, რომლის ფარგლებშიც მოსაუბრე ამჯობინებს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან სამუშაო გარემოში, წვეულებებზე

სოციალური (1.2 მ - 3.65 მ) - წარმოადგენს დისტანციას ფორმალური ხასიათის საზოგადოებრივი კონტაქტებისთვის, მაგალითად, უცხო ადამიანებთან, საქმიანი შეხვედრების დროს. სოციალური ზონა გულისხმობს მცირე ჯგუფთან ურთიერთქმედებას - დაახლოებით შვიდიდან თხუთმეტ ადამიანამდე.

საზოგადოებრივი (3.65 მ და მეტი) - ეს არის მანძილი თანამოსაუბრეებს შორის, რომელიც აღემატება საზოგადოებრივი კონტაქტებისთვის დარეზერვებულ ტერიტორიას.

როგორც ჰოლის კვლევამ აჩვენა, პერსონალური სივრცის ზომები, რომელშიც სხვა ადამიანების შეჭრა ჩვენს მიერ დაშვებული არ არის, კულტურულად დეტერმინირებულია და განსხვავდება სხვადასხვა კულტურის (ეროვნების) ადამიანებისთვის. აღმოსავლური კულტურებისთვის დასაშვებია უფრო მოკლე მანძილი ურთიერთობისთვის, ვიდრე დასავლურისთვის.

სოციალური აქტივობის ზრდას, როგორც წესი, თან ახლავს ფიზიკური მანძილის შემცირება და ორმხრივი ორიენტაცია სივრცეში.

პროქსემიკის ფარგლებში მეცნიერები მუშაობენ შემდეგ პრობლემებზე:

დისტანციის გავლენა თანამოსაუბრეებს შორის პიროვნებათშორის ურთიერთობაზე; კომუნიკაციების პროქსემური ქცევის კულტურათშორის განსხვავებები

 მცირე ჯგუფების ეკოლოგია, რომელიც შეისწავლის ფორმალურ და არაფორმალურ სიტუაციებში ადამიანების პროქსიმურ ქცევას

 მოსახლეობის სიმკვრივისა და ხალხის გავლენა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (density and crowding)

 ვირტუალურ სამყაროში სივრცითი ორგანიზაციის წესების გამოყენება.

 სივრცესთან დამოკიდებული ფორმები

 არსებობს სივრცესთან ადამიანის დამოკიდებულების ოთხი ფორმა:

პერსონალური სივრცე 

ინდივიდუალური დისტანცია 

ტერიტორიულობა

გარემოს პერსონალიზაცია.

პერსონალური სივრცე 

 ე.ჰოლის კონცეფციის თანახმად, ადამიანის პერსონალური სივრცე არის ადამიანის ირგვლივ არსებული პირადი სივრცე. არაცნობიერად, ადამიანს საკუთარი პიროვნული სივრცისადმი, როგორც საკუთარი „მე“-სადმი აქვს დამოკიდებულება. პერსონალურ სივრცეში შეჭრა აღიქმება როგორც პირადი თავისუფლების ხელყოფა.

ინდივიდუალური დისტანცია 

 ინდივიდუალური დისტანცია არის მანძილი, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც ოპტიმალურს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

ტერიტორიულობა

ე.ჰოლმა შემოიღო ტერმინი „ტერიტორიულობა“, როგორც ადამიანის პროქსემული ქცევის სისტემა, რომელიც მოიცავს გარკვეული სივრცის დამტკიცებას ინდივიდზე. თუ პირადი სივრცე ის სივრცეა, რომელიც ადამიანის გარშემო არსებობს, მაშინ „ტერიტორიულობაში“ გამოხატულია ადამიანის სურვილი აღიქვას სივრცის გარკვეული ნაწილი, როგორც მისი კუთვნილი. მაგალითად, ერთ აუდიტორიაში რეგულარული მეცადინეობისას სტუდენტები სხდებიან ერთსა და იმავე ადგილზე. ოჯახში ყველას საკუთარი ადგილი აქვს სუფრასთან, დივანზე და ა.შ. საზოგადოებაში დამკვიდრებული ადამიანების ტერიტორიული ქცევის წესები შეიძლება იყოს გაუხმაურებელი, ან ეთიკური (მაგალითად, დასაშვებია პირადი სივრცის დროებითი საზღვრების დარღვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში), და განმტკიცებული კანონმდებლობაში (მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში კერძო საკუთრებაში შეჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია).

გარემოს პერსონალიზაცია

ეს ტერიტორიის შექმნის პროცესია, რომლის საზღვრები მიუთითებს კონკრეტული ადამიანისთვის კუთვნილებას და სხვებისთვის გასაგებია. მაგალითად, შეიძლება გამოყენებული იქნას მაგიდაზე პირადი ნივთების განთავსება.

კრიტიკა

ემ გრიფინი თავის წიგნში „პირველი მოსაზრება კომუნიკაციის თეორიაზე“ აღნიშნავს, რომ ჰოლის თეორიის კრიტიკოსები მას შემდეგ ბრალდებებს უყენებენ: სხვადასხვა განზოგადებები, რომლებიც ძალიან პირობითია შემდგომი კვლევისას (სამყაროს დაყოფა კონტაქტურ და არაკონტაქტურ ადამიანებად), კულტურული სტერეოტიპები (არაბებს არ აქვთ საკუთარი სხეულების გარეთ კერძო ზონების განცდა), უსაფუძვლო პრეტენზიები (ერთი სხეულის გავლენა მეორეზე უკუპროპორციულია მათგან გამიჯნული მანძილის კვადრატთან), კონცეპტუალური არეულ-დარეულობა (კულტურული და ბიოლოგიური დეტერმინიზმის ბუნდოვანი ნაზავი).

ჰოლის წიგნი სავსეა „მახინჯი ამერიკელების“ მაგალითებით, რომლებიც უგრძნობი არიან სხვა კულტურის წეს-ჩვეულებების მიმართ, რომელიც ეხება სივრცეს. ეფექტური ურთიერთმოქმედებისთვის ჰოლი დაჟინებით სთავაზობს ჩვენი ვერბალური ქცევის ადაპტირების სწავლას ჩვენი პარტნიორის კომუნიკაციის წესებთან შესაბამისობაში. არ შეიძლება მოწვევის გარეშე დისტანციის საზღვრის გადალახვა.

მოლოდინის დარღვევის თეორიის თავის მოდელში ჯუდი ბურგუნიმ ჰოლს კონტრარგუმენტი შესთავაზა. არის სიტუაციები, როდესაც უმჯობესია წესების დარღვევა. გარკვეულ პირობებში, სოციალური ნორმებისა და პირადი მოლოდინების დარღვევა არის „უკეთესი სტრატეგია, ვიდრე დამორჩილება“. ვინმეს პირადი სივრცის დარღვევა, მაგალითად, არღვევს მიმღები მხარის მოლოდინს, რომელიც „აღიქმება როგორც პოზიტიური ან უარყოფითი, იმისდა მიხედვით, თუ რა სიმპათიები არსებობს ორ ადამიანს შორის“. ბერგუნი ვარაუდობს, რომ არავერბალური ქცევა საგულდაგულოდ არის შემუშავებული, რათა შეესაბამებოდეს პარტნიორის ურთიერთობის წესებს, ხოლო გარკვეული სოციალური ნორმებისა და ინდივიდუალური მოლოდინების დარღვევა შეიძლება იყოს „შესაბამისობის უმაღლესი სტრატეგია“.

ჰოლს ბევრი კვლევა არ ჩაუტარებია თავისი პროქსემური თეორიისთვის: საუბრებმა შავკანიან, ესპანელენოვან მუშაკებთან გამოიღო შედეგები, რომლებიც უფრო მეტად ეხებოდა ვიზუალურ კონტაქტს, ვიდრე პიროვნებათშორის  დისტანციას. წონასწორობის ეს თეორია შეიმუშავა ინგლისელმა ფსიქოლოგმა მაიკლ არგილმა 1965 წელს თავის ნაშრომში „ვიზუალური კონტაქტი, მანძილი და კავშირი. მიუხედავად თანაფარდობისა „ვუყურებთ-თავს ვარიდებთ“, თეორია ვარაუდობს, რომ ადამიანი დაარეგულირებს თავის არავერბალურ ქმედებებს, რათა შეინარჩუნოს სიახლოვე. არგილი ამტკიცებს, რომ მანძილი და თვალის (ვიზუალური) კონტაქტი გამოიყენება ერთმანეთის დასაბალანსებლად, რათა ქვეცნობიერად შეინარჩუნონ სტატუს კვო.

თუ ჰოლის პროქსემური თეორია ნაკლებად დამუშავებულად ითვლება, მაშინ მისი გავლენა შემდგომ კვლევებზე დიდია, და ტერმინოლოგია აქტიურად გამოიყენება.

 კულტურული განსხვავებები

ევროპის შვიდ ქვეყანაში ჩატარებული კომუნიკაციის პროქსემიკის კვლევებმა აჩვენა, რომ პირადი ურთიერთობისთვის ბრიტანელები უფრო მეტ სივრცეს იყენებენ, ვიდრე ფრანგები და იტალიელები. ფრანგები და იტალიელები უფრო მეტ პირად სივრცეს იყენებენ, ვიდრე ირლანდიელები და შოტლანდიელები, ხოლო სომხები და ქართველები უფრო ახლოს იმყოფებიან ურთიერთობისას, ვიდრე ესტონელები. მჭიდრე კონტაქტს უპირატესობას ანიჭებენ თბილი კლიმატის მქონე რეგიონების წარმომადგენლები; ცივი კლიმატის მქონე რეგიონებს ახასიათებთ შორ მანძილზე ურთიერთობა და მინიმალური შეხება.

2017 წლის კვლევების თანახმად, რუმინეთში, უნგრეთსა და საუდის არაბეთში ყველაზე ოპტიმალური მანძილი უცნობებს შორის 120 სმ-ზე მეტი იყო, ხოლო არგენტინაში, პერუში, უკრაინასა და ბულგარეთში 90 სმ-ზე ნაკლები.

პირად სივრცეში შეჭრისას ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენლები უფრო აგრესიულად რეაგირებენ და აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას, ვიდრე კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები. სივრცითი საზღვრების არცოდნამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები ურთიერთობისას ან კულტურათშორის კონფლიქტი. მაგალითად, საყოველთაო გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია ბარაკ ობამას მეუღლის ქმედებებმა ბუკინგემის სასახლეში 2009 წელს, დედოფალ ელიზაბეტ II-ის მიერ გამართულ მიღებაზე „დიდი ოცეულის“ სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად. მიშელ ობამამ მხარზე ხელი დაადო ელიზაბეტ II-ს, რითაც დაარღვია სამეფო პროტოკოლი: არავის აქვს უფლება შეეხოს ბრიტანეთის მონარქს, რომელსაც, პირიქით, შეუძლია შეეხოს მის რომელიმე ქვეშევრდომს ან უცხოელს. დედოფალმა მაშინვე დაიხია. ეს ამბავი ფართოდ განიხილებოდა მედიასა და სოციალურ ქსელებში.

 პროქსემიკის თეორია პრაქტიკაში

პროქსემიკის თეორია გამოიყენება დათრგუნვის სტრატეგიების ფორმირებისას. ასეთი სტრატეგიები ეფუძნება ადამიანის ინტიმურ ზონაში შეგნებულად შეჭრას, რათა დაარღვიოს მისი წინააღმდეგობის გაწევის ნება. ინტიმურ ზონაში ყველაზე წარმატებული შეჭრა და ნების დათრგუნვა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავის დაცვა არ შეუძლია. ამასთან, ფიზიკური ზიანის გარდა, მიყენებულია ფსიქოლოგიური ზიანიც. მაგალითი: გამომძიებლების მუშაობის პრაქტიკა დაკითხვისას ეჭვმიტანილზე ზეწოლის და „გამოტეხვის“ მიზნით.

 პროქსემიკა კინემატოგრაფსა და პოეზიაში

პროქსემიკა მნიშვნელოვანი ელემენტია კინემატოგრაფში: პირველ რიგში, ეს არის ობიექტების და მსახიობების განლაგება კადრში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანსცენა. მეორეც, პროქსემიკის თეორია გამოიყენება კამერის განთავსებისას: რა კუთხით და რამდენად ახლოს არის კამერა ობიექტთან მიმართებაში. ფილმში „ანტონი აქ არის, გვერდით“ მანძილი ფილმის გადამღებ ავტორ ოპერატორსა და მთავარ გმირს, აუტისტ ბიჭს შორის, მათი ურთიერთობის განვითარებასთან ერთად მცირდება. საბოლოო ჯამში, ავტორი ფაქტობრივად უნდა შევიდეს ჩარჩოში და გახდეს ამ ისტორიის მოქმედი პირი.

  ლექსში „პროლოგი: არქიტექტურის დაბადება“ პოემიდან „სახლის შესახებ“ (1965 წელი) პოეტი უისტენ ჰიუ ოდენი ასახავს ჰოლის თეორიის ანალიზს და აფრთხილებს მისი პირადი სივრცის დარღვევის შედეგების შესახებ:

„ჩემს ცხვირთან დაახლოებით ოცდაათ დუიმში

გადის ჩემი პიროვნების საზღვარი,

და მთელი სივრცე მის წინ -

  კერძო საკუთრებაა.

  უცხო ადამიანო, თუ ჩემი მაცდური მზერით

  არ შემოგთავაზე მეგობრობა

  სიფრთხილე გამოიჩინე და არ გადაკვეთო უხეშად:

მე არ მაქვს იარაღი, მაგრამ ფურთხება შემიძლია“.

უინსტენ ჰიუ ოდენი. სახლის შესახებ (1965)

 

ასევე იხ.

გარემოს ფსიქოლოგია

ჯონ კელჰუნი (ეთოლოგი)

შენიშვნა [რედაქტირება | კოდის ჩასწორება]

↑ კომპაქტურად ჩვენება

↑ უკან გადასვლა:1 2 3  ე.ს. კუდინოვა. მეტყველების პროსოდიული და არავერბალური მახასიათებლები სინქრონიასა და დიაქრონიაში (ბრიტანული მხატვრული ფილმების მასალაზე)//მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის მაცნე. ჰუმანიტარული მეცნიერებები. — 2015. —№ 1 (712). — გვ. 18—26.

↑ უკან გადასვლა:1 2 3 4 ალან პიზი, ბარბარა პიზი. სხეულის მოძრაობის ახალი ენა. გაფართოებული ვერსია. = The Definitive Book of Body Language. მ.: ეკსმო, 2016. — გვ. 208—390. — 416 გვ. — ISBN 978-5-699-11872-4.

↑ უკან გადასვლა:1 2 3  ანთროპოლოგიური კოდები. პროქსემიკა და კინეზიკა . helpiks.org. 

↑ ნეირომარკეტინგი: პროქსემიკური ურთიერთქმედების „ბნელი პატერნები“  . lpgenerator.ru 

↑ უკან გადასვლა:1 2 3 4 5 ი.ი. ფილიმონენკო. სივრცისადმი დამოკიდებულება, როგორც ქვეცნობიერის ფუნქცია // პიროვნების თვითრეალიზაციის ფსიქოლოგიური პრობლემები/ა.ა. რეანის, ლ.ა. კოროსტილევას რედაქციით. — სპბ., 1998. — გამ. 2. — გვ. 119—135.

↑ უკან გადასვლა:1 2 Griffin, Emory A. A first look at communication theory. — 3th ed. — New York: McGraw-Hill, 1997. — Vol. 1. — P. 60—67.

↑ Hall, 1966.

↑ უკან გადასვლა:1 2 Judee K. Burgoon, Jerold L. Hale. Nonverbal expectancy violations: Model elaboration and application to immediacy behaviors (ინგლ.) // Communication Monographs. — 1988. —Vol. 55. — P. 58—79. — doi:10.1080/03637758809376158.

↑ Judee K. Burgoon, Stephen B. Jones. Toward a Theory of Personal Spase Expectations and Their Violations (англ.) // Human Communication Research. — 1976. — Vol. 2. —P. 131—146. — ISSN 1468-2958. — doi:10.1111/j.1468-2958.1976.tb00706.x.

↑ Michael Argyle, Janet Dean. Eye-Contact, Distance and Affiliation (англ.) // Sociometry. — American Sociological Association, 1965. — Vol. 28. — P. 289—304.

↑ უკან გადასვლა:1 2 3 მ.ო. გუზიკოვა, პ.ი. ფოფანოვა. კულტურათშორის კომუნიკაციის თეორიის საფუძვლები. სასწავლო სახელმძღვანელო // ელექტრონული რესურსი. ურალის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2015. — გვ. 76—81.

↑ Sorokowska Agnieszka, Sorokowski Piotr, Hilpert Peter. Preferred Interpersonal Distances: A Global Comparison (англ.) // Journal of Cross-Cultural Psychology. — 2017. — 22 March (vol. 48(4)). — P. 577–592. — doi:10.1177/0022022117698039.

↑ ბრიტანეთი შოკშია: შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ დედოფალს ხელი მოხვია. „ვესტი.რუ“ (2009 წლის 2 აპრილი2). 

↑ ჩემი მშვენიერი ლედი. როგორ მოხვდნენ პირველი პირების ცოლები გახმაურებულ ისტორიებში. „რია ნოვოსტი“, (2016 წლის 10 მარტი). 

↑ Cinematography - Proxemics. «Film and Media Studies in ESF». 

↑ ემ. გრიფინი. კომუნიკაცია: თეორია და პრაქტიკა. — ხ.: ჰუმანიტარული ცენტრი, 2015. — გვ. 141—157. — ISBN 978-617-7022-36-6.

↑ Auden, W. H. . About the House, Prologue: The Birth of Architecture. — NY.: Random House, 1966. — P. 14.

ლიტერატურა[ჩასწორება | კოდის ჩასწორება]

Hall, Edward T. The Hidden Dimension. — Garden City, N.Y.: Doubleday, 1966. — 201 p. — ISBN 978-0-385-08476-5.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised