понедельник, 29 августа 2022 г.

ფსიქიატრი ვოლელი: როგორ უნდა დადგინდეს „თვალით“, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემები

 https://doctorpiter.ru/zdorove/psikhiatr-volel-kak-na-glaz-opredelit-chto-u-cheloveka-problemy-s-psikhikoi-id735667/

ფსიქიატრი ვოლელი: როგორ უნდა დადგინდეს „თვალით“, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემები

სეჩენოვის უნივერსიტეტის პროფესორმა უპასუხა კითხვებს - შესაძლებელია თუ არა ტესტებით და „თვალით“ იმის გაგება, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემები?

გამოცდილმა ექიმებმა შესაძლოა პაციენტს ერთი შეხედვით დაუსვან დიაგნოზი - და არ შეცდნენ.

მაგალითად, კარდიოლოგი მაშინვე ხედავს გულით ავადმყოფ პაციენტს,  მხოლოდ ერთი შეხედვით - კანის ფერის, ასაკისა და სქესის, წონისა და აღნაგობის მიხედვითაც კი. ენდოკრინოლოგი განსაზღვრავს ჰორმონალური უკმარისობის გარეგნულ ნიშნებს, აფასებს ადამიანის სიარულს, როგორ ჯდება სკამზე, როგორ იწყებს ლაპარაკს, უკანკალებს თუ არა ხელები, როგორი სახის ფერი აქვს და ა.შ.

რა ნიშნებით „ამოიცნობენ“ ფსიქიატრები თავიანთ პოტენციურ პაციენტებს და შესაძლებელია თუ არა „თვალით“ დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს ფსიქიკური პრობლემები? კითხვებს პასუხობს სეჩენოვის უნივერსიტეტის პროფესორი.

„თვალით“ დასმული დიაგნოზი

- ვფიქრობ, შემიძლია განვსაზღვრო, - განაცხადა ინტერვიუში ექიმმა ფსიქიატრმა, სეჩენოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ბეატრის ვოლელმა.  - ფსიქიატრს აქვს საკუთარი ნეიროქსელი, რომელიც მყისიერად აწარმოებს კლასიფიცირებას და ადგენს დიაგნოზს. საერთოდ ბევრი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ ფსიქიატრია ძალიან სუბიექტური სპეციალობაა – გვეკითხებიან, დიაგნოზის დასმა საუბრის საფუძველზე როგორ შეგიძლიათო? თუმცა ეს არ არის მხოლოდ საუბარი, არამედ კლინიკური ინტერვიუ.

დიახ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი მეთოდი, რომელიც ექიმ სტომატოლოგის არსენალშია. ჩვენ არ შეგვიძლია დიაგნოზის დასმა რენტგენის სურათის ან მრტ-ს გამოყენებით. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გამოვრიცხოთ პაციენტში რაიმე პროცესი ჩვენი დიაგნოზის დადასტურების სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, არსებობს მტკიცებულებები ფსიქიატრიაში – ბიოლოგიური, ლაბორატორიული მარკერები, რომლებიც გვეხმარება. მაგრამ ჩვეულებრივ, დიაგნოზი კეთდება კლინიკური ინტერვიუებისა და ფსიქომეტრიული სკალების საფუძველზე.

ექსპერტი აღიარებს, რომ სავსებით შესაძლებელია თვალით დადგინდეს, რომ რაღაც დარღვევებია ადამიანის ფსიქიკაში.

- თუ ადამიანი არ არის ფსიქიატრი, მაგრამ, მაგალითად, აქვს ადამიანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება - ექიმი, მასწავლებელი, ამავდროულად - დაკვირვებული, მაშინ მას შეუძლია ადამიანის „გამოთვლა“, - ამბობს ბეატრის ვოლელი. - პირველი შთაბეჭდილებისთანავე შეიძლება გამოიტანო გარკვეული დასკვნები ადამიანზე - კეთილგანწყობილია თუ გაბოროტებული,  არ ესალმება სხვებს, უხეშობს ...


დიაგნოზი ტესტის მიხედვით

ფსიქიატრის აღიარებით, მთელ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ადამიანებს უსვამენ დეპრესიის დიაგნოზს. უფრო მეტიც, სწორედ ეს ფსიქიკური აშლილობა შეუძლია ადამიანს თავად ამოიცნოს საკუთარ თავში, ფსიქიატრის დახმარების გარეშე და, დიდი ალბათობით, არც შეცდება.

- თუ ადამიანი მიდის ექიმთან და ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, აქვს დეპრესია, ალბათობა იმისა, რომ მან სწორად დაუსვა საკუთარ თავს დიაგნოზი საკმაოდ დიდია, - ამბობს ბეატრის ვოლელი. - რა თქმა უნდა, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დეპრესიული სიმპტომები, რომლის მიღმაც სრულიად განსხვავებული ფსიქიკური აშლილობა იქნება, მაგრამ, მაგალითად, არის დეპრესიის ამერიკული სკალა, რომელიც შედგება ორი კითხვისგან:

განიცდით თუ არა დეპრესიას?

 განიცდით თუ არა ბოლო 2 კვირის განმავლობაში სიამოვნების ნაკლებობას იმ საგნებითა და საქმიანობით, რომლებსაც ადრე იყავით შეჩვეული (ანჰედონია)?

- თუ ადამიანი ორჯერ გასცემს დადებით პასუხს, მაშინ დეპრესიის ალბათობა ძალიან მაღალია, - ამბობს ფსიქიატრი. - ზოგადად, დეპრესიის სწორი დიაგნოზის დასმა თავად პაციენტს შეუძლია, ამას ნებისმიერი ექიმიც ადვილად გაუმკლავდება - მათ შორის, პროფესიული თვითგამოკითხვის საფუძველზე.

რაც შეეხება სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ტესტებს, რომლებიც შეიძლება მოიძებნოს ინტერნეტში ან არაპროფესიონალების მიერ შედგენილ ჟურნალებში, ისინი სერიოზულად არ უნდა იქნას მიღებული, ამბობს ექსპერტი.

- თუ ეს ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზების დონის ტესტებია, ეს უფრო გასართობია, - დარწმუნებულია ბეატრის ვოლელი. - ადამიანის შესახებ რაღაცის გაგება შეიძლება მხოლოდ სერიოზული პიროვნული ფსიქომეტრიული ტესტებით.

ჯანმო-ს პროგნოზით, უახლოეს მომავალში დეპრესია მეორე ადგილს დაიკავებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ ინვალიდობის ინდექსით, ადამიანების შრომისუუნარობით. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენად გავრცელებულია დეპრესია, განსხვავდება დასავლურისგან - რუსეთში დეპრესიის მქონე ადამიანებს ასე ხშირად არ ეძლევათ ავადმყოფობის ფურცელი.

- დასავლური კალკულაცია სრულებით არ ეხება იმას, რაც ჩვენთან ხდება, - აჯამებს ფსიქიატრი.

https://fakeoff.org/socium/ostorozhno-psikhopaticheskiy-nartsissizm
ფრთხილად, ფსიქოპათური ნარცისიზმი 
ვალენტინა ფროლოვა
ეს სადღაც წავიკითხე უკვე. „სირცხვილის ლაქაც“, პროვოკაციებიც და უკან დაბრუნების სურვილიც. ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. ეს არაფერს გახსენებთ?
ნარცისებს ძალიან უყვართ მათ გარშემო ჰარამხანების არსებობა, რადგან მათ მუდმივად სჭირდებათ საკუთარი ეგოს გაძლიერება და გარემოს ქება თავიანთი გრანდიოზული მნიშვნელობის განცდის დასადასტურებლად და მუდმივი აღტაცების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ სწორედ ისინი არიან ძალიან გამოცდილი ქამელეონები, მაამებლები და მლიქვნელები, მყისიერად ცვლიან ნიღაბს სიტუაციიდან გამომდინარე და სხვადასხვა ტიპის ადამიანების მიხედვით, რათა მიიღონ ის, რაც სჭირდებათ.
ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მოულოდნელად იცვლებიან თქვენს თვალწინ - ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ისინი არ არიან გულწრფელნი თქვენთან და დანარჩენებთან. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ნარცისი, სავარაუდოდ, მაშინვე დაიწყებს თქვენთვის ჩირქის მოცხებას, მას შემდეგ რაც მოგიშორებთ თავიდან იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ თქვენ ხართ პრობლემური ადამიანი, და ეს, როგორც წესი,  წარმატებით მიმდინარეობს, რადგან ნარცისის სოციალური გარემო ჩვეულებრივ შედგება სხვა ნარცისებისგან, მლიქვნელებისგან, ემპათებისგან და სხვა ადამიანებისგან, ვინც ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ.
ჩირქის მოცხების კამპანია გამოიყენება შემდეგი სამი მიზნის მისაღწევად:
1. ქმნის აზრს თქვენს შესახებ, როგორც აგრესორზე, და უარყოფს ყველა თქვენს ბრალდებას
   2. იწვევს თქვენ პროვოცირებას საპასუხო ზომებისკენ, რითაც თქვენი ემოციური არასტაბილურობის ცრუ იმიჯს ადასტურებს, როდესაც ცდილობთ თქვენს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების წამოყენების გაპროტესტებას.
3. არის  თქვენი დამღუპველ ურთიერთობებში ჩათრევის საშუალება.
ამ ტაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზაა ნარცისთან და მის ჰარამხნასთან ყოველგვარი კონტაქტის სრული გაწყვეტა.
არა, ეს პოლიტოლოგებმა არ დაწერეს. ეს ფსიქოლოგ ფსიქიატრის სტატიაა. ნამდვილი ფსიქოპათები კი გამოჰყავთ  ამ და მსგავს ვოლიერებში:
და აი რას გვირჩევენ ექიმები:
შიზოფრენიის რეციდივის ერთ-ერთი გამოვლინება შეიძლება იყოს ნეოლოგიზმების შექმნა (პაციენტის მიერ გამოგონილი ახალი სიტყვები): მტკივნეული ასოციაციების, კავშირების საფუძველზე ადამიანი იგონებს ახალ სიტყვებს ან ასახელებს ჩვენთვის ცნობილ ობიექტებს.
მაგალითები: კაკლი, უკრი, სვიდომიტი, კოლორადი, მაიდაუნი, ზაპადენცი, გეიროპა, უკროფაშისტები, ჟიდობანდეროვცი, ვიშივატნიკ, ვიშივატა, სეპარი, აზერი, დაგი, ხაჩი... ჩემი აზრით, საზოგადოებას გამწვავება აქვს. როგორც დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე, ის დღემდე გრძელდება. იყავით ფხიზლად, იზრუნეთ საკუთარ თავზე და ეცადეთ იყოთ თავაზიანი მეზობლების მიმართ.
==


https://psy.su/feed/conferences/3029/&off=278/
სიახლეები და პუბლიკაციები
ესეების III კონკურსის „წარმატების ისტორიები“ შედეგები
 ძვირფასო კოლეგებო, დღეს ვაჯამებთ III კონკურსის „წარმატების ისტორიები“ შედეგებს. მადლობა ყველას, ვინც დრო დაუთმო საკუთარი გამოცდილების გააზრებას, დაწერას, და გაუზიარა გაზეთის მკითხველს! 2012 წლის კონკურსში ესეები წარმოადგინეს ალექსეი ალექსეევიჩ ტოკარევმა, ოლგა ეპიფანოვამ, ალექსანდრ ბალიკინმა, ლილია ვიქტოროვნა ბლაგოდარევამ, ლარისა გენადიევნა გრებენშჩიკოვამ, ნელი ნიკოლაევნა ბონდარჩუკმა, ნატალია ალექსანდროვნა გუშჩინამ, ნიკოლაი ვიქტოროვიჩ სკოროხოდოვმა, ტატიანა ალექსანდროვნა კოროლევამ, გალინა მელნიკმა, ელენა ნიკოლევამ, ლეონიდ ფედოროვიჩ ჩუპროვმა, მარინა სენოვმს, ვერონიკა სტეპანოვნა ალექსანდროვამ, ნატალია ანატოლიევნა ნაგორნოვამ, ტატიანა კრასნოვამ, იულია ნიკოლაევნა ბაბინამ, ტატიანა ნიკოლაევნა მარტიანოვამ, მარგარიტა ვიაჩესლავოვნა ზიურიკოვამ, ოლგა გრიგორევნა რიდეცკაიამ, ნატალია გეორგიევნა ტალანოვამ, სერგეი ვალერიევიჩ ზინინმა, ვერა ალექსანდროვნა ტუფანოვამ, ოლგა ილინიჩნა ეფიმოვამ, ნატალია ალექსანდროვნა ემშანოვამ, ანასტასია პარაბინამ, ალბინა გერმანოვნა სუმაროკოვამ, ალექსანდრ ნიკოლაევიჩ ჩუიკოვმა, ნინა მიხაილოვნა შვალევამ, ანდრეი ტოლოკონიკოვმა, ოლგა ფადეენკომ, ალა საბანოვამ - 02.05.2012

რუსული ფსიქოლოგიის აწმყო და მომავალი: წამყვან ფსიქოლოგთა მოსაზრებები. ბორის სერგეევიჩ ბრატუსი
 რუსეთის ფსიქოლოგთა საზოგადოების V ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე, „ეროვნული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქციამ ჩაატარა ფსიქოლოგთა ბლიც-გამოკითხვა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი რუსული ფსიქოლოგიის განვითარების თანამედროვე მდგომარეობას და პერსპექტივებს, როგორია მისი ყველაზე აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები... ავტორიტეტული მეცნიერების მსჯელობა, რომლებიც ბოლო წლებში ხელმძღვანელობდნენ ფსიქოლოგიურ საზოგადოებას, ეხება მნიშვნელოვან პრობლებებს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და რეფლექსიას არა მხოლოდ გამოცდილი მკვლევარების, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, მეთოდოლოგების და ფსიქოლოგიის მასწავლებლებისგან, არამედ უდავო ინტერესს იწვევს მკითხველთა ფართო წრეში. კითხვებზე პასუხობდა ბორის სერგეევიჩ ბრატუსი  - 02.05.2012
ჟურნალის „ვოპროსი ფსიქოლოგიი“ მეორე ნომრის ანონსი, 2012 წელი
 რუბრიკა „ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგია“: გ.ა. ცუკერმანი, ო.ლ. ობუხოვა. „ინფორმაციული ტექსტების გააზრება: რა იცვლება სწავლების ხუთ წელიწადში?“... 28.04.2012
ბავშვთა ფსიქოანალიზის საზოგადოების ღია სხდომა „მშობლებთან მუშაობა ბავშვების ანალიტიკურ თერაპიაში“
  27 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება ბავშვთა ფსიქოანალიზის საზოგადოების ღია შეხვედრა. თემა: „მშობლებთან მუშაობა ბავშვების ანალიტიკურ თერაპიაში“. შესვლა თავისუფალია 25.04.2012
ახალი სამეცნიერო- საინფორმაციო ქსელი რუსი მეცნიერებისთვის
მოსკოვში, ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე გაიმართა ახალი სამეცნიერო-საინფორმაციო ქსელის პრეზენტაცია. მისი შემქმნელები იყვნენ ახალგაზრდა ენთუზიასტი მეცნიერები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან რუსულ მეცნიერებაში დღეს არსებული  ინფორმაციული სიტუაციით. 23.04.2012

 ფინალისტები ნომინაციაში "წლის პიროვნება რუსულ ფსიქოლოგიაში"
ძვირფასო კოლეგებო, კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტი წარმოგიდგენთ XIII ეროვნული ფსიქოლოგიური კონკურსის „ოქროს ფსიქეას“ ფინალისტებს ნომინაციაში „წლის პიროვნება რუსულ ფსიქოლოგიაში“. მადლობა დიდი ჟიურის ყველა წევრს, ვინც შესთავაზა მონაწილეები! 20.04.2012
მასალები ჟურნალში „ვესტნიკ ფიზიოლოგიი“ მიიღება 20 აპრილამდე
20 აპრილამდე მიიღება მასალები ჟურნალში „ვესტნიკ ფიზიოლოგიი“ №  2/2012. პუბლიკაციებს უმაღლესი საატესტაციო კომისია ჩათვლის გამოქვეყნებული სტატიების საერთო სიაში საკანდიდატო ან სადოქტორო დისერტაციის დაცვისას. 17.04.2012
 „ახალი ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტი შეცვლის ფსიქოლოგის როლს სასწავლო პროცესში“
გთავაზობთ ინტერვიუს ალა გერმანოვნა დუმჩევასთან. ალა გერმანოვნა - პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სანკტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიის ფსიქოლოგიის კათედრის, პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტია, რელიგიური კულტურისა და საერო ეთიკის საფუძვლების ტიუტორი. ფსიქოლოგთა სამიტზე „წარმატების ტექნოლოგიები“, რომელიც 1-3 ივნისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, ალა გერმანოვნა იქნება მრგვალი მაგიდის „ფსიქოლოგიური ეფექტები და ფედერალური სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის დანერგვის შედეგები: პლუსები, მინუსები, იმედები და იმედგაცრუებები“  მოდერატორი.  17.04.2012
გარდაიცვალა ბ.დ. პარიგინი. ნათელი ხსოვნა!
2012 წლის 9 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი რუსი ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის უმაღლესი პროფესიული განათლების საპატიო მუშაკი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის, პეტროვსკის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის, ბალტიის პედაგოგიური აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი - ბორის დმიტრიევიჩ პარიგინი 13.04.2012
კერძო ფსიქოლოგიური პრაქტიკის კვლევა
მიმდინარეობს კერძო ფსიქოლოგიური პრაქტიკის შესწავლა. მიზანი: კერძო ფსიქოლოგიური პრაქტიკის ბაზრის მაჩვენებლების ანალიზი, მათ შორის ფსიქოლოგების კონსულტაციების ფასის დონის და ფასების წარმოების გამოყენებული პრინციპების, პროფესიული საქმიანობის სტრუქტურის და პრაქტიკის სხვა საქმიანობასთან შეთავსების, სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა და პროფესიული მხარდაჭერის გამოყენების ანალიზი, პრაქტიკის ფორმირების წყაროები და მარკეტინგის შედეგიანობა 13.04.2012
სირცხვილი
ჩვენ, ადამიანები, ვიბადებით სრულიად დამოკიდებულნი სხვა არსებებზე და განწირულნი ვართ ვიყოთ დამოკიდებულნი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში (სხვა ადამიანის გარეშე გადარჩენის ფიზიკური უუნარობის გამო). დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გაიზარდო, მომწიფდე, გახდე დამოუკიდებელი - ყველას ინდივიდუალური განვითარების მიზანია, და ვინმეზე დამოკიდებულების ყველა გამოვლინება, სავარაუდოდ, ინფანტილიზმის გამოვლინებაა. 12.04.2012
ჯ.ფარელისა და ა.შოუს (აშშ) უფასო სემინარი კოგნიტურ ფსიქოთერაპიაში
 19 აპრილს 18.30 საათზე სანქტ-პეტერბურგში გაიმართება ღია საერთაშორისო სემინარი „ჯგუფური კოგნიტური ფსიქოთერაპია: სქემაზე ფოკუსირებული მიდგომა თერაპიასა და კონსულტირებაში“. წამყვანები: ჯოან ფარელი და აიდა შოუ, მიდვესტის სქემათერაპიის  თანამშრომლები, ინდიანაპოლისი, აშშ 09.04.2012
გარდაიცვალა ვ.ა. მურზენკო.  გვიყვარხართ, გვახსოვხართ, ვგლოვობთ!
4 აპრილს გარდაიცვალა  ვლადისლავ ანატოლიევიჩ მურზენკო. რუსული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი პატრიარქი, ფსიქოდრამის და ჯგუფური ფსიქოთერაპიის მეთოდების დარგის წამყვანი სპეციალისტი, პირველი ფსიქოთერაპიული საზოგადოების - კოოპერატივის „დიალოგი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა ფსიქოთერაპიისა და ტრენინგის პროფესიულ ასოციაციად. მრავალი წლის განმავლობაში იყო ვ.მ. ბეხტერევის სახელობის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი და პედაგოგი, კათედრის დოცენტი და სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მმართველი კადრების გადამზადების ფაკულტეტის წამყვანი ტრენერი, პრაქტიკული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის „იმატონის“ წამყვანი ლექტორი. 06.04.2012
სანკტ-პეტერბურგის ფსიქოლოგიური საზოგადოებისა და ფიზიოლოგიური საზოგადოების სხდომა 
5 აპრილს 16.00 საათზე გაიმართება სანკტ-პეტერბურგის ფსიქოლოგიური საზოგადოებისა და ფიზიოლოგიური საზოგადოების ღია ერთობლივი სხდომა. სხდომაზე მოხსენებით „Eye movement as a signature: Individual differences in saccades and in smooth pursuit“ გამოვა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების წევრი, პროფესორი ჯონ მოლონი.  შესვლა თავისუფალია.
რადა მიხაილოვნა გრანოვსკაიას ლექციების ციკლი „კონფლიქტები როგორც ინდივიდუალური განსხვავებების შედეგი“ 
ჩატარების თარიღები: 5, 12, 19 და 26 აპრილი 17.10-დან 18.50-მდე. გრანოვსკაია რადა მიხაილოვნა - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბალტიის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიისა და აკმეოლოგიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. ძირითადი შრომები - პრაქტიკულ ფსიქოლოგიასა და ფსიქოლოგიურ დაცვაში. ადამიანის აზროვნების არაცნობიერი და ცნობიერი ფსიქოლოგიური ბარიერების სისტემასთან ურთიერთქმედების კონცეპტუალური მოდელის, აგრეთვე მექანიზმებისა და მათი გადალახვის გზების ავტორი. 04.04.2012
ღია ლექცია  „მამაკაცისა და ქალის დიფერენციალური ფსიქოლოგია“
 3 აპრილს 17.10 საათზე გაიმართება ღია ლექცია „მამაკაცისა და ქალის დიფერენციალური ფსიქოლოგია“. ლექტორი: ილინი ევგენი პავლოვიჩი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ა.ი. ჰერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე; ზოგადი და დიფერენციალური ფსიქოფიზიოლოგიის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფსიქოლოგიის დარგში სპეციალისტი. ორასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის თხუთმეტი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. შესვლა თავისუფალია 02.04.2012

რუსული ფსიქოლოგიის აწმყო და მომავალი: წამყვანი ფსიქოლოგების მოსაზრებები. დიანა ბორისოვნა ბოგოიავლენსკაია 
რუსეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების  V ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე, „ეროვნული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქციამ გამართა იმ ფსიქოლოგთა ბლიც გამოკითხვა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიური მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში, გამოკითხვა ეხებოდა საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ ისინი რუსული ფსიქოლოგიის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს, რა არის მისი ყველაზე აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ავტორიტეტული მეცნიერების მოსაზრებები, რომლებიც ბოლო წლებში ფსიქოლოგიური საზოგადოების „სათავეში“ იყვნენ, ეხება მნიშვნელოვან პრობლემებს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას და რეფლექსიას არა მხოლოდ გამოცდილი მკვლევარების, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, მეთოდოლოგების, ფსიქოლოგიის მასწავლებლების მხრიდან, არამედ წარმოადგენენ უდავო ინტერესს მკითხველთა ფართო წრისათვის. კითხვებს პასუხობდა დიანა ბორისოვნა ბოგოიავლენსკაია 02.04.2012
კონკურსის „წარმატების ისტორიები“ ახალი ეტაპი
ძვირფასო კოლეგებო, იწყება კონკურსის „წარმატების ისტორიების“ შემდეგი ეტაპი - ხმის მიცემის ეტაპი. დეკემბრიდან მარტის ბოლომდე რედაქცია იღებდა თქვენს ესეებს კონკურსისთვის. კენჭისყრა 1-დან 30 აპრილამდე გაიმართება, შედეგები მაისში გახდება ცნობილი 31.03.2012
მრგვალი მაგიდა „კოგნიტური მოდელების და მათი პროტოტიპების საინფორმაციო-ენერგეტიკული ასპექტები“ 
27 მარტს 17:00 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა „კოგნიტური მოდელებისა და მათი პროტოტიპების საინფორმაციო-ენერგეტიკული ასპექტები“. წამყვანი: მიროშნიკოვი სერგეი ალექსანდროვიჩი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სანკრ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე. დასწრება უფასოა 26.03.2012
ი.მ. ნიკოლსკაიას ლექცია „კრიზისული დახმარება... და ფსიქოლოგიური დაცვა“ 
 27 მარტს, 17.10-დან 18.50-მდე გაიმართება ღია ლექცია „კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვებს და ფსიქოლოგიური დაცვა“. ლექტორი: ნიკოლსკაია ირინა მიხაილოვნა - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სანკტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კათედრის პროფესორი (ვ.მ. ბეხტერევის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტთან არსებული). შესვლა თავისუფალია 23.03.2012

===


US6506148B2 - მანიპულაციები ნერვულ სისტემასთან მონიტორებიდან ელექტრომაგნიტური ველების გამოყენებით - Google Patents

ადამიანებში შეინიშნებოდა ფიზიოლოგიური ეფექტი სუსტი ელექტრომაგნიტური ველით კანის გაღიზიანების საპასუხოდ, რომელიც პულსირებს გარკვეულ სიხშირით, დაახლოებით ½ ჰც ან 2.4 ჰც, მაგალითად, სენსორული რეზონანსის აღგზნების მიზნით. მრავალი კომპიუტერის მონიტორი და სატელევიზიო ნათურა იმპულსური გამოსახულებების ჩვენებისას, ასხივებს საკმარისი ამპლიტუდის იმპულსურ ელექტრომაგნიტურ ველებს, რომ გამოიწვიოს ასეთი აგზნება. ამრიგად, შესაძლებელია სუბიექტის ნერვული სისტემით მანიპულირება მეზობელი კომპიუტერის მონიტორზე ან ტელევიზორზე პულსირებული გამოსახულებების ჩვენებით. ამ უკანასკნელისთვის, იმპულსური გამოსახულება შეიძლება იყოს ჩასმული პროგრამის მასალაში, ან შეყვანილი ვიდეო ნაკადის მოდულირების გზით, ან როგორც რადიო სიხშირის სიგნალი ან როგორც ვიდეო სიგნალი. გამოსახულებას კომპიუტერის მონიტორზე შეუძლია ეფექტურად პულსირება მარტივი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით. ზოგიერთი მონიტორისთვის, იმპულსურ ელექტრომაგნიტურ ველებს, რომლებსაც შესწევთ ახლომდებარე ობიექტებში სენსორული რეზონანსების გამოწვევის უნარი, შეუძლიათ გენერირება მაშინაც კი, როდესაც გამოსახულებები პულსირებენ ქვეცნობიერი ინტენსივობით.  

https://patents.google.com/patent/US6506148B2/en
http://www.google.com/patents/US6506148

აშშ-ში წელიწადში სიკვდილიანობის საშუალო რაოდენობა 
მედიის ბოლოდროინდელ ინტერესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილიანობის შემზარავი ზრდის მიმართ, მე ნამდვილად გულწრფელად მაინტერესებდა იმის დადგენა, თუ კიდევ რას შეუძლია ჩვენი მოკვლა აქ, აშშ-ში, და ძალიან საინტერესო რამ აღმოვაჩინე. რაც მეტს ვიგებდი, მით უფრო მეტის ნახვის სურვილი მიჩნდებოდა. შედარებისთვის კი არა, უბრალოდ რომ მცოდნოდა. იმდენად ვიყავი მოხიბლული, რომ უბრალოდ გაზიარება მინდოდა. ქვემოთ მოყვანილ საუბრებში განხილულია ფიქრები  ამ სტატისტიკასა და სხვა შესაძლებლობებზე. 
ეს საგანმანათლებლო მიზნით გაკეთდა მათთვის, ვინც დაინტერესებულია, რადგან მონაცემები მართლაც საინტერესოა. მაგალითად, წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენად საშინელია ისეთი რამ, როგორიცაა სიკვდილი სწორად დანიშნული მედიკამენტებისგან.
დიაგრამა წარმოადგენს მიმოხილვას, და მე შევქმენი ის ან შარშანდელ ინფორმაციაზე ან უახლეს საშუალო წლიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. აქ მოცემულია ერთი წლის სიკვდილიანობის წყაროები და სხვა მიზეზები, რომლებიც არ არის მითითებული ცხრილში.
ძალადობა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით - მასობრივი სროლები და მკვლელობები (2014 წ.): 12,570 ადამიანი - 2013 წელს 30 000-დან შემცირდა
http://www.gunviolencearchive.org/tolls/2014
http://www.politifact.com/truth-o-meter/statements/2015/oct/05/viral-image/fact-checking-comparison-gun-deaths-and-terrorism-/

სეფსისი: 258 000 ადამიანი წელიწადში
http://www.cdc.gov/sepsis/basic/qa.html

სწორად დანიშნული წამლები: 128 000 ადამიანი წელიწადში (საშუალოდ) и 1,9 მილიონი ჰოსპიტალიზირებული.
http://ethics.harvard.edu/blog/new-prescription-drugs-major-health-risk-few-offsetting-advantages

ალკოჰოლი: 88 000 ადამიანი წელიწადში (საშუალოდ)
http://www.cdc.gov/features/alcohol-deaths/

გრიპი: 36 000 ადამიანი წელიწადში (საშუალოდ)
http://www.npr.org/sections/health-shots/2010/08/26/129456941/annual-flu-death-average-fluctuates-depending-on-how-you-slice-it

სიკვდილიანობის სხვა ძირითადი მიზეზები წელიწადში:

გულის დაავადება: 611 105
ჯიბო: 584881
ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები: 149 205
უბედური შემთხვევები (არაგანზრახ მიღებული ტრავმები): 130 557
ინსულტი (ცერებროვასკულარული დაავადება): 128 978
ალცჰეიმერის დაავადება: 84 767 ადამიანი
დიაბეტი: 75 578
გრიპი და პნევმონია: 56 979
ნეფრიტი, ნეფროტული სინდრომი და ნეფროზი: 47 112
განზრახ სხეულის დაზიანება (თვითმკვლელობა): 41 149
==



Нимфомания способна лишить женщину здравого рассудка и брезгливости. Неспроста расстройство попало в класс F52.7 списка МКБ-10 под названием «Повышенное половое влечение». Как правило, нимфоманок не интересует, свободен или женат партнёр, младше он или старше, каков его социальный статус. Навязчивое и неконтролируемое желание женщины заполучить полового партнёра выступает главным признаком расстройства. Можно выделить такие симптомы, как эгоизм и нарциссизм в постели. Главная цель — удовлетворение любым способом. Хотя нимфоманки и осведомлены о наличии СПИДа и венерических заболеваний, вероятность приобрести заболевание не способна остановить «голодную» женщину. Проблема гораздо глубже и сильнее стыда и здравого смысла, потому девушка с расстройством не способна самостоятельно остановиться без специализированной помощи. Причины нимфомании Основные причины возникновения заболевания: Поражение участков головного мозга, его структуры, а также гипоталамуса (чаще всего, вследствие травм). В некоторых областях гипоталамуса располагаются специальные центры, отвечающие за жажду, голод, сон и реакции, которые имеют тесную связь с поведенческими реакциями, размножением и агрессивностью. Повышение либидо вызывается синдромом гипоталамической сверхсексуальности. Появляются приступы чрезмерного сексуального возбуждения, которое обусловливается необыкновенными ощущениями в зоне половых органов, усилением чувствительности гениталий, вызывающим чувство жара, а также болевые ощущения в пояснице, области низа живота. Это сопровождается частыми позывами к мочеиспусканию. Сбой гормонального фона. В период климакса происходит гормональная перестройка организма женщины, часто это выступает одной из причин возникновения климактерической нимфомании. Подобный диагноз напрямую связан с нарушением баланса женских и мужских гормонов в связи с дисфункцией яичников. Незамужние женщины преклонного возраста уже не обладают внешними данными, способными привлечь молодого мужчину, а замужние женщины имеют мужей со сниженной потенцией в преклонном возрасте. Таким образом, они не в состоянии удовлетворить завышенные половые потребности, поэтому мучаются от изнурительного полового желания сутками напролёт. Всё это сопровождается сильным зудом в области половых органов. Женские заболевания и психические расстройства. Часто такой диагноз способны получить женщины с маниакально-депрессивными состояниями, психопатией, шизофренией, а также с опухолями яичников. В процессе развития новообразований или опухолей женщина может ощущать постоянное половое влечение. Формы нимфомании Существует две формы заболевания нимфомании, в зависимости от возраста больных: Нимфомания в молодом возрасте. Молодые девушки не тяготятся своим состоянием в большинстве случаев, не считают себя заболевшими. Они считают себя темпераментными, а повышенный уровень либидо выдают за женское достоинство, за положительное женское качество. Граница между крайним вариантом нормы и патологией не всегда отчетлива в особых случаях гиперсексуальности. Такая нимфомания с годами может перерасти в климактерическую. Нимфомания у женщин имеет следующие примеры из жизни. Одна американка официально выходила замуж 12 раз, потому как её мужья либо вынуждены были с ней развестись из-за её напора, либо умирали от истощения. Нимфомания климактерическая. После менопаузы у большого количества женщин либидо либо уменьшается, либо вовсе угасает, а в целом ряде случаев может остаться на том же уровне, который был до наступления менопаузы. Если происходит Нимфомания климактерическая. После менопаузы у большого количества женщин либидо либо уменьшается, либо вовсе угасает, а в целом ряде случаев может остаться на том же уровне, который был до наступления менопаузы. Если происходит резкий рост либидо, он сопровождается постклимактерической или климактерической нимфоманией. Если патологию не лечить, симптомы будут обостряться до глубокой старости. Климактерическая нимфомания приводит к перверсиям (скотоложство или трибадия), к чрезмерной мастурбации. Нимфоманию нередко путают с промискуитетом — формой патологической гиперсексуальности, тесно связанной с органическим повреждением мозга. Не является расстройством: высокое либидо, повышенная сексуальная активность во время влюбленности, любовная зависимость, самоутверждение женщин посредством связи с новыми партнёрами. Симптоматика Очень тяжёлым недугом является рассматриваемая патология, так как она требует к себе особо пристального внимания, которое проявляется в серьёзном лечении. Нимфомания у женщин имеет следующие признаки: навязчивые мысли о половом акте; случайные интимные связи; возбудимость, истерика, агрессия и подавленность, как следствие изменения характера; частая неудовлетворённость половым актом; частая смена сексуальных партнёров; отсутствие заинтересованности мужчиной в духовном плане, как человеком, пренебрежение его внешними данными; влечение к мужчинам, не поддающееся контролю. Диагностика Заболевание диагностируется врачом сексопатологом, однако при условии, что девушка самостоятельно приходит к мысли о получении медицинского лечения. Пациенткам, не осознающим своей проблемы, очень сложно поставить диагноз. Определяют причины появления болезни посредством психологического теста. Психологи и специалисты утверждают, что в процессе прохождения такого теста человек способен акцентировать внимание на собственных проблемах. Благодаря тесту можно лучше познать себя и получить возможность чётко осмыслить своё поведение и ощущения. Порой возникает потребность в применении инструментальных и лабораторных методов исследования, может помочь откровенная беседа с врачом для окончательного установления диагноза. Лечение нимфомании Болезнь способна привести человека к серьёзным проблемам в личной жизни. Планомерное лечение данного недуга требует последовательного, системного подхода таких специалистов: Специалист по МРТ необходим для исключения новообразования в мозгу, необходимо провести магнитно-резонансную томографию. Психотерапевт. Лечение включает в себя снижение сексуального влечения посредством успокоительных препаратов, нередко это транквилизаторы. Иммунолог. Его задача состоит в назначении диеты, исключающей из рациона повышающие сексуальное возбуждение продукты. Это орехи, морепродукты, сыры, грибы, сельдерей и шоколад. Также под запрет попадают спиртные напитки и острые блюда. Эндокринолог даёт направление на специальный анализ крови — на гормоны. Благодаря результатам анализа врач выясняет, необходимо ли лечение гормонального фона пациентки. Венеролог. В случае частой смены партнёров, женщина подвергается риску передачи инфекции. Обнаружение инфекций полового типа подразумевает назначение врачом специального лечения. Лишь в случае сдачи всех необходимых анализов и правильного обследования врач способен поставить заключительный диагноз и выяснить причины заболевания, впоследствии назначить качественное лечение.









Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised